განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1/655-19
(№021190519003)
რუსთავის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
21 ნოემბერი, 2019 წელი ქ. რუსთავი
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია
მოსამართლე მამია ფხაკაძე
სხდომის მდივანი ბადრი ოთარაშვილი
ბრალდების მხარე:
პროკურორი - თ------–--–----–-----ი;
დაცვის მხარე:
ბრალდებული - ე-–--- რ---------- ს---–--------ი, დაბადებული 10.11.1----–--–--------------–----------–-------------------------------–----–----–----------–------------------–-------------------–---------------------–------------------------–------------------------------------------------------–----------–--;
ადვოკატი - ზ-----------–---–---–ი;
თარჯიმანი - რ----–---------–---ა;
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე” ქვეპუნქტით;
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
2019 წლის 19 მაისს, დღის დაახლოებით 16:20 საათზე, გარდაბნის რაიონის ს------–---------–--ში, საკუთარ ქალიშვილთან - შ------------------სთან სტუმრად მყოფ ზ--–---------------ს, საკუთარი საცხოვრებელი სახლის ეზოში, შ------------------ს მიერ ბავშვის ხმამაღალი დაძახების გამო, განაწყენებულმა რუსთავის საქალაქო სასამართლოს განაჩენით ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანებისთვის სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით ნასამართლევმა ე-–--- ს---–--------მა ქვა ესროლა, რის შედეგადაც მიაყენა მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით.
ამ ქმედებისთვის ე-–--- ს---–--------ს წარედგინა ბრალი დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე” ქვეპუნქტით.
2. მტკიცებულებათა ერთობლიობა
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათი ფორმა N1-ის მიხედვით: ბარათი შედგენილია გარდაბნის შსს რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორების განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ ს-----------–--ის მიერ, 2019 წლის 19 მაისს. ბარათის მიხედვით გამოძიება დაწყებულია დანაშაულის ჩადენისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით. ბარათის თანახმად: 2019 წლის 19 მაისს გარდაბნის რაიონული სამმართველოს პოლიციაში 112-დან შევიდა შეტყობინება, მასზედ, რომ გარდაბნის რაიონ ს------–---------–--დან მათ დაუკავშირდა მოქალაქე ზ--–---------------ი, რომელმაც განაცხადა, რომ მეზობელმა ე-–--- ს---–--------მა მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. (ტ.1 ს.ფ.1)
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული N------- შეტყობინების თანახმად: 2019 წლის 19 მაისს გარდაბნის რაიონ, ს------–---------–--დან დაუკავშირდათ ზ--–---------------ი და განცხადა, რომ ცემა მეზობელმა. (ტ.1 ს.ფ.2)
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა დაზარალებული ზ--–---------------ი, რომელმაც განმარტა, რომ მისი ქალიშვილი შ------------------ ცხოვრობს ს------–---------–--ში, მეუღლის სახლში. ზ--–---------------ი მის ქალიშვილს ხშირად სტუმრობს და შეძლებისდაგვარად ეხმარება მატერიალურად. 2019 წლის 19 მაისს დაახლოებით 16:00 საათზე იმყოფებოდა შ------------------ს სახლში, მდებარე გარდაბნის რაიონის ს------–---------–--ში. წასვლისას ზ--–---------------მა, თავის ქალიშვილს სთხოვა შვილიშვილთან გამომშვიდობება, რის გამოც შ------------------ გავიდა სახლიდან და დაუძახა მის შვილს რათა ქუჩიდან შეეყვანა სახლში, სწორედ ამ დროს მას შემოესმა ე-–--- ს---–--------ის გინების ხმა, რომელმაც შეაგინა შ------------------ს. მოწმის განმარტებით მისი ქალიშვილი შებრუნდა ეზოში, თუმცა თან შეყვა ე-–--- ს---–--------ი, რომელიც აგრძელებდა სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებას. შ------------------მ მოახერხა ე-–--- ს---–--------ის ეზოდან გაყვანა და შიგნიდან ჩაკეტა ალაყაფის კარი. მიუხედავად ამისა ე-–--- ს---–--------ი კვლავ განაგრძობდა სიტყვიერი შეურაცხყოფების მიყენებას. მოწმის განმარტებით მისი ქალიშვილის ოჯახის გინებაზე თავი ვერ შეიკავა და თავადაც მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა ე-–--- ს---–--------ს. აღნიშნულზე ე-–--- ს---–--------ი, უფრო გაღიზიანდა და ვინაიდან ალაყაფის კარი დაკეტილი იყო მათი სახლის ეზოში შეაღწია ღობეზე გადმოხტომით, რის შემდეგაც ეზოშივე აიღო (ადამიანის ხელის გულის ზომის) ქვა და გამიზნულად ესროლა ზ--–---------------ს მარცხენა ფეხის არეში. ქვის მოხვედრით გამოწვეული ტკივილის გამო ზ--–---------------მა წამიერად დაკარგა გონება და დაეცა ძირს. მოწმემ ასევე განმარტა, რომ 112-ში თავად დარეკა და განაცხადა მომხდარი ფაქტის შესახებ.
მოწმემ ადვოკატის კითხვებზე განმარტა, რომ ქვის მოხვედრის შემდეგ მან გონება დაკარგა მხოლოდ რამდენიმე წამით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების მოსვლის შემდეგ მას დაზიანებული ფეხიდან აღარ სდიოდა სისხლი. მომხდარ ფაქტს შეესწრო მისი ქალიშვილის დედამთილი, რომელიც იყო ეზოში. ქვის სროლისას ზელიმხან ს---–--------სა და ე-–---ს ს---–--------ს შორის მანძილი იქნებოდა დაახლოებით 05-06 მეტრი.
მოწმემ დამატებით განმარტა, რომ ე-–--- ს---–--------ს შურს მისი ქალიშვილის - შ------------------ს ოჯახის და არ სურს მისმა ქალიშვილმა იცხოვროს იქ სადაც ცხოვრობს. (შ------------------ს და ბრალდებულს საერთო სახლი აქვთ ცალ-ცალკე შესასვლელებით).
მოწმემ განმარტა, რომ სურს ე-–--- ს---–--------ი დაისაჯოს მკაცრად, რადგან, მიიჩნევს, რომ შესაძლოა კიდევ ჩაიდინოს დანაშაული. (ტ.02 ს.ფ.61-66)
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითა, დაზარალებულის ქალიშვილი-შ------------------, რომელმაც განმარტა, რომ ე-–--- ს---–--------ი გაიცნო რუსეთის ფედერაციაში, სადაც გარკვეული პერიოდის განმავლობაში ის ცხოვრობდა მათ სახლში. რუსეთში ყოფნის პერიოდშივე ე-–--- ს---–--------ს ის არ მოსწონდა და მისი მეუღლის სახლში არ ყოფნისას ემუქრებოდა კიდეც. იმავე პერიოდში, როდესაც იყო ფეხმძიმედ ე-–--- ს---–--------მა მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რის გამოც მისმა მეუღლემ ე-–--- ს---–--------ი გააძევა სახლიდან. რუსეთიდან საქართველოში შ------------------ და მისი მეუღლე დაბრუნდნენ დაახლოებით 01 წლია და ცხოვრობდნენ ს------–---------–--ში.
2019 წლის 19 მაისს, მამასთან ზ--–---------------თან ერთად იმყოფებოდა ლილოს ბაზრობაზე, საიდანაც მობრუნდნენ (გარდაბნის რაიონის ს------–---------–--ში) დაახლოებით 16:00 საათზე. სადილის მიღების შემდეგ ზ--–---------------მა მოითხოვა იმ დროისათვის სახლის ეზოს გარეთ მყოფ შვილიშვილთან დამშვიდობება, რის გამოც შ------------------ გავიდა ეზოს გარეთ და დაუძახა ბავშვს, ამავე დროს მას ქუჩაში შეხვდა ე-–--- ს---–--------ი, რომელმაც დაუწყო გინება ყვირილისთვის და ბავშვისთვის თამაშის უფლების შეზღუდვისთვის. შ------------------მ უპასუხა, რომ ბავშვისთვის ახალი ტანსაცმელი ჰქონდა ნაყიდი და ამიტომ უნდა შეეყვანა სახლში, რაც ე-–--- ს---–--------ს არ აინტერსებდა, განაგრძობდა მის შეურაცხყოფას და ნელ-ნელა მიიწევდა მისკენ, რის გამოც შ------------------მ დაიხია უკან შებრუნდა სხლის ეზოში და დაკეტა ალაყაფის კარები. ე-–--- ს---–--------მა ნახა რა რომ კარები დაკეტილი იყო, ღობეზე გადახტომით შეაღწია შუკრია ქერიმოვას სახლის ეზოში და განაგრძობდა მის შეურაცხყოფას. მოწმის განმარტებით მას შეეშინდა ე-–--- ს---–--------ის ქცევების, გაიქცა სახლისკენ და ავიდა სახლის კიბეებზე. ე-–--- ს---–--------ი აგრძელებდა გინებას და მიიწევდა სახლის კიბისკენ. აღნიშნულ ფაქტს შეესწრო მამამისი - ზ--–---------------ი, რომელიც მოუწოდებდა ე-–--- ს---–--------ს სიმშვიდისკენ. როდესაც ე-–--- ს---–--------მა ნახა, რომ ზ--–---------------იც ჩაერთო კონფლიქტში, აიღო ქვა და გამიზნულად ისროლა ზ--–---------------ის მიმართულებით. მოწმის განმარტებით, ე-–--- ს---–--------ის ნასროლი ქვა ზ--–---------------ს მოხვდა მარცხენა ფეხის არეში და ზელიმხან ს---–--------ს ფეხიდან წამოუვიდა სისხლი. ზ--–---------------სა და ე-–--- ს---–--------ს შორის ქვის სროლისას მანძილი იქნებოდა დაახლოებით 05-06 მეტრი. მოწმის განმარტებით, კონფლიქტის დროს სახლში არაფერი დაზიანებულა.
მოწმემ განმარტა, რომ ე-–---ს ს---–--------ის მისი ოჯახის სხვა წევრებთან აქვს კარგი ურთიერთობა. (ტ.02 ს.ფ.66-69)
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა, ნ------- ს---–--------ა, რომელმაც განმარტა, რომ 2019 წლის მაისის თვეში იმყოფებოდა სახლში და აძინებდა ბავშვს, რა დროსაც შემოესმა ჩხუბის ხმა, გამოვიდა სახლის გარეთ და დაინახა, რომ ე-–--- ს---–--------ი, შ------------------ და შ------------------ს მამა - ზ--–---------------ი ერთმანეთს ხმამაღლა ელაპარაკებოდნენ და აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას. ზ--–---------------ი იჯდა ეზოში სკამზე, ხოლო ე-–--- ს---–--------ი იყო ეზოს გარეთ. ნ------- ს---–--------ა შებრუნდა სახლში, რადგან აძინებდა ბავშვს, თუმცა ცოტა ხანში სიტუაცია ისევ დაიძაბა და კვლავ გამოვიდა სახლის გარეთ რა დროსაც დაინახა, რომ შ------------------ს მამას ფეხიდან სდიოდა სისხლი. ზ--–---------------ი იმყოფებოდა ისევ ეზოში, ხოლო ე-–--- ს---–--------ი იყო ეზოს გარეთ გზაზე. მოგვიანებით მისთვის ცნობილი გახდა, რომ ე-–--- ს---–--------მა ზ--–---------------ს ესროლა ქვა. (ტ.02 ს.ფ.127-134)
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა, გარდაბნის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი, ს-----------–--ე, რომელმაც განმარტა, რომ 2019 წლის 19 მაისს, გარდაბნის რაიონულ სამმართველოში შევიდა შეტყობინება, რისი საფუძველზეც დაიწყო გამოძიება. შეტყობინების მიხედვით ს------–---------–--ში მეზობლებს შორის მოხდა კონფლიქტი, კერძოდ, ზ--–---------------ს მეზობელმა ესროლა ქვა, რომელიც მოხვდა ფეხში. მოწმის განმარტებით ზ--–---------------ს დაზიანება მიღებული ჰქონდა ფეხზე, მუხლის არეში, სამედიცინო დაწესებულებაში მას ფეხზე დადეს ორი ნაკერი. ზ--–---------------ს ეცვა შარვალი, რომელიც აკეცილი ჰქონდა მუხლამდე. ამის შემდეგ ზ--–---------------ი თავისი ფეხით, დაახლოებით 30 წუთში მივიდა, გარდაბნის რაიონული სამმართველოს განყოფილებაში, სადაც გამოკითხეს მოწმის სახით. საქმის ირგვლივ ასევე მოწმის სახით გამოკითხული ჰყავს ზ--–---------------ის ქალიშვილი, შ------------------ და შუკრია ქარიმოვის დედამთილი, ნ------- ს---–--------ა, რის შემდეგაც მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს ე-–--- ს---–--------ი, გადაიყვანეს დროებით მოთავსების იზოლატორში, სადაც წარედგინა ბრალი. მოწმის განმარტებით ე-–--- ს---–--------მა, ბრალდებულის სახით ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა, ხოლო მოწმედ გამოკითხვისას, დაადასტურა მის მიერ ზ--–---------------ისთვის ქვის სროლის ფაქტი.
