„სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს კანონი (1)
- სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შესახებ 07.12.2001
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს კანონი |
1. მე-3 მუხლის „მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მ) შესაბამისი სამედიცინო დაწესებულება (შემდგომ – დაწესებულება) – სამედიცინო დაწესებულება, რომელიც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით განსაზღვრული დაავადებებისთვის, ანატომიური ან გონებრივი დეფექტებისთვის ახორციელებს სპეციალიზებულ სამედიცინო მომსახურებას.“.
2. 91 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 91
1. ამ კანონის შესაბამისად საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ნორმატიული აქტით იქმნება საჯარო სამართლის იურიდიული პირი (შემდგომ − სააგენტო), რომელიც თავის საქმიანობას ახორციელებს ამ კანონით, დებულებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილებების ფარგლებში.
2. სააგენტოს დებულებას ამტკიცებს და მის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირს ნიშნავს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ხოლო სააგენტოს საქმიანობის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.“.
3. მე-10 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის განსაზღვრის წესს შეიმუშავებს და ამტკიცებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.
5. 18 წლის ასაკის მიღწევამდე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს უდგინდება კატეგორია „შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვი“, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული და დამტკიცებული წესის შესაბამისად.“.
4. მე-11 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. დაავადებების, ანატომიური ან გონებრივი დეფექტების ნუსხას, რომელთა დროსაც დასაშვებია სპეციალურ ან ინდივიდუალურ პირობებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის შრომა, შეიმუშავებს და ამტკიცებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.“.
5. მე-14 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) პირს, რომელსაც შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსი დაუდგინდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ დამტკიცებული ნუსხით გათვალისწინებული დაავადებებით, ანატომიური ან გონებრივი დეფექტებით.“.
6. 56-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 56
დაწესებულების მუშაობისთვის საჭირო საბუთების ფორმებს შეიმუშავებს და ამტკიცებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და დაწესებულების მოთხოვნის საფუძველზე გასცემს სააგენტო.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ქუთაისი, 5 ივლისი 2018 წ. N3074-რს |
რა შეცვალა ამ აქტმა
- მუხლი 3. ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
- მუხლი 10. 1. შესაძლებლობის შეზღუდვა არის ისეთი მყარი ფიზიკური, ფსიქიკური, ინტელექტუალური ან სენსორული დარღვევები, რომლებიც განაპირობებს ქმედობაუნარიანობის დროებით ან სამუდამო შეზღუდვას
- მუხლი 11. 1. ანატომიური ან გონებრივი დეფექტისა და ორგანიზმის დარღვეული ფუნქციის საკომპენსაციო საშუალებებით უზრუნველყოფის, შრომის სპეციალური ან ინდივიდუალური პირობების შექმნის შემთხვევაში შეზღუდული შესაძლებლობის
- მუხლი 14. შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსი გადამოწმების გარეშე (უვადოდ) უდგინდება:
- მუხლი 56. დაწესებულების მუშაობისთვის საჭირო საბუთების ფორმებს შეიმუშავებს და ამტკიცებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და დაწესებულების მოთ
- მუხლი 91. 1. ამ კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების უზრუნველსაყოფად საქართველოს მთავრობა ქმნის საჯარო სამართლის იურიდიულ პირს (შემდგომ − სააგენტო), რომელიც თავის საქმიანობას ახორციელებს ამ კანონით, დებულები
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დიახ, საქართველოს კანონი „სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 05.07.2018.
- როდის იქნა მიღებული „სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 05.07.2018. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №3074-რს. სარეგისტრაციო კოდი — 110070000.05.001.018984.
- რამდენი მუხლისგან შედგება „სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 05.07.2018 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, №3074-რს, 05.07.2018, სარეგისტრაციო კოდი 110070000.05.001.018984 (კონსოლიდირებული რედაქცია 05.07.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4246340/