განაჩენი

სისხლის სამართლის 03.05.2019
საქმის ნომერი
190100119002822011
თარიღი
03.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

ს------------------------------

რუსთავის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

03 მაისი, 2019 წელი ქ. რუსთავი

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია

მოსამართლე მამია ფხაკაძე

სხდომის მდივანი მერი ლაბარტყავა

 

ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - გ---------–---------ე;

 

დაცვის მხარე:

 

ბრალდებული - მ------------------------------------------–-------–-–------------------------------------------------------------–----------------------------–----------–------------–-----------–---------------------–---------------------–------------------------–----------------------------------------–---------–---–-----------------------------------

 

ადვოკატი - ი----------------ა;

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი);

 

სხდომის სახე - ღია

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

1.1. მ-------------ემ, რომელიც დაკავებული იყო ავტომობილებით ვაჭრობით და ეწეოდა ანაზღაურების სანაცვლოდ მსურველთათვის სადილერო კომპანიების მეშვეობით საზღვარგარეთ ავტომობილების შეძენას და საქართველოში ჩამოყვანას, განიზრახა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით მოტყუებით დაუფლებოდა მისი ნაცნობის დ------------------–---–ის კუთვნილ დიდი ოდენობით ფულად თანხას. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, 2018 წლის 24 მაისს მ-------------ე ტელეფონით დაუკავშირდა დ------------------–---–ს, რომელსაც სურდა ავტომობილის შეძენა და შესთავაზა აშშ-ში, ერთ-ერთ ავტოსალონში, სადილერო კომპანია ,,ლიონ ტრანსის“ საშუალებით 2015 წელს გამოშვებული ,,ტოიოტა ქამრის“ მარკის ავტომობილის შეძენა, ამასთან უთხრა, რომ ავტომობილის შესაძენად მისთვის სასწრაფოდ გადაერიცხა 9600 აშშ დოლარი, საიდანაც 9500 აშშ დოლარი იქნებოდა ავტომობილის საფასური, ხოლო 100 აშშ დოლარი მისი მომსახურეობის თანხა, დ-------------------–---–ი დათანხმდა მ-------------ის შეთავაზებას და იმავე დღეს თიბისი ბანკის საშუალებით გადაურიცხა 9600 აშშ დოლარი. მ-------------ეს აღნიშნული თანხით დ------------------–---–ისთვის ავტომობილი არ შეუძენია, თუმცა მას ატყუებდა, რომ ავტოსალონს, საიდანაც თითქოსდა შეიძინა ავტომობილი, საბუთებთან დაკავშირებით შეექმნა პრობლემები, რომლის მოგვარების შემდგომ მოხდებოდა ავტომობილის ტრანსპორტირება. 2018 წლის ივნისის შუა რიცხვებში დ------------------–---–მა მ-------------ეს მოსთხოვა თანხის უკან დაბრუნება, რის შემდეგაც მ-------------ემ მას შესთავაზა, რომ მისთვის გადახდილი თანხით, აუქციონზე იაფად შეუძენდა 2016 წელს გამოშვებულ ,,ტოიოტა ქამრის“ მარკის ავტომობილს, რასაც იგი დათანხმდა. აღნიშნულის შემდეგ, მ-------------ემ დ------------------–---–ს შეატყობინა, რომ 2018 წლის 27 ივნისს, აშშ-ში ერთ-ერთ აუქციონზე, მთლიანობაში 9200 აშშ დოლარად შეუძინა 2016 წელს გამოშვებული ავტომობილი ,,ტოიოტა ქამრი“, რომელიც საქართველოში იქნებოდა ორ თვეში. 2018 წლის 28 ივნისს, მ-------------ემ დ------------------–---–ს მეტი დამაჯერებლობისთვის დაუბრუნა ავტომობილის ვითომდა შეძენის შემდეგ დარჩენილი თანხა 400 აშშ დოლარი. რეალურად მ-------------ემ დ------------------–---–ს ავტომობილი არ შეუძინა და მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით მოტყუებით დაეუფლა დ------------------–---–ის კუთვნილ დიდი ოდენობით (9200 აშშ დოლარის ექვივალენტი) ფულად თანხას 22,531 ლარს.

