1. აქციზის გადასახადის დროებითი შეჩერების რეჟიმით აქციზური საქონელი შეიძ₾ლება გადაადგილდეს ევროკავშირის ტერიტორიაზე შემდეგ ადგილებს შორის (მათ შორის, მესამე ქვეყნის ან მესამე ქვეყნის ტერიტორიის გავლით):
(a) აქციზური საქონლის საწყობიდან;
(i) სხვა აქციზური საქონლის საწყობამდე;
(ii) რეგისტრირებულ ტვირთმიმღებამდე;
(iii) იმ ადგილამდე, სადაც აქციზური საქონელი ტოვებს ევროკავშირის ტერიტორიას, როგორც ეს მითითებულია 25(1)-ე მუხლში;
(iv) მე-11(1) მუხლში მითითებულ ტვირთმიმღებამდე იმ შემთხვევაში, თუ საქონელი იგზავნება სხვა წევრი სახელმწიფოს ტერიტორიიდან;
(v) საბაჟო გამშვებ პუნქტამდე იმ შემთხვევაში, თუ ეს გათვალისწინებულია განმახორციელებელი რეგულაციის (EU) 2015/2447 329(5)-ე მუხლით, რომელიც ამავე დროს არის გასვლის საბაჟო გამშვები პუნქტი გარე ტრანზიტის პროცედურისთვის იმ შემთხვევაში, თუ ეს გათვალისწინებულია დელეგირებული რეგულაციის (EU) 2015/2446 189(4)-ე მუხლით;
(b) იმპორტირების ადგილიდან (a) პუნქტში მითითებულ დანიშნულების ერთ-ერთ ადგილამდე იმ შემთხვევაში, თუ საქონელს აგზავნის რეგისტრირებული ტვირთგამგზავნი.
ამ მუხლის მიზნებისათვის, „იმპორტირების ადგილი“ ნიშნავს ადგილს, სადაც ხდება საქონლის გაშვება თავისუფალ მიმოქცევაში რეგულაციის (EU) N 952/2013 201-ე მუხლის შესაბამისად.
2. გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იმპორტირება ხდება აქციზური საქონლის საწყობის შიგნით, აქციზის გადასახადის დროებითი შეჩერების რეჟიმით აქციზური საქონლის გადაადგილება შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იმპორტირების წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოებისთვის, დეკლარანტის ან ნებისმიერი პირის მიერ, რომელიც პირდაპირ თუ ირიბად მონაწილეობს საბაჟო ფორმალობების შესრულებაში რეგულაციის (EU) N 952/2013 მე-15 მუხლის შესაბამისად, უზრუნველყოფილია შემდეგი:
(a) აქციზის უნიკალური ნომერი, საბჭოს რეგულაციის (EU) N 389/2012 ([15]) მე-19(2) (a) მუხლის შესაბამისად, რომელიც ახდენს გადაადგილებისთვის რეგისტრირებული ტვირთგამგზავნის იდენტიფიცირებას;
(b) რეგულაციის (EU) N 389/2012 მე-19(2) (a) მუხლის მიხედვით აქციზის უნიკალური ნომერი, რომელიც ახდენს იმ ტვირთმიმღების იდენტიფიცირებას, ვისაც ეგზავნება საქონელი;
(c) საჭიროების შემთხვევაში, იმის მტკიცებულება, რომ იმპორტირებული საქონელი განკუთვნილია იმპორტირების წევრი სახელმწიფოს ტერიტორიიდან სხვა წევრი სახელმწიფოს ტერიტორიაზე გასაგზავნად.
3. წევრ სახელმწიფოებს უფლება აქვთ დაადგინონ, რომ მე-2 პუნქტის (c) ქვეპუნქტში მითითებული მტკიცებულება უფლებამოსილ ორგანოებს მიეცეს მხოლოდ მოთხოვნის შემთხვევაში.
4. ამ მუხლის 1-ლი პუნქტის (a) ქვეპუნქტის (i) და (ii) ქვე-ქვეპუნქტებიდან და (b) ქვეპუნქტიდან გამონაკლისის სახით, დანიშნულების წევრ სახელმწიფოს შეუძლია, მის მიერ დადგენილი პირობებით, აქციზის გადასახადის დროებითი შეჩერების რეჟიმით აქციზური საქონლის გადაადგილება დაუშვას მის ტერიტორიაზე მდებარე პირდაპირი მიწოდების ადგილზე იმ შემთხვევაში, თუ ეს ადგილი გამოყოფილია საწყობის ავტორიზებული მმართველის მიერ დანიშნულების წევრ სახელმწიფოში, ან რეგისტრირებული ტვირთმიმღების მიერ, გარდა იმ რეგისტრირებული ტვირთმიმღებისა, რომელსაც გააჩნია შეზღუდული ავტორიზაცია მე-18(3) მუხლის შესაბამისად.
საწყობის ავტორიზებული მმართველი ან რეგისტრირებული ტვირთმიმღები პასუხისმგებელია 24(1)-ე მუხლში მითითებული მიღების აქტის წარდგენაზე.
5. პუნქტები 1, 2 და 4 ასევე გამოიყენება იმ აქციზური საქონლის ნულოვანი განაკვეთით გადაადგილებების მიმართ, რომელიც არ იქნა მოხმარებაში გაშვებულ