განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1/242-19
(#012230219003)
რუსთავის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
04 სექტემბერი, 2019 წელი, ქ. რუსთავი
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია
მოსამართლე მამია ფხაკაძე
სხდომის მდივანი ქეთევან ინასარიძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ხ-----------------ი;
დაცვის მხარე:
ბრალდებული - ნ-------------------------–------------------–-------–-–---------------------------------------------------------–----------–--------–----–----------–------------------–---------------------------------–---------------------–------------------------–-------------------------------------------------------–---------------–-----------------------–---------.
ადვოკატები - გ----------------–---–--------------------------;
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,, ა “ ქვეპუნქტით;
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
2019 წლის 25 თებერვალს,18:00 საათზე, ქალაქ თბილისის შემოსასვლელი გზის 36-ე კილომეტრის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდა ნ----------–---ი, რომელიც პირადად, ქურთუკის მარჯვენა ჯიბეში, უკანონოდ ინახავდა გამოძიებით დაუდგენელ ვითარებაში, ასევე უკანონოდ შეძენილ ნარკოტიკულ საშუალებებს: 0,477 გრამ მორფინს (ფუძე) და 7,4243 გრამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჰეროინს.
აღნიშნული ქმედებისთვის ნ-----------–---ს წარედგინა ბრალდება დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით ;
2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
საქმეში არსებული გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათის, ფორმა N1-ს მიხედვით: სისხლის სამართლის N------------ საქმეზე გამოძიება დაიწყო 2019 წლის 23 თებერვალს, დანაშაულის ნიშნებით, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით. ბარათი შედგენილია გამომძიებელ ზ---------–---ის მიერ. ბარათის მიხედვით შსს რუსთავის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-2 განყოფილების გამომძიებელ გ------------------ის მიერ მიღებული ოპერატიული ინფორმაციის თანახმად ნ----------–---ი, რომელიც ცხოვრობს ს-----------------------------–--------------–-----------------------–-----------–- თავის საცხოვრებელ მისამართზე და პირადად ინახავს ნარკოტიკულ საშუალებას (ტ. 1. სფ. 1)
საქმეში წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის გამოსაძიებლად გადაცემის შესახებ საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილის გ---------------–---–ის დადგენილების თანახმად, ვინაიდან სისხლის სამართლის N------------ საქმეზე სავარაუდო დანაშაულის ჩადენის ადგილი - საგარეჯოს რაიონი განეკუთვნება შს სამინისტროს გარდაბნის რაიონულ სამმართველოს ვაზიანის განყოფილების პოლიციის დეპარტამენტს, ხოლო სავარაუდო დანაშაულებრივი ქმედება გამოვლენილია შსს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს მე-2 განყოფილების გამომძიებლების მიერ, აღნიშნული მოტივით სისხლის სამართლის N------------ საქმე გამოსაძიებლად გადაეცა შსს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს მე-2 განყოფილებას (ტ. 1. სფ. 6-7).
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა გამომძიებელი ზ---------–---ე, რომელმაც განმარტა, რომ 2019 წლის 23 თებერვალს გამომძიებელ გ------------------ის პატაკის საფუძველზე დაიწყო გამოძიება, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით. ინფორმაციული პატაკის თანახმად, ნ----------–---ს თავის საცხოვრებელ ბინაში (მდებარე საგარეჯოს რაიონის, სოფელ ი------------–ო) და პირადად უნდა ჰქონოდა ნარკოტიკული საშუალება. რასთან დაკავშირებითაც რუსთავის საქალაქო სასამართლოდან პროკურორის შუამდგომლობის საფუძველზე აღებულ იქნა განჩინებები ნ----------–---ის საცხოვრებელი ბინის და პირადი ჩხრეკის თაობაზე. 2019 წლის 25 თებერვალს გამომძიებელმა შ-----–------------–მა მიიღო დამატებითი ოპერატიული ინფორმაცია, რომლის თანახმად ნ----------–---ი გადაადგილდებოდა რუსთავი-თბილისის შემოსავლელი გზის, 36-ე კილომეტრზე (ლილოს გზაზე), მისი მფლობელობაში არსებული ,,BWM”-ს მარკის ავტომობილით. მიღებული ინფორმაციის რეალიზების მიზნით მითითებულ მისამართზე სამსახურებრივი ავტომანქანით გავიდნენ გამომძიებლები: პ-------------ი, დ----------------–---–ი, ზ----------–---ე და თარჯიმანი ი-–-----------–---ი. ადგილზე მისვლისას დახვდათ ნ----------–---ი, რომელიც იჯდა ავტომობილის საჭესთან, მას თან არავინ არ ახლდა. მოწმის განმარტებით ნ----------–---ს ავტომობილი გაჩერებული ჰყავდა გზის მარჯვენა სავალ ნაწილზე, ქ. რუსთავის მიმართულებით. მოწმის განმარტებით, როდესაც მათ შეამჩნიეს ნ----------–---ის მანქანა, მათი სამსახურეობრივი მანქანა შემოაბრუნეს ნ----------–---ის მანქანის მიმართულებით (გზის მოპირდაპირე მხარეს რუსთავის მიმართულებით) და გააჩერეს მისი მანქანის უკან. ნ----------–---ს გაეცნო განჩინება მისი პირადი ჩხრეკის შესახებ. პირადი ჩხრეკისას ნ----------–---ის, მოყავისფრო ფერის ქურთუკის მარჯვენა ჯიბიდან გამომძიებელ-პ-------------ის მიერ, ამოღებული იქნა ოთხი ცალი წონაკი (ბაში), საიდანაც ორი იყო მომწვანო ფერის, ერთი მოყვითალო ფერის და ერთი ლურჯი ფერის. აღნიშნული ნივთები განთავსდა გამჭირვალე პოლიეთილენის ფაილში და დაილუქა შ.ს. მეორე განყოფილების N2 ლუქით. ასევე, ჩატარდა ავტომობილის ჩხრეკა, რა დროსაც კანონსაწინააღმდეგო ნივთი ან ნივთიერება აღმოჩენილი და ამოღებული არ ყოფილა. მოწმის განმარტებით ნ----------–---ი პირადი ჩხრეკის შემდეგ დააკავეს, ვინაიდან მიიჩნიეს, რომ მისგან ამოღებული ოთხი წონაკი წარმოადგენდა ნარკოტიკულ საშუალებას და გადაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში, ხოლო იქიდან დროებითი მოთავსების იზოლატორში. მოწმის განმარტებით აღნიშნული საქმის ირგვლივ მის მიერ დაინიშნა გენეტიკური ექსპერტიზა, სადაც გადაიგზავნა ამოღებული ნარკოტიკული ნივთიერებების შესაფუთი პოლიეთილენის ნაჭრები, ნ----------–---ის თეთრეული, კბილის ჯაგრისი და ფრჩხილის საჭრელი. მოწმის განმარტებით ნ----------–---მა ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზისთვის ნიმუშების ნებაყოფლობით გაცემაზე უარი განაცხადა რის გამოც, სასამართლოს განჩინებით, გამომძიებელ ზ---------–---ის მიერ ჩატარდა გლდანის N8 დაწესებულებაში ნ----------–---ის საკანის ჩხრეკა, რა დროსაც ამოღებული იქნა ნ----------–---ის თეთრეული და პირადი ჰიგიენის ნივთები (კბილის ჯაგრისი, ფრჩხილების საჭრელი). მოწმის განმარტებით მის მიერვე დაინიშნა ქიმიური ექსპერტიზა ჩხრეკის შედეგად ამოღებულ ნივთიერებაზე მათი სახეობისა და ნარკოტიკულ ნივთიერებებისადმი კუთვნილების დადგენის მიზნით.
მოწმემ დამატებით განმარტა, რომ 2019 წლის 23 თებერვალს გადაუდებელი აუცილებლობით ნ----------–---ის ჩხრეკა არ ჩატარებულა, რადგან ნ----------–---ი ცხოვრობდა საგარეჯოს რაიონის, სოფელ ი------------–ოში და დასადგენი იყო ტერიტორიული საგამოძიებო ქვემდებარეობა, ამასთანავე შესაძლოა ნ----------–---ი არ ყოფილიყო სახლში და საქმისთვის მნიშვნელოვანი ნივთიერება ჰქონოდა თან, ხოლო ჩხრეკის ჩატარების გარეშე, შესაძლოა გაენადგურებინა აღნიშნული მტკიცებულებები. მოწმემ დამატებით განმარტა, რომ ნ----------–---ის ჩხრეკისას არ მოუხდენიათ ვიდეო გადაღება და საგამოძიებო მოქმედებაში არანაირი მონაწილეობა არ მიუღია ნ----------–---ის მიერ დასახელებულ პირს ვინმე ,,ვ----ს“. მოწმის განმარტებით ვ----ს სახელის მატარებელ პირს არათუ ნ----------–---ის პირად ჩხრეკაში არ მიუღია მონაწილეობა, არამედ ასეთი სახელით თანამშრომელი საერთოდ არ მუშაობს მათი პოლიციის განყოფილებაში. მოწმის განმარტებით, ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას, ჩხრეკის ჩამტარებელ პირებს ეცვათ რეზინის სტერილური ხელთათმანები. მისივე განმარტებით დაკავებისას ბრალდებულს არავისთან არ უკამათია. (ტ. 2. სფ. 70-78)
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითა გამომძიებელი პ-------------ი, რომელმაც განმარტა, რომ 2019 წლის 25 თებერვალს, შ-----–------------–ის ინფორმაციული პატაკის საფუძველზე (რომ ნ----------–---ი იმყოფებოდა, თბილისი-რუსთავის შემოვლით გზის 36-ე კილომეტრზე, ლილოს მიმდებარე ტერიტორიაზე ,,BMW”-ს მარკის ავტომობილით) ის თავის თანამშრომლებთან: ზ---------–---ესთან, დ----------------–---–თან და თარჯიმან ი-–-----------–---თან ერთად სამსახურეობრივი ,,შკოდის“ მარკის ავტომობილით გავიდა პატაკში მითითებულ მისამართზე, რა დროსაც ეცვა სამსახურეობრივი ფორმა. ინფორმაციულ პატაკში მითითებულ მისამართზე მოძრაობისას შეამჩნიეს, რომ ნ----------–---ის ა/მანქანა გაჩერებული იყო გზის სავალ ნაწილზე და მასში იჯდა მარტო ნ----------–---ი. გამომძიებელმა ზ---------–---ემ ნ----------–---ს მოსთხოვა გადმოსულიყო ავტომობილიდან და თარჯიმნის მეშვეობით გააცნო განჩინება მისი პირადი ჩხრეკის შესახებ. მოწმის განმარტებით ნ----------–---ის პირადი ჩხრეკის შედეგად მისი ქურთუკის მარჯვენა ჯიბიდან, თვითონ პ-------------მა ამოიღო პოლიეთილენის მომდნარ თავიან პაკეტში 04 წონაკად (ე.წ.,,ბაში“) შეხვეული ფხვიერი ნივთიერება. მოწმის განმარტებით ნ----------–---ის ჩხრეკაში მონაწილე ყველა პირს ხელებზე ეცვა რეზინის სამედიცნო ხელთათმანები. ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნივთები დაილუქა გამომძიებელ ზ---------–---ის მიერ ნ----------–---ის ა/მანქანის ე.წ. ,,კაპოტზე“, რუსთავის შ.ს. მეორე განყოფილების ლუქით, ლუქზე განთავსდა თარიღი და მონაწილე პირთა ხელმოწერები. მოწმის განმარტებით ამოღებულ ,,ბაშებთან“ (დასალუქ ნივთიერებასთან) შეხება ჰქონდა მხოლოდ პ-------------ს და ზ---------–---ეს. ნ----------–---მა მისი პირადი ჩხრეკის ოქმს ხელი არ მოაწერა გაურკვეველი მიზეზით. ნ----------–---ის პირადი ჩხრეკის შემდეგ მოხდა მისი დაკავება, რადგან ამოღებული ნივთიერება შესაძლოა ყოფილიყო ნარკოტიკული საშუალება.
მოწმემ ასევე განმარტა, რომ გარდა ნ----------–---ის პირადი ჩხრეკისა და დაკავებისა, ასევე ჩატარდა ნ----------–---ის კუთვნილი ,,ბმვ“-ს მარკის ავტომობილის ჩხრეკა, რა დროსაც კანონსაწინააღმდეგო არაფერი აღმოუჩენიათ. მოწმის განმარტებით, რადგან ინფორმაციის თანახმად მათთვის ცნობილი იყო ავტომობილის მარკა და სახელმწიფო ნომერი, მარტივად ამოიცნეს ნ----------–---ის მართვის ქვეშ არსებული ა/მანქანა. (ტ. 2. სფ. 120-130)
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა გამომძიებელი, დ----------------–---–ი რომელმაც განმარტა, რომ 2019 წლის 23 თებერვალს დაიწყო გამოძიება, ნ----------–---ის მიერ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე. ინფორმაციული პატაკის თანახმად, ნ----------–---ს თავის საცხოვრებელ ბინაში და პირადად უნდა ჰქონოდა ნარკოტიკული საშუალება, რასთან დაკავშირებითაც რუსთავის საქალაქო სასამართლოდან პროკურორის შუამდგომლობის საფუძველზე აღებულ იქნა განჩინებები ნ----------–---ის საცხოვრებელი ბინის და პირადი ჩხრეკის თაობაზე. მოწმის განმარტებით 2019 წლის 25 თებერვალს, გამომძიებელ შ-----–------------–ის მიერ მიღებულ იქნა ოპერატიული ინფორმაცია, რომლის თანახმადაც ნ----------–---ი გადაადგილდებოდა თბილისის შემოსავლელი გზის 36-ე კილომეტრზე, რასთან დაკავშირებითაც ის გამომძიებლებთან: ზ---------–---ესთან, პ-------------თან და თარჯიმან ი-–-----------–---თან ერთად გავიდა მითითებულ მისამართზე, სადაც დახვდათ ნ----------–---ის ა/მანქანა, რომლის საჭესთან იჯდა ნ----------–---ი და სხვა არავინ არ ახლდა. მოწმის განმარტებით ნ----------–---ს ავტომობილი გაჩერებული ჰყავდა გზის მარჯვენა სავალ ნაწილზე, რუსთავის მიმართულებით. ისინი კი რუსთავიდან ლილოს მიმართულებით მიდიოდნენ და როცა შეამჩნიეს ნ----------–---ის ა/მანქანა მოშორებით მობრუნდნენ და მანქანა მიაყენეს ნ----------–---ის მანქანის უკან. გამომძიებელმა ზ---------–---ემ თარჯიმნის მონაწილეობით ნ----------–---ს გააცნო განჩინება პირადი ჩხრეკის შესახებ, რის შემდეგაც ნ----------–---ს ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა. პირადი ჩხრეკისას პ-------------ის მიერ ნ----------–---ის მუქი ფერის ქურთუკის მარჯვენა ჯიბიდან ამოღებული იქნა ოთხი ცალი წონაკი (ბაში), რაც მოთავსდა პოლიეთილენის პაკეტში და დაილუქა კანონით დადგენილი წესით. მოწმის განმარტებით ამის მერე ბრალდებული დაკავებულ იქნა გამომძიებელ ზ---------–---ის მიერ, დაკავებისას მას თარჯიმნის მეშვეობით განემარტა დაკავების საფუძველი, ასევე მისი როგორც ბრალდებულის უფლებები. ბრალდებული ნ----------–---ი დაკავების შემდეგ გამომძიებელ პ-------------ის და ზ---------–---ის მიერ გადაყვანილ იქნა შსს რუსთავის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-2 განყოფილებაში. მოწმის განმარტებით ბრალდებულმა მისი დაკავების და ჩხრეკის ოქმებს ხელი არ მოაწერა და არც ასლები ჩაუბარებია გაურკვეველი მიზეზით.
მოწმემ მოსამართლის დამაზუსტებელ კითხვებზე განმარტა, რომ დაკავების შემდეგ ნ----------–---ი განყოფილებაში გადაიყვანეს გამომძიებლებმა ზ---------–---ემ და პ-------------მა, თვითონ კი დარჩა ნ----------–---ის მანქანასთან და ა/მანქანა პირად ნივთებთან ერთად ჩააბარა ნ----------–---ის ძმას. მოწმემ ასევე განმარტა, რომ ჩხრეკა ჩატარდა დღის შუქზე და ხელოვნური განათება არ დასჭირვებიათ. ნ----------–---ის პირადი ჩხრეკის დროს ჩხრეკაში მონაწილე პირებს (გამომძიებლებს) ეცვათ სამედიცინო ხელთათმანები. ნ----------–---ისგან ამოღებული 04 წონაკად დაფასოებული ფხვიერი ნივთიერება ადგილზევე დაილუქა. ჩხრეკის დროს, როგორც მოწმეს ახსოვს ნ----------–---ს ეცვა მოკლე ტყავის მუქი ფერის ქურთუკი და მუქი ფერის შარვალი.
(ტ. 3. სფ. 57-67)
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა, ქართული და აზერბაიჯანული ენების მცოდნე თარჯიმანი ი-–-----------–---ი, რომელმაც განმარტა, რომ 2019 წლის თებერვლის თვეში, ლილოს ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე თარჯიმნის სტატუსით დაესწრო ნ----------–---ის პირადი და ავტომობილის ჩხრეკას და ნ-----------–---ის დაკავებას.
მოწმის განმარტებით შემთხვევის დღეს ის შსს რუსთავის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეორე განყოფილების გამომძიებლებთან ზ---------–---ესთან, დ----------------–---–თან და პ-------------თან ერთად, „შკოდის“ მარკის, ვერცხლისფერი ავტომობილით, რომელსაც მართავდა ზ---------–---ე, გაემართნენ ლილოს ბაზრობის მიმართულებით საგამოძიებო მოქმედებების ჩასატარებლად. მისი ა/მანქანაში ჩაჯდომიდან დაახლოებით 20 წუთში მივიდნენ ლილოს ბაზრობის მიმართულებით მიმავალ გზაზე, სადაც პოლიციის თანამშრომლებმა შეამჩნიეს მათთვის საინტერესო ,,BMW”-ს მარკის ავტომანქანა, რომელსაც წინა მხარე ჰქონდა რუსთავის მიმართულებით და იყო გაჩერებული. ვინაიდან, თავად მოძრაობდნენ რუსთავიდან ლილოს მიმართულებით, მოუწიათ მანქანის მოტრიალება და გაჩერდნენ ზემოთ აღნიშნული ,,BMW”-ს მარკის ა/მანქანის უკან, რომელის საჭესთანაც იჯდა ნ----------–---ი და იყო მარტო. ა/მანქანის გაჩერებისთანავე ის და პოლიციის თანამშრომლები მივიდნენ ნ----------–---ის ა/მანქანასთან და მოსთხოვეს მანქანიდან გადმოსვლა, რათა ,,გაეჩხრიკათ“. თავის მხრივ ნ----------–---მა იკითხა ჩხრეკის მიზეზი, რის საპასუხოდაც ზ---------–---ემ გააცნო სასამართლოს განჩინება ჩხრეკის ჩატარების შესახებ, რომელიც მან (ი-–-----------–---მა) გადაუთარგმნა ნ----------–---ს. განჩინების გაცნობის შემდეგ გამომძიებელმა ნ----------–---ს შესთავაზა წარედგინა მათთვის, თუ კი რაიმე კანონსაწინააღმდეგო ჰქონდა, რის საპასუხოდაც ნ----------–---მა შარვლის ჯიბიდან ამოიღო ტელეფონი, გასაღები და საფულე. აღნიშნულის შემდეგ გამომძიებლებმა დ----------------–---–მა და პ-------------მა დაიწყეს ნ----------–---ის პირადი ჩხრეკა, რა დროსაც ნ----------–---ის მოყავისფრო ფერის ქურთუკის ჯიბიდან პ-------------მა ამოიღო მრგვალი ფორმის 04 ,,ბაში“ (შეკრული პაკეტი), ფხვნილისებრი ნივთიერებით, ბაშები იყო სხვადასხვა ფერის (ერთ-ერთი იყო ყვითელი). ჩხრეკაში მონაწილე ყველა პოლიციის თანამშრომელს ეკეთა ხელთათმანები. მოწმის განმარტებით გამომძიებელ ზ---------–---ემ და დ----------------–---–მა, აღნიშნული ნივთიერებები მოათავსეს პაკეტში, შეკრეს ძაფით და დალუქეს, ხოლო ტელეფონი, საფულე და გასაღები კი დაუბრუნეს უკან. ჩხრეკის შემდეგ მოხდა ნ----------–---ის დაკავება, დაკავების დროს მას გამომძიებელმა განუმარტა უფლებები, რაც მისი მხრიდან ითარგმნა ნ----------–---ისთვის გასაგებ აზერბაიჯანულ ენაზე. მოწმის განმარტებით ნ----------–---ის პირადი ჩხრეკისა და დაკავების გარდა, ასევე ჩატარდა მისი ა/მანქანის ჩხრეკა, რა დროსაც გაიჩხრიკა მანქანის შიდა სალონი და საბარგული, ავტომანქანის ჩხრეკისას რაიმე კანონსაწინააღმდეგო ნივთი ან ნივთიერება ამოღებული არ ყოფილა. მოწმის განმარტებით საგამოძიებო მოქმედებების მიმდინარეობისას იყო დღე, გამომძიებლებს ხელოვნური განათება არ გამოუყენებიათ.
