განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №330310018002759760
საქმე №3ბ/2505-19
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
I შ ე ს ა ვ ა ლ ი
25 თებერვალი, 2020 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე - გია ბერაია
სხდომის მდივანი - ნატო ხვთისავრიშვილი
აპელანტი (მოსარჩელე) - ზ------ გ-----ე
წარმომადგენელი - ე-----------------–---–-
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - საქართველოს პრეზიდენტი
წარმომადგენელი - კ--------------
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო
წარმომადგენელი - ხ------–----–---
მესამე პირი - სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტი
წარმომადგენელი - ბ-------------–---–-
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, განაცდურის ანაზღაურება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 18 ივნისის გადაწყვეტილება
I I ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. აპელანტის მოთხოვნა
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 18 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:
2.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 18 ივნისის გადაწყვეტილებით ზ------ გ-----ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
2.2. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
მოსარჩელე ზ------ გ-----ე 2----–-–-- 3----------------ნ, საქართველოს პრეზიდენტის N4-- ბრძანებულებით დაინიშნა ხ---–--------------–- სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ათი წლის ვადით.
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2----–-–-- 2--------------- გადაწყვეტილებით დისციპლინური დევნა აღიძრა ხ---–--------------–- სასამართლოს მოსამართლე ზ------ გ-----ის მიმართ „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით.
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2-----–-–-- 1------------- გადაწყვეტილებით მოსამართლე ზ------ გ-----ე მიეცა დისციპლინურ პასუხისგებაში დისციპლინური გადაცდომის — საქმის განხილვისას მოსამართლის მიერ კანონის უხეში დარღვევისათვის, რაც გამოიხატა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 513-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის დარღვევაში, კერძოდ: 2----–-–-- 9 სექტემბრის განაჩენით ნ------- ა-------–--ე მსჯავრდებული იქნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ პუნქტით „გათვალისწინებული დანაშაულის (ქურდობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) ჩადენისათვის, სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე შეეცვალა პირობითი მსჯავრით იმავე ვადით. ამასთან, განსასჯელის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება — პატიმრობა დატოვებული იქნა უცვლელად, განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლამდე. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 513-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მსჯავრდებული, რომელსაც პირობითად დასდეს ბრალი, დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლებულიყო სასამართლო დარბაზიდან. მოსამართლე ზ---------- მიერ სისხლის სამართლის საპროცესო კანონის ზემოხსენებული იმპერატიული მოთხოვნის უგულებელყოფის შედეგად, მსჯავრდებული ნ------- ა-------–--ე 14 დღის განმავლობაში იმყოფებოდა პატიმრობაში კანონმდებლობით განსაზღვრული წესის დარღვევით და იგი გათავისუფლებული იქნა 2----–-–------------------.
ხ---–--------------–- სასამართლოს მოსამართლე ზ---------- სადისციპლინო კოლეგიის სხდომაზე აღიარა მის მიერ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი მოთხოვნების დარღვევა და განმარტა, რომ აღნიშნული გამოიწვია იმ გარემოებამ, რომ იმავე დღეს მას განსახილველი ჰქონდა შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიების შერჩევის შესახებ, რის გამოც იგი ჩქარობდა და დაუშვა უნებლიე შეცდომა. მის მიერ ერთი კვირის შემდეგ აღმოჩენილ იქნა შეცდომა და განჩინებით შეტანილ იქნა შესწორება.
საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო საბჭოს სადისციპლინო კოლეგიის 2----–-–-- 1-------------------------- გადაწყვეტილებით, ხ---–--------------–- სასამართლოს მოსამართლე - ზ------ გ-----ე ცნობილ იქნა ბრალეულად ,,საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომის ჩადენისათვის, რისთვისაც მას დაეკისრა დისციპლინური პასუხისმგებლობა და სახდელი - მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლება.
სადისციპლინო კოლეგიამ ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ სადისციპლინო კოლეგიის სხდომაზე მხარეებს არ წარუდგენიათ განჩინების ასლი, რომლითაც შესწორება შევიდა განაჩენში, თუმცა ამგვარის არსებობის შემთხვევაშიც სრულიად გაუგებარი და მიუღებელია მოსამართლის მოქმედება, რომ განჩინების ფოსტით გაგზავნიდან ერთი კვირის შემდეგ იგი დაუკავშირდა მსჯავრდებულის განთავსების ადგილის ადმინისტრაციას და აცნობა, რომ მსჯავრდებული უკანონოდ იმყოფებოდა პატიმრობაში. აღნიშნული ფაქტით ვლინდებოდა მოსამართლის გულგრილი დამოკიდებულება, როცა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ცალსახად ავალდებულებს პროკურორს, გამომძიებელსა და პირველ რიგში მოსამართლეს უპირობოდ გაათავისუფლონ უკანონოდ დაპატიმრებული პირი. დაშვებული დარღვევის შემამსუბუქებელ გარემოებად სადისციპლინო კოლეგიამ ასევე არ გაიზიარა მოსამართლის მიერ მოყვანილი გარემოებები, რომ მას განსახილველი ჰქონდა სხვა საქმეც და სასამართლოს მძიმე მატერიალურ ტექნიკური ბაზის შესახებ. სადისციპლინო კოლეგიამ განმარტა, რომ საქართველოს კონსტიტუცია უპირველესად სასამართლოს ანიჭებს იმ როლს და ფუნქციას, სადაც დაცული და რეალიზებული უნდა იქნეს ყოველი ადამიანის უფლებები. მოსამართლე ზ---------- მიერ დაშვებული დარღვევა წარმოადგენდა საქართველოს კონსტიტუციით და ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა შესახებ საერთაშორისო ხელშეკრულებებით დაცული ფუნდამენტური აბსოლუტური უფლების ადამიანის თავისუფლების დარღვევას. შესაბამისად, " სადისციპლინო კოლეგიამ მიიჩნია, რომ ხ---–--------------–- სასამართლოს მოსამართლე ზ---------- ჩაიდინა ქმედება, რომლისთვისაც მას წარედგინა ბრალდება და აღნიშნული წარმოადგენდა „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დისციპლინურ გადაცდომას - საქმის განხილვისას მოსამართლის მიერ კანონის უხეშ დარღვევას. ამავდროულად მოსამართლეს ბრალი მიუძღვოდა დისციპლინური გადაცდომის ჩადენაში. სადისციპლინო კოლეგიამ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მოსამართლე ზ--------ეს დისციპლინური სახდელი არ ჰქონდა დაკისრებული, მისი საქმიანი და მორალური რეპუტაცია, მაგრამ მხედველობაში მიიღო დისციპლინური გადაცდომის შინაარსი და სიმძიმე, აგრეთვე ის მძიმე შედეგი, რაც მას მოჰყვა პირის უკანონოდ პატიმრობაში ყოფნის სახით, და მიიჩნია, რომ მოსამართლე ზ--------ეს უნდა დაკისრებოდა მკაცრი დისციპლინური სახდელი.
საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო საბჭოს მიერ 2--- წლის 2------------------------) გადაწყვეტილებით, არ დაკმაყოფილდა ხ---–--------------–- სასამართლოს ზ------ გ-----ის საჩივარი და უცვლელად დარჩა საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო საბჭოს სადისციპლინო კოლეგიის გასაჩივრებული 2----–-–-- 1------------ გადაწყვეტილება.
მოსარჩელე ზ------ გ-----ემ, საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო საბჭოს სადისციპლინო კოლეგიის 2----–-–-- 1------------ და საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო საბჭოს 20---–-–-------------- გადაწყვეტილება გაასაჩივრა ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონულ სასამართლოში და მოითხოვა მათი ბათილად ცნობა.
ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონულ სასამართლოს 2------–-–----------------–-- განჩინებით, მოსარჩელე ზ------ გ-----ის სარჩელი გადაეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო კოლეგიას.
2----–-–------------–- საქართველოს უზენაეს სასამართლოში ხ---–--------------–- სასამართლოს მოსამართლის - ზ------ გ-----ის მიერ შეტანილ იქნა კიდევ ერთი, დაზუსტებული საჩივარი, რომლითაც მან მოითხოვა საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო საბჭოს 20---–-–-------------- და სადისციპლინო კოლეგიის 2----–-–-- 1------------ გადაწყვეტილებების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო კოლეგიის 2--- წლის 1-----–---- გადაწყვეტილებით, ხ---–--------------–- სასამართლოს მოსამართლის - ზ------ გ-----ის საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა სადისციპლინო საბჭოს.
საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო საბჭოს 2----–-–--------------- გადაწყვეტილებით, ხ---–--------------–- სასამართლოს მოსამართლის - ზ------ გ-----ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად იქნა დატოვებული საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო საბჭოს სადისციპლინო კოლეგიის 2----–-–-- 1------------ გადაწყვეტილება.
