2. ქმედობაუნარიანობის შეზღუდვის სიმძიმის მიხედვით ქმედობაუნარიანობის შეზღუდვა განისაზღვრება შემდეგი ხარისხით:
ა) მსუბუქად გამოხატული;
ბ) ზომიერად გამოხატული;
გ) მნიშვნელოვნად გამოხატული;
დ) მკვეთრად გამოხატული.
3. შესაძლებობის შეზღუდვის სტატუსის დადგენის საფუძველს წარმოადგენს ქმედობაუნარიანობის ზომიერად, მნიშვნელოვნად და მკვეთრად გამოხატული შეზღუდვა.
4. შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის განსაზღვრის წესს შეიმუშავებს და ამტკიცებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.
5. 18 წლის ასაკის მიღწევამდე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს უდგინდება კატეგორია „შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვი“, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული და დამტკიცებული წესის შესაბამისად.
საქართველოს 2014 წლის 7 მარტის კანონი №2102 - ვებგვერდი, 19.03.2014წ.
საქართველოს 2018 წლის 5
ივლისის
კანონი №3074
–
ვებგვერდი, 11.07.2018
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 05.07.2018-ის აქტით. ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 05.07.2018 კანონი №3074
- 07.03.2014 კანონი №2102
წინა რედაქცია (26.12.2001 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 10 1. შესაძლებლობის შეზღუდვა არის დაავადების, ტრავმეთი ს, ანატომყარი ფიზიკური ან გონებ, ფსიქიკურივ, ი დნტეფლექტის შედეგად გამოწვეუალური ადამიან ის ჯანმრთელობინს მოშლა ორგანიზმის ფუნქცლიის მყარი დარღვევებით, რაომლებიც განაპირობებს ქმედობაუნარიანობის დროებით ან სამუდამივო შეზღუდვას, რის გამოც საჭირო ხდება მისი სოციალური დაცვა. 2. ქმედობაუნარიანობის შეზღუდვის სიმძიმის მიხედვით ქმედობაუნარიანობის შეზღუდვა განისაზღვრება შემდეგი ხარისხით: ა) მსუბუქად გამოხატული; ბ) ზომიერად გამოხატული; გ) მნიშვნელოვნად გამოხატული; დ) მკვეთრად გამოხატული. 3. შესაძლებობის შეზღუდვის სტატუსის დადგენის საფუძველს წარმოადგენს ქმედობაუნარიანობის ზომიერად, მნიშვნელოვნად და მკვეთრად გამოხატული შეზღუდვა. 4. შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის განსაზღვრის წესს შეიმუშავებს და ამტკიცებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო. 5. 18 წლის ასაკის მიღწევამდე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს უდგინდება კატეგორია – „შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვი“, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული და დამტკიცებული წესის შესაბამისად.