 

1.2. მ-------------ემ, რომელიც დაკავებული იყო ავტომობილებით ვაჭრობით და ეწეოდა ანაზღაურების სანაცვლოდ მსურველთათვის სადილერო კომპანიების მეშვეობით საზღვარგარეთ ავტომობილების შეძენას და საქართველოში ჩამოყვანას, განიზრახა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით მოტყუებით დაუფლებოდა მისი ნაცნობის ბ----------------------–---–ის კუთვნილ დიდი ოდენობით ფულად თანხას. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, 2018 წლის 26 ივნისს მ-------------ე ტელეფონით დაუკავშირდა ბ----------------------–---–ს, რომელსაც სურდა ავტომობილის შეძენა და შესთავაზა აშშ-ში, აუქციონზე შეუძენდა და საქართველოში ჩამოუყვანდა ავტომობილს, რაზე იგი დათანხმდა. 2018 წლის 3 ივლისს, მ-------------ე ტელეფონით დაუკავშირდა ბ----------------------–---–ს და უთხრა, რომ მისთვის აშშ-ში ერთ-ერთ აუქციონზე, 4888 აშშ დოლარად შეძენილი ჰქონდა 2012 წელს გამოშვებული „ტოიოტა ქამრის“ მოდელის ავტომობილი და მეტი დამაჯერებლობისათვის სოციალურ ქსელში გადაუგზავნა აღნიშნული ავტომობილის აუქციონზე მოგების დამადასტურებელი დოკუმენტის ფოტოსურათი, ამასთან დაპირდა ავტომობილის პორტში მიყვანა და კონტეინერში ჩატვირთვა მოხდებოდა ათი დღის ვადაში. მ-------------ემ ბ----------------------–---–ს მოსთხოვა ავტომობილის შესაძენად გადსახდელი თანხიდან მისთვის გადაეხადა 2888 აშშ დოლარი, ხოლო დარჩენილ 2000 აშშ დოლარს მ-------------ე გაუქვითავდა თანხაში, რომელიც მას ბ----------------------–---–მა ასესხა 2018 წლის 26 ივნისს. 2018 წლის 4 ივლისს, ბ----------------------–---–მა მ-------------ის ანგარიშზე ჩაურიცხა „ტოიოტა ქამრის“ მოდელის ავტომობილის შესაძენად და საქართველოში ჩამოსაყვანად მოთხოვნილი თანხა 2900 აშშ დოლარი. 2018 წლის 6 ივლისს, მ-------------ე დედოფლისწყაროს რაიონში შეხვდა ბ----------------------–---–ს, რა დროსაც მას კვლავ შეთავაზა რომ აშშ-ში აუქციონზე შეუძენდა და საქართველოში ჩამოუყვანდა მეორე ავტომობილსაც, რაზეც იგი დათანხმდა, რისთვისაც მ-------------ეს ხელზე გადასცა მომსახურებისათვის წინასწარ მოთხოვნილი თანხა 100 აშშ დოლარი. 2018 წლის 9 ივლისს, მ-------------ე ტელეფონით დაუკავშირდა ბ----------------------–---–ს და აცნობა, რომ მისთვის აშშ-ში ერთ-ერთ აუქციონზე 1418 აშშ დოლარად შეიძინა 2011 წელს გამოშვებული „ტოიოტა პრიუსის“ მოდელის ავტომობილი. მ-------------ემ მეტი დამაჯერებლობისათვის ბ----------------------–---–ს სოციალურ ქსელში გადაუგზავნა ავტომობილის აუქციონზე მოგების დამადასტურებელი დოკუმენტის ფოტოსურათი. ამასთან დაპირდა, რომ ავტომობილის პორტში მიყვანა და კონტეინერში ჩატვირთვა მოხდებოდა ათი დღის ვადაში და მოსთხოვა ჩაერიცხა ავტომობილის შესაძენი თანხა. 2018 წლის 10 ივლისს, ბ----------------------–---–მა მ-------------ის ანგარიშზე ჩაურიცხა „ტოიოტა პრიუსის“ მოდელის ავტომობილის შესაძენად და საქართველოში ჩამოსაყვანად მოთხოვნილი თანხა 1420 აშშ დოლარი. რეალურად მ-------------ემ ბ----------------------–---–ს ავტომობილები არ შეუძინა და მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით მოტყუებით დაეუფლა ბ----------------------–---–ის კუთვნილ დიდი ოდენობით ფულად თანხას (4420აშშ დოლარი) 10,806 ლარს.

