1. მე-16(1) (a)(iii) (v) მუხლში მითითებულ შემთხვევებში, გაგზავნის წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოები ელექტრონულ ადმინისტრაციულ დოკუმენტს უგზავნიან იმ წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილ ორგანოებს, სადაც ხდება ექსპორტის დეკლარაციის შეტანა, განმახორციელებელი რეგულაციის (EU) 2015/2447 221(2)-ე მუხლის („ექსპორტიორი წევრი სახელმწიფო“) შესაბამისად, თუ ეს წევრი სახელმწიფო განსხვავდება გაგზავნის წევრი სახელმწიფოსგან.
2. დეკლარანტი, ექსპორტიორი წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილ ორგანოებს, აწვდის უნიკალურ ადმინისტრაციულ საცნობარო კოდს, სადაც მითითებულია ექსპორტის დეკლარაციაში მითითებული აქციზური საქონელი.
3. საქონლის ექსპორტზე გაშვებამდე, ექსპორტიორი წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოები ამოწმებენ, ელექტრონული ადმინისტრაციული დოკუმენტის მონაცემები შეესაბამება თუ არა ექსპორტის დეკლარაციაში შეტანილ მონაცემებს.
4. იმ შემთხვევაში, თუ არსებობს რაიმე შეუსაბამობა ელექტრონულ ადმინისტრაციულ დოკუმენტსა და ექსპორტის დეკლარაციას შორის, ექსპორტიორი წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოები ამის შესახებ აცნობებენ გაგზავნის წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილ ორგანოებს კომპიუტერიზებული სისტემის გამოყენებით.
5. იმ შემთხვევაში, თუ ევროკავშირის საბაჟო ტერიტორიიდან საქონლის გატანა აღარ ხდება, ექსპორტიორი წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოები გაგზავნის წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილ ორგანოებს დაუყოვნებლივ აცნობებენ ამის შესახებ კომპიუტერიზებული სისტემის გამოყენებით მას შემდეგ, რაც მათთვის ცნობილი გახდება, რომ საქონელი აღარ იქნება გატანილი ევროკავშირის საბაჟო ტერიტორიიდან. გაგზავნის წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოები შეტყობინებას დაუყოვნებლივ უგზავნიან ტვირთმიმღებს. შეტყობინების მიღებისას, ტვირთგამგზავნი აუქმებს ელექტრონულ ადმინისტრაციულ დოკუმენტს, როგორც ეს გათვალისწინებულია 20(6)-ე მუხლით, ან ცვლის საქონლის დანიშნულების ადგილს, როგორც ეს გათვალისწინებულია 20(7)-ე მუხლით, გარემოებებიდან გამომდინარ