გამოსაყენებელი გაცვლითი კურსები ის კურსებია, რომლებიც მიღებულია ოქტომბრის პირველ სამუშაო დღეს და გამოქვეყნებულია ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში და გამოყენებულ უნდა იქნენ შემდგომი კალენდარული წლის 1 იანვრიდან.

2. წევრ სახელმწიფოებს შეუძლიათ ძალაში შეინარჩუნონ აქციზის გადასახადის ის ოდენობები, რომლებიც მოქმედებს პირველი პუნქტით გათვალისწინებული წლიური რეგულირებისას, თუ ევროში გამოსახული აქციზის გადასახადების ოდენობების კონვერტაცია გამოიწვევს ეროვნულ ვალუტაში გამოსახული აქციზის გადასახადის 5%-ზე ან 5 ევროზე ნაკლებ ზრდას, თანხობრივი თვალსაზრისით ამ ორიდან რომელიც უფრო ნაკლები იქნებ