1. შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის განსაზღვრისას დაწესებულება ადგენს შემდეგ მიზეზებს:
ა) საერთო დაავადება;
ბ) შრომითი დასახიჩრება;
გ) პროფესიული დაავადება;
დ) ბავშვობიდან შესაძლებლობის შეზღუდვა;
ე) შესაძლებლობის შეზღუდვა, რაც დაკავშირებულია სამხედრო ვალდებულების შესრულებისას მიღებულ ტრავმასთან ან დაავადებასთან;
ვ) შესაძლებლობის შეზღუდვა, რაც არ არის დაკავშირებული სამხედრო ვალდებულების შესრულებისას მიღებულ ტრავმასთან ან დაავადებასთან;
ზ) შესაძლებლობის შეზღუდვა, რაც დაკავშირებულია ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურისა და სამხედრო ან სამოქალაქო დანიშნულების სხვა ბირთვული ობიექტების ავარიასთან;
თ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სხვა მიზეზს.
2. შესაძლებლობის შეზღუდვა საერთო დაავადებასთან დაკავშირებულად ითვლება, თუ იგი კავშირში არ არის ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ-თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ მიზეზებთან.
3. შესაძლებლობის შეზღუდვა შრომით დასახიჩრებასთან დაკავშირებულად ითვლება, თუ უბედური შემთხვევა მოხდა:
ა) შრომითი მოვალეობის (მათ შორის, მივლინებაში ყოფნისას), ან დამსაქმებლის ინტერესებიდან გამომდინარე რაიმე მოვალეობის შესრულებისას;
ბ) გზაში სამუშაოზე წასვლისას ან სამუშაოდან დაბრუნებისას;
გ) საწარმოო პრაქტიკის დროს;
დ) დამსაქმებლის ტერიტორიაზე ან სხვა ადგილზე სამუშაო დღის განმავლობაში, დადგენილი შესვენებისას ან/და სხვა დროს, რომელიც საჭიროა სამუშაო ადგილის მოსაწესრიგებლად, სამუშაოს დაწყებამდე, ან სამუშაოს დამთავრების შემდეგ;
ე) დამსაქმებლის ტერიტორიის ახლოს, სამუშაო დროს ან დადგენილი შესვენებისას, თუ იქ ყოფნა არ ეწინააღმდეგება შინაგანაწესს;
ვ) სახელმწიფო ან საზოგადოებრივი დავალების შესრულებისას;
ზ) ადამიანის სიცოცხლის გადარჩენისას;
თ) სახელმწიფო საკუთრების ან საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისას;
ი) დონორის ფუნქციის შესრულებისას.
4. შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსი პროფესიული დაავადებით დაუდგინდება პირს, რომელსაც მწვავე ან ქრონიკული დაავადება განუვითარდა მოცემული პროფესიისათვის დამახასიათებელი მავნე ფაქტორების ზემოქმედებით, ან იმ საწარმოსათვის დამახასიათებელი შრომის პირობებით, სადაც ის მუშაობდა.
5. ბავშვობიდან შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსი უდგინდება პირს, რომლის შესაძლებლობის შეზღუდვა 18 წლის ასაკამდე მოხდა.
6. შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსი სამხედრო ვალდებულების შესრულებისას მიღებული ტრავმით ან დაავადებით დაუდგინდება თადარიგის სამხედრო მოსამსახურეებს, ან საქართველოს კანონმდებლობით მათთან გათანაბრებულ პირებს, თუ იგი უკავშირდება საქართველოს და ყოფილი სსრ კავშირის ინტერესების, მათი ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დაცვას ან სხვა სამხედრო ან ოპერატიულ მოვალეობათა შესრულებას, აგრეთვე სხვა ქვეყნების ლოკალურ ომებში მიღებულ ჭრილობას, დასახიჩრებას, კონტუზიას ან დაავადებას.
7. შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსი, რომელიც დაკავშირებული არ არის სამხედრო ვალდებულების შესრულებასთან, დგინდება იმ შემთხვევაში, როცა ტრავმა ან დაავადება მიღებულია სამხედრო სამსახურის გავლისას და არ უკავშირდება სამხედრო ვალდებულების შესრულებას. ასეთ შემთხვევაში შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსი დგინდება, თუ ის დადგა სამხედრო სამსახურის გავლის პერიოდში, ან დემობილიზაციიდან 3 თვის განმავლობაში, ანდა დემობილიზაციიდან 3 თვის გასვლის შემდეგ, თუ ტრავმა ან დაავადება მიღებულია სამხედრო სამსახურის პერიოდში, ან დემობილიზაციიდან 3 თვის ვადაში.
8. შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსი ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის და სამხედრო ან სამოქალაქო დანიშნულების სხვა ბირთვული ობიექტების ავარიასთან დაკავშირებით უდგინდება პირს, რომლის შესაძლებლობის შეზღუდვა გამოწვეულია ავარიის ლიკვიდაციაში მონაწილეობით ან რომელმაც განიცადა რადიაქტიური ზემოქმედება რადიაქტიური ნივთიერებებით დაბინძურებულ ტერიტორიაზე.
9. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის გადამოწმებისას დაწესებულებას უფლება აქვს შეუცვალოს მას შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის მიზეზი, თუ დაავადების ან/და დასახიჩრების ხასიათით არსებობს საფუძველი შესაძლებლობის შეზღუდვის სხვადასხვა მიზეზის დასადგენად. ასეთ შემთხვევაში შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის მიზეზი უნდა დადგინდეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის არჩევანით, ან დადგინდეს ის მიზეზი, რომელიც უფრო მეტი პენსიის მიღების უფლებას იძლევა.
საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4298 -სსმI, №51, 31.12.2006წ., მუხ.408
თავი V. დასაქმებულთათვის შრომითი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით მიღებული დასახიჩრების, პროფესიული დაავადების ან ჯანმრთელობის სხვა დაზიანების შედეგად დაკარგული პროფესიული შრომისუნარიანობის ხარისხის განსაზღვრა
საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4298 -სსმI, №51, 31.12.2006წ., მუხ.408
მთავარი მონაცემები
ვადა3 თვის განმავლობაში
ვადა3 თვის ვადაში
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 07.12.2001).
წინა რედაქცია (05.07.2018 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 16 1. შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის განსაზღვრისას დაწესებულება ადგენს შემდეგ მიზეზებს: ა) საერთო დაავადება; ბ) შრომითი დასახიჩრება; გ) პროფესიული დაავადება; დ) ბავშვობიდან შესაძლებლობის შეზღუდვა; ე) შესაძლებლობის შეზღუდვა, რაც დაკავშირებულია სამხედრო ვალდებულების შესრულებისას მიღებულ ტრავმასთან ან დაავადებასთან; ვ) შესაძლებლობის შეზღუდვა, რაც არ არის დაკავშირებული სამხედრო ვალდებულების შესრულებისას მიღებულ ტრავმასთან ან დაავადებასთან; ზ) შესაძლებლობის შეზღუდვა, რაც დაკავშირებულია ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურისა და სამხედრო ან სამოქალაქო დანიშნულების სხვა ბირთვული ობიექტების ავარიასთან; თ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სხვა მიზეზს. 2. შესაძლებლობის შეზღუდვა საერთო დაავადებასთან დაკავშირებულად ითვლება, თუ იგი კავშირში არ არის ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ-თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ მიზეზებთან. 3. შესაძლებლობის შეზღუდვა შრომით დასახიჩრებასთან დაკავშირებულად ითვლება, თუ უბედური შემთხვევა მოხდა: ა) შრომითი მოვალეობის (მათ შორის, მივლინებაში ყოფნისას), ან დამსაქმებლის ინტერესებიდან გამომდინარე რაიმე მოვალეობის შესრულებისას; ბ) გზაში სამუშაოზე წასვლისას ან სამუშაოდან დაბრუნებისას; გ) საწარმოო პრაქტიკის დროს; დ) დამსაქმებლის ტერიტორიაზე ან სხვა ადგილზე სამუშაო დღის განმავლობაში, დადგენილი შესვენებისას ან/და სხვა დროს, რომელიც საჭიროა სამუშაო ადგილის მოსაწესრიგებლად, სამუშაოს დაწყებამდე, ან სამუშაოს დამთავრების შემდეგ; ე) დამსაქმებლის ტერიტორიის ახლოს, სამუშაო დროს ან დადგენილი შესვენებისას, თუ იქ ყოფნა არ ეწინააღმდეგება შინაგანაწესს; ვ) სახელმწიფო ან საზოგადოებრივი დავალების შესრულებისას; ზ) ადამიანის სიცოცხლის გადარჩენისას; თ) სახელმწიფო საკუთრების ან საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისას; ი) დონორის ფუნქციის შესრულებისას. 4. შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსი პროფესიული დაავადებით დაუდგინდება პირს, რომელსაც მწვავე ან ქრონიკული დაავადება განუვითარდა მოცემული პროფესიისათვის დამახასიათებელი მავნე ფაქტორების ზემოქმედებით, ან იმ საწარმოსათვის დამახასიათებელი შრომის პირობებით, სადაც ის მუშაობდა. 5. ბავშვობიდან შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსი უდგინდება პირს, რომლის შესაძლებლობის შეზღუდვა 18 წლის ასაკამდე მოხდა. 6. შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსი სამხედრო ვალდებულების შესრულებისას მიღებული ტრავმით ან დაავადებით დაუდგინდება თადარიგის სამხედრო მოსამსახურეებს, ან საქართველოს კანონმდებლობით მათთან გათანაბრებულ პირებს, თუ იგი უკავშირდება საქართველოს და ყოფილი სსრ კავშირის ინტერესების, მათი ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დაცვას ან სხვა სამხედრო ან ოპერატიულ მოვალეობათა შესრულებას, აგრეთვე სხვა ქვეყნების ლოკალურ ომებში მიღებულ ჭრილობას, დასახიჩრებას, კონტუზიას ან დაავადებას. 7. შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსი, რომელიც დაკავშირებული არ არის სამხედრო ვალდებულების შესრულებასთან, დგინდება იმ შემთხვევაში, როცა ტრავმა ან დაავადება მიღებულია სამხედრო სამსახურის გავლისას და არ უკავშირდება სამხედრო ვალდებულების შესრულებას. ასეთ შემთხვევაში შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსი დგინდება, თუ ის დადგა სამხედრო სამსახურის გავლის პერიოდში, ან დემობილიზაციიდან 3 თვის განმავლობაში, ანდა დემობილიზაციიდან 3 თვის გასვლის შემდეგ, თუ ტრავმა ან დაავადება მიღებულია სამხედრო სამსახურის პერიოდში, ან დემობილიზაციიდან 3 თვის ვადაში. 8. შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსი ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის და სამხედრო ან სამოქალაქო დანიშნულების სხვა ბირთვული ობიექტების ავარიასთან დაკავშირებით უდგინდება პირს, რომლის შესაძლებლობის შეზღუდვა გამოწვეულია ავარიის ლიკვიდაციაში მონაწილეობით ან რომელმაც განიცადა რადიაქტიური ზემოქმედება რადიაქტიური ნივთიერებებით დაბინძურებულ ტერიტორიაზე. 9. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის გადამოწმებისას დაწესებულებას უფლება აქვს შეუცვალოს მას შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის მიზეზი, თუ დაავადების ან/და დასახიჩრების ხასიათით არსებობს საფუძველი შესაძლებლობის შეზღუდვის სხვადასხვა მიზეზის დასადგენად. ასეთ შემთხვევაში შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის მიზეზი უნდა დადგინდეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის არჩევანით, ან დადგინდეს ის მიზეზი, რომელიც უფრო მეტი პენსიის მიღების უფლებას იძლევა. საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4298 -სსმI, №51, 31.12.2006წ., მუხ.408 თავი VV. დასაქმებულთათვის შრომითი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით მიღებული დასახიჩრების, პროფესიული დაავადების ან ჯანმრთელობის სხვა დაზიანების შედეგად დაკარგული პროფესიული შრომისუნარიანობის ხარისხის განსაზღვრა საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4298 -სსმI, №51, 31.12.2006წ., მუხ.408
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(9)
ქვემოთ — მოკლე შერჩევა.
სრულ ინდექსში — ყველა ინსტანცია, ფრაგმენტები და ფილტრები.
საქმე №ბს-801(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 20.02.2023
…და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს 2020 წლის 3 თებერვლის №02/1183 წერილით მოსარჩელეს განემარტა, რომ შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის მიზეზის დასადგენად შესაბამისი სამედიცინო დაწესებულებისთვის უნდა მიემართა. „სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლით კანონმდებელმა იმპერატიულად განსაზღვრა შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენისათვის მიზეზობრივი კავშირის ცნება.
საქმე №ბს-906(კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 10.03.2022
…და მოქალაქეობის არმქონე პირების ჯანმრთელობის დაცვა, შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის განსაზღვრა, მისი გამომწვევი მიზეზების პროფილაქტიკა და აღნიშნული კატეგორიის პირთა რეაბილიტაციისა და საზოგადოებაში ინტეგრაციის პირობების შექმნა. მითითებული კანონის მე-16 მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტების თანახმად, შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის განსაზღვრისას დაწესებულება ადგენს შემდეგ მიზეზებს:…
…მუშაობამ გამოიწვია. საქმეში დაცული ხაშურის სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის ბიუროს 01.07.04წ. ცნობის (ტ.1, ს.ფ.27) თანახმად, პირველი ჯგუფის ინვალიდობის დადგენისას შესაძლებლობის შეზღუდვის მიზეზად მითითებულია საერთო დაავადება. „სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შესახებ“ კანონის 16.1 მუხლში შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის განსაზღვრისას დაწესებულების მიერ დასადგენ მიზეზებს შორის მითითებულია:…
…შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, რომლებსაც 18 წლის ასაკის შემდეგ დადგენილი აქვთ ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი, ავტომატურად ენიჭებათ მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი (მე-10 მუხ.). ,,სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შესახებ» საქართველოს კანონის 16.5 მუხლის მიხედვით, ბავშობიდან შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსი უდგინდება პირს, რომლის შესაძლებლობის შეზღუდვა 18 წლის ასაკამდე მოხდა.
…შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, რომლებსაც 18 წლის ასაკის შემდეგ დადგენილი აქვთ ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი, ავტომატურად ენიჭებათ მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი (მე-10 მუხ.). ,,სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შესახებ” საქართველოს კანონის 16.5 მუხლის მიხედვით, ბავშობიდან შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსი უდგინდება პირს, რომლის შესაძლებლობის შეზღუდვა 18 წლის ასაკამდე მოხდა, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზეა.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შესახებ“, მუხლი 16, №1172, 07.12.2001, სარეგისტრაციო კოდი 110.070.000.05.001.001.003 (კონსოლიდირებული რედაქცია 13.06.2023). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/15772/muxli-16/