განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1/500-18
(#012040418001)
რუსთავის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
29 მაისი 2019 წელი, ქ. რუსთავი
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია
მოსამართლე მამია ფხაკაძე
სხდომის მდივანი ქეთევან ინასარიძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ა-----------–---–-;
დაცვის მხარე:
ბრალდებული - დ-----------------------–-----------------–-------–-–-------------------------–----------–-------------------------------------------------–-----------------------------–----------–-------–----–----------–---------------------–---------------------–------------------------–----------------------------------–------------------------;
ადვოკატი - მ----------;
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,, ბ “ ქვეპუნქტით;
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
ბრალდების დადგენილების მიხედვით: 2018 წლის 14 იანვარს, პ---------------–---–მა ავტომობილის ყიდვის დროს გაიცნო დ-------------–--ე, რის შემდეგაც დ-------------–--ემ და პ---------------–---–მა განაგრძეს ერთმანეთთან სახელშეკრულებო ურთიერთობები. პ---------------–---–თან ურთიერთობისას დ-------------–--ისთვის ცნობილი გახდა, რომ პ---------------–---–ი დაინტერესებული იყო ავტომობილების ყიდვა-გაყიდვით. დ-------------–--ემ რამდენიმე სახელშეკრულებო ურთიერთობა ჩამოაყალიბა პ---------------–---–თან, რითაც მოიპოვა მისი ნდობა. 2018 წლის მარტში პ---------------–---–ის კუთვნილი ავტომობილების რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხის მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრების მიზნით, დ-------------–--ემ პ---------------–---–ს შესთავაზა, რომ გააყიდინებდა მის კუთვნილ ორ ავტომობილს, ,,NISSAN MICRA-ს“ სახელმწიფო ნომრით Q-------- 3000 აშშ დოლარად და ,,BMW X5-ს“ სახელმწიფო ნომრით T-------- 5500 აშშ დოლარად. დ-------------–--ემ პ---------------–---–ს ასევე უთხრა, რომ ავტომობილების გაყიდვის შედეგად, თითო ავტომობილის გაყიდვის საფასურად დაიტოვებდა 100 აშშ დოლარს. შეთანხმების შესაბამისად, დ-------------–--ეს ავტომობილების გაყიდვა უნდა შეეტყობინებინა პ---------------–---–ისათვის და თანხა უშუალოდ უნდა აეღო პ---------------–---–ს.
აღნიშნული პირობით პ---------------–---–მა დ-------------–--ეს 2018 წლის 21 თებერვალს ავტომანქანა ,,BMW X5 “ სახელმწიფო ნომრით T-------- გაატანა გასაყიდად, ხოლო 2018 წლის 29 მარტს ასევე გასაყიდად გაატანა ავტომანქანა ,,NISSAN MICRA“ სახელმწიფო ნომრით Q--------. 2018 წლის მარტში დ-------------–--ემ მყიდველს გ--------------ს გადასცა ,,BMW X5 “ სახელმწიფო ნომრით T-------- ავტომობილი და მისგან აიღო თანხა 4000 აშშ დოლარი, გ--------------ს კი უთხრა, რომ ავტომობილის მესაკუთრე არ იმყოფებოდა საქართველოში და ავტომობილს მოგვიანებით გადაუფორმებდა. დ-------------–--ემ პ---------------–---–ს ავტომობილის გაყიდვის ფაქტი დაუმალა და მას ატყუებდა, რომ ავტომობილი ისევ რუსთავის ავტო ბაზრობაზე ჰქონდა გასაყიდად განთავსებული.
2018 წლის 31 მარტს დ-------------–--ემ ქ. ბათუმში მყიდველ თ--------------------ზე გაყიდა პ---------------–---–ის კუთვნილი ავტომობილი ,,NISSAN MICRA“ სახელმწიფო ნომრით Q--------, რის შემდეგაც, დ-------------–--ე პ---------------–---–ს დაუკავშირდა და უთხრა, რომ პირველ აპრილს დაბრუნდებოდა თბილისში და გადასცემდა კუთვნილ თანხას. ორივე ავტომობილის გაყიდვის შემდეგ, 2018 წლის 01 აპრილს, დ-------------–--ემ გამორთო კუთვნილი მობილური ტელეფონი და დატოვა საქართველოს ტერიტორია.
აღნიშნული ქმედებებით დ-------------–--ე მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა პ---------------–---–ის ავტომობილების რეალიზაციის შედეგად მიღებულ თანხას, რითაც პ---------------–---–ს მიაყენა 25 297 ლარის (8500 აშშ დოლარის) დიდი ოდენობით ზიანი.
აღნიშნული ქმედებისთვის დ-------------–--ეს წარედგინა ბრალდება დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით ;
2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
საქმეში არსებული გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათის, ფორმა N1-ს მიხედვით: სისხლის სამართლის N012040418001 საქმეზე გამოძიება დაიწყო 2018 წლის 04 აპრილს, დანაშაულის ნიშნებით, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით. ბარათი შედგენილია გამომძიებელ ლ-----------ს მიერ. (ტ. 1. სფ. 1)
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა დაზარალებული პ---------------–---–ი, რომელმაც განმარტა, რომ 2017 წლის ნოემბერში, ოჯახში დამატებითი შემოსავლის მიღების მიზნით გადაწყვიტა მცირე სამეწარმეო საქმიანობის დაწყება, კერძოდ, რამდენიმე ავტომობილის შეძენა და გაქირავება. აღნიშნული მიზნით გაყიდა მის საკუთრებაში არსებული ძვირად ღირებული საცხოვრებელი ბინა და აღებული თანხით შეიძინა შედარებით პატარა ზომის ბინა, გაისტუმრა ვალები, ხოლო დარჩენილი თანხით გადაწყვიტა მანქანების შეძენა შემდგომი გაქირავების მიზნით. მოწმის განმარტებით ამავე პერიოდში დაიწყო მძღოლის ძებნა, რომელსაც მიაქირავებდა ა/მანქანას საბოლოო შესყიდვით. პირველად შეარჩია მოქალაქე ე-–---------------–---–ი, რომელიც ავრცელებდა განცხადებას, რომ ეძებდა დასაქირავებლად ა/მანქანას. შეხვედრისას პ---------------–---–მა, ე-–---------------–---–ს შესთავაზა თავის პირობები, რომ იყიდიდა მისთვის სასურველ ა/მანქანას დაახლოებით 3000-4000 აშშ დოლარის ფარგლებში და თვეში გამოართმევდა 300 ლარს , ხოლო 5 წლის შემდეგ მანქანას გადასცემდა პირად საკუთრებაში. ე-–---------------–---–ი დათანხმდა პ---------------–---–ის შეთავაზებას და ე-–---------------–---–მა დაიწყო მისთვის სასურველი ა/მანქანის ძებნა. მოწმის განმარტებით 2018 წლის 14 იანვარს, მას დაუკავშირდა ე-–---------------–---–ი და უთხრა, რომ ნახა 2004 წელს გამოშვებული ა/მანქანა ,,BMW X5“, რომელიც ღირდა 5500 აშშ დოლარი. ვინაიდან, ე-–---------------–---–ს ძალიან სურდა აღნიშნული ა/მანქანის შეძენა პ---------------–---–ი დათანხმდა და 2014 წლის 14 იანვარს ე-–---------------–---–თან ერთად ჩავიდა რუსთავის ავტო ბაზრობაზე, სადაც შეხვდნენ დ-------------–--ეს, რომელსაც პ---------------–---–მა ხელზე გადაუხადა 5500 აშშ დოლარი და ნაყიდი ა/მანქანა გაიფორმა თავის სახელზე. პ---------------–---–მა საუბრისას დ-------------–--ეს უთხრა, რომ გასაქირავებლად კიდევ სურდა ერთი ა/ მანქანის შეძენა, რაზეც დ-------------–--ემ უთხრა, რომ თავად იპოვიდა მისთვის სასურველ მანქანას და თავადვე იქირავებდა თვეში 300 ლარად, ა/მანქანის საბოლოო შესყიდვით. ვინაიდან, პ---------------–---–ისთვის მისაღები იყო დ-------------–--ის პირობა ისინი შეთანხმდნენ. 