1. მიღებული ინფორმაციის და მონაცემთა დამუშავების კანონიერების შესწავლის პროცესში წარმოშობილი ვერსი(ებ)ის შესამოწმებლად სამსახურის თანამშრომელს უფლება აქვს ჩაატაროს ექსპერიმენტი.
2. ექსპერიმენტში მონაწილეობისათვის შეიძლება მოწვეულ იქნეს პირი, რომლის მიერ წარდგენილი ინფორმაციაც უნდა შემოწმდეს. მხარეს უფლება აქვს, მონაწილეობა მიიღოს ექსპერიმენტში. ექსპერიმენტში მონაწილეობისათვის შეიძლება მოწვეულ იქნეს ექსპერტიც. ამ პუნქტით გათვალისწინებული პირები არ მონაწილეობენ ექსპერიმენტში, თუ ექსპერიმენტი ტარდება შეზღუდული დაშვების არეალში.
3. სამსახურის თანამშრომელი უფლებამოსილია ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ პირებს ექსპერიმენტში მონაწილეობის მიღება შესთავაზოს წერილობით ან ზეპირი კომუნიკაციის ფორმით და შეტყობინებასთან ერთად ექსპერიმენტის მონაწილე(ებ)ს გააცნოს ექსპერიმენტის მიზანი და ჩატარების წესი.
4. თუ ექსპერიმენტი ტარდება გამოსაკვლევი გარემოების აღსადგენად, იგი უნდა შეესაბამებოდეს შესამოწმებელ ინფორმაციას ან ვერსიას. იმ პირს, რომლის მიერ მოწოდებული ინფორმაციაც მოწმდება, სთავაზობენ, აღიდგინოს შემთხვევის ვითარება, რომლის მონაწილე ან თვითმხილველიც თავად იყო. საჭიროების შემთხვევაში, ექსპერიმენტი ტარდება არაერთგზის. ექსპერიმენტი მაქსიმალურად უნდა იყოს მიახლოებული იმ ვითარებასთან, რომელშიც ხდებოდა აღსადგენი შემთხვევა.
5. ექსპერიმენტის მონაწილეს შეუძლია დასვას კითხვები, მოითხოვოს მოქმედების გამეორება, მონაწილეობა მიიღოს ექსპერიმენტის დროს აღმოჩენილი საგნის, დოკუმენტის თუ ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტის დათვალიერებაში და მხარისა და სხვა მონაწილეთა ყურადღება მიაპყროს, მისი აზრით, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებებს.
6. ექსპერიმენტის ჩატარებისას, ასევე ზეპირი კომუნიკაციის ფორმით ექსპერიმენტში მონაწილეობის მისაღებად პირის გამოძახებისას, სამსახურის თანამშრომელი ვალდებულია ამ წესის 33-ე მუხლით განსაზღვრული წესით შეადგინოს აუდიო, ვიდეო-აუდიო ან წერილობითი ოქმ