(ტ. 3. სფ. 5-9)
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა გამომძიებელი შ-----–------------–ი, რომელმაც განმარტა, რომ აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით 2019 წლის 25 თებერვალს, დღის საათებში, მიიღო ოპერატიული ინფორმაცია, რომლის თანახმად ნ----------–---ი მისი ა/მანქანით მოძრაობდა, რუსთავის მაგისტრალის 36-ე კილომეტრზე (ლილოს მიმართულებით მიმავალ გზაზე ,,გეზთან“), რაც მოახსენა ხელმძღვანელობას წერილობითი პატაკით. მოწმის განმარტებით, მას სხვა საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობა არ მიუღია. (ტ. 2. სფ. 85-88)
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული შ-----–------------–ის ოპერატიული პატაკის მიხედვით მის ხელთ არსებული ინფორმაციით 21.06.1----–--–--------------–--------------------------–---ი იმყოფება თბილისის შემოსასვლელი გზის 36-ე კილომეტრის მიმდებარე ტერიტორიაზე, მის მფლობელობაში არსებული ,,ბმვ-ს“ მარკის ა/მანქანით სახ. ნომრით Q--------. (ტ. 1. სფ. 14)
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითა გამომძიებელი, გ------------------ე, რომელმაც განმარტა, რომ 2019 წლის, თებერვალის თვის ბოლო რიცხვებში, მიიღო ოპერატიული ინფორმაცია, რომ ნ----------–---ი საცხოვრებელ სახლში (მდებარე საგარეჯოს რაიონის, სოფელი ი------------–ო) და პირადად ინახავდა ნარკოტიკულ ნივთიერებას. სპეციალური პროგრამის მეშვეობით გადაამოწმა დეტალური ინფორმაცია, რითაც დარწმუნდა, რომ ინფორმაციაში მითითებული პიროვნება (ნ----------–---ი) ნამდვილად არსებობდა. მოწმის განმარტებით მის მიერ მიღებული ოპერატიული ინფორმაცია რეაგირებისთვის აცნობა ხელმძღვანელს ინფორმაციული პატაკით. (ტ. 2. სფ. 117-120)
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული გ------------------ის ოპერატიული პატაკის მიხედვით 21.06.1----–--–--------------–--------------------------–---ი, რომელიც ცხოვრობს ს-----------------------------–--------------–-----------------------–-----------–- თავის საცხოვრებელ მისამართზე და პირადად ინახავს ნარკოტიკულ საშუალებას.
(ტ. 1. სფ. 2).
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითა, გამომძიებელი ს--------–----------ე, რომელმაც განმარტა, რომ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე მხოლოდ გამოკითხული ჰყავს ინფორმაციული პატაკის ავტორი შ-----–------------–ი, რომელმაც 2019 წლის 25 თებერვალს მიიღო დამატებითი ოპერატიული ინფორმაცია ნ----------–---ის ადგილსამყოფელთან დაკავშირებით, ხოლო ინფორმაციის რეალიზებაში მონაწილეობა არ მიუღია. ამდენად დაცვის მხარის პოზიცია, რომ შ-----–------------–ის გამოკითხვის დასრულებიდან ნ----------–---ის პირადი ჩხრეკის დამთავრებამდე არის არაგონივრულად მცირე დრო სასამართლო ვერ გაიზიარებს, ვინაიდან, შ-----–------------–ის გამოკითხვაში მონაწილეობა არ მიუღიათ ჩხრეკაში მონაწილე პირებს. ამასთან, საყურადღებოა, რომ ნ----------–---ის პირადი ჩხრეკის ჩატარების შესახებ უკვე არსებობდა სასამართლოს 2019 წლის 24 თებერვლის განჩინება და შ-----–------------–ის გამოკითხვის დასრულებას არ ჰქონდა საპროცესო თვალსაზრისით გადამწყვეტი მნიშვნელობა ჩხრეკის დაწყების გადაწყვეტილების მისაღებად.
(ტ. 2. სფ. 82-84)
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ნარკოტიკული საშუალების და ფარმაპრეპარატების ექსპერტიზის ქვეგანყოფილების მთავრი ექსპერტი პოლიციის მაიორი, ი------------ და ქიმიური ექსპერტიზის განყოფილების მთავარი ექსპერტი პოლიციის მაიორი ა-–---------------------ე, რომლებმაც დაადასტურეს მათ მიერ 2019 წლის 26 თებერვალს, გაცემული ექსპერტიზის N-------------- დასკვნის სისწორე, რომლის მიხედვითაც:
1) ლურჯი ფერის პოლიეთილენის მოლღობილთავიან ნაჭერში ერთ (1) ცალად, დაფასოებული ღია ყავისფერი ფხვნილისებური ნივთიერება გამომშრალ მდგომარეობაში, წონით-5,14 გრამი, შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ჰეროინს, რაოდენობით 3.0105 გრამს;
2) ყვითელი ფერის პოლიეთილენის მოლღობილთავიან ნაჭერში ერთ (1) ცალად, დაფასოებული ყავისფერი ფხვნილისებური ნივთიერება გამომშრალ მდგომარეობაში, წონით-4,82 გრამი, შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ჰეროინს, რაოდენობით 2,7848 გრამს;
3) მწვანე ფერის პოლიეთილენის მოლღობილთავიან ნაჭერში ორ (2) ცალად, დაფასოებული და თვით შესაფუთ პაკეტში ჩაყრილი ერთიანი ფიზიკური მახასიათებლების მქონე მოყავისფრო ფხვნილისებური ნივთიერება გამომშრალ მდგომარეობაში, შესაბამისად - 3,48 გრამი, 3,52 გრამი და 0,14 გრამი, საერთო წონით- 7,14 გრამი, შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ჰეროინს, საერთო რაოდენობით - 1,629 გრამს, ნარკოტიკულ საშუალება მორფინს (ფუძე), საერთო რაოდენობით- 0,477 გრამს და ნარკოტიკულ საშუალება კოდეინს (ფუძე), საერთო რაოდენობით-0,11 გრამს;
4) ექსპერტიზაზე წარმოდგენილი საშუალება ჰეროინის საერთო რაოდენობაა - 7,4243 გრამი. (ტ1.ს.ფ. 56-60)
მოწმე ი------------მ, დამატებით განმარტა, რომ მის მიერ კვლევა ჩატარდა ნარკოტიკულ ნივთიერებებზე, ხოლო წონაკები, რომელშიც იყო მოთავსებული თავად ნარკოტიკული ნივთიერება გაგზავნილი იყო ბიოლოგიურ ექსპერტიზაზე. (ტ2.ს.ფ. 81-82)
მოწმემ ა-–---------------------ემ დამატებით განმარტა, რომ კვლევის დასრულების შემდეგ ობიექტები დაილუქა პოლიეთილენის პაკეტში. ასევე განმარტა, რომ კვლევისას იყენებენ ხელთათმანებს. ი------------ს მიერ მოხდა პირველადი გახსნა, დათვალიერება, აღებული იქნა საშუალო სინჯები, რომელებზეც ჩატარდა კვლევა, ხოლო ა-–---------------------ის მიერ, კი ინსტრუმენტული კვლევა - ნარკოტიკული საშუალების შემცველობა და განისაზღვრა სხვა მინარევები. (ტ2.ს.ფ. 154-156)
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ბიოლოგიური ექსპერტიზის დეპარტამენტის ექსპერტი შ-----------–-----ე, რომელმაც დაადასტურა მის მიერ 2019 წლის 24 ივლისს გაცემული N--------- დასკვნის სისწორე აღნიშნული დასკვნის თანახმად:
- პაკეტში, წარწერით: ,,...პოლიეთილენის ნაჭრებიდან აღებული ანაწმენდი...“
მოთავსებულ ლურჯი ფერის პოლიეთილენის ნაჭრიდან (ობ.N2) და მწვანე ფერის პოლიეთილენის ნაჭრიდან (ობ.N3) აღებულ ანაწმენდებზე არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის მამრობითი სქესის ერთსა და იმავე პირს. ყვითელი ფერის პოლიეთილენის ნაჭრიდან აღებულ ანაწმენდზე არსებული ბიომასალის (ობ.N1) შერეული გენეტიკური პროფილის მაჟორული წილი და ობ.N2,3-ის გენეტიკური პროფილი იდენტურია;
- პაკეტში, წარწერით: ,,...პოლიეთილენის ნაჭრები...“ მოთავსებულ:
მომწვანო ფერის პოლიეთილენის ფრაგმენტებზე არსებული ბიომასალის (ობ.N6) გენეტიკური პროფილი ეკუთვნის მამრობითი სქესის პირს და იდენტურია ობ.N2,3-ის გენეტიკური პროფილის.
- მოყვითალო ფერის პოლიეთილენს ფრაგმენტებზე არსებული ბიომასალის (ობ.N4)
შერეული გენეტიკური პროფილის მაჟორული წილი, მოლურჯო ფერის პოლიეთილენის ფრაგმენტებზე არსებული ბიომასალის (ობ. N5) შერეული გენეტიკური პროფილის ერთი წილი და ობ. N2,3,6-ის გენეტიკური პროფილი იდენტურია;
- პაკეტში, წარწერით: ,,...ფრჩხილის საკვნეტი...“ მოთავსებულ საკვნეტელაზე არსებული ბიომასალის (ობ.N7) შერეული გენეტიკური პროფილის მაჟორული წილი და პაკეტში, წარწერით: ,,... კბილის ჯაგრისი...“ მოთავსებულ კბილის ჯაგრისზე არსებული ბიომასალის (ობ. N8) გენეტიკური პროფილი ეკუთვნის მამრობითი სქესის ერთსა და იმავე პირს. ობ. N7-ის პროფილის მინორული წილი, იდენტიფიკაციისათვის არაინფორმატულია.
- ობ. N1,4,7 -ის პროფილების მაჟორული წილი, ობ. N2,3,6,8-ის პროფილი და ობ.N5-ის
პროფილის ერთი წილი ეკუთვნის მამრობითი სქესის ერთსა და იმავე პირს.
დასკვნის კვლევითი ნაწილის თანახმად ობ.N1 არის ყვითლი ფერის პოლიეთილენის ნაჭერი; ობ. N2 არის ლურჯი ფერის პოლიეთილენის ნაჭერი, ობ. N3 არის მწვანე ფერის პოლიეთილენის ნაჭერი; ობ.N4 არის გამჭირვალე საქაღალდის ნაწილში მოთავსებული მოყვითალო ფერის პოლიეთილენის, მომრგვალო ფორმის ფრაგმენტი და მოყვითალო ფერის პოლიეთილენის მცირე ზომის ფრაგმენტი, თერმული ზემოქმედების კვალით, საიდანაც გაკეთდა საერთო ანაწმენდი, რომელიც გაიყო ორ ნაწილად და გენეტიკური კვლევისთვის აღებულ იქნა ერთი ნაწილი; ობ.N5 არის მეტალის სარჭებიან, მთლიანობა დარღვეული გამჭირვალე საქაღალდეში მოთავსებული მოლურჯო ფერის პოლიეთილენის, მომრგვალო ფორმის ორი ცალი ფრაგმენტი და მოლურჯო ფერის პოლიეთილენის მცირე ზომის ფრაგმენტი, თერმული ზემოქმედების კვალით, საიდანაც გაკეთდა საერთო ანაწმენდი, რომელიც გაიყო ორ ნაწილად და გენეტიკური კვლევისთვის აღებულ იქნა ერთი ნაწილი; ობ.N6 არის გამჭირვალე საქაღალდეში მოთავსებული მომწვანო ფერის პოლიეთილენის, მომრგვალო ფორმის ორი ცალი ფრაგმენტი და მომწვანო ფერის პოლიეთილენის მცირე ზომის ორი ფრაგმენტი, თერმული ზემოქმედების კვალით, საიდანაც გაკეთდა საერთო ანაწმენდი, რომელიც გაიყო ორ ნაწილად და გენეტიკური კვლევისთვის აღებულ იქნა ერთი ნაწილი; ობ.N7 არის ფრჩხილის საკვნეტი; ობ.N8 არის კბილის ჯაგრისი; (ტ.3. ს.ფ.22-27)
მოწმემ სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას მის მიერ გაცემულ ექსპერტიზის დასკვნასთან დაკავშირებით განმარტა, რომ საღი ბირთული უჯრედები საიდანაც ხდება გენეტიკური პროფილის დადგენა შეიძლება იყოს, როგორც ნერწყვი, ოფლი, სისხლი, სპერმა, სხვა ბიოლოგიური გამონაყოფები, ასევე თმის ბოლქვიანი უჯრედები, ვინაიდან ანაწმენდებზე არ იყო სისხლზე საეჭვო ლაქები, რჩება რამდენიმე შესაძლებლობა. შესაძლოა ეს ყოფილიყო ნერწყვი ან ოფლი (აღნიშნულის არსებობა არ გამოირიცხება ვინაიდან აღნიშნული კუთხით კვლევა არ ჩატარებულა), თავისი ბუნებით ოფლი და ნერწყვი არ შეიცავს დნმ-ს, აღნიშნულ შემთხვევაშიც საქმე ბირთვულ უჯრედებთანაა, ოფლიდან და ნერწყვიდან გენეტიკური პროფილის მიღება ყოველთვის მიუთითებს არსებულ ნარევში საღი ბირთული უჯრედების არსებობაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში გენეტიკური პროფილის მიღება შეუძლებელია, აღნიშნულის გამო პრიორიტეტი ენიჭება გენეტიკური პროფილის განსაზღვრას.
მოწმის განმარტებით მის მიერ ჩატარებული კვლევით დადგინდა, რომ კვლევის შედეგად დადგენილი ბირთვული უჯრედები ეკუთვნოდა იმ ადამიანს, ვისაც ეკუთვნის კბილის ჯაგრისზე არსებული ბიოლოგიური მასალა, ან საკვნეტელაზე არსებული ბიოლოგიური მასალის მაჟორული წილი (ტ.3. ს.ფ.67-72).
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ბიოლოგიური ექსპერტიზის დეპარტამენტის ექსპერტი ე-------------------–--ე, რომელმაც დაადასტურა მის მიერ 2019 წლის 15 ივლისს გაცემული N--------- დასკვნის სისწორე, აღნიშნული დასკვნის თანახმად:
სერეოლოგიური კვლევით დადგინდა:
- პაკეტში, წარწერით: ,,...პოლიეთილენის ნაჭრებიდან აღებული ანაწმენდი“..“ მოთავსებულ ანაწმენდებში (ობ.N1-3) ნერწყვი არ აღმოჩნდა.
- პაკეტში წარწერით: ,,პოლიეთილენის ნაჭრები...“ მოთავსებული სხვადასხვა პოლიეთილენის ფრაგმენტებზე (ობ.N4-6) აღმოჩნდა ნერწყვი.
დასკვნის გამოკვლევითი ნაწილის თანახმად ობ.N1 არის ყვითელი ფერის პოლიეთილენის ნაჭერი; ობ. N2 არის ლურჯი ფერის პოლიეთილენის ნაჭერი, ობ. N3 არის მწვანე ფერის პოლიეთილენის ნაჭერი; ობ.N4 არის გამჭირვალე საქაღალდის ნაწილში მოთავსებული მოყვითალო ფერის პოლიეთილენის, მომრგვალო ფორმის ფრაგმენტი და მოყვითალო ფერის პოლიეთილენის მცირე ზომის ფრაგმენტის, თერმული ზემოქმედების კვალით, საიდანაც გაკეთდა საერთო ანაწმენდი, რომელიც გაიყო ორ ნაწილად და გენეტიკური კვლევისთვის აღებულ იქნა ერთი ნაწილი; ობ.N5 არის მეტალის სარჭებიან, მთლიანობა დარღვეული გამჭირვალე საქაღალდეში მოთავსებული მოლურჯო ფერის პოლიეთილენის, მომრგვალო ფორმის ორი ცალი ფრაგმენტი და მოლურჯო ფერის პოლიეთილენის მცირე ზომის ფრაგმენტის, თერმული ზემოქმედების კვალით, საიდანაც გაკეთდა საერთო ანაწმენდი, რომელიც გაიყო ორ ნაწილად და გენეტიკური კვლევისთვის აღებულ იქნა ერთი ნაწილი; ობ.N6 არის გამჭირვალე საქაღალდეში მოთავსებული მომწვანო ფერის პოლიეთილენის, მომრგვალო ფორმის ორი ცალი ფრაგმენტი და მომწვანო ფერის პოლიეთილენის მცირე ზომის ორი ფრაგმენტის, თერმული ზემოქმედების კვალით, საიდანაც გაკეთდა საერთო ანაწმენდი, რომელიც გაიყო ორ ნაწილად და გენეტიკური კვლევისთვის აღებულ იქნა ერთი ნაწილი; (ტ.3. ს.ფ. 30-36)
მოწმემ დამატებით განმარტა, რომ ობ.4; ობ.5; ობ.6- ზე არსებული ანაწმენდები აღებულია მისი და ექსპერტ შ-----------–-----ის მიერ, ხოლო ობ.1; ობ.2; ობ.3- ზე არსებული ანაწმენდები აღებულია ზ. ბლიაძის და ნ.ედიშერაშვილის მიერ.
მოწმემ ასევე განმარტა, რომ ბიოლოგიური მასალა რაიმე საგანზე გადადის საგანზე კონტაქტის, გზით. კონტაქტი არ გულისხმობს მხოლოდ კონკრეტულ შეხებას, აღნიშნული შეიძლება მოხვდეს ლაპარაკის დროს ნერწყვის შეხებით ნივთზე.
მოწმემ ასევე განმარტა, რომ ობ.1; ობ.2; ობ.3- ზე არსებულ ანაწმენდებზე ნერწყვის ნიმუში თუ რა გარემოების გამო არ აღმოჩნდა ამას ვერ იტყვის. მოწმის განმარტებით მისთვის საკვლევი მასალა, რაც იყო წარდგენილი გამოკვლევის დროს ყველა გაიხარჯა.
(ტ.3. ს.ფ. 83-88)
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 24 თებერვლის N1--------- განჩინების თანახმად რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ ხ-----------------ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და შსს რუსთავის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-2 განყოფილების გამომძიებლებს ნება დაერთოთ ჩაატარონ ნ----------–---ის (---------------- პირადი ჩხრეკა (ტ.1. ს.ფ. 10-12).
ნ----------–---ის პირადი ჩხრეკის ოქმის მიხედვით, საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა 2019 წლის 25 თებერვლის 18:00-18-45 საათებს შორის პერიოდში თბილისის შემოსასვლელი გზის 36-ე კილომეტრის მიმდებარე ტერიტორიაზე გამომძიებელ ზ---------–---ის მიერ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 24 თებერვლის განჩინების საფუძველზე, საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობა აქვს მიღებული თარჯიმან ი-–-----------–---ს და გამომძიებლებს პ-------------ს და დ----------------–---–ს. საგამოძიებო მოქმედების დროს გამოყენებულია სამედიცინო ხელთათმანი. ჩხრეკის ოქმის მიხედვით ნ-----------–---ი ზემოთ აღნიშნულ მისამართზე იმყოფებოდა მარტო ,,ბმვ-ს“ მარკის ავტომანქანაში სახ. ნომრით Q-------- გაჩერებულ მდგომარეობაში, რის შემდეგაც ნ----------–---ს თარჯიმნის დახმარებით გაეცნო სასამართლოს N1--------- განჩინება მისი პირადი ჩხრეკის შესახებ, ნ----------–---ის პირადი ჩხრეკის შედეგად მის ტანთ ჩაცმული მუქი ფერის ქურთუკის მარჯვენა ჯიბიდან ამოღებულ იქნა 01 ცალი მოყვითალო ფერის პოლიეთილენის თავმოლღობილი წონაკი მასში მოთავსებული ფხვიერი მასით, 01 ცალი მოლურჯო ფერის პოლიეთილენის თავმოლღობილი წონაკი მასში მოთავსებული ფხვიერი მასით, 02 ცალი მომწვანო ფერის პოლიეთილენის თავმოლღობილი წონაკი მასში მოთავსებული ფხვიერი მასით.
ნ----------–---ის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული მუქი ფერის ქურთუკის მარჯვენა ჯიბიდან ამოღებული 01 ცალი მოყვითალო პოლიეთილენის თავმოლღობილი წონაკი მასში მოთავსებულ ფხვიერი მასით, 01 ცალი მოლურჯო ფერის პოლიეთილენის თავმოლღობილი წონაკი მასში მოთავსებული ფხვიერი მასით და ორი ცალი მოლურჯო ფერის პოლიეთილენის თავმოლღობილი წონაკი მასში მოთავსებული ფხვიერი მასით ჯამში 04 ცალი წონაკი. ამოღებული ოთხივე წონაკი მოთავსდა პოლიეთილენის გამჭირვალე პარკში და დაილუქა კანონით დადგენილი წესით, ლუქს დაესვა თარიღი, ხელმოწერები და სისხლის სამართლის საქმის ნომერი. ნ----------–---ის პირადი ჩხრეკისას სხვა მნიშვნელოვანი რაიმე კანონსაწინააღმდეგო ნივთი ან ნივთიერება ამოღებული არ ყოფილა.
ნ----------–---ის პირადი ჩხრეკის ოქმს მასში მონაწილე პირების მხრიდან შენიშვნა, შესწორება, დამატება ან განცხადება არ ერთვის, მას ხელს აწერს ყველა პირი გარდა ნ----------–---ისა, რაზეც გამომძიებლის მიერ შენიშვნის სახით გაკეთებულია განმარტება, რომ ,,ნიზამ კულევმა მიზეზის დაუსაბუთებლად მის პირადი ჩხრეკის ოქმს ხელი არ მოაწერა“.
(ტ1.სფ. 17-21)
ნ----------–---ის დაკავების ოქმის მიხედვით - ბრალდებულის დაკავება მოხდა 2019 წლის 25 თებერვალს 18:45 საათზე თბილისის შემოსასვლელი გზის 36-ე კილომეტრის მიმდებარე ტერიტორიაზე შსს რუსთავის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-2 განყოფილების გამომძიებელ ზ---------–---ის მიერ დანაშაულის ჩადენისათვის რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით. ბრალდებულის დაკავების საფუძველის დანაშაულზე წასწრება, მასზე, მასთან ან მის ტანსაცმელზე აღმოჩნდა დანაშაულის აშკარა კვალი, იგი შესაძლოა მიიმალოს, დაკავებისას გამომძიებელ ზ---------–---ის მიერ განემარტა უფლებები მისთვის გასაგებ ენაზე თარჯიმნის მეშვეობით, ოქმის მიხედვით ბრალდებულის დაკავებაში მონაწილეობას ღებულობდა თარჯიმანი ი-–-----------–---ი გამომძიებლები დ---------------–---–ი და პ-------------ი. დაკავების მერე დაკავებული გადაყვანილია შსს რუსთავის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-2 განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში 2019 წლის 25 თებერვლის 19:30 საათზე. ბრალდებულის დაკავების ოქმზეც გამომძიებელ ზ---–---ის მიერ გაკეთებულია შენიშვნა, რომლის მიხედვით ბრალდებულმა ნ----------–---მა მიზეზის დაუსაბუთებლად უარი განაცხადა დაკავების ოქმზე ხელმოწერაზე და ოქმის ასლის ჩაბარებაზე. (ტ.1. ს.ფ.21- 27)
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 30 მარტის N1--------- განჩინების თანახმად რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ ხ-----------------ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და საქართველოს შსს რუსთავის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-2 განყოფილების გამომძიებლებს და საქართველოს შსს საექსპერტო კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ექსპერტებს ნება დაერთოთ, სპეციალური პენიტენციური დეპარტამენტის N8 პენიტენციური დაწესებულების მე-3 სარეჟიმო კორპუსის N 2---ე საკანში, ნ----------–---ის პირადი ჰიგიენის ნივთების და მისი პირადი თეთრეულის (ბალიშის პირი, ჩიხოლი და ზეწარი) ამოღების მიზნით ჩხრეკის ჩატარებაზე (ტ.1. ს.ფ. 104-106).