 

აღნიშნული ქმედებისთვის მ-------------ეს წარედგინა ბრალდება დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი);

 

2. მტკიცებულებათა ერთობლიობა და სამართლებრივი შეფასება:

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლი პასუხისმგებლობას აწესებს თაღლითობის ჩადენისათვის, რაც გულისხმობს მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლებას ან ქონებრივი უფლების მიღებას მოტყუებით, ანუ სხვისი ქონების დასაუფლებლად, დამნაშავე იყენებს მასა და დაზარალებულს შორის არსებულ ნდობას და ქონებას ეუფლება მოტყუების გზით. მოტყუებაში იგულისხმება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რაც სინამდვილეს არ შეესაბამება ანდა გარკვეული გარემოებების განზრახ დაფარვას აქვს ადგილი, ორივე შემთხვევაში კი შედეგად მესაკუთრე იღებს მისთვის საზიანო გადაწყვეტილებას. თაღლითობის სპეციფიკა იმაში მდგომარეობს, რომ გარეგნულად ქონების გადაცემა დამნაშავისათვის ხდება ნებაყოფლობით ქონების მესაკუთრის მიერ, რომელიც რეალურად შეცდომაშია შეყვანილი. მითითებული გარემოებების არსებობის შემთხვევაში კი სახეზეა კანონით გათვალისწინებული ქმედების, ანუ თაღლითობის შემადგენლობის ობიექტური და სუბიექტური ნიშნები.

 

მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულის ქმედებაში დანაშაულის შემადგენლობის ნიშნების არსებობას, სამართლებრივი შეფასება უნდა მიეცეს საქმის ფაქტობრივი გარემოებების შეფასების შედეგად და არა მხოლოდ მხარეთა სუბიექტური მოსაზრებები უნდა იქნეს მხედველობაში მიღებული. თაღლითობა განზრახ ჩადენილ დანაშაულთა კატეგორიას მიეკუთვნება, თავის მხრივ პირდაპირი განზრახვით ქმედების ჩადენა გულისხმობს როდესაც პირს გაცნობიერებული ჰქონდა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას და სურდა ეს შედეგი, ანდა ითვალისწინებდა ასეთი შედეგის განხორციელების გარდაუვალობას.

 

დანაშაულის ერთ-ერთი მაკვალიფიცირებელი გარემოებაა თაღლითობა ჩადენილი დიდი ოდენობით, აღნიშნული დანაშაულის მაკვალიფიცირებელ გარემოებასთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შენიშვნის პირველი პუნქტის თანახმად დიდ ოდენობად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 10 000 ლარის ზევით. იმის გათვალისწინებით, რომ მ-------------ის მართლსაწინააღმდეგო ქმედებით დ------------------–---–ს (დაზარალებული) მიადგა 22 531 ლარის, ხოლო ბ----------------------–---–ს (დაზარალებული) მიადგა 10 806 ლარის ოდენობით მატერიალური ზიანი, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულ მ-------------ეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის “ბ” პუნქტით (ორი ეპიზოდით) უნდა დაედოს მსჯავრი.

 

მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით და ბრალდებულ მ-------------ის აღიარებითი განმარტებებით დადგინდა, რომ მ-------------ე მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით მოტყუებით დაეუფლა დ------------------–---–ის კუთვნილ დიდი ოდენობით ფულად თანხას 22 531 ლარის ოდენობით და ბ----------------------–---–ის კუთვნილ დიდი ოდენობით ფულად თანხას 10 806 ლარის ოდენობით.

 

2019 წლის 02 მაისს, რუსთავის საქალაქო სასამართლოს კანცელარიის მეშვეობით საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 57-ე მუხლის საფუძველზე განცხადებით მომართეს აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე დაზარალებულად ცნობილმა ბ----------------------–---–მა და დ------------------–---–მა, რომლებიც განცხადებაში აღნიშნავენ, რომ ბრალდებულ მ-------------ის მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად მიადგათ დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი. გარდა იმ პირდაპირი ზიანისა, რაც ბრალდებულის ქმედების შედეგად მიადგათ, 2018 წლის 24 მაისს სს ,,თიბისი ბანკსა“ და დ------------------–---–ს შორის გაფორმებულ იქნა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც ბანკიდან სესხის სახით დ------------------–---–მა აიღო თანხა 8150.00 ლარის ოდენობით. წლიური 12% საპროცენტო განაკვეთით. კრედიტი დღევანდელი მდგომარეობითაც არის მიმდინარე და იხდის, როგორც ძირ თანხას, ასევე სესხზე დარიცხულ პროცენტს. ბანკიდან აღებული თანხა აშშ დოლარში გადასცა მ-------------ეს ავტომანქანის შესაძენად.

