2017 წლის 1 ივლისამდე თანამდებობაზე 3 წლის ვადით გამწესებული იმ მოსამართლის მიმართ, რომელსაც მოსამართლედ მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება აქვს, მისი მოთხოვნის შემთხვევაში წყდება ამ კანონით დადგენილი შემოწმების პროცედურები და იგი კანონით განსაზღვრული ასაკის მიღწევამდე თანამდებობაზე უვადოდ გამწესდება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით (საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ეს გადაწყვეტილება მიიღება ფარული კენჭისყრით, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობის არანაკლებ 2/3-ით), გასაუბრების წარმატებით გავლის, ამ კანონის 361 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებისა და 362 და 363 მუხლების, 364 მუხლით გათვალისწინებულ საქმეთა შესწავლის, ქულებით შეფასების სისტემის და გასაუბრების დასრულების შემდეგ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების მიერ დამოუკიდებლად შევსებული ფორმების საფუძველზე. აღნიშნული მოსამართლისათვის თანამდებობაზე უვადოდ გამწესებაზე უარის თქმის შემთხვევაში იგი უფლებამოსილების განხორციელებას გააგრძელებს 3-წლიანი სამოსამართლო უფლებამოსილების დარჩენილი ვადის ფარგლებში.
საქართველოს 2017 წლის
ივნისის
ორგანული
კანონი №1052 - ვებგვერდი, 27.0
.2017
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 04.12.2009).
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (17.12.2025 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 794. თანამდებობაზე 3 წლის ვადით გამწესებული იმ მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ გამწესების წესი, რომელსაც სამოსამართლო საქმიანობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება აქვს 2017 წლის 1 ივლისამდე თანამდებობაზე 3 წლის ვადით გამწესებული იმ მოსამართლის მიმართ, რომელსაც მოსამართლედ მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება აქვს, მისი მოთხოვნის შემთხვევაში წყდება ამ კანონით დადგენილი შემოწმების პროცედურები და იგი კანონით განსაზღვრული ასაკის მიღწევამდე თანამდებობაზე უვადოდ გამწესდება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით (საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ეს გადაწყვეტილება მიიღება ფარული კენჭისყრით, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობის არანაკლებ 2/3-ით), გასაუბრების წარმატებით გავლის, ამ კანონის 361 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებისა და 362 და 363 მუხლების, 364 მუხლით გათვალისწინებულ საქმეთა შესწავლის, ქულებით შეფასების სისტემის და გასაუბრების დასრულების შემდეგ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების მიერ დამოუკიდებლად შევსებული ფორმების საფუძველზე. აღნიშნული მოსამართლისათვის თანამდებობაზე უვადოდ გამწესებაზე უარის თქმის შემთხვევაში იგი უფლებამოსილების განხორციელებას გააგრძელებს 3-წლიანი სამოსამართლო უფლებამოსილების დარჩენილი ვადის ფარგლებში. საქართველოს 2017 წლის 1 6 ივნისის ორგანული კანონი №1052 - ვებგვერდი, 27.0 6 .2017წ..2017
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საერთო სასამართლოების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 04.03.2026.
გამოქვეყნება: სსმ, 41, 08/12/2009.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება