განაჩენი

სისხლის სამართლის 14.05.2019
საქმის ნომერი
190100118002789959
თარიღი
14.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

ს-------------------------------

რუსთავის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

08 მაისი, 2019 წელი ქ. რუსთავი

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია

მოსამართლე მამია ფხაკაძე

სხდომის მდივანი ქეთევან ინასარიძე

 

ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - ხ-----------------ი;

 

დაცვის მხარე:

 

ბრალდებული - ე-–------------------------------------------–-------–-–--------------------------------–----------–--------------------------------–----–----–----------–------------------–---------------------------------–---------------------–------------------------–------------------------------------------------------–-----–-------

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით;

 

ა---------––-–-----ი ბრალდებული - ე-–-------––-------------------------------–-------–-–-------------------------------–----------–--------------------------------–----–----–----------–------------------–---------------------------------–---------------------–-------------------------------------------------------------------------------–------------------------------------------------------–-----–-------

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით;

 

ა---------––-–----- ე-–-------------ის კანონიერი წარმომადგენლები - ელ–-----------ი და ი-–-----------–---ა;

 

ადვოკატები - გ--–--------–--–---–ი, გ--------–--–---–ი და მ---------ა;

 

თარჯიმნები - თ--–----–---ა და ნ---------------ა;

 

სხდომის სახე - დახურული

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. საქმის მასალების მიხედვით:

 

1.1. 2018 წლის 05 დეკემბერს, დაახლოებით 22:15 საათზე, ქალაქ რუსთავში, კ--------------- N------–- მდებარე საცხოვრებელ ბინაში ჯგუფურად, საცხოვრებელი ბინის მესაკუთრის, ე----------------------–---–ის, მოტყუებით უკანონოდ შეაღწიეს ე-–-------------მა, ე-–---------------მა და ი-----–-------–---მა, რა დროსაც წინასწარ განსაზღვრული როლების შესაბამისად ი-----–-------–---ი დანის დემონსტრირებით ჯანმრთელობის დაზიანების - დასახიჩრების მუქარით თავს დაესხა ე---------------------–---–ს და მოსთხოვა ფულისა და ოქროს ნივთების გადაცემა. ე----------------------–---–მა ი-----–-------–---ის მიერ განხორციელებული მუქარა აღიქვა რეალურად, რის გამოც შეშინებულმა ე-–-------------სა და ე-–---------------ს მიუთითა იმ ადგილებზე, სადაც ედო მათ მიერ მოთხოვნილი ნივთები. როდესაც ე-–---------------ი და ე-–-------------ი ე----------------------–---–ის საცხოვრებელ სახლში არსებული კომოდის უჯრებიდან იღებდნენ ფულს და სხვადასხვა ნივთებს, ამ დროს ი-----–-------–---მა ე----------------------–---–ს წაართვა მისი კუთვნილი 600 ლარად ღირებული SAMSUNG GALAXY S7 edge ფირმის მობილური ტელეფონი. ე-–---------------ი, ი-----–-------–---ი და ე-–-------------ი ზემოაღნიშნული ქმედებით მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით გარდა SAMSUNG GALAXY S7 edge ფირმის მობილური ტელეფონისა, ასევე დაეუფლნენ ე----------------------–---–ის კუთვნილ 168(ას სამოცდარვა) ლარის ღირებულების სხვადასხვა სამკაულს, 300 (სამასი) ლარად ღირებულ შანელის ფირმის სუნამოს და 100 (ასი) ლარს.

 

ე-–---------------ი ზემოაღნიშნული ქმედებისათვის ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.

 

1.2. 2018 წლის 05 დეკემბერს, დაახლოებით 22:15 საათზე, ქალაქ რუსთავში, კ--------------- N------–- მდებარე საცხოვრებელ ბინაში ჯგუფურად, საცხოვრებელი ბინის მესაკუთრის, ე----------------------–---–ის, მოტყუებით უკანონოდ შეაღწიეს ე-–-------------მა, ე-–---------------მა და ი-----–-------–---მა, რა დროსაც წინასწარ განსაზღვრული როლების შესაბამისად ი-----–-------–---ი დანის დემონსტრირებით ჯანმრთელობის დაზიანების - დასახიჩრების მუქარით თავს დაესხა ე---------------------–---–ს და მოსთხოვა ფულისა და ოქროს ნივთების გადაცემა. ე----------------------–---–მა ი-----–-------–---ის მიერ განხორციელებული მუქარა აღიქვა რეალურად, რის გამოც შეშინებულმა ე-–-------------სა და ე-–---------------ს მიუთითა იმ ადგილებზე, სადაც ედო მათ მიერ მოთხოვნილი ნივთები. როდესაც ე-–---------------ი და ე-–-------------ი ე----------------------–---–ის საცხოვრებელ სახლში არსებული კომოდის უჯრებიდან იღებდნენ ფულს და სხვადასხვა ნივთებს, ამ დროს ი-----–-------–---მა ე----------------------–---–ს წაართვა მისი კუთვნილი 600 ლარად ღირებული SAMSUNG GALAXY S7 edge ფირმის მობილური ტელეფონი. ე-–---------------ი, ი-----–-------–---ი და ე-–-------------ი ზემოაღნიშნული ქმედებით მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით გარდა SAMSUNG GALAXY S7 edge ფირმის მობილური ტელეფონისა, ასევე დაეუფლნენ ე----------------------–---–ის კუთვნილ 168(ას სამოცდარვა) ლარის ღირებულების სხვადასხვა სამკაულს, 300 (სამასი) ლარად ღირებულ შანელის ფირმის სუნამოს და 100 (ასი) ლარს.

 

ა---------––-–-----ი ე-–-------------ი ზემოაღნიშნული ქმედებისათვის ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.

 

2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

საქმეში არსებული გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათის, ფორმა N1-ს მიხედვით: სისხლის სამართლის N------------ საქმეზე გამოძიება დაიწყო 2018 წლის 07 დეკემბერს, დანაშაულის ნიშნებით, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით. ბარათი შედგენილია გამომძიებელ ზ---------–---ის მიერ. ბარათის მიხედვით, 2018 წლის 07 დეკემბერს რუსთავის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მ--------------–--ას განცხადებით მიმართა ქ. რუსთავში, კ--------ს გამზირი N------–- მცხოვრებმა 23.07.1--- წელს დაბადებულმა ე----------------------–---–მა, რომელმაც განაცხადა, რომ 2018 წლის 05 დეკემბერს მისივე საცხოვრებელი სახლიდან ი-----–-------–---მა, ორ უცნობ თანმხლებ პირთან ერთად დანის მუქარით გასტაცა ფულადი თანხა 100 ლარის ოდენობით, სამსუნგ გალაქსი S-7-ის ფირმის მობილური ტელეფონი, G.C .-ის ფირმის საათი და სხვადასხვა დასახელების სამკაულები (ტ. 1. სფ. 1)

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითა დაზარალებული ე----------------------–---–ი, რომელმაც განმარტა, რომ 2018 წლის 04 დეკემბერს მასთან სახლში სტუმრად იმყოფებოდა ტელეფონით საუბრისას გაცნობილი, მისთვის მანამდე უცნობი პიროვნება - ი-----–-------–---ი, რომელმაც გაცნობისას დაუკონკრეტა, რომ შეხვედრამდე 2 დღის განმავლობაში აკვირდებოდა და იცოდა, რომ ჰყავდა „ბმვ“-ს მარკის ა/მანქანა. დაზარალებულის განმარტებით მასსა და ი-----–-------–---ს შორის შედგა ინტიმური კავშირი, რაშიც ი-----–-------–---ს პირდაპირი მნიშვნელობით მომსახურების თანხა არ გადაუხდია, თუმცა საჩუქრად დაუტოვა ფულადი თანხა 100 ლარის ოდენობით და დატოვა ე----------------------–---–ის საცხოვრებელი სახლი.

 

2018 წლის 5 დეკემბერს, საღამო საათებში, როცა ე----------------------–---–ი სახლში მარტო იმყოფებოდა, მასთან კვლავ მივიდა ი-----–-------–---ი და ამ შემთხვევაშიც ე----------------------–---–თან ჰქონდა ურთიერთობა, ამასთან ე----------------------–---–ს მოუყვა, რომ ჩამოსული იყო რუსეთიდან, სურდა ბინის ქირაობა და ამასთან პირადი საბუთების მოსაწესრიგებლად ესაჭიროებოდა ფიქტიური ქორწინების გაფორმება, რაზედაც ე----------------------–---–მა უთხრა, რომ ასეთ საქმეებში მას დახმარება არ შეეძლო. ურთიერთობის დასრულების შემდეგ ი-----–-------–---ი შევიდა სააბაზანო და საპირფარეშო ოთახში, სადაც ე----------------------–---–ის შეფასებით დაჰყო ხანგრძლივი დრო და იქიდან გამოსვლის შემდეგ დატოვა ე----------------------–---–ის საცხოვრებელი სახლი. მოწმის განმარტებით დაახლოებით 15 წუთში (19:00-20:00 საათზე) ი-----–-------–---ი დაბრუნდა მასთან სახლში და უთხრა, რომ მასთან დარჩა ბეჭედი. მიუხედავად იმისა, რომ ე----------------------–---–ს არ ჰქონდა შემჩნეული ი-----–-------–---ს მასთან ყოფნისას მართლა ეკეთა თუ არა ბეჭედი, სახლის კარი არ დაუხურავს და დააპირა თავად მოეძებნა ბეჭედი თუ ასეთი იყო და მიეწოდებინა ი-----– ი-----–ისთვის. თუმცა ი-----–-------–---ი შეყვა მას სახლში, ამასთან შესვლისთანავე აზერბაიჯანულ ენაზე გამონათქვამით ,,გელ“ ე----------------------–---–ის სახლში უხმო ორ პირს, რომლებიც მისი დაძახებისთანავე შევიდნენ სახლში. ე----------------------–---–ი მართალია არ ფლობს აზერბაიჯანულ ენას, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ ი-----–-------–---ის დაძახებისთანავე უცნობი პირები შევიდნენ სახლში, დაასკვნა, რომ ი-----–---მა მათ სახლში შესვლა მოსთხოვა. ვინაიდან, ი-----–-------–---ის დაძახების შედეგად სახლში შესულ ორ მისთვის სრულიად უცნობ ორ ახალგაზრდას რაიმე აგრესიის ნიშნები არ აღენიშნებოდათ სახლში მის დაუკითხავად შესვლაზე არსებითი მნიშვნელობა არ მიუნიჭებია და თავად გაემართა ბეჭდის მოსაძებნად საპირფარეშო ოთახში. საპირფარეშო ოთახისკენ მიმავალ ე----------------------–---–ს თან გაყვა ი-----–-------–---ი და სანამ დაზარალებულმა დაათვალიერა საპირფარეშო-სააბაზანო ოთახი, ი-----–-------–---ი შევიდა სამზარეულო ოთახში, საიდანაც აიღო დანა და თანმხლები პირების დასანახად ამღვრეული თვალებით, რუსულ ენაზე დანის დემონსტრირებით მოსთხოვა, ხმა არ ამოეღო თორემ ნაჭრებად დაჭრიდა. ორი პირი (ე-–-------------ი და ე-–---------------ი) ამ დროს უკვე სახლში იყვნენ და ხედავდნენ ი-----–-------–---ის ქმედებებს. მუქარასთან ერთად ი-----–-------–---მა, ე----------------------–---–ს მოსთხოვა ოქრო და ფული. ე----------------------–---–მა თავის მხრივ სცადა აეხსნა ი-----–-------–---ისთვის, რომ მისი სახლი არ იყო დასაყაჩაღებელი, საძინებელი ოთახის კომოდიდან თვითონვე ამოიღო ფულადი თანხა დაახლოებით 100 ლარის ოდენობით და გადასცა ი-----–-------–---ს, ამასთან უთხრა, რომ ამის მეტი არაფერი არ ჰქონდა და შეეძლო წაეღო, რაც მოეწონებოდა. მოწმის განმარტებით ამ დროს, ორი პირი - ე-–-------------ი და ე-–---------------ი დაახლოებით 1-2 მეტრის დაშორებით იდგნენ, საძინებელ ოთახში, საწოლთან. ე----------------------–---–ი რუსულ ენაზე განაგრძობდა ი-----–-------–---ის დარწმუნებას, რომ მისი სახლი არ იყო გასაქურდი და მალე წასულიყვნენ, რადგან სტუმრებს ელოდებოდა. ე----------------------–---–მა ი-----–-------–---ს გარდა ფულადი თანხისა გადასცა თავისი მობილური ტელეფონიც. ამ დროს ე-–-------------ი და ე-–---------------ი იმყოფებოდნენ საძინებელ ოთახში და იქ არსებული კომოდიდან იღებდნენ ნივთებს, რასაც ე----------------------–---–ი კარგად ხედავდა.

 

მოწმის განმარტებით, როდესაც თავდამსხმელი პირები ჯერ კიდევ სახლში იმყოფებოდნენ, კარზე მართლაც გაი--- კაკუნი, რის გამოც ი-----–-------–---ი გახდა უფრო აგრესიული და უბრძანა: კარი არ გაეღო და ეთქვა, რომ წასულიყვნენ. ე----------მ შეასრულა ი-----–-------–---ის მოთხოვნა და მოულოდნელ სტუმარს კარის შიგნიდან უთხრა, რომ აბაზანაში იყო და წასულიყო. ამ ფაქტის შემდეგ, ი-----–-------–---მა უთხრა თანმხლებ ე-–-------------ს და ე-–---------------ს მალე დაემთავრებინათ და წასულიყვნენ. მართლაც თავდამსხმელი პირები მალევე გავიდნენ სახლიდან. სახლიდან გასვლისას კი ი-----–-------–---ი დაპირდა ე----------------------–---–ს, რომ ტელეფონს და ფულს დაუბრუნებდა. ე----------------------–---–ის განმარტებით მასზე თავდასხმა გაგრძელდა დაახლოებით 5 წუთი.

 

ე----------------------–---–ის მოსაზრებით ყველაფრის ინიციატორი იყო ი-----–-------–---ი და ის კარნახობდა თანმხლებ პირებს სად შესულიყვნენ და რა ნივთები აეღოთ. მოწმის განმარტებით აგრესიული იყო ი-----–-------–---ი და ძირითადი ზიანიც მან მიაყენა, თუმცა ამ ორი პირის (ე-–-------------ი და ე-–---------------ი) ყოფნამ უფრო შეაშინა. მოწმის განმარტებით ე-–-------------ი და ე-–---------------ი საძინებლის გარდა სხვა ოთახში შესული არ უნახავს.

 

ე----------------------–---–ის განმარტებით მუდმივად ცხოვრობს ქ. თბილისში, თუმცა ბოლო სამი წელია პერიოდულად ცხოვრობს ქ. რუსთავში მისი ახლობლის ბინაში, სადაც მოხდა მითითებული თავდასხმა. მოწმის განმარტებით, ვინაიდან, რუსთავში სხვას არავის იცნობს შემთხვევის შემდეგ მივიდა მის ნაცნობ ჯ--------------თან და მოუყვა მომხდარის შესახებ, ამასთან ითხოვა მისგან მობილური ტელეფონი.

 

ე----------------------–---–მა მეორე დილით მობილური ქსელის ოფისიდან მოიპოვა ტელეფონის ნომრები, რომლითაც მას უკავშირდებოდა ი-----–-------–---ი, მაგრამ მცდელობის მიუხედავად ვერ მოახერხა მასთან დაკავშირება.

 

მოწმის განმარტებით ბრალდებულებს ე-–-------------ს და ე-–---------------ს ზემოთ აღნიშნულ შემთხვევამდე არ იცნობდა, პირველად ნახა შემთხვევის დროს, ხოლო მეორედ ამოცნობების ჩატარებისას. გარდა პირების ამოცნობისა მასთან ჩატარდა ნივთების ამოცნობები. რაც შეეხება დანას რომლითაც დაემუქრა ი-----–-------–---ი აღნიშნული შემთხვევის შემდეგ აღარ უნახავს.

 

ე----------------------–---–ი ე-–-------------ისთვის და ე-–---------------ისთვის ითხოვს მსუბუქი სასჯელის გამოყენებას, ვინაიდან ეს პირები მის მიმართ იყვნენ ლმობიერები და არც სიტყვიერი შეურაცხყოფა მიუყენებიათ (ტ.3 ს.ფ. 181-205 ).

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა ჯ---------------ი, რომელმაც განმარტა, რომ დაახლოებით 02 თვის წინ (2018 წლის დეკემბერში) 23:00 საათზე, მასთან საცხოვრებელ ბინაში მივიდა ე----------------------–---–ი და უამბო, რომ მასთან გასაქურდად მივიდა 3 პირი, რომელთაგან ერთს ჰქონდა დანა. მითითებულმა პირებმა მისი სახლიდან წაიღეს ტელეფონი, სუნამო და ბრასლეტები. ჯ--------------მა ე----------------------–---–ს ურჩია, მიემართა პოლიციისთვის, რაზეც ე----------------------–---–მა უთხრა, რომ მეორე დღეს მივიდოდა პოლიციაში, თუ არ დაუბრუნებდნენ ტელეფონს. მოწმის განმარტებით ე----------------------–---–ის თხოვნით, გადასცა ახლობლის მობილური ტელეფონი და 05 ლარი.