 

მოცემულ შემთხვევაში ბრალდებული მ-------------ე დანაშაულის ჩადენის დღიდან დღემდე არათუ ცდილობს აანაზღაუროს მიყენებული ზიანი და შეურიგდეს დაზარალებულს, უფრო მეტიც, პირად საუბრებში განმარტავს, რომ სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული ითვალისწინებს სასჯელის სახით ჯარიმას და სასამართლოს მიერ სასჯელის სახით განსაზღვრული ჯარიმა იქნება ბევრად უფრო ნაკლები, ვიდრე ასანაზღაურებელი ზიანი. მან ასევე განუმარტა, რომ პირველად არის სამართალში, დანაშაულს აღიარებს, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ცნო უდავოდ, აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე ბრალდებული დარწმუნებულია, რომ სასამართლო მიიღებს მის მიმართ განაჩენს და სასჯელის სახით განესაზღვრება ჯარიმა.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე დაზარალებულები ითხოვენ, ბრალდებულის მიმართ სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლომ გაითვალისწინოს მათი პოზიცია. ბრალდებულ მ-------------ის განმარტება მათ აძლევს საფუძვლიანი ეჭვის საფუძველს, რომ მის მიერ ჩადენილი დანაშაულის აღიარება და მონანიება არ არის გულწრფელი და მიმართულია მხოლოდ და მხოლოდ მოსაჩვენებლად იმ განზრახვით, რომ სასმართლომ შეუმსუბუქოს სასჯელი. მისი რეალური ქმედებებიდან გამომდინარე, ნათელია ის ფაქტი, რომ იგი არ არის განმსჭვალული მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. მიუხედავად არაერთი თხოვნისა და სხვადასხვა წინადადებების შეთავაზებისა, როგორმე რაიმე ფორმით აენაზღაურებინა მიყენებული ზიანი, იგი (მ-------------ე) შემოიფარგლება მხოლდ და მხოლოდ ცრუ დაპირებებით. მ-------------ემ დანაშაული ჩადენის დღიდან დღემდე დ------------------–---–ს აუნაზღაურა მიყენებული ზიანის მესამედი ნაწილი, რაც შეადგენს 3500 აშშ დოლარს და ასანაზღაურებელი დარჩა 5700 აშშ დოლარი, ხოლო რაც შეეხება მეორე დაზარალებულს ბ----------------------–---–ს მისთვის დღემდე ერთი ცენტიც კი არ აუნაზღაურებია (ბ. ფ----------–---–ისთვის მიყენებული ზიანი შეადგეს 6400 აშშ დოლარს). მ-------------ე ღრმად არის დარწმუნებული და განმარტავს, რომ სასამართლოს მიერ სასჯელის სახით დანიშნულ ჯარიმას როგორმე გადაიხდის, ხოლო მიყენებული ზიანის ანაზღაურება რეალურად არ სურს.

 

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით დაცული და გარანტირებული სამართლიანი სასამართლოს განხილვის უფლებიდან გამომდინარე, იმედს იტოვებენ და ღრმად არიან დარწმუნებულები, რომ სასამართლო არის ობიექტური, მიუკერძოებელი, სამართლიანი და დაზარალებულთა პოზიციის გათვალისწინებით ითხოვენ მ-------------ეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის განესაზღვროს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც დაკავშირებული იქება თავისუფლების აღკვეთასთან.

 

სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებები არ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადავოდ და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” პუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მრავალჯერ აქვს აღნიშნული, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი იცავს პირის უფლებას სამართლიან სასამართლო განხილვაზე, აღნიშნული მუხლი არ ადგენს მტკიცებულებათა დასაშვებობის წესებს. ეს უკანასკნელი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის პრეროგატივაა, ხოლო ევროპული სასამართლოს ფუნქციაა მთლიანობაში სამართალწარმოების სამართლიანობის შეფასება (იხ. საქმე ფრამკინი რუსეთის წინააღმდეგ (Frumkin v. Russia), განაცხადი no. 74568/12, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2016 წლის 5 იანვრის გადაწყვეტილების პუნქტი 159). ამასთან, ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები, ან განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (ბულიჩევი რუსეთის წინააღმდეგ (Bulychevy v. Russia), განაცხადი no. 24086/04, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილების პუნქტი 32).

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. ამავე კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას, ან წარდგენილ ბრალდებაში გამართლებას უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. მტკიცებულებათა შეფასების პროცესში სასამართლო „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით ხელმძღვანელობს (Ireland v. The United Kingdom, § 161).

 

სასამართლომ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შეისწავლა და გაანალიზა რა სასამართლოს მიერ გამოკვლევის გარეშე მიღებული, პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ აღნიშნული ეჭვის გამომრიცხავი, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა (მოწმეების: დ------------------–---–ის, ბ----------------------–---–ის, ა---------–-------------–---–------------------–-–---–--------------------–-–---–-----------–---–---–-----------–----–---–---------------------–---------------------–---–-ს გამოკითხვის ოქმები, მოწმე დ------------------–---–ის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია, თ-------------ის მიმართვის წერილი დანართით, მობილური ტელეფონიდან გამოთხოვილი ინფორმაცია, დათვალიერების ოქმები, გრაფიკული ექსპერტიზის დასკვნა, დ------------------–---–ისაგან ქვითრების ამოღების ოქმი, მ-------------ის აღიარება და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები) ერთობლიობა მ-------------ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.

 

ამდენად, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ მ-------------ემ ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედება.

 

3. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

მ-------------ის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, მ-------------ეს დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

 

4. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ. შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. მოცემულ შემთხვევაში, სასჯელის კონკრეტული სახისა და ზომის განსაზღვრისას სასამართლო ყურადღებას მიაქცევს სასჯელის შემსუბუქების კუთხით იმ გარემოებას, რომ ბრალდებული აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს.

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ასევე ყურადღებას მიაქცეს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას.

სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. დანაშაულის ყველა კონკრეტულ შემადგენლობას აქვს კანონმდებლის მიერ განსაზღვრული კონკრეტული სანქციის ფარგლები. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს არამარტო ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, არამედ დამნაშავის პიროვნებასაც და გამოძიებასთან თანამშრომლობას.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სისხლის სამართლის პრინციპები კრიმინალიზაციის პროცესის მომწესრიგებელი ნორმატიული მოთხოვნებია, რომელსაც საქმიანობის პროცესში როგორც კანონმდებელი, ასევე სამართალშემფარდებელი (მოსამართლე) მკაცრად უნდა იცავდეს. სისხლის სამართლის ყველა პრინციპი საქმის განმხილველი მოსამართლის საქმიანობას უნდა განსაზღვრავდეს და განსაკუთრებით, ჩადენილი დანაშაულისთვის სასჯელის დანიშვნისას, მათ გადამწყვეტი მნიშვნელობა უნდა მიანიჭოს. მოსამართლემ სისხლის სამართლის კანონი მხოლოდ ამ პრინციპების ზედმიწევნითი დაცვით უნდა გამოიყენოს.

 

სასჯელის დანიშვნისას, სხვა ზოგადსამართლებრივი თუ სისხლის სამართლის პრინციპების დაცვით, სასამართლომ, უპირველეს ყოვლისა, უნდა იხელმძღვანელოს საერთაშორისოდ აღიარებული პრინციპით - „არ არსებობს სასჯელი კანონის გარეშე“ (nulla poena sine lege), რომლის მიხედვითაც დაუშვებელია სასჯელის განსაზღვრა, თუ არა კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში და დადგენილი წესით. ანალოგიურ მოთხოვნას აწესებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსიც, რომლის თანახმად, ქმედების დასჯადობა განისაზღვრება სისხლის სამართლის კანონით, რომელიც მოქმედებდა მისი ჩადენის დროს (სისხლის სამართლის კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილი). სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით (სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილი). სასამართლო აღნიშნავს, რომ სასჯელის გამოყენება უნდა მოხდეს მხოლოდ კანონით გათვალისწინებული კონკრეტული სანქციის საფუძველზე, ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით, რომელიც, თავის მხრივ, მიღებული და ამოქმედებულია კონსტიტუციითა და კანონმდებლობით დადგენილი საკანონმდებლო ნორმების დაცვით.

 

კანონიერების ზოგად სამართლებრივი პრინციპი სისხლის სამართალში ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად ვლინდება სასჯელის ასპექტით. სასჯელის სახეები ზუსტადაა ჩამოთვლილი სისხლის სამართლის ზოგად ნაწილში, ასევე კონკრეტულად არის მითითებული კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლების სანქციებში. ამდენად, გარდა ზემოაღნიშნული გამონაკლისებისა, თუ მხარეთა შორის არ არის მიღწეული საპროცესო შეთანხმება, ან თუ საკითხი არ ეხება კანონის უკუძალით ამოქმედებას, კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლის სანქციაში მოუხსენიებელი სასჯელის თვითნებურად გამოყენება, თუნდაც პასუხისმგებლობის შემსუბუქების კუთხით, დაუშვებელია, არ გამომდინარეობს მატერიალური სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული დანაწესიდან და პირდაპირ ეწინააღმდეგება კანონის გარეშე სასჯელის დანიშვნის აკრძალვის საერთაშორისო პრინციპს. საქართველოს კონსტიტუციის 63-ე მუხლის პირველი პუნქტი, რომლის თანახმად, მოსამართლე თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და ემორჩილება მხოლოდ კონსტიტუციასა და კანონს, კრძალავს სამოსამართლო სამართალს, როგორც სამართლის წყაროს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ სამართლიანობის აღდგენის კუთხით მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პირის მსჯავრდება ჩადენილი ქმედებისათვის, არამედ ამ ქმედებისათვის ადეკვატური სასჯელის განსაზღვრაც, რამაც უნდა მოახდინოს დაზარალებულებისათვის მიყენებული უფლებების დარღვევის კომპენსირება. სასამართლო სასჯელის სამართლიანობასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა ბრალდებულმა გააცნობიეროს დანაშაულის საფრთხე, აგრეთვე თუ რა ზეგავლენა იქონია მისმა ქმედებამ დაზარალებულზე, იფიქროს წარსულ შეცდომებზე და შეცვალოს ცხოვრების წესი.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო ითვალისწინებს რა ბრალდებულ მ-------------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებს, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, დაზარალებულ დ------------------–---–ს ნაწილობრივ აუნაზღაურა მიყენებული ზიანი და ამასთან მის მიერ ჩადენილ დანაშაულის საზოგადოებრივ საფრთხესა და ხასიათს, ასევე დაზარალებულების პოზიციას - მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების (სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია) მიღწევა შესაძლებელი იქნება ისეთი სასჯელის დანიშვნით, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი მისთვის, რათა უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა და გასაკიცხაობის ხარისხი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 225-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. მ-------------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (დ------------------–---–ის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 წლის ვადით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილისა და 64-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე სასჯელის ნაწილი თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლით განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით, 02 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით;

 

მ-------------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (ბ----------------------–---–ის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 წლის ვადით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილისა და 64-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე სასჯელის ნაწილი თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლით განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით, 02 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად საბოლოო სასჯელის დანიშვნისას თანაბარი სასჯელების დანიშვნისას ერთი სასჯელი შთანთქავს მეორეს კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით - ბ----------------------–---–ის ეპიზოდისთვის დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით - დ------------------–---–ის ეპიზოდისთვის დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ მ-------------ეს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 წლის ვადით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილისა და 64-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე სასჯელის ნაწილი თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლით განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით, 02 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით;

 

2. განაჩენის აღსრულების მიზნით მსჯავრდებული მ-------------ე დაკავებულ იქნას სასამართლო სხდომის დარბაზში.

 

3. მ-------------ეს თავისუფლებს აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს მისი ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან და მოთავსებულ იქნას საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სასჯელაღსრულებისა და პრობაციის დეპარტამენტის შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში;

 

3. მ-------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს, ასევე გაუქმდეს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაოს თანხის უზრუნველყოფის მიზნით რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 19 იანვრის განჩინებით მურადი თებიძის ( პ/ნ 61006063257) საკუთრებაში არსებული უძრავ ქონებაზე (მდებარე ხულოს რაიონი, კურორტი ბეშუმი (საკადასტრო კოდი N23.14.35.287 დაზუსტებული ფართობი 76.00 კვ.მ , შენობა-ნაგებობ(ებ)ის საერთო ფართი 57.88) დადებული ყადაღა;

 

4. ,,არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-ე მუხლის საფუძველზე, სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ, მსჯავრდებულ მ-------------ეს დაეკისროს მოვალეობა - პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ხოლო კონტროლი მის ყოფაქცევაზე დაევალოს პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოს - პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;

 

5. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის თანახმად, ნივთმტკიცებათა ბედი გადაწყდეს შემდეგნაირად: ბ----------------------–---–ის მობილური ტელეფონიდან გამოთხოვილი ინფორმაცია ერთ დისკზე, დ------------------–---–ის მობილური ტელეფონიდან გამოთხოვილი ინფორმაცია ერთ დისკზე და ეროვნული ბანკის მეშვეობით საქართველოს კომერციული ბანკებიდან გამოთხოვილი ინფორმაცია ორ დისკზე, ექსპერტიზიდან გადმოგზავნილი ორი კონვერტი, რომლებიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს შენახულ იქნას საქმის შენახვის ვადით.

 

6. განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;

 

7. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე მამია ფხაკაძე