1.
(ამოღებულია - 13.06.2023, №3129).
2. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინებით უვადოდ, ამ კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე, სრული შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს საქართველოს პარლამენტი.
3. (ამოღებულია - 01.05.2019, №4526).
4. მოსამართლეს რაიონული (საქალაქო) ან სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ, ამ კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე, სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედით მიღებული გადაწყვეტილებით, ამავე კანონის შესაბამისად ნიშნავს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო.
41. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე 3 წლის ვადით განწესებული მოსამართლის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე არაუადრეს 2 თვისა და არაუგვიანეს 1 თვისა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ამ მუხლის 44 პუნქტით გათვალისწინებული შეფასების შედეგების ანალიზის საფუძველზე მსჯელობს და იღებს გადაწყვეტილებას, განაწესოს თუ არა აღნიშნული მოსამართლე თანამდებობაზე უვადოდ. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ განწესების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში მოსამართლე თანამდებობაზე განწესდება უვადოდ, ამ კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე.
42. (ამოღებულია - 17.12.2025, №1252)
.
43. იმ მოსამართლეს, რომლის მიმართაც არ იქნა მიღებული გადაწყვეტილება მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ განწესების შესახებ, სამოსამართლო უფლებამოსილება შეუწყდება თანამდებობაზე ყოფნის 3-წლიანი ვადის გასვლის შემდეგ, ამ კანონით დადგენილი წესით, ხოლო მისი თანამდებობა ვაკანტურად იქნება მიჩნეული და მის დასაკავებლად კონკურსი გამოცხადდება. ეს მოსამართლე მომდევნო 3 წლის განმავლობაში ვერ მიიღებს მონაწილეობას მოსამართლის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურსში.
4
4. თანამდებობაზე 3 წლის ვადით გამწესებული მოსამართლის საქმიანობის შესაფასებლად, თანამდებობაზე მისი გამწესებიდან 1 წლის თავზე და 2 წლის თავზე, აგრეთვე მოსამართლის თანამდებობაზე ყოფნის 3-წლიანი ვადის გასვლამდე 4 თვით ადრე საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო წილისყრით შეარჩევს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ერთ მოსამართლე წევრს და ერთ არამოსამართლე წევრს (შემდგომ – შემფასებლები), რომლებმაც ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად, 2 თვის ვადაში უნდა შეაფასონ შესაბამის პერიოდში მოსამართლის საქმიანობა. წილისყრის დასრულების შემდეგ შემფასებლების ვინაობა დაუყოვნებლივ ეცნობება შესაფასებელ მოსამართლეს. აღნიშნული ექვსი შეფასება სხვადასხვა შემფასებელმა უნდა განახორციელოს. შეფასების ყოველი პერიოდის ანგარიშებს შესაფასებელი მოსამართლე ეცნობა ამ კანონის 36
4 მუხლის მე-9 პუნქტით დადგენილი წესით. ეს ანგარიშები მოსამართლის თანამდებობაზე ყოფნის 3-წლიანი ვადის გასვლამდე 2 თვით ადრე შესასწავლად გადაეცემათ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს.
45. მოსამართლე უფლებამოსილია ინტერესთა შეუთავსებლობის მოტივით, დასაბუთებული შუამდგომლობით მოითხოვოს იმ შემფასებლის/ შემფასებლების აცილება, რომელმაც/რომლებმაც უნდა შეაფასოს/შეაფასონ მისი საქმიანობა შესაბამის პერიოდში, კერძოდ, თუ არსებობს გარემოება, რომელიც ამ შემფასებლის/შემფასებლების ობიექტურობაში, დამოუკიდებლობაში ან/და მიუკერძოებლობაში ეჭვის შეტანის სერიოზულ საფუძველს იძლევა. შემფასებლის აცილების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ხმათა უმრავლესობით. კენჭისყრაში არ მონაწილეობს ის შემფასებელი, რომლის აცილების საკითხიც განიხილება. ინტერესთა შეუთავსებლობის არსებობის შემთხვევაში შემფასებელი ვალდებულია თვითაცილება განაცხადოს და მონაწილეობა არ მიიღოს შეფასებაში.
