განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
ს-------------------------------
რუსთავის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
15 ივლისი, 2019 წელი ქ. რუსთავი
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია
მოსამართლე მამია ფხაკაძე
სხდომის მდივანი ბადრი ოთარაშვილი
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ა--------–---–ი;
დაცვის მხარე:
ბრალდებული - ზ-----------–------------–---–---–---------------–-------–-–----------------–---------------–----------–-----------------------------------------------–--------------------–----–----------–---------------------–---------------------–------------------–------------------–------–-------------------------------–------------------------------------------------–---–--------------
ადვოკატი - ლ--------–---–ი ;
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი);
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი
1. ქმედების კვალიფიკაცია პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით:
1.1. 2019 წლის 16 აპრილს, საღამოს საათებში, ქ-----------–-----------–---–------------ში მდებარე ბინაში, სამზარეულო ოთახში ნ-------------–---–ს მისმა მეუღლემ ზ---------–---–---–მა მათი არასრულწლოვანი შვილის - 13 წლის მ---------–---–---–ის თანდასწრებით გენდერული დისკრიმინაციის მოტივით მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. კერძოდ, აგინა, მიმართა უცენზურო სიტყვებით, აუკრძალა ხმის ამოღება და პასუხის გაცემა და ეუბნებოდა, რომ ის სახლში არაფერს წარმოადგენდა, იყო უუფლებო, ვინაიდან იყო ქ--–-. სიტყვიერი შეურაცხყოფა გადაიზარდა ფიზიკურში, კერძოდ, ზ---------–---–---–მა ჯერ მარჯვენა ხელით სილა გაარტყა სახეში ნ-------------–---–ს, ხოლო შემდგომ ისევ მოუქნია ხელი და დაარტყა მარცხენა მხრის არეში ხელთან, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
აღნიშნული ქმედებისთვის ზ---------–---–---–ს ბრალი წარედგინა დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით.
1.2. ნ-------------–---–ს მისი არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მეუღლე ზ---------–---–---–ი წლების განმავლობაში ხშირად, ხოლო ბოლო ორი თვე სისტემატურად, კვირაში ორჯერ ან სამჯერ, ზოგჯერ დღეში რამდენჯერმეც გენდერული დისკრიმინაციის მოტივით აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, აგინებდა, მიმართავდა უცენზურო სიტყვებით, ეჩხუბებოდა, ლანძღავდა, უკრძალავდა აზრის გამოხატვას, ეუბნებოდა, რომ არაფერს წარმოადგენდა და უნდა ყოფილიყო მისი მორჩილი, ვინაიდან იყო ქ--–-, რაც ნ-------------–---–ისათვის იყო შეურაცხმყოფელი და იწვევდა მის ტანჯვას.
აღნიშნულის გარდა, 2019 წლის 18 აპრილს, ღამის საათებში, დაახლოებით 00:00-დან 01:00 საათამდე, ქ----------–-----------–---–-----------ში მდებარე ბინაში, მისაღებ ოთახში ნ-------------–---–ს მისმა მეუღლემ ზ---------–---–---–მა მათი არასრულწლოვანი შვილის - 13 წლის მ---------–---–---–ის თანდასწრებით გენდერული დისკრიმინაციის მოტივით მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. კერძოდ, აგინა, მიმართა უცენზურო სიტყვებით, აუკრძალა ხმის ამოღება და პასუხის გაცემა, ვინაიდან არ ჰქონდა ამის უფლება რადგან იყო ქ--–-. სიტყვიერი შეურაცხყოფა გადაიზარდა ფიზიკურში, კერძოდ, ზ---------–---–---–მა მისგან გარიდების სურვილით მიმავალ ნ-------------–---–ს ჰკრა ხელი და წააქცია, შემდგომ კი ფეხი მოუქნია და წიხლი ჩაარტყა მარცხენა გვერდში, რა დროსაც ნ-------------–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
აღნიშნული ქმედებისთვის ზ---------–---–---–ს ბრალი წარედგინა დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით.
2. სასამართლომ დაადგინა:
2.1. სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ზ---------–---–---–ის ბრალეულობას, დანაშაულის ჩადენაში, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2019 წლის 16 აპრილის ეპიზოდი).
2.2. ზ---------–---–---–მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, რაც გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 18 აპრილს, ღამის საათებში, დაახლოებით 00:00-დან 01:00 საათამდე, ქ----------–-----------–---–-----------ში მდებარე ბინაში, მისაღებ ოთახში ნ-------------–---–ს მისმა მეუღლემ ზ---------–---–---–მა მათი არასრულწლოვანი შვილის - 13 წლის მ---------–---–---–ის თანდასწრებით მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. კერძოდ, აგინა, მიმართა უცენზურო სიტყვებით, რაც გადაიზარდა ფიზიკურ შეურაცხყოფაში, კერძოდ, ზ---------–---–---–მა მისგან გარიდების სურვილით მიმავალ ნ-------------–---–ს ჰკრა ხელი და წააქცია, შემდგომ კი ფეხი მოუქნია და წიხლი ჩაარტყა მარცხენა გვერდში, რა დროსაც ნ-------------–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
3. დანაშაულებრივი ქმედების სამართლებრივი აღწერა:
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათის, ფორმა N1-ს მიხედვით: სისხლის სამართლის N------------ საქმეზე გამოძიება დაიწყო 2019 წლის 18 აპრილს, დანაშაულის ნიშნებით, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით. ბარათი შედგენილია გამომძიებელ ლ-–------------–---–ის მიერ. ბარათის მიხედვით, 2019 წლის 18 აპრილს ქ----------–----------–---–---------------ში მცხოვრებმა 1980 წელს დაბადებულმა ნ-------------–---–მა განაცხადა, რომ ამავე მისამართზე მეუღლემ ზ---------–---–---–მა მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, რასაც აქვს სისტემური ხასიათი, რასთან დაკავშირებითაც გამოიცა შემაკავებელი ორდერი. (ტ1. ს.ფ. 1)
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული N------ შეტყობინების თანახმად ვ-–----------------–---მა განაცხადა რომ ცოლ-ქმარი ჩხუბობს. ქ--–-ს არის არაადეკვატური, ყვირის. ინიციატორი ითხოვს სასწრაფო დახმარებას, რომ ქალბატონი დაამშვიდონ. აცხადებს რომ გიჟია. (ტ1. ს.ფ.2)
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული N------ შეტყობინების თანახმად ქ-----------–----------–---–----------ში მცხოვრებმა 1980 წელს დაბადებულმა ნ-------------–---–მა განაცხადა, რომ ამავე მისამართზე მეუღლე ზ---------–---–---–მა მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, რასაც აქვს სისტემური ხასიათი, რასთან დაკავშირებითაც გამოიცა შემაკავებელი ორდერი.(ტ1. ს.ფ.3)
სასამართლო სხდომაზე ადვოკატის, საპროცესო წარმომადგენლის და ფსიქოლოგის მონაწილეობით მოწმის სახით დაიკითხა არასრულწლოვანი დაზარალებული მ---------–---–---–ი, რომელმაც განმარტა, რომ 2019 წლის 16 აპრილს, დაახლოებით 20:00-21:00 საათზე, დედასთან მ--------------–---–თან ერთად იმყოფებოდა სახლში, სამზარეულო ოთახში და იჯდა კომპიუტერთან, რა დროსაც სახლში მივიდა მამამისი - ზ---------–---–---–ი, რომელიც იყო ნასვამ მდგომარეობაში და დედას - ნ-------------–---–ს უმიზეზოდ დაუწყო ჩხუბი და გინება. დედა - ნ-------------–---–ი თავიდან არ აქცევდა ყურადღებას, როდესაც დაკარგა მოთმინება, უთხრა დაენებებინა თავი, რაზეც ზ---------–---–---–ი უფრო გაბრაზდა და გადავიდა ფიზიკურ შეურაცხყოფაზე, დაარტყა ბეჭში ხელი. მ---------–---–---–მა გააშველა, რა დროსაც მასაც შემთხვევით მოხვდა ხელი. ამის შემდეგ ზ---------–---–---–ი გავიდა მისაღებ ოთახში და დამშვიდდა. დედა კი იჯდა სამზარეულოში, სავარძელზე და ტიროდა (თქვა, რომ ეტკინა დარტყმული) მოწმის განმარტებით ამ შემთხვევის დღეს სახლში მათ გარდა არავინ არ იმყოფებოდა.
მოწმემ ასევე გაიხსენა 2019 წლის 18 აპრილის ფაქტთან დაკავშირებული დეტალები და განმარტა, რომ 2019 წლის 18 აპრილს დედასთან - ნ-------------–---–თან ერთად იმყოფებოდა სახლის სამზარეულო ოთახში, რა დროსაც მამამისი - ზ---------–---–---–ი სახლში მივიდა კვლავ ნასვამ მდგომარეობაში და დაჯდა მისაღებ ოთახში სავარძელზე. ზ---------–---–---–ი ლაპარაკობდა თავისთვის, თუმცა მოწმეს არ ესმოდა მისი საუბრის შინაარსი, რადგან სხვა ოთახში იყო, თუმცა გაიგონა დედის-ნ-------------–---–ის მიმართვა ზ---------–---–---–ის მისამართით, რომ - ,, მისი ბრალი იყო “, რაზეც ზ---------–---–---–მა დაუწყო გინება, ამ დროს მ---------–---–---–ი შევიდა იმავე ოთახში და შეესწრო, რომ დედა თხოვდა მამას არ შეეგინებინა. ამავე დროს სახლში მოვიდა მისი ძმა - გ----------–---–---–ი, რომელიც ასევე შეესწრო აღნიშნულ ფაქტს. დედამ ნ-------------–---–მა დაიწყო მისაღები ოთახის დასუფთავება, ზ---------–---–---–ი კი ამ დროს იწვა საწოლზე (იმავე, მისაღებ ოთახში) და აგრძელებდა დედისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებას, აგინებდა, რაც დედამ ნ-------------–---–მა ვეღარ მოითმინა და რაღაც უთხრა (კონკრეტულად რა უთხრა მოწმეს არ გაუგია), რის გამოც ზ---------–---–---–ი ადგა საწოლიდან და ნ-------------–---–ს დაარტყა წიხლი მარცხენა ფერდის არეში, რის გამოც ნ-------------–---–ი ჩაიკეცა, ტკივილისგან ატირდა და გავიდა გვერდითა ოთახში. მოწმის განმარტებით დედამისის ხმაზე მეზობელმა გამოიძახა პოლიცია. მოწმემ განმარტა, რომ მისი მშობლები 16 წელია ერთად ცხოვრობენ. მათ ადრეც ჰქონიათ ერთმანეთთან კონფლიქტი, თუმცა წელს იყო უფრო გახშირებული. ზ---------–---–---–ი ეუბნებოდა მეუღლეს, რომ ხმა არ უნდა ამოეღო, როდესაც ამცირებდა (აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას) არ ჰქონდა უფლება შეწინააღმდეგებოდა, უნდა მოეთმინა. მოწმის განმარტებით, მამა-ზ---------–---–---–ი დედას ნ-------------–---–ს ხშირად უმიზეზოდ ეჩხუბებოდა, აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და აგინებდა. დედა კი ეწინააღმდეგებოდა ეუბნებოდა, დაენებებინა თავი, რაზეც ზ---------–---–---–ი უფრო ბრაზდებოდა. მოწმის განმარტებით დედას შეეძლო გადაეწყვიტა ბავშვების სკოლაში წასვლის საკითხი, რა ჩაეცვა, თმა როგორ შეეჭრა, სად წასულიყო, მამა ეჭვიანი არ იყო და არც დედას აკონტროლებდა, არ აკონტროლებდა პირად მიმოწერებს ან სატელეფონო საუბრებს. ერთადერთი დედას არ შეეძლო პასუხი გაეცა, როდესაც ზ---------–---–---–ი იგინებოდა.
მოწმის განმარტებით მისთვის რთული ასატანია, როდესაც ხედავს როგორ ექცევა მამა დედას. მოწმემ დამატებით განმარტა, რომ ახლა ცხოვრებას ბებიასთან და ბიძასთან ერთად (დედის მხრიდან).
დამაზუსტებელ შეკითხვებზე მოწმემ განმარტა, რომ თარიღი 16 აპრილი კარგად ახსოვს, რადგან 17 აპრილს ჩასაბარებელი ჰქონდა მნიშვნელოვანი გაკვეთილი. 18 აპრილი კი ახსოვს იმით, რომ ამ დღეს პოლიციელებმა წაიყვანეს დედა და მამა. მოწმემ ასევე განმარტა, რომ ნოტარიუსთან ის და დედამისი (ნ-------------–---–ი) თავიანთი ნებით მივიდნენ და დაძალების გარეშე თავისი ნებით დააფიქსირა განცხადებაში მამისთვის სასჯელის შემსუბუქების მოთხოვნა, რადგან ჰგონია, რომ ამ დროის მანძილზე მამა მიხვდებოდა რაც დააშავა, რა ზიანი მიაყენა მათ და ინანებს თავის საქციელს, ასევე განმარტა, რომ არ უნდა მისი მამა იჯდეს ციხეში, მაგრამ უნდა იყოს მათგან შორს. (ტ.2 ს.ფ.39-52)
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა, ვ-–----------------–---ი, რომელმაც განმარტა, რომ 2019 წლის 18 აპრილს, დაახლოებით ღამის 02:00 საათზე, მისი მეუღლე გააღვიძა ყვირილის ხმამ, ნ-------------–---–ი ყვიროდა გიჟივით, მისი მეუღლე კი ცდილობდა მის დამშვიდებას, ეუბნებოდა დაწყნარებულიყო,(დაწყნარდი ქალო) რის გამოც გამოიძახა პოლიცია და სასწრაფო დახმარება, რომელსაც უთხრა, რომ მისულიყვნენ და გაეჩუმებინათ მისი მეზობლები, ზ---------–---–---–ი და მისი მეუღლე, რომელიც ყვიროდა. ცოტახნის შემდეგ, პოლიციის თანამშრომლები დაუკავშირდნენ მას პირად ტელეფონზე და ჰკითხეს ცემდა თუ არა ზ---------–---–---–ი ნ-------------–---–ის, ან თუ ყვიროდა ნ-------------–---–ი ,,მიშველეს“ , რაზეც ვ-–----------------–---მა უპასუხა პოლიციელს, რომ ქალბატონი მხოლოდ ჩხუბობდა. მოწმემ განმარტა, რომ ზ---------–---–---–ის სახლიდან ხშირად გამოდის ყვირილის ხმა. ზოგადად ჩხუბის დროს არ ესმის ზ---------–---–---–ის ყვირილის ხმა, ესმოდა მხოლოდ ნ-------------–---–ის ხმა. პროკურორის მიერ გამოქვეყნებული ჩვენების ნამდვილობა დაადასტურა მოწმემ, კერძოდ, მოწმემ დადასტურა, რომ რამდეჯერმე ასულა მათთან სახლში, თუმცა პოლიცია არ გამოუძახებია. 2019 წლის 18 აპრილს დიდხანს გაგრძელდა მათი ჩხუბი, რის გამოც მიმართა პოლიციას. ნ----ა და ზ------ი ცხოვრობენ მის ზედა სართულზე, განსაკუთრებით ღამის საათებში ესმის გინების ხმა, რითაც წუხდებიან ის და მისი მეუღლე. 2019 წლის 18 აპრილს ხმაურობდნენ ყველაზე მეტად. პირადად მათ ჩხუბს არ შესწრებია, ესმოდა მხოლოდა მათი ჩხუბის ხმა, რაზეც მიუცია შენიშვნა, რადგან ასეთ ხმაურში უჭირს დაძინება. მოწმემ განმარტა, რომ ზ---------–---–---–ს იცნობს 2010 წლიდან, როდესაც გადავიდა მათ მეზობლად საცხოვრებლად. 2019 წლის 18 აპრილს ზ---------–---–---–ის ხმა თითქმის არ ისმოდა, ისმოდა მხოლოდ ნ-------------–---–ის ხმა, ზ---------–---–---–ი ნ-------------–---–ს სიმშვიდისკენ მოუწოდებდა. (ტ.2 ს.ფ.110-125)
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამმართველოს ინსპექტორი - გ---------------–---–ი, რომელმაც განმარტა, რომ 2019 წლის 18 აპრილს, საღამოს საათებში ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას, რა დროსაც 112-ისგან მიიღო შეტყობინება ოჯახური ძალადობის ფაქტზე, კერძოდ პიროვნება ამბობდა, რომ მის მეზობლად მეორე სართულზე ადგილი ჰქონდა ოჯახურ კონფლიქტს. რის შემდეგაც, მეწყვილესთან ერთად დაუყოვნებლივ გამოცხადდა აღნიშნულ მისამართზე, სადაც დახვდათ ზ---------–---–---–ი, რომელმაც განუმარტა, რომ მასსა და მეუღლეს შორის ადგილი ჰქონდა სიტყვიერ შელაპარაკებას, ძალადობას ან სხვა მსგავს ქმედებას ადგილი არ ჰქონია. მიუხედავად ამისა ისინი შევიდნენ სახლში, სადაც დახვდათ ქალბატონი, რომლმაც განუმარტა, რომ მეუღლემ ზ---------–---–---–მა მასზე იძალადა, კერძოდ დააგდო ძირს და ფეხები დაარტყა მუცელში. ქალბატონს ვიზუალურად დაზიანებები არ ჰქონდა, თუმცა იყო შეშინებული, გაღიზიანებული და განმარტა, რომ მეუღლეს ჰქონდა ვალები და ამის გამო მოსდიოდათ კონფლიქტი. მეუღლე მას აყენებდა ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას. დაზარალებული იყო ადეკვატური მას შესთავაზეს თავშესაფარში გადაყვანა, რაზეც უარი განცხადა. ზ---------–---–---–მაც დაადასტურა ეს ფაქტი და განმარტა, რომ ტრადიციული ოჯახიდან იყო და უფლება ჰქონდა ეძალადა მეუღლეზე. მოწმის განმარტებით, მათი ყოფნის დროს ზ---------–---–---–ი იყო აგრესიული, ილანძღებოდა და მომხდარი მიაჩნდა ტრადიციად. (ამბობდა, რატომ არ შეიძლებოდა ერთი ორი დაერტყა ქ--–-სთვის) ამის შემდეგ ზ---------–---–---–ს ჩამოართვეს ახსნა განმარტება რის საფუძველზეც გამოიცა შემაკავებელი ორდერი. მოწმის განმარტებით ზ---------–---–---–ს სახლში აღმოაჩნდა იარაღი - სანადირო თოფი, რომელიც ამოიღეს და დალუქეს ადგილზე. ასევ გამოიცა ოქმი იარაღის ჩამორთმევის შესახებ. ოჯახში ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით კრიმინალურ პოლიციასაც გადაიცა ინფორმაცია, რის საფუძველზეც კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა დააკავეს ზ---------–---–---–ი.(კრიმინალური პოლიცია და საპატრულო პოლიციის თანამშრომლები ადგილზე ერთად მივიდნენ)
მოწმემ დამატებით განმარტა, რომ ზ---------–---–---–ი კრიმინალურმა პოლიციამ გამოკითხა, ხოლო მათ გამოსცეს შემაკავებელი ორდერი. სახლში მათ გარდა იყო ზ---------–---–---–ის და ნ-------------–---–ის არასრულწლოვანი ქ--–-შვილი, რომელიც ტიროდა. ასევე მცირე დროის შემდეგ მივიდა ბრალდებულის მეგობარიც. მოწმემ დამატებით განმარტა, რომ ნ-------------–---–ის და ზ---------–---–---–ის კონფლიქტს თავად არ შესწრებიან. ზ---------–---–---–ი შეამოწმეს, ასვე ალკო ტესტზეც. (ტ.2 ს.ფ.61-67)
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა, შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამმართველოს პატრულ ინსპექტორი, შ--–------------ე, რომელმაც განმარტა, რომ 2019 წლის 18 აპრილს, დაახლოებით 01:00 საათზე მიიღო შეტყობინება ოჯახური ძალადობის ფაქტზე. აღნიშნული ინფორმაციის საფუძველზე მითითებულ მისამართზე (ქ-----------–----------–---–----------ა-ში) გამოცხადნენ მის მეწყვილესთან და კრიმინალურ პოლიციის თანამშრომლებთან ერთად. შეტყობინების ავტორმა მეზობელმა - ვ-–----------------–---მა მიუთითა სახლზე, საიდანაც გამოდიოდა კივილის ხმა. შ--–------------ე მის მეწყვილესთან ერთად მივიდა მითითებულ ბინასთან და დააკაკუნა ბინის კარზე, რა დროსაც კარი გააღო ზ---------–---–---–მა, თუმცა ზ---------–---–---–მა განმარტა, რომ მის ოჯახში არაფერი არ ხდებოდა. შ--–------------ემ და მისმა თანამშრომელმა მოითხოვეს მის მეუღლესთან გასაუბრება. ნ-------------–---–ი იყო საძინებლ ოთახში, სახე ჰქონდა დაწითლებული, იყო ნამტირალევი. აღნიშნულზე ზ---------–---–---–ი გახდა აგრესიული, დაიწყო მისი მეუღლის ნ-------------–---–ის სიტყვიერი შეურაცხყოფა, რადგან ეგონა, რომ პოლიცია მან გამოიძახა. შ--–------------ემ და მისმა თანამშრომელმა ნ-------------–---–ი გაიყვანეს საძინებლ ოთახში, ზ---------–---–---–ს კი ესაუბრებოდნენ კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები სამზარეულოში. გასაუბრებისას ნ-------------–---–მა განაცხადა, რომ მეუღლემ მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცყოფა, დააგდო ხალიჩაზე და დაარტყა წიხლი მარცხენა გვერდის არეში. აღნიშნულს ჰქონდა სისტემური ხასიათი. მოწმემ დამატებით განმარტა, რომ ნ-------------–---–ის განმარტებით, მეუღლესთან კონფლიქტის მიზეზი იყო ალკოჰოლის მიღება, რადგან ალკოჰოლის მიღების შემდეგ ზ---------–---–---–ი ხდებოდა არაადეკვატური. მოწმის განმარტებით მათ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ზ---------–---–---–ის მიმართ გამოსცეს შემაკავებელი ორდერი 30 დღის ვადით. ორდერიდან გამომდინარე, დაინტერესდნენ ჰქონდა თუ არა ზ---------–---–---–ს სახლში ცეცხლსასროლი იარაღი, რაზეც ზ---------–---–---–მა განაცხადა, რომ ჰქონდა სანადირო თოფი, რაც ამოიღეს კანონის შესაბამისად. მოწმის განმარტებით სახლში იმყოფებოდა ასევე არასრულწლოვანი ბავშვი, რომელიც შეესწრო ძალადობის ფაქტს. ისინი გაესაუბრნენ ბავშვსაც, რომელმაც დაადასტურა აღნიშნული ფაქტი, კერძოდ ის, რომ დედას - ნ-------------–---–ს, მამა- ზ---------–---–---–ი აყენებს სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას. მოწმემ დამატებით განმარტა, რომ სიტუაცია, რომელიც დახვდათ ოჯახში, მხოლოდ ორდერის გამოცემით ვერ შემოიფარგლებოდა და ამიტომ საჭირო გახდა აღნიშნული ინფორმაცია გადაეცათ კრიმინალური პოლიციისთვის, შემდგომი რეაგირებისთვის. მოწმემ ასევე განმარტა, რომ ისინი უშუალოდ არ შესწრებიან ძალადობის ფაქტს. (ტ.2 ს.ფ.102-105)
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა, რუსთავის საქალაქო სამმართველოს მე-2 განყოფილების გამომძიებელი ს---------------–---–ი, რომელმაც განმარტა, რომ 2019 წლის 18 აპრილს, ღამის საათებში, დაახლოებით 01:00 საათზე, მიიღეს შეტყობინება ოჯახური ძალადობის ფაქტზე. აღნიშნული ინფორმაციის საფუძველზე მივიდნენ შემთხვევის ადგილზე. რა დროსაც ზ---------–---–---–მა გაუღო კარი, რომელსაც უთხრეს, რომ გამოძახებულები იყვნენ ოჯახში ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით, რაც ზ---------–---–---–მა უთხრა, რომ მის სახლში არაფერი მსგავსი არ მომხდარა. მიუხედავად ამისა ზ------ს მოსთხოვეს სხვა ოჯახის წევრების ნახვა და სახლში შეშვება. სახლში დახვდათ ნ-------------–---–ი და მისი მცირეწლოვანი გოგონა. ნ-------------–---–ი იყო აღელვებული, ჰქონდა თავლები ჩაწითლებული, ეტყობოდა, რომ იყო ნამტირალევი. ბავშვიც იყო ნამტირალევი. ნ-------------–---–ის განმარტებით, მეუღლე მასზე სისტემურად ძალადობდა, ამის გაგებაზე ზ---------–---–---–ი გახდა აგრესიული მეუღლის მიმართ, რის გამოც გაიყვანეს სამზარეულო ოთახში, საიდანაც განაგრძობდა სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებას, იგინებოდა და თვლიდა, რომ ეს ყველაფერი უნდა აეტანა ნ-------------–---–ს, რადგან მისი მეუღლე იყო. ასევე ეკითხებოდა პატრულის თანამშრომლებსაც ,,არ ჰყავდათ ოჯახის წევრები, რომლებსაც აგინებდნენ“. ვინაიდან ზ---------–---–---–ი არ მშვიდდებოდა და განაგრძობდა ნ-------------–---–ის შეურაცყოფას, მოხდა მისი დაკავება, რის შემდეგაც განემარტა უფლებები და გადაიყვანეს პოლიციის ადმინისტრაციულ შენობაში. ნ-------------–---–ი განმარტავდა, რომ ზ---------–---–---–ი ბოლო პერიოდში იყო აგრესიული, უმიზეზოდ აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, ხოლო თუ გაუწევდა წინააღმდეგობას შესაძლოა მიაყენებინა ფიზიკური შეურაცხყოფაც. ყოველ დღიურად კონფლიქტის ყურებით ბავშვი განიცდიდნენ ფსიქოლოგიურ ტრავმას. მოწმის განმარტებით ბავშვმაც (მ---------–---–---–ი) აღნიშნა, რომ ხშირად შესწრებია ასეთ ფაქტს.
აღნიშნული ინფორმაციის მიღების შემდეგ მის მიერ, გამომძიებელ დ--------------–---–ის მონაწილეობით მოხდა ზ---------–---–---–ის დაკავება. ზ---------–---–---–ის დაკავება განხორციელდა მშვიდ, წყნარ პირობებში, წინააღმდეგობის გაწევის გარეშე. დაკავების შემდეგ ზ---------–---–---–ი შემოწმდა ვიზუალურად რა დროსაც აღმოაჩნდა მარჯვენა ხელზე დაზიანება, რის გამოც შესთავაზეს სამედიცინო შემოწმება, რაზეც მან უარი განაცხადა. მოწმემ განმარტა, რომ შემაკავებელი ორდერი გამოცემულ იქნა საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მიერ. მოწმემ მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების კანონიერება დაადასტურა . (ტ.2 ს.ფ.105-109)
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა, პოლიციის მეორე განყოფილების ინსპექტორ-გამომძიებელი, დ--------------–---–ი, რომელმაც განმარტა, რომ 2019 წლის 18 აპრილს ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას, რა დროსაც ღამის დაახლოებით 01:00 საათზე მიიღეს შეტყობინება ოჯახური ძალადობის ფაქტზე, კერძოდ მოქალაქე ვ-–----------------–---ი აცხადებდა, რომ მის მეზობლად ისმოდა ქ--–-ს ტირილის და ყვირილის ხმა, სავარაუდოდ ადგილი ჰქონდა ოჯახურ კონფლიქტს. შემთხვევის ადგილზე მისულს კარი გაუღო, ზ---------–---–---–მა, რომელიც იყო გაკვირვებული, თუ რატომ მივიდა მასთან სახლში პოლიცია, რაზეც განუმარტეს, რომ მეზობლებისგან მიიღეს შეტყობინება ძალადობის ფაქტზე, თუმცა ზ---------–---–---–ი აცხადებდა, რომ მის სახლში არაფერი არ ხდებოდა და ძალადობას ადგილი არ ჰქონია. ქალბატონზე კი უთხრა, რომ იყო საძინებელ ოთახში, აპირებდა დაძინებას და ცოტახანში გამოვიდოდა. მოწმის განმარტებით ქალბატონი იყო ნამტირალევი და განმარტა, რომ ზ---------–---–---–მა მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ დააგდო ძირს იატაკზე და დაარტყა წიხლი, რის გამოც იტკიებდა გვერდს. ამის შემდეგ ზ---------–---–---–ი გაიყვანეს სამზარეულოში, პატრულის თანამშრომლები ესაუბრებოდნენ ქალბატონს დ ავსებდნენ შემაკავებელ ორდერს. ზ---------–---–---–ი სამზარეულოდან სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა ნ-------------–---–ს და ეუბნებოდა, რომ არაფერი ეთქვა პოლიციელებისთვის. პოლიციის თანამშრომლები მოუწოდებდნენ დამშვიდებისკენ, რაზეც ზ---------–---–---–ი ეუბნებოდა, რომ მისი ცოლი იყო და შეეძლო მიეყენებინა შეურაცყოფა, ხმამაღლა დაეყვირა და თუ საჭირო გახდებოდა ხელი დაერტყა. ზ---------–---–---–ი დააკავა მისმა მეწყვილემ ს---------------–---–მა. მოწმემ დამატებით განემარტა, რომ ზ---------–---–---–ს დაკავებისას განემარტა უფლებები, დაკავება განხორცილდა იძულების გარეშე. დაკავებულს არ აღენიშნებოდა ახალი დაზიანებები, ხელზე ქონდა პატარა ლაქა, რომელზეც დაკავებულმა განმარტა, რომ ძველი იყო. დაკავების ოქმი შეივსო ადგილზე. (ტ.2 ს.ფ.67-74)
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა, შსს რუსთავის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეორე განყოფილების გამომძიებელი, ნ-----–-----------–---–ი, რომელმაც განმარტა, რომ 2019 წლის აპრილის თვეში, რუსთავის საქალაქო სამმართველოს მეორე განყოფილებაში მიმდინარეობდა გამოძიება ოჯახური ძალადობის ფაქტზე, ზ---------–---–---–ის მიმართ. ნ-----–-----------–---–მა განყოფილებაში, არასრულწლოვან მ---------–---–---–ს გააცნო დაზარალებულად ცნობის დადგენილება და განუმარტა უფლებები. ასევე გამოკითხა მოწმის სახით რომელსაც ესწრებოდა საპროცესო წარმომადგენელი, სოციალური მუშაკი და ადვოკატი. მოწმის განმარტებით, მ---------–---–---–ი განიცდიდა ტანჯვას, რადგან მისი მამა სისტემატიურად აყენებდა დედას შეურაცხყოფას. მოწმემ დამატებით განმარტა, რომ გავლილი აქვს გადამზადების კურსები ოჯახური ძალადობის და არასრულწლოვნების კუთხით. (ტ.2 ს.ფ.168-170)
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა, შსს მეორე განყოფილების დეტექტივ გამომძიებელი ნ-----------–---ე, რომელმაც განმარტა, რომ 2019 წლის აპრილის თვეში, რუსთავის საქალაქო სამმართველოს მეორე განყოფილებაში მიმდინარეობდა გამოძიება ნ-------------–---–ის მიმართ განხორციელებული ოჯახური ძალადობის ფაქტზე, გამოძიების ფარგლებში, გამოცემული აქვს დადგენილება არასრულწლოვანი მოწმეების მიმართ საპროცესო წარმომადგენლის დანიშვნის თაობაზე და გამოკითხული ჰყავს არასრულწლოვანი ბიჭი (სახელს ვერ იხსენებს). მოწმემ მისი მონაწილეობით ჩატარებული საპროცესო მოქმედებების სისწორე დაადასტურა. (ტ.2 ს.ფ.170-173)
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა, შსს რუსთავის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეორე განყოფილების უბნის ინსპექტორ გამომძიებელი, ლ-–------------–---–ი, რომელმაც განმარტა, რომ 2019 წლის 18 აპრილს ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას, რა დროსაც დაახლოებით 01:00 საათზე განყოფილებაში მიიღეს შეტყობინება ვალადიმერ ხანდილიანისგან, რომელიც აცხადებდა, რომ მის მეზობლად მეუღლეებს შორის იყო კონფლიქტი. აღნიშნული ინფორმაციის საფუძველზე დაიწყო გამოძიება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლით. აღნიშნულთან დაკავშირებით მოწმის სახით გამოკითხული ჰყავს დაზარალებული ნ-------------–---–ი, დ--------------–---–ი და შ--–------------ე. ნ-------------–---–ი გაეცნო გამოკითხვის ოქმს, რაც დაადასტურა ხელმოწერით, და შენიშვნები არ გაუკეთებია, მას ტანსაცმლის დაუფარავ ადგილას დაზიანებები არ აღენიშნებოდა, თუმცა რადგან უჩიოდა გვერდს ტკივილს, გამოიტანა დადგენილება სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ და ნ-------------–---–ი წარადგინა ლევან სამხარაულის სახელობის საექსპერტო განყოფილებაში. ნ-------------–---–თან ჩატარებული აქვს საგამოძიებო ექსპერიმენტი, ასვე გაცნობილი აქვს დაზარალებულად ცნობის შესახებ უფლებები. მოწმის განმარტებით მან ზ---------–---–---–ს გააცნო ბრალდების შესახებ დადგენილება და გამოკითხა როგორც ბრალდებული ასევე გაუცვალა სისხლის სამართლის საქმის მასალები. მოწმემ მის მიერ ჩატარებული ყველა საგამოძიებო მოქმედების კანონიერება დაადასტურა. (ტ.2 ს.ფ.173-176)
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა, სამედიცინო ექსპერტიზის დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამედიცინო ექსპერტიზის განყოფილების ექსპერტი, მ--------–----------ე, რომელმაც დაადასტურა მის მიერ 2019 წლის 10 მაისს, გაცემული ექსპერტიზის N--------- დასკვნა, რომლის მიხედვითაც: გარეგანი დათვალიერებით ნ-------------–---–ს 18.04.19 წ აღენიშნება სისხლნაჟღენთი წელის მიდამოში, რომელიც განვითარებულია მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიუკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ 18.04.19წ. თარიღს. (ტ.1ს.სფ. 39 ა - სფ. 39 დ)
მოწმემ დამატებით განმარტა, რომ აღნიშნულ შემთხვევამდე არ იცნობდა, არც ნ-------------–---–ს და არც ზ---------–---–---–ს. ექსპერტიზაზე წარედგინა, როგორც სამედიცინო დოკუმენტი, ასევე პირადად ნ-------------–---–ი. სისხლნაჟღენთების ალაგება დამოკიდებულია, იმაზე თუ რა სიღრმეზე არის სისხლი ჩაღვრილი, კაპილარები რამდენადაა დაზიანებული და რა ძალის მოქმედებით არის მიყენებული დაზიანება. თუ დაზიანება ზედაპირულია ალაგდება ორ დღეში, თუ ღრმა დაზიანებაა დაახლოებით ორი კვირის განმავლობაში. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ნ-------------–---–ის დაზიანება არ იყო სერიოზული და მის ალაგებას დაჭირდებოდა მინიმუმ ორი დღე. (ტ.2 ს.ფ.98-101)
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა, ქვემო ქართლის საექსპერტო კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ექსპერტი, კ--------------------, რომელმაც განმარტა, რომ 2019 წლის 08 მაისს, მესამე განყოფილებიდან გამომძიებელ ლ-–------------–---–ისგან მიღო შეტყობინება (ტელეფონის საშუალებით), საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარების შესახებ. ადგილზე გამოცხადდა თავის მეწყვილე ნ-----–-------------სთან ერთად, სადაც დახვდათ გამომძიებელი ლ-–------------–---–ი, რომელმაც განუმარტა, რომ მონაწილეობა უნდა მიეღოთ საგამოძიებო ექსპერიმენტში, ოჯახური ძალადობის ფაქტზე. ნ-------------–---–ს უნდა მიეთითა ადგილები, სადაც მას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცყოფა მიაყენა მეუღლემ. ნ-------------–---–ის მითითებით მათ მიერ მოხდა შემთხვევის ადგილის დასურათება, რომლებიც გადაეცა გამომძიებელს. მოწმემ დამატებით განმარტა, რომ ნ-------------–---–ს აღნიშნულ შემთხვევამდე არ იცნობდა. (ტ.2 ს.ფ. 156-159)
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა, ექიმი ირმა სულაქველიძე, რომელმაც განმარტა, რომ 2019 წლის 18 აპრილს, დილის 04:00-05:00 საათებს შორის პერიოდში, სამედიცნო შემოწმებისთვის პოლიციელების მიერ წარედგინა ნ-------------–---–ი, რომელიც უჩიოდა ტკივილს გულმკერდის უკანა ზედაპირზე, მარცხნივ, შუა ადგილის ქვევით, ბეჭის ძვლის ქვედა ნაწილში. ნ-------------–---–ი აფიქსირებდა ერთიდაიმავე ადგილს სადაც ჰქონდა ტკივილი. ნ-------------–---–ის განმარტებით, მას ფიზიკური შეურაცყოფა მიაყენა მეუღლემ ოჯახური კონფლიქტის დროს. რაც არ იყო პირველი შემთხვევა. მოწმის განმარტებით ნ-------------–---–ს ჩაუტარდა სამედიცინო შემოწმება. მას ვიზუალურად არ აღენიშნებოდა დაზიანებები. რადგან პაციენტი უჩიოდა ტკივილს და ამბობდა რომ სუნთქვის დროს ტკიოდა ნეკნები, გადაუღეს გულ-მკერდის რენტგენი, სადაც ნეკნების მოტეხილობა არ დაფიქსირდა. გაუკეთდა ასევე ეხოსკოპია, პლევრის ღრუშიც არ აღენიშნებოდა დაზიანებები და არც ფილტვის ქსოვილი არ იყო დაზიანებული, რის შემდეგაც პაციენტის მდგომარეობა შეფასდა გარეგნულ დაზიანებად, ორგანოები იყო მთელ მდგომარეობაში. აღნიშნულის შემდეგ ქალბატონი პოლიციის თანამშრომლებმა გადაიყვანეს, მათ მიერ კი გაცემული იქნა სამედიცინო დოკუმენტი, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ფორმა N100.
მოწმემ განმარტა, რომ ზედაპირული ტრავმა ნიშნავს, სხეულის რბილი ქსოვილის დაჟეჟილობას. დაჟეჟილობა შესაძლოა რაღაც პერიოდი არ ფიქსირდებოდეს გარეგნულად, მაგრამ გარკვეული დროის შემდეგ ჰემატომის სახით გახდეს შესამჩნევი. თუ ტრავმა იყო ახალი შესაძლოა მაშინვე არ ყოფილიყო შესამჩნევი და რამდენიმე საათში გამოჩენილიყო. გულმკერდის არეში ზედაპირული დაზიანების ტკივილები შესაძლოა გაგრძელებულიყო მაქსიმუმ 10 დღის განმავლობაში. მოწმემ განმარტა, რომ გულ-მკერდის არეში ტკივილი შესაძლოა გამოწვეული იყო სხვადასხვა მიზეზით, გაციებით, ნევროლოგიით ან სხვა მიზეზით. ნ-------------–---–ი განმარტავდა, რომ ტკივილი მანამდე არ აღენიშნებოდა, გაუჩნდა ამ შემთხვევის შემდეგ, რის გამოც ჩაუტარდა გამოკვლევები. პაციენტისთვის არ დაუნიშნავთ მედიკამენტი ან რაიმე სახის მკურნალობა, რადგან მათ მიერ არ ხდება ამბოლატორიულად შემოწმება, მათ ევალებათ მხოლოდ გადაუდებელი სამედიცინო დახმარება. (ტ.2 ს.ფ.199-203)
სასამართლო სხდომაზე საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის საფუძველზე პროკურორის შუამდგომლობით გამოქვეყნებულ იქნა ნ-------------–---–ის გამოკითხვის ოქმი: რომლის მიხედვითაც ნ-------------–---–ი ცხოვრობს მეუღლესთან ზ---------–---–---–თან და ორ შვილთან 13 წლის მ------ და 15 წლის გ----------–---–---–თან ერთად. დროებით არის უმუშევარი. ის და ზ------ი 16 წელია ცხოვრობენ ერთად მაგრამ არ აქვთ ხელი მოწერილი, თანაცხოვრების დროს შეეძინათ ორი შვილი. როდესაც ის და ზ----- შეუღლდნენ 16 წლის უკან, იგი თავიდანვე გამოირჩეოდა მის მიმართ აგრესიით, რადგან მისი გადმოსახედიდან იყო ქ--–- და არ შეეძლო მისთვის პასუხის დაბრუნება, მაგრამ როდესაც გ------- და მ------ი შეეძინათ, ნ-------------–---–ი გადაერთო აღზრდაზე და მისგან იტანდა შეურაცყოფას, ვინაიდან უნდოდა ოჯახის შენარჩუნება. დაახლოებით ორი კვირაა ზ------ი განსაკუთრებით მის მიმართ გახდა აგრესიული, ყოველდღე აყენებს სიტყვიერ შეურაცხყოფას ბავშვების თანდასწრებით, მაგრამ ვერ უბრუნებდა პასუხს, ვინაიდან ხდება უფრო აგრესიული და ასევე მისი გადმოსახედიდან ვინაიდან არის ქ--–- არ აქვს უფლება მეუღლეს შეეპასუხოს და თავისი აზრი დააფიქსიროს. ნ-------------–---–ი ამ სიტყვიერი შეურაცყოფით იტანჯება, მოეშალა ფსიქიკა ამდენი თმენისგან. მიმდინარე წლის 16 აპრილს საღამო ხანს იმყოფებოდა სახლში ზ---------–---–---–თან და თავის 13 წლის შვილ მ------თან. ნ-------------–---–ი იყო სამზარეულოში მარისთან ერთად. იგი უყურებდა ფილმს ლეპტოპში, რა დროსაც ოთახში შევიდა ზ------ი და მისცა შენიშვნა, რომ არ იყო ფილმის საყურებელი ადგილი და უნდა შეეწყვიტა ბავშვს ყურება, რაზედაც ნ-------------–---–მა უთხრა, რომ ბავშვი არ აშავებდა არაფერს და გაენებებინა თავი, რაც არ ესიამოვნა ზ------ს და დაუწყო სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება მ------ის წინაშე, აგინებდა დედას, ლანძღავდა, უყვიროდა და ასევე ეუბნებოდა, რომ ამ სახლში არავინ არ იყო და არ ქონდა ხმის ამოღების უფლება, ვინაიდან იყო ქ--–-“, აღნიშნულის შემდეგ როდესაც ვეღარ გაუძლო ამ შეურაცხყოფას და დამცირებას, ზ------ს უთხრა, რომ დარეკავდა პოლიციაში, რაზედაც მან მარჯვენა ხელით სილა შემოარტყა ლოყაში, შემდეგ როდესაც უთხრა რატომ ურტყავდა ისევ მოუქნია ხელი დაარტყა მარცხენა მხრის არეში ხელთან, თან დაემუქრა, რომ თუ დარეკავდა მოკლავდა, ნ-------------–---–ს მუქარა რეალურად არ აღუქვამს, მაგრამ დარტყმის შედეგად განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი, ამ დარტყმის მომენტს ესწრებოდა მათი შვილი მ------ი, რომელიც შუაში ჩადგა და გააშველათ, მაგრამ ზ------ი მაინც აგინებდა და ცდილობდა კიდევ დაერტყა მისთვის, რა დროსაც მისი მოქნეული ხელი შემთხვევით უნებლიედ მოხვდა მათ შვილს მ------ს ხელში, შემდეგ შევიდა სამზარეულოში და არ შესულა საძინებელში. ზ------ს მისთვის ბევრჯერ უთქვამს, რომ ,,მისი სიტყვიერი შეურაცხყოფები თუ არ მოწონდა წასულიყო მისი სახლიდან, ხოლო ბავშვები დაეტოვებინა მასთან“, ვინაიდან ნ-------------–---–ი 16 წლის მანძილზე ცდილობდა ოჯახი შეენარჩუნებინა და გაეძლო ამ შეურაცხყოფისთვის. პოლიციაში არც მიმდინარე წლის 16 აპრილს არ დაურეკავს და არ განუცხადებია აღნიშნული ფაქტის შესახებ. მიმდინარე წლის 17 აპრილს ნ-------------–---–ი, მ------ი და ზ------ი იმყოფებოდნენ სახლში, დაახლოებით იქნებოდა ღამის 12 საათი პირველ საათამდე პერიოდი, როდესაც მისაღები ოთახში იჯდა სავარძელზე, ასევე ოთახში იყო მ------იც, შემდეგ შევიდა ზ------იც და მისცა შენიშვნა ,,თუ რას აკეთებდა და რატომ იჯდა“ რაზეც კითხა ,,რას აშავებდა, რატომ არ უნდა მჯდარიყო“ შემდეგ ზ-----მ უთხრა, რომ ,,ჭკუას ვერ ასწავლიდა და რომ ეტყოდა რამეს ენა არ უნდა შეებრუნებინა მისთვის, ვინაიდან ქ--–- იყო და არ ქონდა ამის უფლება, არ იყო არავინ ამ სახლში და თუ არ უნდოდა წასულიყო“, ვინაიდან ზ----- ხდებოდა უფრო აგრესიული ნ-------------–---–ი შეეცადა გასულიყო სხვა ოთახში, მაგრამ როდესაც ადგა და მიდიოდა მან უკნიდან ხელი კრა და წააქცია, რა დროსაც დაეცა ხალიჩის ზედაპირზე, შემდეგ ფეხი მოუქნია და წიხლი ჩაარტყა მარცხენა გვერდში რა დროსაც განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკვილი და სიმწარისგან დაიწყო ყვირილი, ამ დროს შუაში ჩადგა მათი ქ--–-შვილი მ------ი და გააშველა, დაიწყო ტირილი და უყვიროდა მამას, რომ აღარ დაერტყა მისთვის, ამ დროს სახლში შევიდა მათი მეორე შვილი გ-------, რომელიც იყო ვარჯიშზე, როდესაც ნახა ეს სიტუაცია ისიც ცდილობდა ზ------ის გაკავებას, ვინაიდან სიტყვიერ შეურაცხყოფებს მაინც აყენებდა ნ-------------–---–ს და მ------ს. ნ-------------–---–მა ასევე აღნიშნა, რომ გ-------ს ზ----- იშვიათად აყენებს სიტყვიერ შეურაცხყოფას, მაგრამ როდესაც ზ----- აგინებს მას და მ------ი იცავს ზ----- მასთან ერთად მასაც აყენებს სიტყვიერ შეურაცხყოფას. ამ ყვირილის და გაშველების დროს რამდენიმე წუთში მივიდნენ პოლიციის თანამშრომლები, რომლებსაც განუცხადა აღნიშული ფაქტი, ამაზე სულ გაბრაზდა ზ----- და იწევდა მისკენ, რომ რამე დაეშავებინა, აგინებდა და პოლიციელებმა გაიყვანეს სხვა ოთახში. პატრულმა გამოსცა შემაკავებელი ორდერი, ნ-------------–---–ი იყო მისაღებ ოთახში და პოლიციელები ზ-----ს არ უშვებდნენ მასთან, მაგრამ იგი მეორე ოთახიდან მაინც აგინებდა. ვინაიდან 16 აპრილს ზ----- დაემუქრა, რომ პოლიციაში თუ დარეკავდა მოკლავდა, მეორე დღესაც როდესაც მიაყენა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა შეეშინდა მისი და რომ არა მისი მეზობლები, ნ-------------–---–ი შიშით ვერ გაბედავდა და ვერ დარეკავდა პოლიციაში. მოწმემ კითხვაზე უპასუხა, რომ მას და ზ------ს შორის, როდესაც იწყება ჩხუბი ძირითადი მიზეზი არის ის, რომ ის არის ქ--–- და შესაბამისად არ აქვს აზრის გამოხატვის უფლება, ზ------ს ბევრჯერ უთქვამს მისთვის, რომ ვინაიდან არის ქ--–- ის მას არ უდნა შეეპასუხოს და როგორც თვითონ იტყოდა ისე უნდა გადაწყვეტილიყო, რომელიმე კონკრეტული საკითხი, თუ გაბედა აზრის დაფიქსირება ან ხმის ამოღება, რაც მას ოდნავ მაინც არ მოეწონა ის მაშინვე გადადის მის დამცირებაზე და სიტყვიერ შეურაცხყოფაზე. კითხვაზე უპასუხა, რომ ქალსა და მამაკაცს აქვთ თანაბარი პირობები და ცხოვრებისეული შანსები თავიანთი პოტენციალის სრული რეალიზაციისთვის, მას აღნიშნული პირობები არ გააჩნია, ვინაიდან მეუღლე არ აძლევს სრულად მოახდინოს თავისი რეალიზაცია და წარმოჩენა. ის და მისი მეუღლე თანაბრად არ წყვეტენ ოჯახის საკითხებს და საერთოდ მას არ აქვს უფლება რამე გადაწყვიტეს ოჯახში, ან მონაწილეობა მიიღოს გადაწყვეტილების მიღების პროცესში, თუნდაც ძალიან ელემენტარულში, არამედ მარტო თვითონ უნდა, რომ როგორც იტყვის ისე გადაწყდეს ყველაფერი. ნ-------------–---–ი მისი ქმედებიდან გამომდინარე მოკლებულია, რომ გამოხატოს თავის აზრი, ვინაიდან ქმრის გადმოსახედიდან არის ქ--–- და არ აქვს თავისი თავისუფალი აზრის გამოხატვის უფლება. ისინი არ სარგებლობენ თანაბარი უფლებებით, მეუღლე ექცევა ნივთივით. კითხვაზე უპასუხა, რომ მიმდინარე წლის 16 აპრილს სამზარეულო ოთახში მისმა მეუღლემ მარჯვენა ხელით სილა გაარტყა ლოყაში, შემდეგ ისევ მოუქნია ხელი და დაარტყა მარცხენა მხრის არეში ხელთან რა დროსაც ამ დარტყმის შემდეგ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი, ხოლო როდესაც მათ შორის ჩადგა მათი ქ--–-შვილი მ------ი ზ-----მ მისი მიმართულებით ისევ გაიქნია ხელი, რომელიც შემთხვევით მოხვდა მ------ს ხელში. მისთვის დარტყმა ან ხელის მოხვედრება ნამდვილად არ უნდოდა, ფიზიკურად ბავშვებს არ ეხება. კითხვაზე უპასუხა, რომ ზ------ი უფრო იშვიათად, მაგრამ ბოლო პერიოდი დაახლოებით ორი თვეა სისტემურად, კვირაში ორჯერ ან სამჯერ, ზოგჯერ დღეში რამდეჯერმე ეჩხუბება, უმეტესად იმის გამო, რომ არის ქ--–- და უნდ აიყოს მისი მორჩილი, აყენებს სიტყვიერ შეურაცხყოფას, რა დროსაც განიცდის ფსიქოლოგიურ ტანჯვას. კითხვაზე უპასუხა, რომ მიმდინარე წლის 17 აპრილს დაახლოებით ღამის 12 საათზე ის და მისი შვილი მ------ი იყვნენ მისაღებ ოთახში, რა დროსაც ზ------მა მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა აზრის გამოთქმის გამო, შემდეგ კი როდესაც შეეცადა გარიდებოდა მას და უნდოდა გასვლა სხვა ოთახში, მან კრა ხელი და წააქცია, რა დროსაც დაეცა ხალიჩის ზედაპირზე, რის შემდეგაც ზ------მა წიხლი ჩაარტყა მარცხენა გვერდში, რა დროსაც განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და სიმწარისგან დაიწყო ყვირილი, მ------ა როდესაც დაინახა ეს ფაქტი დაიწყო ტირილი და შეეცადა მათ გაშველებას და ეხვეწებოდა მამას აღარ დაერტყა მისთვის, ამ დროს ვარჯიშიდან დაბრუნდა მათი მეორე შვილი გ-------ც, რომელიც ასევე ცდილობდა მათ გაშველებას. კითხვაზე უპასუხა, რომ როგორც ზემოთ აღნიშნა მიმდინარე წლის 16 აპრილს ზ------მა როდესაც მიაყენა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცყოფა დაემუქრა, რომ მოკლავდა, მაგრამ მას მუქარა რეალურად არ აღუქვამს, მას ხელში არაფერი არ ეჭირა, მაგრამ ნ-------------–---–ის მისი ეშინია და ამიტომ არ რეკავდა აქამდეც, დღეს რომ მის მეზობელს არ დაერეკე, მას იმდენადა ყავს დაშინებული, რომ ვერ დარეკავდა პოლიციაში. კითხვაზე უპასუხა, რომ მიმდინარე წლის 16 და 17 აპრილს როდესაც ღამის საათებში, როდესაც ზ------მა მიაყენა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა, ამ ფაქტს ესწრებოდა მათი არასრულწლოვანი ქ--–-შვილი მ------ი, ხოლო მეორე შვილი გ------- ამ დროს იყო ვარჯიშზე. კითხვაზე უპასუხა, რომ შვილებისთვის ზ---------–---–---–ს ფიზიკური შეურაცხყოფა არასდროს მიუყენებია. კითხვაზე უპასუხა, რომ მეუღლის მხრიდან სისტემურად ფიზიკურ შეურაცხყოფას ადგილი არ ჰქონია, მან მხოლოდ 16 და 17 აპრილს ღამის საათებში მიაყენა ფიზიკური შეურაცყოფა. კითხვაზე უპასუხა, რომ დღევანდელი ჩხუბის დროს მისმა მეუღლემ მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, სახლში რაიმე ინვენტარი ან ნივთი არ დაზიანებულა. კითხვაზე უპასუხა, რომ ვინაიდან ყავთ ორი შვილი ის ამ ყველაფერს ითმენდა შვილების გამო და ოჯახის შენარჩუნების მიზნით არ განუცხადებია პოლიციაში არასდროს. კითხვაზე უპასუხა, რომ თავს გრძნობს დაჩაგრულად ვინაიდან მასზე ძალადობენ რადგან ქ--–-ა, 16 წლის მანძილზე მისი ქმარი არ აღიქვამს როგორც მეუღლეს, როგორც თანასწორს, მისთვის არის მხოლოდ ნივთი და რასაც ეტყვის არ უნდა შეეპასუხოს იჯდეს ჩუმად და თავისი აზრი არ გამოხატოს, ხოლო როდესაც ის აზრის გამოხატვას და უბრალოდ ხმის ამოღებას ცდილობს ამ დროს ღიზიანდება და სწორედ ეს არის მისი შეურაცხყოფების მიზეზი. (ტ.1 ს.ფ. 22-25)
ბრალდებულის ზ---------–---–---–ის დაკავების ოქმის თანახმად ოქმი შედგენილია 2019 წლის 18 აპრილს, 01:05-01:30 საათამდე პერიოდში, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მე-2 განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ ს---------------–---–ის მიერ. ოქმის მიხედვით ბრალდებულის დაკავების საფუძველია მას წაასწრეს დანაშაულის ჩადენისთანავე და იგი შესაძლოა მიიმალოს. ბრალდებულის დაკავება განახორციელა რუსთავის საქალაქო სამმართლოს მე-2 განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა დ--------------–---–მა დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით. ზ---------–---–---–ის ფაქტობრივი დაკავების დროა 2019 წლის 18 აპრილს 01:00 საათი. ოქმის მიხედვით ზ---------–---–---–ს ვიზუალური დათვალიერებით მარჯვენა მაჯის მხარეს აღენიშნებოდა სიწითლე. ზ---------–---–---–ის დაკავების ოქმი შედგენილია ფაქტობრივი დაკავების ადგილზე და გადაყვანილია ქ. რუსთავის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-2 განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში. ბრალდებულის დაკავების ოქმზე რაიმე სახის შენიშვნა არ გაკეთებულა, დაკავებისას ბრალდებულს განემარტა მისი უფლებები და გადაეცა დაკავების ოქმი. (ტ1. ს.ფ.4-9)
N------ შემაკავებელი ორდერის თანახმად: ორდერი გამოცემულია მოძალადე ზ---------–---–---–ის მიმართ 30 დღის ვადით. იმ საფუძვლით, რომ 2019 წლის 18 აპრილს ზ---------–---–---–მა მეუღლეს ნ-------------–---–ს მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. სისტემურად ძალადობდა მასზე. მსხვერპლია ნ-------------–---–ი. მოძალადეს აეკრძალა იმ სახლთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი ცხოვრობს; მოძალადეს აეკრძალა მსხვერპლთან, მისი სამსახურისა და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფება; მოძალადეს აეკრძალა მსხვერპლთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია ტელეფონით, სოციალური ქსელით და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით; მოძალადეს შეეზღუდა იარაღით (მათ შორის, სამსახურეობრივ-საშტატო იარაღით) სარგებლობა; მოძალადეს ჩამოერთვა პირად საკუთრებაში არსებული იარაღი , მსხვერპლი და მასზე დამოკიდებული პირები განრიდებულები იქნენ მოძალადისგან. (ტ.1 ს.ფ.40-46)
2019 წლის 05 მაისის დაზარალებულ ნ-------------–---–ის განცხადების მიხედვით
(რომელიც დამოწმებულია ნოტარიული წესით), ნ-------------–---–ი მის მეუღლეს ჰპატიობს ძალადობის ფაქტს და განმარტავს, რომ სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინოს აღნიშნული და გამოიყენოს ისეთი სასჯელი, რომელიც არ იქნება დაკავშირებული თავისუფლების აღკვეთასთან. (ტ.2.ს.ფ.15)
2019 წლის 05 მაისის დაზარალებულ მ---------–---–---–ის განცხადების მიხედვით (რომელიც დამოწმებულია ნოტარიული წესით), განცხადების მიხედვით მ---------–---–---–ი აღნიშნავს, რომ იგი შერიგებულია მამასთან და განმარტავს, რომ სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინოს აღნიშნული და გამოიყენოს ისეთი სასჯელი, რომელიც არ იქნება დაკავშირებული თავისუფლების აღკვეთასთან. (ტ.2.ს.ფ.16)
ბრალდებულმა ზ---------–---–---–მა უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე.
3. სამართლებრივი შეფასება
3.1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2019 წლის 16 აპრილის ეპიზოდი).
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების შეფასების შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე არ დასტურდება ზ---------–---–---–ის მხრიდან ნ-------------–---–ის მიმართ 2019 წლის 16 აპრილს განხორციელებული ძალადობის ფაქტი. სასამართლო განმარტავს, რომ გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელსაც მოცემულ შემთხვევაში 2019 წლის 16 აპრილის ეპიზოდში ადგილი არ ჰქონდა. გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი მინიმუმ ორი პირდაპირი მტკიცებულების არსებობას გულისხმობს (დანაშაულის შემადგენლობის ყველა ნიშანზე ცალ-ცალკე), რომელიც ნეიტრალურ და გონივრულად მოაზროვნე პირს დაარწმუნებს ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში. მოცემულ შემთხვევაში, ზ---------–---–---–ის ბრალდების დამადასტურებლად წარმოდგენილი არასრულწლოვან მ---------–---–---–ის ჩვენება და დაზარალებულ ნ-------------–---–ის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის საფუძველზე გამოკვლეული გამოძიებაში მიცემული ჩვენება, სასმართლოს მიერ ვერ იქნება მიჩნეული საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობად, რომ ზ---------–---–---–ის მოქმედებით ნ-------------–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი. სასამართლო სხდომაზე დაკითხული სხვა მოწმეები ( გ---------------–---–ი, დ--------------–---–ი, შ--–------------ე, ს---------------–---–ი, ვლადიმერ ხანდალიანი, კ--------------------, ნ-----–-----------–---–ი, ნ-----------–---ე, ლ-–------------–---–ი, ი--------–------ე, მ--------–----------ე) არ არიან ფაქტის უშუალო შემსწრე მოწმეები, აღნიშნული მოწმეების მიერ მიცემული ჩვენებები ზ---------–---–---–ის მიმართ შერაცხულ ბრალდებასთან მიმართებაში არის ირიბი ჩვენებები, ვინაიდან არცერთი მათგანი არ არის უშუალოდ ძალადობის ან კონფლიქტის ფაქტის შემსწრე და მათი ჩვენებები გადმოსცემს, მხოლოდ დაზარალებულ ნ-------------–---–ისგან მიღებულ ინფორმაციას.
სასამართლოს შეფასებით, ირიბი ჩვენება სარწმუნოობის თვალსაზრისით უფრო დაბალი ხარისხით ხასიათდება და ნაკლები მტკიცებულებითი ძალა გააჩნია თავდაპირველ მტკიცებულებებთან შედარებით.
ირიბი ჩვენების მტკიცებულებით მნიშვნელობაზე მსჯელობისას საყურადღებოა სტრასბურგის სასამართლოს მიერ ჩამოყალიბებული მინიმალური სტანდარტი. კერძოდ, იმისთვის, რომ ირიბი ჩვენების გამოყენებამ არ გამოიწვიოს კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევა, შემდეგი ორი პირობა უნდა იქნეს დაცული: უნდა არსებობდეს მოწმის სასამართლოში არგამოცხადების მნიშვნელოვანი მიზეზი ან/და ირიბი ჩვენება არ უნდა წარმოადგენდეს განაჩენის არსებით ან ერთადერთ საფუძველს (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2011 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე “ Al-Khawaja and Tahery v. The United Kingdom “ , საჩივრები: N26766/05 და N22228/06 და გადაწყვეტილება საქმეზე „ Horncastle and Others v. The United Kingdom “ საჩივარი: N4184/1 0 )
ამავე მიმართებით საყურადღებოა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 ივნისის N 1/1/548 გადაწყვეტილება, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მეორე ნაწილის დანაწესზე, რომ გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. კერძოდ, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად იქნა მიჩნეული ამ ნორმის, ნორმატიული შინაარსი, რომლის თანახმადაც შესაძლებელი იქნებოდა ირიბი ჩვენების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა და მიიჩნია, რომ ირიბი ჩვენებები ვერ ქმნის აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც საკმარისია პირის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.
განსახილველ საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებისას საყურადღებოა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის მიხედვით: გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მნიშვნელოვანია ასევე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლთან (ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით) დაკავშირებული განმარტება, კერძოდ, ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას, ან წარდგენილ ბრალდებაში გამართლებას უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. მტკიცებულებათა შეფასების პროცესში სასამართლო „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით ხელმძღვანელობს (Ireland v. The United Kingdom, § 161).
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი გულისხმობს „მოთხოვნას, რომ საქმისთვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს“. (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 22/01/2015 წლის გადაწყვეტილება საქმეზე №548, II-7).
ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შეისწავლა და გააანალიზა რა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, დადგენილად მიიჩნევს, რომ საქმეზე არ არსებობს ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც დააკმაყოფილებდა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს და ობიექტურ პირს დაარწმუნებდა, რომ ბრალდებულმა ზ---------–---–---–მა 2019 წლის 16 აპრილს ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, შესაბამისად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობა არ არსებობს, რომელიც საკმარისი იქნებოდა ამ ეპიზოდში ზ---------–---–---–ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.
3.2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2019 წლის 18 აპრილის ეპიზოდი)
ოჯახში ძალადობა ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული და გავრცელებული ძალადობის ფორმაა. იგი მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში არსებობს და საზოგადოების ყველა ფენას მოიცავს. ოჯახში ძალადობას ახასიათებს ფარული და განგრძობადი ხასიათი და აღნიშნული სპეციფიური დანაშაულია რადგან ხორციელდება ოჯახის წევრის ან წევრების მიერ სხვა ოჯახის წევრის(ების) მიმართ. ოჯახში ძალადობად ითვლება ოჯახის წევრის მიმართ განხორცილებული: ფიზიკური ძალადობა, ფსიქოლოგიური ძალადობა, ეკონომიკური ძალადობა, სექსუალური ძალადობა და იძულება .
„ოჯახში ძალადობის სისხლის სამართლებრივი რეგულირების საკითხი დღის წესრიგში დადგება თუ ოჯახის წევრებს შორის განხორციელებული ძალადობა შეიცავს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ დანაშაულის ნიშნებს. “ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლი წარმოადგენს ოჯახში ძალადობის სისხლისსამართლებრივ რეგულაციას, რომლის თანახმად, ოჯახში ძალადობის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაფუძნება დაკავშირებულია შემდეგ ქმედებასთან და მის შედეგთან: „ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, სისტემატიური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოყოლია ჯანმრთელობის თუნდაც მსუბუქი დაზიანება.“
ოჯახში ძალადობა ხშირ შემთხვევაში იწვევს ჯანმრთელობის სერიოზულ გაუარესებას, ფიზიკურ და ემოციურ აშლილობას, რომლიც შეიძლება ფატალური შედეგით დასრულდეს.
სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნული ქმედების სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ოჯახის წევრთა ჯანმრთელობა, მათი უფლება იცხოვრონ მშვიდ გარემოში, ასევე პატივი და ღირსება, სიცოცხლე და ჯანმრთელობა.
აღნიშნული დანაშაულის ამსრულებელია არა საერთო სუბიექტი, არამედ მხოლოდ ოჯახის ბრალუნარიანი წევრი, რომელიც პასუხისმგებლობის ასაკსაა მიღწეული.
შესაბამისად მსხვერპლიც უნდა იყოს ოჯახის წევრი და არა სხვა პირი.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 111 მუხლის შენიშვნის თანახმად ამ კოდექსის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება: ა) ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ შემდეგ ალტერნატიულ ქმედებებში -ძალადობა, სისტემატურ შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება; მართლსაწინააღმდეგო შედეგში - ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
სუბიექტური მხრივ განსახილველი დანაშაულის მოტივსა და მიზანს არ აქვს მაკვალიფიცირებელი მნიშვნელობა, თუმცა უფრო გავრცელებულია მისი ჩადენა შურისძიების, ეჭვიანობის, სიძულვილის მოტივით და სამაგიეროს მიზღვის ან პირის დამორჩილების მიზნით.
ბრალის ფორმის მიხედვით სახეზეა განზრახი დანაშაული (როგორც პირდაპირი ისე არაპირდაპირი განზრახვით).
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის, მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე „Barberà, Messegué, Jabardo v. Spain“, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე „Bulychevy v. Russia“, პუნქტი 32.
სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით, კერძოდ, არასრულწლოვან მ---------–---–---–ის ჩვენებით, ნ-------------–---–ის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის საფუძველზე სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნებული ჩვენებით, 2019 წლის 10 მაისს გაცემული N--------- სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით და დასკვნის გამცემი ექსპერტის მ--------–----------ის ჩვენებით და ზ---------–---–---–ის მიმართ 2019 წლის 18 აპრილს გამოცემული N------ შემაკავებელი ორდერით უტყუარად დასტურდება, ზ---------–---–---–ის მიერ 2019 წლის 18 აპრილს, 00:00 საათიდან 01:00 საათამდე პერიოდში, ქ----------–-----------–---–-----------ში მდებარე ბინაში, ნ-------------–---–ის მიმართ მიყენებული სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტი, რასაც ესწრებოდა მათი არასრულწლოვანი შვილი - 13 წლის მ---------–---–---–ი.
სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მოსაზრებებს ბრალდებულის უდანაშულობასთან დაკავშირებით და განმარტავს, რომ დაცვის მხარის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები ვერ აქარწყლებს ბრალდების მხარის მიერ მოპოვებულ მტკიცებულებებს. ის გარემოება, რომ ნ-------------–---–ს ზ---------–---–---–მა 2019 წლის 18 აპრილს მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, რამაც მისი ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, დასტურდება ფაქტის შემსწრე მოწმის მ---------–---–---–ის, ნ-------------–---–ის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის საფუძველზე გამოკვლეული გამოძიებაში მიცემული ჩვენებით, (ექსპერტ) მ--------–----------ის ჩვენებით, რაც გამყარებულია მის მიერ 2019 წლის 10 მაისს გაცემული სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის N--------- დასკვნით და 2019 წლის 18 აპრილს გამოცემული N------ შემაკავებელი ორდერით.
ამდენად სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით დადგინდა, რომ 2019 წლის 18 აპრილს, ღამის საათებში, დაახლოებით 00:00-დან 01:00 საათამდე, ქ----------–-----------–---–-----------ში მდებარე ბინაში, მისაღებ ოთახში ნ-------------–---–ს მისმა მეუღლემ ზ---------–---–---–მა მათი არასრულწლოვანი შვილის - 13 წლის მ---------–---–---–ის თანდასწრებით მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. კერძოდ, აგინა, მიმართა უცენზურო სიტყვებით, რაც გადაიზარდა ფიზიკურ შეურაცხყოფაში, კერძოდ, ზ---------–---–---–მა მისგან გარიდების სურვილით მიმავალ ნ-------------–---–ს ჰკრა ხელი და წააქცია, შემდგომ კი ფეხი მოუქნია და წიხლი ჩაარტყა მარცხენა გვერდში, რა დროსაც ნ-------------–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
სასამართლო ასევე ყურადღებას მიაქცევს ბრალდების დადგენილებაში (2019 წლის 18 აპრილის ეპიზოდი) ბრალდებულ ზ---------–---–---–ისთვის შერაცხულ ძალადობრივ ქმედებას ჩადენილს გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის მოტივით, რაც მოცემულ შემთხვევაში არ დადასტურებულა ორი ერთმანეთთან შეჯერებული პირდაპირი მტკიცებულების არ არსებობის გამო, რომელიც შეიძლებოდა საფუძვლად დადებოდა ბრალდებულის პასუხისგებაში მიცემას აღნიშნული მოცემულობით.
გამომდინარე აქედან, სასამართლომ თითოეული მტკიცებულება შეაფასა სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, ხოლო საქმეზე გამოკვლეული ყველა მტკიცებულება ერთობლიობით - დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მიაჩნია, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, ზ---------–---–---–ის (ნ-------------–---–ის მიმართ 2019 წლის 18 აპრილს განხორციელებულ ძალადობაში) დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის, დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით.
5. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ზ---------–---–---–ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
6. სასჯელის ან სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ. შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
ევროპის საბჭოს კონვენციით ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის შესახებ (CETS No. 210, „სტამბულის კონვენცია“) აღიარებულია, რომ ქალთა მიმართ ძალადობა, მათ შორის ოჯახში ძალადობა, ევროპაში ადამიანის უფლებათა დარღვევის ერთერთ ყველაზე უფრო სერიოზულ ფორმას წარმოადგენს. კონვენცია ვრცელდება ქალთა მიმართ ძალადობის ყველა ფორმაზე, მათ შორის ოჯახურ ძალადობაზე. ევროპის საბჭოს კონვენცია ქალებზე ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის შესახებ არის ყველაზე მრავლისმომცველი საერთაშორისო კონვენცია, რომელიც ებრძვის ადამიანის უფლებების ამ სერიოზულ დარღვევას. ეს კონვენცია მიზნად ისახავს ნულოვანი ტოლერანტობის მიღწევას ამგვარი ძალადობის მიმართ და მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს ევროპისა და მის ფარგლებს მიღმა მდებარე ქვეყნებს უფრო უსაფრთხო ადგილად ქცევისათვის. კონვენციის ქვაკუთხედია ისეთი საკითხები, როგორიცაა ძალადობის პრევენცია, მსხვერპლთა დაცვა და მოძალადეებზე სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება. კონვენცია მოუწოდებს საზოგადოების ყველა წევრს, განსაკუთრებით მამაკაცებსა და ბიჭებს, შეცვალონ მათი დამოკიდებულება ძალადობის მიმართ და ამგვარად სათანადო ცვლილებები გამოიწვიონ თითოეული ადამიანის გულსა და გონებაში. არსებითად, ეს არის ხელახალი მოწოდება ქალებსა და მამაკაცებს შორის მეტი თანასწორობისაკენ, რამეთუ ქალთა მიმართ ძალადობას ღრმად აქვს გადგმული ფესვები საზოგადოებაში არსებულ ქალთა და მამაკაცთა უთანასწორობაში და საზრდოობს შეუწყნარებლობით, ან კიდევ პრობლემის არსებობის უარყოფის ჩვეულებით.
კონვენცია ქალთა მიმართ ძალადობას აღიარებს ადამიანის უფლებების დარღვევად და დისკრიმინაციის ფორმად. ეს იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფოებს შესაბამისი პასუხისმგებლობა დაეკისრებათ, თუ ისინი ამგვარ ძალადობაზე ადეკვატურ რეაგირებას არ მოახდენენ.
კონვენცია მკაფიოდ აცხადებს, რომ ქალთა მიმართ ძალადობა და ოჯახში ძალადობა არ არის პირადი საქმე. პირიქით, იგი ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ ოჯახის შიგნით მომხდარ დანაშაულს ბევრად უფრო ძლიერი ტრავმის გამოწვევა შეუძლია, ამიტომ ამგვარი დანაშაულის ჩამდენს უფრო მკაცრი სასჯელი უნდა მიესაჯოს, როდესაც მსხვერპლი მისი ოჯახის წევრია.
აღსანიშნავია, ასევე გაეროს ქალთა წინააღმდეგ დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის 2015 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილება საქმეზე X და Y საქართველოს წინააღმდეგ (განაცხადი №24/2009), რომელიც საერთაშორისო ორგანოს მიერ საქართველოში ოჯახში ძალადობის შესახებ მიღებული პირველი გადაწყვეტილებაა და შეეხება სახელმწიფოს მიერ ოჯახში ძალადობის პრევენციისა და ადეკვატური რეაგირების განხორციელების ვალდებულების შეუსრულებლობას. ხსენებული გადაწყვეტილებით კომიტეტმა დაადგინა, რომ სახელმწიფომ დაარღვია „ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ კონვენციის მე-2 მუხლის (ბ)-(ვ) პუნქტები, პირველ და მე-5(ა) მუხლებთან და კომიტეტის „ქალთა წინააღმდეგ ძალადობის შესახებ №19“ რეკომენდაციასთან ერთობლიობაში და გარდა მომჩივანთა დარღვეული უფლებების აღსადგენი კონკრეტული ნაბიჯების მითითებისა, საქართველოს მთავრობას მიმართა რეკომენდაციით სხვა ქალებისა და ბავშვების დასაცავად გააძლიეროს ცნობიერების ასამაღლებელი კამპანიები და ქალთა მიმართ ძალადობასთან, უფრო კონკრეტულად, ოჯახში ძალადობასთან მიმართებით გაატაროს ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკა. ამასთან, სახელმწიფოს დაევალა 6 თვის ვადაში კომიტეტისათვის წერილობითი პასუხის წარდგენა და ინფორმაციის მიწოდება კომიტეტის დასკვნებისა და რეკომენდაციების ფონზე განხორციელებულ ნებისმიერ ქმედებებზე.
ევროსასამართლოს პრაქტიკის შესაბამისადაც, სახელმწიფოს ეკისრება ვალდებულება, ერთ მხრივ, თავად არ ხელყოს ადამიანის უფლებები და, მეორე მხრივ, დაიცვას ადამიანი მესამე პირების მხრიდან განხორციელებული ძალადობისაგან. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განხილულ საქმეში OPUZ V. TURKEY - ოჯახში ძალადობის საქმესთან დაკავშირებით, რომელიც მოძალადის მიერ მსხვერპლის მკვლელობით დასრულდა, დადგინდა სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულების დარღვევა და მასში ხაზი გაესვა სახელმწიფოს პასუხისმგებლობას იმ პირობებში, როდესაც ინფორმირებულია ძალადობის არსებობის შესახებ. ხსენებულ გადაწყვეტილებაში, სადაც ოჯახური ძალადობისაგან პრევენციული ოპერატიული ზომების გატარების თაობაზე პოზიტიური ვალდებულების ხელისუფლებისათვის დაკისრებაზეა საუბარი, ევროსასამართლომ დაადგინა „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის“ მე-3 მუხლის დარღვევა ხელისუფლების ორგანოების უუნარობის გამო, დაეცვათ მომჩივანი მისი ყოფილი ქმრის მიერ ოჯახური ძალადობისაგან. დარღვევის დადგენის საფუძვლად კი მიჩნეული იქნა ხელისუფლების მხრიდან პოზიტიური ვალდებულების დარღვევა და ხელისუფლების ორგანოების არაჯეროვანი მოქმედება მომჩივანისა და მისი დედის მიმართ ძალადობის აღსაკვეთად, სისხლისსამართლებრივი ან სხვა შესაბამისი პრევენციული ზომების განუხორციელებლობა მიუხედავად მსხვერპლთა მიერ საჩივრების უკან გამოხმობისა, აგრეთვე ის გარემოება, რომ ხელისუფლების ორგანოებმა სათანადოდ არ გააანალიზეს საჩივრების გამოტანის მიღმა არსებული მოტივები.
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ასევე ყურადღებას მიაქცეს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას.
სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. დანაშაულის ყველა კონკრეტულ შემადგენლობას აქვს კანონმდებლის მიერ განსაზღვრული კონკრეტული სანქციის ფარგლები. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს არამარტო ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, არამედ დამნაშავის პიროვნებასაც და გამოძიებასთან თანამშრომლობას.
სასამართლო განმარტავს, რომ სისხლის სამართლის პრინციპები კრიმინალიზაციის პროცესის მომწესრიგებელი ნორმატიული მოთხოვნებია, რომელსაც საქმიანობის პროცესში, როგორც კანონმდებელი, ასევე სამართალშემფარდებელი (მოსამართლე) მკაცრად უნდა იცავდეს. სისხლის სამართლის ყველა პრინციპი საქმის განმხილველი მოსამართლის საქმიანობას უნდა განსაზღვრავდეს და განსაკუთრებით, ჩადენილი დანაშაულისთვის სასჯელის დანიშვნისას, მათ გადამწყვეტი მნიშვნელობა უნდა მიანიჭოს. მოსამართლემ სისხლის სამართლის კანონი მხოლოდ ამ პრინციპების ზედმიწევნითი დაცვით უნდა გამოიყენოს.
სასჯელის დანიშვნისას, სხვა ზოგადსამართლებრივი თუ სისხლის სამართლის პრინციპების დაცვით, სასამართლომ, უპირველეს ყოვლისა, უნდა იხელმძღვანელოს საერთაშორისოდ აღიარებული პრინციპით - „არ არსებობს სასჯელი კანონის გარეშე“ (nulla poena sine lege), რომლის მიხედვითაც დაუშვებელია სასჯელის განსაზღვრა, თუ არა კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში და დადგენილი წესით. ანალოგიურ მოთხოვნას აწესებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსიც, რომლის თანახმად, ქმედების დასჯადობა განისაზღვრება სისხლის სამართლის კანონით, რომელიც მოქმედებდა მისი ჩადენის დროს (სსკ-ის მე-2 მუხლის პირველი ნაწილი). სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით (სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილი). სასამართლო აღნიშნავს, რომ სასჯელის გამოყენება უნდა მოხდეს მხოლოდ კანონით გათვალისწინებული კონკრეტული სანქციის საფუძველზე, ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით, რომელიც, თავის მხრივ, მიღებული და ამოქმედებულია კონსტიტუციითა და კანონმდებლობით დადგენილი საკანონმდებლო ნორმების დაცვით.
კანონიერების ზოგად სამართლებრივი პრინციპი სისხლის სამართალში ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად ვლინდება სასჯელის ასპექტით. სასჯელის სახეები ზუსტადაა ჩამოთვლილი სისხლის სამართლის ზოგად ნაწილში, ასევე კონკრეტულად არის მითითებული კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლების სანქციებში. ამდენად, გარდა ზემოაღნიშნული გამონაკლისებისა, თუ მხარეთა შორის არ არის მიღწეული საპროცესო შეთანხმება, ან თუ საკითხი არ ეხება კანონის უკუძალით ამოქმედებას, კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლის სანქციაში მოუხსენიებელი სასჯელის თვითნებურად გამოყენება, თუნდაც პასუხისმგებლობის შემსუბუქების კუთხით, დაუშვებელია, არ გამომდინარეობს მატერიალური სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული დანაწესიდან და პირდაპირ ეწინააღმდეგება კანონის გარეშე სასჯელის დანიშვნის აკრძალვის საერთაშორისო პრინციპს. საქართველოს კონსტიტუციის 63-ე მუხლის პირველი პუნქტი, რომლის თანახმად, მოსამართლე თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და ემორჩილება მხოლოდ კონსტიტუციასა და კანონს, კრძალავს სამოსამართლო სამართალს, როგორც სამართლის წყაროს.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნისას პასუხისმგებლობის ერთ-ერთ დამამძიმებელ გარემოებად მიიჩნევა დანაშაულის ჩადენა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ, თუმცა განსახილველ შემთხვევაში საყურადღებოა, რომ პასუხისმგებლობის დამამძიმებელი ეს გარემოება წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედების მაკვალიფიცირებელ ნიშნებს - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ორასიდან ოთხას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე, ასევე იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ კანონმდებლის ნება პასუხისმგებლობის ისეთი დამამძიმებელი გარემოებებისადმი, როგორიცაა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა არასრულწლოვანის თანდასწრებით აისახა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის დისპოზიციებში და ამავე ნიშნების, პასუხისმგებლობის დამატებით დამამძიმებელ გარემოებებად გამოყენება გაუმართლებელია.
სასჯელის კონკრეტული სახის და ზომის განსაზღვრისას საყურადღებოა, რომ ბრალდებულ - ზ---------–---–---–ის მიმართ შერაცხული ბრალდება, ძირითადი სასჯელის სახით ითვალისწინებს ორ ალტერნატივას. კერძოდ, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ორასიდან ოთხას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთიდან სამ წლამდე, ასევე იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ. ანუ კანონმდებელი არ ადგენს სასჯელის მხოლოდ ერთ სახეს, რომელიც უპირობოდ დაკავშირებული იქნება თავისუფლების აღკვეთასთან და საქმის განმხილველ სასამართლოს აძლევს შესაძლებლობას, საქმის კონკრეტული გარემოებების გათვალისწინებით, დაადგინოს სასჯელის ისეთი სახე, რომელიც სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევას - სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ზ---------–---–---–ის მხრიდან ჩადენილი დანაშაულის საზოგადოებრივი საფრთხის, ხასიათის და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების (სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია) მიღწევა შესაძლებელი იქნება ბრალდებულ - ზ---------–---–---–ის მიმართ საბოლოოდ სასჯელის ისეთი სახის დანიშვნით როგორიცაა თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლისა და 02 (ორი) თვის ვადით.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-20, 21-ე, 225-ე, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 270-ე, 271-274-ე, 275-ე-277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1.1. ზ---------–---–---–ი უდანაშაულოდ იქნეს ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში 2019 წლის 16 აპრილის ეპიზოდში და გამართლდეს;
1.2. ზ---------–---–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის 2019 წლის 18 აპრილის ეპიზოდში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლისა და 02 (ორი) თვის ვადით;
მასვე დამატებითი სასჯელის სახით 03 (სამი) წლის ვადით ჩამოერთვას იარაღთან დაკავშირებული უფლებები;
2. ზ---------–---–---–ს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს მისი ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან 2019 წლის 18 აპრილის 01:00 საათიდან;
3. ზ---------–---–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს;
4. განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;
5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე მამია ფხაკაძე