2018 წლის 2 თებერვალს, დ-------------–--ემ შეატყობინა პ---------------–---–ს, რომ მოძებნა მისთვის სასურველი ა/მანქანა ,,ნისან მიკრა“, რომელიც იყიდებოდა 2900 აშშ დოლარად. 2018 წლის 03 თებერვალს პ. მ-------–---–- მივიდა რუსთავში მდებარე ავტო ბაზრობაზე, სადაც შეხვდა დ-------------–--ეს და 2900 აშშ დოლარად შეიძინა ა/მანქანა ,,ნისან მიკრა“, რომელიც ასევე გადაიფორმა თავის სახელზე, თუმცა ა/მანქანა შეთანხმებისამებრ გადასცა დ-------------–--ეს. 2018 წლის 05 თებერვალს ქ.თბილისში, ერთ-ერთ სანოტარო ბიუროში დ-------------–--ესა და პ---------------–---–ს შორის შედგა 5 წლიანი ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც დ-------------–--ე კისრულობდა ვალდებულებას 5 წლის განმავლობაში, ყველი თვის შესაბამის რიცხვში 300 ლარი გადაეხადა პ---------------–---–ისთვის, ხოლო 5 წლის შემდეგ ხელშეკრულების საგნად მოხსენებულ ა/მანქანას საკუთრებაში გადასცემდა დ-------------–--ეს. მოწმის განმარტებით ე-–---------------–---–თან დადებული ზეპირსიტყვიერი შეთანხმების თანახმად, ე-–---------------–---–ს 7 წლის განმავლობაში, ყოველთვიურად უნდა გადაეხადა პ---------------–---–ისთვის 300 ლარი და ამ პერიოდის გასვლის შემდეგ მისთვის ქირით გადაცემულ ,,BMW X5“ მარკის ა/მანქანას გადაუფორმებდა პირად საკუთრებაში. აღნიშნული შეთანხმება მათ ნოტარიულად არ გაუფორმებიათ, ვინაიდან, ე-–---------------–---–ი ითხოვდა გარკვეულ დროს, რათა შეემოწმებინა შეძლებდა თუ არა ,,BMW X5“-თ მუშაობას და თუ ვერ იმუშავებდა მალევე დააბრუნებდა ნაქირავებ ა/მანქანას. გარკვეული დროის შემდეგ, ვინაიდან ე-–---------------–---–მა ვერ ამუშავა ,,BMW X5“ მარკის ავტომანქანა, მოითხოვა მისი პ---------------–---–ისთვის დაბრუნება. პ---------------–---–მა, დ-------------–--ის რჩევით გადაწყვიტა, რომ დ-------------–--ეზე გაქირავებული ა/მანქანა ,,ნისან მიკრა“ 4 წლის ვადით ყოველთვიურად 300 ლარის გადახდის ვალდებულებით მიაქირავებინა ე-–---------------–---–ისთვის, ხოლო ,,BMW X5“ გაეყიდა. მოწმის განმარტებით დ-------------–--ემ თვითონვე შესთავაზა, რომ ე-–---------------–---–ის მიერ მობრუნებულ ,,BMW X5“ მარკის ა/მანქანას თვითონ გაყიდიდა და ამასთან საყიდლად შეარჩევდა ახალ ავტომობილსაც. შეთანხმებისამებრ 2018 წლის 21 თებერვალს, დ-------------–--ემ ა/მანქანა ,,BMW X5“ გასაყიდად გააჩერა ქ.რუსთავში მდებარე ა/ბაზრობაზე, ხოლო პ---------------–---–ისთვის შესასყიდად შეარჩია ა/მანქანა ,,ტოიოტა ისტი“, რომელიც ღირდა 3300 აშშ დოლარი და რომელსაც ყიდიდა დ-------------–--ის მეზობელი ნ-------------–---–ი. პ---------------–---–მა ამ შემთხვევაშიც დაუჯერა დ-------------–--ეს და მის მიერ შეთავაზებული ავტომანქანა შეიძინა 3200 აშშ დოლარად და ქირით გადასცა ისევ დ-------------–--ეს. 2018 წლის 28 მარტს, ე-–---------------–---–მა დააბრუნა ,,ნისან მიკრა“-ს მარკის ა/მანქანაც, რადგან ვერც მითითებული ა/მანქანით შეძლო მუშაობა და გადაწყვიტა საზღვარგარეთ წასვლა. იმის გამო, რომ „ნისან მიკრას“ მარკის ავტომანქანაც დ-------------–--ის შეძენილი იყო პ---------------–---–მა მასვე სთხოვა მისი გაყიდვა.
მოწმის განმარტებით, დ-------------–--ე დაპირდა, რომ გასაყიდად გადაცემულ „ნისან მიკრას“ მარკის ა/მანქანას, გაყიდიდა ქ. ბათუმში, ვინაიდან იქ ყავდა კლიენტი. 2018 წლის 29 მარტს დ-------------–--ემ წაიყვანა ა/მანქანა ,,ნისან მიკრა“ ქ. ბათუმში და 31 მარტს პ---------------–---–ს შეატყობინა, რომ ა/მანქანა გაყიდა 3100 აშშ დოლარად, 01 აპრილს ჩავიდოდა ქ. თბილისში და მიუტანდა მანქანის რეალიზაციით მიღებულ თანხას 3000 აშშ დოლარს, ხოლო 100 აშშ დოლარს დაიტოვებდა მომსახურების სანაცვლოდ, რაზეც პ---------------–---–ი დათანხმდა. მოწმემ დამატებით განმარტა, რომ ა/მანქანის ქირას დ-------------–--ე ურიცხავდა პირად ანგარიშზე. მოწმის განმარტებით, 01 აპრილს ის დაუკავშირდა დ-------------–--ეს ტელეფონით და ჰკითხა წამოვიდა, თუ არა ბათუმიდან, რაზეც მან უპასუხა, რომ მალე წამოვიდოდა, თუმცა რამდენიმე საათის შემდეგ მან ვეღარ შეძლო დ-------------–--ესთან დაკავშირება, რადგან მას გამორთული ჰქონდა მობილური ტელეფონი. 04 აპრილს, ვინაიდან პ---------------–---–ი ვერ ახერხებდა დ-------------–--ესთან დაკავშირებას, ჩავიდა რუსთავის ა/ბაზრობაზე, რათა წაეყვანა მისი კუთვნილი ,,BMW X5“ -ის მარკის ავტომანქანა, რომელიც გასაყიდად ჩაბარებული ჰყავდა დ-------------–--ისათვის. ავტობაზრობაზე მისვლისას პ---------------–---–ი მივიდა მე-15 სექციასთან, სადაც უნდა მდგარიყო მისი ა/მანქანა, თუმცა გაარკვია, რომ აღნიშნული ა/მანქანა დ-------------–--ეს გაყვანილი ჰყავდა 2018 წლის 10 მარტს და მის შემდეგ აღარ დაუბრუნებია. ვინაიდან, ვეღარ ახერხებდა დ-------------–--ესთან დაკავშირებას პ---------------–---–მა აღნიშნული ფაქტის შესახებ შეატყობინა პოლიციას. თავის მხრივ მივიდა დ-------------–--ის სახლში, სადაც ის არ დახვდა, თუმცა მისმა ქალიშვილმა მაშინვე დაუბრუნა ,,ტოიოტა ისტის“ მარკის ა/მანქანა, რომელიც დ-------------–--ეს სახლში ჰყავდა დატოვებული. ასევე გამოძიების მიმდინარეობისას დაიბრუნა მისი კუთვნილი „BMW X5“ მარკის ავტომანქანა.
მოწმემ დამატებით განმარტა, რომ ნდობის მოპოვების მიზნით დ-------------–--ე ცდილობდა მის ოჯახთან დაახლოებას, მიდიოდა მასთან სახლში, სახლში სტუმრობისას მის შვილს მიუტანა სათამაშო. მისგან ვერ წარმოედგინა, თუ მოატყუებდა რამეს, ბრმად ენდო. (ტ.2. ს.ფ. 78-82)
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა, გ--------------, რომელმაც განმარტა, რომ 2018 წლის მარტის დასაწყისში, ა/მანქანის შესყიდვის მიზნით იმყოფებოდა რუსთავის ავტო ბაზრობაზე, სადაც გაიცნო დ-------------–--ე, რომელიც ბაზრობის მე-7 პავილიონთან, 5500 აშშ დოლარად ყიდიდა თავის ,,BMW X5“ მარკის, შავი ფერის ავტომანქანას ( სახელმწიფო სანომრე ნიშნით T--------). გ--------------მ სთხოვა დ-------------–--ეს დაეკლო მისთვის ა/მანქანის ფასი. დ-------------–--ემ შესთავაზა ა/მანქანის 4000 აშშ დოლარად მიყიდვა, რაზედაც გ-------------- დათანხმდა და უთხრა, რომ შეამოწმებდა ავტომობილს და თუ მოეწონებოდა იყიდიდა. გ--------------ს შემოწმების შემდეგაც მოეწონა დ-------------–--ის მიერ შეთავაზებული ავტომანქანა და გადაწყვიტა ეყიდა. ავტომანქანის გადაფორმების საკითხის განხილვისას დ-------------–--ემ შეატყობინა გ--------------ს, რომ ავტომობილი გაფორმებული იყო, მისი მეწყვილის სახელზე, რომელიც წასული იყო სხვა ავტომობილის ჩამოსაყვანად გერმანიაში და რამდენიმე დღე არ ჩამოვიდოდა. რადგან დ-------------–--ეს ბაზრობაზე სხვა ავტომანქანებიც ჰყავდა გასაყიდი, გ--------------ს ეჭვი არ შეუტანია მის სიტყვებში და გადაწყვიტა შეეძინა ავტომობილი. დ-------------–--ემ გადასცა ავტომობილის სარეგისტრაციო მოწმობა და უთხრა, რომ მისი მეგობარი რამდენიმე დღეში ჩამოვიდოდა და გაუფორმებდა ავტომობილს. მიუხედავად იმისა, რომ შეძენილი ავტომანქანა ადუღებდა წყალს, მოწმის განმარტებით მას ამ ავტომობილის ყიდვა აწყობდა, რადგან მისი აზრით იაფად ყიდულობდა. გ--------------მ იმავე დღეს საღამოს, ქ. თბილისში მ---------------------–-, დ-------------–--ეს გადასცა ა/მანქანის ღირებულება 4000 აშშ დოლარი. თანხის გადაცემას ესწრებოდა გ--------------ს მეგობარი. მოწმის განმარტებით დ-------------–--ისგან შეძენილი ა/მანქანა ყიდვიდან მეორე დღეს გამოვიდა მწყობრიდან, ვერ დადიოდა და მიიყვანა ხელოსანთან, რომელმაც დაადგინა, რომ ა/მანქანას ძრავი ჰქონდა დაზიანებული. მოწმის განმარტებით ის რამდენიმე დღე უშედეგოდ ცდილობდა დ-------------–--ესთან დაკავშირებას, თუმცა როგორც კი დაკავშირებოდა დ-------------–--ეს უთხრა, რომ საჭირო ოყო მასთან პირადად შეხვედრა, ვინაიდან მისგან შეძენილ ა/მანქანას ძრავი აღმოაჩნდა დაზიანებული და შეკეთების ხარჯებზე სურდა შეხვედრა. დაახლოებით 5 დღეში შედგა გ--------------ს და დ-------------–--ის შეხვედრა, რა დროსაც გ--------------მ მოითხოვა ავტომობილის უკან დაებრუნება, ან ძრავის თანხის ნაწილის - 500 აშშ დოლარის გადახდა. დ-------------–--ე დაპირდა, რომ გადაუხდიდა ძრავის ღირებულების ნაწილს 500 აშშ დოლარს. მოწმის განმარტებით მან მალევე შეიძინა ა/მანქანის ძრავი და დაუკავშირდა დ-------------–--ეს, რათა გამოერთმია შეპირებული 500 აშშ დოლარი, მაგრამ დ-------------–--ემ უპასუხა, რომ ბათუმში იყო და როცა ჩამოვიდოდა მაშინვე მისცემდა ფულს. მოწმის განმარტებით, მომდევნო დღეებშიც რამდენჯერმე დაუკავშირდა დ-------------–--ეს, რომელმაც კვლავ პასუხობდა, რომ ბათუმში იყო, მანქანას გასაყიდად და ჩამოვიდოდა, თუმცა შემდგომ საერთოდ გათიშა ტელეფონი და დ-------------–--ესთან დაკავშირება შეუძლებელი აღმოჩნდა. გ--------------მ იმავე მიზნით დ-------------–--ეს მიაკითხა საცხოვრებელ სახლში, თუმცა კვლავ უშედეგოდ. მოწმის განმარტებით ქ. თბილისში დ----------------- ყოფნისას, როცა შვილი დატოვა სკოლაში და ატრიალებდა ა/მანქანას ის გააჩერეს საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა და უთხრეს, რომ მის მიერ დ-------------–--ისგან შეძენილი ა/მანქანა, რომელსაც მართავდა იყო ძებნაში. მოწმის განმარტებით მას მალევე დაუკავშირდა გამომძიებელი, რომელმაც უთხრა, რომ მის ა/მანქანასთან დაკავშირებით იყო პრობლემები და უნდა ჩასულიყო ქ. რუსთავში.
მოწმემ დამატებით განმარტა, რომ საგამოძიებო ორგანოში გამოცხადებისას, მისგან ამოღებული იქნა დ-------------–--ისგან შეძენილი ა/მანქანა, ამასთან მონაწილეობა მიიღო ფოტოსურათებით ამოცნობაში, რა დროსაც ამოიცნო დ-------------–--ე, რომელიც კარგად ახსოვდა, ვინაიდან, ოთხჯერ ჰყავდა ნანახი. მოწმის განმარტებით ავტომანქანის მესაკუთრესთან პ---------------–---–თან კომუნიკაცია არ ჰქონია. მოწმემ ასევე განმარტა, რომ დ-------------–--ისგან შეძენილ ავტომობილს შეუცვალა ძრავი, რადიატორი, რეზინები და სხვა გაფუჭებული ნაწილები. (ტ.2. ს.ფ. 157-162)
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა, რ--------------–--, რომელმაც განმარტა, რომ 2018 წლის მარტში, მისი მეუღლის ბიძაშვილმა - გ--------------მ რუსთავის ავტო ბაზრობაზე დ-------------–--ისგან 4000 აშშ დოლარად შეიძინა ,,BMW” X-5-ის მარკის ავტომანქანა, თუმცა როდესაც საქმე ავტომობილის გადაფორმებაზე მიდგა, დ-------------–--ემ განაცხადა, რომ ავტომობილი გაფორმებული იყო მის მეწილე - პ---------------–---–ზე, რომელიც იმყოფებოდა გერმანიაში და როგორც კი დაბრუნდებოდა გადაუფორმებდა შეძენილ ავტომობილს. ავტომანქანის ყიდვიდან 03 დღის შემდეგ მან და გ--------------მ აღმოაჩინეს, რომ ა/მანქანას ძრავი ჰქონდა გაფუჭებული, რის გამოც დაუკავშირდნენ დ-------------–--ეს და შეატყობინებს აღნიშნულის შესახებ. დ-------------–--ემ მოითხოვა, რომ გაეჩერებინათ ავტომანქანა და ბათუმიდან ჩამოსვლისთანავე შეხვდებოდა მათ. მოწმის განმარტებით დ-------------–--ე მათ მალევე შეხვდა და მანქანა ნაცნობ ხელოსანთან მიიყვანა. ხელოსანმა დაადგინა, რომ აღნიშნულ ა/მანქანას ძრავი ჰქონდა გაფუჭებული, თუმცა მის შეკეთებას ახლის ყიდვა ჯობდა. დ-------------–--ემ, რ--------------–--ს და გ--------------ს შესთავაზა, რომ მათ ეყიდათ ავტომობილის ძრავი და საფასურის ნაწილს 500 აშშ დოლარს თვითონ გადაიხდიდა. მოწმის განმარტებით მათ ნამდვილად შეიძინეს და შეცვალეს ავტომანქანის ძრავი, თუმცა დ-------------–--ისგან დაპირებული 500 აშშ დოლარი ვერ მიიღეს, ვინაიდან დ-------------–--ე იმიზეზებდა ბათუმში ყოფნას, ხოლო შემდეგ საერთოდ ვეღარ უკავშირდებოდნენ.
მოწმემ დამატებით განმარტა, რომ გ--------------მ ისე გადაუხადა დ-------------–--ეს ა/მანქანის საფასური, რომ ავტომანქანა არ გადაუფორმებია. დ-------------–--ემ მათ აჩვენა თავისი სახლი ქ. თბილისში ს---------------------------, როდესაც მიუტანეს ა/მანქანის ფული, რის გამოც მასში ეჭვი არ შეუტანიათ. (ტ.2. ს.ფ. 103-107)
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა, გამომძიებელი ლ-----------, რომელმაც განმარტა, რომ 2018 წლის 04 აპრილს რუსთავის საქალაქო სამმართველოს პირველ განყოფილებაში პ---------------–---–ის განცხადების საფუძველზე დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, დანაშაულის ნიშნებით, რაც გათვალისწინებულია სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით. აღნიშნულ საქმეზე მის მიერ გამოკითხული იქნა პ---------------–---–ი, დ-------------–--ის ქალიშვილი, გ-------------- და რ-------------–--, მის მიერვე გ--------------საგან ამოღებული იქნა ,,BMW X5“-ის მარკის ავტომანქანა, რომელიც ხელწერილით საქმის საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე გადაეცა პ---------------–---–ს. მასვე პროკურორის დავალებით გაცნობილი აქვს ბრალის დადგენილება ბრალდებულ დ-------------–--ის ადვოკატისთვის, ხოლო დაზარალებულ პ---------------–---–ისთვის გაცნობილ აქვს დაზარალებულად ცნობის დადგენილება და უფლებები, ასევე დანიშნა სასაქონლო ექსპერტიზა. მის მიერ გამოთხოვილა ინფორმაცია დ-------------–--ის ნასამართლობის შესახებ, ასევე ჩაატარა ფოტოსურათით მოწმის მიერ დ-------------–--ის ამოცნობა. მოწმემ მის მიერ ჩატარებული ყველა საგამოძიებო მოქმედების კანონიერება დაადასტურა. (ტ.2. ს.ფ. 60-61 ს.ფ. 73)
სასამართლო სხდომაზე დაიკითხა ექსპერტი დ---------–---, რომლმაც განმარტა, რომ 2018 წლის ივნისის თვეში მონაწილეობა აქვს მიღებული მანქანა ,,BMW X5“-ის ამოღებაში, რა დროსაც მოახდინა ამოღებული მანქანის დასურათება. (ტ.2. ს.ფ. 95)
გ--------------სგან ავტომანქანა ,,BMW X5“-ის ამოღების ოქმის მიხედვით, ოქმი შედგენილია რუსთავის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პ------–------------–--ის გამომძიებელ ლ-----------ს მიერ. ამოღება ჩატარდა ქ. რუსთავის 2-------------–-, მდებარე პოლიციის პ------–------------–--ის მიმდებარე ტერიტორიაზე, 2018 წლის 11 ივნისის 18:50 საათიდან 19:20 საათამდე დროის შუალედში. საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობა აქვს მიღებული ექსპერტ - დ---------–---ს, რომლის მიერაც გამოყენებულია ,,ნიკონის“ ფირმის ფოტოაპარატი. საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს სასამართლო 2018 წლის 09 ივნისის განჩინების საფუძველზე. გ--------------საგან ამოღებულია „BMW X5“-ის მარკის ავტომანქანა, სახ. ნომრით T--------, რომელიც არის შავი ფერის, ვიზუალურად ა/მანქანა არის დაუზიანებელ მდგომარეობაში და არის ტექნიკურად გამართული. ასევე ამოღებულია ა/მანაქანის გასაღები და ტექდათვალიერების მოწმობა. ამოღებული ავტომობილი გადაყვანილი იქნა რუსთავის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პ------–------------–--ის ავტოსადგომზე, რის შემდეგაც დაილუქა შესაბამის წესით, ლუქზე გაკეთდა მონაწილე პირების ხელმოწერები, დაესვა თარიღი და საქმის ნომერი. ცალკე დაილუქა ა/მანქანის გასაღები და ტექდათვალიერების მოწმობა, ლუქზე გაკეთდა მონაწილე პირების ხელმოწერები, დაესვა თარიღი და საქმის ნომერი. ოქმს არ ერთვის შენიშვნა, დამატება ან განცხადება. ოქმს ხელს აწერს ყველა მონაწილე პირი. (ტ.1. ს.ფ. 130-139)
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის მთავარი ექსპერტი ზ-------–-----, რომელმაც დაადასტურა მის მიერ 2018 წლის 25 ივნის გაცემული ექსპერტიზის N------ დასკვნის სისწორე, რომლის მიხედვით: ექპერტიზაზე წარმოდგენილი ა/მანქანის “BMW X5 3.0I” სახ. ნომრით T-------- საბაზრო ღირებულება შეადგენს - 13000 (ცამეტი ათასი) ლარს. (ტ.1. ს.ფ. 192-195)
მოწმემ დამატებით განმარტა, რომ თუ ავტომობილს დამატებული აქვს რაიმე ნაწილი, რომელმაც შესაძლოა მკვეთრად გაზარდოს მისი ფასი, მას ითვალისწინებენ ავტომობილის შეფასებისას. კითხვაზე, თუ რა ეღირებოდა შეფასებული ა/მანქანა ძრავის და სხვა სავალი ნაწილის გარეშე მოწმემ პასუხი ვერ გასცა და მიუთითა, რომ აღნიშნული წარმოადგენს ცალკე კვლევის საგანს. (ტ.2. ს.ფ. 136-141)
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული 2018 წლის 4 თებერვლის, N--------- მექანიკური სატრანსპორტო საშუალების გადაცემა-გასხვისების ერთობლივი განცხადების მიხედვით: მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეა - მ-------------–-------------------------, შემძენი - პ---------------–---–ი პ/ნ 010118002241 .
NISSAN MICRA -ს მექანიკური სატრანსპორტო საშუალება სანომრე ნიშნით Q------ გამოშვებული 2004 წელს, წითელი ფერის, ვინ კოდი: S----------------, ტექ. პასპორტის N----------, მექანიკური სატრანსპორტო საშუალების გასხვისებას (გადაცემას) მხარეები ადასტურებენ ხელმოწერით. (ტ.1. ს.ფ. 31)
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული 2018 წლის 31 მარტის, N-------- მექანიკური სატრანსპორტო საშუალების გადაცემა - გასხვისების ერთობლივი განცხადების მიხედვით: მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეა - პ---------------–---–ი პ/ნ 01018002241, შემძენი - თ-------------------- პ-------------- .
