1. ამ კანონის 57-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სასამართლოს აპარატის მოხელის შერჩევის წესის შესაბამისად ანაზღაურებადი სტაჟიორების დანიშვნამდე სასამართლოს აპარატის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა ხორციელდება
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
2. მოსამართლის თანაშემწედ შეიძლება დაინიშნოს პირი, რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება და, როგორც წესი, გავლილი აქვს სპეციალური სასწავლო კურსი იუსტიციის უმაღლეს სკოლაში ან აქვს მოსამართლედ, პროკურორად, გამომძიებლად, ადვოკატად ან სასამართლოში სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება ანდა ჩაბარებული აქვს მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა.
3.
სასამართლო
სხდომის მდივანი ინიშნება იმ პირთაგან, რომლებსაც, როგორც წესი, გავლილი აქვთ
სპეციალური
სასწავლო კურსი იუსტიციის უმაღლეს სკოლაში ან აქვთ
სასამართლო
სხდომის მდივნად მუშაობის არანაკლებ 1 წლის
გამოცდილება
.
საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის
ორგანული
კანონი №5529
- ვებგვერდი, 28.12.2011
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 04.12.2009).
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (17.12.2025 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 792 . სასამართლოს აპარატის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა მოხელის შერჩევის ახალი წესის ამოქმედებამდე 1. ამ კანონის 57-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სასამართლოს აპარატის მოხელის შერჩევის წესის შესაბამისად ანაზღაურებადი სტაჟიორების დანიშვნამდე სასამართლოს აპარატის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა ხორციელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. 2. მოსამართლის თანაშემწედ შეიძლება დაინიშნოს პირი, რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება და, როგორც წესი, გავლილი აქვს სპეციალური სასწავლო კურსი იუსტიციის უმაღლეს სკოლაში ან აქვს მოსამართლედ, პროკურორად, გამომძიებლად, ადვოკატად ან სასამართლოში სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება ანდა ჩაბარებული აქვს მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა. 3. სასამართლო სხდომის მდივანი ინიშნება იმ პირთაგან, რომლებსაც, როგორც წესი, გავლილი აქვთ სპეციალური სასწავლო კურსი იუსტიციის უმაღლეს სკოლაში ან აქვთ სასამართლო სხდომის მდივნად მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება . საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის ორგანული კანონი №5529 - ვებგვერდი, 28.12.2011
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საერთო სასამართლოების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 04.03.2026.
გამოქვეყნება: სსმ, 41, 08/12/2009.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება