1. წინამდებარე შეთანხმება ძალაში შევა სულ მცირე ექვსი სახელმწიფოს მიერ სარატიფიკაციო სიგელისა და მიღების, დამოწმების, დამტკიცების ან შეერთების აქტების დეპონირებისთანავე და დარჩება ძალაში განუსაზღვრელი ვადით.
2. თითოეული სახელმწიფოსათვის, რომელიც ახდენს მოცემული შეთანხმების რატიფიცირებას, მიღებას, დამოწმებას ან დამტკიცებას ან უერთდება ამ შეთანხმებას რატიფიკაციის, მიღების, დამოწმების, დამტკიცების ან შეერთების მეექვსე სიგელის დეპონირების შემდეგ, წინამდებარე შეთანხმება ძალაში შევა ამ სახელმწიფოს მიერ რატიფიკაციის, მიღების, დამოწმების, დამტკიცების ან შეერთების საკუთარი სიგელების დეპონირების დღე