NISSAN MICRA-ის მარკის მექანიკური სატრანსპორტო საშუალება სანომრე ნიშნით Q--------, გამოშვებული 2004 წელს, წითელი ფერის, ვინ კოდი- S----------------, ტექ. პასპორტის N----------. მექანიკური სატრანსპორტო საშუალების გასხვისებას (გადაცემას) მხარეები ადასტურებენ ხელმოწერით. (ტ.1. ს.ფ. 36)
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული 2018 წლის 14 იანვრის, N-------- მექანიკური სატრანსპორტო საშუალების გადაცემა-გასხვისების ერთობლივი განცხადების მიხედვით: მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეა - ა-–--------------–---–---–-----------------, შემძენი - პ---------------–---–ი პ/ნ 010118002241 .
,, BMW X5“-ის მარკის მექანიკური სატრანსპორტო საშუალება სახელმწიფო სანომრე ნიშნით A------ ,გამოშვებული 2004 წელს, შავი ფერის, ვინ კოდი-5----------------, ტექ პასპორტის N----------. მექანიკური სატრანსპორტო საშუალების გასხვისებას (გადაცემას) მხარეები ადასტურებენ ხელმოწერით. (ტ.1. ს.ფ. 32)
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული 2018 წლის 02 მარტის, N 05312061 მექანიკური სატრანსპორტო საშუალების - გადაცემა გასხვისების ერთობლივი განცხადების მიხედვით: მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეა - ბ--–----–---–-----------------------, შემძენი-პ---------------–---–ი, პ/ნ 01018002241.
TOYOTA IST-ს მარკის მექანიკური სატრანსპორტო საშუალება სანომრე ნიშნით Z------ გამოშვებული 2004 წელს, თეთრი ფერის, ტექ. პასპრტის N----------, მექანიკური სატრანსპორტო საშუალების გასხვისებას (გადაცემას) მხარეები ადასტურებენ ხელმოწერით. (ტ.1. ს.ფ. 34)
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული ავტომანქანის ქირავნობის ხელშეკრულების მიხედვით - ხელშეკრულება დადებულია პ---------------–---–სა (გამქირავებელი) და დ-------------–--ეს (დამქირავებელი) შორის.
ხელშეკრულების საგანია ,,ტოიოტა ისტი“ -ის მარკის ავტომანქანა სახელმწიფო ნომრით ,,SB 188 SS”, გამოშვებული 2004 წელს. ხელშეკრულების ვადად განსაზღვრულია 5 წელი, კერძოდ, 2018 წლის 05 მარტიდან 2023 წლის 05 მარტამდე. ხელშეკრულების მიხედვით დამქირავებელი ვალდებულია თვეში ერთხელ ყოველი თვის 5 რიცხვში, გადაუხადოს გამქირავებელს თანხა 300 ლარის ოდენობით. (ლარის კურსი დოლართან მიმართებაში 1$=2.48 ლარს). ხელშეკრულებას ხელს აწერს გამქირავებელი პ. მ-------–---–- და დამქირავებელი დ. გ------–---. (ტ.1.ს.ფ.105-106)
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული პირის ფოტოსურათით ამოცნობის ოქმის მიხედვით: ამოცნობა ჩატარდა რუსთავის საქალაქო სამმართველოს პირველი განყოფილების გამომძიებელ ლ-----------ს მიერ. ამოცნობაში მონაწილეობდა გ--------------. ამოსაცნობად წარდგენილი იყო ოთხი პირის ფოტოსურათი .
ამომცნობმა პირმა - გ--------------მ წარდგენილი ამოსაცნობი 4 პირის ფოტოსურათიდან ამოიცნო რიგით N4 ფოტოსურათზე გამოსახული დ-------------–--ე, შემდეგი ნიშნით: სახის მოყვანილობით, ცხვირით, თმებით, წარბებით, გარეგნობით. ამოცნობის ოქმს ამოცნობაში მონაწილე ყველა პირი აწერს ხელს, შენიშვნები არ გაკეთებულა.
(ტ.1.ს.ფ.121-123)
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული პირის ფოტოსურათით ამოცნობის ოქმის მიხედვით: ამოცნობა ჩატარდა რუსთავის საქალაქო სამმართველოს პირველი განყოფილების გამომძიებელ ლ-----------ს მიერ. ამოცნობაში მონაწილეობდა რ--------------–--. ამოსაცნობად წარდგენილი იყო 4 პირის ფოტოსურათი.
ამომცნობმა პირმა - რ--------------–--მ წარდგენილი ამოსაცნობი 4 პირის ფოტოსურათიდან ამოიცნო რიგით N4 ფოტოსურათზე გამოსახული დ-------------–--ე შემდეგი ნიშნით: სახის მოყვანილობით, ცხვირით, თმებით, წარბებით, გარეგნობით. ამოცნობის ოქმს ამოცნობაში მონაწილე ყველა პირი აწერს ხელს, შენიშვნები არ გაკეთებულა.
(ტ.1.ს.ფ.124-126)
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული პირის ფოტოსურათით ამოცნობის ოქმის მიხედვით: ამოცნობა ჩატარდა რუსთავის საქალაქო სამმართველოს პირველი განყოფილების გამომძიებელ ლ-----------ს მიერ. ამოცნობაში მონაწილეობდა პ---------------–---–ი. ამოსაცნობად წარდგენილი იყო 4 პირის ფოტოსურათი.
ამომცნობმა პირმა - პ---------------–---–მა წარდგენილი ამოსაცნობი 4 პირის ფოტოსურათიდან ამოიცნო რიგით N4 ფოტოსურათზე გამოსახული დ-------------–--ე შემდეგი ნიშნით: სახის მოყვანილობით, ცხვირით, თმებით, წარბებით, გარეგნობით. ამოცნობის ოქმს ამოცნობაში მონაწილე ყველა პირი აწერს ხელს, შენიშვნები არ გაკეთებულა.
(ტ.1.ს.ფ. 199-201)
საქმეში არსებული საქართველოს ეროვნული ბანკის 2018 წლის 26 აპრილის N2-01/1376 წერილის თანახმად ლარის ოფიციალურ გაცვლით კურსი აშშ დოლარის მიმართ 2018 წლის მარტის მდგომარეობით იყო: 2018 წლის 01 მარტს ერთი აშშ დოლარი შეადგენდა 2.4692 ლარს , 2018 წლის 02 მარტს ერთი აშშ დოლარი შეადგენდა 2.4649 ლარს , 2018 წლის 03 მარტიდან 05 მარტამდე ერთი აშშ დოლარი შეადგენდა 2.4634 ლარს, 2018 წლის 06 მარტს ერთი აშშ დოლარი შეადგენდა 2.4585 ლარს, 2018 წლის 07 მარტს ერთი აშშ დოლარი შეადგენდა 2.4459 ლარს, 2018 წლის 08 მარტიდან 09 მარტამდე ერთი აშშ დოლარი შეადგენდა 2.4462 ლარს, 2018 წლის 10 მარტიდან 12 მარტამდე ერთი აშშ დოლარი შეადგენდა 2.4462 ლარს , 2018 წლის 13 მარტს ერთი აშშ დოლარი შეადგენდა 2.4328 ლარს , 2018 წლის 14 მარტს ერთი აშშ დოლარი შეადგენდა 2.4400 ლარს , 2018 წლის 15 მარტს ერთი აშშ დოლარი შეადგენდა 2.4394 ლარს , 2018 წლის 16 მარტს ერთი აშშ დოლარი შეადგენდა 2.4438 ლარს , 2018 წლის 17 მარტიდან 19 მარტამდე ერთი აშშ დოლარი შეადგენდა 2.4457 ლარს, 2018 წლის 20 მარტს ერთი აშშ დოლარი შეადგენდა 2.4401 ლარს, 2018 წლის 21 მარტს ერთი აშშ დოლარი შეადგენდა 2.4383 ლარს, 2018 წლის 22 მარტს ერთი აშშ დოლარი შეადგენდა 2.4320 ლარს, 2018 წლის 23 მარტს ერთი აშშ დოლარი შეადგენდა 2.4356 ლარს, 2018 წლის 24 მარტიდან 26 მარტამდე ერთი აშშ დოლარი შეადგენდა 2.4314 ლარს,2018 წლის 27 მარტს ერთი აშშ დოლარი შეადგენდა 2.4298 ლარს, 2018 წლის 28 მარტს ერთი აშშ დოლარი შეადგენდა 2.4266 ლარს, 2018 წლის 29 მარტს ერთი აშშ დოლარი შეადგენდა 2.4272 ლარს, 2018 წლის 30 მარტს ერთი აშშ დოლარი შეადგენდა 2.4263 ლარს, 2018 წლის 31 მარტს ერთი აშშ დოლარი შეადგენდა 2.4144 ლარს. (ტ.1.ს.ფ. 113)
სასამართლოს გასვლით სხდომაზე გამოკვლეული იქნა საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი ,,BMW X5 “ მარიკის ავტომანქანა VIN: N 5----------------, სახელმწიფო ნომრით T-------- და ავტომანქანის ტექნიკური პასპორტი. სხდომაზე დადგინდა, რომ წარმოდგენილ ა/მანქანას არ აღენიშნება გარეგნული დაზიანებები. ა/მანქანა გადაადგილდება და ძრავი მუშაობს გამართულად.
