განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1/458-19
(#0-----------)
რუსთავის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
23 ივლისი, 2019 წელი ქ. რუსთავი
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია
მოსამართლე მამია ფხაკაძე
სხდომის მდივანი ქეთევან ინასარიძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ა-----------–---–ი;
დაცვის მხარე:
ბრალდებული - მ-----–-–----------–-–--–-–---–---------------–-------–-–--------------------------------------------------------------–----------–---------------–-----–----–----------–---------------–-------–--------------–-----------------------–------------------------–------------------------------------–-–---–-----------–-.
ადვოკატი - ნ--------------;
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით ;
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. საქმის მასალების მიხედვით:
2019 წლის 15 მაისს, საღამოს საათებში, ქ-----------–----–----------------------ში, ვ-----–-----–---–ის საცხოვრებელი სახლის კართან მივიდა ამ უკანასკნელის ყოფილი მეუღლე მ-----–-–-–--–-–---–ი, მოსთხოვა კარის გაღება, მიაყენა შეურაცხყოფა, შეაგინა და დაემუქრა, რომ კარს შეამტვრევდა ან დაელოდებოდა კართან და გამოსვლისთანავე, შვილების თვალწინ მოკლავდა - დანით გამოჭრიდა ყელს. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავების მისვლის შემდეგ მ-----–-–-–--–-–---–ი კვლავ დაემუქრა ყოფილ მეუღლეს რომ მოკლავდა.
მ-----–-–-–--–-–---–ის ქმედებებით ვ-----–-----–---–ს გაუჩნდა სიცოცხლის მოსპობის მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
ამ ქმედებისთვის მ-----–-–-–--–-–---–ს წარედგინა ბრალი დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით.
2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
საქმეში არსებული გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათის, ფორმა N1-ს მიხედვით: სისხლის სამართლის N0----------- საქმეზე გამოძიება დაიწყო 2019 წლის 15 მაისს დანაშაულის ნიშნებით, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილი. ბარათი შედგენილია გამომძიებელ დ-------------ის მიერ. ბარათის მიხედვით, 2019 წლის 15 მაისს ქ. რუსთავში ლ-------------------ში მცხოვრებმა, 1987 წელს დაბადებულმა ვ-----–-----–---–მა განაცხადა, რომ მისი ყოფილი მეუღლე მ-----–-–-–--–-–---–ი არაფხიზელ მდგომარეობაში აყენებს სიტყვიერ შეურაცხყოფას და ემუქრება მოკვლით, რის გამოც ვერ გამოდის სახლიდან, მ-----–-–-–--–-–---–ის მიმართ გამოიცა შემაკავებელი ორდერი 30 დღის ვადით (ტ. 1. სფ. 1).
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითა, დაზარალებული ვ-----–-----–---–ი, რომელმაც განმარტა, რომ ცხოვრობს ქ. რუსთავში ლ----------------------ში მის ორ არასრულწლოვან შვილთან ნ--- და შ-------- წ-–--–-–---–თან ერთად. 2019 წლის მაისის დასაწყისში მას შვილმა შ-------- წ-–--–-–---–მა დაურეკა და უთხრა, რომ ბინის კარებზე აკაკუნებდა მამა (მ-----–-–-–--–-–---–ი). ვ-----–-----–---–მა უთხრა, რომ მის მისვლამდე კარი არ გაეღო. მოწმის განმარტებით, სახლში მისვლისას არც ბინასთან და არც კორპუსის ეზოში მ-----–-–-–--–-–---–ი აღარ იმყოფებოდა. იმ დღის შემდეგ მ-----–-–-–--–-–---–ი სისტემატურად მიდის დაზარალებულის ბინასთან აკაკუნებს კარებზე და ითხოვს სახლში შეშვებას. ვინაიდან ვ-----–-----–---–ი არ უღებს კარს მ-----–-–-–--–-–---–ი აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფებს.
მოწმის განმარტებით 2019 წლის 15 მაისს, იმყოფებოდა სახლში, მის არასრულწლოვან შვილებთან ერთად, რა დროსაც კარებზე გაისმა კაკუნის ხმა და კარის სათვალთვალოდან გახედვისას დაინახა მ-----–-–-–--–-–---–ი, რომელიც კვლავ ითხოვდა სახლში შეშვებას. ვ-----–-----–---–მა არც ამჯერად გაუღო კარი და მოსთხოვა გაენებებინა თავი, რის საპასუხოდაც მ-----–-–-–--–-–---–ი გახდა აგრესიული, დაზარალებულს დაუწყო გინება და მუქარა, კერძოდ, ეუბნებოდა, რომ თუ არ გაუღებდა კარს და არ შეუშვებდა სახლში კარებს შეამტვრევდა და დანით გამოჭრიდა ყელს. აღნიშნული მუქარა ვ-----–-----–---–მა აღიქვა რეალურად, შეეშინდა და გაუჩნდა სიცოცხლის მოსპობის რეალური შიში, რის გამოც დარეკა 112-ში და გამოიძახა პოლიცია. პოლიციის თანამშრომლები მალევე გამოცხადდნენ შემთხვევის ადგილზე, რომლებსაც განუმარტა შექმნილი სიტუაციის შესახებ. მისი ყოფილი მეუღლე მ-----–-–-–--–-–---–ი ამ დროსაც იმყოფებოდა სახლის კარებთან და მიუხედავად პოლიციის თანამშრომლების ყოფნისა კვლავ ემუქრებოდა მოკვლით, რის გამოც პოლიციის თანამშრომლებმა მ-----–-–-–--–-–---–ი დააკავეს.
მოწმემ დამაზუსტებელ კითხვებზე უპასუხა, რომ მ-----–-–-–--–-–---–ს მხრიდან სიცოცხლის მოსპობის მუქარა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა შიში, ვინაიდან მ-----–-–-–--–-–---–ი მუდმივად დადის დანით, ამასთან მას არაერთხელ უძალადია მისივე მშობლებზე. (ტ. 2. სფ. 58-71).
სასამართლო სხდომაზე ადვოკატის, საპროცესო წარმომადგენლის და ფსიქოლოგის მონაწილეობით მოწმის სახით დაიკითხა, არასრულწლოვანი ნ--- წ-–--–-–---–ი, რომელმაც განმარტა, რომ ცხოვრობს დედასთან ვ-----–-----–---–თან და ძმასთან შ-------- წ-–--–-–---–თან ერთად. ის და მისი ძმა პერიოდულად მიდიოდნენ მამის სანახავად, რომელიც ასევე ქალაქ რუსთავში ცხოვრობს. მოწმის განმარტებით დიდი ხნის განმავლობაში მამა (მ-----–-–-–--–-–---–ი) მათთან სახლში არ მიდიოდა, ვინაიდან, არ იცოდა მათი მისამართი, თუმცა მან გაიგო მათი მისამართი დაიწყო მათ სახლთან მისვლა, და სახლში შეშვების მოთხოვნა. მოწმის განმარტებით დედისგან გადმოცემით იცოდა, რომ მამა ( მ-----–-–-–--–-–---–ი) დედას ემუქრებოდა ყელის გამოჭრით. მოწმის განმარტებით მამა (მ-----–-–-–--–-–---–ი) მათ საცხოვრებელ ბინაში დაახლოებით 5 ჯერ იყო მისული, მიდიოდა ძირითადად საღამო საათებში. მოწმის განმარტებით, 2019 წლის 15 მაისს, საღამოს საათებში, როდესაც ისინი უკვე ძილს აპირებდნენ, კარებზე გაისმა ბრახუნის ხმა. კართან მისულმა დედამ დაინახა, რომ მათთან მისული იყო მ-----–-–-–--–-–---–ი, რომელიც ითხოვდა სახლში შეშვებას. ვ-----–-----–---–მა არ გააღო კარი და მ-----–-–-–--–-–---–ს მოუწოდა, თავი დაენებებინა, ვინაიდან, აღარ უნდოდა მასთან ცხოვრება. მამამ - მ-----–-–-–--–-–---–მა დაუწყო გინება და დედას (ვ-----–-----–---–ს) ემუქრებოდა მოკვლით. დედამ (ვ-----–-----–---–მა) გამოიძახა პოლიცია, თუმცა პოლიციის თანამშრომლების მოსვლის შემდეგაც მ-----–-–-–--–-–---–ი პოლიციის თანამშრომლების თანდასწრებითაც ემუქრებოდა დედას და ეუბნებოდა ,,თუ არ შეურიგდებოდა და არ გაატანდა ბავშვებს, ყელს გამოჭრიდა“.
მოწმემ დამატებით განმარტა, რომ დედა მათ მამასთნ მხოლოდ მაშინ უშვებდა, როცა ბებიაც სახლში იყო. (ტ. 2. სფ. 83-91).
სასამართლო სხდომაზე ადვოკატის, საპროცესო წარმომადგენლის და ფსიქოლოგის მონაწილეობით მოწმის სახით დაიკითხა, არასრულწლოვანი შ-------- წ-–--–-–---–ი, რომელმაც განმარტა, რომ დედასთან - ვ-----–-----–---–თან და ძმასთან ნ--- შიუკაშვილთან ერთად ცხოვრობს ქ. რუსთავში. ადრე მამაც მათთან ცხოვრობდა, მაგრამ მამა მათთან აღარ ცხოვრობს, ვინაიდან მამა და დედა დაშორდნენ. ძმები კვირაში ერთხელ დედის ნებართვით მიდიოდნენ მამასთან სახლში, როდესაც ბებიაც სახლში იყო. ბოლო პერიოდში აღარ მიდიან, რადგან ბებია წასულია თურქეთში სამუშაოდ და დედა არ უშვებს მამასთან, ვინაიდან მამა ძირითად ქუჩაშია. მოწმის განმარტებით მამა პერიოდულად მიდიოდა მათთან სახლში და აბრახუნებდა კარზე, თუმცა დედა არ უღებდა კარებს, ხოლო მამა ეუბნებოდა გაეღო კარი თორე ყელს გამოჭრიდა. მოწმის განმარტებით მაისის თვეში დღე არ ახსოვს, საღამო საათებში კარებზე იყო ბრახუნის ხმა, როდესაც დედა გავიდა კარებთან ნახა, რომ კარებთან იდგა მ-----–-–-–--–-–---–ი და დედას ემუქრებოდა-დანას გაუყრიდა მუცელში. მ-----–-–-–--–-–---–ის მუქარის შეეშინდათ ვ-----–-----–---–ს და გამოიძახა პოლიცია. როდესაც პოლიციის თანამშრომლები მივიდნენ მამა ისევ კარებთან იყო და აგრძელებდა დედის მისამართით გინებას და მუქარას, ემუქრებოდა მოკვლით, რის გამოც პოლიციის თანამშრომლებმა ის დააკავეს. (ტ. 2. სფ. 91-98).
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა დეტექტივ გამომძიებელი, დ-------------ე, რომელმაც განმარტა, რომ 2019 წლის 15 მაისს, მიიღო შეტყობინება, ოჯახური ძალადობის ფაქტზე, კერძოდ მ-----–-–-–--–-–---–ი ემუქრებოდა ყოფილ მეუღლეს ვერა შიუკაშვილს სიცოცხლის მოსპობით, რასთან დაკავშირებითაც დაიწყო გამოძიება. მის მიერ საქმის ირგვლივ გამოკითხულ იქნენ პოლიციის თანამშრომლები, რომლებმაც მიიღეს დაკავებაში მონაწილეობა, ასევ დაზარალებული ვ-----–-----–---–ი და არასრულწლოვნები, რომელთა გამოკითხვას ესწრებოდა ფსიქოლოგი. გამოკითხვისას მოწმეებს პრეტენზია არ გამოუთქვიათ. მის მიერ მოხდა მ-----–-–-–--–-–---–ისთვის ბრალის დადგენილების გაცნობა და გამოკითხული იქნა მოწმის სახით. მოწმემ მისი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების კანონიერება დაადასტურა .(ტ. 2. სფ. 71-73).
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი, ჯ---------–----ე, რომელმაც განმარტა, რომ 2019 წლის 15 მაისს, საღამო საათებში, იმყოფებოდა სამსახურში და მიიღო შეტყობინება, ოჯახში ძალადობის ფაქტზე, რასთან დაკავშირებითაც მის თანამშრომელებთან დ-------------–--ესთან და გ------------------ესთან ერთად გამოცხადა შემთხვევის ადგილზე. შემთხვევის ადგილზე მისვლისას სადარბაზოს შესასვლელთან დახვდათ საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი (დაახლოებით 10 წუთით ადრე იყვნენ მისულები), ხოლო სახლის შესასვლელი კარი იყო ღია. სახლის კარების შესასვლელთან, მ-----–-–-–--–-–---–ი ესაუბრებოდა საპატრულო პოლიციის თანამშრომელს ის იყო აგრესიული და იგინებოდა უმისამართოდ. სახლის შესასვლელში, კართან ახლოს იდგა მაგიდა რომელთანაც იჯდა დაზარალებული ვ-----–-----–---–ი და საპატრულო პოლიციის თანამშრომელი, რომელიც ავსებდა შემაკავებელ ორდერს. ვ-----–-----–---–მა საპატრულო პოლიციის თანამშრომელს განუმარტა, რომ მისი ყოფილი მეუღლე მ-----–-–-–--–-–---–ი ემუქრებოდა მოკვლით, ყელის გამოჭრით. (ამ დროს თვითონ იდგა მათ გვერდით და ესმოდა ქალბატონის საუბარი.) როდესაც აღნიშნული გაიგო მ-----–-–-–--–-–---–მა, გახდა აგრესიული და კვლავ მეუღლეს დაემუქრა ყელის გამოჭრით - სიცოცხლის მოსპობით. მ-----–-–-–--–-–---–ი ცდილობდა ყოფილ მეუღლესთან მისვლას, რისი საშუალებაც არ მისცეს კრიმინალური პოლიციის და საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა. ამის გამო მოხდა მისი დაკავება, ვინაიდან სახეზე იყო დანაშაულზე წასწრება. მოწმის განმარტებით დაკავების ოქმი შეავსო მისმა თანამშრომელმა გ------------------ემ. დაკავებულს განემარტა უფლებები. მ-----–-–-–--–-–---–ი გაეცნო დაკავების ოქმს, თუმცა ხელი არ მოაწერა, რადგან არ ცნობდა თავს დამნაშავედ. დაკავებისას მ-----–-–-–--–-–---–ს წინააღმდეგობა არ გაუწევია. მოწმის განმარტებით შემთხვევის დროს სახლში იმყოფებოდა ასევე ორი არასრულწლოვანი ბავშვი. (ტ. 2. სფ. 33-37).