 

მოწმის განმარტებით ის ე----------------------–---–ს იცნობდა 01 წელზე მეტია, რადგან ხშირად დადიოდა მასთან რესტორანში. (ტ.3 ს.ფ. 167-178 )

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა, ი-–-----------–---ი, რომელმაც განმარტა, რომ 2018 წლის 04 დეკემბერს, მისი მართვის ქვეშ არსებული ა/მანქანით ე-–---------------ი, ე-–-------------ი და ი-----–-------–---ი წაიყვანა ქ. რუსთავში და დატოვა კაზინო ,,სამ შვიდიანთან“. 2018 წლის 05 დეკემბერს, მას მობილურ ტელეფონზე ისევ დაურეკა ი-----–-------–---მი და სთხოვა რუსთავში წაყვანა. მოწმის განმარტებით ამ დღესაც, საღამოს საათებში გარდაბნიდან ქ. რუსთავში წაიყვანა ე-–---------------ი, ე-–-------------ი და ი-----–-------–---ი, რომლებმაც ერთ-ერთ ლომბარდში დაალომბარდეს ე-–-------------ის მობილური ტელეფონი. ამის შემდეგ მითითებულმა პირებმა შესთავაზეს მათთან ერთად დაელია ჩაი კაფეში, რაზეც დათანხმდა. მოწმის განმარტებით მან ი-----–-------–---ს ჰკითხა ორი დღე ზედიზედ, რომ მოდიოდა რუსთავში რაიმე პრობლემა ხომ არ ჰქონდა, რაზეც მან უპასუხა, რომ არანაირი პრობლემა არ ჰქონდა. ი-----–-------–---მა ასევე უთხრა, რომ კიდევ ერთხელ დაურეკავდა და ისევ ამ მისამართზე მისულიყო. ი-–-----------–---მა ეს პირები დატოვა კაფეში, თვითონ კი წავიდა. იმავე დღეს გარკვეული დროსი შემდეგ ი-----–-------–---მა მართლაც დაურეკა და უთხრა მისულიყო კაფესთან. როდესაც ი-–-----------–---ი ა/მანქანით მივიდა აღნიშნულ მისამართზე ზემო ხსენებული პირები არ დახვდნენ, რის გამოც დაურეკა ი-----–-------–---ს, რომელმაც უთხრა, რომ ალიევის პარკთან მისულიყო. მოწმის განმარტებით ალიევის პარკთან მას ე-–-------------ი და ი-----–-------–---ი დახვდნენ, მოწმემ ისევ ჰკითხა ი-----–ს რაიმე პრობლემა ხომ არ ჰქონდათ, რაზეც უპასუხეს რომ არაფერი მომხდარა და გზაში დაელაპარაკებოდნენ. ი-–-----------–---მა, ი-----–-------–---ი და ე-–-------------ი ჩაიყვანა გარდაბანში, სადაც მას უთხრეს, რომ მიბრუნებულიყო და წამოეყვანა ე-–---------------ი, რომელიც რუსთავში, სავადმყოფოს შესასვლელთან, შუქნიშანთან იქნებოდა. ი-–-----------–---ი დათანხმდა და წამოვიდა რუსთავში, როდესაც მივიდა აღნიშნულ მისამართზე, ე-–---------------ი იდგა შუქნიშანთან. ა/მანქანაში დაჯდომისას ი-–-----------–---მა შენიშნა, რომ ე-–---------------ი იყო შოკში და კანკალებდა, თუმცა ი-–-----------–---ის კითხვაზე, თუ რა სჭირდა უპასუხა, რომ არაფერი არ ჭირდა. ი-–-----------–---ის განმარტებით ე-–---------------ი ჩაიყვანა გარდაბანში და დატოვა ი---ლ ი-----–---თან და ე-–-------------თან ერთად. მოწმის განმარტებით ი-----–-------–---მა მას ანახა ტელეფონი და უთხრა, რომ უნდოდა მისი დალომბარდება ან გაყიდვა, ტელეფონი იყო, ,,სამსუნგ” ს7 -ი ფირმის. ტელეფონის ჩვენებისას უთხრეს, რომ ტელეფონი იყო ერთი გოგოსი, თუმცა სხვა ტელეფონის პატრონზე არაფერი უთქვამთ. მეორე დღეს ი-–-----------–---ს დაურეკა ი-----–-------–---მა ე-–---------------ის ტელეფონით და უთხრა, რომ სკოლის წინ იქნებოდნენ და წაეყვანა ისინი რუსთავში. აღნიშნულ მისამართზე მისვლისას მას იქ მარტო ე-–-------------ი დახვდა, რომელმაც აჩვენა საათი და უთხრა, რომ სურდა მისი გაყიდვა. გარდაბნიდან ქ. რუსთავში მგზავრობისას ე-–-------------მა უთხრა, რომ ტელეფონი, რომელიც წინა საღამოს აჩვენეს უნდა დაელომბარდებინათ 700 ლარად, რაზეც ი-–-----------–---მა უთხრა, რომ თუ ტელეფონს 700 ლარზე ნაკლებად შეაფასებდნენ ის თავად იყიდიდა. ლომბარდში მისვლისას ტელეფონი შეაფასდა 400 ლარად. ი-–-----------–---მა შესთავაზა ე-–-------------ს ტელეფონს და საათის 450 ლარად შეძენა, რაზედაც ე-–-------------ი დათანხმდა და მობილური ტელეფონი და საათი შეიძინა ი-–---- ი-----–---მა. გადახდილი თანხით (450 ლარი) ე-–-------------მა ლომბარდიდან გამოიტანა ის ტელეფონი, რომელიც მანამდე ჰქონდა ჩაბარებული. ი-–-----------–---ის განმარტებით ე-–-------------მა გზის პირას არსებულ ნაგავის ურნაში გადაყარა საჭმლის ნარჩენები და მძივი, და სხვა სახის ბიჟუტერია. სასამართლო სხდომაზე მოწმისთვის საქმეში არსებული ნივთმტკიცების ტელეფონის წარდგენისას, მოწმემ ამოიცნო ტელეფონი და დაადასტურა, რომ აღნიშნული მის მიერ შეძენილი ტელეფონი იყო, რომელიც მისგან ამოღებული იქნა პოლიციის თანამშრომელების მიერ. მოწმემ დამატებით განმარტა, რომ მონაწილეობდა საგამოძიებო ექსპერიმენტში. საგამოძიებო ექსპერიმენტისას მან მიუთითა ნაგვის ურნა სადაც ე-–-------------მა გადაყარა ბიჟუტერია.

 

ადვოკატის გ--------–--–---–ის შეკითხვებზე მოწმემ განმარტა, რომ პოლიციის დაკითხვის ოქმი წაკითხული აქვს და ხელიც თავად მოაწერა. პოლიციის განყოფილებაში ნახა იყო ერთი ქალი, რომელსაც ეკუთნოდა მის მიერ შეძენილი მობილური ტელეფონი.

მოწმის განმარტებით, როდესაც მან იყიდა ტელეფონი, ე-–-------------მა ლომბარდიდან გამოიტანა ორი მობილური ტელეფონი და მისთვის მაშინ გახდა ცნობილი, რომ ი-----–-------–---ის ტელეფონიც ლომბარდში ქონდათ ჩაბარებული. მოწმის განმარტებით, როცა 2018 წლის 05 დეკემბერს ე-–---------------ი რუსთავიდან წაიყვანა გარდაბანში, მას თან არ ჰქონია არანაირი იარაღი და არც რაიმე ნივთის ყიდვა შეუთავაზებია. მოწმემ დამატებით განმარტა, რომ პოლიციის შენობაში პოლიციელს თავისი ნებით გადასცა ტელეფონი და საათი.

 

ადვოკატ მ---------ას შეკითხვებზე მოწმემ განმარტა, რომ 06 დეკემბერს ავტომობილში ისხდნენ, მხლოდ ე-–-------------ი და მისი ბიძაშვილი კ------- ი-----–---ი. გზაში მიირთვეს შაურმა, რომლის ნარჩენები და ბიჟუტერია ე-–----მა გადაყარა ნაგავში. მისივე განმარტებით მას არ შეუმჩნევია, რომ ი-----–-------–---ს ჰქონდა რაიმე გავლენა თანმხლებ პირებზე. ( ტ.4 ს.ფ. 149-211 )

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა ბრალდებულ ე-–---------------ის დედა თ----–---------–---ა, რომელმაც განმარტა, რომ მის საცხოვრებელ სახლში (მდებარე გარდაბნის რაიონის ს------–----–------ში) მივიდა 4 პოლიციელი და სთხოვეს ნებართვა სახლში შესვლაზე, რაზეც დათანხმდა. პოლიციელებმა გაჩხრიკეს სახლი. მისი საცხოვრებელი სახლი არის ერთ სართულიანი, რომელშიც არის ოთხი პატარა ოთახი. მოწმის განმარტებით, მისი ოთახი არის სახლის გარეთ, ეზოში განცალკევებით. ამ ოთახში შესვლის უფლება აქვს მხოლოდ მის შვილს (მის მეუღლეს შესვლის უფლება არ აქვს). ოთახის კარს არ კეტავს, ყოველთვის ღიაა. პოლიციელებმა გაჩხრიკეს ჯერ სახლი და ბოლოს შევიდნენ მის ოთახში. მის ოთახში, კარადაში პოლიციელებმა იპოვეს სუნამო. ამ დროს ის ოთახში არ იმყოფებოდა, იდგა ეზოში (კარადის გაღება არ დაუნახავს) პოლიციელებმა დაუძახეს მას და ჰკითხეს ვისი იყო ეს სუნამო, რაზეც უპასუხა, რომ არ იცოდა. პოლიციელებს მისი შვილის და ქმრის ოთახში არაფერი უპოვიათ. პოლიციელებმა შეადგინეს დოკუმენტი, რომელსაც მოაწერა ხელი, თუმცა არ წაუკითხავს. (წერა-კითხვა არ იცის) პოლიციელებთან საუბრობდა ქართულ, რუსულ და აზერბაიჯანულ ენებზე. პოლიციებთან ერთად იყო ერთი აზერბაიჯანელი პოლიციელიც.

( ტ.4 ს.ფ. 71-93 )

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა კინოლოგი ნ-----–-----------–---–ი, რომელმაც განმარტა, რომ 2018 წლის 07 დეკემბერს აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით იმყოფებოდა შემთხვევის ადგილის დათვალიერებაზე. მასთან ერთად შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ ექსპერტ კრიმინალისტი, 02 ექსპერტი, გამომძიებელი და დაზარალებული. შემთხვევის ადგილზე ნ-----–-----------–---–ი მივიდა მარტო საკუთარი ავტომობილით. მოწმის განმარტებით მას შემთხვევის ადგილზე გამომძიებლის მითითებით ძაღლი არ მიუყვანია. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას მის მიერ ამოღებული იქნა სუნის ნიმუშები საცხოვრებელი სახლის ორი ოთახიდან (საძინებლიდან და მისაღები ოთახიდან). ნიმუშები აღებული იქნა, იატაკიდან და ოთახში ნაჭრის საფენიდან. (სამზარეულოდან არ აუღია ნიმუში) ნიმუშები ამოიღო მხოლოდ დანაშაულის ჩადენის სავარუდო ადგილიდან, სადაც დაზარალებულმა მიუთითა. მოწმის განმარტებით შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ნიმუშები დაილუქა კანონით დადგენილი წესით. მოწმის განმარტებით ნიმუშის აღებაზე შედგენილი იქნა შესაბამისი ოქმი, რომელსაც ხელი მოაწერა გამომძიებელმა, დამსწრე პირმა და თავად ნ-----–-----------–---–მა .(ტ.3 ს.ფ. 161-167 )

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა რუსთავის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მ-----------------–--ის გამომძიებელი ზ---------–---ე, რომელმაც განმარტა, რომ 2018 წლის 07 დეკემბერს, რუსთავის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მ-----------------–--ას განცხადებით მიმართა მოქალაქე ე----------------------–---–მა, რომლის მიხედვითაც 2018 წელს 05 დეკემბერს მი--- ნაცნობმა - ი-----–-------–---მა, თანმხლებ ორ პირთან ერთად დანის მუქარით გასტაცა 100 ლარი, ტელეფონი, საათი და სხვდასხვა სამკაულები, რის საფუძველზეც დაიწყო გამოძიება, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179 მუხლი მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით. განცხადების საფუძველზე გამომძიებელ ს--------–----------ის მიერ გამოკითხული იქნა, ე----------------------–---–ი. გარკვეული პერიოდის შემდეგ მისი თანამშრომლის ზ-------------ისთვის ცნობილი გახდა, რომ ი-----–-------–---ი, ე----------------------–---–ის დაყაჩაღების შემდეგ მის თანმხლებ ორ პირთან ერთად გადაადგილდა რუსთავიდან გარდაბნის რაიონ ს------–----–------ში. დაზუსტებული იყო ა/მანქანის მონაცემები და პირის ვინაობა, რომელიც მართავდა მანქანას, კერძოდ ი-–-----------–---ი. ამის შემდეგ დაიკითხა ი-–-----------–---ი, რომელმაც წარმოადგინა ,,სამსუნგის“-ის ფირმის მობილური ტელეფონი და ,,GC”-ის ფირმის საათი, რომელზეც განმარტა, რომ ეს ნივთები შეიძინა ე-–-------------ისგან, რის შემდეგაც ი-–-----------–---ისგან მოხდა ამ ნივთების ამოღება და ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი. ი-–-----------–---მა მიუთითა რამდენიმე ადგილი მათ შორის ლომბარდზე, სადაც შეაფასეს ტელეფონი. შემდგომში გამოიკითხა ლომბარდის თანამშრომელი, რომელმაც ვერც უარყო და ვერც დაადასტურა მითითებული ინფორმაცია, რადგან დღეში რამდენიმე ათეული ადამიანი შედიოდა მასთან. ი-–-----------–---მა მიუთითა მშენებელთა ქუჩაზე მდებარე ნაგვის ურნაზე, სადაც მისი თქმით ე-–-------------მა გადაყარა სამკაულები. მოწმის განმარტებით აღნიშნული ურნიდან მოხდა სამკაულების ამოღება, ძირითადად იყო ბიჟუტერია. ამის შემდეგ გამომძიებელ გ-------------–--ისთვის ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ცნობილი გახდა, რომ ი-----–-------–---მა დანაშაული ჩაიდინა ე-–---------------თან და ე-–-------------თან ერთად. იქიდან გამომდინარე, რომ ე-–-------------ი იყო ა---------––-–-----ი და ზ---------–---ეს არ ჰქონდა ა---------––-–-----თა მართლმსაჯულებაში სპეციალიზაცია, ამ საქმეში მას აღარ განუხორციელებია სხვა საგამოძიებო მოქმედება. მოწმემ მისი მონაწილეობით ჩატარებული ყველა საგამოძიებო მოქმედების კანონიერება დაადასტურა (ტ.3 ს.ფ. 133-136 )

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა რუსთავის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მ-----------------–--ის გამომძიებელი ლ-–------------–---–ი, რომელმაც განმარტა რომ, 2018 წლის 07 დეკემბერს, რუსთავის საქალაქო პოლიციის მ-----------------–--ას მიმართა ქალაქ რუსთავში, კ---------------ზე მცხოვრებმა ე----------------------–---–მა, რომელმაც განმარტა, რომ მის საცხოვრებელ ბინაში 2018 წლის 05 დეკემბერს ი-----–-------–---მა თანმხლებ ორ პიროვნებასთან ერთად დანის მუქარით გასტაცა 100 ლარი, ტელეფონი ,,სამსუნგი ს7“ და სხვადასხვა სამკაულები. აღნიშულთან დაკავშირებით გამომძიებელმა ზ--------–---ემ დაიწყო გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით. რუსთავში ლეონიძისა და მესხიშვილის ქუჩების კვეთაზე მდებარე ლომბარდ გ---–-----–----ში მის მიერ გამოკითხული იქნა ნ-----–--------–-–---–ი და გადაუდებელი აუცილებლობის საფუძველზე ამოღებული იქნა ე-–-------------ის ხელშეკრულება და შემოსავლის დოკუმენტები. მოწმემ მისი მონაწილეობით ჩატარებული ყველა საგამოძიებო მოქმედების კანონიერება დაადასტურა .(ტ.3 ს.ფ. 178-181 )

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა გამომძიებელი ნ------------–---ე, რომელმაც განმარტა, რომ 2018 წლის 07 დეკემბერს საღამო საათებში, დაათვალიერა შემთხვევის ადგილი, მასთან ერთად შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა: ორი ექსპერტ-კრიმინალისტი და სხვა თანამშრომლები. ბინა იყო ორ ოთახიანი, ცენტრალური კარიდან კორიდორის მარჯვენა მხარეს იყო ერთი ოთახი, მისაღები ოთახი, სადაც იდგა სავარძელი, მაგიდა, დაბალი საწოლი. მარცხნივ აბაზანა და მარჯვნივ სამზარეულო. ცენტრალური კარის პირდაპირ საძინებელი ოთახი, სადაც იდგა საწოლი, კომოდი და კარადა. როგორც ნ-----------–---ემ აღნიშნა სამზარეულო, მისაღები და საძინებელი ოთახები იზოლირებულია ერთმანეთისგან. სახლი არის პატარა, ოთხები ერთმანეთისგან დაშორებულია პატარა მანძილით. შესაბამისად სამზარეულოდან კარგად ჩანს კორიდორი, ხოლო სამზარეულოს კარიდან ჩანს ოთახების შესასვლელი, თუმცა არ ჩანს ის რა ხდება ოთახში. სამზარეულოს შიგნიდან ჩანს მხოლოდ კოლიდორი. სამზარეულოს და ოთახს აქვს საერთო კედელი. (სამზარეულოს კარი არის ერთ ფრთანი) სახლში შესასვლელი კარის პირდაპირ იყო ერთი საძინებელი ოთახი, საიდანაც ამოღებული იქნა სუნის ნიმუში, პლასტმასის ყუთი და ავეჯის ნიმუშები. სამზარეულოდან ამოღებული იქნა ჭიქა. მარჯვენა ოთახიდან-მისაღებიდან ამოღებულ იქნა: ჭიქა, სუნის ნიმუში, ორი გადასაფარებელი, კოვზი, რადგან დაზარალებულმა აღნიშნა, რომ პირმა რომელიც თავს დაესხა იმ ჭიქიდან დალია ყავა. სიგარეტის ნამწვები ამოღებული იქნა სადარბაზოდან, თითის ნიმუშები ვერ იქნა ამოღებული. ამოღებული ნივთმტკიცებები დაილუქა ადგილზე და გადატანილ იქნა საგამოძიებო ორგანოში. მის მიერვე კაფიდან ამოღებული იქნა ვიდეო ინფორმაცია. მოწმის განმარტებით, მას ასევე დაკითხული ჰყავს მოწმები, ჩატარებული აქვს ნივთების ამოცნობა და მონაწილეობა აქვს მიღებული ბინის ჩხრეკებში რა დროსაც ერთ-ერთი სახლიდან ამოღებული იქნა სუნამო. მოწმემ მისი მონაწილეობით ჩატარებული ყველა საგამოძიებო მოქმედების კანონიერება დაადასტურა.(ტ.3 ს.ფ. 137-145 )

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა გამომძიებელი ს--------–----------ე, რომელმაც განმარტა, რომ 2018 წლის 07 დეკემბერს დაიწყო გამოძიება, ე----------------------–---–ის დაყაჩაღების ფაქტზე. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, გამოკითხული ჰყავს ე----------------------–---–ი და ჯ--------------ი. ჩატარებული აქვს ამოცნობა, ამოღებულ საათსა და „სამსუნგის“ ფირმის მობილურ ტელეფონზე. მოწმემ მისი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების კანონიერება დაადასტურა .

