იყოს ან ადვალორული გადასახადი, გაანგარიშებული თითოეული პროდუქტის მაქსიმალური საცალო სარეალიზაციო ფასის საფუძველზე, რომელიც ევროკავშირში დარეგისტრირებული მწარმოებლების ან მესამე ქვეყნების იმპორტიორების მიერ მე-15 მუხლის შესაბამისად თავისუფლად განისაზღვრება; ან

იყოს ერთ კილოგრამზე ოდენობით გამოსახული კონკრეტული გადასახადი, ან სიგარებისა და სიგარილოების შემთხვევაში, ალტერნატიულად, პროდუქტების მოცემული რაოდენობისთვის; ან

ორივეს- ადვალორული კომპონენტისა და კონკრეტული კომპონენტის ნარევი.

იმ შემთხვევებში, როცა აქციზის გადასახადი არის ან ადვალორული ან შერეული, წევრ სახელმწიფოებს შეუძლიათ დაადგინონ აქციზის გადასახადის მინიმალური ოდენობა.

2. საერთო აქციზის გადასახადი (კონკრეტული გადასახადი ან/და ადვალორული გადასახადი, დღგ-ს გამოკლებით), გამოსახული პროცენტებით ერთ კილოგრამზე ოდენობით, ან ერთეულების მოცემული რაოდენობისთვის, სულ მცირე, ექვივალენტური უნდა იყოს შემდეგისთვის განსაზღვრული განაკვეთების ან მინიმალური ოდენობებისთვის:

სიგარები ან სიგარილოები: საცალო სარეალიზაციო ფასის 5%, ყველა გადასახადის ჩათვლით, ან ყოველ 1000 ცალ ერთეულზე ან ერთ კილოგრამზე 12 ევრო;

სიგარეტების დასახვევად განკუთვნილი დაკუწული მოსაწევი თამბაქო: მოხმარებისთვის გაშვებული, სიგარეტების დასახვევად განკუთვნილი, დაკუწული მოსაწევი თამბაქოს საშუალო შეწონილი საცალო სარეალიზაციო ფასის 40%, ან კილოგრამზე 40 ევრო;

მოსაწევი თამბაქოს სხვა პროდუქტები: საცალო სარეალიზაციო ფასის 20%, ყველა გადასახადის ჩათვლით, ან კილოგრამზე 22 ევრო.

2013 წლის 1 იანვრიდან, სიგარეტების დახვევისთვის განკუთვნილ, დაკუწულ მოსაწევ თამბაქოზე საერთო აქციზის გადასახადი უნდა წარმოადგენდეს მოხმარებისთვის გაშვებული, სიგარეტების დახვევისთვის განკუთვნილი დაკუწული მოსაწევი თამბაქოს საშუალო შეწონილი საცალო სარეალიზაციო ფასის სულ მცირე 43%-ს, ან სულ მცირე, კილოგრამზე 47 ევროს.

2015 წლის 1 იანვრიდან, სიგარეტების დახვევისთვის განკუთვნილ, დაკუწულ მოსაწევ თამბაქოზე საერთო აქციზის გადასახადი უნდა წარმოადგენდეს მოხმარებისთვის გაშვებული, სიგარეტების დახვევისთვის განკუთვნილი დაკუწული მოსაწევი თამბაქოს საშუალო შეწონილი საცალო სარეალიზაციო ფასის სულ მცირე 46%-ს, ან სულ მცირე, კილოგრამზე 54 ევროს.

2018 წლის 1 იანვრიდან, სიგარეტების დახვევისთვის განკუთვნილ, დაკუწულ მოსაწევ თამბაქოზე საერთო აქციზის გადასახადი უნდა წარმოადგენდეს მოხმარებისთვის გაშვებული, სიგარეტების დახვევისთვის განკუთვნილი, დაკუწული მოსაწევი თამბაქოს საშუალო შეწონილი საცალო სარეალიზაციო ფასის სულ მცირე 48%-ს, ან სულ მცირე, კილოგრამზე 60 ევროს.

2020 წლის 1 იანვრიდან, სიგარეტების დახვევისთვის განკუთვნილ, დაკუწულ მოსაწევ თამბაქოზე საერთო აქციზის გადასახადი უნდა წარმოადგენდეს მოხმარებისთვის გაშვებული, სიგარეტების დახვევისთვის განკუთვნილი, დაკუწული მოსაწევი თამბაქოს საშუალო შეწონილი საცალო სარეალიზაციო ფასის სულ მცირე 50%-ს, ან სულ მცირე, კილოგრამზე 60 ევროს.

საშუალო შეწონილი საცალო სარეალიზაციო ფასი უნდა გაანგარიშდეს მოხმარებისთვის გაშვებული, სიგარეტების დახვევისთვის განკუთვნილი, დაკუწული მოსაწევი თამბაქოს საერთო ღირებულების გათვალისწინებით, საცალო სარეალიზაციო ფასის საფუძველზე, ყველა გადასახადის ჩათვლით, რომელიც იყოფა მოხმარებისთვის გაშვებული, სიგარეტების დახვევისთვის განკუთვნილი დაკუწული მოსაწევი თამბაქოს საერთო რაოდენობაზე. ის უნდა განისაზღვროს არაუგვიანეს ყოველი წლის 1 მარტისთვის, წინა კალენდარული წლის განმავლობაში მოხმარების მიზნით ყველა ამ გაშვებასთან დაკავშირებული მონაცემების საფუძველზე.

3. პუნქტებში 1 და 2 მითითებული განაკვეთები ან ოდენობები ძალაშია ყველა იმ პროდუქტისთვის, რომლებიც განეკუთვნებიან შესაბამისი წარმოებული თამბაქოს ჯგუფს, თითოეულ ჯგუფში პროდუქტების ხარისხის, პრეზენტაციის, წარმოშობის, გამოყენებული მასალების, პროცესში მონაწილე კომპანიების მახასიათებლების, ან ნებისმიერი სხვა კრიტერიუმის გამორჩევის გარეშე.

4. პუნქტებიდან 1 და 2 გამონაკლისის სახით, 2010 წლის 1 იანვრიდან 2015 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდისთვის, საფრანგეთს შეუძლია განაგრძოს აქციზის გადასახადის შემცირებული განაკვეთის გამოყენება წარმოებული თამბაქოს მიმართ, გარდა კორსიკის დეპარტამენტებში მოხმარებისთვის გაშვებული სიგარეტებისა. შემცირებული განაკვეთი უნდა იყოს:

სიგარებისა და სიგარილოებისთვის: საცალო სარეალიზაციო ფასის სულ მცირე 10%, ყველა გადასახადის ჩათვლით;

სიგარეტების დახვევისთვის განკუთვნილი დაკუწული მოსაწევი თამბაქოსთვის:

2012 წლის 31 დეკემბრამდე, საცალო სარეალიზაციო ფასის სულ მცირე 27%, ყველა გადასახადის ჩათვლით;

2013 წლის 1 იანვრიდან, საცალო სარეალიზაციო ფასის სულ მცირე 30%, ყველა გადასახადის ჩათვლით;

2015 წლის 1 იანვრიდან, საცალო სარეალიზაციო ფასის სულ მცირე 35%, ყველა გადასახადის ჩათვლით;

სხვა მოსაწევი თამბაქოსთვის: საცალო სარეალიზაციო ფასის სულ მცირე 22%, ყველა გადასახადის ჩათვლით.

თავი 5

წარმოებული თამბაქოს მაქსიმალური საცალო სარეალიზაციო ფასის განსაზღვრა, აქციზის გადასახადის აკრეფა, გათავისუფლება და დაბრუნე