მითითებული გადაწყვეტილება კანონით დადგენილ ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო კოლეგიაში გაასაჩივრა მოსამართლე ზ------ გ-----ემ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სადისციპლინო საბჭოსთვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო კოლეგიის 2----–-–---------------- განჩინებით ხ---–--------------–- სასამართლოს მოსამართლის - ზ------ გ-----ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო საბჭოს 2----–-–--------------- გადაწყვეტილება;
საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ, 2----–-–----------------- წარდგინებით მიმართა საქართველოს პრეზიდენტს, „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 53-ე მუხლისა და „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 79-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ხ---–----------------–- სასამართლოს მოსამართლე ზ------ გ-----ის, დისციპლინური გადაცდომის ჩადენის გამო, თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ.
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აღნიშნული წარდგინების საფუძველზე, საქართველოს პრეზიდენტმა, 2----–-–----------------- გამოსცა N---- ბრძანებულება, ,,საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 54-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტისა და ,,საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-80 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის, შესაბამისად ხ---–--------------–- სასამართლოს მოსამართლე ზ------ გ-----ის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ;
მოსარჩელე ზ------ გ-----ემ 2----–-–------------- საჩივრით (N--------- მიმართა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2----–-–------------------- გადაწყვეტილებით (საჩივარი №-----------------------------------–----–-----------“), დაადგინა ადამიანის უფლებათა დაცვის კონვენციის 6.1 მუხლის დარღვევა საქართველოს მხრიდან. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ აანაზღაურა მხოლოდ მორალური ზიანი და ხარჯები. ევროსასამართლოს გადაწყვეტილებით განიმარტა, რომ საქმეში - „სტურუა საქართველოს წინააღმდეგ“ სასამართლომ უკვე დაადგინა კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის დარღვევა წინამდებარე საქმის მსგავს სიტუაციაში - მომჩივნის დისციპლინური სახდელის საკითხის განხილვა სადისციპლინო საბჭოს ერთი და იმავე წევრების მიერ, ორივე - პირველი და სააპელაციო ინსტანციის წესით“. „წარმოდგენილი მასალების შესწავლის საფუძველზე, სასამართლომ ვერ აღმოაჩინა რაიმე ფაქტი ან არგუმენტი, რაც შეძლებდა მის დარწმუნებას გამოეტანა განსხვავებული დასკვნა წინამდებარე საქმის არსებით მხარესთან დაკავშირებით. განსახილველ საკითხთან მიმართებით, პრეცედენტულ სამართალზე დაყრდნობით 2----–-–--------------- მომჩივნის საჩივარი სადისციპლინო საბჭომ განიხილა იმავე სამი მოსამართლის შემადგენლობით, რომლებმაც საქმე განიხილეს პირველი ინსტანციის წესით და მომჩივნის შიში სადისციპლინო საბჭოს მიკერძოებულობის ნაკლებობასთან დაკავშირებით ობიექტურად გამართლებული იყო“.
ამასთან, ადამიანის ევროპულმა სასამართლომ, აღნიშნულ გადაწყვეტილებაში, მომჩივანის მე-2 მოთხოვნასთან მიმართებით, რომელიც ეყრდნობოდა კონვენციის მე-6 მუხლის პირველ პუნქტსა და მე-13 მუხლებს, ერთი მხრივ, რომ სასამართლო მისთვის ხელმისაწვდომი არ იყო და მეორე მხრივ, რომ დისციპლინური სამართალწარმოების შედეგები ეფუძნებოდა მცდარ, გაუმართლებლად ნაჩქარევ და შესაბამისად ფაქტების ზედაპირულ შეფასებასა და კანონის არასწორ გამოყენებას სადისციპლინო საბჭოსა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ, სასამართლომ მიუთითა, რომ მის ხელთ არსებულ მასალებზე დაყრდნობით და იმის გათვალისწინებით, რომ საჩივარში მოცემული საკითხების განხილვა მისი კომპეტენციაა, მსგავს საკითხზე დადგენილ პრეცედენტულ სამართალში ( „სტურუა საქართველოს წინააღმდეგ“, 34-42 პარაგრაფები) ადრე გაკეთებული დასკვნების გათვალისწინებით, მიიჩნია, რომ მასალებში არ იკვეთებოდა კონვენციით და მისი ოქმებით გათვალისწინებული ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დარღვევა, აღნიშნულიდან გამომდინარე, საჩივრის ეს ნაწილი მიიჩნია აშკარად უსაფუძვლოდ და არ დააკმაყოფილა კონვენციის 35-ე მუხლის მე-3 პუქნტის ,,ა“ ქვეპუნქტისა და მე-4 პუნქტის შესაბამისად;
მოსარჩელე ზ------ გ-----ემ, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2----–-–------------------- გადაწყვეტილების საფუძველზე, 2----–-–---------------- განცხადებით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატას. განცხადების ავტორმა მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტზე, რომლის შესაბამისად, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების საფუძველია ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (განჩინება), რომელმაც დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის ან/და მისი დამატებითი ოქმების დარღვევა ამ საქმესთან დაკავშირებით და დადგენილი დარღვევა გადასასინჯი გადაწყვეტილებიდან გამომდინარეობს. აღნიშნულიდან გამომდინარე, - ზ------ გ-----ემ საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო საბჭოს სადისციპლინო კოლეგიის 2----–-–-- 1------------, საქართველოს საერთო სასამართლოების, მოსამართლეთა სადისციპლინო საბჭოს 2----–-–--------------- გადაწყვეტილებების გაუქმება, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება და 7 წლის განაცდურის ანაზღაურება მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატის 2----–-–----------------- განჩინებით ხ---–--- რ--------–- სასამართლოს ყოფილი მოსამართლის ზ------ გ-----ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ დაკმაყოფილდა; გაუქმდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო კოლეგიის 2----–-–---------------- გადაწყვეტილება და მოცემულ საქმეზე განახლდა საქმის წარმოება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატის 2----–-–----------------- გადაწყვეტილებით, (ს--------------) ხ---–--------------–- სასამართლოს მოსამართლის ზ------ გ-----ის საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო საბჭოს სადისციპლინო კოლეგიის 2----–-–-- 1------------, საქართველოს საერთო სასამართლოების, მოსამართლეთა სადისციპლინო საბჭოს 2----–-–--------------- გადაწყვეტილებები და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიას.
აღნიშნულ გადაწყვეტილებაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისიციპლინო პალატამ განმარტა, რომ მოცემული დისციპლინური საქმე საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატის მიერ დაშვებულ იქნა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, რომლის შესაბამისად, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების საფუძველია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (განჩინება), რომელმაც დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის ან/და მისი დამატებითი ოქმების დარღვევა. ამ შემთხვევაში, ევროპის სასამართლომ დისციპლინურ საქმეზე დაადგინა მხოლოდ პროცესუალური დარღვევა, რის გამოც განახლდა საქმის წარმოება ზ------ გ-----ის დისციპლინურ საქმეზე. ამდენად, სადისციპლინო პალატამ იმსჯელა მხოლოდ დავის პროცესუალურ მხარეზე.
საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის 2----–-–-------------- გადაწყვეტილებით (---------------- შეწყდა ხ---–--------------–- სასამართლოს ყოფილი მოსამართლის - ზ------ გ-----ის მიმართ დისციპლინური საქმის წარმოება ხანდაზმულობის გამო;
ზ------ გ-----ემ 2----–-–-- 2----–--- განცხადებით მიმართა საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს და მოითხოვა ხ---–--------------–- სასამართლოს მოსამართლის ტოლფას თანამდებობაზე აღდგენა და იძულებით განაცდურის ანაზღაურება 212 800 ლარის ოდენობით.
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2----–-–-- 2---------------------- გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა ყოფილი მოსამართლე ზ------ გ-----ის მოთხოვნა ხ---–--------------–- სასამართლოს მოსამართლის ტოლფას თანამდებობაზე აღდგენისა და განაცდურის ანაზღაურების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის თაობაზე.
ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებაში საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭომ განმარტა, რომ არც საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატისა და არც საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის მიერ შეფასება არ მისცემია ზ------ გ-----ის თანამდებობიდან გათავისუფლების კანონიერების საკითხს. გასათვალისწინებელია, რომ ზ------ გ-----ე ხ---–--------------–- სასამართლოს მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლებულია საქართველოს პრეზიდენტის 2----–-–----------------- N---- ბრძანებულებით. საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის 2----–-–------------- გადაწყვეტილება ავტომატურად არ იწვევს საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების გაუქმებას, მით უფრო იმის გათვალისწინებით, როდესაც აღნიშნულ გადაწყვეტილებაში არსებული განმარტებით, „ევროპულ სასამართლოს საქმის არსებით ნაწილზე, რომლითაც მოხდა მოსამართლის ბრალეულად აღიარება და მასზე სახდელის დაკისრება, არ უმსჯელია. უფრო მეტიც, ევრო სასამართლომ ვერ დაინახა თვითნებობის რაიმე გამოვლინება ეროვნული სასამართლოების დასკვნებში, რის გამოც მიიჩნია, რომ ამ ნაწილში განაცხადი აშკარად დაუსაბუთებელი იყო და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის 35-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების საფუძველზე, დაშვებას არ ექვემდებარებოდა. ამდენად, სახეზეა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2----–-–------------------- გადაწყვეტილების აღსრულების საკითხი მხოლოდ პროცედურულ ნაწილში“. სადისციპლინო კოლეგია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2----–-–------------------- გადაწყვეტილების აღსრულების საკითხს დისციპლინური კუთხით მხოლოდ პროცედურულ ნაწილს უკავშირებს და ხაზგასმით აღნიშნავს ზ------ გ-----ის მიმართ დისციპლინური საქმის წარმოების შეწყვეტის მართებულობას ხანდაზმულობის და არა ბრალეული ქმედების არარსებობის გამო. საბჭომ ასევე მიუთითა, რომ ზ------ გ-----ის მოთხოვნებთან მიმართებით აუცილებელია შემოწმდეს მისი ხ---–--------------–- სასამართლოს მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლების კანონიერების საკითხი, რადგან უკანონო გათავისუფლების შემთხვევაში თანამდებობაზე აღდგენისა და ზიანის ანაზღაურების ვალდებულება წარმოიშობა თანამდებობიდან გათავისუფლების აქტის ბათილობის შემთხვევაში.
2.3. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, საქართველოს კონსტიტუციის 63-ე მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით, მოსამართლის ჩამოცილება საქმის განხილვისაგან, თანამდებობიდან მისი ვადამდე განთავისუფლება ან სხვა თანამდებობაზე გადაყვანა დაიშვება მხოლოდ კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში.
სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დროს მოქმედი „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, ეს კანონი განსაზღვრავდა საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძვლებს, დისციპლინური სახდელის სახეებს, დისციპლინური სამართალწარმოებისა და მოსამართლეთათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების წესს, საერთო სასამართლოებში დისციპლინური საქმეების განხილვისა და მათზე გადაწყვეტილების მიღების წესს.
მითითებული კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო დისციპლინურ დევნას აღძრავდა საქართველოს საერთო სასამართლოების ყველა მოსამართლის მიმართ ამ კანონის მე-2 მუხლის, მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ნებისმიერი საფუძვლით, ხოლო იმავე კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა მიმართ დისციპლინურ საქმეებს განიხილავდა საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო საბჭო.
მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ მოსარჩელე ზ------ გ-----ე 2----–-–-- 3----------------ნ, საქართველოს პრეზიდენტის N4-- ბრძანებულებით დაინიშნა ხ---–--------------–- სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ათი წლის ვადით.
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, ასევე დადგენილია, რომ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2----–-–-- 2--------------- გადაწყვეტილებით, დისციპლინური დევნა აღიძრა ხ---–--------------–- სასამართლოს მოსამართლის - მოსარჩელე ზ------ გ-----ის მიმართ „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ხოლო საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო საბჭოს სადისციპლინო კოლეგიის 2----–-–-- 1------------ გადაწყვეტილებით (------------, ხ---–--------------–- სასამართლოს მოსამართლე - მოსარჩელე ზ------ გ-----ე ცნობილი იქნა ბრალეულად „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომის ჩადენისათვის და დაეკისრა დისციპლინური პასუხისმგებლობა - მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლება.
სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დროს მოქმედი „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-60 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილების გადასინჯვა შეიძლებოდა საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო საბჭოში მისი გასაჩივრების გზით.
პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო საბჭოს სადისციპლინო კოლეგიის 2-----–-–-----------------ს გადაწყვეტილება, მოსარჩელე ზ------ გ-----ემ კანონით დადგენილი წესით გაასაჩივრა საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო საბჭოში, თუმცა საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო საბჭოს 2------–-–---------------- გადაწყვეტილებით, საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო საბჭოს სადისციპლინო კოლეგიის 2----–-–-- 1------------ გადაწყვეტილება.
პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დროს მოქმედი „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 741-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სადისციპლინო საბჭოს მიერ, დისციპლინური საქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრებულიყო მხოლოდ კასაციის წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო კოლეგიაში.
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ მოსარჩელე ზ------ გ-----ემ, საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო საბჭოს სადისციპლინო კოლეგიის 2----–-–-- 1------------ გადაწყვეტილება და საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო საბჭოს 20---–-–-------------- გადაწყვეტილება 2----–-–---------––- გაასაჩივრა ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონულ სასამართლოში და მათი ბათილად ცნობა მოითხოვა, ხოლო ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონულ სასამართლოს 2-----–-–---------------–-- განჩინებით, მოსარჩელე ზ------ გ-----ის სარჩელი გადაეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო კოლეგიას. 2----–-–------------–- საქართველოს უზენაეს სასამართლოში ხ---–--------------–- სასამართლოს მოსამართლის - ზ------ გ-----ის მიერ შეტანილ იქნა კიდევ ერთი, დაზუსტებული საჩივარი, რომლითაც მან მოითხოვა საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო საბჭოს 20---–-–-------------- და სადისციპლინო კოლეგიის 2----–-–-- 1------------ გადაწყვეტილებების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო კოლეგიის 2-----–-–-----------–---- გადაწყვეტილებით, ხ---–--- რ--------–- სასამართლოს მოსამართლის - ზ------ გ-----ის საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა სადისციპლინო საბჭოს. საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო საბჭოს 2----–-–--------------- გადაწყვეტილებით, ხ---–--------------–- სასამართლოს მოსამართლის - ზ------ გ-----ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად იქნა დატოვებული საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო საბჭოს სადისციპლინო კოლეგიის 2----–-–-- 1------------ გადაწყვეტილება. მითითებული გადაწყვეტილება კანონით დადგენილ ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო კოლეგიაში გაასაჩივრა მოსამართლე ზ------ გ-----ემ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სადისციპლინო საბჭოსთვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო კოლეგიის 2----–-–---------------- განჩინებით ხ---–--------------–- სასამართლოს მოსამართლის - ზ------ გ-----ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო საბჭოს 2----–-–--------------- გადაწყვეტილება.
პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დროს მოქმედი „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 77-ე და მე-80 მუხლების მიხედვით, მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლების სახდელის დაკისრების შემთხვევაში, სადისციპლინო კოლეგია ან სადისციპლინო საბჭო კანონიერ ძალაში შესულ თავის გადაწყვეტილებას აღსასრულებლად წარუდგენდა შესაბამის ორგანოს ან თანამდებობის პირს, კერძოდ, თუ საქმე ეხება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეს - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს საქართველოს პრეზიდენტის წინაშე საკითხის დასაყენებლად, ყველა სხვა მოსამართლეს - საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს საქართველოს პრეზიდენტის წინაშე საკითხის დასაყენებლად.
მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ წარდგინების მიღების შემდეგ, მოსამართლეს თანამდებობიდან ათავისუფლებდა შესაბამისი ორგანო ან თანამდებობის პირი, კერძოდ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეს - საქართველოს პარლამენტი, ხოლო ყველა სხვა მოსამართლეს - საქართველოს პრეზიდენტი.
მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ, 2----–-–----------------- წარდგინებით მიმართა საქართველოს პრეზიდენტს, ხ---–--------------–- სასამართლოს მოსამართლე - მოსარჩელე ზ------ გ-----ის თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე.
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აღნიშნული წარდგინების საფუძველზე, საქართველოს პრეზიდენტმა, 2----–-–----------------- გამოსცა N---- ბრძანებულება ხ---–--------------–- სასამართლოს მოსამართლე - მოსარჩელე ზ------ გ-----ის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ.
პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, სადავოდ ქცეული „ხ---–--------------–- სასამართლოს მოსამართლის ზ---------- თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2----–-–----------------- №---- ბრძანებულება გამოცემულია სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დროს მოქმედი „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (განჩინება), რომელმაც დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის ან/და მისი დამატებითი ოქმების დარღვევა ამ საქმესთან დაკავშირებით, და დადგენილი დარღვევა გადასასინჯი გადაწყვეტილებიდან გამომდინარეობს.
მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ მოსარჩელე ზ------ გ-----ემ 2----–-–------------- საჩივრით (N--------- მიმართა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2----–-–------------------- გადაწყვეტილებით (საჩივარი №-----------------------------------–----–-----------“), დაადგინა ადამიანის უფლებათა დაცვის კონვენციის 6.1 მუხლის დარღვევა საქართველოს მხრიდან. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლომ აანაზღაურა მხოლოდ მორალური ზიანი და ხარჯები. ევროსასამართლოს გადაწყვეტილებით განიმარტა, რომ საქმეში - „სტურუა საქართველოს წინააღმდეგ“ სასამართლომ უკვე დაადგინა კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის დარღვევა წინამდებარე საქმის მსგავს სიტუაციაში - მომჩივნის დისციპლინური სახდელის საკითხის განხილვა სადისციპლინო საბჭოს ერთი და იმავე წევრების მიერ, ორივე - პირველი და სააპელაციო ინსტანციის ეტაპზე“.
„წარმოდგენილი მასალების შესწავლის საფუძველზე, სასამართლომ ვერ აღმოაჩინა რაიმე ფაქტი ან არგუმენტი, რაც შეძლებდა მის დარწმუნებას გამოეტანა განსხვავებული დასკვნა წინამდებარე საქმის არსებით მხარესთან დაკავშირებით. განსახილველ საკითხთან მიმართებით, პრეცედენტულ სამართალზე დაყრდნობით 2----–-–--------------- მომჩივნის საჩივარი სადისციპლინო საბჭომ განიხილა იმავე სამი მოსამართლის შემადგენლობით, რომლებმაც საქმე განიხილეს პირველი ინსტანციის წესით და მომჩივნის შიში სადისციპლინო საბჭოს მიუკერძოებლობის ნაკლებობასთან დაკავშირებით ობიექტურად გამართლებული იყო“.
პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, აღნიშნულ გადაწყვეტილებაში, მომჩივანის მე-2 მოთხოვნასთან მიმართებით, რომელიც ეყრდნობოდა კონვენციის მე-6 მუხლის პირველ პუნქტსა და მე-13 მუხლებს, ერთი მხრივ, რომ სასამართლო მისთვის ხელმისწვდომი არ იყო და მეორე მხრივ, რომ დისციპლინური სამართლაწარმოების შედეგები ეფუძნებოდა მცდარ, გაუმართლებლად ნაჩქარევ და შესაბამისად ფაქტების ზედაპირულ შეფასებასა და კანონის არასწორ გამოყენებას სადისციპლინო საბჭოსა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ, მიუთითა, მის ხელთ არსებულ მასალებზე დაყრდნობით და იმის გათვალისწინებით, რომ საჩივარში მოცემული საკითხების განხილვა მისი კომპეტენციაა, მსგავს საკითხზე დადგენილ პრეცედენტულ სამართალში („სტურუა საქართველოს წინააღმდეგ“, 34-42 პარაგრაფები) ადრე გაკეთებული დასკვნების გათვალისწინებით, მიაჩნია, რომ მასალებში არ იკვეთებოდა კონვენციით და მისი ოქმებით გათვალისწინებული ადამინის უფლებათა დარღვევა, აღნიშნულიდან გამომდინარე, საჩივრის ეს ნაწილი მიიჩნია აშკარად უსაფუძვლოდ და არ დააკმაყოფილა კონვენციის 35-ე მუხლის მე-3 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტისა და მე-4 პუნქტის შესაბამისად.
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, ასევე დადგენილია, რომ მოსარჩელე ზ------ გ-----ემ, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2----–-–------------------- გადაწყვეტილების საფუძველზე, 2----–-–---------------- განცხადებით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატას. განმცხადებელმა მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტზე, რომლის შესაბამისად, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების საფუძველია ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (განჩინება), რომელმაც დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის ან/და მისი დამატებითი ოქმების დარღვევა ამ საქმესთან დაკავშირებით და დადგენილი დარღვევა გადასასინჯი გადაწყვეტილებიდან გამომდინარეობს. აღნიშნულიდან გამომდინარე, - ზ------ გ-----ემ საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო საბჭოს სადისციპლინო კოლეგიის 2-----–-–-----------------ს, საქართველოს საერთო სასამართლოების, მოსამართლეთა სადისციპლინო საბჭოს 2----–-–--------------- გადაწყვეტილებების გაუქმება, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება და 7 წლის განაცდურის ანაზღაურება მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატის 2----–-–----------------- განჩინებით ხ---–--- რ--------–- სასამართლოს ყოფილი მოსამართლის ზ------ გ-----ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ დაკმაყოფილდა; გაუქმდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო კოლეგიის 2----–-–---------------- გადაწყვეტილება და მოცემულ საქმეზე განახლდა საქმის წარმოება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატის 2----–-–----------------- გადაწყვეტილებით, (ს--------------) ხ---–--------------–- სასამართლოს მოსამართლის ზ------ გ-----ის საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო საბჭოს სადისციპლინო კოლეგიის 2----–-–-- 1------------, საქართველოს საერთო სასამართლოების, მოსამართლეთა სადისციპლინო საბჭოს 2----–-–--------------- გადაწყვეტილებები და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპილნო კოლეგიას.
აღნიშნულ გადაწყვეტილებაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისიციპლინო პალატამ განმარტა, რომ მოცემული დისციპლინური საქმე საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატის მიერ დაშვებულ იქნა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, რომლის შესაბამისად, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების საფუძველია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (განჩინება), რომელმაც დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის ან/და მისი დამატებითი ოქმების დარღვევა. ამ შემთხვევაში, ევროპის სასამართლომ დისციპლინურ საქმეზე დაადგინა მხოლოდ პროცესუალური დარღვევა, რის გამოც განახლდა საქმის წარმოება ზ------ გ-----ის დისციპლინურ საქმეზე. ამდენად, სადისციპლინო პალატამ იმსჯელა მხოლოდ დავის პროცესუალურ მხარეზე.
პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, მოცემულ შემთხვევაში, საქმეში არსებული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის სხდომაზე დისციპლინური საქმის განხილვისას საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლებმა მოითხოვეს ზ------ გ-----ის დისციპლინური საქმის წარმოების შეწყვეტა ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო. ამავე სხდომაზე ზ------ გ-----ემ მხარი დაუჭირა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლების მოთხოვნას ხანდაზმულობის გამო დისციპლინური საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ. საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის 2----–-–-------------- გადაწყვეტილებით (---------------- შეწყდა ხ---–--------------–- სასამართლოს ყოფილი მოსამართლის - ზ------ გ-----ის მიმართ დისციპლინური საქმის წარმოება ხანდაზმულობის გამო.
საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიამ ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2----–-–------------------- გადაწყვეტილებით, სასამართლომ დისციპლინურ საქმეზე დაადგინა მხოლოდ პროცედურული დარღვევა, კერძოდ, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მიუთითა, რომ „საქმეში - „სტურუა საქართველოს წინააღმდეგ“ სასამართლომ უკვე დაადგინა კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის დარღვევა, წინამდებარე საქმის მსგავს სიტუაციაში - მომჩივნის დისციპლინური სახდელის საკითხის განხილვა სადისციპლინო საბჭოს ერთი და იმავე წევრების მიერ, ორივე - პირველი და სააპელაციო ინსტანციის ეტაპზე“. „წარმოდგენილი მასალების შესწავლის საფუძველზე, სასამართლომ ვერ აღმოაჩინა რაიმე ფაქტი ან არგუმენტი, რაც შეძლებდა მის დარწმუნებას გამოეტანა განსხვავებული დასკვნა წინამდებარე საქმის არსებით მხარესთან დაკავშირებით. განსახილველ საკითხთან მიმართებით, პრეცედენტულ სამართალზე დაყრდნობით 2----–-–--------------- მომჩივნის საჩივარი სადისციპლინო საბჭომ განიხილა იმავე სამი მოსამართლის შემადგენლობით, რომლებმაც საქმე განიხილეს პირველი ინსტანციის წესით და მომჩივნის შიში სადისციპლინო საბჭოს მიუკერძოებლობის ნაკლებობასთან დაკავშირებით ობიექტურად გამართლებული იყო“. სადისციპლინო კოლეგიამ ასევე მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ ევროპულ სასამართლოს საქმის არსებით ნაწილზე, რომლითაც მოხდა მოსამართლის ბრალეულად აღიარება და მასზე სახდელის დაკისრება, არ უმსჯელია. უფრო მეტიც, ევროსასამართლომ ვერ დაინახა თვითნებობის რაიმე გამოვლინება ეროვნული სასამართლოების დასკვნებში, რის გამოც მიიჩნია, რომ ამ ნაწილში განაცხადი აშკარად დაუსაბუთებელი იყო და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის 35-ე მუხლის მე-3 და მე-4 ქვეპუნქტების საფუძველზე, დაშვებას არ ექვემდებარებოდა. ამდენად, სახეზეა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2----–-–------------------- გადაწყვეტილების აღსრულების საკითხი მხოლოდ პროცედურულ ნაწილში. სადისციპლინო კოლეგიამ ასევე, განმარტა, რომ განხილვის დროისათვის გასულია „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ კანონის მე-3 მუხლით განსაზღვრული პასუხისმგებლობის დაკისრების ხანდაზმულობის ვადები. კერძოდ, მოცემული დისციპლინური საქმის განხილვის დროისთვის გასულია კანონით დადგენილი როგორც 1-წლიანი, ისე საერთო ხანდაზმულობის 5-წლიანი ვადებიც. შესაბამისად, ზ------ გ-----ის მიმართ შეწყვიტა დისციპლინური საქმის წარმოება ხანდაზმულობის ვადების გასვლის და არა ბრალეული ქმედების არარსებობის საფუძვლით.
პირველი ინსტანციის სასამართლომ განმარტა, რომ მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიამ 2----–-–-------------- გადაწყვეტილებით ზ------ გ-----ის მიმართ დისციპლინური საქმის წარმოება შეწყვიტა არა ბრალეული ქმედების არარსებობის საფუძვლით, არამედ ხანდაზმულობის ვადების გასვლის გამო, შესაბამისად მას შეფასება აღარ მიუცია, ზ------ გ-----ის თანამდებობიდან გათავისუფლების კანონიერების საკითხისათვის. ასევე, მოსარჩელე მხარეს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება არ გაუსაჩივრებია. შესაბამისად, მოსარჩელე დაეთანხმა სადისციპლინო კოლეგიის განმარტებას მის ბრალეულ ქმედებასთან დაკავშირებით. ამასთან, პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, მოსარჩელე ზ------ გ-----ის განცხადების საფუძველზე, ზემოთ აღნიშნული საქმის წარმოება განახლდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, რომლითაც ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის დარღვევა დადგინდა მხოლოდ ჩატარებული სამართალწარმოების პროცედურულ ნაწილში. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს საქმის არსებით ნაწილზე, რომლითაც მოხდა მოსამართლის ბრალეულად აღიარება და მასზე სახდელის დაკისრება (თანამდებობიდან გათავისუფლება), არ უმსჯელია. უფრო მეტიც, ევროსასამართლომ ვერ დაინახა თვითნებობის რაიმე გამოვლინება ეროვნული სასამართლოების დასკვნებში და განმარტა, რომ მის ხელთ არსებულ მასალებზე დაყრდნობით და იმის გათვალისწინებით, რომ საჩივარში მოცემული საკითხების განხილვა მისი კომპეტენციაა, მსგავს საკითხზე დადგენილ პრეცედენტულ სამართალში (იხ.„სტურუა საქართველოს წინააღმდეგ“, 34-42 პარაგრაფები) ადრე გაკეთებული დასკვნების გათვალისწინებით, მიაჩნია, რომ მასალებში არ იკვეთებოდა კონვენციით და მისი ოქმებით გათვალისწინებული ადამიანის უფლებათა დარღვევა, აღნიშნულიდან გამომდინარე, საჩივრის ეს ნაწილი მიიჩნია აშკარად უსაფუძვლოდ და არ დააკმაყოფილა კონვენციის 35-ე მუხლის მე-3 პუქნტის ,,ა“ ქვეპუნქტისა და მე-4 პუნქტის შესაბამისად.
ამასთან, ადამიანის ევროპულმა სასამართლომ, გადაწყვეტილებაში, „სტურუა საქართველოს წინააღმდეგ“ დისციპლინური სამართალწარმოების შედეგებთან დაკავშირებული საჩივრის თაობაზე განმარტა, რომ იგი ვერ შეასრულებდა მეოთხე ინსტანციის ფუნქციას და შესაბამისად, კითხვის ნიშნის ქვეშ ვერ დააყენებდა ეროვნული დონის სასამართლო ორგანოების მიერ ფაქტებისა და სამართლებრივი საფუძვლების დადგენას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს მიგნებები შეიძლება მიჩნეული ყოფილიყო თვითნებურად ან აშკარად დაუსაბუთებლად, ხოლო წინამდებარე საქმეზე სასამართლომ ვერ დაინახა თვითნებობის რაიმე გამოვლინება ეროვნული სასამართლოების დასკვნებში. შესაბამისად, არც საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისიციპლინო პალატას, არც საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიას და არც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს არ დაუდგენია მოსარჩელე ზ------ გ-----ის ქმედებაში არაბრალეული ქმედება, რომელიც საფუძველი გახდა სადავო „ხ---–--------------–- სასამართლოს მოსამართლის ზ--------------- თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2-----–-–------------------- №---- ბრძანებულების გამოცემისა.
პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დროს მოქმედი „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონი, მოსამართლის მიმართ დისციპლინურ სამართალწარმოების განხორციელებას და შესაბამისი სახდელის დაკისრებას კონკრეტული დისციპლინური გადაცდომისთვის ითვალისწინებდა. შესაბამისად, დისციპლინური სახდელის გამოყენების არსებით საფუძველს დისციპლინური გადაცდომის ჩადენა წარმოადგენდა, რაც მოცემულ შემთხვევაში დადგენილია და აქედან გამომდინარე, კანონის იმ დარღვევას, რომლის გამოც საქმის წარმოება განახლდა, დისციპლინური სამართალწარმოების სამართლებრივ შედეგზე, რაც სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით არის დადგენილი, სამართლებრივი გავლენა ვერ ექნება, კერძოდ მოცემულ შემთხვევაში, კანონის აღნიშნული დარღვევის არ არსებობის პირობებში სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები სახეზე არ არის, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელე მხარე თავად დაეთანხმა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლების მოთხოვნას ხანდაზმულობის გამო დისციპლინური საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ შუამდგომლობას და საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის 2----–-–-------------- გადაწყვეტილება მის მიერ არ გასაჩივრებულა. ამდენად, იმის გათვალისწინებით, რომ ევრო სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად საქმის წარმოება განახლდა პროცედურული დარღვევების საფუძველზე და არა ეროვნულ დონეზე მიღებული გადაწყვეტილების სამართლებრივი უსწორობის გამო, განახლებული საქმისწარმოებაც ემსახურებოდა სწორედ პროცედურული დარღვევების აღმოფხვრას. ამდენად, გარემოება, რომელიც საფუძვლად დაედო ზ------ გ-----ის სამსახურიდან გათავისუფლებას არ იქნა გაქარწყლებული, რაც მოსარჩელის მიმართ დაკისრებული სანქციის მართებულობაზე მიუთითებს. ეს უკანასკნელი კი თავის მხრივ წარმოადგენს სადავო აქტის საფუძველ გარემოებებს. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ იმ პირობებში როდესაც საქართველოს პრეზიდენტის სადავო აქტის საფუძვლად მითითებული ფაქტობრივ- სამართლებრივი გარემოებების კანონშეუსაბამობა ვერ იქნა დადგენილი, ვერც მოსარჩელის მიერ ჩადენილი გადაცდომა იქნა გაქარწყლებული, ამასთან ევრო სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, დაწყებული დისციპლინური სამართალწარმოების ეტაპზე, არსებული კანონმდებლობის ფარგლებში, განხორციელდა პროცედურული დარღვევების აღმოფხვრა და ეჭვქვეშ არ დგას მიუკერძოებლობის საკითხი (რაც ევროპულ სასამართლოში პროცედურული დარღვევის დადგენის ძირითადი საფუძველი გახდა) სასამართლოს მიაჩნია, რომ არც პრეზიდენტის ბრძანებულების კანონსაწინააღმდეგო ხასიათი დასტურდება. განსახილველ საქმეში არსებული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო კვლავ განმარტავს, რომ დისციპლინური საქმისწარმოების ხანდაზმულობის საფუძვლით შეწყვეტა ვერ გახდება ზ------ გ-----ის მიერ ჩადენილი დისციპლინური გადაცდომის უგულვებელყოფის საფუძველი.
პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა, რომ ვინაიდან, სასამართლომ კანონშეუსაბამოდ არ მიიჩნია სადავო „ხ---–--------------–- სასამართლოს მოსამართლის ზ---------- თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2-----–-–------------------- №---- ბრძანებულება, ასევე უსაფუძვლოა მოსარჩელე ზ------ გ-----ის დანარჩენი სასარჩელო მოთხოვნები მისი თანამდებობაზე აღდგენის შესახებ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისა და მიუღებელი ხელფასის სახით ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებით, რადგან აღნიშნული სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილების სამართლებრივ წინაპირობას სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მართლსაწინააღმდეგოდ მიჩნევა და მისი ბათილად ცნობა წარმოადგენდა.
3. ზ------ გ-----ის სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
აპელანტის მითითებით, მოცემულ შემთხვევაში ზ------ გ-----ის მიმართ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგინდა, რომ გადაცდომებმა და „მიუკერძოებლობის არარსებობასთან დაკავშირებით ობიექტურად გაჩენილმა ეჭვმა“ გამოიწვია სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევა.
ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად ცნობილია ის ფაქტი, რომ ზ------ გ-----ის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებისას დარღვეული იყო მთელი რიგი პროცედურები. დადგენილია, რომ მისი ეჭვები მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით იყო დასაბუთებული. აღნიშნული დარღვევები თბილისის საქალაქო სასამართლომ სამართლებრივი შეფსების გარეშე დატოვა. საქმის განმხილველმა სასამართლომ არ გაითვალისწინა ის, რომ საქმის წარმოების განახლება არ ატარებს ფორმალურ ხასიათს და იგი განმცხადებლის უფლებების რეალურ და სრულფასოვან აღდგენას ემსახურება. თბილისის საქალაქო სასამართლომ სამართლებრივი შეფასების გარეშე დატოვა ზ------ გ-----ის მიმართ დაწყებული დისციპლინური საქმის წარმოების შეწყვეტის მნიშვნელობა და შესაბამისი აქტის არ არსებობის პირობებში იგი მაინც ბრალეულად მიიჩნია კონკრეტულ გადაცდომაში.
თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს პრეზიდენტის სადაო ბრძანებულების ბათილობის შესახებ საკითხის განხილვისას შეფასების გარეშე დატოვა ის ფაქტი, რომ მას საერთოდ არ გამოუკვლევია იყო თუ არა სადაო აქტი გამოცემული ფაქტობრივი გარემოებების სრული და ადეკვატური შეფასების შედეგად. არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ სადაო ბრძანებულება ეფუძნებოდა იმ აქტს, რომელიც საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატის მიერ ბათილად იქნა ცნობილი. საქმე ეხება საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2----–--–----------------- განჩინებას, რომლითაც გაუქმდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო კოლეგიის 2----–-–---------------- გადაწყვეტილება და იმავე პალატის 2----–-–----------------- გადაწყვეტილება, რომლის ძალითაც გაუქმდა საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო საბჭოს სადისციპლინო კოლეგიის 2----–-–-- 1------------ა და საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო საბჭოს 2----–-–---------------- გადაწყვეტილებები. სწორედ ეს გადაწყვეტილებები დაეფუძნა საქართველოს პრეზიდენტის N---- ბრძანებულებას, რომლის ბათილად ცნობასაც მოსარჩელე ითხოვდა და საქმის განმხილველმა სასამართლომ სადაო ბრძანებულება ძალაში დატოვა.
აპელანტის მითითებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს მსჯელობა იმის შესახებ, რომ ხელახლა არავის უმსჯელია დისციპლინური დავის შინაარსობრივ მხარეზე, არ შეძლება გამოყენებულ იქნეს პირის მიერ დისციპინური გადაცდომის ჩადენის ვარაუდის დადასტურებულად მიჩნევისათვის და ამის გამო პრეზიდენტის ბრძანებულების გაუქმებაზე უარის სათქმელად.
აპელანტის მითითებით, მოცემულ შემთხვევაში, პრეზიდენტის ბრძანებულებას მოსამართლე ზ---------- განთავისუფლების შესახებ საფუძვლად დაედო დისციპლინური სამართალწარმოების შედეგად მიღებული გადაწყვეტილებები. აღნიშნული გადაწყვეტილებები დაეფუძნა მათი განხილვის პროცესში დაშვებულ იმგვარ დარღვევას, რომელიც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ შეფასდა საქმის სამართლიანი განხილვის უფლების დარღვევად. პრეზიდენტის სადაო გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტს (საქმის სამართლიანი განხილვის უფლებას და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველ პუნქტს (საქმის განხილვის უფლება დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ). პრეზიდენტის სადაო ბრძანებულების ძალაში დატოვება იმ არგუმენტით, რომ არავის უმსჯელია ხელახლა მოსამართლე ზ---------- მიერ დისციპლინური გადაცდომის ჩადენა-არ ჩადენის შესახებ, ასევე წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციის და კონვენციის იმავე მუხლებით გარანტირებულ პროცესუალურ გარანტიებთან და აზრს უკარგავს ევროპულ სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე საქმეთა შიდა გადასინჯვის მექანიზმის არსებობას.
სააპელაციო საჩივრის თანახმად, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო არ წარმოადგენს მეოთხე ინსტანციის სასამართლოს, მითუმეტეს მე-6 მუხლთან მიმართებით. სასამართლო მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში შედის საქმეში არსებული ფაქტებისა და სასამრთლებრივი შეფასებების შინაარსობრივ გადამოწმებაში. მე-6 მუხლში მოცემული იმგვარი გარანტიების დარღვევა, როგორიცაა დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ საქმის განხილვის უფლება, უკვე საკმარისი საფუძველია იმისთვის, რომ შიდა დონეზე მოხდეს საქმის სათანადო წესით გადასინჯვა.
III ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 389-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითებას, შესაძლო ცვლილებების ან დამატებების გათვალისწინებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
4.1. ფაქტობრივი დასაბუთება:
სააპელაციო სასამართლო ეთანხმება თბილისის საქალაქო სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც იზიარებს სააპელაციო პალატაც.
4.2. სამართლებრივი დასაბუთება:
სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა სადავო საკითხი; თავის მხრივ, აპელანტმა თავის სააპელაციო საჩივარში ვერ გააქარწყლა პირველი ინსტანციის სასამართლოს სამართლებრივი დასკვნები, ვერ მიუთითა და ვერ წარმოადგინა ისეთი არგუმენტები, რომლებზე დაყრდნობითაც შესაძლებელი იქნებოდა საქმეზე დადგენილი ფაქტების სხვაგვარი სამართლებრივი შეფასება;
განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელე ზ------ გ-----ე 2----–-–-- 3----------------ნ, საქართველოს პრეზიდენტის N4-- ბრძანებულებით დაინიშნა ხ---–--------------–- სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ათი წლის ვადით.
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2----–-–-- 2--------------- გადაწყვეტილებით დისციპლინური დევნა აღიძრა ხ---–--------------–- სასამართლოს მოსამართლე ზ------ გ-----ის მიმართ „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით.
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2-----–-–-- 1------------- გადაწყვეტილებით მოსამართლე ზ------ გ-----ე მიეცა დისციპლინურ პასუხისგებაში დისციპლინური გადაცდომის - საქმის განხილვისას მოსამართლის მიერ კანონის უხეში დარღვევისათვის, რაც გამოიხატა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 513-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის დარღვევაში, კერძოდ: 2----–-–-- 9 სექტემბრის განაჩენით ნ------- ა-------–--ე მსჯავრდებული იქნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ პუნქტით „გათვალისწინებული დანაშაულის (ქურდობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) ჩადენისათვის, სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე შეეცვალა პირობითი მსჯავრით იმავე ვადით. ამასთან, განსასჯელის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება — პატიმრობა დატოვებული იქნა უცვლელად, განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლამდე. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 513-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მსჯავრდებული, რომელსაც პირობითად დასდეს ბრალი, დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლებულიყო სასამართლო დარბაზიდან. მოსამართლე ზ---------- მიერ სისხლის სამართლის საპროცესო კანონის ზემოხსენებული იმპერატიული მოთხოვნის უგულებელყოფის შედეგად, მსჯავრდებული ნ------- ა-------–--ე 14 დღის განმავლობაში იმყოფებოდა პატიმრობაში კანონმდებლობით განსაზღვრული წესის დარღვევით და იგი გათავისუფლებული იქნა 2----–-–------------------.
ხ---–--------------–- სასამართლოს მოსამართლე ზ---------- სადისციპლინო კოლეგიის სხდომაზე აღიარა მის მიერ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი მოთხოვნების დარღვევა და განმარტა, რომ აღნიშნული გამოიწვია იმ გარემოებამ, რომ იმავე დღეს მას განსახილველი ჰქონდა შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიების შერჩევის შესახებ, რის გამოც იგი ჩქარობდა და დაუშვა უნებლიე შეცდომა. მის მიერ ერთი კვირის შემდეგ აღმოჩენილ იქნა შეცდომა და განჩინებით შეტანილ იქნა შესწორება
საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო საბჭოს სადისციპლინო კოლეგიის 2----–-–-- 1-------------------------- გადაწყვეტილებით, ხ---–--------------–- სასამართლოს მოსამართლე - ზ------ გ-----ე ცნობილ იქნა ბრალეულად ,,საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომის ჩადენისათვის, რისთვისაც მას დაეკისრა დისციპლინური პასუხისმგებლობა და სახდელი - მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლება. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელემ კანონით დადგენილი წესით გაასაჩივრა საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო საბჭოში. საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო საბჭოს 20---–-–-------------- გადაწყვეტილებით, საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო საბჭოს სადისციპლინო კოლეგიის 2----–-–-- 1------------ გადაწყვეტილება.
ზ------ გ-----ემ, საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო საბჭოს სადისციპლინო კოლეგიის 2----–-–-- 1------------ და საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო საბჭოს 20---–-–-------------- გადაწყვეტილება გაასაჩივრა ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონულ სასამართლოში და მოითხოვა მათი ბათილად ცნობა. ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონულ სასამართლოს 2------–-–----------------–-- განჩინებით, მოსარჩელე ზ------ გ-----ის სარჩელი გადაეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო კოლეგიას. 2----–-–------------–- საქართველოს უზენაეს სასამართლოში ხ---–--------------–- სასამართლოს მოსამართლის - ზ------ გ-----ის მიერ შეტანილ იქნა კიდევ ერთი, დაზუსტებული საჩივარი, რომლითაც მან მოითხოვა საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო საბჭოს 20---–-–-------------- და სადისციპლინო კოლეგიის 2----–-–-- 1------------ გადაწყვეტილებების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო კოლეგიის 2--- წლის 1-----–---- გადაწყვეტილებით, ზ------ გ-----ის საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა სადისციპლინო საბჭოს. საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო საბჭოს 2----–-–--------------- გადაწყვეტილებით, ხ---–--------------–- სასამართლოს მოსამართლის - ზ------ გ-----ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად იქნა დატოვებული საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო საბჭოს სადისციპლინო კოლეგიის 2----–-–-- 1------------ გადაწყვეტილება. მითითებული გადაწყვეტილება კანონით დადგენილ ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო კოლეგიაში გაასაჩივრა მოსამართლე ზ------ გ-----ემ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სადისციპლინო საბჭოსთვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო კოლეგიის 2----–-–---------------- განჩინებით ხ---–--------------–- სასამართლოს მოსამართლის - ზ------ გ-----ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო საბჭოს 2----–-–--------------- გადაწყვეტილება.
საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ, 2----–-–----------------- წარდგინებით მიმართა საქართველოს პრეზიდენტს, „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 53-ე მუხლისა და „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 79-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ხ---–----------------–- სასამართლოს მოსამართლე ზ------ გ-----ის, დისციპლინური გადაცდომის ჩადენის გამო, თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ.
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აღნიშნული წარდგინების საფუძველზე, საქართველოს პრეზიდენტმა, 2----–-–----------------- გამოსცა N---- ბრძანებულება, ,,საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 54-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტისა და ,,საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-80 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის, შესაბამისად ხ---–--------------–- სასამართლოს მოსამართლე ზ------ გ-----ის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ ზ------ გ-----ემ 2----–-–------------- საჩივრით (N--------- მიმართა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2----–-–------------------- გადაწყვეტილებით (საჩივარი №-----------------------------------–----–-----------“), დაადგინა ადამიანის უფლებათა დაცვის კონვენციის 6.1 მუხლის დარღვევა საქართველოს მხრიდან. აღნიშნულმა სასამართლომ აანაზღაურა მხოლოდ მორალური ზიანი და ხარჯები.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ ზ------ გ-----ემ, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2----–-–------------------- გადაწყვეტილების საფუძველზე, 2----–-–---------------- განცხადებით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატას. განცხადების ავტორმა მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტზე, რომლის შესაბამისად, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების საფუძველია ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (განჩინება), რომელმაც დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის ან/და მისი დამატებითი ოქმების დარღვევა ამ საქმესთან დაკავშირებით და დადგენილი დარღვევა გადასასინჯი გადაწყვეტილებიდან გამომდინარეობს. აღნიშნულიდან გამომდინარე, ზ------ გ-----ემ საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო საბჭოს სადისციპლინო კოლეგიის 2----–-–-- 1------------, საქართველოს საერთო სასამართლოების, მოსამართლეთა სადისციპლინო საბჭოს 2----–-–--------------- გადაწყვეტილებების გაუქმება, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება და 7 წლის განაცდურის ანაზღაურება მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატის 2----–-–----------------- განჩინებით ხ---–--- რ--------–- სასამართლოს ყოფილი მოსამართლის ზ------ გ-----ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ დაკმაყოფილდა; გაუქმდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო კოლეგიის 2----–-–---------------- გადაწყვეტილება და მოცემულ საქმეზე განახლდა საქმის წარმოება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატის 2----–-–----------------- გადაწყვეტილებით, (ს--------------) ხ---–--------------–- სასამართლოს მოსამართლის ზ------ გ-----ის საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო საბჭოს სადისციპლინო კოლეგიის 2----–-–-- 1------------, საქართველოს საერთო სასამართლოების, მოსამართლეთა სადისციპლინო საბჭოს 2----–-–--------------- გადაწყვეტილებები და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიას.
აღნიშნულ გადაწყვეტილებაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისიციპლინო პალატამ განმარტა, რომ მოცემული დისციპლინური საქმე საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატის მიერ დაშვებულ იქნა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, რომლის შესაბამისად, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების საფუძველია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (განჩინება), რომელმაც დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის ან/და მისი დამატებითი ოქმების დარღვევა. ამ შემთხვევაში, ევროპის სასამართლომ დისციპლინურ საქმეზე დაადგინა მხოლოდ პროცესუალური დარღვევა, რის გამოც განახლდა საქმის წარმოება ზ------ გ-----ის დისციპლინურ საქმეზე. ამდენად, სადისციპლინო პალატამ იმსჯელა მხოლოდ დავის პროცესუალურ მხარეზე.
საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის 2----–-–-------------- გადაწყვეტილებით (---------------- შეწყდა ხ---–--------------–- სასამართლოს ყოფილი მოსამართლის - ზ------ გ-----ის მიმართ დისციპლინური საქმის წარმოება ხანდაზმულობის გამო.
სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დროს მოქმედი „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, აღნიშნული კანონით განსაზღვრული იყო საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძვლები, დისციპლინური სახდელის სახეები, დისციპლინური სამართალწარმოებისა და მოსამართლეთათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების წესი, საერთო სასამართლოებში დისციპლინური საქმეების განხილვისა და მათზე გადაწყვეტილების მიღების წესი. მითითებული კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო დისციპლინურ დევნას აღძრავდა საქართველოს საერთო სასამართლოების ყველა მოსამართლის მიმართ ამ კანონის მე-2 მუხლის, მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ნებისმიერი საფუძვლით, ხოლო იმავე კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა მიმართ დისციპლინურ საქმეებს განიხილავდა საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო საბჭო.
სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დროს მოქმედი „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-60 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილების გადასინჯვა შეიძლებოდა საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო საბჭოში მისი გასაჩივრების გზით. იმავე კანონის 741-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად კი, სადისციპლინო საბჭოს მიერ, დისციპლინური საქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრებულიყო მხოლოდ კასაციის წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო კოლეგიაში.
სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დროს მოქმედი „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 77-ე და მე-80 მუხლების შესაბამისად, მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლების სახდელის დაკისრების შემთხვევაში, სადისციპლინო კოლეგია ან სადისციპლინო საბჭო კანონიერ ძალაში შესულ თავის გადაწყვეტილებას აღსასრულებლად წარუდგენდა შესაბამის ორგანოს ან თანამდებობის პირს, კერძოდ, თუ საქმე ეხებოდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეს - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს საქართველოს პრეზიდენტის წინაშე საკითხის დასაყენებლად, ყველა სხვა მოსამართლეს - საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს საქართველოს პრეზიდენტის წინაშე საკითხის დასაყენებლად.
მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ წარდგინების მიღების შემდეგ, მოსამართლეს თანამდებობიდან ათავისუფლებდა შესაბამისი ორგანო ან თანამდებობის პირი, კერძოდ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეს - საქართველოს პარლამენტი, ხოლო ყველა სხვა მოსამართლეს - საქართველოს პრეზიდენტი.
მოცემულ შემთხვევაში, როგორც ზემოთაღინიშნა სადავოდ ქცეული 2----–-–----------------- გამოსცა N---- ბრძანებულება გამოცემულ იქნა საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭოს 2----–-–----------------- წარდგინების საფუძველზე „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 53-ე მუხლისა და „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 79-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ხ---–----------------–- სასამართლოს მოსამართლე ზ------ გ-----ის, დისციპლინური გადაცდომის ჩადენის გამო.
სააპელაციო პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრებას და განმარტავს, რომ არ არსებობს საქართველოს პრეზიდენტის 2----–-–----------------- N---- ბრძანებულების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი, ვინაიდან გარემოება, რომელიც საფუძვლად დაედო ზ------ გ-----ის სამსახურიდან გათავისუფლებას საქმეში არსებული მტკიცებულებებით ვერ იქნა გაქარწყლებული. კერძოდ, საქმის მასალებით არ დასტურდება ის გარემოება, რომ ზ------ გ-----ის მხრიდან ადგილი არ ჰქონდა დისციპლინური გადაცდომის ჩადენას, რაც გახდა საფუძველი საქართველოს პრეზიდენტის 2----–-–----------------- სადავოდ ქცეული N---- ბრძანებულების გამოცემისა.
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დროს მოქმედი „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონი, მოსამართლის მიმართ დისციპლინურ სამართალწარმოების განხორციელებას და შესაბამისი სახდელის დაკისრებას კონკრეტული დისციპლინური გადაცდომისთვის ითვალისწინებდა. შესაბამისად, დისციპლინური სახდელის გამოყენების არსებით საფუძველს დისციპლინური გადაცდომის ჩადენა წარმოადგენდა, რაც მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით დადგენილია.
სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ ზ------ გ-----ის საქმესთან მიმართებით ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ 2----–-–------------------- გადაწყვეტილებით დადგენილ იქნა მხოლოდ პროცედურული დარღვევა. კერძოდ ადამიანის უფლებათა და ძირითად უფლებათა დაცვის კონვენციის 6.1. მუხლის დარღვევა იმ საფუძვლით, რომ სადისციპლინო კოლეგიის ის წევრები, რომლებმაც გადაწყვეტილება მიიღეს, სადისციპლინო საბჭოში იღებდნენ მონაწილეობას იმავე საქმეზე. ევროსასამართლოს გადაწყვეტილებით განიმარტა, რომ საქმეში - ,,სტურუა საქართველოს წინააღმდეგ“ სასამართლომ უკვე დაადგინა კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის დარღვევა წინამდებარე საქმის მსგავს სიტუაციაში - მომჩივნის დისციპლინური სახდელის საკითხის განხილვა სადისციპლინო საბჭოს ერთი და იმავე წევრების მიერ, ორივე პირველი და სააპელაციო ინსტანციის ეტაპზე.“ ,, წარმოდგენილი მასალების შესწავლის საფუძველზე, სასამართლომ ვერ აღმოაჩინა რაიმე ფაქტი ან არგუმენტი, რაც შეძლებდა მის დარწმუნებას გამოეტანა განსახვავებული დასკვნა წინამდებარე საქმის არსებით მხარესთან დაკავშირებით. განსახილველ საკითხთან მიმართებით, პრეცენტენტულ სამართალზე დაყრდნობით 2----–-–---------------- მომჩივნის საჩივარი სადისციპლინო საბჭომ განიხილა იმავე სამი მოსამართლის შემადგენლობით, რომლებმაც საქმე განიხილეს პირველი ინსტანციის წესით და მომჩივნის შიში, სადისციპლინო საბჭოს მიუკერძოებლობის ნაკლებობასთან დაკავშირებით ობიექტურად გამართლებული იყო“.
სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ ზ------ გ-----ის საქმეში, საქმის არსებით ნაწილზე მსჯელობა, რომლითაც მოხდა მოსამართლის ბრალეულად აღიარება და მასზე სახდელის დაკისრება, ევროპული სასამართლოს მიერ არ განხორციელებულა. უფრო მეტიც, ევროსასამართლომ ვერ დაინახა თვითნებობის რაიმე გამოვლინება ეროვნული სასამართლოების დასკვნებში, რის გამოც მიიჩნია, რომ ამ ნაწილში განაცხადი აშკარად დაუსაბუთებელი იყო და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის 35-ე მუხლის მე-3 და მე-4 ქვეპუნქტების საფუძველზე, დაშვებას არ ექვემდებარებოდა. ამდენად სახეზეა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2----–-–------------------- გადაწყვეტილების აღსრულების საკითხი მხოლოდ პროცედურულ ნაწილში, ხოლო საქმეში წარმოდგენილი საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის 2----–-–-------------- გადაწყვეტილების მიხედვით, ზ------ გ-----ის დისციპლინური საქმის წარმოება შეწყდა ,,საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლით განსაზღვრული პასუხისმგებლობის დაკისრების ხანდაზმულობის ვადების გასვლის და არა ბრალეული ქმედების არარსებობის გამო. საგულისხმოა აღნიშნული გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის შინაარსი, სადაც მითითებულია, რომ ,,სადისციპლინო კოლეგია განარტავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2----–-–------------------- გადაწყვეტილებით, სასამართლომ დისციპლინურ საქმეზე დაადგინა მხოლოდ პროცედურული დარღვევა. კერძოდ, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მიუთითა, რომ ,,საქმეში-,,სტურუა საქართველოს წინააღმდეგ“ სასამართლომ უკვე დაადგინა კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის დარღვევა, წინამდებარე საქმის მსგავს სიტუაციაში - მომჩივნის დისციპლინური სახდელის საკითხის განხილვა სადისციპლინო საბჭოს ერთი და იმავე წევრების მიერ, ორივე - პირველი და სააპელაციო ინსტანციის ეტაპზე“. ,,წარმოდგენილი მასალების შესწავლის საფუძველზე, სასამართლომ ვერ აღმოაჩინა რაიმე ფაქტი ან არგუმენტი, რაც შეძლებდა მის დარწმუნებას გამოეტანა განსხვავებული დასკვნა წინამდებარე საქმის არსებით მხარესთან დაკავშირებით. განსახილველ საკითხთან მიმართებით, პრეცედენტულ სამართალზე დაყრდნობით 2----–-–--------------- მომჩივნის საჩივარი სადისციპლინო საბჭომ განიხილა იმავე სამი მოსამართლის შემადგენლობით, რომლებმაც საქმე განიხილეს პირველი ინსტანციის წესით და მომჩივნის შიში სადისციპლინო საბჭოს მიუკერძოებლობის ნაკლებობასთან დაკავშირებით ობიექტურად გამართლებული იყო. აქვე, სადისციპლინო კოლეგია მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ ევროპულ სასამართლოს საქმის არსებით ნაწილზე, რომლითაც მოხდა მოსამართლის ბრალეულად აღიარება და მასზე სახდელის დაკისრება, არ უმსჯელია. უფრო მეტიც, ევროსასამართლომ ვერ დაინახა თვითნებობის რაიმე გამოვლინება ეროვნული სასამართლოების დასკვნებში, რის გამოც მიიჩნია, რომ ამ ნაწილში განაცხადი აშკარად დაუსაბუთებელი იყო და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის 35-ე მუხლის მე-3 ა და მე-4 ქვეპუნქტების საფუძველზე, დაშვებას არ ექვემდებარებოდა. ამდენად, სახეზეა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2----–-–------------------- გადაწყვეტილების აღსრულების საკითხი მხოლოდ პროცედურულ ნაწილში.
მოცემულ საქმეზე, სადისციპლინო კოლეგია განმარტავს, რომ დღეის მდგომარეობით გასულია ,,საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინული პასუხისმგებლობისა და დისციპლინული სამართალწარმოების შესახებ“ კანონის მე-3 მუხლით განსაზღვრული პასუხისმგებლობის დაკისრების ხანდაზმულობის ვადები. კერძოდ, მოცემული დისციპლინური საქმის განხილვის დროისათვის გასულია კანონით დადგენილი როგორც ერთწლიანი, ისე საერთო ხანდაზმულობის ხუთწლიანი ვადებიც. შესაბამისად, ზ------ გ-----ის მიმართ უნდა შეწყდეს დისციპლინული საქმის წარმოება ხანდაზმულობის ვადების გასვლის და არა ბრალეული ქმედების არარსებობის საფუძვლით", რაც მისაღები აღმოჩნდა თავად აპელანტისთვისაც და მის მიერ საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის 2----–-–-------------- გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა.
სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ ზ------ გ-----ის დისციპლინური საქმის წარმოების განახლება ემსახურებოდა ევროსასამართლოს მიერ დადგენილი პროცედურული დარღვევების აღმოფხვრასა და ევრო სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას. შესაბამისად, დისციპლინური საქმის წარმოების ხანდაზმულობის საფუძვლით შეწყვეტა ვერ გახდება ზ------ გ-----ის მიერ ჩადენილი დისციპლინური გადაცდომის უგულვებელყოფის საფუძველი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იმ პირობებში როდესაც აპელანტი ვერ მიუთითებს საქართველოს პრეზიდენტის სადავო აქტის საფუძვლად მითითებული ფაქტობრივ-სამართლებრივი გარემოებების კანონშეუსაბამობაზე და მის მიერ ვერც სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში ვერ იქნა წარდგენილი მის მიერ ჩადენილი გადაცდომის გამაქარწყლებელი მტკიცებულებები, სააპელაციო პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას და მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ აქვს სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დროს მოქმედი „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევას. შესაბამისად, არ არსებობს სადავო „ხ---–--------------–- სასამართლოს მოსამართლის ზ---------- თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2-----–-–------------------- №---- ბრძანებულების ბათილად ცნობის საფუძვლები.
რაც შეეხება მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნებს ზ------ გ-----ის თანამდებობაზე აღდგენის შესახებ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისა და სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტისათვის მოსარჩელე ზ------ გ-----ის სასარგებლოდ, მიუღებელი ხელფასის ანაზღაურების დაკისრების შესახებ - 212800 ლარის ოდენობით, სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მე-8 ნაწილის შესაბამისად, ,,სასამართლოს მიერ დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება, ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით“.
,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების შესაბამისად, კანონმდებელი სამსახურიდან განთავისუფლებული მოხელის იმავე ან მის ტოლფას სამუშაოზე აღდგენასა და განაცდური თანამდებობრივი სარგოს გაცემას, სასამართლოს მიერ განთავისუფლების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გაუქმებას უკავშირებს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მოსარჩელის სამუშაოზე აღდგენასა და მოპასუხისათვის მოსარჩელის მიერ მიუღებელი ხელფასის ანაზღაურების დაკისრება იმ პირობებში იქნებოდა შესაძლებელი, როდესაც სასამართლოს მიერ უკანონოდ იქნებოდა მიჩნეული მოსარჩელის სამსახურიდან განთვისუფლება. განსახილველ შემთხვევაში იმ პირობებში, როდესაც პალატის მიერ კანონიერად იქნა მიჩნეული „ხ---–--------------–- სასამართლოს მოსამართლის ზ---------- თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2-----–-–------------------- №---- ბრძანებულება, არ არსებობს ზ------ გ-----ის თანამდებობაზე აღდგენის შესახებ მოპასუხისათვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალებისა და მოსარჩელის მიერ მიუღებელი ხელფასის ანაზღაურების დაკისრების სამართლებრივი საფუძველი, ვინაიდან აღნიშნული სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილება წარმოადგენს მოსარჩელის პირველი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების თანმდევ შედეგს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ საქალაქო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი საპროცესო დარღვევების გარეშე, სწორად დაადგინა საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. აპელანტმა კი ვერ მიუთითა ისეთ გარემოებებზე და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3-ე მუხლის შესაბამისად ვერ წარმოადგინა ისეთი მტკიცებულებები, რომლებიც გააბათილებდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით გაკეთებულ სამართლებრივ დასკვნებს. შესაბამისად, სახეზე არ არის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული გარემოებები, რის გათვალისწინებითაც სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 18 ივნისის გადაწყვეტილება უნდა დარჩეს უცვლელი.
5. პროცესის ხარჯები:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლისა და ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,უ“ ქვეპუნქტის თანახმად მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, როდესაც ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისგან, საქმეზე გაწეულ ხარჯს აანაზღაურებს სახელმწიფო.
IV ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-12, 22-ე, 24-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 397-ე მუხლებით
სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ზ------ გ-----ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ძალაში დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 18 ივნისის გადაწყვეტილება;
3. ზ------ გ-----ე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №6) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის გადაცემის 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან. განჩინების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული განჩინების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად.
მოსამართლე: გია ბერაია