(ტ.3 ს.ფ. 219-224 )

 

სასამართლოს სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა რუსთავის საქალაქო სამმართველოს მ-----------------–--ის დეტექტივის თანაშემწე გამომძიებელი ნ-----–-----------–---–ი, რომელმაც განმარტა, რომ 2018 წლის 07 დეკემბერს რუსთავის საქალაქო სამმართველოს მ-----------------–--აში მიმდინარეობდა სისხლის სამართლის საქმის გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე. მას შემდეგ რაც დადგინდა, რომ საქმეში მონაწილეობდა ა---------––-–-----ი, ჩაერთო საქმეში, როგორც არასრულწლოვნებთან მუშაობის სპეციალიზაციის მქონე პირი. მოწმის განმარტებით, მის მიერ მოხდა ე-–-------------ის გამოკითხვა, თარჯიმნის და მამის (კანონიერი წარმომადგენელი) მონაწილეობით. გამოკითხვამდე მის კანონიერ წარმომადგენელს განემარტა უფლებები. ბრალდებულმა უარი განაცხადა ადვოკატის მომსახურებაზე, ნ-----–-----------–---–ის მიერ ამოღებული იქნა ე-–-------------ის მობილური ტელეფონი, რომლიდანაც განჩინების საფუძველზე ამოღებული აქვს ინფორმაცია. ასევე მის მიერ, ჩატარდა ფოტოსურათით ამოცნობები ე----------------------–---–ის და ი-–-----------–---ის მონაწილეობით, რა დროსაც ე----------------------–---–მა ამოიცნო ი-----–-------–---ი, ხოლო ი-–-----------–---მა ამოიცნო ე-–----- გ-------ი. ამოცნობის შემდეგ გამოკითხული იქნა ე----------------------–---–ი, რომელმაც დაადასტურა, რომ ი-----–-------–---ს ჰქონდა დანა. დაზარალებულისათვის არ შეუმჩნევია მერყეობა, იყო დამაჯერებელი და თანმიმდევრული. ამოცნობის შემდეგ, დაკავებული იქნა ე-–----- გ-------ი ბრალდებულის სახით, რომელსაც განემარტა უფლებები, ასევე მოხდა მისი კანონიერი წარმომადგენელისთვის შეტყობინება. მოწმის განმარტებით, მის მიერვე მოხდა აღნიშნული პირებისთვის ბრალის გაცნობა და უფლებების განმარტება. ნ-----–-----------–---–მა შეადგინა ოქმი მტკიცებულებათა გაცვლის შესახებ და ნივთმტკიცებების გახსნა დათვალიერების ოქმები, შპს ,,მ----------დან ამოღებულ ვიდეოსთან დაკავშირებით. აღნიშნულ ვიდეოში დაფიქსირებული იყო, დეკემბრის თვეში, ი-----–-------–---ისა და თანმხლები პირების კაფეში ყოფნის ფაქტი. ასევე დანიშნული აქვს ოდოროლოგიური და გენეტიკურ-ბიოლოგიური ექსპერტიზები. მოწმემ მისი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების კანონიერება დაადასტურა ( ტ.4 ს.ფ. 14-20 )

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითა რუსთავის საქალაქო სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი ზ-------------ი, რომელმაც განმარტა, რომ 2018 წლის 07 დეკემბერს, პირადი შეხვედრისას მიიღო ოპერატიული ინფორმაცია, რომლის თანახმად ე----------------------–---–ის ყაჩაღობის შემდეგ ი-----–-------–---ი გადაადგილდა თავის თანასოფლელის ოპელის მარკის ავტომობილით, ს------–----–------ში, რომელის მესაკუთრე იყო ი-–-----------–---ი. ოპერატიული ინფორმაცია იმ პირისგან მიიღო, რომელიც სხვა დროსაც აწვდიდა ინფორმაცის. ოპერატიულ ინფორმაციაში არ იყო აღნიშნული იმყოფებოდა, თუ არა მასთან ერთად სხვა პირები. მოწმემ დამატებით განმარტა, რომ აღნიშნულ შემთხვევამდე ი-–-----------–---ს არ იცნობდა.

(ტ.3 ს.ფ. 119-125 )

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი გ-------------–--ე, რომელმაც განმარტა, რომ 2018 წლის 07 დეკემბერს დღის მეორე ნახევარში რუსთავის მ-----------------–--ას მიმართა განცხადებით, ქალაქ რუსთავში, კ---------------------ში, მცხოვრებმა ე----------------------–---–მა, რის საფუძველზეც დაიწყო გამოძიება. საღამო ხანს გ-------------–--ე შეხვდა საიდუმლო პირს, რომელმაც გადასცა დანაშაულის ჩადენისას ი-----–-------–---ის თანმხლები პირების პირადი მონაცემები, რაც გადამოწმებული იქნა განყოფილებაში და წერილობითი პატაკით მიმართა ხელმძღვანელს, რის შემდეგ იქნა გამოკითხული.(ტ.3 ს.ფ. 125-133 )

 

სასამართლოს სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა რუსთავის საქალაქო სამმართველოს მ-----------------–--ის უბნის ინსპექტორ გამომძიებელი ს---------------–---–ი, რომელმაც განმარტა, რომ 2018 წლის 07 დეკემბერს რუსთავის საქალაქო სამმართველოს მ-----------------–--აში დაიწყო გამოძიება ე----------------------–---–ზე ყაჩაღური თავდასხმის ფაქტზე. მოწმის განმარტებით მას მონაწილეობა მიღებული აქვს ე-–---------------ის გამოკითხვაში, ამოღებული აქვს მისი მობილური ტელეფონი, ასევე ჩატარებული აქვს ამოცნობა ე-–---------------თან და ე-–-------------თან, რის საფუძველზეც მოხდა ე-–---------------ის დაკავება. მოწმემ მისი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების კანონიერება დაადასტურა . ( ტ.4 ს.ფ. 12-14 )

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითა, ინსპექტორ-გამომძიებელი, ზ--------–--–---–ი, რომელმაც განმარტა, რომ ქალაქ რუსთავში, კ---------------------ში, მეორე სადარბაზოში, მესამე სართულზე, სხვა გამომძიებელთან ერთად დაათვალიერა ე----------------------–---–ის სახლი. მათთან ერთად შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა ორი ექსპერტი, კინოლოგი და დაზარალებული. მოწმის განმარტებით, შესასვლელი კარიდან არის დერეფანი, დაახლოებით 1,5 მეტრის სიგანის, საიდანაც არის პირდაპირ შესასვლელი ერთ ოთახში, ხელმარჯვნივ არის მეორე ოთახი, დერეფნიდან არის შესასვლელი სამზარეულოში და საპირფარეშოში. მოწმის განმარტებით, ცენტრალური შესასვლელიდან, საპირფარეშოს და სამზარეულოს შესასვლელამდე არის დაახლოებით 2 მეტრი. ცენტრალური შესასვლელთან პირდაპირ ოთახი უფრო პატარაა, ვიდრე მარჯვნივ მდებარე ოთახი. ოთახებს ჰქონდათ ერთ ფრთიანი კარი, დაახლოებით 0.80 მეტრი სიგანის. სამზარეულოს და საპირფარეშო ოთახებში შესასვლელიდან მოჩანს პირდაპირ ოთახის კარები, მოწმის განმარტებით თუ კარი ღია იქნება გამოჩნდება თითქმის, მთლიანად დიდი ოთახი. დიდ ოთახში დგას, ჩამოსაკიდებელი საქანელა, სავარძელი, პატარა მაგიდა, საიდანაც ამოღებული იქნა ჭიქები და კოვზი, საწოლი, რომლიდანაც ამოიღეს გადასაფარებელი. მეორე ოთახიდან, სარკიანი კარადიდან, ამოღებული იქნა სამკაულების ჩასაწყობი ყუთი. სადარბაზოდან კი, სიგარეტის ნამწვავები. დერეფნიდან მეორე ოთახი დაშორებულია დაახლოებით 02 მეტრით. მოწმემ დამატებით განმარტა, რომ თუ ოთახის კარი ღია იქნებოდა, შესაძლებელი იქნებოდა დაენახათ ოთახის შესასვლელი (გამოჩნდება, საწოლის კუთხე) მაგრამ არა მთლიანი ოთახი. ( ტ.4 ს.ფ. 42-48 )

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა, ქვემო ქართლის საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის ექსპერტი, ი-----–--–------ა, რომელმაც განმარტა, რომ 2018 წლის 07 დეკემბერს, დილის საათებში, განყოფილებაში მიიღეს შეტყობინება, რომ ქალაქ რუსთავში კ--------ს გამზირზე მდებარე ბინაში, მოხდა ყაჩაღობის ფაქტი. აღნიშნული ინფორმაციიდან გამომდინარე, დაუყოვნებლივ გავიდნენ შემთხვევის ადგილზე ი-----–--–------ა და ლ-–---------ე. მათ დაასურათეს შემთხვევის ადგილი და ამოიღეს ნივთმტკიცებები. შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში მონაწილეობას იღებდა: ლ-–---------ე, გამომძიებელი ნ----------–---ე, კინოლოგი - ნ-----–-----------–---–ი და დაზარალებული. ამოიღეს ორი მინის ჭიქა, ერთი კოვზი, პატარა ყუთი, ორი გადასაფარებელი, სიგარეტის ნამწვავები. ი-----–--–------ს მიერ დასურათებული იქნა შემთხვევის ადგილი და ამოღებული ნივთები. ამოღებული ნივთები დაილუქა სპეცილურ პაკეტებში, ლუქს დაესვა ხელმოწერები. დაზარალებულთან მოხდა გასაუბრება, დაზარალებულმა მიუთითა ჭიქაზე და კოვზზე, რომელზეც ხელი მოკიდებული ჰქონდათ მის სახლში მყოფ პირებს. მიუთითა ასევე, საძინებელ ოთახზე, საიდანაც წაღებული იყო ნივთები, რომელიც დაამუშავეს სპეციალური ფხვნილით. საძინებელ ოთახში შესასვლელიდან პირდაპირ იყო კომოდი. დაზარალებულის განმარტებით, აღნიშნული ოთახიდან წაღებული იყო სამკაულები. სამზარეულოს, ნიჟარიდან ამოღებული იქნა ჭიქა. აღნიშნულ ბინაში იყო ორი ოთახი, სამზარეულო, საპირფარეშო და დერეფანი. დერეფნიდან მარჯვნივ არის ერთი ოთახი, მარცხნივ სამზარეულო. თუ პირი იდგებოდა სამზარეულოში, ვერ დაინახავდა ოთახებს, სამზარეულოს შესასვლელიდან გამოჩნდებოდა საძინებლის მხოლოდ შესასვლელი, ხოლო თუ კი ვინმე იდგებოდა ოთახში, ვერ დაინახავდნენ. სამზარეულოდან, მისღები ოთახი ნახევრამდე ჩანდა.

 

ამის შემდეგ ექსპერტებმა მონაწილეობა მიიღეს ტაქსის მძღოლთან ჩატარებულ საგამოძიებო ექსპერიმენტში. ამ მიზნით გავიდნენ რამდენიმე მისამართზე: მეგობრობის გამზირზე, კ---------------ზე არსებულ კაფეში და რუსთავის მოედანთან, სადაც ტაქსის მძღოლმა მიუთითა ნაგვის ურნაზე. ნაგვის ურნაში ჩაყრილი იყო სამკაულები, რომლებიც დასურათდა და დაილუქა. ტაქსის მძღოლი უთითებდა, რომელ მისამართებზე მიიყვანა პირები. მოწმის განმარტებით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი გააცნო გამომძიებელმა. საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილეობა მიიღეს ლ-–---------ემ, გამომძიებელმა ზ----------–---ემ, ტაქსის მძღოლმა და ერთმა თანამშრომელმა, რომელიც მართავდა ავტომობილს. (ტ.3 ს.ფ. 235-242 )

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა, ა------------------ა, რომელმაც განმარტა, რომ ქალაქ რუსთავში, კ--------ს N---ში აქვს კაფე, რომელიც მუშაობს 09:00 საათიდან 02:00 საათამდე. კაფეში აქვთ 05 კამერა, როგორც შიდა ისე გარე პერიმეტრზე, ასევე ჰყავთ დაცვის თანამშრომლები. კამერები ჩართულია მუდმივად, ჩანაწერი ინახება 3 კვირის განმავლობაში. მოწმის განმარტებით პოლიციის თანამშრომლებს მისცა საშუალება ამოეღოთ ვიდეო ჩანაწერი, ვინაიდან წარუდგინეს სასამართლოს განჩინება ვიდეო ჩანაწერის ამოღების შესახებ. (ტ.3 ს.ფ. 242-247 )

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა თ----–------------ა, რომელმაც განმარტა, რომ ა---------––-–----- ე-–----- გ-------ის გამოკითხვის დროს იყო თარჯიმანი, აღნიშნული პირი საღამოს საათებში გამოკითხული იქნა მამასთან ერთად, ჩაუტარდა ამოცნობა და მოხდა მისი დაკავება. გამოკითხვა ხდებოდა კითხვა-პასუხის რეჟიმში. კანონიერ წარმომადგენელს შეკითხვებზე შენიშვნა არ ჰქონია. ბრალდებულის ჩვენების თანახმად, ის და რამდენიმე პირი იყვნენ ერთ ქალბატონთან და აიღეს რაღაც ნივთები. მოწმემ დამატებით განმარტა, რომ მონაწილეობა მიღებული აქვს ე-–----- გ-------ის ამოცნობაში, ე-–----- გ-------თან ერთად ამოცნობაზე იმყოფებოდა ასევე ორი ბიჭი, ამოცნობის დროს სამივე პირი ფეხზე იდგა. მოწმის განმარტებით აზერბაიჯანულად სიტყვა ,,გელ“ ნიშნავს მოწოდებას - მოდი.

( ტ.4 ს.ფ. 60-67 )

 

სასამართლო სხდომაზე, მოწმის სახით დაიკითხა შსს საექსპერტო კრიმინალისტიკური დეპარტამენტის, ოდოროლოგიური ექსპერტიზის, ექსპერტი ლ--------–-–---–ი, რომელმაც განმარტა, რომ 2018 წლის 21 დეკემბერს გამოძახებული იქნა რუსთავის საქალაქო სამმართველოს მ-----------------–--ის მიერ, გლდანის N8 პენიტენციურ დაწესებულებაში, სადაც მის მიერ ამოღებული იქნა ე-–-------------ის და ე-–---------------ის სუნის ნიმუშები, ნიმუშების აღების გარდა აღნიშნულ საქმეზე სხვა მოქმედება არ ჩაუტარებია.

( ტ.4 ს.ფ. 68-69 )

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო კრიმინალისტიკური დეპარტამენტის, კრიმინალური სამსახურის, მთავარ ექსპერტ ბ----------------ის 2019 წლის 01 აპრილს, გაცემული ექსპერტიზის N---------- დასკვნის მიხედვით: სისხლის სამართლის N------------ საქმეზე, ე----------------------–---–ზე განხორციელებული ყაჩაღური თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით, ოდოროლოგიურ ექსპერტიზაზე წარმოდგენილი შემთხვევის ადგილიდან ამოღებული სუნის კვალის ნიმუშები იდენტურია ბრალდებულის ე-–-------------ისგან და ე-–---------------ისგან აღებული სუნის კვალის ნიმუშების.

 

დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ბ----------------ემ.

( ტ.4 ს.ფ.135-137; ტ.4. ს.ფ. 121-126.)

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითა, შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო კრიმინალისტიკური დეპარტამენტის, ექსპერტ კრიმინალისტი, გ------------–--ა, რომელმაც განმარტა, რომ შეტყობინების საფუძველზე გლდანის N8 სასჯელ აღსრულების დაწესებულებაში გავიდა თავის თანამშრომელთან ერთად. სადაც ორივე ბრალდებულისგან სტერილური ჩხირის საშუალებით პირის ღრუდან აიღეს ნერწყვის ნიმუში, მოწმის განმარტებით, შეტყობინების საფუძველზე მისთვის ცნობილი იყო, რომ უნდა აეღო ნერწყვის ნიმუში ბრალდებულებთან, ყაჩაღობის ფაქტზე. მისი განმარტებით, ერთ ბრალდებულს თან ახლადა მამა, ორივე ბრალდებულს ჰქონდა მოკლედ შეჭრილი თმა. ( ტ.4 ს.ფ.119-121 )

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დისტანციურად დაიკითა, შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო კრიმინალისტიკური დეპარტამენტის სასაქონლო ექსპერტიზის განყოფილების მთავარი ექსპერტი, ნ------------ა, რომელმაც დაადასტურა მის მიერ 2018 წლის 25 დეკემბერს, გაცემული ექსპერტიზის N------ დასკვნის სისწორე, რომლის მიხედვითაც: ექსპერტიზაზე წარმოდგენილი მობილური ტელეფონის “SAMSUNG GALAXY S7 edge”-ს საბაზრო ღირებულება, შეადგენს 600(ექვსას) ლარს, მაჯის საათი “Gc” – 140 (ასორმოცი) ლარი, ყელსაბამი მოგრძო ფორმის ორნამენტებით - 10 (ათი) ლარი, ყელსაბამი რომბის კულონით - 10 (ათი) ლარი, 1 წყვილი საყურე - 3 (სამი) ლარი, 1 ცალი სამაჯური - 5 (ხუთი) ლარი, ჯამში 768 (შვიდას სამოცდარვა) ლარი.( ტ.2 ს.ფ. 190-193 )

 

ვინაიდან საქართველოს კომერციულ სტრუქტურებში არ წარმოებს ნახევრად სავსე სუნამოების რეალიზაცია, შესაბამისად ექსპერტიზაზე წარმოდგენილი სუნამო ,,COCO CHANEL” - ის საბაზრო ღირებულება ვერ განისაზღვრა. მოწმემ დამატებით განმარტა, რომ მობილურ ტელეფონს არ ქონდა დაზიანებები, უბრალოდ იყო მეორადი ტელეფონი, ქონდა ექსპლუტაციის ნიშნები. ტელეფონი გამოშვებული იყო 2016 წლის ბოლოს, 2017 წლის დასაწყისში, მარკირების თანახმად, დამზადებული იყო ვიეტნამში. მაჯის საათიც არ იყო დაზიანებული, ქონდა მხოლოდ ექსპლუტაციის ნიშნები. საბაზრო ღირებულების დადგენისას ხელმძღვანელობენ გამოკითხვის მეთოდით, მიდიან რამდენიმე ადგილას და იგებენ ანალოგიური მობილური ტელეფონის მოდელის ფასს, რის მიხედვითაც გამოყავთ საბაზრო ღირებულება. ზემო ხსენებული ტელეფონის ფასი განისაზღვრა თავდაპირველად ინტერნეტ საიტით, ,,mymarket.ge”-ით, შემდგომ ქალაქ თბილისში არსებულ კომერციულ დაწესებულებებში, სადაც წარმოებს მეორადი ტელეფონების რეალიზაცია, სადაც გამოკითხული იქნა ტელეფონის ფასი. ( ტ.4 ს.ფ. 139-141 )

 

პირის ამოცნობის ოქმის მიხედვით : ამოცნობა ჩატარდა ქ.რუსთავში, რუსთაველის ქ----------ში მდებარე რუსთავის საქალაქო სამმართველოს მ--------------–--აში, 2018 წლის 07 დეკემბრის 22:10 საათიდან, 2018 წლის 07 დეკემბრის 22:35 საათამდე. ამოცნობაში მონაწილეობდა თარჯიმანი ი-–---- ი-----–---ი. ოქმი შედგენილია რუსთავის საქალაქო სამმართველოს მ--------------–--ის უბნის უფროსი ინსპექტორ-გამომძიებელ ს---------------–---–ის მიერ. ამოსაცნობად წარდგენილი იყო სამი პირი.

