გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 13.11.2019
საქმის ნომერი
140310019003248851
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა დავები
თარიღი
13.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 140310019003248851

საქმე № 3/262-19

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

13 ნოემბერი, 2019 წელი ქ. გორი

 

შესავალი ნაწილი

 

გორის რაიონული სასამართლო

მოსამართლე დავით პაპუაშვილი

 

სხდომის მდივანი სოფიო ძიძიგური

 

მოსარჩელე: გ---–---- ა-----–---–ი

წარმომადგენელი: ხ---- ქ-------–-–---–-

 

მოპასუხე: სსიპ ,,სოციალური მომსახურების სააგენტოს” კასპის რაიონული განყოფილება

წარმომადგენელი: ო----- ბ----------

 

დავის საგანი: ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა

 

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. სახელმწიფო გასაცემელის - ინვალიდობის პენსიის შეჩერების შესახებ სსიპ ,,სოციალური მომსახურების სააგენტოს” კასპის რაიონული განყოფილების 2019 წლის 17 ოქტომბრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა.

 

სარჩელის თანახმად, გ---–---- ა-----–---–ი (პირ. № 2----------) მძიმე დაავადების გამო 2000 წლიდან არის ინვალიდი და დანიშნული ჰქონდა პენსია; ყოველ წელს გადიოდა სამედიცინო შემოწმებას და 2007 წლის 22 ივნისს დაუდგინდა ინვალიდობის 1-ლი ჯგუფი უვადოდ, რის შესახებაც მოპასუხეს წარუდგინა სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის (სსე) აქტის ამონაწერი, რის საფუძველზეც ინვალიდობის პენსიას 200 ლარს იღებდა 2019 წლის 1 ნოემბრამდე; შეჩერების საბაბი გახდა (სსე) აქტის ამონაწერის არასრულყოფილება: აქტი არ იყო დამოწმებული ბეჭდით.

 

აღნიშნული გადაწყვეტილება უკანონოა, რადგან (სსე) აქტის ამონაწერი წარმოადგენს მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტს, მასში მითითებულია ყველა საჭირო მონაცემი, რის საფუძველზეც პენსია გაიცემოდა 2007 წლიდან დღემდე და მისი ნამდვილობა ეჭვს ქვეშ არავის დაუყენებია. აქტი არ წარმოადგენს ყალბ დოკუმენტს, ხოლო სამედიცინო დოკუმენტაცია, რის საფუძველზეც გაცემულია (სსე) აქტის ამონაწერი, დაცულია სსიპ ,,სოციალური მომსახურების სააგენტოში". (სსე) აქტის ამონაწერის გამცემი საავადმყოფოს მიერ ბეჭდით დაუმოწმებლობა არ არის მხარის ბრალით გამოწვეული; ამავე დროს, შპს ,,კ----------–---–---------------–-----------–--------------ა" (აქტის გამცემი კომპანია) აღარ არსებობს და, დღეის მდგომარეობით, ამ აქტის ,,გ-----------ის" ბეჭდით დამოწმებაც შეუძლებელია.

 

2. მოპასუხის პოზიცია

მოპასუხის წარმომადგენელმა სარჩელი არ სცნო, მიუთითა და განმარტა, რომ მოსარჩელისათვის პენსიის შეჩერების საფუძველი გახდა (სსე) აქტის ამონაწერის ბეჭდით დაუმოწმებლობა.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3. 1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

მხარეთა შორის უდავო ფაქტობრივი გარემოებები არ დადგენილა.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

3.2.1. გ---–---- ა-----–---–ის ჯანმრთელობის მდგომარეობა პირველად შემოწმებული იქნა 1999 წლის 29 ნოემბერს და დაუდგინდა ინვალიდობის მეორე ჯგუფი დიაგნოზით: ლიმფომის მე-2ა სტადია, პოლიქიმიოთერაპიისა და სხივური თერაპიის საჭიროებით (შრომისუუნარო);

 

მტკიცებულება: სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის (სსე) აქტის 1999 წლის 1 დეკემბრის № 007030 ამონაწერი (ს. ფ. 13).

 

3.2.2. მითითებული აქტის საფუძველზე გ---–---- ა-----–---–ს დაენიშნა პენსია;

 

მტკიცებულება: სშსკ შემოწმების საქმე, მიმართვა სშსკ-ზე (ს. ფ. 22-23)

 

3.2.3. გ---–---- ა-----–---–ის ჯანმრთელობის მდგომარეობის მორიგი შემოწმება მოხდა 2000 წლის 28 ნოემბერს; ინვალიდობის ჯგუფი დარჩა იგივე, დიაგნოზით: ჰოჯკინის ლიმფომის მე-2ა სტადია, პოლიქიმიოთერაპიისა და სხივური თერაპიის საჭიროებით (შრომისუუნარო);

 

მტკიცებულება: სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის (სსე) აქტის 2000 წლის 28 ნოემბრის № 016059 ამონაწერი (ს. ფ. 14).

 

3.2.4. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის მორიგი შემოწმება მოხდა 2001 წლის 18 დეკემბერს; ინვალიდობის ჯგუფი დარჩა იგივე, დიაგნოზით: ჰოჯკინის ლიმფომის მე-2ა სტადია, პოლიქიმიოთერაპიისა და სხივური თერაპიის საჭიროებით (შრომისუუნარო);

 

მტკიცებულება: სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის (სსე) აქტის 2001 წლის 18 დეკემბრის № 00831 ამონაწერი (ს. ფ. 15).

 

3.2.5. გ---–---- ა-----–---–ის ჯანმრთელობის მდგომარეობის მორიგი შემოწმება მოხდა 2002 წლის 17 დეკემბერს; ინვალიდობის ჯგუფი დარჩა იგივე, დიაგნოზით: ჰოჯკინის ლიმფომის მე-2ა სტადია, პოლიქიმიოთერაპიის საჭიროებით (შრომისუუნარო);

 

მტკიცებულება: სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის (სსე) აქტის 2002 წლის 17 დეკემბრის ამონაწერი (ნომერი არ იკითხება, ს. ფ. 16-17).

 

3.2.6. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის მორიგი შემოწმება მოხდა 2004 წლის 28 იანვარს; მას დაუდგინდა შესაძლებლობის შეზღუდვის მნიშვნელოვნად გამოხატული ფორმა, დიაგნოზით: ჰოჯკინის ლიმფომა, შერეულუჯრედოვანი ვარიანტი, მე-45 სტადია, პოლიქიმიოთერაპიისა და სხივური თერაპიის საჭიროებით (შრომისუუნარო);

 

მტკიცებულება: სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის (სსე) აქტის 2004 წლის 28 იანვრის № 091551 ამონაწერი (ს. ფ. 18).

 

3.2.7. გ---–---- ა-----–---–ის ჯანმრთელობის მდგომარეობის მორიგი შემოწმება მოხდა 2005 წლის 24 იანვარს; მას კვლავ დაუდგინდა შესაძლებლობის შეზღუდვის მნიშვნელოვნად გამოხატული ფორმა, დიაგნოზით: ჰოჯკინის ლიმფომა, შერეულუჯრედოვანი ვარიანტი, მე-3ა სტადია (შრომისუუნარო);

 

მტკიცებულება: სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის (სსე) აქტის 2005 წლის 24 იანვრის № 151171 ამონაწერი (ს. ფ. 19).

 

3.2.8. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის მორიგი შემოწმება მოხდა 2006 წლის 25 იანვარს; მას კვლავ დაუდგინდა შესაძლებლობის შეზღუდვის მნიშვნელოვნად გამოხატული ფორმა, დიაგნოზით: ჰოჯკინის ლიმფომა, შერეულუჯრედოვანი ვარიანტი, მე-3ბ სტადია (შრომისუუნარო);

 

მტკიცებულება: სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის (სსე) აქტის 2006 წლის 25 იანვრის № 244784 ამონაწერი (ს. ფ. 20).

 

3.2.9. გ---–---- ა-----–---–ის ჯანმრთელობის მდგომარეობის მორიგი შემოწმება მოხდა 2007 წლის 22 ივნისს; ამჯერად მას დაუდგინდა შესაძლებლობის შეზღუდვის მკვეთრად გამოხატული ფორმა უვადოდ, დიაგნოზით: ჰოჯკინის ლიმფომა, შერეულუჯრედოვანი ვარიანტი, მე-3ა სტადია (შრომისუუნარო);

 

მტკიცებულება: სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის (სსე) აქტის 2007 წლის 22 ივნისის № 017516 ამონაწერი (ს. ფ. 21).

 

3.2.10. სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის (სსე) აქტის 2007 წლის 22 ივნისის № 017516 ამონაწერი წარდგენილი იქნა სსიპ ,,სოციალური მომსახურების სააგენტოში" ისე, რომ მასზე არ იყო აღნუსხული გ---–---- ა-----–---–ის ჯანმრთელობის მდგომარეობის შემმოწმებელი ორგანიზაციის - შპს ,,კ----------–---–---------------–-----------–--------------ის" ბეჭედი;

 

მტკიცებულება: სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის (სსე) აქტის 2007 წლის 22 ივნისის № 017516 ამონაწერი (ს. ფ. 21).

 

3.2.11. გ---–---- ა-----–---–ი იღებდა პენსიას 1999 წლიდან 2019 წლის 1 ნოემბრამდე, მათ შორის სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის (სსე) აქტის 2007 წლის 22 ივნისის № 017516 ამონაწერის საფუძველზე;

 

მტკიცებულება: სსიპ ,,სოციალური მომსახურების სააგენტოში" დაცული ადმინისტრაციული წარმოების მასალები, 2019 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილება (ს. ფ. 12-61).

 

3.2.12. სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის (სსე) აქტის 2007 წლის 22 ივნისის № 017516 ამონაწერზე ბეჭდის არარსებობის საბაბით, გ---–---- ა-----–---–ს 2019 წლის 1 ნოემბრიდან შეუჩერდა პენსიის გაცემა.

 

მტკიცებულება: სსიპ ,,საქართვლოს სოციალური მომსახურების სააგენტოს” კასპის რაიონული განყოფილების 2019 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილება (ს. ფ. 12).

 

3.2.13. შპს ,,კ----------–---–---------------–-----------–--------------ა" შეერწყა შპს ,,გ--------------–------------------ს", საიდანაც ინფორმაციის მოძიება - ნამდვილად გაცემული იყო თუ არა სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის (სსე) აქტის 2007 წლის 22 ივნისის № 017516 ამონაწერი ,,გ-----------ის" მიერ - ვერ მოხერხდა. თავის მხრივ, შპს ,,გ--------------–------------------ი" შეერწყა შპს ,,გ----------------ს" (საიდენტ. კოდი 2--------), რომელიც ლიკვიდირებულია 2017 წლის 4 იანვარს.

 

ეს ინფორმაცია დაცული არ აღმოჩნდა არც კასპის ადგილობრივ არქივში.

 

მტკიცებულება: გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 28 ოქტომბრის განჩინება, კასპის არქივის 2019 წლის 31 ოქტომბრის № 39/122398 მომართვა, საჯარო რეესტრის ოფიციალური ვებგვერდები:

1. ---------------------------------------------------------------------------------------------------------,2. ---------------------------------------------------------------------------------------------------------,3. ---------------------------------------------------------------------------------------------------------.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

სასამართლომ განიხილა რა მოცემული საქმე, მოისმინა მხარეთა განმარტებები, მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს, რამდენადაც დადგენილია, რომ გ---–---- ა-----–---–ს აღენიშნება ჰოჯკინის ლიმფომა, შერეულუჯრედოვანი ვარიანტი, მე-3ა სტადია, რის საფუძველზეც 1999 წლიდან დღემდე იღებდა პენსიას და მისი გაცემის შეჩერება, სსე აქტის ამონაწერზე ბეჭდის არარსებობის საბაბით, არ წარმოადგენს პენსიის შეჩერების საფუძველს.

 

5. კანონები, რომლითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

,,სოციალური პაკეტის გაცემის წესი და პირობები", ,,სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შესახებ” საქართველოს კანონი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

,,სოციალური პაკეტის გაცემის წესისა და პირობების” (დამტკიცებულია სოციალური პაკეტის განსაზღვრის შესახებ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 ივლისის № 279-ე დადგენილებით) მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ა" და ,,ბ.კ)” ქვეპუნქტების თანახმად, სოციალური პაკეტი ენიშნებათ მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირებს.

 

დადგენილია და სადავო არაა, რომ გ---–---- ა-----–---–ი 1999 წლიდან 2007 წლამდე წარმოადგენდა მე-2 ჯგუფის ინვალიდს და შესაბამისად იყო მნიშვნელოვნად, ხოლო 2007 წლის 22 ივნისიდან - 1-ლი ჯგუფის ინვალიდს და შესაბამისად იყო მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირი.

 

,,სოციალური პაკეტის გაცემის წესისა და პირობების” მე-7 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ვ” ქვეპუნქტის შესაბამისად, შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენის გამო სოციალური პაკეტის დასანიშნად აუცილებელია შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტის ამონაწერი;

 

დადგენილია, რომ გ---–---- ა-----–---–ი იღებდა პენსიას 1999 წლიდან 2019 წლის 1 ნოემბრამდე სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის (სსე) აქტების, მათ შორის 2007 წლის 22 ივნისის № 017516 სადავო აქტის ამონაწერის საფუძველზე.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ 279-ე დადგენილებაში სსე აქტის ამონაწერის სახელდობრ ბეჭდით დამოწმებული დედნის წარდგენის ვალდებულება განსაზღვრული არ არის.

 

გ---–---- ა-----–---–ის ჯერ მე-2, ხოლო 1-ლი ჯგუფის ინვალიდობა (მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირი) უვადოდ დადგენილი იქნა სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შესაბამისი კომისიის მიერ, რაზეც არსებობს სათანადო სამედიცინო დოკუმენტაცია.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სსე აქტის ამონაწერი არის ცნობა სამედიცინო შემოწმების შედეგების მოკლე, ძირითადი შინაარსის შესახებ; ამ შემთხვევაში უმთავრესია თვით სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის დასკვნა და მისი შინაარსი, ხოლო სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის აქტის (სსე აქტის) ამონაწერი წარმოადგენს მხოლოდ შემოწმების დასკვნის ამსახველ ცნობას.

 

მართალია, სსიპ ,,სოციალური მომსახურების სააგენტოს" კასპის რაიონულ განყოფილებაში წარდგენილ სსე აქტის № 017516 ამონაწერზე არ არის აღნუსხული შპს ,,კ----------–---–---------------–-----------–--------------ის" ბეჭედი, მაგრამ, როგორც აღინიშნა, მითითებული ამონაწერი მთლიანად ეფუძნება ,,გ-----------აში" გ---–---- ა-----–---–ის ჯანმრთელობის შემოწმებების შედეგებს, რომლის მიხედვითაც გ---–---- ა-----–---–ს აღენიშნა ჰოჯკინის ლიმფომა, შერეულუჯრედოვანი ვარიანტი, მე-3ა სტადია (შრომისუუნარო) და განესაზღვრა შესაძლებლობის შეზღუდვის მკვეთრად გამოხატული ფორმა, უვადოდ.

 

ეს დოკუმენტაცია დაცულია სსიპ ,,სოციალური მომსახურების სააგენტოს" კასპის რაიონულ განყოფილებაშიც.

 

აქედან გამომდინარე, თვით სსიპ ,,სოციალური მომსახურების სააგენტოში" დაცული დოკუმენტაციით სრულად და ნათლად დგინდება, რომ გ---–---- ა-----–---–ი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არის შრომისუუნარო, რის გამოც შესაბამისი სამედიცინო კომისიის მიერ განესაზღვრა შესაძლებლობის შეზღუდვის მკვეთრად გამოხატული ფორმა, უვადოდ.

 

აღნიშნულის გამო, მოპასუხის პოზიცია, რომ სსე აქტის № 017516 ამონაწერზე არ არის აღნუსხული ბეჭედი და დოკუმენტაცია არასრულყოფილია, წარმოადგენს საკითხისადმი უკიდურესად ფორმალურ მიდგომას და ცალსახად არ ადასტურებს, რომ გ---–---- ა-----–---–ი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ არის შრომისუუნარო ან შესაბამისი სამედიცინო კომისიის მიერ არ განსაზღვრია შესაძლებლობის შეზღუდვის მკვეთრად გამოხატული ფორმა, უვადოდ.

 

სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, მიუთითოს იმ გარემოებაზეც, რომ სწორედ ზემოთ მითითებული დოკუმენტაციის წარდგენის საფუძველზე დაენიშნა გ---–---- ა-----–---–ს სახელმწიფო გასაცემელი 2007 წელს, რა დროსაც სააგენტოში წარდგენილი იყო იმ დროისათვის როგორც სამედიცინო დოკუმენტაცია, ასევე № 017516 აქტის ამონაწერი, თუმცა სააგენტოს მხრიდან სახელმწიფო გასაცემელის დანიშვნაზე ამ მოტივით უარი არ გაცხადებულა.

 

პენსიის გაცემა შეჩერებულია ბეჭედდასმული სსე აქტის წარდგენამდე (გასრულყოფილებამდე), თუმცა ამგვარი დოკუმენტის წარდგენა შეუძლებელია, რადგან მითითებული აქტის გამცემი დაწესებულება ლიკვიდირებულია და საქმესთან დაკავშირებული სხვა რაიმე ინფორმაციის მოძიებაც მათგან ვერ ხერხდება.

 

,,სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის ,,გ" და ,,დ" ქვეპუნქტებით, შესაძლებლობის შეზღუდვის მიზეზი არის შესაძლებლობის შეზღუდვის გამომწვევი სამედიცინო-ბიოლოგიური და სოციალური ფაქტორები, რომლებმაც განაპირობეს პირის შესაძლებლობის შეზღუდვა, რაც დადასტურებულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად; შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სოციალური დაცვა, ეს არის სახელმწიფოს მიერ გარანტირებული მუდმივი ან დროებითი ეკონომიკური, სოციალური და სამართლებრივი ღონისძიებების სისტემა, რომელიც მიზნად ისახავს უზრუნველყოს სათანადო პირობების შექმნა, რათა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირმა გადალახოს ქმედობაუნარიანობის შეზღუდვა, რომელიც მას შესაძლებლობას მისცემს სხვა მოქალაქეთა მსგავსად მონაწილეობა მიიღოს საზოგადოებრივ საქმიანობასა და ყოფა-ცხოვრებაში;

 

იმავე კანონის მე-16 მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით, დაწესებულების მიერ შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის ერთ-ერთ მიზეზს წარმოადგენს საერთო დაავადება.

 

გ---–---- ა-----–---–ის შესაძლებლობის შეზღუდვის და შესაბამისად მისთვის პენსიის დანიშვნის საფუძველი სწორედ საერთო დაავადება გახდა.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ გ---–---- ა-----–---–ის მიერ სსიპ ,,სოციალური მომსახურების სააგენტოს” კასპის რაიონულ განყოფილებაში წარდგენილი დოკუმენტაცია იძლეოდა მისთვის სახელმწიფო გასაცემელის დანიშვნის საფუძველს, ხოლო პენსიის გაცემის შეჩერების საფუძვლად მითითებული გარემოება არ წარმოადგენს ,,სოციალური პაკეტის გაცემის წესისა და პირობების” მე-11 მუხლით (სოციალური პაკეტის შეჩერება და განახლება) განსაზღვრულ გარემოებას, რის გამოც გასაჩივრებული აქტის მიღებისას დაირღვა კანონმდებლობის მოთხოვნები.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის 1-ლი ნაწილით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.

 

ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხის სადავოდ გამხდარი გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება კანონს და შესაბამისად, ექვემდებარება ბათილად ცნობას.

 

7. საპროცესო ხარჯები

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული სამართალწარმოებისას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ნორმები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელემ უარი თქვა საადვოკატო ხარჯის ანაზღაურებაზე, რის გამოც ამ ნაწილში სასამართლო არ მსჯელობს ხარჯებზე.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის IV თავით განსაზღვრულია ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში პროცესის ხარჯების საკითხი, და შესაბამისად, მოცემულ საქმეზე პროცესის ხარჯების განაწილებისას ეს ნორმებიც უნდა იქნეს გამოყენებული.

 

იმავე კოდექსის მე-9 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხებთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე.

 

შესაბამისად მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, რის გამოც გ---–---- ა-----–---–ს უნდა დაუბრუნდეს 2019 წლის 18 ოქტომბერს სახელმწიფო ბიუჯეტის საარგებლოდ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 ლარი.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებებთან დაკავშირებული საკითხები

საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებები მიღებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-4, მე-12, მე-19 მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი გ---–---- ა-----–---–ისათვის სოციალური პაკეტის შეჩერების შესახებ სსიპ ,,სოციალური მომსახურების სააგენტოს” კასპის რაიონული გამყოფილების 2019 წლის 17 ოქტომბრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

 

2. გ---–---- ა-----–---–ს დაუბრუნდეს მის მიერ 2019 წლის 18 ოქტომბერს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 (ასი) ლარი (საგადახდო დავალება 21904452).

 

3. მხარეები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულნი არიან.

 

4. გადაწყვეტილებაზე შეიძლება სააპელაციო საჩივრის შეტანა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მის. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. № 7ა) მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მის. ქ. გორი, ს. ჯორბენაძის ქ. № 30).

 

მოსამართლე: დავით პაპუაშვილი