მოწმის განმარტებით მან ბრალდებულის ახლობლების ჩვენების საფუძველზე მიმართა ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრს ე-–--- ს---–--------ის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის გამოთხოვის მოთხოვნით. ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრიდან მიღებული პასუხის თანახმად ე-–--- ს---–--------ი არ იმყოფებოდა აღრიცხვაზე. ამის შემდეგ მან დანიშნა ფსიქიატრიული ექსპერტიზა.
მოწმემ განმარტა, რომ შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას არ აღმოუჩენიათ სისხლის კვალი, შემთხვევის ადგილზე აღმოაჩინეს და ამოიღეს მხოლოდ ქვა. მოწმემ მისი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების კანონიერება დაადასტურა (ტ.02 ს.ფ.95-100)
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხა, გარდაბნის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი, ნ----------–---–ი, რომელმაც განმარტა, რომ 2019 წლის 19 მაისს გარდაბნის რაიონის ს------–---------–--ში, შ------------------ს საცხოვრებელ სახლში, შ------------------ს წერილობითი თანხმობის საფუძველზე ექსპერტ-კრიმინალისტებთან - ნ----------------–---–თან და ი-----–--–-------სთან ერთად დაათვალიერა შემთხვევის ადგილი. მოწმის განმარტებით შ------------------ს სახლი იყო მცირე ზომის, წინ ჰქონდა პატარა აივანი, რომელზეც ადიოდა რამდენიმე კიბე. სახლს ჰქონდა მცირე ზომის ჭიშკარი, რომლიდანაც პირდაპირ ჩანს აივანი. შ------------------მ მიუთითა ადგილზე, სადაც მის მამას მოხვდა ქვა. აღნიშნულ ადგილიდან ამოიღეს ერთი ქვა, კერძოდ საცხოვრებელი სახლის აივნიდან ამოიღეს საშუალო ზომის ოვალური ფორმის ქვა, რომელიც სპეცილურ პაკეტში დალუქეს ექსპერტ-კრიმინალისტებმა. ლუქზე დაესვა სისხლის მართლის საქმის ნომერი, თარიღი და დამსწრე პირთა ხელმოწერები, ობიექტის დასახელება. შემთხვევის ადგილზე სისხლის ლაქები არ აღმოუჩენიათ, რომ ყოფილიყო, აუცილებლად ამოიღებდნენ და ასახავდნენ ოქმში. მოწმემ განმარტა, რომ შემთხვევის ადგილის დათვალიერებას ესწრებოდა თარჯიმანი ა---------------ა. შემთხვევის ადგილზე დაზარალებული არ უნახავს. (ტ.02 ს.ფ.105-108)
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით, დაიკითხა ქვემო ქართლის საექსპერტო სამსახურის, მთავრი ექსპერტი ნ----------------–---–ი, რომელმაც განმარტა, რომ 2019 წლის 19 მაისს, მიიღო შეტყობინება, რომლის მიხედვითაც ს------–---------–--ში უნდა დაეთვალიერებინათ შემთხვევის ადგილი. ადგილზე გავიდა თავის მეწყვილესთან ი-----–--–-------სთან ერთად. შემთხვევის ადგილზე დახვდათ გამომძიებელი. მათ ფოტოსურათებზე ასახეს შემთხვევის ადგილი, ასევე ამოიღეს ქვა, რომელიც ეგდო სახლის აივნის შუაში. ამოღებული ქვა დალუქეს ნომრიან პაკეტში და გადასცეს გამომძიებელს. ქვას ცალ მხარეს ჰქონდა პატარა ზომის ლაქა. შემთხვევის ადგილიდან სხვა ნივთი არ ამოუღიათ. არ შეუმჩნევიათ სისხლის ლაქები. მოწმემ განმარტა, რომ დაათვალიერეს მხოლოდ სახლის ეზო, სახლში არ შესულან. მოწმემ დამატებით განმარტა, რომ სახლი ჭიშკრიდან დაშორებულია დაახლოებით 10 მეტრით. (ტ.02 ს.ფ.113-116)
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის მიხედვით - შემთხვევის ადგილი მდებარეობს გარდაბნის რაიონის ს------–---------–--ში, მოწმე შ------------------ს საცხოვრებელ სახლის ეზოში. საგამოძიებო მოქმედება ჩატარებულია 2019 წლის 19 მაისს 20:50 საათიდან 2019 წლის 19 მაისის 21:20 საათებს შორის შუალედში გამომძიებელ ნონა სიბაშვილის მიერ. საგამოძიებო მოქმედებას ესწრებოდა ექსპერტები ნ----------------–---–ი, ი-----–--–------- და თარჯიმანი ა---------------ა. შემთხვევის ადგილი დასურათდა ,,ნიკონის“ ფირმის ფოტოაპარატით, მესაკუთრის/მფლობელის წერილობით თანხმობით. საგამოძიებო მოქმედების შედეგად შემთხვევის ადგილიდან ამოღებულია საშუალო ზომის ოვალური ფორმის ქვა, რომელიც, დალუქულია, დატანილ იქნა ხელმოწერები და სისხლის სამართლის საქმის ნომერი. ოქმს ხელს აწერს მასში მონაწილე ყველა პირა და რაიმე სახის შენიშვნა არ ფიქსირდება. (ტ.1. ს.ფ. 7-18)
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა, სამედიცინო ექსპერტიზის დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამედიცინო ექსპერტიზის განყოფილების ექსპერტი, მ--------–----------ე, რომელმაც დაადასტურა მის მიერ 2019 წლის 03 ივნისს გაცემული N--------- ექსპერტიზის დასკვნის სისწორე, რომლის მიხედვითაც: შპს „ჯეო ჰოსპიტლის“ გარდაბნის სამედიცინო ცენტრის სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი # 2----ის მონაცემებით ზ--–---------------ს 19.05.19 წ. აღენიშნებოდა ჭრილობა მარცხენა წვივის მიდამოში. აღნიშნული დაზიანება მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს. სამედიცინო ბარათში არსებული მონაცემებით დაზიანების მიმყენებელი საგანი ვერ განისაზღვრა.(ტ.01 ს.ფ.33-36)
მოწმემ განმარტა, რომ ექსპერტიზაზე წარმოდგენილი იყო მხოლოდ სამედიცინო დოკუმენტაცია. სამედიცინო ბარათში აღწერილი დაზიანება იყო სისხლმდენი ჭრილობა, რომელიც შემდგომ გაიკერა. (ტ.02 ს.ფ.121-122)
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა, ფსიქიატრიული ექსპერტიზის დეპარტამენტის ექსპერტი, მ---------------–--ე რომლმაც დაადასტურა მის მიერ 2019 წლის 21 ოქტომბერს გაცემული N--------9 ექსპერტიზის დასკვნის, სისწორე, რომლის მიხედვითაც: ე-–--- ს---–--------ს აღენიშნება არაფსიქოზური დონის ფსიქიკური აშლილობა - ორგანული პიროვნული აშლილობა (კოდი - F07.0 დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციის მე-10 გადასინჯვის მიხედვით), არამკვეთრად გამოხატული ცვლილებებით ფსიქიკის მხრივ. მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის დროს მას აღენიშნებოდა არაფსიქოზური დონის ფსიქიკური აშლილობა - ორგანული პიროვნული აშლილობა, არამკვეთრად გამოხატული ცვლილებებით ფსიქიკის მხრივ და მას არ შეეძლო სრულად გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი და მართლწინააღმდეგობა და ეხელმძღვანელა მისთვის (შეზღუდული შერაცხადობა). თავისი ფსიქიკური მდგომარეობით მას შეუძლია ანგარიში გაუწიოს თავს და უხელმძღვანელოს მას, მისცეს სწორი ჩვენება და მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო და სასამართლო მოქმედებებში. ის იმგვარი ფსიქიური ავადმყოფობით, რომელიც ხელს უშლის სასჯელის მოხდას, დაავადებული არ არის. ის თავისი ფსიქიკური მდგომარეობით იძულებით მკურნალობას, ან არანებაყოფლობით სტაციონალურ ფსიქიატრიულ დახმარებას არ საჭიროებს. მას აქვს ფსიქიკური ნაკლი, რომელიც ხელს უშლის მის მიერ საკუთარი თავის დაცვის განხორციელებას. თავისი ფსიქიკური მდგომარეობით ის შეიძლება წარსდგეს მართლმსაჯულების წინაშე და პასუხი აგოს ბრალად შერაცხული ქმედებისთვის. (ტ.02 ს.ფ.144-150)