ბრალდებულ დ-------------–--ის დაკავების ოქმის მიხედვით - ოქმი შედგენილია 2019 წლის 09 მაისს, 07:20 საათიდან 07:50 საათამდე პერიოდში შსს რუსთავის საქალაქო სამმართველოს დეტექტივების თანაშემწე გამომძიებლის, პოლიციის პოლკოვნიკის თამაზ რამაზაშვილის მიერ. დ-------------–--ე დააკავეს ქ. თბილისის, შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში. დაკავება განხორციელდა მშვიდ ვითარებაში წინააღმდეგობის გაწევის გარეშე. დაკავებულ პირს ვიზუალური დათვალიერებისას სხეულზე რაიმე სახის დაზიანება არ აღენიშნებოდა. დაკავებული ბრალდებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ ქმედების ჩადენაში. დაკავების საფუძველია რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 15 ივნისის განჩინება. დაკავების ოქმზე არ გაკეთებულა შენიშვნები და განცხადებები. ოქმს ხელს აწერს დაკავებაში მონაწილე ყველა პირი. ოქმის ასლი გადაეცა დაკავებულ დ-------------–--ეს. (ტ.2. ს.ფ. 184- 190)
დაცვის მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი 10.04.18 წელს გაცემული ბრალდებულ დ-------------–--ის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ N--- ცნობის (ფორმა N IV-100/ა) მიხედვით, ცნობა გაცემულია შპს ,,მ.ზოდელავას ჰემატოლოგიური ცენტრის“ მიერ. დ-------------–--ის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დასკვნის მიხედვით სრული დიაგნოზია - C92.1 ქრონიკული მიელოიდური ლეიკემია (ჭეშმარიტი პოლიციტემია). II სტადია II კლინიკური ჯგუფი. (ტ.2. ს.ფ. 214 -216)
ბრალდებულმა დ-------------–--ემ მის მიმართ ბრალად წარდგენილ ქმედებაში თავი სრულად სცნო დამნაშავედ და განმარტა, რომ ინანიებს მის მიერ ჩადენილ დანაშაულს და თუ სასამართლო მის მიმართ არასაპატიმრო სასჯელს გამოიყენებს ის შეეცდება აუნაზღაუროს დაზარალებულს მის მიერ მართლსაწინააღმდეგო ქმედებით მიყენებული ზიანი.
3. სამართლებრივი შეფასება:
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლი პასუხისმგებლობას აწესებს თაღლითობის ჩადენისათვის, რაც გულისხმობს მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლებას ან ქონებრივი უფლების მიღებას მოტყუებით, ანუ სხვისი ქონების დასაუფლებლად, დამნაშავე იყენებს მასსა და დაზარალებულს შორის არსებულ ნდობას და ქონებას ეუფლება მოტყუების გზით. მოტყუებაში იგულისხმება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რაც სინამდვილეს არ შეესაბამება ანდა გარკვეული გარემოებების განზრახ დაფარვას აქვს ადგილი, ორივე შემთხვევაში კი შედეგად მესაკუთრე იღებს მისთვის საზიანო გადაწყვეტილებას. თაღლითობის სპეციფიკა იმაში მდგომარეობს, რომ გარეგნულად ქონების გადაცემა დამნაშავისათვის ხდება ნებაყოფლობით ქონების მესაკუთრის მიერ, რომელიც რეალურად შეცდომაშია შეყვანილი. მითითებული გარემოებების არსებობის შემთხვევაში კი სახეზეა კანონით გათვალისწინებული ქმედების, ანუ თაღლითობის შემადგენლობის ობიექტური და სუბიექტური ნიშნები.
მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულის ქმედებაში დანაშაულის შემადგენლობის ნიშნების არსებობას, სამართლებრივი შეფასება უნდა მიეცეს საქმის ფაქტობრივი გარემოებების შეფასების შედეგად და არა მხოლოდ მხარეთა სუბიექტური მოსაზრებები უნდა იქნეს მხედველობაში მიღებული. თაღლითობა განზრახ ჩადენილ დანაშაულთა კატეგორიას მიეკუთვნება, თავის მხრივ პირდაპირი განზრახვით ქმედების ჩადენა გულისხმობს როდესაც პირს გაცნობიერებული ჰქონდა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას და სურდა ეს შედეგი, ანდა ითვალისწინებდა ასეთი შედეგის განხორციელების გარდაუვალობას.
სასამართლო სხდომაზე ბრალდებულის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა მ----------მ თავის დასკვნით სიტყვაში, რომელსაც დაეთანხმა ბრალდებული დ-------------–--ე ყურადღება გაამახვილა ბრალდებულის მიმართ ბრალად შერაცხული ქმედების არასწორ კვალიფიკაციაზე და აღნიშნა, რომ ბრალდების მხარის მიერ ,,BMW X5-ს“ მარკის ავტომანქანის შეფასება მოხდა არასწორად, კერძოდ, გამომძიებელმა იცოდა, რომ გ--------------მ სადაო ავტო მანქანას დ-------------–--ისგან შეძენის შემდეგ შეუცვალა დაზიანებული ძრავი, თერმოსტატი და სხვა სავალი ნაწილები, თუმცა გამომძიებელმა 2018 წლის 15 ივნისს ისე დანიშნა სასაქონლო ექსპერტიზა, რომ არ გაითვალისწინა საექსპერტო კვლევისთვის და ნივთის შეფასებისთვის უმნიშვნელოვანესი გარემოება და ექსპერტს დაუსვა შემდეგი კითხვა: ,,რა ღირებულებას შეადგენს დღევანდელი მდგომარეობით 2011 წელს გამოშვებული ავტომანქანა ,,BMW X5“ ეროვნულ ვალუტაში“, ანუ ექსპერტს არ მისცა შესაძლებლობა სათანადო კვლევის ჩატარებით განესაზღვრა სადაო ავტომანქანის ღირებულება 2018 წლის მარტის თვეში, თუ მას ექნებოდა დაზიანებული ძრავი და სხვა სავალი ნაწილები, რომლის შეცვლაზეც მიუთითა გ--------------მ. შესაბამისად ექსპერტ ზ--------–----ის მიერ აღნიშნული მანქანა 2018 წლის ივნისის მდგომარეობით და გამართულ მდგომარეობაში შეფასდა 13 000 ლარად, ხოლო კითხვაზე, თუ რა ეღირებოდა მანქანა ძრავის თერმოსტატის და სხვა სავალი ნაწილის გარეშე სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ექსპერტმა კითხვაზე პასუხი ვერ გასცა. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით დამცველი მიიჩნევს, რომ სადაო ა/მანქანის ღირებულება არასწორად არის განსაზღვრული და ამდენად ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ და ბრალდებულის კვალიფიკაციიდან ამოირიცხოს დიდ ოდენობის მაკვალიფიცირებელი ნიშანი.
სასამართლო ადვოკატის პოზიციასთან დაკავშირებით განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში დ-------------–--ეს ბრალად ედება ერთიანი განზრახვით პ---------------–---–ის ორი ავტომანქანის ,,BMW X5 “ (სახელმწიფო ნომრით T--------) და ,,NISSAN MICRA“ (სახელმწიფო ნომრით Q--------) რეალიზაციის შედეგად მოტყუებით მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დიდი ოდენობით თანხის დაუფლება ფაქტზე და არა მხოლოდ ,,BMW X5 “ მარკის ავტომანქანის (სახელმწიფო ნომრით T--------) რეალიზაციის შედეგად მოტყუებით მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დიდი ოდენობით თანხის დაუფლება, როგორც ამას მიუთითებს დაცვის მხარე. სასამართლო იზიარებს ადვოკატის პოზიციას იმ ნაწილში, რომ გამომძიებლის ლ-----------ს მიერ 2018 წლის 15 ივნისის, სასაქონლო ექსპერტიზის დანიშვნისას კითხვა ,,რა ღირებულებას შეადგენს დღევანდელი მდგომარეობით 2011 წელს გამოშვებული ავტომანქანა ,,BMW X5“ ეროვნულ ვალუტაში“ არასრულყოფილად არის დასმული. გამომძიებელს უნდა მიეცა შესაძლებლობა ექსპერტისთვის, რათა ავტომანქანა ,,BMW X5 “ სახელმწიფო ნომრით T-------- ღირებულება განესაზღვრა 2018 წლის მარტის თვის მდგომარეობით და ამასთან ფასის დადგენისას გაეთვალისწინებინა, რომ წარდგენილი ა/მანქანის იმ მდგომარეობამდე მისაყვანად, როგორც ის წარდგენილი იქნა ექსპერტისთვის შეცვლილი ჰქონდა ძრავი, თერმოსტატი და სხვა სავალი ნაწილები. ამავე მიმართებით სასამართლო ითვალისწინებს, რომ სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა დაზარალებულმა პ---------------–---–მაც არ გაამახვილა არსებითი ყურადღება, თუ რა ღირებულების იყო მის კუთვნილი ა/მანქანა ,,BMW X5 “ და რა მატერიალური ზიანი მიაყენა ბრალდებულმა დ-------------–--ემ. ასევე დაუზუსტებელია 2018 წლის მარტის თვის ზუსტი რიცხვი, როცა დ-------------–--ემ მიჰყიდა გ--------------ს ა/მანქანა და მიითვისა მიღებული თანხა. ამდენად სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია დანაშაულის ჩადენის დროს სადაო ა/მანქანის ღირებულების განსასაზღვრად იხელმძღვანელოს მოწმეების გ--------------ს და რ-------------–--ს ჩვენებებით, რომელსაც ბრალდებულიც ეთანხმება და ა/მანქანის ღირებულება განსაზღვროს მათ მიერ მითითებული თანხისა და საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემების კალკულაციით, კერძოდ, საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით 2018 წლის მარტში 1 აშშ დოლარის ღირებულება იყო საშუალოდ 2,4424 ლარი, შესაბამისად 4000 აშშ დოლარი იქნებოდა 9769,974 ლარი, რაც მიჩნეულ უნდა იქნას პ---------------–---–ის კუთვნილი ,,BMW X5 “ მარკის ა/მანქანის ღირებულებად დანაშაულის ჩადენის დროს და შესაბამისად დაზარალებულისთვის მიყენებული ზიანის ოდენობად. რაც შეეხება ,,NISSAN MICRA“ მარკის ა/მანქანას სახელმწიფო ნომრით Q-------- ღირებულება და დაზარალებულისთვის მიყენებული ზიანის ოდენობას, დაზარალებულ პ---------------–---–ის ჩვენების, 31.03.2018 წლის N-------- მექანიკური სატრანსპორტო საშუალების გადაცემა - გასხვისების ერთობლივი განცხადების და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ მოწოდებული (ეროვნული ვალუტის კურსის შესახებ) ინფორმაციის გათვალისწინებით იმ პერიოდისთვის შეადგენდა 7243.2 ლარს, რაც ჯამში შეადგენს 17 013,174 ლარს. აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო განმარტავს, რომ ადვოკატის პოზიცია ბრალის არასწორ კვალიფიკაციასთან დაკავშირებით უსაფუძვლოა და არ უნდა იქნას გაზიარებული.
განსახილველი დანაშაულის ერთ-ერთი მაკვალიფიცირებელი გარემოებაა თაღლითობა ჩადენილი დიდი ოდენობით, აღნიშნული დანაშაულის მაკვალიფიცირებელ გარემოებასთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შენიშვნის პირველი პუნქტის თანახმად დიდ ოდენობად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 10 000 ლარის ზევით. იმის გათვალისწინებით, რომ დ-------------–--ის მართლსაწინააღმდეგო ქმედებით პ---------------–---–ს (დაზარალებული) მიადგა 17 013,174 ლარის ოდენობით მატერიალური ზიანი, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულ დ-------------–--ეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის “ბ” პუნქტით უნდა დაედოს მსჯავრი.
მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით და ბრალდებულ დ-------------–--ის აღიარებითი განმარტებებით დადგინდა, რომ დ-------------–--ე მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით მოტყუებით დაეუფლა პ---------------–---–ის ავტომობილების რეალიზაციის შედეგად მიღებულ თანხას, რითაც პ---------------–---–ს მიაყენა 17 013,174 ლარის დიდი ოდენობით ზიანი.
სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით დადგენილია, რომ 2018 წლის 14 იანვარს, პ---------------–---–მა ავტომობილის ყიდვის დროს გაიცნო დ-------------–--ე, რის შემდეგაც დ-------------–--ემ და პ---------------–---–მა განაგრძეს ერთმანეთთან სახელშეკრულებო ურთიერთობები. პ---------------–---–თან ურთიერთობისას დ-------------–--ისთვის ცნობილი გახდა, რომ პ---------------–---–ი დაინტერესებული იყო ავტომობილების ყიდვა-გაყიდვით. დ-------------–--ემ რამოდენიმე სახელშეკრულებო ურთიერთობა ჩამოაყალიბა პ---------------–---–თან, რითაც მოიპოვა მისი ნდობა. 2018 წლის მარტში პ---------------–---–ის კუთვნილი ავტომობილების რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხის მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრების მიზნით, დ-------------–--ემ პ---------------–---–ს შესთავაზა, რომ გააყიდინებდა მის კუთვნილ ორ ავტომობილს, ,,NISSAN MICRA-ს“ სახელმწიფო ნომრით Q-------- 3000 აშშ დოლარად და ,,BMW X5-ს“ სახელმწიფო ნომრით T-------- 5500 აშშ დოლარად. დ-------------–--ემ პ---------------–---–ს ასევე უთხრა, რომ ავტომობილების გაყიდვის შედეგად, თითო ავტომობილის გაყიდვის საფასურად დაიტოვებდა 100 აშშ დოლარს. შეთანხმების შესაბამისად, დ-------------–--ეს ავტომობილების გაყიდვა უნდა შეეტყობინებინა პ---------------–---–ისათვის და თანხა უშუალოდ უნდა აეღო პ---------------–---–ს.