N8 პენიტენციურ დაწესებულების N2-- საკნის ჩხრეკის ოქმის მიხედვით - საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა ქ. თბილისის N8 პენიტენციური დაწესებულების N2---ე საკანში, 2019 წლის 01 აპრილის 13:40-14:15 საათებს შორის პერიოდში გამომძიებელ ზ---------–----ის მიერ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 30 მარტის N1--------- განჩინების საფუძველზე. ჩხრეკა ჩატარდა N8 პენიტენციური დაწესებულების უსაფრთხოების განყოფილების უფროსი ინსპექტორის - მ-------–-----–---–ის და გამომძიებელ ე-–-------------ის მონაწილეობით. საგამოძიებო მოქმედების დროს გამოყენებულ იქნა სამედიცინო ხელთათმანები. საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა წყნარ ვითარებაში წინააღმდეგობის გაწევის გარეშე, დღის საათებში, ბუნებრივი და ხელოვნური განათების პირობებში, მშრალ ამინდში. საგამოძიებო მოქმედების შედეგად ამოღებულ იქნა ნ----------–---ის პირადი თეთრეული და ჰიგიენური ნივთები, კერძოდ: ბალიშის პირი, საბანი ჩიხოლი და ზეწარი, ასევე ფრჩხილის საჭრელი და კბილის ჯაგრისი. ამოღებული ნივები დაილუქა კანონით დადგენილი წესით, ლუქს დაესვა თარიღი, სისხლის სამართლის საქმის ნომერი და საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირთა ხელმოწერები. ოქმის მიხედვით ოქმზე საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირთა შენიშვნა, შესწორება დამატება ან განცხადება არ შესულა. ოქმს ხელს აწერს საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე ყველა პირი. (ტ.1. ს.ფ.107-115)
სასამართლო პროცესზე მოწმის სახით დაიკითხა ბრალდებული ნ-----------–---ი რომელმაც განმარტა, რომ 2019 წლის 25 თებერვალს დაახლოებით 16:00 საათისთვის სახლიდან გავიდა და გაემართა ბიძამისის ფერმისკენ, რათა მიეტანა მისთვის საჭირო ნივთები. დაახლოებით ერთ საათში (17:00 საათისთვის) იგი იმყოფებოდა გზაში, რუსთავის შემოვლით გზაზე (და არა ჩხრეკისა და დაკავების ოქმებში მითითებულ ადგილას), როდესაც გააჩერა საპატრულო პოლიციამ და თავიანთი მანქანა გააჩერეს მისი მანქანის უკან დაახლოებით 10 მეტრში (თუმცა საპატრულო პოლიციის თანამშრომლები მასთან ახლოს არ მისულან). ბრალდებულის განმარტებით მან დაიწყო დოკუმენტების მოძიება მანქანაში, ვინაიდან აპირებდა პატრულ ინსპექტორებისთვის წარდგენას, გაჩერებიდან დაახლოებით 35-40 წამში მისი მანქანის წინ გაჩერდა შავი ფერის ,,შკოდას“ ფირმის ავტომანქანა, საიდანაც გადმოვიდა ორი პირი (მათ აღწერას დაწვრილებით ვერ ახერხებს), რომელთაც თავი წარუდგინეს, როგორც პოლიციის თანამშრომლებმა (თუმცა სამოქალაქო ტანსაცმელი ეცვათ), აღნიშნული პირებიდან ერთი ბრალდებულს ავტომანქანაში ჩაუჯდა მარჯვენა მხრიდან, ხოლო მეორე გარედან იდგა მის მარცხენა კართან, ვინაიდან მისი მანქანა დაქოქილ მდგომარეობაში იყო მისულთაგან ერთ - ერთმა პირმა მოახდინა მისი მანქანის ძრავის გათიშვა. დაახლოებით 5 წუთში მათთან მივიდა ერთი სპეცნაზის და რამდენიმე პოლიციის მანქანა დაახლოებით 30-40 კაცით, რომლებიც შეიარაღებულები იყვნენ (ბრალდებულს აღნიშნული პიროვნებებიდან სასამართლო პროცესებზე დაკითხული არავინ უნახავს).
მოწმის განმარტებით მას გაუკვირდა აღნიშნული ფაქტი და შოკში იყო, ვინაიდან დაშავებული არაფერი ჰქონდა. ასეთი შემთხვევა, რომ ყოფილიყო იგი თავისუფლად მოახერხებდა გაქცევას. ბრალდებულის განმარტებით მას დაადეს ბორკილები, როდესაც უკვე მას ხელბორკილები ეკეთა ბრალდებულს მის თვალწინ ორი ,,პაკეტი“ ,,წამალი“ ჩაუდეს ტყავის ქურთუკის ჯიბეში, ხოლო ერთი შარვლის წინა ჯიბეში (თუმცა აღწერა რა ფერის იყო ან როგორი არ ახსოვს) ამ დროს უკვე ბრალდებული ე.წ ,,კაპოტზე“ ჰყავდათ დაწვენილი. შემდეგ პოლიციელებმა მათ მიერვე ჩადებული ,,წამალი“ ამოიღეს, ამოღება ვინც მოახდინა ის გამომძიებელი პირველი დაიკითხა სასამართლო პროცესზე (გამომძიებელი ზ---------–---ე) ამოღების პროცესს პოლიციელები ვიდეო კამერით იღებდნენ. ბრალდებულის განმარტებით ვინაიდან ძალიან განერვიულებული იყო კამერას ფეხი დაარტყა და ძირს დააგდო, მისივე განმარტებით პირებმა, რომლებმაც მას წამალი ჩაუდეს სასამართლო პროცესზე დაკითხულნი არ ყოფილან, რომ ყოფილიყვნენ მას ემახსოვრებოდა, რადგან მათი სახე ძალიან კარგად ახსოვს, თუმცა დაწვრილებით აღწერას ვერ ახერხებს. აღნიშნულის შემდეგ იგი მანქანაში ჩასვეს და გადაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში, სადაც შეიყვანეს ერთ-ერთ ოთახში, სადაც იყო ორი საწოლი, მას შესთავაზეს ნერწყვის ნიმუშის აღება, მაგრამ ვინაიდან ბრალდებულმა უარი განაცხადა, მისი ნების საწინააღმდეგოდ წააქციეს საწოლზე და პირში ,,გამოუსვეს“ ბამბის ტამპონი, გახადეს ქურთუკი და მკლავების ქვეშ ,,იღლიაში“ გამოუსვეს ასევე ბამბის ტამპონი. მოწმის განმარტებით ეს ისევ იმ პირებმა გააკეთეს, რომლებმაც მისგან წამალი ამოიღეს. ბრალდებულის განმარტებით მას პოლიციელები ეუბნებოდნენ, რომ ის ,,კრიმინალია“, რაზედაც პასუხობდა, რომ მათთან ამის თაობაზე არაფრის თქმას არ აპირებდა. ყოველივე აღნიშნულის შემდეგ მოხდა მისი გადაყვანა დროებითი მოთავსების იზოლატორში, სადაც მან მისი საქმის გამომძიებელი პირველად ნახა, ხოლო რაც შეეხება თარჯიმანს, რომელიც სასამართლო პროცესზე დაიკითხა მას აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით შეხება საერთოდ არ ჰქონია და არც უნახავს. ბრალდებულ ნ----------–---ის განმარტბით პირი, რომელმაც მას ჯიბიდან ნარკოტიკული საშუალება ამოუღო შემდეგ ნახა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, როდესაც მისგან პირადი ნივთების ამოღება მოახდინეს ეს იყო დაახლეობით დღის პირველი ნახევარი, მასთან მივიდა ორი პოლიციელი და კიდევ ერთი პირი გამომძიებლებიდან, ერთ-ერთი მათგანი აზერბაიჯანელი იყო, მათ მოახდინეს ნ-----------–---ის თანამესაკნეების საკნიდან გაყვანა და საკნიდან მისგან ამოიღეს მისი პირადი თეთრეული, ფრჩხილის საჭრელი ,,საკვნეტელა“ და კბილის ჯაგრისი, ( ბრალდებულმა განმარტა, რომ კბილის ჯაგრისი აერია მისი თანამესაკნეების კბილის ჯაგრისებში და სხვისი კბილის ჯაგრისი მისცა გამომძიებლებს), ნ-----------–---ის განმარტებით საკანში აღნიშნული ნივთების ამოღებასთან დაკავშირებით შედგენილ დოკუმენტებს მან ხელი არ მოაწერა. ბრალდებულის განმარტებით სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლების მიერ ,,წამლის“ ჩადება მოხდა იმიტომ, რომ მას თავის სოფელში თვლიან და იცნობენ, როგორც კრიმინალს, ვინაიდან იგი რუსეთსა და ყირგიზეთში გარკვეული ნივთებით ვაჭრობდა და კავშირები ჰქონდა ბევრ ხალხთან, ამიტომ ყველა თვლიდა რომ ის კრიმინალი ,,წამლის გამსაღებელი“, თუმცა ბრალდებულმა განმარტა, რომ აღნიშნული ინფორმაცია სიცრუეა. ბრალდებულმა ასევე განმარტა, რომ სამართალდამცავ ორგანოებთან წარსულში ჰქონდა პრობლემები, მაგრამ იმ პირებისგან სასამართლო სხდომაზე არცერთი პირი არ დაკითხულა. ბრალდებული მის დაკავებას ასევე უკავშირებს მის დაძაბულ დამოკიდებულებას ვინმე ,,ვ----სთან“, რომელიც მუშაობს პოლიციაში და მათ შორის დაძაბულობა გამოიხატებოდა მასში, რომ ბრალდებულის ბიძასთან ვ----ს ჰქონდა ცხვრის საძოვარ ტერიტორიასთან დაკავშირებით უთანხმოება. ბრალდებულის განმარტებით ,,ვ----“ ასევე ნახა შემთხვევის დღეს მისი დაკავებისას.
ბრალდებულის განმარტებით ის პირი (გამომძიებელი ზ---------–---ე), რომელმაც მისგან ნარკოტიკული საშუალების ამოღება მოახდინა, შემდეგ ნახა დროებით მოთავსების იზოლატორში და ციხეში, როდესაც მისგან პირადი ნივთები ამოიღეს და სასამართლო პროცესზე, როდესაც მოხდა მისი დაკითხვა. (ტ.3. ს.ფ.96-132).
ბრალდებულ ნ----------–---ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ნარკოტიკული ნივთიერების სასამართლო სხდომაზე გამოკვლევა არ მომხდარა, ვინაიდან ის მხარეებმა მიიჩნიეს, როგორც უდაო მტკიცებულებად.