 

ამოცნობა ჩატარდა ღამით, ხელოვნური განათების პირობებში მშვიდ და წყნარ ვითარებაში, წინააღმდეგობის გაწევის გარეშე. ამომცნობმა პირმა - ე----------------------–---–მა წარდგენილი სამი მამაკაციდან ამოიცნო რიგით მარცხნიდან პირველი მამაკაცი, რომელიც არის ე-–---------------ი. პირის ამოცნობის ოქმს ამოცნობაში მონაწილე ყველა პირმა მოაწერა ხელი, შენიშვნები არ გაკეთებულა. (ტ.1.ს.ფ.133-138)

 

ბრალდებულ ე-–---------------ის დაკავების ოქმის მიხედვით: ბრალდებულის დაკავება მოხდა ქალაქ რუსთავში, რუსთაველის ქუჩის N27ა - ში მდებარე რუსთავის საქალაქო სამმართველოს მ--------------–--ის შენობაში, რუსთავის საქალაქო სამმართველოს მ--------------–--ის უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის ს---------------–---–ის მიერ, დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით. დაკავებაში მონაწილეობას იღებდა უმცროსი ინსპექტორ გამომძიებელი მ-----–-----------–ი და თარჯიმანი ი-–---- ი-----–---ი. ე-–---------------ის ფაქტობრივი დაკავების ზუსტი დროა 2018 წლის 07 დეკემბრის 22:35 საათი. დაკავებისას ე-–---------------ს წინააღმდეგობა არ გაუწევია. დაკავების ოქმს ხელს აწერს ყველა მონაწილე პირი. (ტ.1.ს.ფ 139-144)

 

პირის ამოცნობის ოქმის მიხედვით: ამოცნობა ჩატარდა ქ.რუსთავში, რუსთაველის ქ----------ში მდებარე რუსთავის საქალაქო სამმართველოს მ--------------–--აში, 2018 წლის 07 დეკემბრის 21:45 საათიდან, 2018 წლის 07 დეკემბრის 22:05 საათამდე. ოქმი შედგენილია რუსთავის საქალაქო სამმართველოს მ--------------–--ის უბნის უფროსი ინსპექტორ-გამომძიებელ ს---------------–---–ის მიერ. ამოცნობაში მონაწილეობდა ე----------------------–---–ი, თარჯიმანი თ----–------------ა, კანონიერი წარმომადგენელი ელ–-----------ი. ამოსაცნობად წარდგენილი იყო სამი პირი.

 

ამოცნობა მიმდინარეობდა ღამით, ხელოვნური განათების პირობებში, ამოსაცნობ ოთახში, მშვიდ და წყნარ ვითარებაში, წინააღმდეგობის გაწევის გარეშე. ამომცნობმა პირმა- ე----------------------–---–მა წარმოდგენილი ამოსაცნობი სამი მამაკაციდან ამოიცნო რიგით, მარცხნიდან მესამე ახლაგაზრდა მამაკაცი, რომელიც იყო ე-–-------------ი. ამოცნობის ოქმს ამოცნობაში მონაწილე ყველა პირი ხელს აწერს, შენიშვნები არ გაკეთებულა.

(ტ.1.ს.ფ.169-174)

 

ბრალდებულ ე-–-------------ის დაკავების ოქმით: ბრალდებულის დაკავება მოხდა ქალაქ რუსთავში, რუსთაველის ქ--------- - ში მდებარე რუსთავის საქალაქო სამმართველოს მ--------------–--ის შენობაში, რუსთავის საქალაქო სამმართველოს მ--------------–--ის გამომძიებელ ნ-----–-----------–---–ის მიერ, დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით. დაკავებაში მონაწილეობას იღებდა რუსთავის პოლიციის პირველი განყოფილების ინსპექტორ-გამომძიებელი შ-------–-----ე. ე-–-------------ის ფაქტობრივი დაკავების ზუსტი დროა 2018 წლის 07 დეკემბრის 22:05 საათი. დაკავებისას ე-–-------------ს წინააღმდეგობა არ გაუწევია. დაკავების ოქმს ხელს აწერს ყველა მონაწილე პირი.

(ტ.1.ს.ფ 175-180)

 

ყელსაბამის (ნაქსოვი ძეწკვით) ამოცნობის ოქმის მიხედვით - ოქმის შემდგენი პირია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს რუსთავის საქალაქო სამმართველოს დეტექტივების თანაშემწე - გამომძიებელი ნ-----------–---ე, ნივთების ამოცნობა ჩატარებულია 2018 წლის 09 დეკემბრის 09:55 საათიდან 10:05 საათამდე დროის შუალედში, ნივთის ამოცნობაში მონაწილეობდა ე. დ---------–---–ი რომელსაც წარედგინა სამი ერთმანეთის მსგავსი საგანი.

 

საგნების ამოსაცნობად წარდგენის შემდეგ ამომცნობმა - ე.დ---------–---–მა ამოიცნო რიგით მარცხნიდან მესამე ყელსაბამი.

 

ამოცნობილი ნივთის ნომერი ნივთის ამოცნობის ოქმის მიხედვით იყო N3. ამოცნობის შემდეგ ყელსაბამი საქმეზე ამოღებულ სამკაულებთან ერთად, დალუქულ იქნა ერთ პაკეტად ძველ ლუქთან ერთად რუსთავის საქალაქო სამმართველოს მ--------------–--ის N2 ლუქით, რომელზეც განთავსდა მონაწილე პირთა ხელმოწერები, საქმის ნომერი და თარიღი. (ტ.2.ს.ფ.3-4)

 

ყელსაბამის (რომბით და თვლებით) ამოცნობის ოქმის მიხედვით - ოქმის შემდგენი პირია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს რუსთავის საქალაქო სამმართველოს დეტექტივების თანაშემწე - გამომძიებელი ნ-----------–---ე, ნივთების ამოცნობა ჩატარებულია 2018 წლის 09 დეკემბრის 09:40 საათიდან 09:50 საათამდე დროის შუალედში, ნივთის ამოცნობაში მონაწილეობდა ე.დ---------–---–ი, რომელსაც წარედგინა სამი ერთმანეთის მსგავსი საგანი.

 

ე----------------------–---–მა ამოიცნო რიგით მარცხნიდან პირველი ყელსაბამი.

 

ამოცნობის შემდეგ ყელსაბამი საქმეზე ამოღებულ სამკაულებთან ერთად , დალუქულ იქნა ერთ პაკეტად ძველ ლუქთან ერთად რუსთავის საქალაქო სამმართველოს მ--------------–--ის N2 ლუქით , რომელზეც განთავსდა მონაწილე პირთა ხელმოწერები, საქმის ნომერი და თარიღი.. (ტ.2.ს.ფ.5-6)

 

საყურეების ამოცნობის ოქმის მიხედვით - ოქმის შემდგენი პირია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს რუსთავის საქალაქო სამმართველოს დეტექტივების თანაშემწე - გამომძიებელი ნ-----------–---ე, ნივთების ამოცნობა ჩატარებულია 2018 წლის 09 დეკემბრის 10:10 საათიდან 10:20 საათამდე დროის შუალედში, ნივთის ამოცნობაში მონაწილეობდა ე. დ---------–---–ი რომელსაც წარედგინა სამი ერთმანეთის მსგავსი საგანი.

 

ე----------------------–---–მა ამოიცნო რიგით მარცხნიდან პირველი ერთი წყვილი საყურე.

 

ამოცნობის შემდეგ საყურეები საქმეზე ამოღებულ სამკაულებთან ერთად, დალუქულ იქნა ერთ პაკეტად ძველ ლუქთან ერთად რუსთავის საქალაქო სამმართველოს მ--------------–--ის N2 ლუქით , რომელზეც განთავსდა მონაწილე პირთა ხელმოწერები, საქმის ნომერი და თარიღი.(ტ.2.ს.ფ.7-8)

 

სამაჯურის (თვლებით) ამოცნობის ოქმის მიხედვით - ნივთის ამოცნობა ჩატარდა 2018 წლის 09 დეკემბრის 10:30 საათიდან, 2018 წლის 09 დეკემბრის 10:40 საათამდე, რუსთავის საქალაქო სამმართველოს მ-----------------–--აში. ოქმი შედგენილია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს რუსთავის საქალაქო სამმართველოს მ--------------–--ის დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის ნ-----------–---ის მიერ. ამომცნობ პირს წარედგინა ამოსაცნობი საგანი.

 

ე----------------------–---–მა ამოიცნო რიგით მარცხნიდან პირველი დადებული, რიგით პირველი სამაჯური.

 

ამოცნობის შემდეგ სამაჯური საქმეზე ამოღებულ სამკაულებთან ერთად, დაილუქა ერთ პაკეტად ძველ ლუქთან ერთად, რუსთავის საქალაქო სამმართველოს მ--------------–--ის N2 ლუქით, რომელზეც განთავსდა მონაწილე პირთა ხელმოწერები, საქმის ნომერი და თარიღი (ტ.2.ს.ფ.9-10).

 

სამსუნგის S7 -ი ფირმის მობილური ტელეფონის ამოცნობის ოქმის მიხედვით: ნივთის ამოცნობა ჩატარდა რუსთავის საქალაქო სამმართველოს მ--------------–--აში, 2018 წლის 07 დეკემბრის 14:50 საათიდან, 2018 წლის 07 დეკემბრის 15:10 საათამდე პერიოდში. ოქმი შედგენილია, რუსთავის საქალაქო სამმართველოს მე-----------------–--ის დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის ს--------–----------ის მიერ. ამომცნობ პირს - ე----------------------–---–ს ამოსაცნობად წარედგინა:

 

1. სამსუნგის S7 : 1.მარცხნიდან პირველი დევს მობილური ტელეფონი, SAMSUNG S7-ს ფირმის, ორ-სიმბარათიანი, ოქროსფერი სენსორული ეკრანით, ტელეფონს შუა ნაწილში აქვს დაზიანება ნაკაწრი იმეი კოდით 3--------------, 3--------------.

 

2. სამსუნგი S7 : 2.მარცხნიდან მეორე დევს მობილური ტელეფონი, SAMSUNG S7-ს ფირმის, ორ სიმბარათიანი, მოყვითალო ფერის სენსორული ეკრანით, ტელეფონის შუა ნაწილში უკანა მხარეს აქვს ნაკაწრები, იმეი კოდით 3--------------, 3--------------.

 

3. სამსუნგის S7 : 3.მარცხიდან მესამე დევს მობილური ტელეფონი, SAMSUNG S7-ს ფირმის, ორსიმბარათიანი, ოქროსფერი სენსორული ეკრანით, ტელეფონს წინა მხარეს ზედა ნაწილში შუაში აქვს დაზიანება ნაკაწრების სახით იმე კოდით 3--------------, 3--------------.

 

ე----------------------–---–მა ამოიცნო რიგით მარცხნიდან მესამე მობილური ტელეფონი, SAMSUNG S7-ს ფირმის, ორსიმბარათიანი იმე კოდით 3--------------, 3--------------, ოქროსფერი სენსორული ეკრანით, ტელეფონს წინა მხარეს ზედა ნაწილში შუაში აქვს დაზიანება ნაკაწრების სახით. ამომცნობმა ტელეფონი ამოიცნო დაზიანებით, ამოცნობის შემდეგ SAMSUNG S7-ს ფირმის მობილური ტელეფონი, დაილუქა ერთ პაკეტად ძველ ლუქთან ერთად, რუსთავის საქალაქო სამმართველოს მე-----------------–--ის N2 ლუქით, რომელზეც განთავსდა მონაწილე პირთა ხელმოწერები, საქმის ნომერი და თარიღი. (ტ.1ს.ფ.101-102)

 

ე----------------------–---–ის კუთვნილი მობილური ტელეფონის ყუთის და ტელეფონის ყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტის ამოღების ოქმის მიხედვით - საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა 2018 წლის 24 დეკემბერს, რუსთავის საქალაქო სამმართველოს მ--------------–--ის გამომძიებელ ნ. ღ------–---–-ს მიერ 15:45- 15:59 საათებს შორის პერიოდში ქ. რუსთავში, კ--------------- N------–- ე----------------------–---–ის საცხოვრებელ სახლში, რა დროსაც ამოღებულ იქნა სამსუნ გალაქსი ს7 მობილური ტელეფონის ყუთი იმე კოდით 3--------------, 3-------------- და მობილური ტელეფონის საგარანტიო ტალონი N----------. ასევე “თიბისი” ბანკის საბანკო კრედიტისა და გირავნობის ხელშეკრულება N--------------- , ოქმის მიხედვით გამომძიებლის მიერ ამოღებული ტელეფონის ყუთი და ხელშეკრულება დაილუქა კანონით დადგენილი წესით ლუქზე დაესვა სისხლის სამართლის საქმის ნომერი და მონაწილე პირთა ხელმოწერები.

(ტ2. ს.ფ.162-166)

 

,,GC“-ის ფირმის საათის ამოცნობის ოქმის, მიხედვით - ნივთის ამოცნობა ჩატარდა რუსთავის საქალაქო სამმართველოს მ--------------–--აში, 2018 წლის 07 დეკემბერს, 15:40 საათიდან, 2018 წლის 07 დეკემბრის 15:59 საათამდე პერიოდში. ოქმი შედგენილია რუსთავის საქალაქო სამმართველოს მე-----------------–--ის დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის ს--------–----------ის მიერ. ამომცნობ პირს - ე----------------------–---–ს ამოსაცნობად წარედგინა:

 

1.,,GC“-ის ფირმის საათი : 1.მარცხნიდან პირველი დევს მაჯის საათი ,,GC“-ის ფირმის, ყავისფერი ტყავის ერთიანი სამაჯურით, სამაჯური გადაბმულია ლითონის შესაკრავით რომელიც არ იხსნება, თეთრი გულით და იგივე ფერის ციფერბლატებით, შიგნითვე აქვს კომპასი, წამზომი, თვე და რიცხვის დასაფიქსირებელი ოთხკუთხედი გრაფა, გარშემო აქვს ვერცხლისფერი კორპუსი, რომელზეც მთლიანად აქვს მცირე ზომის ნაკაწრები.

 

2. ,,GC“-ის ფირმის საათი : 2. მარცხნიდან მეორე დევს მაჯის საათი ,,GC“-ის ფირმის, მუქი ყავისფერი ტყავის სამაჯურით თეთრი გულით და იგივე ფერის ციფერბლატით შიგნითვე აქვს კომპასი, წამზომი, თვე და რიცხვის დასაფიქსირებელი ოთხკუთხედი გრაფა გარშემო აქვს ვერცხლისფერი კორპუსი მცირე ზომის ნაკაწრით.

 

3. ,,GC“-ის ფირმის საათი : 3. მარცხნიდან მესამე დევს მაჯის საათი ..GC“-ის ფირმის , ყავისფერი ტყავის ერთიანი სამაჯურით, თეთრი გულით და იგივე ფერის ციფერბლატით, აქვს თვე და რიცხვის დასაფიქსირებელი ოთხკუთხედი გრაფა, გარშემო აქვს ვერცხლისფერი კორპუსი, რომელზეც მთლიანად აქვს მცირე ზომის ნაკაწრები.

 

ე----------------------–---–მა ამოიცნო რიგით მარცხნიდან პირველი დადებული ,,GC“-ის ფირმის მაჯის საათი, ყავისფერი ტყავის ერთიანი სამაჯურით, სამაჯური გადაბმულია ლითონის შესაკრავით რომელიც არ იხსნება, თეთრი გულით და იგივე ფერის ციფერბლატებით, შიგნითვე აქვს კომპასი, წამზომი, თვე და რიცხვის დასაფიქსირებელი ოთხკუთხედი გრაფა, გარშემო აქვს ვერცხლისფერი კორპუსი, რომელზეც მთლიანად აქვს მცირე ზომის ნაკაწრები. ე----------------------–---–მა საათი ამოიცნო არსებული მცირე ზომის ნაკაწრებით. ამოცნობის შემდეგ მაჯის საათი, დაილუქა ერთ პაკეტად ძველ ლუქთან ერთად, რუსთავის საქალაქო სამმართველოს მ--------------–--ის N2 ლუქით, რომელზეც განთავსდა მონაწილე პირთა ხელმოწერები, საქმის ნომერი, თარიღი. (ტ.1ს.ფ.104-105)

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის მიხედვით, ოქმი შედგენილია ქალაქ რუსთავში კ--------ს გამზირი, ბინა N---------------, 2018 წლის 07 დეკემბერს 05:30 საათიდან, 2018 წლის 07 დეკემბრის 08:50 საათამდე პერიოდში. ოქმი შედგენილია შინაგან საქმეთა სამინისტროს რუსთავის საქალაქო სამმართველოს მ-----------------–--ის დეტექტივის თანაშემწე გამომძიებელ ნ-----------–---ის მიერ. დათვალიერება ჩატარებული იქნა ქალაქ რუსთავში, კ--------ს გამზირი, ბინა N---------------, ე----------------------–---–ის საცხოვრებელ სახლში. დათვალიერებაში მონაწილეობას იღებდნენ: კინოლოგი - ნ-----–-----------–---–ი, ექსპერტები - ლ-–---------ე და ი-----–--–------ა, ინსპექტორ-გამომძიებელი - ზ--------–-–---–ი. საგამოძიებო მოქმედებისას გამოყენებული იქნა ,,NIKON” ფირმის ციფრული ფოტოაპარატი. დათვალიერება განხორციელდა მესაკუთრის/მფლობელის წერილობითი თანხმობით. დათვალიერება ჩატარდა დღე-ღამის ბნელ დროს, ღამით ხელოვნური განათების პირობებში, მშვიდ წყნარ გარემოში, ყოველგვარი წინააღმდეგობის და იძულების გარეშე. დათვალიერების შედეგად ამოღებული იქნა: 1. ერთი ცალი კოვზი წარწერით, ,,beghoff” და ჭიქა coffee cappuccino, დაილუქა ექსპერტ-კრიმინალისტის მიერ, N1 პაკეტში, ლუქი FC1426237; 2.ერთი ცალი საწოლის გადასაფარებელი ამოღებული იქნა მისაღები ოთახის საწოლიდან, დაილუქა ექსპერტ-კრიმინალისტის მიერ, N2 პაკეტში, ლუქი N FCI-426236; 3. ერთი ცალი საწოლის გადასაფარებელი ამოღებული იქნა მისაღები ოთახის საწოლიდან, ექსპერტ-კრიმინალისტის მიერ დაილუქა N3 პაკეტში, ლუქი N FCI 426234; 4. პლასტმასის ყუთი წარწერით SOLIVER ამოღებული იქნა ექსპერტ-კრიმინალისტის მიერ საძინებელი ოთახის კომოდის უჯრიდან, დაილუქა N4 პაკეტში, ლუქი N FCI 426238; 5. ექსპერტ-კრიმინალისტის მიერ ამოღებული იქნა ერთი ცალი ჭიქა წარწერით ,,KAVEN”, დაილუქა N5 პაკეტში, ლუქი N FCI-426239; 6. სიგარეტის ნამწვავი 05 ცალი ამოღებული იქნა ესქპერტ-კრიმინალისტის მიერ სადარბაზოდან, დაილუქა N6 პაკეტში, ლუქი N FCI-426241; 7. სუნის ნიმუში ორი ცალი, პირველი - საძინებელ ოთახში კომოდის წინ იატაკიდან, მეორე მისაღები ოთახის იატაკზე მდებარე ხალიჩიდან, დაილუქა ცალ-ცალკე ქილებში, ერთი სპეცილურ პაკეტში ლუქი N FCI-545184. ამოღებული ნივთები დაილუქა შესაბამისი წესით, სპეცილურ პაკეტში, პაკეტზე დაესვა თარიღი, სისხლის სამართლის საქმის ნომერი და მონაწილე პირთა ხელმოწერები. შემთხვევის დათვალიერების ოქმს ხელი მოაწერა ყველა მონაწილე პირმა. შენიშვნები და განცხადებები არ გაკეთებულა. ოქმის ასლი გადაეცა ე----------------------–---–ს, რომელსაც გამოხატული ჰქონდა წერილობითი თანხმობა შემთხვევის ადგილის დათვალიერებაზე (ტ.1.ს.ფ.9-22) .

 

საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის მიხედვით - საგამოძიებო ექსპერიმენტი ჩატარდა 2018 წლის 07 დეკემბერს გამომძიებელ ზ---------–---ის მიერ ქ.რუსთავში სტამბულის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, ქ.რუსთავის მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე, ქ.რუსთავი, მეგობრობის გამზირის N26-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ქ.რუსთავში, მშენებელთა ქუჩა საფეხბურთო სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე. საგამოძიებო ექსპერიმენტის დაწყების დროა 2018 წლის 07 დეკემბრის 08:15 საათი, ხოლო დასრულების დროა 2018 წლის 07 დეკემბრის 09:20 საათი, საგამოძიებო ექსპერიმენტი ჩატარდა მოწმე ი-–-----------–---ის გამოკითხვისას მიღებული ჩვენების შესამოწმებლად. საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილეობას ღებულობდნენ ქართულ აზერბაიჯანული ენების მცოდნე თარჯიმანი თ----–------------ა, ექსპერტები ი-----–--–------ა და ლ-–---------ე, პროკურორი ხ-----------ე. საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს გამოყენებულია ,,ნიკონის“ ფირმის ფოტოაპარატი, რომლითაც დასურათებულია ექსპერიმენტის მიმდინარეობა, საგამოძიებო ექსპერიმენტი მიმდინარეობდა მშვიდ წყნარ ვითარებაში, დღის საათებში, ბუნებრივი განათების პირობებში, მშრალ ამინდში. საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმს ხელს აწერს მასში მონაწილე ყველა პირი, რომელთაც არანაირი შენიშვნა , შესწორება დამატება ან განცხადება არ გაუკეთებიათ. (ტ.1. ს.ფ. 52-62).

 

ნაგვის ურნიდან ნივთების ამოღების ოქმის მიხედვით, საგამოძიებო მოქმედება - ამოღება ჩატარდა, ქალაქ რუსთავში მშენებელთა ქუჩაზე მდებარე საფეხბურთო სატადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებულ ნაგვის ურნაში, ი-–-----------–---ის (პ/ნ 1----------) მითითებებით 2018 წლის 07 დეკემბერს 09:25 საათიდან, 2018 წლის 07 დეკემბრის 09:45 საათამდე პერიოდში. ოქმი შედგენილია შინაგან საქმეთა სამინისტროს რუსთავის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მ-----------------–--ის გამომძიებელ ზ---------–---ის მიერ. ამოღებისას გამოყენებული იქნა სამედიცინო ხელთათმანი. საგამოძიებო მოქმედების დაწყებამდე ი-–-----------–---ს გაეცნო 2018 წლის 07 დეკემბრის დადგენილება. ამოღებული იქნა: 1 ცალი მძივი, მოთეთრო ფერის, პატარა ზომის ქვებით, პატარა ზომის ჯაჭვებით და ოთხკუთხედი კულონით, შუაში დიდი ზომის თვალით და გარშემო პატარა თვლებით; მარჯვენა მხარეს ამოვარდნილია ერთი თვალი, ერთი ცალი ყელსაბამი, ოქროსფერი, ბოლოში წაწვეტებული ფორმის ფიგურებით; ერთი ცალი სამაჯური, ვერცხლისფერი მეტალის, შავი თვლებით, ასევე მეტალთან ერთად რეზინით გაწყობილი, რომელიც არის წელვადი, აკლია რამდენიმე თვალი, ასევე ორი ცალი საყურე მეტალის სხვადასხვა ზომის, თეთრი ფერის ბურთულებით, ერთ ცალ საყურეს აკლია ერთი ცალი თეთრი ბურთულა. აღნიშნული ნივთები ერთად მოთავსდა გამჭირვალე პოლიეთილენის პაკეტში და ერთ პაკეტად დაილუქა შინაგან საქმეთა სამინისტროს რუსთავის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მ-----------------–--ის N2 ლუქით, ლუქზე გაკეთდა მონაწილე პირების ხელმოწერები, დაესვა თარიღი და სისხლის სამართლის საქმის ნომერი. ამოღებაში მონაწილეობდნენ: ი-–-----------–---ი, თარჯიმანი თ----–------------ა. ოქმს ხელი მოაწერეს მონაწილე პირებმა. შენიშვნები და განცხადებები არ გაკეთებულა. ამოღების ოქმის ასლი გადაეცა ი-–-----------–---ს. (ტ1.ს.ფ.64-68)

 

ი-–-----------–---თან ჩატარებული ამოღების ოქმის მიხედვით საგამოძიებო მოქმედება - ამოღება ჩატარდა, ქალაქ რუსთავში, რუსთაველის ქუჩა N---–- მდებარე შინაგან საქმეთა სამინისტროს რუსთავის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მ-----------------–--ის ადმინისტრაციულ შენობაში ი-–-----------–---თან (პ/ნ 1---------), 2018 წლის 07 დეკემბრის 04:45 საათიდან, 2018 წლის 07 დეკემბრის 05:10 საათამდე პერიოდში. ოქმი შედგენილია შინაგან საქმეთა სამინისტროს რუსთავის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მ-----------------–--ის გამომძიებლის ზ---------–---ის მიერ. საგამოძიებო მოქმედებისას გამოყენებული იქნა სამედიცინო ხელთათმანი. საგამოძიებო მოქმედების დაწყებამდე ი-–-----------–---ს გაეცნო 2018 წლის 07 დეკემბრის დადგენილება ამოღების ჩატარების შესახებ. ამოღება ჩატარდა მშვიდ, წყნარ ვითარებაში, წინააღმდეგობის გაწევის გარეშე. ი-–-----------–---ის მარცხენა ხელიდან ამოღებული იქნა ,,G.C” – ის ფირმის საათი მოყავისფრო ტყავის სამაჯურით, საათის კორპუსი გაწყობილია ოქროსფერი და ვერცხლისფერი მეტალით, ციფერბლატზე ლათინური ასოებით ,,GC” , უკანა მხარეს და შესაკრავზე ასევე წარწერით ,,GC”. საათი მოთავსდა პოლიეთილენის გამჭირვალე პარკში და დაილუქა შსს რუსთავის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მ-----------------–--ის N2 ლუქით, ლუქზე გაკეთდა ხელმოწერები, დაესვა თარიღი და სისხლის სამართლის საქმის ნომერი 0-----------, ი-–-----------–---ის მარჯვენა ხელიდან ამოღებული იქნა ოქროსფერი სამსუნგი გალაქსი S7 – ის ფირმის მობილური ტელეფონი კოდებით, 3----------------------------------------. აღნიშნული ტელეფონი ასავე მოთავსდა პოლიეთილენის გამჭირვალე პარკში და დაილუქა შსს რუსთავის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მ-----------------–--ის N2 ლუქით, ლუქზე გაკეთდა ხელმოწერები, დაესვა თარიღი და სისხლის სამართლის საქმის ნომერი 1----------. ამოღების ოქმზე შენიშვნები და განცხადებები არ გაკეთებული. ამოღებაში მონაწილეობას იღებდნენ: ი-–-----------–---ი, თარჯიმანი - თ----–------------ა. ოქმს ხელი მოაწერა ყველა მონაწილე პირმა. ამოღების ოქმის ასლი გადაეცა ი-–-----------–---ს (ტ1.ს.ფ.41-45).

 

შპს ,,----–----- - ში ჩატარებული ამოღების ოქმის მიხედვით, საგამოძიებო მოქმედება - ამოღება ჩატარდა ქ. რუსთავში მესხიშვილისა და ლეონიძის ქუჩების კვეთაზე მდებარე შპს ,,----–----- - ში. ოქმი შედგენილია შინაგან საქმეთა სამინისტროს რუსთავის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მ-----------------–--ის გამომძიებელ ლ-–------------–---–ის მიერ. საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა საკრედიტო ხელშეკრულებების და შემოსავლის ორდერების ამოღების მიზნით. ოქმის მიხედვით შპს ,,----–----- დან ამოღებულ იქნა საკრედიტო ხელშეკრულებები და შემოსავლის ორდერები, რაც დაერთო სისხლის სამართლის საქმეს. ოქმს ხელი მოაწერეს მონაწილე პირებმა. შენიშვნები და განცხადებები არ გაკეთებულა. ამოღების ოქმის ასლი გადაეცა ნ-----–--------–-–---–ს. (ტ1.ს.ფ.78-83)

 

შპს ,,----–----- ის 2018 წლის 04 დეკემბრის 19:44 საათის N--------- საკრედიტო ხელშეკრულების მიხედვით - ხელშეკრულება შედგა ე-–---- გ-------სა (--------------- და შპს ,,----–------ს შორის. სესხის გირავნობის აქტი შედგენილია IPHONE 7 (----------------- ფირმის მობილურ ტელეფონზე, რის სანაცვლოდაც ე-–-------------ს 15 დღის ვადით აღებული აქვს 150 ლარი. ხელშეკრულებას ხელს აწერს თანხის მიმღები ე-–-------------ი და ექსპერტი ნ-----–--------–-–---–ი. (ტ1.ს.ფ. 86)

 

შპს ,,----–----- ის 2018 წლის 05 დეკემბრის 18:10 საათის N--------- საკრედიტო ხელშეკრულების მიხედვით - ხელშეკრულება შედგა ე-–-------------სა (--------------- და შპს ,,----–------ს შორის. სესხის გირავნობის აქტი შედგენილია IPHONE 6 (----------------- ფირმის მობილურ ტელეფონზე, რის სანაცვლოდაც ე-–-------------ს 15 დღის ვადით აღებული აქვს 150 ლარი. ხელშეკრულებას ხელს აწერს თანხის მიმღები ე-–-------------ი და ექსპერტი ნ-----–--------–-–---–ი. (ტ1.ს.ფ. 85)

 

შპს ,,----–----- ის 2018 წლის 06 დეკემბრის N---- შემოსავლის ორდერის თანახმად - სესხის კატეგორიაა- ტექნიკა, ხელშეკრულების N--------- მსესხებელია- ე-–-------------ი, შემომტანია- ე-–---- გ-------ი პ------------- ოპერაციის დასახელებაა -სესხის დაფარვა. საჯარიმო დღის ოდენობა - 0, სესხის სარგებლობის დღე -7, მოქმედი ძირითადი თანხა - 150.00, შეცვლილი ძირი თანხა - 0,00, პროცენტი - 7.00, ჯარიმა - 0.00, საკომისიო - 0 , სულ თანხა - 157, ვალუტა - GEL. ორდერში ხელმოწერა ფიქსირდება კლიენტის გრაფაში. (ტ1.ს.ფ. 84)

 

შპს ,,----–----- ის 2018 წლის 06 დეკემბრის N---- შემოსავლის ორდერის თანახმად - სესხის კატეგორიაა- ტექნიკა, ხელშეკრულების N--------- მსესხებელია- ე-–-------------ი, შემომტანია- ე-–-------------ი პ------------- ოპერაციის დასახელებაა -სესხის დაფარვა. საჯარიმო დღის ოდენობა - 0, სესხის სარგებლობის დღე -7, მოქმედი ძირითადი თანხა - 150.00, შეცვლილი ძირი თანხა - 0,00, პროცენტი - 7.00, ჯარიმა - 0.00, საკომისიო - 0 , სულ თანხა - 157, ვალუტა - GEL. ორდერში ხელმოწერა ფიქსირდება კლიენტის გრაფაში. (ტ1.ს.ფ. 84)

 

სასამართლო სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული იქნა საქმეში არსებული წერილობითი მტკიცებულებები, ასევე დათვალიერებული იქნა საქმეზე ნივთმტკიცებად დართული ნივთები და ვიდეო ჩანაწერი.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა, ე-–-------------ი, რომელმაც განმარტა, რომ 2018 წლის 04 დეკემბერს, იმყოფებოდა ე-–---------------თან და ი-----–-------–---თან ერთად გარდაბანში, ი-----–-------–---მა დაურეკა ტაქსის მძღოლს, რომელმაც ისინი წაიყვანა ქ. რუსთავში, სადაც ერთ-ერთ ლომბარდში ტელეფონი დაალომბარდეს ე-–-------------ის სახელზე და აიღეს 200 ლარი. თანხის აღების შემდეგ გაისეირნეს რუსთავის მერიის წინ არსებულ მოედანზე და შევიდნენ იქვე მდებარე კაფეში. კაფეში ყოფნისას ი-----–-------–---ი გავიდა ცოტახნით, შეხვდა ერთ გოგონას და შემდეგ მობრუნდა კაფეში. ამის შემდეგ წავიდნენ სოფელში (გარდაბანი) ისევ ტაქსით. 2018 წლის 05 დეკემბერს ი-----–-------–---მა ისევ დაურეკა ტაქსის მძღოლს (ი-–-----------–---ს) და ი-----–-------–---ი, ე-–---------------ი და ე-–-------------ი წამოვიდნენ რუსთავში, სადაც ლომბარდში ჩააბარეს ე-–-------------ის ტელეფონი და წავიდნენ კვლავ მერიასთან არსებულ კაფეში, ტაქსის მძღოლი ი-–-----------–---იც მათთან იმყოფებოდა. მოწმის განმარტებით ი-----–-------–---ი ისევ წავიდა გოგოსთან შესახვედრად, თვითონ და ე-–---------------ი დარჩნენ კაფეში, როდესაც დაბრუნდა ი-----–ს ი-----–---ი, ისინი წამოვიდნენ კაფიდან, კაფიდან გამოსვლისას ი-----–-------–---მა უთხრათ, რომ ბეჭედი დარჩა იმ ქალთან, ვისთანაც იყო ასული და უნდა აეღო. ისინიც გაყვნენ ი-----–-------–---ს. მოწმის განმარტებით ის ე-–---------------თან ერთად ელოდებოდა ი-----–-------–---ს კორპუსის პირველ სართულზე. ცოტახანში გაიგონეს ქალის ყვირილი, რის გამოც ავიდნენ მეორე სართულზე, სადაც სახლის კარი დახვდათ ღია და ე-–-------------ი შევიდა სახლში, ე-–---------------ი კი გაჩერდა კართან. აღნიშნული ქალბატონი იდგა სამზარეულოში ზურგით მისკენ და ელაპარაკებოდა ისმიალ ი-----–---ს. შემდეგ ისინი გავიდნენ მეორე ოთახში, თვითონ იდგა დერეფანში, რადგან პატარა ოთახი იყო გზა დაუთმო ი-----–-------–---ს და ქალბატონს. მოწმის განმარტებით ი-----–-------–---მა მათ უთხრა, რომ მოეძებნათ ბეჭედი იატაკზე, თუმცა მათ ბეჭედი ვერ იპოვეს. ი-----–-------–---ი და ქალი (ე----------------------–---–ი), შევიდნენ საძინებელში. გოგონამ გახსნა კარადა და ი-----–-------–---ს გადასცა: ფული, ტელეფონი და საათი. მოწმის განმარტებით მან უთხრა ი-----–-------–---ს, რომ წასულიყვნენ, რადგან მის მამას ჰქონდა დაბადების დღე, რაზედაც ი-----–-------–---მა დაუყვირა და იძულებული გახდა გაჩუმებულიყო. სახლიდან პირველი ე-–-------------ი გამოვიდა, შემდეგ ე-–---------------ი და ბოლოს ი-----–-------–---ი. ე-–-------------ი და ი-----– ი---ლოვი წავიდნენ ერთად, ხოლო ე-–---------------ი იყო შოკირებული და გავიდა მეორე გასასვლელიდან (ბინას ჰქონდა ორი გასასვლელი) და ერთმანეთი დაკარგეს. ე-–----ი და ი-----–ი წავიდნენ ალიევის პარკში, სადაც ელოდებოდათ ტაქსისტი და ტაქსით გაემგზავრნენ სოფელში (გარდაბანში). ი-----–-------–---მა ტაქსის მძღოლს უთხრა, რომ ე-–---------------ი რუსთავში დარჩა და წამოეყვანა ისიც გარდაბანში, რის გამოც ტაქსის მძღოლი უკან დაბრუნდა ე-–-----ის წამოსაყვანად. მეორე დღეს, დილით, მასთან სახლში მივიდა ი-----–-------–---ი და მისცა ,,Samsung”-ის მარკის ტელეფონი, რომელიც ლომბარდში უნდ ჩაებარებინა და გამოეტანა თავისი (ე-–----ის) და ი-----–-------–---ის მობილური ტელეფონები, ასევ მისცა საათი. ი-----–-------–---მა დაურეკა ტაქსის მძღოლს და როდესაც ტაქსი მივიდა, ი-----–მა მას გადასცა პარკი, რომელშიც იყო ბიჟუტერია. ამის შემდეგ ე-–-------------ი და ტაქსის მძღოლი ი-–-----------–---ი წავიდნენ ქ. რუსთავში, გზაში შეხვდა ტაქსის მძღოლის ძმისშვილი. როდესაც მივიდნენ ლომბარდში, ტელეფონი ლომბარდმა შეაფასა 400 ლარად, ტაქსის მძღოლმა ი-–-----------–---მა უთხრა, რომ თუ მაგ ფასად ჩააბარებდა ტელეფონს ის იყიდდა. ე-–-------------მა მართლაც ი-–-----------–---ს მიყიდა ტელეფონი და საათი, ლომბარდიდან კი გამოიტანა თავისი და ი-----–-------–---ის ტელეფონები. ამის შემდეგ წავიდა სახლში. 2018 წლის 07 დეკემბერს, დაახლოებით 22:00 საათზე, ის დააკავეს.

 

ადვოკატ მ---------ს კითხვებზე, მოწმემ განმარტა, რომ დაზარებულის სახლში არაფერი აუღიათ, არაფერს შეხებიან ის და ე-–---------------ი. მისი ბიძაშვილი ი-----–-------–---ი ეძებდა ბეჭედს, ე-–---------------ი კი კართან იდგა, შოკში იყო, ხელები უკანკალებდა. ისინი ი-----–ის დავალებით მხოლოდ იატაკზე ეძებდნენ ბეჭედს. ი-----–ს თხოვა წასულიყვნენ, რადგან მამამისის დაბადების დღე იყო, რაზეც ი-----–მა არ მოუსმინა და დაუყვირა. ე-–----ი გაკვირვებული იყო, უთხრა, რომ ასე გაკეთება არ შეიძლებოდა. ამის შემდეგ წამოვიდნენ სახლში. პოლიციაში არ განაცხადა, რადგან ი-----–-------–---ი მისი ბიძაშვილი იყო. ამასთანავე იფიქრა, რომ ი-----–-------–---ი და ის გოგონა (ე----------------------–---–ი) წყვილი იყვნენ, ამიტომ არავისთვის არაფერი არ უთქვამს.

 

ადვოკატის გ--------–--–---–ის და გ--–--------–--–---–ის კითხვებზე, მოწმემ განმარტა, რომ როდესაც გაიგონეს ქალის ყვირილი, ის შევიდა სახლში, ე-–---------------ი მისგან მარცხნივ იდგა, ი-----–-------–---ი და ის ქალი კი სამზარეულოში იყვნენ. ე-–---------------ი უბრალოდ იდგა, არაფერს არ აკეთებდა. ე-–-----ი და ე-–----ი იატაკზე ეძებდნენ ბეჭედს. ი-----–ი, გოგონასთან ერთად იყო საძინებელში. ე-–---------------ს აღნიშნული სახლიდან არაფერი არ აუღია, გაკვირვებული და შეშინებული იყო, რადგან ყვიროდნენ და პირველად იყო ასეთ სიტუაციაში. ი-----– ი-----–---ი, გოგოსთან ლაპარაკობდა რუსულად. ი-----–ი ეუბნებოდა რატო მოპარა ბეჭედი, ქალი იყო გაკვირვებული. ლაპარაკის დროს დადიოდნენ სხვდასხვა ოთახებში, არ დაუნახავს დანა თუ ეჭირა ი-----–-------–---ს, თავად ე-–-------------ი არ დაყვებოდა მათ ოთახებში, ცალკე ოთახში იყო და ეძებდა ბეჭედს. ე-–---------------ს არ ესმის რუსული. ე-–---- რ-------ი, ი-----–-------–---თან ერთად გავიდა სახლის ერთი შემოსავლელიდან, ე-–---------------ი კი მეორე გასასვლელიდან და უთხრა, რომ მათ დაელოდებოდა სტადიონთან.

 

მოწმემ დამატებით განმარტა, რომ ისინი ე----------------------–---–ის ბინაში ეძებდნენ ოქროს ბეჭედს, ე.წ. ,,კალიცოს“. მისივე განმარტებით ი-----–-------–---ს არ ჰყავს ცოლი და აღნიშნული ბეჭედი უბრალოდ ეკეთა. სამზარეულოში დაზარალებული და ი-----–-------–---ი ლაპარაკობდნენ, ი-----–ი ეუბნებოდა, რომ მიეცა მისი ბეჭედი, რაზედაც დაზარალებული პასუხობდა, რომ მას არ ჰქონდა ბეჭედი. დაახლოებით 2 წუთი იყვნენ სამზარეულოში. შემდეგ გავიდნენ საძინებელ ოთახში, იქაც ჩხუბობდნენ, დაზარალებულმა გამოაღო კარადა და იქიდან მისცა ტელეფონი, ფული და საათი. ამ დროს ე-–----ი და ე-–-----ი იდგნენ კართან, პატარა ოთახი იყო და ხედავდნენ ამ ყველაფერს. მოწმის განმარტებით, მას ბიჟუტერია არ უნახავს. ქალის სახე მაშინ დაინახა, როდესაც სამზარეულოდან გამოდიოდა, ი-----–-------–---თან ერთად.

( ტ.5 ს.ფ. 3-33 )

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა, ე-–---------------ი, რომელმაც განმარტა, რომ ე-–-------------ი და ი-----–-------–---ი არიან მისი თანასოფლელები. ე-–----ი ცხოვრობს მუდმივად მის სოფელში, ი-----–ი კი რუსეთში. პირველად ი-----–-------–---ი ნახა 2018 წლის, 3 დეკემბერს, როდესაც ი-----–ს გაყვნენ მანქანით. 2018 წლის, 04 დეკემბერს ი-----–-------–---მა დაპატიჟათ კაფეში, ის და ე-–----- გ-------ი. მათ იმგზავრეს მათი თანასოფლელის ი-–-----------–---ის ტაქსით. რუსთავში ჩასვლისას მივიდნენ ლომბარდში, სადაც ი-----–-------–---მა დაალომბარდა თავისი ტელეფონი, 200 ლარად. ამის შემდეგ წავიდნენ კაფეში, სადაც გაჩერდნენ გარკვეული დრო. ი-----–-------–---მა მათ უთხრათ, რომ დალოდებოდნენ კაფეში, რადგან საქმეზე უნდა გასულიყო. დაახლოებით 01 საათსა 30 წუთში ი-----–-------–---ი დაბრუნდა, სხვა ტაქსით, რომლის ფულიც თავად გადაიხადა. მეორე დღეს 5 დეკემბერს, ი-----–-------–---ი მივიდა მასთან სახლში და უთხრა, რომ საქმე ჰქონდა და კვლავ რუსთავში არსებულ კაფეში წასულიყვნენ. ი-----–-------–---მა, ე-–-----ის ტელეფონით კვლავ დაურეკა, ი-–-----------–---ს და რუსთავში წამოვიდნენ ი-–----ის ტაქსით. მათთან ერთად აგრეთვე იყო ე-–-------------ი. ისინი მივიდნენ რუსთავში არსებულ ლომბარდში, სადაც ჩააბარეს ე-–-------------ის ტელეფონი და შემდეგ წავიდნენ რუსთვის მერიასთან არსებულ კაფეში. კაფეში გაჩერდნენ მცირე ხნით, რის შემდეგაც ი-–-----------–---ი წავიდა სახლში, ისინი კი კაფეში დარჩნენ. გარკვეული დროის შემდეგ ი-----–-------–---მაც დატოვა კაფე და დარჩნენ ე-–---------------ი და ე-–-------------ი, რომლებმაც კაფე დატოვეს მოგვიანებით და წავიდნენ პარკში, სადაც ნახეს ი-----–-------–---ი, რომელმაც უთხრა, რომ ბეჭედი დარჩა ქალთან ვისთანაც იყო და წავიდა ბეჭდის ასაღებად. მოწმის განმარტებით ისინიც გაყვნენ ი-----–-------–---ს და დაბლა ელოდებოდნენ. მოწმის განმარტებით ის და ე-–-------------ი ი-----–ს კორპუსის სადარბაზოში ელოდებოდნენ, ვინაიდან გარეთ წვიმდა. სადარბაზოში ყოფნისას მათ გაიგეს ქალის ყვირილის ხმა, რის გამოც ავიდნენ ზედა სართულზე, სადაც ბინის კარი დახვდათ ღია, ბინაში თავდაპირველად შევიდა ე-–-------------ი, შემდეგ თვითონ (ე-–-----ი). ბინაში შესულმა დაინახა, რომ ი-----–-------–---ი და ქალბატონი (ე----------------------–---–ი) ერთმანეთს უყვიროდნენ, თავად ვერ იგებდა რას ლაპარაკობდნენ. ი-----–მა, მათ (ე-–-----ს და ე-–----ს) უთხრა, რომ ბეჭედი მოეძებნათ, შესაძლოა ბეჭედი საძინებელში ყოფილიყო ან სადმე, სხვა ადგილას. მოწმის განმარტებით, ი-----–ის ყვირილზე მას ეშინოდა და კანკალებდა. ე-–----მა ვერ ნახა ბეჭედი და თქვა, რომ სახლში წასულიყვნენ. მოწმის განმარტებით, ის დაბნეული იყო, როდესაც სახლიდან გამოვიდნენ, სადღაც გაიქცა. სოფელში აპირებდა წასვლას, გზაზე იდგა, როდესაც ი-–-----------–---ი მივიდა მასთან, ჰკითხა რატომ იყო ასეთ მდგომარეობაში, რაზედაც უპასუხა, რომ არაფერი არ ხდებოდა და სახლში წაეყვანა. (თავად მას ტელეფონი არ ჰქონდა, ი-–-----------–---ი შემთხვევით შეხვდა და ის მარტო იყო) ი-–----მა წაიყვანა სოფელში (გარდაბანი) სკოლასთან, სადაც დახვდა ი-----–-------–---ი, რომელიც საუბრობდა ტელეფონზე. ი-----–-------–---მა ი-–-----------–---ს უთხრა, რომ ტელეფონს ყიდიდა და ტელეფონის ყიდვა შესთავაზა. თავად არ იცოდა, რა ტელეფონზე იყო სუაბარი, აღნიშნული ტელეფონი ნახა თუ არა ქალის სახლში არ ახსოვს, რადგან დაბნეული იყო. ამის შემდეგ ე-–---------------ი წავიდა სახლში, რადგან ი-----–-------–---ის დანახვა აღარ უნდოდა. მოწმის განმარტებით ის 2018 წლის 07 დეკემბერს დააკავეს.

 

მოწმემ დამატებით განმარტა, რომ როდესაც ისინი შევიდნენ ე----------------------–---–ის სახლში ი-----–-------–---ს არ ეჭირა დანა და არც სხვა იარაღი. ი-----–ი და ქალბატონი, რუსულად საუბრობდნენ, რადგან არ იცის რუსული არ ესმოდა მათი ლაპარაკი, თუმცა ხმამაღლა საუბრობდნენ და ყვიროდნენ. ი-----–მა მას და ე-–-----ს უთხრა ბეჭედი მოეძებნათ ოთახში, ვინაიდან, თვითონ ვერ ნახა ბეჭედი და იქნებ მათ (ე-–----ს და ე-–-----ს) ეპოვათ. მოწმის განმარტებით ის კართან იდგა და სხვაგან არ გასულა, ვინაიდან იყო შეშინებული. წამოსვლა უნდოდა, მაგრამ გამოსვლის ეშინოდა, რადგან ი-----–-------–---ს მანამდე მოყოლილი ჰქონდა, რომ მოსკოვში ციხეში იჯდა. აღნიშნული ბინიდან სახლში არაფერი წამოუღია, მათ შორის არც სუნამო. სკოლის დამთავრების შემდეგ მუშაობდა სოფელში. პოლიციის განყოფილებაში მას ხმამაღლა ესაუბრებოდნენ.

( ტ.5. ს.ფ. 33-51 )

 

სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდებულების ჩვენებებს, ვინაიდან, ისინი ეწინააღმდეგება სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობას. პირველ რიგში სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ბრალდებულთა ჩვენებას, თითქოს ი-----–-------–---ის მიერ ე----------------------–---–ის ბინაში ასვლის საფუძველი გახდა ოქროს ბეჭედი, რომელიც თითქოსდა დარჩა დ---------–---–ის საცხოვრებელ ბინაში. აღნიშნული დასკვნის საფუძველს იძლევა ის გარემოება, რომ გარდა ბრალდებულების ჩვენებებისა არცერთი მტკიცებულებით არ დასტურდება, რომ ი-----–-------–---ს საერთოდ ჰქონდა ბეჭედი ან ნამდვილად დარჩა ე----------------------–---–ის სახლში. სასამართლო ითვალისწინებს, რომ 2018 წლის 4 და 5 დეკემბერს ი-----–-------–---მა იმ მიზნით, რომ ჰქონოდა სახარჯო ფული ჯერ დააგირავა მისი კუთვნილი აიფონ 7 -ს ფირმის მობილური ტელეფონი 150 ლარად, ხოლო მეორე დღეს იმავე საჭიროებით ი-----–-------–---ის სასარგებლოდ ე-–-------------მა ისევ 150 ლარად დააგირავა მისი კუთვნილი აიფონ 6-ს ფირმის მობილური ტელეფონი. შესაბამისად სასამართლოს არადამაჯერებლად მიაჩნია, რომ დაუქორწინებელ პირს, რომელსაც თან ჰქონდა ოქროს ბეჭედი და ამასთან ჰქონდა საშუალება დროებით დაგირავებული ნივთი გამოესყიდა, გირაოში ჩაედო მისი და მისი მეგობრის მობილური ტელეფონები და პირადი საჭიროების შემთხვევებში ესარგებლა თანმხლები ე-–---------------ის ტელეფონით. რაც შეეხება დაგირავებული მობილური ტელეფონის აპარატების გამოსასყიდ ფინანსურ რესურს საყურადღებოა, რომ ამ მიზნით ი-----–-------–---ის და ე-–-------------ის მიერ გამოყენებული იქნა სწორედ ე----------------------–---–ისგან ყაჩაღურად გატაცებული მობილური ტელეფონის და მაჯის საათის რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა.

 

ის გარემოება, რომ ი-----–-------–---ის მიერ ბეჭდის მოსაძებნად მიბრუნება ე----------------------–---–ის ბინაში რეალური არ იყო და მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფ პირებთან ერთად წარმოადგენდა მხოლოდ მოგონილ მიზეზს ე----------------------–---–ის ბინაში უკანონოდ შეღწევის და დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოსაყვანად მიუთითებს ე----------------------–---–ის ჩვენება, რომელიც მართალია ადასტურებს, რომ ი-----–-------–---მა მასთან მიბრუნების მიზეზად მიუთითა ბეჭდის მოძებნა, თუმცა საყურადღებოა, რომ ბინაში შეღწევისთანავე ე. დ---------–---–ი ბეჭდის მოსაძებნად გაემართა სააბაზანო ოთახისკენ, თუმცა თავად ი-----–-------–---მა ნაცვლად ბეჭდის ძებნისა შეაღწია სამზარეულო ოთახში და დაეუფლა იქ არსებულ დანას, ამასთან აზერბაიჯანულ ენაზე (მოწოდებით ,,გელ“, რაც სასამართლო სხდომაზე დაკითხული ქართულ აზერბაიჯანული ენის თარჯიმნის განმარტებით არის მოწოდება- მოდი) სახლში იხმო მისი მეგობრები, რომლებიც იმდენად ახლოს იყვნენ, რომ უცებ შემოვიდნენ სახლის კოლიდორში და შეესწრნენ ი-----–-------–---ის მიერ დანის დემონსტრირებით ე----------------------–---–ზე განხორციელებულ მუქარას - ჩუმად ყოფილიყო და მიეცა ფული და ოქრო წინააღმდეგ შემთხვევაში აკუწავდა. საყურადღებოა, რომ ისევე, როგორც დაზარალებული ე----------------------–---–ი ასევე თვითონ ბრალდებულები ე-–-------------ი და ე-–---------------ი ადასტურებენ, რომ ი-----–-------–---ს თვითონ არც კი უცდია რაიმე საგნის მოძებნა და იმყოფებოდა ე----------------------–---–თან. თავის მხრივ ე----------------------–---–ი უთითებს, რომ ი-----–-------–---ის მითითებით ე-–----- რაიგიმოვი და ე-–-------------ი მის პირად ნივთებს ეძებდნენ და იღებდნენ სახლის საძინებელი ოთახიდან. ის გარემოება, რომ ე----------------------–---–ის ჩვენება სიმართლეა და ბრალდებულთა ჩვენებები, სადაც ისინი უარყოფენ ი-----–-------–---ის მიერ დაზარალებულზე დანის დემონსტრირებით ძალადობას და მათ აქტიურ მონაწილეობას განხორციელებულ ყაჩაღობაში მიუთითებს შემდეგი გარემოებები: ბრალდებული ე-–----- გ-------ი განმარტავს, რომ ის სახლში შესვლისას შეესწრო მხოლოდ სიტყვიერ კონფლიქტს ე----------------------–---–სა და ი-----–-------–---ს შორის, რის გამოც შეშინდა, დაიბნა და კორიდორიდან არ განძრეულა, ხოლო ე-–-------------ი განმარტავს, რომ ისიც შეესწრო მხოლოდ სიტყვიერ კონფლიქტს ე----------------------–---–სა და ი-----–-------–---ს შორის და ვინაიდან ი-----–-------–---ი ყვირილით თხოვდა მოეძებნა მისი ბეჭედი ის შევიდა მხოლოდ საძინებელ ოთახში, სადაც ბეჭედი ვერ ნახა და სხვა ნივთისთვის ხელი არ მოუკიდია. თუმცა, საქმეზე ჩატარებული ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნით, რომლის სისწორეც დადასტურდა ექსპერტ ბ----------------ის მიერ 2019 წლის 01 აპრილს, გაცემული ექსპერტიზის N--------- დასკვნით, რომლის მიხედვითაც - შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ე----------------------–---–ის საცხოვრებელი სახლის საძინებელი და მისაღები ოთახებიდან ამოღებულ სუნის ნიმუშებში აღმოჩნდა ე-–---------------ის და ე-–-------------ის სუნი, რაც ე----------------------–---–ის თანმიმდევრულ ჩვენებასთან ერთად ადასტურებს სასამართლო სხდომაზე წარმოდგენილი ბრალდებულების აქტიურ მონაწილეობას განხორციელებულ ყაჩაღობაში.

 

სასამართლოს მოსაზრებით ბრალდებულების ე-–---------------ის და ე-–-------------ის იდენტური ჩვენებები მოგონილია მოსალოდნელი პასუხისმგებლობისგან თავის არიდებისა და ი-----–-------–---ის პასუხისმგებლობის შემსუბუქების მიზნით, კერძოდ სასამართლოს მოსაზრებით ბრალდებულები ურთიერთ შეთანხმებით ცდილობენ დაარწმუნონ სასამართლო, რომ ი-----–-------–---ის მხრიდან ადგილი ჰქონდა მხოლოდ თვითნებობას (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 360 მუხლით), რასაც სასამართლო ვერ გაიზიარებს, ვინაიდან არ დასტურდება ი-----–-------–---ის მხრიდან არც ნამდვილად თავისი და არც თავისად დაგულებული უფლების არსებობა. აქვე სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს ბრალდებულების მიერ სასამართლოსთვის მიცემულ იდენტურ ჩვენებებზე და მოიშველიებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაში (2018 წლის 20 ივლისის 117აპ-18 გადაწყვეტილება გვ.8, &12 ) მითითებულ განმარტებას, რომლის მიხედვითაც - საკასაციო პალატა კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ ურთიერთთავსებადობისა და შესაბამისობის თვალსაზრისით, ჩვენებების სახით არსებული მტკიცებულებების უტყუარობის კრიტერიუმად მათი იდენტურობის მიჩნევა არასწორია, პირიქით, სწორედ მათი იდენტურობა წარმოშობს საფუძვლიან ეჭვს მათ მიმართ. საქმე ისაა, რომ ყველა ადამიანი, მათ შორის დაზარალებულიც და მოწმეც, ინდივიდს წარმოადგენს, რომელიც თავისებურად, სხვებისგან განსხვავებულად აღიქვამს, იმახსოვრებს და გადმოსცემს ერთი და იმავე მოვლენის ამსახველ ინფორმაციას, რაზედაც გავლენას ახდენს როგორც სუბიექტური ფაქტორები, ისე - გარე ობიექტური გარემოებები, ანუ მოვლენის ადეკვატური აღქმისათვის საჭირო პირობები და სხვა. უფრო მეტიც იმ მიზნით, რომ სასამართლოსთვის შეუმჩნეველი დარჩენილიყო ბრალდებულების მხრიდან მოგონილი ჩვენებების ურთიერთ შეთანხმება და ეჭვქვეშ არ დამდგარიყო მათი იდენტურობა სასამართლო სხდომაზე პირველად დაკითხულმა ე-–-------------მა ჩვენების მიცემისას მოითხოვა რუსული ენის თარჯიმანი, რასაც წინ უძღოდა დაცვის მხარის განმარტებები, რომ ბრალდებული ე-–---------------ი არ ფლობს რუსულ ენას, თუმცა მოწვეული პროფესიონალი რუსული ენის თარჯიმნისთვის ფაქტიურად შეუძლებელი გახდა თარგმნის სრულყოფილი განხორციელება, ვინაიდან, ბრალდებული ვერ ახერხებდა რუსულ ენაზე სრულყოფილად საუბარს, სიტყვების მარაგის და გრამატიკული ცოდნის არ ქონის გამო. ბრალდებულისგან ჩვენების მიღება შესაძლებელი გახდა კვლავ აზერბაიჯანული ენის მცოდნე თარჯიმნის დახმარებით.

 

სასამართლო ეჭვქვეშ არ აყენებს იმ გარემოებას, რომ ბრალდებულები ე----------------------–---–ზე ყაჩაღური თავდასხმისას მოქმედებდნენ წინასწარი შეთანხმებით, თუმცა აქვე განმარტავს, რომ იმ პირობებშიც კი, თუ გაზიარებული იქნება დაცვის მხარის პოზიცია, რომ ბრალდებულები ე-–-------------ი და ე-–---------------ი არ ყოფილან წინასწარ შეთანხმებულები ი-----–-------–---თან ყაჩაღობის ჩადენაზე სახეზე ვერ იქნება ვერც დანაშაულის ექსცესი და ვერც ი-----–-------–---ის მიერ ჩადენილი ყაჩაღობის დაფარვა. სასამართლო განმარტავს, რომ იმ პირობებშიც კი თუ ი-----–-------–---ი ბრალდებულებთან წინასწარ შეუთანხმებლად განახორციელებდა ყაჩაღურ თავდასხმას, ბუნებრივია, რომ ი-----–-------–---ის თანმხლები პირების სიმრავლე და აქტიურობა კიდევ უფრო თრგუნავდა დაზარალებულის ნებას და იწვევდა უფრო მეტ შიშს (რაზედაც თავის მხრივ დაზარალებულმაც მიუთითა), რაც სასამართლოს მოსაზრებით ბრალდებულებს ე-–---- რ-------ს და ე-–----- გ-------ს წარმოუშობდა პოზიტიურ ვალდებულებას აღეკვეთათ ი-----–-------–---ის მხრიდან დანაშაულებრივი ქმედება ან სულ მცირე დაეტოვებინათ შემთხვევის ადგილი, რაც დაზარალებულს დაარწმუნებდა, რომ მას ყაჩაღურად თავს დაესხა მხოლოდ ერთი პირი და არა პირთა ჯგუფი, რაც ზრდიდა ჩადენილი დანაშაულის საფრთხეს და დაზარალებულის მიერ განსაცდელი შიშის ხარისხს, რაც მნიშვნელოვანი ელემენტია ქმედების სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დასაკვალიფიცირებლად. განსახილველი მუხლის დისპოზიცია მიუთითებს ამ ქმედების ჩადენას ჯგუფის მიერ და არა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, როგორც ამას ითვალისწინებს სისხლის სამართლის კოდექსის იმავე თავში მოცემული სხვა მუხლები. წინასწარ შეუთანხმებელი ჯგუფის მიერ ყაჩაღობის ჩადენის საკითხის განხილვისას საყურადღებოა, როგორც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 27-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესი, რომ დანაშაული ჯგუფის მიერაა ჩადენილი, თუ მის განხორციელებაში წინასწარ შეუთანხმებლად ერთობლივად მონაწილეობდა ორი ან მეტი ამსრულებელი, ასევე ამავე მუხლის დოქტრინული განმარტება (ავტორი მერაბ ტურავა, სისხლის სამართალი ზოგადი ნაწილის მიმოხილვა 2001 წელი), რომ ესაა ე.წ. წინაწარ შეუთანხმებელი განზრახვა. მაგალითად კი მოყვანილია შემდეგი კაზუსი: ა.-მ ტაქსის მძღოლი იარაღის მუქარით გადაიყვანა მანქანიდან, ხოლო ბ.-მ უკანა სალონიდან წინ გადაინაცვლა და წავიდნენ. ისინი წინასწარ არ ყოფილან შეთანხმებული, არამედ დანაშაული ჩაიდინეს უეცრად აღძრული განზრახვის შედეგად. ქმედების სამართლებრივი შეფასება ა.-მ და ბ.-მ ჩაიდინეს ავტომანქანის ერთობლივად ყაჩაღური გატაცება წინასწარი შეთანხმების გარეშე.

 

სასამართლო ასევე ყურადღებას მიაქცევს ბრალდებულების ჩვენების იმ ნაწილზე, რომლის მიხედვითაც ორივე მიუთითებს, რომ მათ მხოლოდ ი-----–-------–---ის ყვირილის შეეშინდათ და ვერაფერი მოიმოქმედეს მის გასანეიტრალებლად ან სულ მცირე შემთხვევის ადგილის დასატოვებლად. მათი განმარტებით ი-----–-------–---ი ე----------------------–---–ისგან ითხოვდა მხოლოდ მის ბეჭედს და ხელში დანა ან იარაღი არ ჭერია, მაშინ ისმის ლოგიკური კითხვა, თუ ი-----–-------–---ი არ იყო შეიარაღებული დანით და არ ახორციელებდა სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის სახიფათო ძალადობას მაშინ რის შეეშინდათ? მხოლოდ ხმამაღალ ტონზე საუბრის შიშით ყაჩაღობაში თანამონაწილეობა სასამართლოს მოსაზრებით ვერ იქნება მიჩნეული ბრალდებულების მიერ ჩადენილ ქმედებაში ბრალის გამომრიცხავ გარემოებად.

 

ბრალდებულების მიერ მოსალოდნელი პასუხისმგებლობისგან თავის ასარიდებლად მოგონილი ჩვენებების მიცემის დასტურად სასამართლო ყურადღებას მიაქცევს შემდეგ გარემოებას: მათი განმარტებით, როცა ი-----–-------–---ი თითქოსდა მისი ბეჭდის მოსაძებნად ავიდა ე----------------------–---–ის ბინაში ისინი ი-----–---ს ელოდებოდნენ კორპუსის სადარბაზოში და მხოლოდ მას შემდეგ ავიდნენ ბინაში, როცა შემოესმათ ქალის ყვირილის ხმა. საყურადღებოა, რომ დაზარალებულ ე----------------------–---–ის ჩვენებით ი-----–-------–---მა ბინაში შესასვლელად მოიმიზეზა თითქოს დარჩა ბეჭედი, რის გამოც ე----------------------–---–ი გაემართა სააბაზანო ოთახისკენ, ვინაიდან, ივარაუდა, რომ შესაძლოა ი-----–-------–---ს იქ დარჩენოდა ბეჭედი, რადგან მისი სახლიდან გასვლამდე სწორედ იქ იმყოფებოდა, მაგრამ ამ უკანასკნელმა აზერბაიჯანულ ენაზე უხმო გარეთ მყოფ პირებს და ისინიც მაშინვე სახლში შევიდნენ. თავის მხრივ ი-----–-------–---ი შევიდა სამზარეულო ოთახში საიდანაც აიღო დანა და წარმოდგენილი ბრალდებულები შეესწრნენ ი-----–-------–---ის მიერ დანის დემონსტრირებით სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისათვის საშიშ მუქარას და მოთხოვნას მიეცა ფული და ოქრო. გასათვალისწინებელია, რომ შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დადასტურებულია, რომ ე----------------------–---–ის სახლი მდებარეობს ოთხსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მესამე სართულზე, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით და შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში მონაწილე პირების განმარტებით ე. დ---------–---–ის სახლი არის პატარა ზომის, ოთახები განლაგებულია ე.წ. კოლიდორული სისტემით, ანუ ყველა ოთახში, კერძოდ: მისაღებ ოთახში, საძინებელ ოთახში, სამზარეულო ოთახში და სააბაზანო ოთახში შესვლა შესაძლებელია, მხოლოდ ძალიან პატარა ზომის კორიდორიდან. შესაბამისად სასამართლოს არადამაჯერებლად მიაჩნია ბრალდებულების ჩვენება, რომ ისინი ი-----–-------–---ს ელოდებოდნენ შენობის სადარბაზოში და მხოლოდ ე----------------------–---–ის ყვირილის ხმაზე ავიდნენ მესამე სართულზე და შევიდნენ ბინაში, ვინაიდან სასამართლოს შეუძლებლად მიაჩნია დაზარალებულის მიერ მითითებულ დროში მათ მოეხერხებინათ დაზარალებულის სახლიდან რაიმე ხმის გაგონება და მყისიერად შესვლა ბინაში.

 

აქვე არანაკლებ მნიშვნელოვანია აღინიშნოს ის გარემოებაც, რომ ბრალდებულებმა ე-–-------------მა და ე-–---------------მა მიუთითეს, რომ შემთხვევის შემდეგ ე----------------------–---–ის სახლის დატოვებისას ი-----–-------–---ი და ე-–-------------ი წავიდნენ ერთად, ხოლო ნანახით შეშინებული ე-–---------------ი მათთან შეუთანხმებლად წავიდა ცალკე და გარდაბანში წაიყვანა შემთხვევით შეხვედრილმა ი-–-----------–---მა. სასამართლოს მოსაზრებით არც ეს გარემოება შეეფერება სინამდვილეს, ვინაიდან საქმეზე მოწმის სახით დაკითხულმა ი-–-----------–---მა განმარტა, რომ დანაშაულის ჩადენის შემდეგ მან მისი ა/მანქანით გარდაბანში წაიყვანა ჯერ ი-----–-------–---ი და ე-–-------------ი და მათგანვე მიიღო დავალება, რომ მას შემდეგ რაც მათ დატოვებდა გარდაბანში დაბრუნებულიყო რუსთავში და წამოეყვანა ე-–---------------ი, რომელიც რუსთავში, სავადმყოფოს შესასვლელთან, შუქნიშანთან იქნებოდა, რაც ასეც მოხდა და გარდაბნიდან რუსთავში დაბრუნებისას ე-–---------------ი შუქნიშანთან იდგა, რომელიც ჩაისვა ა/მანქანაში და ჩაიყვანა გარდაბანში, სადაც ელოდებოდნენ ი-----–-------–---ი და ე-–-------------ი. რაც შეეხება ბრალდებულების და მოწმე ი-–-----------–---ის განმარტებას, რომ ე-–---------------ი მომხდარის შედეგად იმყოფებოდა ე.წ. „შოკში“ სასამართლოს მოსაზრებით ეს მხოლოდ მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ ბრალდებული შეიპყრო იმ პასუხისმგებლობის შიშმა, რაც შესაძლოა მოჰყოლოდა მისი მონაწილეობით ჩადენილ დანაშაულს. სასამართლოს მოსაზრებით ეს გარემოება მართალია ვერ იქნება გათვალისწინებული, როგორც ბრალის გამომრიცხავი გარემოება, თუმცა გათვალისწინებული იქნება ე-–---------------ის მიმართ სასჯელის განსაზღვრისას, როგორც შემამსუბუქებელი გარემოება, ისევე როგორც ის გარემოება, რომ მას და ე-–-------------ს უშუალოდ არ მოუხდენიათ ე----------------------–---–ზე ძალადობის მუქარა და ასრულებდნენ მხოლოდ ი-----–-------–---ის მითითებებს, როგორც ამას მიუთითებს დაზარალებული.

 

რაც შეეხება დაცვის მხარის მტკიცებას, რომ დაზარალებული ე----------------------–---–ის ცხოვრების წესიდან გამომდინარე მისი ჩვენება არ უნდა იქნას გაზიარებული, სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის დანაწესზე, რომლის მიხედვით: „ყველა ადამიანი სამართლის წინაშე თანასწორია. აკრძალულია დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით.“ შესაბამისად სასამართლომ მოისმინა რა დაზარალებულის ჩვენება და შეაფასა მისი დამოკიდებულება ბრალდებულების მიმართ, არ გასჩენია ეჭვი, რომ დაზარალებულს ამოძრავებდეს რაიმე პირადი დაინტერესება წარმოდგენილი ბრალდებულების მიმართ, პირიქით დაზარალებული თავადაც შეეცადა, რომ გამოეკვეთა დადებითი კუთხით ბრალდებულების პიროვნული მახასიათებლები დანაშაულის ჩადენისას, რომ ისინი არ იყვნენ აგრესიულები, მისთვის არ მიუყენებიათ შეურაცხყოფა და ასრულებდნენ მხოლოდ ი-----–-------–---ის მითითებებს, უფრო მეტიც დაზარალებულმა თავადვე მიმართა სასამარლოს ბრალდებულების: ე-–---------------ის და ელმარ გ-------ის მიმართ გამოიყენოს მსუბუქი სასჯელები. ის გარემოება, რომ დაზარალებულს არ გააჩნდა არანაირი პირადი ინტერესი, მიუხედავად განცდილისა დანაშაულის ჩამდენ პირთა მართლმსჯულების წინაშე წარსადგენად მიუთითებს ის გარემოებაც, რომ მართალია შემთხვევის დღესვე მის ნაცნობს ჯ--------------ს მოუყვა, რომ მას სამმა პირმა გასტაცა პირადი ნივთები და მათგან ერთ-ერთი იყო დანით შეიარაღებული, თუმცა იმავე დღეს არ მიუმართავს პოლიციისთვის და იმედოვნებდა რომ პირადად დაიბრუნებდა პირად ნივთებს.

 

დაზარალებულის ჩვენების არასანდოობაზე მსჯელობისას დაცვის მხარემ ასევე ყურადღება გაამახვილა, რომ დაზარალებულმა გამოკითხვის ოქმში მისგან გატაცებულ ტელეფონზე მიუთითა, რომ ეკრანზე აქვს ბზარი, რაც შემდგომ საქმის არსებითი განხილვისას არ დადასტურდა. ამ საკითხთან დაკავშირებით სასამართლო მიუთითებს, რომ არცერთი გამოკითხვისას დაზარალებულს არ აქვს მითითებული მის ტელეფონზე ბზარის არსებობის შესახებ, მითითებული აქვს მხოლოდ ნაკაწრზე, რაც რადიკალურად განსხვავდება ისეთი დაზიანებისგან როგორადაც მიიჩნევა ბზარი.

 

დაცვის მხარის პოზიცია, რომ ბრალდების მხარის მიერ სასამართლო სხდომაზე არ ყოფილა წარმოდგენილი საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობა, რაც უტყუარად დაადასტურებდა, რომ ი-----–-------–---მა დანის გამოყენებით განახორციელა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში მუქარა და ჩადენილი ქმედება არ შეიძლება დაკვალიფიცირდეს ყაჩაღობად სასამართლო განმარტავს: ისეთ დანაშაულთა საქმეების განხილვისას როგორიცაა ყაჩაღობა დაზარალებულის ჩვენების, აღქმისა და განცდის მნიშვნელობაზე მიუთითებს დოქტრინული განმარტება, რომლის მიხედვითაც ყურადღება არ ექცევა იმას, შესაძლებელი იყო თუ არა ობიექტურად მუქარის რეალიზაცია. მაგალითად, სათამაშო ან გამოსაყენებლად უვარგისი იარაღით მუქარა ყაჩაღობად დაკვალიფიცირდება, თუ დადგინდება, რომ დაზარალებული დარწმუნებული იყო, ანდა უშვებდა, რომ მას ვარგისი იარაღით ემუქრებოდნენ. ამასთან საყურადღებოა, რომ შემთხვევიდან ძალიან მოკლე ხანში დაზარალებულმა ე----------------------–---–მა დახმარებისთვის მიმართა მის ნაცნობს, რომელსაც დახმარების თხოვნისას განუმარტა, რომ მას პირადი ნივთები გასტაცა სამმა პირმა, რომელთაგან ერთი შეიარაღებული იყო დანით, ანუ დაზარალებული თავიდანვე მიუთითებდა, რომ მას თავს დაესხა სამი პირი, რომელთაგან ერთი იყო დანით შეიარაღებული. ამავე მიმართებით ძალადობრივ დანაშაულზე დაზარალებულის ჩვენების მტკიცებით მნიშვნელობაზე საყურადღებოა საქართველოს უზენაესი სასამართლოს (2015 წლის 19 ნოემბრის 253აპ-15 გადაწყვეტილება გვ.2, &3 ) გადაწყვეტილებაში მოყვანილი განმარტება მოცემულ ჩვენებასთან დაკავშირებით საკასაციო პალატა აღნიშნავს შემდეგს: განსახილველი დანაშაული, თავისი ბუნებიდან და ხასიათიდან გამომდინარე, როგორც წესი, არ არის საჯარო და არ გამოირჩევა თვითმხილველ მოწმეთა სიმრავლით; შესაბამისად, ასეთი კატეგორიის საქმეებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დაზარალებულის ჩვენების თანმიმდევრულობა, შესაბამისობა სხვა მტკიცებულებებთან და ისეთი მოტივის არარსებობა, რამაც სასამართლოს შესაძლებელია, აფიქრებინოს დაზარალებულის მიკერძოებულობის შესახებ ბრალდებულის საწინააღმდეგოდ. სწორედ ასეთ სანდო ჩვენებას წარმოადგენს დაზარალებულ ე----------------------–---–ის ჩვენება. ანუ, სასამართლოს აღნიშნული ჩვენება უტყუარ მტკიცებულებად მიაჩნია, ვინაიდან მის მიერ მითითებული ფაქტები დასტურდება საქმეში არსებული შემდეგი მტკიცებულებებით: მოწმეების ჯ--------------ის და ი-–-----------–---ის ჩვენებებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, პირების და ნივთების ამოცნობის ოქმებით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, ტელეფონის, საათის და სამკაულების ამოღების ოქმებით, ოდოროლოგიური ექსპერტზის დასკვნით და სხვა.

 

რაც შეეხება დაცვის მხარის პოზიციას, რომ მოწმე ჯ--------------ი არის ნასამართლევი პირი, სასამართლო განმარტავს, რომ ჯ--------------ი გასამართლებული იქნა ამავე სასამართლო შემადგენლობის მიერ ოჯახური ძალადობისთვის და მის მიმართ გამოტანილი იქნა ერთ ეპიზოდში გამამართლებელი განაჩენი, ხოლო მეორე ეპიზოდში გამამტყუნებელი განაჩენი, თუმცა დანიშნულ სასჯელის ვადაში ჩაეთვალა განაჩენის გამოტანამდე პატიმრობაში ყოფნის პერიოდი და სრულად განთავისუფლდა დანიშნული სასჯელის მოხდისგან. ამდენად სასამართლოს არადამაჯერებლად მიაჩნია დაცვის მხარის პოზიცია წარსულში ნასამართლობის გამო ეჭვქვეშ დადგეს მოწმის ჩვენება, მითუმეტეს, რომ ჯ--------------ის მხრიდან არ იკვეთება არანაირი პირადი დაინტერესება ბრალდებული პირების მიმართ.

 

სასამართლო საქმის ფაქტობრივი გარემოებების და ჩადენილი დანაშაულის კვალიფიკაციის შეფასებისას ყურადღებას მიაქცევს დაზარალებულ ე----------------------–---–ს ჩვენებას, სადაც მან მიუთითა, რომ ი-----–-------–---მა იცოდა, რომ მას საკუთრებაში ჰყავდა „ბმვ“-ს მარკის ა/მანქანა და ი-----–-------–---ისგან მიიღო განმარტება, რომ ის მას შეხვედრამდე აკვირდებოდა, რაც სასამართლოს საქმის სხვა გარემოებებთან ერთად არწმუნებს, რომ ე----------------------–---–ზე ყაჩაღური თავდასხმა ი-----–-------–---ის მიერ მოხდა მის თანმხლებ პირებთან წინასწარი შეთანხმებით, რასაც წინ უძღვოდა მისი ქონებრივი მდგომარეობის შესწავლა და ნდობაში შესვლა.

 

მტკიცებულებათა მოპოვება - დამაგრების საკითხის განხილვისას სასამართლო მიუთითებს, რომ ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ ე-–---------------ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებული ნახევრად სავსე სუნამო ,,COCO CHANEL” წარმოადგენს დაზარალებულ ე----------------------–---–ის საცხოვრებელი ბინიდან ყაჩაღური თავდასხმისას გატაცებულ ნივთს, ვინაიდან, ამოღების შემდეგ არ მომხდარა დაზარალებულისთვის მისი ამოსაცნობად წარდგენა, ამასთან საყურადღებოა, რომ ბრალდების მხარეს სასამართლო სხდომაზე არ წარმოუდგენია ყველა მოწმე, რომელთაც შეეძლოთ ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებასთან დაკავშირებით მიეცათ სრული და ამომწურავი ინფორმაცია და სასამართლოს შეეფასებინა ე-–---------------ის დედის ჩვენების სისწორე, რომელმაც სასამართლო სხდომაზე მიუთითა, რომ უშუალოდ არ შესწრებია ჩხრეკის ჩამტარებელი პოლიციის მუშაკების მიერ სადაო სუნამოს აღმოჩენის ფაქტს.

 

სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის შეფასებას შემდეგ გარემოებებთან დაკავშირებით: საქმეში არსებული შემთხვევის ადგილის დათვალიერების ამსახველი ოქმის თანახმად, რომელიც ჩატარდა დაზარალებულის წერილობითი თანხმობით და რომელში მონაწილე პირებიც სასამართლო სხდომაზე ადასტურებენ ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობის და ოქმში ასახული ფაქტების სისწორეს შედგენილია შინაგან საქმეთა სამინისტროს რუსთავის საქალაქო სამმართველოს მ-----------------–--ის დეტექტივის თანაშემწე გამომძიებელ ნ-----------–---ის მიერ. ოქმის მიხედვით შემთხვევის ადგილის დათვალიერება დაიწყო 2018 წლის 07 დეკემბერს 05:30 საათზე და დამთავრდა 2018 წლის 07 დეკემბრის 08:50 საათზე, საქმეშივე არსებული ი-–-----------–---ის საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილეობის ამსახველ ოქმში, რომელიც ჩატარდა 2018 წლის 07 დეკემბერს და რომელში მონაწილე პირებიც ასევე ადასტურებენ მასში მონაწილეობას მითითებულია, რომ საგამოძიებო ექსპერიმენტი დაიწყო 2018 წლის 07 დეკემბრის 08:15 საათზე და დამთავრდა 2018 წლის 07 დეკემბრის 09:20 საათზე. დაცვის მხარემ ყურადღება გაამახვილა, რომ ორივე საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობენ ერთი და იგივე ექსპერტები ი-----–--–------ა და ლ-–---------ე, და იმ პირობებში, როცა ამ საგამოძიებო მოქმედების ოქმებში არის 35 წუთიანი თანხვედრა არ უნდა იქნას გაზიარებული ამ საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებები. სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას და მიუთითებს, რომ ორივე საგამოძიებო მოქმედება ჩატარებულია სხვადასხვა გამომძიებლის მიერ და ექსპერტები, რომლებიც საგამოძიებო მოქმედებების წარმოებისას ასრულებენ სპეციფიურ და ფრაგმენტულ ფუნქციებს არ გამორიცხავს შესაძლებლობას ორივე საგამოძიებო მოქმედების წარმოებისას შეესრულებინათ მათი უფლებამოსილება. აქვე სასამართლო შეაფასებს დაცვის მხარის პოზიციას, რომ ი-–-----------–---თან ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტისას აღმოჩენილი და შემდგომში ამოღებული სამკაულები არ უნდა იქნას მიჩნეული საქმეზე ბრალდების დამადასტურებელ მტკიცებულებად, ვინაიდან, ამოღებისას არ მომხდარა მათი დათვალიერება და შემდგომ დათვალიერდა ამოღებაში მონაწილე პირების გარეშე. ამასთან არ მომხდარა მისი დაზარალებულისთვის ამოსაცნობად წარდგენა. სასამართლო მიუთითებს, რომ სამკაულების ამოღების ოქმში მითითებულია ამოღებული სამკაულების მახასიათებელი აღწერილობა და ლუქების გახსნა გამომძიებლის მიერ მოხდა არა დათვალიერების არამედ დაზარალებულისთვის ამოსაცნობად წარდგენის მიზნით და შემდგომ ჩატარდა ამოცნობა რა დროსაც დაზარალებულმა ე----------------------–---–მა ამოღებულ ნივთებში ამოიცნო მისგან ყაჩაღური თავდასხმისას გატაცებული ნივთები.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლი მოითხოვს, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა სრულად, დამოუკიდებლად და სრულფასოვნად შეისწავლონ და შეაფასონ იმ მტკიცებულებების დასაშვებობა და სანდოობა, რომლებიც განსაზღვრავენ ბრალდებულის ბრალეულობის საკითხს. უდანაშაულობის პრეზუმფციის და ბრალდებულის უფლების გათვალისწინებით. რომ ჰქონდეს საშუალება გამოიკვლიოს მისი მამხილებელი ნებისმიერი მტკიცებულება, სისხლის სამართლის სასამართლომ საქმე უნდა განიხილოს სრულად, დამოუკიდებლად და დეტალურად მოახდინოს მტკიცებულებების დასაშვებობისა და სანდოობის შეფასება. მას შემდეგ, რაც დასრულდება საქმის განხილვა, საქმის განმხილველ მოსამართლეს შეუძლია შეაფასოს გამოკვლეული მტკიცებულებების მნიშვნელობა და წონა, რომელიც განსაზღვრავს ბრალდებულის ბრალეულობის საკითხს.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, ეროვნული სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები სისხლის სამართლის მართლმსაჯულების ძირითად მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს, კერძოდ, ბრალდებამ „გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით“ უნდა დაასაბუთოს ბრალეულობა და ასევე უნდა აკმაყოფილებდეს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ძირითად პრინციპს in dubio pro reo (პირი არ შეიძლება დამნაშავედ იყოს ცნობილი სასამართლოს მიერ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი) (Barbera, Messegue and Jabardo v. Spain, პარაგრაფი 77, Lavents v. Latvia, § 125, and Melich an Beck v. The Czech Republic, § 60). მტკიცებულებათა შეფასების პროცესში სასამართლო „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით ხელმძღვანელობს (Ireland v. The United Kingdom, § 161).

 

საქართველოს კონსტიტუციის 19-ე მუხლის თანახმად, საკუთრება ხელშეუვალია. სისხლის სამართლის კოდექსით საკუთრების უფლება დაცულია ნებისმიერი მართლსაწინაღმდეგო ქმედებისაგან. ადამიანს უფლება აქვს თავისი შეხედულებისამებრ განკარგოს მისი ქონება. საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულისათვის მნიშვნელოვანია, რომ დანაშაულის საგანი ეკუთვნოდეს სხვას, რომ ის არის სხვის (მართლზომიერ) მფლობელობაში.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლი პასუხისმგებლობას აწესებს იმ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებისათვის, როგორიცაა ყაჩაღობა, ე.ი. თავდასხმა, სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით, ანდა ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით და ამ მუხლის ყოველი შემდგომი ნაწილის შესაბამისი ქვეპუნქტი ამძიმებს პასუხისმგებლობას მითითებული გარემოებების გათვალისწინებით.

 

ყაჩაღობის გამოძიების დროს საგამოძიებო და სასამართლო ორგანოები არკვევენ ჰქონდა თუ არა ადგილი თავდამსხმელის მხრიდან ნივთის დაუყოვნებლივ გადაცემის მოთხოვნას. ამ გარემოების დადგენა აუცილებელია ქმედების ყაჩაღობად დაკვალიფიცირებისათვის. შესაძლოა მოთხოვნის წაყენებას ძარცვის დროსაც ჰქონდეს ადგილი და მას თან ახლდეს ძალადობაც, მაგრამ ის მაინც განსხვავდება ყაჩაღური თავდასხმისაგან. პრაქტიკამ გვიჩვენა, რომ ძარცვის დროს ფაქტიურად არ ხდება ნივთის გადაცემის მოთხოვნის წაყენება. უბრალოდ თავდამსხმელი ეუფლება ნივთს ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე. ასეთ დროს ძალადობას ადგილი აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დაზარალებული მას წინააღმდეგობას გაუწევს. ყაჩაღური თავდასხმა გაცილებით უფრო საშიშია, ვიდრე ძარცვა, რადგან თავდამსხმელი ხშირ შემთხვევაში მზად არის წინააღმდეგობის დასაძლევად და საჭიროების შემთხვევაში გამოიყენოს სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობა. თავდამსხმელი თავდასხმისას მოითხოვს ნივთის გადაცემას და ამ დროს დაზარალებულისაგან შესაძლო წინააღმდეგობის დასაძლევად მიმართავს ძალადობას ან ძალადობის გამოყენების მუქარას. მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა ნივთი თავდამსხმელს არ გადასცენ და შესაბამისად ადგილი არ ჰქონდეს მის დაუფლებას, ყაჩაღობა მაინც ჩაითვალოს დამთავრებულად, რადგან ყაჩაღობა, როგორც ფორმალური დანაშაული ქმედების შედეგს არ მოითხოვს. დანაშაული დამთავრებულად ითვლება თუ ფაქტიური ქმედება შეიცავს კანონით დადგენილ ყველა ნიშანს. იმ შემთხვევაში, როდესაც კანონი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას აწესებს მხოლოდ ქმედებისათვის, დადგენილ უნდა იყოს ასეთი ქმედების ჩადენა.

 

ისეთი დანაშაულის ცნების განსაზღვრისათვის, როგორიც ყაჩაღობაა, საჭიროა გულდასმით იქნეს შესწავლილი სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის დისპოზიცია, რომელიც ასეა ჩამოყალიბებული: ყაჩაღობა ე. ი. თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი ადამიანის სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით ანდა ასეთი ძალადობის მუქარით. იმისათვის, რომ დანაშაული (ქმედება) ყაჩაღობად დაკვალიფიცირდეს, ის უნდა შეიცავდეს სამ ნიშანს: 1. სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზანი; 2. თავდასხმა; 3. ჩადენილი ადამიანის სიცოცხლის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით ანდა ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით.

 

ყაჩაღური თავდასხმა მოიცავს ორ მომენტს 1). დაზარალებულთან უეცარ, მოულოდნელ, უშუალო შეხვედრას; 2). ნივთის დაუყოვნებლივ გადაცემის მოთხოვნის წაყენებას. თვითონ შეხვედრა შესაძლებელია მოხდეს წინასწარ მოფიქრებული გეგმით ან შემთხვევით. ყაჩაღური თავდასხმისას აუცილებელია ჯანმრთელობისა და სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის მუქარის ან ასეთი ძალადობის გამოიყენება. პირველ შემთხვევაში ძალადობის მუქარა ხდება ადამიანის ფსიქიკაზე უშუალო ზემოქმედების გზით, ხოლო მეორე შემთხვევაში ძალადობა ხდება ადამიანის სხეულზე უშუალო შეხების გზით. ფაქტიურად თავდასხმა იწყება დაზარალებულთან შეხვედრითა და მისთვის მოძრავი ნივთის გადაცემის მოთხოვნით, რომელსაც ახლავს ჯანმრთელობის ან სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარა, რომელიც დაზარალებულის მიერ წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში მთავრდება ჯანმრთელობის ან სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის გამოყენებით. ამ შემთხვევაში შესაძლოა მოხდეს ნივთის დაუფლება ან არა. საერთოდ, ნივთის გადაცემის მოთხოვნა, რომ გახდეს დაზარალებულის იძულების საშუალება, აუცილებელია თავდამსხმელმა გამოიყენოს ფსიქიკური ძალადობა. თუ ამან შედეგი არ გამოიღო და დაზარალებულმა თავდამსხმელს არ გადასცა მოთხოვნილი ნივთი, მაშინ ეს უკანასკნელი გადადის ძალადობაზე. ამიტომ, ყაჩაღური თავდასხმის ქვეშ შეიძლება ვიგულისხმოთ ობიექტურად და სუბიექტურად საშიში გარემოს შექმნა, რომელსაც რეალურად შეიძლება მოჰყვეს ფიზიკური ძალადობა დაზარალებულის მიმართ, თუ ეს უკანასკნელი ეცდება ნივთის დაუფლებისას წინააღმდეგობის გაწევას. თავდასხმაში ჩამალული ძალადობის საშიშროება შეიძლება სწრაფად განხორციელდეს დაზარალებულზე ფიზიკური ზემოქმედების გზით. ე.ი. თავდასხმა ყოველთვის უთავსდება ისეთ ძალადობას, რომელიც ხორციელდება თავდამსხმელის მიერ ძალადობის ან იარაღის გამოყენებით, ანდა უშუალოდ ძალადობის გამოყენების მუქარით.

 

ყაჩაღობის საშიშროება მეტად მაღალია. იგი არამარტო ქონების ხელყოფაში გამოიხატება, არამედ თვით ამ ხელყოფის ხასიათში - თავდასხმასა და ასეთი ძალადობის გამოყენებაში, რომელიც საშიშია ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის, ანდა ძალადობის გამოყენების მუქარაში.

 

ობიექტური მხრივ ყაჩაღობა გამოიხატება თავდასხმაში სხვისი მოძრავი ნივთის დასაუფლებლად, რასაც თან ერთვის სიცოცხლის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობა ანდა ასეთი ძალადობის მუქარა.

 

თავდასხმის ცნებაში უნდა ვიგულისხმოთ დაზარალებულისათვის დამნაშავის უეცარი, აგრესიული მოქმედება, რომელიც დაკავშირებულია ძალადობასთან. თუმცა მოულოდნელობის მიუხედავად, როგორც წესი, თავდასხმის ფაქტი, რომელსაც თან ერთვის ფიზიკური ძალადობა, კარგად არის გაცნობიერებული დაზარალებულის მიერ.

 

ყაჩაღობის საშიშროებიდან გამომდინარე, ყაჩაღობა ფორმალური დანაშაულის შემადგენლობათა რიგს მიეკუთვნება. იგი დამთავრებულია ყაჩაღური თავდასხმის მომენტიდან, იმისდა მიუხედავად, შეძლო თუ არა სხვისი ქონების დაუფლება.

 

ყაჩაღობის სუბიექტური მხარე პირდაპირ განზრახვაში გამოიხატება. დამნაშავეს გაცნობიერებული აქვს თავისი მოქმედების საშიშროება და ის ზიანი, რაც შეიძლება მიადგეს დაზარალებულს და სურს მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლოს მის ქონებას.

 

ყაჩაღობის შემადგენლობაში დამამძიმებელ გარემოებას მიეკუთვნება, ყაჩაღობა ჩადენილი ჯგუფურად და ბინაში უკანონო შეღწევით, რაც მოცემულ შემთხვევაში ბრალად აქვს წარდგენილი ე-–-------------სა და ე-–---------------ს.

 

ყაჩაღობის ჩადენა ჯგუფურად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის ერთ-ერთი მაკვალიფიცირებელი ნიშანია, რომელიც ამძიმებს სასჯელს ამ დანაშაულისათვის და არის გაძლიერებული შერაცხვის საფუძველი. მუხლში ამ დამამძიმებელი გარემოების გათვალისწინება მეტყველებს ყაჩაღობის ჯგუფურად ჩადენის უფრო საშიშროებაზე, ვიდრე ეს შეიძლება იყოს ყაჩაღობა ჩადენილი ერთი პირის მიერ. აღნიშნული მაკვალიფიცირებელი ნიშანი გულისხმობს ყაჩაღობის ჩადენას ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებითაც. სისხლის სამართლის კოდექსის 27-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად დანაშაული ჯგუფის მიერაა ჩადენილი, თუ მის განხორციელებაში წინასწარ შეუთანხმებლად ერთობლივად მონაწილეობდა ორი ან მეტი ამსრულებელი სისხლის სამართლის კოდექსის 27-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად `დანაშაული ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებითაა ