გაუქმებულია დირექტივები 92/79/EEC, 92/80/EEC და 95/59/EC რომლებშიც ბოლო შესწორებები შევიდა დანართი I-ის A ნაწილში ჩამოთვლილი დირექტივებით, დანართი I-ის B ნაწილში მოცემული დირექტივების ეროვნულ კანონმდებლობაში გადმოტანისა და გამოყენების ვადებთან დაკავშირებით წევრი სახელმწიფოების ვალდებულებათა შეუზღუდავად.

მითითებები გაუქმებულ დირექტივებზე განიმარტება, როგორც მითითებები წინამდებარე დირექტივაზე და ისინი წაკითხულ უნდა იქნეს დანართი II-ით განსაზღვრული კორელაციის ცხრილის მიხედვით.