აღნიშნული პირობით პ---------------–---–მა დ-------------–--ეს 2018 წლის 21 თებერვალს ავტომანქანა ,,BMW X5 “ სახელმწიფო ნომრით T-------- გაატანა გასაყიდად, ხოლო 2018 წლის 29 მარტს ასევე გასაყიდად გაატანა ავტომანქანა ,,NISSAN MICRA“ სახელმწიფო ნომრით Q--------. 2018 წლის მარტში დ-------------–--ემ მყიდველს გ--------------ს გადასცა ,,BMW X5 “ სახელმწიფო ნომრით T-------- ავტომობილი და მისგან აიღო თანხა 4000 აშშ დოლარი, გ--------------ს კი უთხრა, რომ ავტომობილის მესაკუთრე არ იმყოფებოდა საქართველოში ავტომობილს მოგვიანებით გადაუფორმებდა. დ-------------–--ემ პ---------------–---–ს ავტომობილის გაყიდვის ფაქტი დაუმალა და მას ატყუებდა, რომ ავტომობილი ისევ რუსთავის ავტო ბაზრობაზე ჰქონდა გასაყიდად განთავსებული.
2018 წლის 31 მარტს დ-------------–--ემ ქ. ბათუმში მყიდველ თ--------------------ზე გაყიდა პ---------------–---–ის კუთვნილი ავტომობილი ,,NISSAN MICRA“ სახელმწიფო ნომრით Q--------, რის შემდეგაც, დ-------------–--ე პ---------------–---–ს დაუკავშირდა და უთხრა, რომ პირველ აპრილს დაბრუნდებოდა თბილისში და გადასცემდა კუთვნილ თანხას. ორივე ავტომობილის გაყიდვის შემდეგ, 2018 წლის 01 აპრილს, დ-------------–--ემ გამორთო კუთვნილი მობილური ტელეფონი, მიითვისა 17013,174 ლარი და დატოვა საქართველოს ტერიტორია.
აღნიშნული ქმედებებით დ-------------–--ე მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა პ---------------–---–ის ავტომობილების რეალიზაციის შედეგად მიღებულ დიდი ოდენობით ფულად თანხას - 17 013,174 ლარის ოდენობით.
ამდენად, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ დ-------------–--ემ, ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
დ-------------–--ის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, დ-------------–--ეს დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების ჩადენის შემდეგ. შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. მოცემულ შემთხვევაში, სასჯელის კონკრეტული სახისა და ზომის განსაზღვრისას სასამართლო ყურადღებას მიაქცევს სასჯელის შემსუბუქების კუთხით იმ გარემოებას, რომ ბრალდებული აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, აქვს ჯანმრთელობის პრობლემები, რასაც ადასტურებს დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაცია.
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ასევე ყურადღებას მიაქცეს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას.
სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. დანაშაულის ყველა კონკრეტულ შემადგენლობას აქვს კანონმდებლის მიერ განსაზღვრული კონკრეტული სანქციის ფარგლები. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს არამარტო ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, არამედ დამნაშავის პიროვნებასაც და გამოძიებასთან თანამშრომლობას.
სასამართლო განმარტავს, რომ სისხლის სამართლის პრინციპები კრიმინალიზაციის პროცესის მომწესრიგებელი ნორმატიული მოთხოვნებია, რომელსაც საქმიანობის პროცესში, როგორც კანონმდებელი, ასევე სამართალშემფარდებელი (მოსამართლე) მკაცრად უნდა იცავდეს. სისხლის სამართლის ყველა პრინციპი საქმის განმხილველი მოსამართლის საქმიანობას უნდა განსაზღვრავდეს და განსაკუთრებით, ჩადენილი დანაშაულისთვის სასჯელის დანიშვნისას, მათ გადამწყვეტი მნიშვნელობა უნდა მიანიჭოს. მოსამართლემ სისხლის სამართლის კანონი მხოლოდ ამ პრინციპების ზედმიწევნითი დაცვით უნდა გამოიყენოს.
სასჯელის დანიშვნისას, სხვა ზოგად სამართლებრივი, თუ სისხლის სამართლის პრინციპების დაცვით, სასამართლომ, უპირველეს ყოვლისა, უნდა იხელმძღვანელოს საერთაშორისოდ აღიარებული პრინციპით - „არ არსებობს სასჯელი კანონის გარეშე“ (nulla poena sine lege), რომლის მიხედვითაც დაუშვებელია სასჯელის განსაზღვრა, თუ არა კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში და დადგენილი წესით. ანალოგიურ მოთხოვნას აწესებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსიც, რომლის თანახმად, ქმედების დასჯადობა განისაზღვრება სისხლის სამართლის კანონით, რომელიც მოქმედებდა მისი ჩადენის დროს (სისხლის სამართლის კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილი). სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით (სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილი). სასამართლო აღნიშნავს, რომ სასჯელის გამოყენება უნდა მოხდეს მხოლოდ კანონით გათვალისწინებული კონკრეტული სანქციის საფუძველზე, ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით, რომელიც, თავის მხრივ, მიღებული და ამოქმედებულია კონსტიტუციითა და კანონმდებლობით დადგენილი საკანონმდებლო ნორმების დაცვით.
კანონიერების ზოგად სამართლებრივი პრინციპი სისხლის სამართალში ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად ვლინდება სასჯელის ასპექტით. სასჯელის სახეები ზუსტადაა ჩამოთვლილი სისხლის სამართლის ზოგად ნაწილში, ასევე კონკრეტულად არის მითითებული კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლების სანქციებში. ამდენად, გარდა ზემოაღნიშნული გამონაკლისებისა, თუ მხარეთა შორის არ არის მიღწეული საპროცესო შეთანხმება, ან თუ საკითხი არ ეხება კანონის უკუძალით ამოქმედებას, კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლის სანქციაში მოუხსენიებელი სასჯელის თვითნებურად გამოყენება, თუნდაც პასუხისმგებლობის შემსუბუქების კუთხით, დაუშვებელია, არ გამომდინარეობს მატერიალური სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული დანაწესიდან და პირდაპირ ეწინააღმდეგება კანონის გარეშე სასჯელის დანიშვნის აკრძალვის საერთაშორისო პრინციპს. საქართველოს კონსტიტუციის 63-ე მუხლის პირველი პუნქტი, რომლის თანახმად, მოსამართლე თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და ემორჩილება მხოლოდ კონსტიტუციასა და კანონს, კრძალავს სამოსამართლო სამართალს, როგორც სამართლის წყაროს.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სამართლიანობის აღდგენის კუთხით მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პირის მსჯავრდება ჩადენილი ქმედებისათვის, არამედ ამ ქმედებისათვის ადეკვატური სასჯელის განსაზღვრაც, რამაც უნდა მოახდინოს დაზარალებულებისათვის მიყენებული უფლებების დარღვევის კომპენსირება. სასამართლო სასჯელის სამართლიანობასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა ბრალდებულმა გააცნობიეროს დანაშაულის საფრთხე, აგრეთვე თუ რა ზეგავლენა იქონია მისმა ქმედებამ დაზარალებულზე, იფიქროს წარსულ შეცდომებზე და შეცვალოს ცხოვრების წესი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო ითვალისწინებს რა ბრალდებულ დ-------------–--ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებს, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, მის ჯანმრთელობის მდგომარეობას და ამასთან მის მიერ ჩადენილ დანაშაულის საზოგადოებრივ საფრთხესა და ხასიათს მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების (სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია) მიღწევა შესაძლებელი იქნება ისეთი სასჯელის დანიშვნით, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი მისთვის, რათა უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა და გასაკიცხაობის ხარისხი.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 225-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დ-------------–--ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 წლის ვადით;
3. დ-------------–--ეს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს მისი ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან 2019 წლის 09 მაისის 07:00 საათიდან;
3. დ-------------–--ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს;
5. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის თანახმად, ნივთმტკიცებათა ბედი გადაწყდეს შემდეგნაირად: ავტომანქანა ,,BMW X5“ სახელმწიფო ნომრით T-------- საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მის კანონიერ მესაკუთრეს;
6. განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;
7. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე მამია ფხაკაძე