განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
ს--------------
(--------------
რუსთავის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
01 ოქტომბერი, 2019 წელი ქ. რუსთავი
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია
მოსამართლე მამია ფხაკაძე
სხდომის მდივანი ბადრი ოთარაშვილი
ბრალდების მხარე:
პროკურორ - ხ-----------------ის;
ადვოკატ - ლ--–-----------ის;
მონაწილეობით და
ბრალდებულ - რ----–-------------------------ის მონაწილეობის გარეშე ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ბრალდებულ:
რ----–-------------------------ის (დაბადებული 19---–-–----------------------------------, საქართველოს მოქალაქე, საშუალო განათლებით, ნასამართლობის არმქონე, განქორწინებული, ფაქტობრივად მცხოვრები მისამართზე: ქ-------------------------------) მიმართ დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
2019 წლის 17 მაისს, დაახლოებით 16:25 საათზე, ქ------------------------------ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში, რ----–------------მა მამას, ა----------------ს, აღნიშნული საცხოვრებელი ბინის გაყიდვასთან დაკავშირებული ურთიერთშელაპარაკებისას მუშტი დაარტყა ცხვირისა და მარჯვენა წარბის არეში. რ----–------------ის ძალადობრივი ქმედებით ა----------------მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
ამ ქმედებისთვის რ----–------------ს წარედგინა ბრალდება დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.
2. მტკიცებულებათა ერთობლიობა
გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათის, ფორმა N1 მიხედვით: 2019 წლის 17 მაისს რუსთავის საქალაქო სამმართველოს მესამე განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელ ლ-–------–--ის მიერ სისხლის სამართლის საქმეზე N0----------- დაიწყო გამოძიება დანაშაულის ჩადენისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით. ბარათის თანახმად, 2019 წლის 17 მაისს, ქ-----------–---------------------------ში მცხოვრებმა 1----–--–- დაბადებულმა ა----------------მა განაცხადა, რომ ამავე მისამართზე შვილმა 1--- წელს დაბადებულმა რ----–------------მა მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. რასთან დაკავშირებითაც გამოიცა შემაკავებელი ორდერები ა------ და რ----–------------ების მიმართ. (ტ.1 ს.ფ1)
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული N------- შეტყობინების თანახმად: ქ----------–---------------------------ში მცხოვრებმა 1----–--–- დაბადებულმა ა----------------მა განაცხადა, რომ ამავე მისამართზე შვილმა 1--- წელს დაბადებულმა რ----–------------მა მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. რაზეც გამოიცა შემაკავებელი ორდერები. (ტ.1 ს.ფ. 2)
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული N------- შეტყობინების თანახმად: ქ----------–---------------------------ში მცხოვრებმა ა--------მა განაცხადა, რომ მისი შვილი მასზე ახდენდა ფიზიკურ ძალადობას. ჰქონდა სისხლდენა და ითხოვდა სასწრაფო დახმარებას. (ტ.1 ს.ფ. 3)
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა დაზარალებული ა----------------ი, რომელმაც განმარტა, რომ 2019 წლის 17 მაისს, საღამო ხანს, სახლში იყო მეუღლესთან ხ------------------სთან ერთად, რა დროსაც კარზე გაისმა კაკუნის ხმა, კარების გაღებისას კარებთან აღმოჩნდა რ----–------------ი, რომელსაც ხელში ეჭირა ჩანთები და უნდოდა სახლში შესვლა. ა----------------მა რ----–------------ი კარებში შეაჩერა მოკიდა ჩანთებს ხელი და უთხრა, რომ წასულიყო მისი სახლიდან და ჩანთა კარებიდან გარეთ გადაუგდო, ასვე უთხრა, რომ მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუშვებდა სახლში, თუ პოლიციიდან მიიტანდა ცნობას/ ხელწერილს, სადაც იქნებოდა დაფიქსირებული პირობა, რომ მოიქცეოდა ადამიანურად. აღნიშნული შეთავაზება რ----–------------ს არ მოეწონა და უთხრა ა----------------ს ჩანთისთვის გაეშვა ხელი, რის შემდეგაც ა----------------ს მკერდის არეში დაარტყა წიხლი, შემდეგ სახის არეში რამდენჯერმე დაარტყა მუშტი, რის გამოც ა----------------ს ცხვირიდან წამოუვიდა სისხლი. მოწმის განმარტებით რ----–------------ის დარტყმების შედეგად მან მცირე დროით დაკარგა გონება. აღნიშნულ კონფლიქტს, შეესწრო მისი შვილი ე--------------ა, რომელსაც რ----–------------მა მოწიწკნა თმები, ხოლო მეუღლეს ხ------------------ს კი ესროლა ბოთლი.
მოწმის განმარტებით რ----–------------ის დარტყმების შედეგად მას შუბლზე ჰქონდა ორი ჭრილობა, დაზიანებული ჰქონდა ცხვირი, აღნიშნული დაზიანებების მიყენებისას მან განიცადა ტკივილი. მოწმის განმარტებით კონფლიქტის დროს ის ცდილობდა მოეგერიებინა რ----–------------ის დარტყმები, რა დროსაც შემთხვევით მოიქნია პლასტმასის ნივთი (ნაგვის ასაღები) რაც რ----–-------------ს თავის არეში მოხვდა.
მოწმემ ასევე განმარტა, რომ ფაქტი მოხდა საღამოს და ამიტომ ვერ შეამჩნია ჰქონდა თუ არა მის შვილს რაიმე სახის დაზიანებები მიღებული. მოწმემ განმარტა, რომ პოლიციაში რ----–------------მა დარეკა და როდესაც პოლიციის თანამშრომლები მივიდნენ მათთან სახლში, დაინახეს (ა----------------ი) თუ როგორი ნაცემი იყო და როგორ სდიოდა სისხლი.
მოწმემ ასევე განმარტა, რომ მისი შვილი - რ----–------------ი ალკოჰოლურ სასმელს არ იღებს. რ----–------------ს ჰყავს მეორე ცოლი, რომელთანაც ჰყავს შვილი, როდესაც რ----–------------ი მათთან სახლში მივიდა უთხრა, რომ შვილი გარდაეცვალა. თუმცა, როგორც შემდეგ მეზობლებისგან გაიგო ბავშვი არ გარდაცვლილა და დღესაც ცოცხალია. მოწმის განმარტებით რ----–------------ი ბოლოს მისი თურქეთში ყოფნის პერიოდში მისულა მის სახლში და წაუღია თავისი პირადი ნივთები. 2019 წლის 17 მაისს მომხდარ კონფლიქტის შემდეგ მას რ----–------------ი არ უნახავს და არც კონტაქტი ჰქონია.
მოწმის განმარტებით მასსა და მის შვილს შორის კონფლიქტის ძირითადი მიზეზია ბინასთან დაკავშირებული უთანხმოება, კერძოდ რ----–------------ს სურს იცხოვროს მარტო, ის, არ უსმენს არც დედას და არც მას.
ა----------------მა განმარტა, რომ სურს, მისმა შვილმა მისგან შორს დაიჭიროს თავი და აღარ მიუახლოვდეს. ჰყავს ექვსი შვილიშვილი, ყველასთვის ნაყიდი აქვს ბინები და რ----–------------ის შიშით მასთან სახლში არავინ არ მიდის. (ტ.2 ს.ფ. 109-111)
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა დეტექტივის თანაშემწე გამომძიებელი ლ-–------–--ე, რომელმაც განმარტა, რომ 2019 წლის 17 მაისს სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას 112-დან მიიღო შეტყობინება, ოჯახური ძალადობის ფაქტზე, რომლის მიხედვითაც შეტყობინების ავტორი ითხოვდა და აცხადებდა, რომ შვილმა რ----–------------მა მიაყენა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა. მოწმის განმარტებით აღნიშნული საქმის ირგვლივ ჩატარებული აქვს რიგი საგამოძიებო მოქმედებები, კერძოდ: მოწმის სახით ჰყავს გამოკითხული დაზარალებული ა----------------ი, ბრალდებული რ----–------------ი, მოწმე ე--------------ა, გამოკითხული ჰყავს გამომძიებელი ვ--–-----------ე, ბრალდებულის სახით დაკავებული ჰყავს რ----–------------ი, რომელსაც დაკავებისას განუმარტა უფლებები, ასევე გაკეთებული აქვს შეტყობინება ბრალდებულის დაკავებასთან დაკავშირებით ახლობელზე, კერძოდ დაზე ე--------------აზე. მოწმის განმარტებით დაკავების შემდეგ ბრალდებულს შეთავაზა სამედიცინო შემოწმება, რაზეც ბრალდებულმა უარი განაცხადა. მის მიერვე მოხდა რ----–------------ის და ა----------------ის მიმართ სამედიცინო ექსპერტიზის დანიშვნა, ასევე მან გააცნო დაზარალებულს უფლებები. მოწმის განმარტებით შემთხვეის ადგილზე მისვლისას ვიზუალური დათვალიერებით ა----------------ს უფრო მეტი დაზიანებები აღენიშნებოდა, ა------ის განმარტებით მას აღნიშნული დაზიანებები მიაყენა მისა შვილმა რ----–------------მა, ხოლო რ----–------------ს დაზიანებები აღენიშნებოდა თავის არეში, რომელიც რ----–------------ის განმარტებით მიაყენა მამამ. მოწმის განმარტებით შემთხვევის ადგილზე პირველი თვითონ არ მისულა, ის რომ მივიდა შემთხვევის ადგილზე დახვდა საპატრულო პოლიციის თანამშრომლები, რომლებიც ავსებდნენ რ----–------------ის მიმართ შემაკავებელ ორდერს, თავად რ----–------------ი იმყოფებოდა სახლის მისაღებ ოთახში, ხოლო ა----------------ი კი სადარბაზოში. მოწმემ მისი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების კანონიერება დაადასტურა (ტ.2 ს.ფ70-74)
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა პატრულ-ინსპექტორი, შ--–------------ე, რომელმაც განმარტა, რომ 2019 წლის 17 მაისს, დაახლოებით 16:30 საათზე, გამოძახების საფუძველზე მეწყვილესთან გ---------------–---–თან ერთად გამოცხადა ქალაქ რ-------–------------------------------–------------ში. შეტყობინების ინიციატორი იყო ა----------------ი, რომელმაც განაცხადა, რომ შვილთან მოუვიდა კონფლიქტი რა დროსაც ერთმანეთს მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. შემთხვევის ადგილზე მისულებს სახლის კარი გაუღოთ ა----------------მა, სახლში შესვლისას მისაღებ ოთახში მათ დახვდათ რ----–------------ი, სახლში ასევე იმყოფებოდა ა----------------ის მეუღლეც. მოწმის განმარტებით ორივე პირს ა----------------სა და რ----–------------ს ზედაპირულად აღენიშნებოდათ დაზიანებები, კერძოდ: ა----------------ს გატეხილი ჰქონდა ცხვირი და მოსდიოდა სისხლი, რ----–------------ს დაზიანება ჰქონდა შუბლის არეში. რ----–------------ი იყო აგრესიული, იგინებოდა მამის მისამართით. ამიტომ მოხდა მათი განცალკავება სხვადასხვა ოთახებში, ა----------------ი არ იყო აგრესიული. მოწმის განმარტებით მათ მიერ აღნიშულ ფაქტთან დაკავშირებით რ----–------------ის, როგორც მოძალადის მიმართ გამოიცა შემაკავებელი ორდერი - 30 დღით და ინფორმაცია გადაეცა კრიმინალურ პოლიციას, რის შემდეგაც ადგილზე გამოცხადნენ კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები, რომლებმაც განყოფილებაში გადაიყვანეს ორივე პირი. მოწმის განმარტებით კონფლიქტი გამოწვეული იყო სადაო ბინასთან დაკავშირებით. (ტ.2 ს.ფ. 62-64)
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა, დეტექტივის თანაშემწე, ვ--–-----------ე, რომელმაც განმარტა, რომ 2019 წლის 17 მაისს ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას, შუადღის პერიოდში მიიღო შეტყობინება ოჯახური ძალადობის შესახებ. შემთხვევის ადგილზე გავიდნენ ზ------------ე და ვ--–-----------ე, ასევე საპატრულო პოლიციის თანამშრომლები. ადგილზე მისულებს, დახვდათ ა----------------ი და რ----–-------------ი (რომელიც იყო მისაღებ ოთახში). ორივე პირის აღენიშნებოდა დაზიანებები. ა----------------მა განცხადა, რომ მისმა შვილმა მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა - დაარტყა მუშტი. რ----–------------ი მათი თანდასწრებითაც განაგრძობდა მამის მისამართით შეურაცხყოფის მიყენებას და გინებას. სახლში ამ დროს იყო ა----------------ის მეუღლე. მოწმემ დამატებით განმარტა, რომ ა----------------ის ბინა იყო ოთხ ოთახიანი. საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა გამოწერეს შემაკავებელი ორდერი, რის შემდეგაც მოახდინეს რ----–------------ის განყოფილებაში გადაყვანა. (ტ.2 ს. ფ. 51-54)
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი, ი---------------–---–ი, რომელმაც განმარტა, რომ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულ რ----–------------ს გააცნო დადგენილება პირის ბრალდების შესახებ, რასაც ესწრებოდა ადვოკატი , თარჯიმანი და გარეშე პირი. ასვე დაცვის მხარეს გაუცვალა საქმეში არსებული მტკიცებულებები. მოწმის განმარტებით, წარდგენილ ბრალდებაში, ბრალდებულმა თავი დამნაშავედ არ სცნო, ადვოკატს აღნიშნულზე რაიმე სახის განცხადება არ გაუკეთებია. ბრალდებულმა განმარტა, რომ კონფლიქტი მოუვიდა მამასთან, ბინის გამო, რა დროსაც მამამ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. (ტ.2 ს.ფ. 96-98)
სასამართლო სხდომაზე ბრალდებულის რ----–------------ის დამ ე--------------ამ ისარგებლა მისთვის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა მისი ოჯახის წევრის (ძმის) რ----–------------ის დანაშაულში მამხილებელი ჩვენების მიცემაზე.( ტ.2. - ს.ფ. 111-112)
მოწმის ე--------------ას სასამართლო სხდომაზე ჩვენების მიუცემლობის სამართლებრივ შედეგებზე მსჯელობისას საყურადღებოა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილი, რომლის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ, ამდენად სასამართლო მიიჩნევს, რომ ე--------------ას მიერ გამოძიებისთვის მიწოდებული ინფორმაცია, რომელიც დაცვის მხარის მიერ სადაოდ იქნა მიჩნეული საქმის წინასასამართლო სხდომაზე ვერ იქნება საქმეზე მტკიცებულებითი ძალის მქონე ინფორმაცია, რასაც შესაძლოა დაეყრდნოს სასამართლო პირის დამნაშავედ ცნობის საკითხის გადაწყვეტისას.
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული სამედიცინო ექსპერტიზის დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამედიცინო ექსპერტიზის განყოფილების ექსპერტის ა-–-------------–---–ის, 2019 წლის 17 ივნისს გაცემული ექსპერტიზის N--------- დასკვნის მიხედვით: მოქ. ა----------------ს 18.05.19 წ. ობიექტური შემოწმებით აღენიშნება ნაჭდევები თავისა და სახის მიდამოში, სისხლნაჟღენთები სახის მიდამოში, რაც მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის (საგნების) მოქმედებით, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება საქმეში მითითებულ შემთხვევის თარიღს და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხის, ჯანმრთელობის მოუშლელად. აღნიშნული დასკვნის სისწორე სასამართლო სხდომაზე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ა-–-------------–---–მა. (ტ.1 ს.ფ. 303-306)
სამედიცინო ექსპერტიზის დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამედიცინო ექსპერტიზის განყოფილების ექსპერტის ა-–-------------–---–ის, 2019 წლის 17 ივნისს გაცემულის ექსპერტიზის N--------- დასკვნის მიხედვით: მოქ. რ----–------------ს 18.05.19წ. ობიექტური შემოწმებით აღენიშნება ნაჭდევები სხეულზე, სისხლნაჟღენთები გულმკერდის მიდამოში, რაც მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის (საგნების)მოქმედებით და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხის, ჯანმრთელობის მოუშლელად. ნაჭდევები თავისა და მარცხენა წინა მხრის მიდამოში და სისხლნაჟღენთები ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ შემთხვევის თარიღს, ხოლო ყველა სხვა დანარჩენი დაზიანება ხანდაზმულობით ეწინააღმდეგება საქმის გარემოში მითითებულ შემთხვევის თარიღს (უფრო ძველია). (ტ.1 ს.ფ. 307-310)
სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის N---- სამედიცინო ბარათის მიხედვით, ბარათი შედგენილია 2019 წლის 17 მაისს, ქ--–------------------------------------–-, ბ------------ში მცხოვრები, ა----------------ის მიმართ. პაციენტის კლინიკური შეფასება დამაკმაყოფილებელია. აღენიშნება ჰემატომა და ტკივილი სახის არეში. პაციენტს ასევე აღენიშნებოდა სისხლდენა ცხვირიდან, მარცხენა წარბზე აღენიშნება მცირე ზომის ექსკორიაცია. აღნიშნული დაეწყო ხელის დარტყმის შემდეგ. ა----------------მა ჰოსპიტალიზაციაზე უარი განაცხადა. ბარათს ხელს აწერს პაციენტი, ექიმი და ექთანი (ტ.1 ს.ფ. 11)
სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის N---- სამედიცინო ბარათის მიხედვით, ბარათი შედგენილია 2019 წლის 17 მაისს, ქ--–------------------------------------–-, ბ------------ში მცხოვრები, რ----–------------ის მიმართ. პაციენტის კლინიკური შეფასება დამაკმაყოფილებელია. აღენიშნება ნაკაწრები და ტკივილი თვალის არეში, ასევე შუბლის არეში ექსკორაციები და სისხლდენა ექსკორიაციებიდან. რ----–------------ის განმარტებით, მას თავში ჩაარტყეს პლასტმასის საგანი. პაციენტმა ჰოსპიტალიზაციაზე უარი განაცხადა. ბარათს ხელს აწერს პაციენტი, ექიმი და ექთანი (ტ.1 ს.ფ. 12)
N------ შემაკავებელი ორდერის მიხედვით, ოქმი შედგენილია 2019 წლის 17 მაისს, 18:45 საათზე, ქ--–------------------------------------------------------------ში, შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის მთავარი სამმართველოს პატრულ-ინსპექტორის შ--–------------ის მიერ. მოქალაქე ა------ ა--------ის განცხადებით, მისი საცხოვრებელი სახლის მისამართზე შვილმა რ----–------------მა მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. ორდერი გამოცემულია 30 დღის ვადით, 1--- წელის 23 ნოემბერს დაბადებული, მოძალადე რ----–------------ის მიმართ. ორდერის მიხედვით მსხვერპლია 1--- წლის 01 ნოემბერს დაბადებული, ა----------------ი. ორდერის მიხედვით მოძალადეს აეკრძალა იმ სახლთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი ცხოვრობს; მოძალადეს აეკრძალა მსხვერპლთან, მის სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფება; მოძალადეს აეკრძალა მსხვერპლთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია ტელეფონის, სოციალური ქსელის და სხვა ტექნიკური საშუალების გამოყენებით. (ტ.1 ს.ფ 23-29)
ბრალდებულ რ----–-------------ის დაკავების ოქმის მიხედვით: ბრალდებულის დაკავება მოხდა ქალაქ რუსთავში, მე-17 მკ/რაიონის N35-ში მდებარე რუსთავის საქალაქო სამმართველოს მესამე განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში, რუსთავის საქალაქო სამმართველოს მესამე განყოფილების გამომძიებელ ლ-–------–--ის მიერ, დანაშაულის ჩადენისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით. დაკავებაში მონაწილეობას იღებდნენ: რუსთავის საქალაქო სამმართველოს მესამე განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი დ----------–--ე, თარჯიმანი თ----–------------- და გარეშე პირი ქ----------–--ე. ბრალდებულ რ----–------------ის ფაქტობრივი დაკავების ზუსტი დროა 2019 წლის 17 მაისის 23:10 საათი. დაკავება მიმდინარეობდა მშვიდ, სამუშაო გარემოში წინააღმდეგობის გაწევის გარეშე. ვიზუალური დათვალიერებით რ----–------------ს აღენიშნებოდა შუბლისა და თვალის არეში ექსკორაციები. ოქმს ხელს აწერს დაკავებაში მონაწილე ყველა პირი. (ტ.1 ს.ფ.122-127)
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 20 მაისის განჩინებით რ----–------------ს აღკვეთი ღონისძიების სახით შეფარდებული აქვს პატიმრობა (ტ.1. ს.ფ. 166 -172).
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 24 ივნისის საოქმო განჩინებით რ----–------------ს საქმის წინასასამართლო განხილვის სხდომაზე შეფარდებული აღკვეთი ღონისძიება პატიმრობა შეეცვალა ნაკლებად მკაცრი აღკვეთი ღონისძიებით გირაოთი 1000 (ათასი) ლარის ოდენობით და დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სხდომის დარბაზიდან. გირაოს გადახდის ვადად განესაზღვრა 20 დღე . (ტ.2. ს.ფ. 11-12)
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 19 ივლისის საოქმო განჩინებით რ----–------------ის (ბრალდებულის დასწრების გარეშე) მიმართ საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე, 2019 წლის 24 ივნისის განჩინებით შეფარდებული აღკვეთი ღონისძიების- გირაოს პირობების დარღვევის და სხდომაზე გამოცხადებისგან თავის არიდების გამო, შეფარდებული აღკვეთი ღონისძიება გირაო შეიცვალა უფრო მკაცრი აღკვეთი ღონისძიებით - პატიმრობით და საქმის განხილვა გაგრძელდა მის დაუსწრებლად. (ტ.2. ს.ფ. 45-46)
3. სამართლებრივი შეფასება:
ოჯახში ძალადობა ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული და გავრცელებული ძალადობის ფორმაა. იგი მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში არსებობს და საზოგადოების ყველა ფენას მოიცავს. ოჯახში ძალადობას ახასიათებს ფარული და განგრძობადი ხასიათი და აღნიშნული სპეციფიური დანაშაულია, რადგან ხორციელდება ოჯახის წევრის ან წევრების მიერ სხვა ოჯახის წევრის(ების) მიმართ. ოჯახში ძალადობად ითვლება ოჯახის წევრის მიმართ განხორცილებული: ფიზიკური ძალადობა, ფსიქოლოგიური ძალადობა, ეკონომიკური ძალადობა, სექსუალური ძალადობა და იძულება.
„ოჯახში ძალადობის სისხლის სამართლებრივი რეგულირების საკითხი დღის წესრიგში დადგება თუ ოჯახის წევრებს შორის განხორციელებული ძალადობა შეიცავს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ დანაშაულის ნიშნებს. “ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლი წარმოადგენს ოჯახში ძალადობის სისხლის სამართლებრივ რეგულაციას, რომლის თანახმად, ოჯახში ძალადობის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაფუძნება დაკავშირებულია შემდეგ ქმედებასთან და მის შედეგთან: „ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, სისტემატიური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოყოლია ჯანმრთელობის თუნდაც მსუბუქი დაზიანება.“
ოჯახში ძალადობა ხშირ შემთხვევაში იწვევს ჯანმრთელობის სერიოზულ გაუარესებას, ფიზიკურ და ემოციურ აშლილობას, რომლიც შეიძლება ფატალური შედეგით დასრულდეს.
სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნული ქმედების სისხლის სამართლებრივი დაცვის ობიექტია ოჯახის წევრთა ჯანმრთელობა, მათი უფლება იცხოვრონ მშვიდ გარემოში, ასევე პატივი და ღირსება, სიცოცხლე და ჯანმრთელობა.
აღნიშნული დანაშაულის ამსრულებელია არა საერთო სუბიექტი, არამედ მხოლოდ ოჯახის ბრალუნარიანი წევრი, რომელიც პასუხისმგებლობის ასაკსაა მიღწეული.
შესაბამისად მსხვერპლიც უნდა იყოს ოჯახის წევრი და არა სხვა პირი.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 111 მუხლის შენიშვნის თანახმად ამ კოდექსის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება: ა) ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ შემდეგ ალტერნატიულ ქმედებებში - ძალადობა, სისტემატურ შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება; მართლსაწინააღმდეგო შედეგში - ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
სუბიექტური მხრივ განსახილველი დანაშაულის მოტივსა და მიზანს არ აქვს მაკვალიფიცირებელი მნიშვნელობა, თუმცა უფრო გავრცელებულია მისი ჩადენა შურისძიების, ეჭვიანობის, სიძულვილის მოტივით და სამაგიეროს მიზღვის ან პირის დამორჩილების მიზნით.
ბრალის ფორმის მიხედვით სახეზეა განზრახი დანაშაული (როგორც პირდაპირი ისე არაპირდაპირი განზრახვით)
სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით დადგენილია, რომ 2019 წლის 17 მაისს, დაახლოებით 16:25 საათზე, ქ-------------------------------ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში, რ----–------------მა მამას, ა----------------ს, აღნიშნული საცხოვრებელი ბინის გაყიდვასთან დაკავშირებული ურთიერთშელაპარაკებისას მუშტი დაარტყა ცხვირისა და მარჯვენა წარბის არეში. რ----–------------ის ძალადობრივი ქმედებით ა----------------მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებები, თითოეული მათგანი შეაფასა საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა დასკვნამდე, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, საკმარისია ბრალდებულ რ----–------------ის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ქმედებაში დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
რ----–------------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ. შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ასევე ყურადღებას მიაქცეს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას.
სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. დანაშაულის ყველა კონკრეტულ შემადგენლობას აქვს კანონმდებლის მიერ განსაზღვრული კონკრეტული სანქციის ფარგლები. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს არამარტო ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, არამედ დამნაშავის პიროვნებასაც და გამოძიებასთან თანამშრომლობას.
