1. მონაცემთა დამუშავების კანონიერების შესწავლის პროცესში არ შეიძლება მონაწილეობდეს სამსახურის თანამშრომელი, რომელიც:

ა) ამ საქმეში მონაწილებს ან მონაწილეობდა, როგორც მხარე, მხარის წარმომადგენელი ან დაინტერესებული პირი;

ბ) საქმეში მონაწილე მხარის ან მისი წარმომადგენლის ოჯახის წევრია;

გ) იყო ექსპერტი მოცემულ საკითხთან დაკავშირებით;

დ) თვითონ ან მისი ოჯახის წევრი ფლობს აქციებს ან საწესდებო კაპიტალის წილს იმ საწარმოში, რომელიც წარმოადგენს მხარეს;

ე) არსებობს სხვა გარემოება, რომელიც საეჭვოს ხდის მის ობიექტურობასა და მიუკერძოებლობას.

2. თანამშრომელი ვალდებულია სახელმწიფო ინსპექტორს აცნობოს ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული გარემოების შესახებ და განაცხადოს თვითაცილება. თვითაცილების შესახებ განცხადება დასაბუთებული უნდა იყოს.

3. სახელმწიფო ინსპექტორის თვითაცილების საფუძვლის არსებობისას, სახელმწიფო ინსპექტორის ერთ-ერთი მოადგილე ასრულებს სახელმწიფო ინსპექტორის მოვალეობას და სარგებლობს სახელმწიფო ინსპექტორისთვის მინიჭებული უფლებამოსილებებით (მათ შორის, ადმინისტრაციული სახდელის დაკისრებისა და გადაწყვეტილების მიღების უფლებით).

4. მხარეს, რომელიც მიიჩნევს, რომ არსებობს სამსახურის კონკრეტული თანამშრომლის აცილების საფუძველი, უფლება აქვს სახელმწიფო ინსპექტორს ან ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სახელმწიფო ინსპექტორის მოადგილეს, წარუდგინოს დასაბუთებული განცხადება სამსახურის თანამშრომლის აცილების შესახებ.

5. სამსახურის თანამშრომლის აცილების შესახებ განცხადების წარდგენა შესაძლებელია 5 (ხუთი) სამუშაო დღის განმავლობაში, რომელიც აითვლება მონაცემთა დამუშავების კანონიერების შესწავლის დაწყების შესახებ ინფორმაციის შეტყობიდან ან იმ დღიდან, როდესაც მონაცემთა დამუშავების კანონიერების შესწავლის პროცესში მონაწილე მხარისთვის ცნობილი გახდა აცილების საფუძვლის არსებობის შესახებ.

6. აცილების შესახებ განცხადებას იხილავს და აცილების ან თვითაცილების საკითხს წყვეტს სახელმწიფო ინსპექტორი, ხოლო ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში - სახელმწიფო ინსპექტორის მოადგილ