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული იქნა გენეტიკურ და ბიოლოგიურ კვლევას დაქვემდებარებული ნივთები, კერძოდ: ამოღებული ნარკოტიკული ნივთიერების შესაფუთი პოლიეთილენის ნაჭრები და ნ-----------–---ის პირადი ჰიგიენის ნივთები- კბილის ჯაგრისი და ფრჩხილების საჭრელი, რომელთაგან კბილის ჯაგრისის მისდამი კუთვნილება ნ----------–---მა უარყო, ხოლო ფრჩხილების საჭრელის მისდამი კუთვნილება დაადასტურა.
3. სამართლებრივი შეფასება:
სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლი მოითხოვს, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა სრულად, დამოუკიდებლად და სრულფასოვნად შეისწავლონ და შეაფასონ იმ მტკიცებულებების დასაშვებობა და სანდოობა, რომლებიც განსაზღვრავენ ბრალდებულის ბრალეულობის საკითხს. უდანაშაულობის პრეზუმფციის და ბრალდებულის უფლების გათვალისწინებით. რომ ჰქონდეს საშუალება გამოიკვლიოს მისი მამხილებელი ნებისმიერი მტკიცებულება, სისხლის სამართლის სასამართლომ საქმე უნდა განიხილოს სრულად, დამოუკიდებლად და დეტალურად მოახდინოს მტკიცებულებების დასაშვებობისა და სანდოობის შეფასება. მას შემდეგ, რაც დასრულდება საქმის განხილვა, საქმის განმხილველ მოსამართლეს შეუძლია შეაფასოს გამოკვლეული მტკიცებულებების მნიშვნელობა და წონა, რომელიც განსაზღვრავს ბრალდებულის ბრალეულობის საკითხს.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, ეროვნული სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები სისხლის სამართლის მართლმსაჯულების ძირითად მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს, კერძოდ, ბრალდებამ „გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით“ უნდა დაასაბუთოს ბრალეულობა და ასევე უნდა აკმაყოფილებდეს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ძირითად პრინციპს in dubio pro reo (პირი არ შეიძლება დამნაშავედ იყოს ცნობილი სასამართლოს მიერ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი) (Barbera, Messegue and Jabardo v. Spain, პარაგრაფი 77, Lavents v. Latvia, § 125, and Melich an Beck v. The Czech Republic, § 60). მტკიცებულებათა შეფასების პროცესში სასამართლო „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით ხელმძღვანელობს (Ireland v. The United Kingdom, § 161).
სასამართლო განმარტავს, რომ ნარკოტიკული საშუალებების ბრუნვასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტებით დადგენილია ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებების ბრუნვის სპეციალური წესები და ამ წესების დარღვევით განხორციელებული ქმედებები წარმოადგენს კანონის დარღვევით განხორციელებულ ქმედებებს.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლი პასუხისმგებლობას აწესებს იმ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებისათვის, როგორიცაა ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება.
,,ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის (რომლის მიზანია ფიზიკურ პირთა ჯანმრთელობის დაცვა, სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფა, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ მოთხოვნათა შესრულება და აწესრიგებს საქართველოს ტერიტორიაზე ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და პრეკურსორების ბრუნვასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, ადგენს სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა ლეგალური ბრუნვის და მათი უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის სახელმწიფო პოლიტიკის სამართლებრივ საფუძვლებს და ნარკოლოგიური დახმარების პრინციპებს) მე-3 მუხლის ,,ა” ქვეპუნქტის თანახმად, ნარკოტიკული საშუალება არის ბუნებრივი ან სინთეზური წარმოშობის ნივთიერება, ამ ნივთიერების შემცველი მცენარე ან პრეპარატი, რომელიც გაეროს შესაბამისი კონვენციების საფუძველზე შეტანილია საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნარკოტიკულ საშუალებათა სიაში (მკაცრად შეზღუდული ნარკოტიკული საშუალებების ჩამონათვალი), ამავე კანონის მე-3 მუხლის ჰ11 პუნქტის თანახმად, ნარკოტიკული საშუალების შენახვა გულისხმობს ნებისმიერ გამიზნულ ქმედებას, რომელიც დაკავშირებულია სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების ფაქტობრივ ფლობასთან შენობაში, სამალავში ან სხვაგვარად, თუ ეს ქმედება დაკავშირებული არ არის მის გადატანასთან, მიუხედავად შენახვის ხანგრძლივობისა; ჰ13 პუნქტის მიხედვით შეძენა არის სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების დაუფლება.
”ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ საქართველოს კანონში მითითებული უკანონო მფლობელობიდან ან ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობების ნუსხის მიხედვით „ჰეროინი“ და „მეთადონი“ 01 გრამიდან განსაკუთრებით დიდი ოდენობად, ამავე ნუსხის შენიშვნის პირველი ნაწილის ა.ა პუნქტის თანახმად: ამ ნუსხის ცხრილის მე-3, მე-4 და მე-5 ვერტიკალურ გრაფებში ნაჩვენები ოდენობები განისაზღვრება შემდეგნაირად: ნარკოტიკული საშუალებების − მეთადონისა და ჰეროინის − ოდენობები მე-3 ვერტიკალურ გრაფაში მითითებულ ოდენობამდე (მითითებული ოდენობის ჩათვლით) ითვლება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საწყის ოდენობად; ნარკოტიკული საშუალებების − მეთადონისა და ჰეროინის − ოდენობები მე-3 ვერტიკალურ გრაფაში მითითებულ ოდენობაზე მეტი, მე-4 ვერტიკალურ გრაფაში მითითებულ ოდენობამდე (მითითებული ოდენობის ჩათვლით) ითვლება დიდ ოდენობად; მე-5 ვერტიკალურ გრაფაში მითითებულ ოდენობაზე მეტი ითვლება განსაკუთრებით დიდ ოდენობად.
მოცემულ საქმეზე ნ----------–---ის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული ,, ჰეროინის” საერთო წონა 2019 წლის 26 თებერვლის ექსპერტიზის N-------------- დასკვნის თანახმად, შეადგენს 7,4243 გრამს, რაც იძლევა ქმედების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემადგენლობას.
სასამართლო სხდომაზე დაცვის მხარემ თავის დასკვნით სიტყვაში ყურადღება გაამახვილა, პოლიციელების სასამართლოში მიცემულ ჩვენებებზე და განმარტა, რომ პოლიციელების მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენებები ურთიერთსაწინააღმდეგოა და არ ასახავს სწორ ინფორმაციას, რაც განვითარდა 2019 წლის 25 თებერვალს ბრალდებულთან ჩატარებული პირადი ჩხრეკისა თუ მისი დაკავების დროს. დაცვის მხარემ ასევე ყურადღება გაამახვილა სასამართლო სხდომაზე დაკითხულ ქართულ აზერბაიჯანული ენების მცოდნე თარჯიმნის ი-–-----------–---ის მიერ სასამართლოსთვის მიცემული ჩვენების სარწმუნოობაზე და განმარტა, რომ თარჯიმანი ჩვენების მიცემის დროს იმყოფებოდა ბრალდების მხარის ზემოქმედების ქვეშ, ვინაიდან მის მიმართ რუსთავის რაიონულ პროკურატურაში მიმდინარეობს ქურდობის ფაქტთან დაკავშირებით საქმის წარმოება და შესაბამისად თარჯიმანმა არაობიექტური ჩვენება მისცა სასამართლოს. დაცვის მხარემ, ასევე ეჭვქვეშ დააყენა N8 პენიტენციური დეწესებულების N2-- საკანში ბრალდებულ ნ----------–---თან ჩატარებული ჩხრეკა და განმარტა, რომ აღნიშნული საპროცესო მოქმედება უკანონოა, ვინაიდან სასამართლო პროცესზე არ არის დაკითხული ის უფლებამოსილი პირი ვისი მონაწილეობითაც ჩატარდა საკნის ჩხრეკა. დაცვის მხარემ თავის დასკვნით სიტყვაში ასევე ყურადღება გაამახვილა ქიმიური ექსპერტიზის დასკვნაზე და განმარტა, რომ ბრალდებულისგან მისი პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული იყო 04 წონაკი (,,ბაში“), რომელიც ამოღებისთანავე იქნა დალუქული, ხოლო ექსპერტის მიერ დასკვნაში საუბარია მე-5 ობიექტზე, რომლის ექპერტიზაზე მოხვედრის გზა დაუდგენელია.
სასამართლო დაცვის მხარის მიერ გაცხადებულ პოზიციასთან დაკავშრებით, განმარტავს, რომ დაცვის მხარის პოზიცია თარჯიმან ი-–-----------–---ის სასამართლოში მიცემულ ჩვენების არაობიექტურობაზე არ არის დასაბუთებული, ლოგიკას მოკლებულია და მიზნად ისახავს ბრალდებულის პასუხისმგებლობის თავიდან არიდებას, ვინაიდან სასამართლოში დაცვის მხარის მიერ აღნიშნულ პიროვნებასთან დაკავშირებით გაცხადებულ ინფორმაციაზე არ არის წარმოდგენილი არც ერთი მტკიცებულება, რითაც დადასტურდებოდა მისი ჩვენების არაობიექტურობა, (ასევე სასამართლოს მიერ სასამართლოს ელექტრონული პროგრამის მეშვეობით გადამოწმებულ იქნა აღნიშნული პირის მიმართ გამოტანილი იყო თუ არა სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენი, ან სასამართლოში მიმდინარეობდა თუ არა სისხლის სამართლის საქმისწარმოება, რაც მოძიებული ვერ იქნა) მითუმეტეს მოწმემ ჩვენების მიცემამდე სასამართლოს წინაშე დადო ფიცი და გაფრთხილებულ იქნა მოსალოდნელ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის შესახებ (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 370-371-ე მუხლებით) ცრუ ჩვენების მიცემაზე და ჩვენების მიცემაზე ურის თქმისთვის, რაც დადასტურებულ იქნა შესაბამის ხელწერილზე მოწმე ი-–-----------–---ის მიერ ხელმოწერით. სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს უდანაშაულობის პრეზუმფციაზე და განმარტავს საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-5 ნაწილს, რომლის მიხედვითაც ადამიანი უდანაშაულოდ ითვლება, ვიდრე მისი დამნაშავეობა არ დამტკიცდება კანონით დადგენილი წესით, კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით, შესაბამისად იმ პირობებში, როდესაც სახეზე არ გვაქვს არც ერთი გარემოება მოწმე ი-–-----------–---ის ჩვენების ეჭვქვეშ დაყენებისა, სასამართლო აღნიშნულ ჩვენებას მიიჩნევს ობიექტურად.
რაც შეეხება პოლიციელების ჩვენების არასანდოობას და მათ მიერ ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებების მიცემას, აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს: არაერთ სამეცნიერო ლიტერატურაში (იურდიული ფსიქოლოგია) აღნიშნულია, რომ - ყველა პირს ერთი და იმავე მოვლენისადმი ინდივიდუალური (სუბიექტური) შეხედულება უყალიბდება და გამომდინარე აქედან, შესაძლოა ინდივიდუალური აღქმის აღნიშნული თავისებურებების გათვალისწინებით, თვითმხილველთა (საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეთა) განსხვავებული ჩვენებები, რომლებიც ერთსა და იმავე მოვლენას ერთნაირად აკვირდებიან (ან ერთდროულად იღებენ მონაწილეობას საგამოძიებო მოქმედებაში), შეიძლება განსხვავდებოდეს დაფიქსირებული დეტალების და წვრილმანების მოცულობათა ხარისხით. (მაგალითად: მოცემულ შეთხვევაში მოწმეები დაკითხულნი არიან შემთხვევიდან 04-05 თვის შემდეგ, გამომდინარე აქედან გასაკვირი არაა, იმ პირობებში, როდესაც პოლიციის თანამშრომელს თითქმის ყოველდღიურად უწევს სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე საგამოძიებო მოქმედების ჩატარება დეტალურად არ ახსოვდეს 04-05 თვის წინ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედება და განსხვავდებოდეს მის მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენება სხვა პოლიციელის მიერ მიცემულ ჩვენებისგან). ამ კონკრეტულ შემთხვევაში პოლიციელების მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენებები არ არის ურთიერთსაწინააღმდეგო ისინი (ზ---------–---ე, პ-------------ი და დ-------------–---–-) ზუსტად ასახავენ 2019 წლის 25 თებერვალს ბრალდებულ ნ-----------–---ის მიმართ განხორციელებულ საგამოძიებო მოქმედებებს. (იხ. მოწმეების: ზ---------–---ის, პ-------------ის და დ-------------–---–-ს ჩვენებები).
რაც შეეხება პოლიციელების ჩვენებების სანდოობას სასამართლო აღნიშნულთან დაკავშირებით განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამომძიებელი ვალდებულია გამოძიება აწარმოოს ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკა, რომლის თანახმადაც, პოლიციის თანამშრომლების ჩვენებების სანდოობას შეეხება, მიუთითებს პოლიციელების ჩვენების მცირე მტკიცებითი ძალაზე, თუ ისინი არ არის გამყარებული სხვა მტკიცებულებით (ოჩელკოვი რუსეთის წინააღმდეგ (Ochelkov v. Russia), განაცხადი no. 17828/05, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2013 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილების პუნქტი 90) სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში პოლიციელთა (ზ---------–---ე, პ-------------ი, დ-------------–---–-, შ-----–------------–ი, ს--------–----------ე, გ------------------ე) ჩვენებაში ეჭვის შეტანის არანაირი საფუძველი, პირადი ან სხვაგვარი ინტერესი არ გამოკვეთილა, მათი ჩვენები გამყარებულია სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილი სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულ ი-–-----------–---ის ჩვენებით, 2019 წლის 25 თებერვლის პირადი ჩხრეკის ოქმით, 2019 წლის 26 თებერვალს, გაცემული ექსპერტიზის N-------------- დასკვნით, (რომლის თანახმადაც, ნ----------–---ის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნივთიერება შეიცვას 7,4243 გრამ ,,ჰეროინს“ და 0,477 გრამ მორფინს (ფუძე)), 2019 წლის 15 ივლისს გაცემული N--------- დასკვნით, 2019 წლის 24 ივლისს გაცემული N--------- დასკვნით და დასკვნის გამცემი ექსპერტების ჩვენებებით.
სასამართლო N 8 პენიტენციური დაწესებულების 2-- საკნის ჩხრეკის მტკიცებულებად გაზიარებასთან დაკავშირებით განმარტავს, რომ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ზ---------–---ემ (იხ. ზ---------–---ის დაკითხვის ოქმი) განმარტა, რომ სასამართლოს N1--------- განჩინების საფუძველზე მოხდა N2-- საკნის ჩხრეკა, რომელსაც ესწრებოდა დაწესებულების უსაფრთხოების სამსახურის ოფიცერი (მ-------–-----–---–ი), ასევე ბრალდებული ნ----------–---ი, რაც ბრალდებულმა მის მიერ სასამართლო სხდომაზე ჩვენების მიცემის დროსაც დაადასტურა (იხ. ნ----------–---ის დაკითხვის ოქმი), გამომდინარე აქედან საკნის ჩხრეკის კანონიერების ეჭვქვეშ დაყენება და აღნიშნული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებების არ გაზიარება, მიუხედავად უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლის სასამართლო სხდომაზე არ დაკითხვისა სასამართლოს უსაფუძვლოდ მიაჩნია და ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ აღნიშნულ საგამოძიებო მოქმედებას ბრალდებული ნ----------–---ი ესწრებოდა, რაც მან სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურა, ამასთან მიუთითებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 78-ე მუხლის დანაწესზე, რომლის თანახმადაც დოკუმენტი ან ნივთიერი მტკიცებულება დასაშვები მტკიცებულებაა, თუ მხარეს შეუძლია მოწმედ დაკითხოს პირი, რომელმაც მოიპოვა/შექმნა იგი ან/და რომელთანაც ინახებოდა სასამართლოში წარდგენამდე, მოცემულ შემთხვევაში საქმეზე მოწმის სახით დაკითხულია ჩხრეკის ჩამტარებელი და ოქმის შემდგენი პირი - ზ---------–---ე.
სასამართლო 2019 წლის 24 ივლისს ექსპერტ შ-----------–-----ის მიერ გაცემულ ექსპერტიზის N--------- დასკვნასთან დაკავშირებით განმარტავს, რომ სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული ბრალდებულის პირადი ჩხრეკის ოქმის მიხედვით ნ----------–---ის ტანთ ჩაცმული მუქი ფერის ქურთუკის მარჯვენა ჯიბიდან ამოღებულ იქნა 01 ცალი მოყვითალო ფერის პოლიეთილენის თავმოლღობილი წონაკი მასში მოთავსებული ფხვიერი მასით, 01 ცალი მოლურჯო ფერის პოლიეთილენის თავმოლღობილი წონაკი მასში მოთავსებული ფხვიერი მასით, 02 ცალი მომწვანო ფერის პოლიეთილენის თავმოლღობილი წონაკი მასში მოთავსებული ფხვიერი მასით, ამოღებული ოთხივე წონაკი მოთავსდა პოლიეთილენის გამჭირვალე პარკში და დაილუქა კანონით დადგენილი წესით, ლუქს დაესვა თარიღი, ხელმოწერები და სისხლის სამართლის საქმის ნომერი. 2019 წლის 26 თებერვლის გამომძიებელ ზ---------–---ის დადგენილების საფუძველზე ზემოთაღნიშნული 04 წონაკი ,,ბაში“ დალუქული გამჭირვალე პოლიეთილენის პაკეტში გადაგზავნილ იქნა საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტში ქიმიური ექსპერტიზის ჩატარების მიზნით, რათა დადგენილიყო ნ----------–---ის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნივთიერებები (04 წონაკად) წარმოადგენდა თუ არა ნარკოტიკულ საშუალებას. აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტში ქიმიური ექსპერტიზის დეპარტამენტის ექსპერტების ი------------ს და ა-–---------------------ის, მიერ 2019 წლის 26 თებერვალს გაცემული დასკვნის მიხედვით: 1) ლურჯი ფერის პოლიეთილენის მილღობილთავიან ნაჭერში ერთ (1) ცალად, დაფასოებული ღია ყავისფერი ფხვნილისებური ნივთიერება გამომშრალ მდგომარეობაში, წონით-5,14 გრამი, შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ჰეროინს, რაოდენობით 3.0105 გრამს;
2) ყვითელი ფერის პოლიეთილენის მილღობილთავიან ნაჭერში ერთ (1) ცალად, დაფასოებული ყავისფერი ფხვნილისებური ნივთიერება გამომშრალ მდგომარეობაში, წონით-4,82 გრამი, შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ჰეროინს, რაოდენობით 2,7848 გრამს;
3) მწვანე ფერის პოლიეთილენის მილღობილთავიან ნაჭერში ორ (2) ცალად, დაფასოებული და თვით შესაფუთ პაკეტში ჩაყრილი ერთიანი ფიზიკური მახასიათებლების მქონე მოყავისფრო ფხვნილისებური ნივთიერება გამომშრალ მდგომარეობაში, შესაბამისად ქონებით-3,48 გრამი, 3,52 გრამი და 0,14 გრამი, საერთო წონით- 7,14 გრამი, შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ჰეროინს, საერთო რაოდენობით - 1,629 გრამს, ნარკოტიკულ საშუალება მორფინს (ფუძე), საერთო რაოდენობით- 0,477 გრამს და ნარკოტიკულ საშუალება კოდეინს (ფუძე), საერთო რაოდენობით-0,11 გრამს;
4) ექსპერტიზაზე წარმოდგენილი საშუალება ჰეროინის საერთო რაოდენობაა - 7,4243 გრამი.
ხოლო შემდგომ 2019 წლის 24 ივლისს გაცემულ იქნა ბიოლოგიური ექსპერტიზის დეპარტამენტის ექსპერტი შ-----------–-----ის მიერ N--------- დასკვნა, რომლის მიხედვითაც გამოკვლეულ იქნა პოლიეთილენის ნაჭრებიდან (წონაკებიდან) აღებული ანაწმენდებზე არსებული გენეტიკური პროფილი იდენტურია თუ არა ნ----------–---ის პირად თეთრეულზე, კბილის ჯაგრისზე, ფრჩხილის საჭრელზე არსებულ გენეტიკური პროფილისა? დასკვნის მიხედვით:
- პაკეტში, წარწერით: ,,...პოლიეთილენის ნაჭრებიდან აღებული ანაწმენდი...“
მოთავსებულ ლურჯი ფერის პოლიეთილენის ნაჭრიდან (ობ.N2) და მწვანე ფერის პოლიეთილენის ნაჭრიდან (ობ.N3) აღებულ ანაწმენდებზე არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის მამრობითი სქესის ერთსა და იმავე პირს. ყვითელი ფერის პოლიეთილენის ნაჭრიდან აღებულ ანაწმენდზე არსებული ბიომასალის (ობ.N1) შერეული გენეტიკური პროფილის მაჟორული წილი და ობ.N2,3-ის გენეტიკური პროფილი იდენტურია;
- პაკეტში, წარწერით: ,,...პოლიეთილენის ნაჭრები...“ მოთავსებულ:
მომწვანო ფერის პოლიეთილენის ფრაგმენტებზე არსებული ბიომასალის (ობ.N6) გენეტიკური პროფილი ეკუთვნის მამრობითი სქესის პირს და იდენტურია ობ.N2,3-ის გენეტიკური პროფილის.
- მოყვითალო ფერის პოლიეთილენს ფრაგმენტებზე არსებული ბიომასალის (ობ.N4)
შერეული გენეტიკური პროფილის მაჟორული წილი, მოლურჯო ფერის პოლიეთილენის ფრაგმენტებზე არსებული ბიომასალის (ობ. N5) შერეული გენეტიკური პროფილის ერთი წილი და ობ. N2,3,6-ის გენეტიკური პროფილი იდენტურია;
- პაკეტში, წარწერით: ,,...ფრჩხილის საკვნეტი...“ მოთავსებულ საკვნეტელზე არსებული
ბიომასალის (ობ.N7) შერეული გენეტიკური პროფილის მაჟორული წილი და პაკეტში, წარწერით: ,,... კბილის ჯაგრისი...“ მოთავსებულ კბილის ჯაგრისზე არსებული ბიომასალის (ობ. N8) გენეტიკური პროფილი ეკუთვნის მამრობითი სქესის ერთსა და იმავე პირს. ობ. N7-ის პროფილის მინორული წილი, იდენტიფიკაციისათვის არაინფორმატულია.
- ობ. N1,4,7 -ის პროფილების მაჟორული წილი, ობ. N2,3,6,8-ის პროფილი და ობ.N5-ის
პროფილის ერთი წილი ეკუთვნის მამრობითი სქესის ერთსა და იმავე პირს.
სასამართლო ზემოთ განხილულ ჩხრეკის ოქმსა და ექსპერტიზის დასკვნებზე დაყრდნობით განმარტავს, რომ მე-5 ობიექტი, რომელიც დასკვნაში არის მოხსენებული, წარმოადგენს პოლიეთილენის პაკეტს, რომელშიც ბრალდებულის პირადი ჩხრეკის დროს დაილუქა 04 წონაკი ,,ბაში“, რაც დგინდება 2019 წლის 26 თებერვალს, გაცემული ექსპერტიზის N-------------- დასკვნის გამოკვლევით ნაწილიდან, რომლის მიხედვითაც - ექსპერტიზაზე წარმოდგენილი მწვანე ფერის პოლიეთილენის მოლღობილთავიან ნაჭერებში ორ (02) ცალად დაფასოებული და თვით შესაფუთ პაკეტში ჩაყრილი ერთნაირი ფიზიკური მახასიათებლების მქონე მოყავისფრო ფხვნილისებური ნივთიერება გამომშრალ მდგომარეობაში, შესაბამისი წონებით - 3.48 გრამი და 0.14 გრამი, საერთო წონით 7.14 გრამი, შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ჰეროინს, საერთო რაოდენობით - 1,629 გრამს. ნარკოტიკულ საშუალება მორფინს (ფუძე), საერთო რაოდენობით -0.477 გრამს და ნარკოტიკულ საშუალება კოდეინს (ფუძე), საერთო რაოდენობით -0.11 გრამს. შესაბამისად სასამართლო მიიჩნევს, რომ დასკვნაში მე-5 ობიექტად მითითებული ნარკოტიკული ნივთიერება სწორედ მწვანე ფერის წონაკებიდან არის წარმოშობილი თვით შესაფუთ პაკეტში, რაზედაც მიუთითებს დასკვნაში მითითებული ჩანაწერი ნივთიერებათა ერთნაირი ფიზიკური მახასიათებლების შესახებ.
სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ასევე ბრალდებულის დაკითხვის დროს გამოთქმულ მოსაზრებაზე, რომ კბილის ჯაგრისი, რომელიც ამოღებულ იქნა საკნის (2-- საკანი) ჩხრეკის დროს არ არის მისი, ხოლო ფრჩხილის საჭრელი მისია და შესაბამისად კბილის ჯაგრისზე არსებული გენეტიკური პროფილი არ ეკუთვნის მას. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო ისევ მოიხმობს 2019 წლის 24 ივლისს გაცემულ N--------- დასკვნას სადაც მითითებულია, რომ
პაკეტში, წარწერით: ,,...ფრჩხილის საკვნეტი...“ მოთავსებულ საკვნეტელაზე არსებული
ბიომასალის (ობ.N7) შერეული გენეტიკური პროფილის მაჟორული წილი და პაკეტში, წარწერით: ,,... კბილის ჯაგრისი...“ მოთავსებულ კბილის ჯაგრისზე არსებული ბიომასალის (ობ. N8) გენეტიკური პროფილი ეკუთვნის მამრობითი სქესის ერთსა და იმავე პირს. ობ. N7-ის პროფილის მინორული წილი, იდენტიფიკაციისათვის არაინფორმატული. შესაბამისად ბრალდებულის აღნიშნული პოზიცია ვერ იქნება გაზიარებული სასამართლოს მხრიდან.
გარდა ზემოაღნიშნულისა, სასამართლო არადამაჯერებლად მიიჩნევს ბრალდებულ ნ----------–---ის ჩვენებას მისი დაკავებისა და პირადი ჩხრეკის საკითხებთან მიმართებაში, ვინაიდან, ის რადიკალურად ეწინააღმდეგება სასამართლოსთვის განსახილველად წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობას. ამასთან სასამართლო არადამაჯერებლად მიიჩნევს ნ----------–---ის მიმართ პოლიციელთა მხრიდან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულში მხილების მიზნით ორგანიზებულად მტკიცებულებათა ფალსიფიკაციის ფაქტს, რომლის მიზეზიც შეიძლება გამხდარიყო ნ----------–---ის ბიძის კონფლიქტი ვინმე „ვ----სთან“ (რომლიც ნ----------–---ის განმარტებით უნდა იყოს პოლიციის თანამშრომელი) ცხვრების საძოვარი ტერიტორიის გამო ან ხალხში გავრცელებული უსაფუძვლო ჭორი, რომ ის არის კრიმინალი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით დადგინდა, ნ----------–---ის მიერ ნარკოტიკულ საშუალებების: 0,477 გრამ მორფინის (ფუძე) და 7,4243 გრამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჰეროინის უკანონოდ შეძენა შენახვის ფაქტი.
სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებები, თითოეული მათგანი შეაფასა საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა დასკვნამდე, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, საკმარისია ბრალდებულ ნ----------–---ის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ქმედებაში დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ნ-----------–---ს შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ. შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცეს ასევე სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას.
სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. დანაშაულის ყველა კონკრეტულ შემადგენლობას აქვს კანონმდებლის მიერ განსაზღვრული კონკრეტული სანქციის ფარგლები. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს არამარტო ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, არამედ დამნაშავის პიროვნებასაც და გამოძიებასთან თანამშრომლობას.
სასამართლო განმარტავს, რომ სისხლის სამართლის პრინციპები კრიმინალიზაციის პროცესის მომწესრიგებელი ნორმატიული მოთხოვნებია, რომელსაც საქმიანობის პროცესში როგორც კანონმდებელი, ასევე სამართალშემფარდებელი (მოსამართლე) მკაცრად უნდა იცავდეს. სისხლის სამართლის ყველა პრინციპი საქმის განმხილველი მოსამართლის საქმიანობას უნდა განსაზღვრავდეს და განსაკუთრებით, ჩადენილი დანაშაულისთვის სასჯელის დანიშვნისას, მათ გადამწყვეტი მნიშვნელობა უნდა მიანიჭოს. მოსამართლემ სისხლის სამართლის კანონი მხოლოდ ამ პრინციპების ზედმიწევნითი დაცვით უნდა გამოიყენოს.
სასჯელის დანიშვნისას, სხვა ზოგად სამართლებრივი თუ სისხლის სამართლის პრინციპების დაცვით, სასამართლომ, უპირველეს ყოვლისა, უნდა იხელმძღვანელოს საერთაშორისოდ აღიარებული პრინციპით - „არ არსებობს სასჯელი კანონის გარეშე“ (nulla poena sine lege), რომლის მიხედვითაც დაუშვებელია სასჯელის განსაზღვრა, თუ არა კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში და დადგენილი წესით. ანალოგიურ მოთხოვნას აწესებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსიც, რომლის თანახმად, ქმედების დასჯადობა განისაზღვრება სისხლის სამართლის კანონით, რომელიც მოქმედებდა მისი ჩადენის დროს (სისხლის სამართლის კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილი). სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით (სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილი).სასამართლო აღნიშნავს, რომ სასჯელის გამოყენება უნდა მოხდეს მხოლოდ კანონით გათვალისწინებული კონკრეტული სანქციის საფუძველზე, ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით, რომელიც, თავის მხრივ, მიღებული და ამოქმედებულია კონსტიტუციითა და კანონმდებლობით დადგენილი საკანონმდებლო ნორმების დაცვით.
კანონიერების ზოგადსამართლებრივი პრინციპი სისხლის სამართალში ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად ვლინდება სასჯელის ასპექტით. სასჯელის სახეები ზუსტადაა ჩამოთვლილი სისხლის სამართლის ზოგად ნაწილში, ასევე კონკრეტულად არის მითითებული კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლების სანქციებში. ამდენად, გარდა ზემოაღნიშნული გამონაკლისებისა, თუ მხარეთა შორის არ არის მიღწეული საპროცესო შეთანხმება, ან თუ საკითხი არ ეხება კანონის უკუძალით ამოქმედებას, კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლის სანქციაში მოუხსენიებელი სასჯელის თვითნებურად გამოყენება, თუნდაც პასუხისმგებლობის შემსუბუქების კუთხით, დაუშვებელია, არ გამომდინარეობს მატერიალური სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული დანაწესიდან და პირდაპირ ეწინააღმდეგება კანონის გარეშე სასჯელის დანიშვნის აკრძალვის საერთაშორისო პრინციპს. საქართველოს კონსტიტუციის 63-ე მუხლის პირველი პუნქტი, რომლის თანახმად, მოსამართლე თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და ემორჩილება მხოლოდ კონსტიტუციასა და კანონს, კრძალავს სამოსამართლო სამართალს, როგორც სამართლის წყაროს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო განმარტავს რომ დემოკრატიულ სახელმწიფოში სასჯელის მიზანს ადამიანის ფიზიკური ტანჯვა და პირადი დასჯა არ წარმოადგენს. სასჯელი სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს ემსახურება. სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს მისი აღსრულების სამართლებრივი მექანიზმები, ანუ რამდენად აღსრულებადია დანიშნული სასჯელი, მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიჩნია რომ ბრალდებულის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების (სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია) მიღწევა შესაძლებელი იქნება ისეთი სახის სასჯელის დანიშვნით როგორიცაა თავისუფლების აღკვეთა 09 (ცხრა) წლის ვადით და ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული უფლებების შესაბამისი ხანგრძლივობით ჩამორთმევით.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 225-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით და და ”ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ ” საქართველოს კანონით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ-----------–---ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 09 (ცხრა) წლის ვადით;
3. ნ-----------–---ს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს მისი ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან 2019 წლის 25 თებერვლის 18:45 საათიდან;
ნ-----------–---ს ”ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ჩამოერთვას:
ა) საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება - 10 (ათი) წლის ვადით;
ბ) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება - 05 (ხუთი) წლის ვადით;
გ) საადვოკატო საქმიანობის უფლება - 05 (ხუთი) წლის ვადით;
დ) პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება - 05 (ხუთი) წლის ვადით;
ე) სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება- 05 (ხუთი) წლის ვადით;
ვ) პასიური საარჩევნო უფლება - 05 (ხუთი) წლის ვადით;
ზ) იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება - 05 (ხუთი) წლის ვადით,რის შესახებაც დაუყოვნებლივ ეცნობოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას;
9. ნ-----------–---ს ზემოთ აღნიშნული უფლებების ჩამორთმევის ვადის ათვლა დაეწყოს - განაჩენით დანიშნული საპატიმრო სასჯელის მოხდისთანავე;
3. ნ-----------–---ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს;
5. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის თანახმად, ნივთმტკიცებათა ბედი გადაწყდეს შემდეგნაირად: ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნარკოტიკული საშუალება, პოლიეთილენის ნაჭრები, აღნიშნული ნაჭრებიდან აღებული ანაწმენდები, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით;
საკნის ჩხრეკის დროს ამოღებული ნივთები, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მათ კანონიერ მფლობელ(ებ)ს;
6. განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;
7. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე მამია ფხაკაძე