1. ნივთიერი მტკიცებულება არის ნებისმიერი საგანი ან სხვა ობიექტი, რომელიც წარმოშობით, აღმოჩენის ადგილითა და დროით, ნიშან-თვისებებით ან/და მასზე დარჩენილი კვალით იძლევა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოების დადგენის საშუალებას.

2. საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებების დადგენის მიზნით, სამსახურის თანამშრომელი უფლებამოსილია, ამ მუხლით დადგენილი წესით ან ამ წესის     31-ე მუხლით გათვალისწინებული ადგილზე შემოწმების ფარგლებში, დაათვალიეროს ნებისმიერი ნივთიერი მტკიცებულება.

3. მონაცემთა დამმუშავებელი ან/და უფლებამოსილი პირი, ასევე ნებისმიერი სხვა პირი ვალდებულია არ შეუშალოს ხელი სამსახურის თანამშრომელს ნივთიერი მტკიცებულების დათვალიერების პროცესში. სამსახურის თანამშრომლისთვის ნივთიერი მტკიცებულების დათვალიერებაში ხელშეშლა უთანაბრდება დოკუმენტის/ინფორმაციის მიუწოდებლობას, რის გამოც მონაცემთა დამმუშავებელს ან/და უფლებამოსილ პირს შესაძლოა დაეკისროს პასუხისმგებლობა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 53-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის.

4. ნივთიერი მტკიცებულების დათვალიერების მიზნით მონაცემთა დამმუშავებლის ან/და უფლებამოსილი პირის ობიექტის ტერიტორიაზე ან ნებისმიერ სხვა ადგილას, სამსახურის თანამშრომლის დაშვების საფუძველს წარმოადგენს მონაცემთა დამუშავების კანონიერების შესწავლის დაწყების დამადასტურებელი დოკუმენტი და სამსახურებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი. სამსახურის თანამშრომელი,  ნივთიერი მტკიცებულების დათვალიერების დაწყებამდე, მონაცემთა დამმუშავებელს აწვდის ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციას.

5. ნივთიერი მტკიცებულების დათვალიერებისას სამსახურის თანამშრომელი ვალდებულია განახორციელოს შესაბამისი ნივთიერი მტკიცებულების ინდივიდუალური და გვარეობითი ნიშნების, დათვალიერების ადგილისა და საქმესთან კავშირის აღწერა, ასევე მათი შესაბამისი ტექნიკური საშუალების გამოყენებით დაფიქსირება (ფოტო/ვიდეო/ვიდეო-აუდიო).

6. ნივთიერი მტკიცებულების დათვალიერებისას სამსახურის თანამშრომელი ვალდებულია ამ წესის 33-ე მუხლით განსაზღვრული წესით შეადგინოს აუდიო, ვიდეო-აუდიო ან წერილობითი ოქმ