მ---------------–--ემ განმარტა, რომ დასკვნის გაცემის მომენტში ე-–--- ს---–--------ი იყო შეზღუდული შერაცხადობის. ასევე მოწმემ განმარტა, რომ აღნიშნული დასკვნა გასცა აკაკი ტყემალაძესთან ერთად. ე-–--- ს---–--------ი ღიზიანდება მარტივად და აღენიშნება აგრესიული ქცევები. ასევე აღნიშნულ პიროვნებას, მიღებული აქვს ქალა-ტვინის ტრავმა, რამაც იმოქმედა მის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე და მას შემდეგ დაეწყო აღნიშნული დაავადება - შეზღუდული შერაცხადობა. აღნიშნული ტრავმის შესახებ ჰქონდათ მხოლოდ ინფორმაცია, არ ჰქონიათ სამედიცინო დოკუმენტაცია, ასვე თავის მიდამოში, მარცხენა მხარეს აქვს ტრავმის კვალი. მოწმის განმარტებით, გამოკვლევა ხდება კომპლექსურად, კერძოდ, დაკვირვება ხდება პიროვნების ქცევებზე, მეხსიერებაზე, სუბარზე და იკვლევენ ყველაფერს. ამ კონკრეტულ შემთხვევაში პიროვნება მართალია არ იყო ფსიქიკურად დაავადებული, მაგრამ აღენიშნებოდა პიროვნული აშლილობა, მარტივად ღიზიანდებოდა, ადვილად გამოდიოდა წყობიდან, ჰქონდა თავის ტკივილები. მოწმის განმარტებით ისინი ცდილობდნენ, შეექმნათ მისთვის (ე-–--- ს---–--------ისთვის) მშვიდი გარემო, თუმცა აღნიშნული პიროვნება მაინც ღიზიანდებოდა მარტივად და ხდებოდა ფეთქებადი. მისი მეხსიერებიდან, აზრებიდან და ქცევებიდან გამომდინარე დაადგინეს, რომ იყო შეზღუდულად შერაცხადი. (ტ.02 ს.ფ.152-153)
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული ბრალდებულის დაკავების ოქმის მიხედვით: ოქმი შედგენილია 2019 წლის 08 ივლისს 10:32-11:10 საათების პერიოდში, შსს გარდაბნის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ გამომძიებელ ს-----------–--ის მიერ. ე-–--- ს---–--------ი დააკავეს გარდაბნის რაიონ ს------–---------–--ში, ქუჩაში, დანაშაულის ჩადენისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის მეორე ნაწილით. დაკავებაში მონაწილეობას იღებდნენ შსს გარდაბნის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ გამომძიებელი ს-----------–--ე, ა-–--------------------ი და ლ---------------ი. დაკავება მიმდინარეობდა დღისით, ბუნებრივი განათების პერიოდში, მშრალ ამინდში, წყნარ გარემოში, ყოველგვარი წინააღმდეგობის გაწევის და იძულების გარეშე. ფაქტობრივი დაკავების ზუსტი დროა 2019 წლის 08 ივლის, 10:30 საათი. ე-–--- ს---–--------ს დაკავებისას ვიზუალური დათვალიერებით ტანსაცმლით დაუთვალიერებელ ადგილებში დაზიანებების რაიმე ნიშანი არ აღენიშნება. ოქმს ხელს აწერენ მონაწილე პირები, ასევე თარჯიმანი რ----–-------------. ბრალდებულმა უარი განაცხადა დაკავების ოქმის ხელის მოწერაზე, რადგან თავს არ თვლიდა დამნაშავედ. (ტ.01 ს.ფ. 94-99)
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 25 ოქტომბრის N-------- განაჩენის მიხედვით - ე-–--- ს---–--------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეტა 06 (ექვსი) თვის ვადით. (ტ.01. ს.ფ. 68-75)
სასამართლო სხდომაზე დაიკითხა ბრალდებული ე-–--- ს---–--------ი, რომელმაც წარდგენილ ბრალდებაში არ ცნო თავი დამნაშავედ. (ტ.02. ს.ფ. 166-175)
3. სამართლებრივი შეფასება:
სასამართლო განმარტავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლი მოითხოვს, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა სრულად, დამოუკიდებლად და სრულფასოვნად შეისწავლონ და შეაფასონ იმ მტკიცებულებების დასაშვებობა და სანდოობა, რომელიც განსაზღვრავს ბრალდებულის ბრალეულობის საკითხს. უდანაშაულობის პრეზუმფციის და ბრალდებულის უფლების გათვალისწინებით, რომ ჰქონდეს საშუალება გამოიკვლიოს მისი მამხილებელი ნებისმიერი მტკიცებულება, სისხლის სამართლის სასამართლომ საქმე უნდა განიხილოს სრულად, დამოუკიდებლად და დეტალურად მოახდინოს მტკიცებულებების დასაშვებობისა და სანდოობის შეფასება.
სასამართლო განმარტავს, რომ ქმედების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით დაკვალიფიცირებისათვის საჭიროა დადგინდეს, რომ პირმა სხვა ადამიანის ზემოქმედებით მიიღო ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა ან საერთო შრომისუნარიანობის უმნიშვნელო ან არამყარი დაკარგვა გამოიწვია. ამასთან ქმედების ჩადენის დროს, მნიშვნელოვანია, რომ დანაშაულის ამსრულებელს გაცნობიერებული ჰქონდეს თავისი ქმედების მართლსაწინააღმდეგო ხასიათი და უნდა უხელმძღვანელოს მას.
განსახილველი დნაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ჯანმრთელობა.
აღნიშნული დანაშაული ობიექტური მხრივ გამოიხატება, როგორც მოქმედებით, ასევე უმოქმედებაში, შედეგში და მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ჯანმრთელობის მსუბუქ დაზიანებას მიეკუთვნება დაბეჟილობა, სისხლნაჟღენთები, მხედველობისა და სმენის ისეთი შესუსტება, რამაც გამოიწვია შრომისუნარიანობის უმნიშვნელო ან არამყარი დაკარგვა, ცხვირისა და ყბის გაბზარვა და ა.შ.
ბრალის ფორმის მიხედვით სახეზეა განზრახი დანაშაული (როგორც პირდაპირი ისე არაპირდაპირი განზრახვით). ამ დანაშაულის ამსრულებელი შეიძლება იყოს ყოველი შერაცხადი 14 წელს მიღწეული პირი.
აღნიშნული დანაშაულის მაკვალიფიცირებელი ნიშანია ქმედების ჩადენა არაერთგზის. სისხლის სამართლის კოდექსის მე-15 მუხლი განსაზღვრავს არაერთგზის დანაშაულის ცნებას - რომლის მიხედვითაც არაერთგზისი დანაშაული ნიშნავს წინათ ნასამართლევი პირის მიერ ამ კოდექსის იმავე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. ამ კოდექსის სხვადასხვა მუხლით გათვალისწინებული ორი ან მეტი დანაშაული მხოლოდ მაშინ ჩაითვლება არაერთგზის დანაშაულად, თუ ამის შესახებ მითითებულია ამ კოდექსის შესაბამის მუხლში. მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულის მიერ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 25 ოქტომბრის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით მსჯავრდება იძლევა ქმედების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემადგენლობას.
სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით, დადგენილია, რომ 2019 წლის 19 მაისს, დღის დაახლოებით 16:20 საათზე, გარდაბნის რაიონის ს------–---------–--ში, საკუთარ ქალიშვილთან - შ------------------სთან სტუმრად მყოფ ზ--–---------------ს, საკუთარი საცხოვრებელი სახლის ეზოში, შ------------------ს მიერ ბავშვის ხმამაღალი დაძახების გამო, განაწყენებულმა რუსთავის საქალაქო სასამართლოს განაჩენით ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანებისთვის სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით ნასამართლევმა ე-–--- ს---–--------მა ქვა ესროლა, რის შედეგადაც მიაყენა მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით.
სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებები, თითოეული მათგანი შეაფასა საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა დასკვნამდე, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, საკმარისია ბრალდებულ ე-–--- ს---–--------ის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ქმედებაში დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ე-–--- ს---–--------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ. შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 35-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად: სისხლის-სამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან არ თავისუფლდება სრულწლოვანი, რომელიც დანაშაულის ჩადენის დროს იმყოფებოდა შეზღუდული შერაცხადობის მდგომარეობაში, ესე იგი ფსიქიკური დაავადების გამო არ შეეძლო სრულად გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი ან მართლწინააღმდეგობა ანდა ეხელმძღვანელა მისთვის. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად შეზღუდულ შერაცხადობას სასამართლო ითვალისწინებს სასჯელის დანიშვნის დროს.
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ასევე ყურადღებას მიაქცეს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას.
სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. დანაშაულის ყველა კონკრეტულ შემადგენლობას აქვს კანონმდებლის მიერ განსაზღვრული კონკრეტული სანქციის ფარგლები. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს არამარტო ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, არამედ დამნაშავის პიროვნებასაც და გამოძიებასთან თანამშრომლობას.
სასამართლო განმარტავს, რომ სისხლის სამართლის პრინციპები კრიმინალიზაციის პროცესის მომწესრიგებელი ნორმატიული მოთხოვნებია, რომელსაც საქმიანობის პროცესში როგორც კანონმდებელი, ასევე სამართალშემფარდებელი (მოსამართლე) მკაცრად უნდა იცავდეს. სისხლის სამართლის ყველა პრინციპი საქმის განმხილველი მოსამართლის საქმიანობას უნდა განსაზღვრავდეს და განსაკუთრებით, ჩადენილი დანაშაულისთვის სასჯელის დანიშვნისას, მათ გადამწყვეტი მნიშვნელობა უნდა მიანიჭოს. მოსამართლემ სისხლის სამართლის კანონი მხოლოდ ამ პრინციპების ზედმიწევნითი დაცვით უნდა გამოიყენოს.
სასჯელის დანიშვნისას, სხვა ზოგადსამართლებრივი თუ სისხლის სამართლის პრინციპების დაცვით, სასამართლომ, უპირველეს ყოვლისა, უნდა იხელმძღვანელოს საერთაშორისოდ აღიარებული პრინციპით - „არ არსებობს სასჯელი კანონის გარეშე“ (nulla poena sine lege), რომლის მიხედვითაც დაუშვებელია სასჯელის განსაზღვრა, თუ არა კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში და დადგენილი წესით. ანალოგიურ მოთხოვნას აწესებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსიც, რომლის თანახმად, ქმედების დასჯადობა განისაზღვრება სისხლის სამართლის კანონით, რომელიც მოქმედებდა მისი ჩადენის დროს (სსკ-ის მე-2 მუხლის პირველი ნაწილი). სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით (სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილი). სასამართლო აღნიშნავს, რომ სასჯელის გამოყენება უნდა მოხდეს მხოლოდ კანონით გათვალისწინებული კონკრეტული სანქციის საფუძველზე, ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით, რომელიც, თავის მხრივ, მიღებული და ამოქმედებულია კონსტიტუციითა და კანონმდებლობით დადგენილი საკანონმდებლო ნორმების დაცვით.
კანონიერების ზოგად სამართლებრივი პრინციპი სისხლის სამართალში ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად ვლინდება სასჯელის ასპექტით. სასჯელის სახეები ზუსტადაა ჩამოთვლილი სისხლის სამართლის ზოგად ნაწილში, ასევე კონკრეტულად არის მითითებული კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლების სანქციებში. ამდენად, გარდა ზემოაღნიშნული გამონაკლისებისა, თუ მხარეთა შორის არ არის მიღწეული საპროცესო შეთანხმება, ან თუ საკითხი არ ეხება კანონის უკუძალით ამოქმედებას, კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლის სანქციაში მოუხსენიებელი სასჯელის თვითნებურად გამოყენება, თუნდაც პასუხისმგებლობის შემსუბუქების კუთხით, დაუშვებელია, არ გამომდინარეობს მატერიალური სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული დანაწესიდან და პირდაპირ ეწინააღმდეგება კანონის გარეშე სასჯელის დანიშვნის აკრძალვის საერთაშორისო პრინციპს. საქართველოს კონსტიტუციის 63-ე მუხლის პირველი პუნქტი, რომლის თანახმად, მოსამართლე თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და ემორჩილება მხოლოდ კონსტიტუციასა და კანონს, კრძალავს სამოსამართლო სამართალს, როგორც სამართლის წყაროს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ე-–--- ს---–--------ის მხრიდან ჩადენილი დანაშაულის საზოგადოებრივი საფრთხის, ხასიათის და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების (სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია) მიღწევა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით (შეზღუდული შერაცხადი) შესაძლებელი იქნება მხოლოდ ისეთი სახის სასჯელის დანიშვნით, როგორიცაა თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლისა და 03 (სამი) თვის ვადით.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 225-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ე-–--- ს---–--------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღვეთა 02 (ორი) წლისა და 03 (სამი) თვის ვადით ;
2. ე-–--- ს---–--------ს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს მისი ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან 2019 წლის 08 ივლისის 10:30 საათიდან;
3. ე-–--- ს---–--------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს;
4. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის თანახმად, ნივთმტკიცებათა ბედი გადაწყდეს შემდეგნაირად: შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად ამოღებული ქვა, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით
5. განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;
6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე მამია ფხაკაძე