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა უბნის უმცროსი ინსპექტორი, დ-------------–--ე, რომელმაც განმარტა, რომ 2019 წლის 15 მაისს, საღამო ხანს 19:00 საათიდან 21:00 საათამდე პერიოდში, ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას, რა დროსაც, მიიღო ოჯახური ძალადობის ფაქტზე შეტყობინება, შემთხვევის ადგილზე გასულს სადარბაზოში, საცხოვრებელი ბინის კარის წინ დახვდათ მათთვის მანამდე უცნობი მ-----–-–-–--–-–---–ი და საპატრულო პოლიციის თანამშრომელი. მ-----–-–-–--–-–---–ი ამ დროს იყო მშვიდად, არ იგინებოდა. პოლიციის მეორე თანამშრომელი ესაუბრებოდა ქალბატონ ვ-----–-----–---–ს და ავსებდა შემაკავებელ ორდერს. ქალბატონმა ვერამ პოლიციის თანამშრომლებს განუმარტა, რომ მ-----–-–-–--–-–---–ი ერთი კვირს განმავლობაში მიდიოდა მასთან სახლში, უკაკუნებდა კარზე და ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით (ყელის გამოჭრით), როდესაც ეს გაიგონა მ-----–-–-–--–-–---–მა გახდა აგრესიული და ხმამაღალი ტონით ეუბნებოდა ვერას, რომ ყელს გამოჭრიდა. ცდილობდა შესულიყო სახლში, რა დროსაც ის დააკავა მისმა თანამშრომელმა გ------------------ემ და განუმარტა უფლებები. დაკავების დროს ბრალდებულს წინააღმდეგობა არ გაუწევია. მოწმემ დამატებით განმარტა, რომ სახლში ამ დროს იმყოფებოდა ორი მცირეწლოვანი ბავშვი, რომელებიც იყვნენ სხვა ოთახში. (ტ. 2. სფ. 37-42).
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა, უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი, გ-------------------ე, რომელმაც განმარტა, რომ 2019 წლის 15 მაისს, საღამო ხანს, ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას, რა დროსაც მიიღო შეტყობინება, ოჯახური ძალადობის ფაქტზე. შემთხვევის ადგილზე მისულს დახვდათ საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი. საპატრულო პოლიციის ერთი თანამშრომელი ესაუბრებოდა ქალბატონოს, მეორეს კი გარეთ ჰყავდა გამოყვანილი მ-----–-–-–--–-–---–ი, რომელიც იდგა შესასვლელ კართან. ადგილზე მისულებს პოლიციის თანამშრომელმა უთხრა, რომ აღნიშნული პიროვნება იყო ნასვამ მდგომარეობაში და ძალადობდა მეუღლეზე. შემაკავებელი ორდერის შევსებისას, ქალბატონმა ვ-----–-----–---–მა განმარტა, რომ რამდენიმე კვირის მანძილზე მ-----–-–-–--–-–---–ი მიდიოდა მასთან სახლში აკაკუნებდა კარზე, აგინებდა, ემუქრებოდა მოკვლით, ყელის გამოჭრით. როდესაც აღნიშნულს ყვებოდა ვ-----–-----–---–ი, მ-----–-–-–--–-–---–ი იდგა მასთან ახლოს, კარის შესასვლელთან და ესმოდა საუბარი, რის გამოც გახდა აგრესიული და ეუბნებოდა ვერას - ,,რას ლაპარაკობ“ , ,,მოგკლავ“, ,,ყელს გამოგჭრი“. აღნიშნული გამო პირადად დააკავა მ-----–-–-–--–-–---–ი და განუმარტა უფლებები. დაკავების დროს მ-----–-–-–--–-–---–ს წინააღმდეგობა არ გაუწევია. დაკავების შემდეგ მ-----–-–-–--–-–---–ი გადაყვანილ იქნა პოლიციის განყოფილებაში. ბრალდებულმა ოქმზე ხელი არ მოაწერა, რადგან თავს არ ცნობდა დამნაშავედ. მოწმემ დამატებით განმარტა, რომ სახლში იყო მცირეწლოვანი ბავშვები, თუმცა იყვნენ სხვა ოთახში. მოწმემ მის მიერ ჩატარებული საპროცესო მოქმედების კანონიერება დაადასტურა (ტ. 2. სფ. 42-45).
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა, ქვემო ქართლის პოლიციის პატრულ ინსპექტორი, დ-----------–---–ი, რომელმაც განმარტა, რომ 2019 წლის 15 მაისს ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას, რა დროსაც მიიღო ინფორმაცია ოჯახური კონფლიქტის შესახებ. დაახლოებით 07 წუთში მის მეწყვილესთან ერთად გამოცხადდა შეტყობინებაში მითითებულ მისამართზე, სადაც მერვე სართულზე ბინის შესასვლელთან კიბეზე იჯდა მიხილ წ-–--–-–---–ი (კიბიდან პირდაპირ იყო სახლის კარები), რომელმაც თავიდანვე გამოხატა აგრესია, როდესაც დაინახა, რომ ფორმა ეცვათ. პოლიციის თანამშრომლებს კარი გაუღო ვ-----–-----–---–მა. მოწმე შევიდა სახლში, მისი მეწყვილე კი დარჩა გარეთ მ-----–-–-–--–-–---–თან. ვ-----–-----–---–მა განმარტა, რომ მისი ყოფილი მეუღლე აყენებდა სისტემატიურად შეურაცყოფას, არ აძლევდა ნორმალურად გადაადგილების საშუალებს, იჯდა გარეთ და ემუქრებოდა მოკვლით. რის გამოც უწევდა სამსახურის გაცდენა. ასვე განმარტა, რომ მ-----–-–-–--–-–---–ი აწვალებდა კარს, რადგან სურდა სახლში შესვლა. კარს ეტყობოდა გარკვეული დაზიანების კვალი. აღნიშნულის გამო სურდა გამოეცათ შემაკავებელი ორდერი, რომ მ-----–-–-–--–-–---–ი აღარ მიახლოებოდა მას და მის საცხოვრებელ სახლს. ვ-----–-----–---–მა განმარტა, რომ ფხიზელ მდგომარეობაში მ-----–-–-–--–-–---–ი იყო ადეკვატური, იცოდა სად სწავლობდნენ ბავშვები, მიდიოდა და ნახულობდა, რასაც არ უშლიდა. მოწმის განმარტებით შემაკავებელი ორდერის შევსების პროცესში შემთხვევის ადგილზე, ასევე მივიდა კრიმინალური პოლიციაც. სახლში იმყოფებოდა ორი მცირეწლოვანი ბავშვი. ბინა არის ერთ ოთახიანი, აქვს სამზარეულო, ერთი ოთახი და შესასვლელი. მოწმის განმარტებით მ-----–-–-–--–-–---–ი მათი თანდასწრებითაც აყენებდა შეურაცყოფას მეუღლეს და ემუქრებოდა ყელის გამოჭრით, რის გამოც კრიმინალური პოლიციის თანამშრომლების მიერ მოხდა მ-----–-–-–--–-–---–ის დაკავება.
მოწმის განმარტებით აღნიშნული ფაქტით ბავშვებიც შეშინებულები იყვნენ და ამბობდნენ, რომ როცა მამა ფხიზელია მაშინ უნდათ მასთან ყოფნა, როცა არის ნასვამი არ უნდათ, რომ მამა მათთან იყოს. ბავშვები მამის მიმართ აგრესიულად განწყობილები არ იყვნენ. მოწმემ ასევე განმარტა, რომ მ-----–-–-–--–-–---–ს ხელში არაფერი არ ეჭირა, გადაკიდებული ჰქონდა ჩანთა. (ტ. 2. სფ. 99-109)
2019 წლის 23 ივლისს გამართულ საქმის არსებით განხილვის სხდომაზე ბრალდებულმა მ-----–-–-–--–-–---–მა მის მიმართ ბრალად წარდგენილ ქმედებაში თავი სრულად სცნო დამნაშავედ და მისი ინტერესების დამცველ ადვოკატ ნ--------------სთან შეთანხმებით საქმეზე არსებული დანარჩენი მტკიცებულებები უდაო გახადა.(ტ. 2. სფ. 114-115)
სასამართლო სხდომაზე სხვა მტკიცებულებები არ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადავოდ და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” პუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.
სასამართლო მიუთითებს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მრავალჯერ აქვს აღნიშნული, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი იცავს პირის უფლებას სამართლიან სასამართლო განხილვაზე, აღნიშნული მუხლი არ ადგენს მტკიცებულებათა დასაშვებობის წესებს. ეს უკანასკნელი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის პრეროგატივაა, ხოლო ევროპული სასამართლოს ფუნქციაა მთლიანობაში სამართალწარმოების სამართლიანობის შეფასება (იხ. საქმე ფრამკინი რუსეთის წინააღმდეგ (Frumkin v. Russia), განაცხადი no. 74568/12, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2016 წლის 5 იანვრის გადაწყვეტილების პუნქტი 159). ამასთან, ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები, ან განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (ბულიჩევი რუსეთის წინააღმდეგ (Bulychevy v. Russia), განაცხადი no. 24086/04, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილების პუნქტი 32).
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. ამავე კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას, ან წარდგენილ ბრალდებაში გამართლებას უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. მტკიცებულებათა შეფასების პროცესში სასამართლო „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით ხელმძღვანელობს (Ireland v. The United Kingdom, § 161).
სასამართლომ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შეისწავლა და გაანალიზა რა სასამართლოს მიერ გამოკვლეული და გამოკვლევის გარეშე მიღებული, პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით მივიდა იმ დასკვნამდე, რომ აღნიშნული ეჭვის გამომრიცხავი, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა მ-----–-–-–--–-–---–ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.
3. სამართლებრივი შეფასება:
სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლი მოითხოვს, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა სრულად, დამოუკიდებლად და სრულფასოვნად შეისწავლონ და შეაფასონ იმ მტკიცებულებების დასაშვებობა და სანდოობა, რომლებიც განსაზღვრავენ ბრალდებულის ბრალეულობის საკითხს. უდანაშაულობის პრეზუმფციის და ბრალდებულის უფლების გათვალისწინებით. რომ ჰქონდეს საშუალება გამოიკვლიოს მისი მამხილებელი ნებისმიერი მტკიცებულება, სისხლის სამართლის სასამართლომ საქმე უნდა განიხილოს სრულად, დამოუკიდებლად და დეტალურად მოახდინოს მტკიცებულებების დასაშვებობისა და სანდოობის შეფასება. მას შემდეგ, რაც დასრულდება საქმის განხილვა, საქმის განმხილველ მოსამართლეს შეუძლია შეაფასოს გამოკვლეული მტკიცებულებების მნიშვნელობა და წონა, რომელიც განსაზღვრავს ბრალდებულის ბრალეულობის საკითხს.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, ეროვნული სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები სისხლის სამართლის მართლმსაჯულების ძირითად მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს, კერძოდ, ბრალდებამ „გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით“ უნდა დაასაბუთოს ბრალეულობა და ასევე უნდა აკმაყოფილებდეს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ძირითად პრინციპს in dubio pro reo (პირი არ შეიძლება დამნაშავედ იყოს ცნობილი სასამართლოს მიერ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი) (Barbera, Messegue and Jabardo v. Spain, პარაგრაფი 77, Lavents v. Latvia, § 125, and Melich an Beck v. The Czech Republic, § 60). მტკიცებულებათა შეფასების პროცესში სასამართლო „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით ხელმძღვანელობს (Ireland v. The United Kingdom, § 161).
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლი პასუხისმგებლობას აწესებს იმ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებისათვის, როგორიცაა მუქარა ე.ი. სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 111 მუხლის შენიშვნის თანახმად ამ კოდექსის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
საზოგადოდ ცნობილია, რომ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა არ შეიძლება დაეკისროს პირს თავისი იდეისა თუ აზრის გამო, რომელიც, თუნდაც საჯაროდაა გამოთქმული. მუქარის შემადგენლობა დაფუძნებულია არა ზოგადად რაიმე იდეის გამომჟღავნებაზე, არამედ აქ პირი კონკრეტულ ადამიანს ემუქრება კონკრეტული ძალადობითი ქმედების ჩადენით.
აღნიშნული დანაშაულის სისხლის სამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ფსიქიკური ხელშეუხებლობა, მისი სიმშვიდე და მყუდრო გარემოში ცხოვრების უფლება.
ობიექტური მხრივ ეს დანაშაული გამოიხატება: ა) მოქმედებაში, კერძოდ მუქარაში, ბ) შედეგში - შიში და გ) მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და შედეგს შორის. ამდენად სახეზე გვაქვს მატერიალური (შედეგიანი) დანაშაული.
სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით მუქარის შინაარსი დაკონკრეტებულია. იგი უნდა გამოიხატებოდეს სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ან ქონების განადგურების მუქარაში. სხვა სახის მუქარა არ გვაძლევს ამ დანაშაულის შემადგენლობას.
ამ დანაშაულის შემადგენლობის აუცილებელი ნიშანია არა მუქარის რეალურობა, არამედ დაზარალებულში მისი განხორციელების საფუძვლიანი შიშის გამოწვევა. თუ ასეთი შიში არ გაუჩნდა დაზარალებულს, დანაშაულის შემადგენლობა არ არსებობს. შიშის საფუძვლიანობის დასადგენად სასამართლომ არ უნდა იხელმძღვანელოს არც მხოლოდ სუბიექტური და არც მხოლოდ ობიექტური კრიტერიუმით არამედ სასამართლომ უნდა იხელმძღვანელოს, როგორც ობიექტური, ისე სუბიექტური კრიტერიუმებით. ეს ნიშნავს, რომ მუქარის საფუძვლიანობის შესაფასებლად წარმოდგენილ უნდა იქნეს ჩვეულებრივი ფსიქიკის მქონე ადამიანი და განისაზღვროს ჩათვლიდა, თუ არა ასეთი ადამიანი ამ მუქარას რეალურად. მხედველობაში უნდა მივიღოთ დამმუქრებლის პიროვნება (აგრესიული, ან წარსულში ნასამართლევი სხვადასხვა განზრახი დანაშაულისათვის), ურთიერთდამოკიდებულება დამნაშავესა და დაზარალებულს შორის, მუქარის გამოხატვის ხერხი, მისი არა ერთგზისობა, პირის შეიარაღება მუქარის წარმოთქმისას და ა.შ.) ხოლო სუბიექტურ კრიტერიუმთან მიმართებაში უნდა დადგინდეს ამ კონკრეტულ შემთხვევაში გაუჩნდა, თუ არა დაზარალებულს ასეთი შიში.
ამდენად დანაშაულის შემადგენლობისათვის აუცილებელია არა მარტო მუქარის განხორციელება, არამედ ისიც, რომ იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდეს მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. ამდენად, მუქარა ისეთი ფორმით, ისეთ ვითარებაში და ისეთი პირის მიერ უნდა იყოს წარმოთქმული, რომ მუქარის მსხვერპლს საფუძვლიანად გაუჩნდეს მისი განხორციელების შიში. ამასთანავე, არაა აუცილებელი მუქარა იყოს რეალური, ესე იგი მართლაც მიმართული იყოს მუქარის შინაარსში გამოთქმული ქმედებების ჩასადენად. ამ დანაშაულის შემადგენლობის აუცილებელი ნიშანია არა მუქარის რეალურობა, არამედ მსხვერპლში მისი განხორციელების საფუძვლიანი შიშის გამოწვევა.
განსახილველი დანაშაული დამთავრებულია მაშინ, როცა მუქარის შედეგად დაზარალებულს გაუჩნდება მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული და დაცვის მხარის მიერ უდაოდ ცნობილი მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2019 წლის 15 მაისს, საღამოს საათებში, ქ-----------–----–----------------------ში, ვ-----–-----–---–ის საცხოვრებელი სახლის კართან მივიდა ამ უკანასკნელის ყოფილი მეუღლე მ-----–-–-–--–-–---–ი, მოსთხოვა კარის გაღება, მიაყენა შეურაცხყოფა, შეაგინა და დაემუქრა, რომ შვილების თვალწინ მოკლავდა - გამოჭრიდა ყელს. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავების მისვლის შემდეგ მ-----–-–-–--–-–---–ი კვლავ დაემუქრა ყოფილ მეუღლეს რომ მოკლავდა.
ამდენად, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ მ-----–-–-–--–-–---–მა ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
მ-----–-–-–--–-–---–ის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, მ-----–-–-–--–-–---–ის დამამძიმებელი გარემოებაა დანაშაულის ჩადენა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ.
5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ. შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. მოცემულ შემთხვევაში, სასჯელის კონკრეტული სახისა და ზომის განსაზღვრისას სასამართლო ყურადღებას მიაქცევს სასჯელის შემსუბუქების კუთხით იმ გარემოებას, რომ ბრალდებული აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ხოლო დამამძიმებელი გარემოებაა მის მიერ დანაშაულის ჩადენა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ.
ევროპის საბჭოს კონვენციით ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის შესახებ (CETS No. 210, „სტამბულის კონვენცია“) აღიარებულია, რომ ქალთა მიმართ ძალადობა, მათ შორის ოჯახში ძალადობა, ევროპაში ადამიანის უფლებათა დარღვევის ერთერთ ყველაზე უფრო სერიოზულ ფორმას წარმოადგენს. კონვენცია ვრცელდება ქალთა მიმართ ძალადობის ყველა ფორმაზე, მათ შორის ოჯახურ ძალადობაზე. ევროპის საბჭოს კონვენცია ქალებზე ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის შესახებ არის ყველაზე მრავლისმომცველი საერთაშორისო კონვენცია, რომელიც ებრძვის ადამიანის უფლებების ამ სერიოზულ დარღვევას. ეს კონვენცია მიზნად ისახავს ნულოვანი ტოლერანტობის მიღწევას ამგვარი ძალადობის მიმართ და მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს ევროპისა და მის ფარგლებს მიღმა მდებარე ქვეყნებს უფრო უსაფრთხო ადგილად ქცევისათვის. კონვენციის ქვაკუთხედია ისეთი საკითხები, როგორიცაა ძალადობის პრევენცია, მსხვერპლთა დაცვა და მოძალადეებზე სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება. კონვენცია მოუწოდებს საზოგადოების ყველა წევრს, განსაკუთრებით მამაკაცებსა და ბიჭებს, შეცვალონ მათი დამოკიდებულება ძალადობის მიმართ და ამგვარად სათანადო ცვლილებები გამოიწვიონ თითოეული ადამიანის გულსა და გონებაში. არსებითად, ეს არის ხელახალი მოწოდება ქალებსა და მამაკაცებს შორის მეტი თანასწორობისაკენ, რამეთუ ქალთა მიმართ ძალადობას ღრმად აქვს გადგმული ფესვები საზოგადოებაში არსებულ ქალთა და მამაკაცთა უთანასწორობაში და საზრდოობს შეუწყნარებლობით, ან კიდევ პრობლემის არსებობის უარყოფის ჩვეულებით.
კონვენცია ქალთა მიმართ ძალადობას აღიარებს ადამიანის უფლებების დარღვევად და დისკრიმინაციის ფორმად. ეს იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფოებს შესაბამისი პასუხისმგებლობა დაეკისრებათ, თუ ისინი ამგვარ ძალადობაზე ადეკვატურ რეაგირებას არ მოახდენენ.
კონვენცია მკაფიოდ აცხადებს, რომ ქალთა მიმართ ძალადობა და ოჯახში ძალადობა არ არის პირადი საქმე. პირიქით, იგი ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ ოჯახის შიგნით მომხდარ დანაშაულს ბევრად უფრო ძლიერი ტრავმის გამოწვევა შეუძლია, ამიტომ ამგვარი დანაშაულის ჩამდენს უფრო მკაცრი სასჯელი უნდა მიესაჯოს, როდესაც მსხვერპლი მისი ოჯახის წევრია.
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ასევე ყურადღებას მიაქცეს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას.
სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. დანაშაულის ყველა კონკრეტულ შემადგენლობას აქვს კანონმდებლის მიერ განსაზღვრული კონკრეტული სანქციის ფარგლები. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს არამარტო ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, არამედ დამნაშავის პიროვნებასაც და გამოძიებასთან თანამშრომლობას.
სასამართლო განმარტავს, რომ სისხლის სამართლის პრინციპები კრიმინალიზაციის პროცესის მომწესრიგებელი ნორმატიული მოთხოვნებია, რომელსაც საქმიანობის პროცესში როგორც კანონმდებელი, ასევე სამართალშემფარდებელი (მოსამართლე) მკაცრად უნდა იცავდეს. სისხლის სამართლის ყველა პრინციპი საქმის განმხილველი მოსამართლის საქმიანობას უნდა განსაზღვრავდეს და განსაკუთრებით, ჩადენილი დანაშაულისთვის სასჯელის დანიშვნისას, მათ გადამწყვეტი მნიშვნელობა უნდა მიანიჭოს. მოსამართლემ სისხლის სამართლის კანონი მხოლოდ ამ პრინციპების ზედმიწევნითი დაცვით უნდა გამოიყენოს.
სასჯელის დანიშვნისას, სხვა ზოგადსამართლებრივი თუ სისხლის სამართლის პრინციპების დაცვით, სასამართლომ, უპირველეს ყოვლისა, უნდა იხელმძღვანელოს საერთაშორისოდ აღიარებული პრინციპით - „არ არსებობს სასჯელი კანონის გარეშე“ (nulla poena sine lege), რომლის მიხედვითაც დაუშვებელია სასჯელის განსაზღვრა, თუ არა კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში და დადგენილი წესით. ანალოგიურ მოთხოვნას აწესებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსიც, რომლის თანახმად, ქმედების დასჯადობა განისაზღვრება სისხლის სამართლის კანონით, რომელიც მოქმედებდა მისი ჩადენის დროს (სსკ-ის მე-2 მუხლის პირველი ნაწილი). სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით (სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილი). სასამართლო აღნიშნავს, რომ სასჯელის გამოყენება უნდა მოხდეს მხოლოდ კანონით გათვალისწინებული კონკრეტული სანქციის საფუძველზე, ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით, რომელიც, თავის მხრივ, მიღებული და ამოქმედებულია კონსტიტუციითა და კანონმდებლობით დადგენილი საკანონმდებლო ნორმების დაცვით.
კანონიერების ზოგად სამართლებრივი პრინციპი სისხლის სამართალში ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად ვლინდება სასჯელის ასპექტით. სასჯელის სახეები ზუსტადაა ჩამოთვლილი სისხლის სამართლის ზოგად ნაწილში, ასევე კონკრეტულად არის მითითებული კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლების სანქციებში. ამდენად, გარდა ზემოაღნიშნული გამონაკლისებისა, თუ მხარეთა შორის არ არის მიღწეული საპროცესო შეთანხმება, ან თუ საკითხი არ ეხება კანონის უკუძალით ამოქმედებას, კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლის სანქციაში მოუხსენიებელი სასჯელის თვითნებურად გამოყენება, თუნდაც პასუხისმგებლობის შემსუბუქების კუთხით, დაუშვებელია, არ გამომდინარეობს მატერიალური სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული დანაწესიდან და პირდაპირ ეწინააღმდეგება კანონის გარეშე სასჯელის დანიშვნის აკრძალვის საერთაშორისო პრინციპს. საქართველოს კონსტიტუციის 63-ე მუხლის პირველი პუნქტი, რომლის თანახმად, მოსამართლე თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და ემორჩილება მხოლოდ კონსტიტუციასა და კანონს, კრძალავს სამოსამართლო სამართალს, როგორც სამართლის წყაროს.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531-ე მუხლი განსაზღვრავს სასჯელის დამამძიმებელ გარემოებებს, მათ შორის მითითებულია, რომ დანაშაულის ჩადენა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ არის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება ამ კოდექსით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისათვის. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს მიაჩნია, რომ მ-----–-–-–--–-–---–ის მიერ ვ-----–-----–---–ის მიმართ დანაშაული ჩადენილია, როგორც ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ, რაც სასჯელის დამამძიმებელ გარემოებას წარმოადგენს.
სასჯელის კონკრეტული სახის და ზომის განსაზღვრისას საყურადღებოა, რომ ბრალდებულ - მ-----–-–-–--–-–---–ის მიმართ შერაცხული ბრალდება, ძირითადი სასჯელის სახით ითვალისწინებს რამდენიმე ალტერნატივას. კერძოდ, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოს ვადით ერთ წლამდე ან შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლების შეზღუდვით ან უამისოდ. ანუ კანონმდებელი არ ადგენს სასჯელის მხოლოდ ერთ სახეს, რომელიც უპირობოდ დაკავშირებული იქნება თავისუფლების აღკვეთასთან და საქმის განმხილველ სასამართლოს აძლევს შესაძლებლობას, საქმის კონკრეტული გარემოებების გათვალისწინებით, დაადგინოს სასჯელის ისეთი სახე, რომელიც სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევას - სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო ითვალისწინებს რა ბრალდებულ მ-----–-–-–--–-–---–ის პასუხისმგებლობის, როგორც შემამსუბუქებელ (იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს), ასევე დამამძიმებელ (დანაშაული ჩადენილია, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ, წარსულში ნასამართლევია განზრახ დანაშაულებების ჩადენისათვის) გარემოებებს და ამასთან მის მიერ ჩადენილი დანაშაულის საზოგადოებრივ საფრთხესა და ხასიათს მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების კერძოდ: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია, შესაძლებელი იქნება ბრალდებულ - მ-----–-–-–--–-–---–ის მიმართ საბოლოოდ სასჯელის ისეთი სახის დანიშვნით როგორიცაა თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 225-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ-----–-–-–--–-–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით;
2. მ-----–-–-–--–-–---–ს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ვადის ათლა დაეწყოს მისი ფაქტობრივი დაკავებიდან 2019 წლის 15 მაისის 18:55 საათიდან;
3. მ-----–-–-–--–-–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს;
4. განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;
5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე მამია ფხაკაძე