2. ამ კანონის მე-14 მუხლის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საპენსიო ასაკის ზევით იმ პირთა გადამოწმება, რომლებსაც შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსი დადგენილი აქვთ უვადოდ, ხდება მხოლოდ მათი განცხადებით, ან თუ დასკვნა გაცემულია ყალბი საბუთების საფუძველზე, რასაც დაადასტურებს საამისოდ უფლებამოსილი ორგანო.
3. სააგენტოს უფლება აქვს, გადამოწმების მიზნით გამოიძახოს შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირი.
4. პირს, გამოუცხადებლობის შემთხვევაში, უჩერდება შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მოქმედება.
საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4298 -სსმI, №51, 31.12.2006წ., მუხ.408
საქართველოს 2011 წლის 27 დეკემბრის კანონი №5629 – ვებგვერდი, 30.12.2011წ.
თავი IV. შესაძლებლობის შეზღუდვის მიზეზე
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 27.12.2011-ის აქტით. ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 27.12.2011 კანონი №5629
წინა რედაქცია (26.12.2001 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 15 1. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის გადამოწმება დადგენილ ვადაზე ადრე, ან იმ პირის გადამოწმება, რომელსაც შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსი დადგენილი აქვს უვადოდ, ხდება ჯანმრთელობის მდგომარეობისა და ქმედობაუნარიანობის შეცვლისას, ან მაკონტროლებელი ორგანოს მიერ დასაბუთებული ეჭვის არსებობისას, თუ გამოვლინდება შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის შესახებ დაუსაბუთებლად გაცემული დასკვნის გამოვლენისას. 2. ამ კანონის მე-14 მუხლის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საპენსიო ასაკის ზევით იმ პირთა გადამოწმება, რომლებსაც შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსი დადგენილი აქვთ უვადოდ, ხდება მხოლოდ მათი განცხადებით, ან თუ ბიუროს მიერ დასკვნა გაცემულია ყალბი საბუთების საფუძველზე, რასაც დაადასტურებს საამისოდ უფლებამოსილი ორგანო. 3. სააგენტოს უფლება აქვს, გადამოწმების მიზნით გამოიძახოს შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირი. 4. პირს, გამოუცხადებლობის შემთხვევაში, უჩერდება შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მოქმედება. საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4298 -სსმI, №51, 31.12.2006წ., მუხ.408 თავი IV. შესაძლებლობის შეზღუდვის მიზეზები