ა) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს, რომელსაც ჯანმრთელობის მოშლის გამო აღენიშნება ორგანიზმის სისტემებისა და ორგანოთა მყარი, შეუქცევადი მორფოლოგიური ცვლილებები და აქვს ფუნქციური დარღვევები, როცა ჩატარებული სარეაბილიტაციო ღონისძიებები არ იძლევა ეფექტს, არ ხდება დარღვეული ქმედობაუნარიანობის აღდგენა ან გაუმჯობესება დაწესებულებაში არანაკლებ 5 წლის დაკვირვების შემდეგ;
ბ) სამხედრო ვალდებულების შესრულებისას მიღებული ტრავმის ან დაავადების, სამხედრო ან სამოქალაქო დანიშნულების ბირთვული ობიექტების ავარიის შედეგად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მამაკაცს 55 წლის ასაკის ზევით, ხოლო ქალს – 50 წლის ასაკის ზევით;
გ) ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურისა და სამხედრო ან სამოქალაქო დანიშნულების სხვა ბირთვული ობიექტების ავარიის შედეგად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს, რომელმაც გადაიტანა ნებისმიერი ხარისხის სხივური დაავადება – ასაკის მიუხედავად;
დ) საპენსიო ასაკს გადაცილებულ პირს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა აღინიშნება კეთილსაიმედო კლინიკური პროგნოზი, როცა სახეზეა ორგანიზმის სისტემებისა და ორგანოთა არამყარი, შექცევადი მორფოლოგიური ცვლილებები და ფუნქციური დარღვევები და რეაბილიტაციური ღონისძიებების ჩატარებით შესაძლოა დადებითი ეფექტის მიღწევა;
ე) პირს, რომელსაც შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსი დაუდგინდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ დამტკიცებული ნუსხით გათვალისწინებული დაავადებებით, ანატომიური ან გონებრივი დეფექტებით.
საქართველოს 2003 წლის 23 ივლისის კანონი №2573 - სსმI, №24, 20.08.2003წ., მუხ.176
საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4298 -სსმI, №51, 31.12.2006წ., მუხ.408
საქართველოს 2018 წლის 5
ივლისის
კანონი №3074
–
ვებგვერდი, 11.07.2018
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 05.07.2018-ის აქტით. ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 05.07.2018 კანონი №3074
წინა რედაქცია (26.12.2001 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 14 შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსი გადამოწმების გარეშე (უვადოდ) უდგინდება: ა) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს, რომელსაც ჯანმრთელობის მოშლის გამო აქვსღენიშნება ორგანიზმის სისტემებისა და ორგანოთა მყარი, შეუქცევადი მორფოლოგიური ცვლილებები და აქვს ფუნქციური დარღვევები, როცა ჩატარებული სარეაბილიტაციურიო ღონისძიებები არ იძლევა ეფექტს, არ ხდება დარღვეული ქმედობაუნარიანობის აღდგენა ან გაუმჯობესება დაწესებიუროლებაში არანაკლებ 5 წლის დაკვირვების შემდეგ; ბ) სამხედრო ვალდებულების შესრულებისას მიღებული ტრავმის ან დაავადების, სამხედრო ან სამოქალაქო დანიშნულების ბირთვული ობიექტების ავარიის შედეგად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მამაკაცს 55 წლის ასაკის ზევით, ხოლო ქალს – 50 წლის ასაკის ზევით; გ) ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურისა და სამხედრო ან სამოქალაქო დანიშნულების სხვა ბირთვული ობიექტების ავარიის შედეგად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს, რომელმაც გადაიტანა ნებისმიერი ხარისხის სხივური დაავადება – ასაკის მიუხედავად; დ) საპენსიო ასაკს გადაცილებულ პირს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა აღინიშნება კეთილსაიმედო კლინიკური პროგნოზი, როცა სახეზეა ორგანიზმის სისტემებისა და ორგანოთა არამყარი, შექცევადი მორფოლოგიური ცვლილებები და ფუნქციური დარღვევები და რეაბილიტაციური ღონისძიებების ჩატარებით შესაძლოა დადებითი ეფექტის მიღწევა; ე) პირს, რომელსაც შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსი დაუდგინდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ დამტკიცებული ნუსხით გათვალისწინებული დაავადებებით, ანატომიური ან გონებრივი დეფექტებით. საქართველოს 2003 წლის 23 ივლისის კანონი №2573 - სსმI, №24, 20.08.2003წ., მუხ.176 საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4298 -სსმI, №51, 31.12.2006წ., მუხ.408