წინამდებარე შეთანხმების ორიგინალის ტექსტი შესრულებულია ინგლისურ ენაზე.

ხელმოწერილია სოჩი, 1998 წლის 15 აპრილი.

ამის დასტურად, შესაბამისი უფლებამოსილებით აღჭურვილმა პირებმა ხელი მოვაწერეთ წინამდებარე შეთანხმებას.

აზერბაიჯანის რესპუბლიკის
მთავრობის სახელით

ალბანეთის რესპუბლიკის
მთავრობის სახელით

სომხეთის რესპუბლიკის
მთავრობის სახელით

ბულგარეთის რესპუბლიკის
მთავრობის სახელით

საბერძნეთის რესპუბლიკის
მთავრობის სახელით

საქართველოს
მთავრობის სახელით

მოლდოვას რესპუბლიკის
მთავრობის სახელით

რუსეთის ფედერაციის
მთავრობის სახელით

რუმინეთის
მთავრობის სახელით

უკრაინის
მთავრობის სახელით

დანართი I

პირადი მონაცემების გაცვლა

წინამდებარე შეთანხმების ფარგლებში და მხარეთა სახელმწიფოებში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, პირადი მონაცემების გაცვლა მიმდინარეობს შემდეგი წესების თანახმად:

1. ადგილსამყოფელი მხარის მიერ მონაცემების გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ წარმდგენი მხარის მიერ განსაზღვრული პირობებისა და მიზნების შესაბამისად.

2. ადგილსამყოფელი მხარე შეატყობინებს წარმდგენ მხარეს, მისი მოთხოვნისამებრ, ამ უკანასკნელის მიერ აღნიშნული პირადი მონაცემების გამოყენების წესებისა და მიღწეული შედეგების შესახებ.

3. პირადი მონაცემების მიმღები იქნება მხოლოდ კომპეტენტური ორგანო. პირადი მონაცემების ხელმეორე გაცვლა შესაძლებელია მხოლოდ წარმდგენი მხარის წერილობითი ნებართვის შემთხვევაში.

4. წარმდგენი მხარე ვალდებულია გადასცეს სწორი მონაცემები, რომლებიც შეესაბამება მისი გადაცემის მიზნებს, სათანადო სახელმწიფო წესების გათვალისწინებით. ადგილსამყოფელი მხარე, არასწორი ან საიდუმლო გრიფის მქონე მონაცემების გადაცემის შესახებ ინფორმაციის მიღების შემდეგ, ასწორებს უზუსტობას ან მთლიანად აუქმებს მონაცემებს.

5. ნებისმიერი პირი, რომელმა განიცადა ზარალი მის შესახებ პირადი მონაცემების გამო, სარგებლობს უფლებით მოითხოვოს სერტიფიკატი ამის შესახებ, მონაცემების გამოყენების მიზეზის წარდგენის შემდეგ. თუ საზოგადოებრივი ინტერესი პრევალირებს დაზარალებული პირის ინტერესს, იგი კარგავს ზემოაღნიშნულ უფლებას. ნებისმიერ სხვა შემთხვევაში ეს პირი სარგებლობს უფლებით მიიღოს სერტიფიკატი იმ ქვეყნის მოქმედი სახელმწიფო კანონმდებლობის შესაბამისად, რომლის ტერიტორიაზეც განხორციელდა მოთხოვნა.

6. თუ წინამდებარე შეთანხმების ფარგლებში ინფორმაციის გადაცემა იწვევს რომელიმე პირის ფიზიკურ ან მორალურ ზარალს, ადგილსამყოფელი მხარე პასუხს აგებს თავისი სახელმწიფო კანონმდებლობის შესაბამისად. ფიზიკურად ან მორალურად დაზარალებულ პირთან (პირებთან) მიმართებაში, ადგილსამყოფელ მხარეს არა აქვს უფლება თავი აარიდოს პასუხისმგებლობას და გადასცეს პასუხისმგებლობა წარმდგენ მხარეს.

7. პირადი მონაცემების მოქმედების ვადის შესახებ შეატყობინებს წარმდგენი მხარე თავისი სახელმწიფო კანონმდებლობის თანახმად.

8. მხარეები ვალდებულნი არიან აწარმოონ შესული და გასული პირადი მონაცემების, როგორც ოფიციალური დოკუმენტების რეგისტრაცია.

9. მხარეები ვალდებული არიან დაიცვან პირადი მონაცემები, მათი სახელმწიფო კლასიფიკაციის შესაბამისად, ნებადაურთველი მისაწვდომობისაგან, ცვლილებების შეტანისა და გახმაურებისაგა