1. მონაცემთა დამუშავების კანონიერების შესწავლის მიზანი შესაძლებელია იყოს:
ა) სამართალდარღვევათა პრევენცია;
ბ) მონაცემთა დამმუშავებლის ან/და უფლებამოსილი პირის მიერ მონაცემთა დამუშავებისას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნათა შესრულების კონტროლი;
გ) ფარული საგამოძიებო მოქმედებებისა და ელექტრონულ სისტემებში განხორციელებული აქტივობების კონტროლი;
დ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა გარემოებების დადგენა.
2. მონაცემთა დამუშავების კანონიერების შესწავლა გულისხმობს:
ა) მონაცემთა დამუშავების პრინციპების დაცვის დადგენას;
ბ) მონაცემთა (მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემთა) დამუშავების საფუძვლების არსებობის დადგენას;
გ) მონაცემთა უსაფრთხოების დაცვისათვის მიღებული ორგანიზაციული ან/და ტექნიკური ზომებისა და განხორციელებული პროცედურების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენას;
დ) ბიომეტრიულ მონაცემთა დამუშავების წესების დაცვის დადგენას;
ე) მონაცემთა პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის გამოყენების წესების დაცვის დადგენას;
ვ) ვიდეოთვალთვალის წესების დაცვის დადგენას;
ზ) საჯარო და კერძო დაწესებულებათა შენობაში შესვლისა და შენობიდან გამოსვლის შესახებ მონაცემთა დამუშავების წესების დაცვის დადგენას;
თ) მონაცემთა დამმუშავებლის მიერ მონაცემთა სუბიექტის ინფორმირების წესების დაცვის დადგენას;
ი) მონაცემთა დამმუშავებლის მიერ უფლებამოსილი პირისათვის მონაცემთა დამუშავების დავალების წესების დაცვის დადგენას;
კ) უფლებამოსილი პირის მიერ მონაცემთა დამუშავების წესების დაცვის დადგენას;
ლ) მონაცემთა სხვა სახელმწიფოსა და საერთაშორისო ორგანიზაციისათვის გადაცემის წესების დაცვის დადგენას;
მ) მონაცემთა დამმუშავებლის ან უფლებამოსილი პირის მიერ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისათვის ინფორმაციისა და დოკუმენტის წარდგენის წესის დაცვის დადგენას, მათ შორის, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლით განსაზღვრული ინფორმაციის მიწოდების და მე-20 მუხლით გათვალისწინებული შეტყობინების ვალდებულების შესრულების;
ნ) მონაცემთა დამუშავებისთვის „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონითა და შესაბამისი ნორმატიული აქტებით დადგენილი სხვა წესებისა და მოთხოვნების დაცვის შესწავლა