1. მოსამართლის საქმიანობის შეფასების მიზანია თანამდებობაზე უვადოდ გასამწესებლად ღირსეული, კვალიფიციური და კეთილსინდისიერი მოსამართლის შერჩევის გზით დამოუკიდებელი და კვალიფიციური მართლმსაჯულების უზრუნველყოფა.
2. მოსამართლის საქმიანობა ფასდება ობიექტურად, კეთილსინდისიერად და მიუკერძოებლად.
3. მოსამართლეს თანამდებობაზე მისი ყოფნის 3-წლიანი ვადის დაწყებისთანავე უნდა ეცნობოს შეფასების პროცედურისა და იმ გარემოებების შესახებ, რომლებიც გათვალისწინებული იქნება მისი ცალკეული კრიტერიუმებით შეფასებისას და მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ გამწესების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას.
საქართველოს 2014 წლის
1 აგვისტოს ორგანული
კანონი №
2647
-
ვებგვერდი, 18.08.2014
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 04.12.2009).
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (17.12.2025 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 361. მოსამართლის საქმიანობის შეფასების მიზანი და პრინციპები 1. მოსამართლის საქმიანობის შეფასების მიზანია თანამდებობაზე უვადოდ გასამწესებლად ღირსეული, კვალიფიციური და კეთილსინდისიერი მოსამართლის შერჩევის გზით დამოუკიდებელი და კვალიფიციური მართლმსაჯულების უზრუნველყოფა. 2. მოსამართლის საქმიანობა ფასდება ობიექტურად, კეთილსინდისიერად და მიუკერძოებლად. 3. მოსამართლეს თანამდებობაზე მისი ყოფნის 3-წლიანი ვადის დაწყებისთანავე უნდა ეცნობოს შეფასების პროცედურისა და იმ გარემოებების შესახებ, რომლებიც გათვალისწინებული იქნება მისი ცალკეული კრიტერიუმებით შეფასებისას და მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ გამწესების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას. საქართველოს 2014 წლის 1 აგვისტოს ორგანული კანონი № 2647 - ვებგვერდი, 18.08.2014
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საერთო სასამართლოების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 04.03.2026.
გამოქვეყნება: სსმ, 41, 08/12/2009.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება