1. მხარეები იქნებიან ორგანოები, რომლებიც უფლებამოსილნი არიან მოითხოვონ დახმარება უბედური შემთხვევის დროს.
2. დახმარება აღმოჩენილი იქნება მოთხოვნისთანავე, როდესაც მომთხოვნი მხარე ადგენს:
- კატასტროფის ადგილს, დროს, ხასიათსა და მასშტაბს, აგრეთვე მიმდინარე მდგომარეობას დაზარალებულ ზონაში;
- უკვე ჩატარებულ ღონისძიებებს, აუცილებელი დახმარების სპეციფიკაციას, რათა განისაზღვროს მოთხოვნილი დახმარების პრიორიტეტები.
3. დამხმარე მხარე დაუყოვნებლივ მიიღებს გადაწყვეტილებას აღმოუჩინოს მომთხოვნ მხარეს დახმარება და მიაწოდოს ინფორმაცია დახმარების აღმოჩენის შესაძლებლობის, ოდენობისა და პირობების შესახებ.
4. წინამდებარე შეთანხმების მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია შეიცვლება მდგომარეობის განვითარების მიხედვი