სასამართლო განმარტავს, რომ სისხლის სამართლის პრინციპები კრიმინალიზაციის პროცესის მომწესრიგებელი ნორმატიული მოთხოვნებია, რომელსაც საქმიანობის პროცესში როგორც კანონმდებელი, ასევე სამართალშემფარდებელი (მოსამართლე) მკაცრად უნდა იცავდეს. სისხლის სამართლის ყველა პრინციპი საქმის განმხილველი მოსამართლის საქმიანობას უნდა განსაზღვრავდეს და განსაკუთრებით, ჩადენილი დანაშაულისთვის სასჯელის დანიშვნისას, მათ გადამწყვეტი მნიშვნელობა უნდა მიანიჭოს. მოსამართლემ სისხლის სამართლის კანონი მხოლოდ ამ პრინციპების ზედმიწევნითი დაცვით უნდა გამოიყენოს.
სასჯელის დანიშვნისას, სხვა ზოგადსამართლებრივი თუ სისხლის სამართლის პრინციპების დაცვით, სასამართლომ, უპირველეს ყოვლისა, უნდა იხელმძღვანელოს საერთაშორისოდ აღიარებული პრინციპით - „არ არსებობს სასჯელი კანონის გარეშე“ (nulla poena sine lege), რომლის მიხედვითაც დაუშვებელია სასჯელის განსაზღვრა, თუ არა კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში და დადგენილი წესით. ანალოგიურ მოთხოვნას აწესებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსიც, რომლის თანახმად, ქმედების დასჯადობა განისაზღვრება სისხლის სამართლის კანონით, რომელიც მოქმედებდა მისი ჩადენის დროს (სსკ-ის მე-2 მუხლის პირველი ნაწილი). სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით (სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილი). სასამართლო აღნიშნავს, რომ სასჯელის გამოყენება უნდა მოხდეს მხოლოდ კანონით გათვალისწინებული კონკრეტული სანქციის საფუძველზე, ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით, რომელიც, თავის მხრივ, მიღებული და ამოქმედებულია კონსტიტუციითა და კანონმდებლობით დადგენილი საკანონმდებლო ნორმების დაცვით.
კანონიერების ზოგად სამართლებრივი პრინციპი სისხლის სამართალში ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად ვლინდება სასჯელის ასპექტით. სასჯელის სახეები ზუსტადაა ჩამოთვლილი სისხლის სამართლის ზოგად ნაწილში, ასევე კონკრეტულად არის მითითებული კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლების სანქციებში. ამდენად, გარდა ზემოაღნიშნული გამონაკლისებისა, თუ მხარეთა შორის არ არის მიღწეული საპროცესო შეთანხმება, ან თუ საკითხი არ ეხება კანონის უკუძალით ამოქმედებას, კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლის სანქციაში მოუხსენიებელი სასჯელის თვითნებურად გამოყენება, თუნდაც პასუხისმგებლობის შემსუბუქების კუთხით, დაუშვებელია, არ გამომდინარეობს მატერიალური სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული დანაწესიდან და პირდაპირ ეწინააღმდეგება კანონის გარეშე სასჯელის დანიშვნის აკრძალვის საერთაშორისო პრინციპს. საქართველოს კონსტიტუციის 63-ე მუხლის პირველი პუნქტი, რომლის თანახმად, მოსამართლე თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და ემორჩილება მხოლოდ კონსტიტუციასა და კანონს, კრძალავს სამოსამართლო სამართალს, როგორც სამართლის წყაროს.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნისას პასუხისმგებლობის ერთ-ერთ დამამძიმებელ გარემოებად მიიჩნევა დანაშაულის ჩადენა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ, განსახილველ შემთხვევაში საყურადღებოა, რომ პასუხისმგებლობის დამამძიმებელი ეს გარემოება წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 -ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების მაკვალიფიცირებელ ნიშნს - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ოთხმოციდან ას ორმოცდაათ საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უმისოდ ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ კანონმდებლის ნება პასუხისმგებლობის ისეთი დამამძიმებელი გარემოებებისადმი, როგორიცაა დანაშაულის ჩადენა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ, აისახა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილის დისპოზიციაში და ამავე ნიშნების, პასუხისმგებლობის დამატებით დამამძიმებელ გარემოებებად გამოყენება სასამართლოს გაუმართლებლად მიაჩნია.
სასამართლო აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია ბრალდებულმა გააცნობიეროს მის მიერ ჩადენილი ქმედების ხასიათი და ამ ქმედებით გამოწვეული შედეგი, ოჯახში ძალადობა ძალადობრივი დანაშაულებიდან ერთ-ერთი მეტად გასაკიცხი ქმედებაა, ოჯახის წევრის მხრიდან შეურაცხყოფა და ფიზიკური ძალადობა უფრო მეტად თრგუნავს დაზარალებულს და უშლის მას ხელს განვითარებაში, იცხოვროს მშვიდ, სტაბილურ გარემოში და არ განეწყოს საზოგადოების მიმართ უნდობლობის გრძნობით. ასევე მნიშვნელოვანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ოჯახში ჩადენილი ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებით სახელმწიფოს მიერ გადადგმული მკვეთრი და მყისიერი რეაგირების თვალსაზრისით. სასამართლოს შეფასებით, ყურადღება უნდა გამახვილდეს ასევე პრევენციული ღონისძიებების აუცილებლობაზე, დანაშაულის ჩადენის სიხშირეზე, უნდა შეფასდეს დამნაშავის სოციალური და ეკონომიური მდგომარეობა, ძალადობის ინტენსივობა და რაც მთავარია პირის დაინტერესება ქცევის გამოსწორების მიმართულებით.
სასჯელის კონკრეტული სახის და ზომის განსაზღვრისას საყურადღებოა, რომ ბრალდებულ - რ----–------------ის მიმართ შერაცხული ბრალდება, ძირითადი სასჯელის სახით ითვალისწინებს ორ ალტერნატივას. კერძოდ, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ოთხმოციდან ას ორმოცდაათ საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ორ წლამდე, ანუ კანონმდებელი არ ადგენს სასჯელის მხოლოდ ერთ სახეს, რომელიც უპირობოდ დაკავშირებული იქნება თავისუფლების აღკვეთასთან და საქმის განმხილველ სასამართლოს აძლევს შესაძლებლობას, საქმის კონკრეტული გარემოებების გათვალისწინებით, დაადგინოს სასჯელის ისეთი სახე, რომელიც სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევას - სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.
სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო ითვალისწინებს, იმ გარემოებას, რომ ბრალდებული ძებნილია და მოსალოდნელი პასუხისმგებლობის თავიდან არიდების მიზნით იმყოფება მიმალვაში საქართველოს ფარგლებს გარეთ. სასჯელის ზომის შემსუბუქების კუთხით სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის მძიმე ოჯახურ ვითარებას - დანაშაულის ჩადენისას მას სავარაუდოდ ახალი გარდაცვლილი ჰყავდა შვილი, რაც სადაო არ გაუხდია ბრალდების მხარესაც.
სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ დემოკრატიულ სახელმწიფოში სასჯელის მიზანს ადამიანის ფიზიკური ტანჯვა და პირადი დასჯა არ წარმოადგენს. სასჯელი სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს ემსახურება. სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს მისი აღსრულების სამართლებრივი მექანიზმები, ანუ რამდენად აღსრულებადია დანიშნული სასჯელი, მოცემულ შემთხვევაში იმ პირობებში როდესაც ბრალდებული ძებნილია სასჯელის ალტერნატივის სახით წარმოდგენილი საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა სასამართლოს მოსაზრებით ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, შესაბამისად ბრალდებულ - რ----–------------ის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების (სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია) მიღწევა შესაძლებელი იქნება მხოლოდ ისეთი სახის სასჯელის დანიშვნით როგორიცაა თავისუფლების აღკვეთა 08 (რვა) თვის ვადით.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-20-21 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. რ----–------------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 08 (რვა) თვის ვადით;
2. რ----–------------ს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან და დაკავების შემთხვევაში შესახლებული იქნეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციურ დეპარტამენის შესაბამის დაწესებულებაში;
3. რ----–------------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის პერიოდი 2019 წლის 17 მაისის 23:10 საათიდან 2019 წლის 24 ივნისის ჩათვლით;
4. რ----–------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს;
5. განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;
6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მსჯავრდებულს, რომლის მიმართაც სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი გამოტანილ იქნა მის დაუსწრებლად, უფლება აქვს, განაჩენი გაასაჩივროს 01 (ერთი) თვის ვადაში: დაპატიმრებიდან, ან სათანადო ორგანოებში გამოცხადების მომენტიდან, ან პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის გამოცხადებიდან, თუ მსჯავრდებული ითხოვს სააპელაციო საჩივრის განხილვას მისი მონაწილეობის გარეშე.
მოსამართლე მამია ფხაკაძე