5. თუ მოსამართლის მონაწილეობით დაწყებული საქმის განხილვის დამთავრებამდე მან მიაღწია ამ კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ასაკს ან გავიდა მისი თანამდებობაზე ყოფნის ვადა, მოსამართლის უფლებამოსილება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით შეიძლება გაგრძელდეს აღნიშნულ საქმეზე ამ მოსამართლის ან იმ სასამართლო კოლეგიის ან პალატის მიერ საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე, რომლის შემადგენლობაშიც ის არის. იმ ვადის განმავლობაში, რომლითაც მოსამართლეს გაუგრძელდა უფლებამოსილება, ის არ შეიძლება დაინიშნოს (აირჩეს) სასამართლოს თავმჯდომარედ, სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილედ, სასამართლო კოლეგიის ან პალატის თავმჯდომარედ ან რომელიმე ასეთი თანამდებობის პირის მოვალეობის შემსრულებლად. თუ პირი, რომელსაც გაუგრძელდა მოსამართლის უფლებამოსილება, ამ კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ასაკის მიღწევის ან თანამდებობაზე ყოფნის ვადის გასვლის დროისათვის სასამართლოს თავმჯდომარე, სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე, სასამართლო კოლეგიის ან პალატის თავმჯდომარე ან რომელიმე ასეთი თანამდებობის პირის მოვალეობის შემსრულებელია, მას, აღნიშნული ასაკის მიღწევის ან თანამდებობაზე ყოფნის ვადის გასვლის შემდეგ მოსამართლის უფლებამოსილების გაგრძელების მიუხედავად, უწყდება შესაბამისად სასამართლოს თავმჯდომარის, სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის, სასამართლო კოლეგიის ან პალატის თავმჯდომარის ან რომელიმე ასეთი თანამდებობის პირის მოვალეობის შემსრულებლის უფლებამოსილება.
6. მოსამართლის სხვა სასამართლოში გამწესების შემთხვევაში, ახალ თანამდებობაზე მისი სამოსამართლო უფლებამოსილების დაწყებამდე, იგი არ შეიძლება ჩამოცილებულ იქნეს იმ საქმის განხილვისაგან, რომელიც მის წარმოებაში იყო სხვა სასამართლოში გამწესების დროს.
საქართველოს 2013 წლის 1 ნოემბრის
ორგანული
კანონი №1489
- ვებგვერდი, 13.11.2013წ.
საქართველოს 2014 წლის
1 აგვისტოს ორგანული
კანონი №
2647
-
ვებგვერდი, 18.08.2014წ.
საქართველოს 2014 წლის
30 ოქტომბრის ორგანული
კანონი №2726
-
ვებგვერდი, 06.11.2014წ.
საქართველოს 2017 წლის 8
თებერვლის
ორგანული
კანონი №255
- ვებგვერდი, 13.02.2017წ.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილება №3/1/659 – ვებგვერდი, 21.02.2017წ.
საქართველოს 2017 წლის
1
6
ივნისის
ორგანული
კანონი №1052 - ვებგვერდი, 27.0
6
.2017წ.
საქართველოს 2018 წლის 21
ივლისის ორგანული
კანონი №3262
–
ვებგვერდი, 10,08,2018წ.
საქართველოს 2019 წლის 1 მაისის ორგანული კანონი №4526 - ვებგვერდი, 02.05.2019წ.
საქართველოს 2019 წლის 13 დეკემბრის ორგანული კანონი №5569 – ვებგვერდი, 25.12.2019წ.
საქართველოს 2023 წლის 13 ივნისის ორგანული კანონი №3129 – ვებგვერდი, 27.06.2023წ.
საქართველოს 2025 წლის 17 დეკემბრის ორგანული კანონი №1252 – ვებგვერდი, 18.12.2025