1. მოსამართლე თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და ემორჩილება მხოლოდ კონსტიტუციასა და კანონს. რაიმე ზემოქმედება მოსამართლეზე ან ჩარევა მის საქმიანობაში გადაწყვეტილების მიღებაზე ზეგავლენის მიზნით აკრძალულია და ისჯება კანონით. არავის აქვს უფლება მოსთხოვოს მოსამართლეს ანგარიში კონკრეტულ საქმეზე. ბათილია ყველა აქტი, რომელიც ზღუდავს მოსამართლის დამოუკიდებლობას.
2. მოსამართლე ხელშეუხებელია. დაუშვებელია მისი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა, დაკავება ან დაპატიმრება, საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის, მანქანის ან პირადი გაჩხრეკა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, ხოლო საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის შემთხვევაში − საკონსტიტუციო სასამართლოს თანხმობის გარეშე. გამონაკლისია დანაშაულზე წასწრების შემთხვევა, რაც დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს შესაბამისად იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ან საკონსტიტუციო სასამართლოს. თუ შესაბამისად იუსტიციის უმაღლესი საბჭო ან საკონსტიტუციო სასამართლო არ მისცემს თანხმობას, თავისუფლებაშეზღუდული მოსამართლე დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს.
3. სახელმწიფო უზრუნველყოფს მოსამართლის და მისი ოჯახის უსაფრთხოებას.
4. მოსამართლის თანამდებობა შეუთავსებელია სხვა თანამდებობასთან და ანაზღაურებად საქმიანობასთან, გარდა სამეცნიერო და პედაგოგიური საქმიანობისა. მოსამართლე არ შეიძლება იყოს პოლიტიკური პარტიის წევრი, მონაწილეობდეს პოლიტიკურ საქმიანობაში.
5. საერთო სასამართლოს მოსამართლის ჩამოცილება საქმის განხილვისაგან, თანამდებობიდან მისი გათავისუფლება ან სხვა თანამდებობაზე გადაყვანა დასაშვებია მხოლოდ ორგანული კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში. მოსამართლის შეუცვლელობა გარანტირებულია ორგანული კანონით. სასამართლოს რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია არ შეიძლება გახდეს უვადოდ განწესებული მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძველი.
6. საერთო სასამართლოს მოსამართლე შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქე 30 წლის ასაკიდან, თუ მას აქვს შესაბამისი უმაღლესი იურიდიული განათლება და სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება. საერთო სასამართლოს მოსამართლის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები განისაზღვრება ორგანული კანონით. საერთო სასამართლოს მოსამართლე თანამდებობაზე განწესდება უვადოდ, ორგანული კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე. მოსამართლე შეირჩევა კეთილსინდისიერებისა და კომპეტენტურობის ნიშნით. გადაწყვეტილებას მოსამართლის თანამდებობაზე განწესების შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭო იღებს სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის უმრავლესობით. მოსამართლის თანამდებობაზე განწესებისა და თანამდებობიდან გათავისუფლების წესი განისაზღვრება ორგანული კანონით.
საქართველოს 2017 წლის 13 ოქტომბრის კონსტიტუციური კანონი №1324 - ვებგვერდი, 19.10.2017წ.
საქართველოს 2018 წლის 23 მარტის კონსტიტუციური კანონი №2071 - ვებგვერდი, 02.04.2018
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 23.03.2018-ის აქტით. ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 23.03.2018 კონსტიტუციური კანონი №2071
- 13.10.2017 კონსტიტუციური კანონი №1324
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(42)
- საქმე №ას-1175-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.11.2025
…და მიუკერძოებლობა სამართლიანი სასამართლოს უფლების ქვაკუთხედი და მართლმსაჯულების ფუნქციონირების უმთავრესი პრინციპია, ხოლო მის წარმოებაში არსებულ საქმეზე გადაწყვეტილების გამოტანა მოსამართლის უმთავრეს ფუნქციას წარმოადგენს. ამასთან, საქართველოს კონსტიტუციის 63-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მოსამართლის დამოუკიდებლობა ნიშნავს, რომ იგი ემორჩილება მხოლოდ კონსტიტუციას და კანონს და რაიმე…
- საქმე №ას-1279-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.10.2025
…სამართლიანი სასამართლოს უფლების ქვაკუთხედი და მართლმსაჯულების ფუნქციონირების უმთავრესი პრინციპია, ხოლო მოსამართლის წარმოებაში არსებულ საქმეზე გადაწყვეტილების გამოტანა, მოსამართლის უმთავრეს ფუნქციას წარმოადგენს. ამასთან, საქართველოს კონსტიტუციის 63-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, მოსამართლის დამოუკიდებლობა ნიშნავს, რომ იგი ემორჩილება მხოლოდ კონსტიტუციას და კანონს და რაიმე ზემოქმედება…
- საქმე №ბს-1103(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 24.02.2025
…დებულებები უნდა არსებობდეს (ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაცია წევრ სახელმწიფოთა მიმართ CM/Rec (2010)12 მოსამართლეთა დამოუკიდებლობის, ეფექტიანობისა და მოვალეობების შესახებ). საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 63-ე მუხლით დეკლარირებული მოსამართლის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფად, მოსამართლე მისი მაღალი სტატუსიდან გამომდინარე, სახელმწიფოს მხრიდან…
- საქმე №ბს-783(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 13.11.2024
…დებულებები უნდა არსებობდეს (ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაცია წევრ სახელმწიფოთა მიმართ CM/Rec (2010)12 მოსამართლეთა დამოუკიდებლობის, ეფექტიანობისა და მოვალეობების შესახებ). საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 63-ე მუხლით დეკლარირებული მოსამართლის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფად, მოსამართლე მისი მაღალი სტატუსიდან გამომდინარე, სახელმწიფოს მხრიდან…
- საქმე №ბს-4(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 13.07.2022
…გამომდინარე, მნიშვნელოვანია, ნორმის განმარტებისას სასამართლო არ გასცდეს კანონის ფარგლებს. სასამართლო განმარტავს სამართლის ნორმებს, მაგრამ არ ქმნის მათ. მართლმსაჯულება შებოჭილია კანონით. აღნიშნული ძირითადი პრინციპი განსაზღვრულია საქართველოს კონსტიტუციის 63-ე მუხლის პირველ პუნქტში, რომლის თანახმად, მოსამართლე თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და ემორჩილება მხოლოდ კონსტიტუციასა და კანონს.…
- საქმე №ბს-1078(კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 16.06.2022
- საქმე №ა-6389-ა-16-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.04.2022
- საქმე №ას-1366-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 06.04.2020
- საქმე №ას-1701-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა
- საქმე №330210017002010955 · საქართველოს უზენაესი სასამართლო · 12.02.2019
- საქმე №330310018002759760 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 25.02.2020
- საქმე №190100119003339682 · რუსთავის საქალაქო სასამართლო · 25.02.2020
- საქმე №190100120003457902 · რუსთავის საქალაქო სასამართლო · 21.02.2020
- საქმე №190100120003410543 · რუსთავის საქალაქო სასამართლო · 07.02.2020
- საქმე №190100119003288387 · რუსთავის საქალაქო სასამართლო · 23.12.2019
- საქმე №190100119003133537 · რუსთავის საქალაქო სასამართლო · 29.11.2019
- საქმე №190100119003134030 · რუსთავის საქალაქო სასამართლო · 28.11.2019
- საქმე №190100119003140500 · რუსთავის საქალაქო სასამართლო · 22.11.2019
- საქმე №190100119003132795 · რუსთავის საქალაქო სასამართლო · 11.11.2019
- საქმე №190100119003138914 · რუსთავის საქალაქო სასამართლო · 24.10.2019
- საქმე №190100119003048793 · რუსთავის საქალაქო სასამართლო · 01.10.2019
- საქმე №190100119003136229 · რუსთავის საქალაქო სასამართლო · 25.09.2019
- საქმე №190100119003144471 · რუსთავის საქალაქო სასამართლო · 18.09.2019
- საქმე №190100119002926184 · რუსთავის საქალაქო სასამართლო · 04.09.2019
- საქმე №190100119002991557 · რუსთავის საქალაქო სასამართლო · 23.08.2019
- საქმე №190100119003035140 · რუსთავის საქალაქო სასამართლო · 25.07.2019
- საქმე №190100119002988190 · რუსთავის საქალაქო სასამართლო · 15.07.2019
- საქმე №190100119003016768 · რუსთავის საქალაქო სასამართლო · 03.07.2019
- საქმე №190100119003003106 · რუსთავის საქალაქო სასამართლო · 02.07.2019
- საქმე №190100119003032599 · რუსთავის საქალაქო სასამართლო · 02.07.2019
- საქმე №190100119003028424 · რუსთავის საქალაქო სასამართლო · 21.06.2019
- საქმე №190100119003019688 · რუსთავის საქალაქო სასამართლო · 20.06.2019
- საქმე №190100119003008146 · რუსთავის საქალაქო სასამართლო · 17.06.2019
- საქმე №190100118002543381 · რუსთავის საქალაქო სასამართლო · 29.05.2019
- საქმე №190100119002947815 · რუსთავის საქალაქო სასამართლო · 27.05.2019
- საქმე №190100118002789959 · რუსთავის საქალაქო სასამართლო · 14.05.2019
- საქმე №190100119002944102 · რუსთავის საქალაქო სასამართლო · 10.05.2019
- საქმე №190100119002967406 · რუსთავის საქალაქო სასამართლო · 07.05.2019
- საქმე №190100119002822011 · რუსთავის საქალაქო სასამართლო · 03.05.2019
- საქმე №190100118002514136 · რუსთავის საქალაქო სასამართლო · 17.04.2019
ნაჩვენებია 40 გადაწყვეტილება 42-დან.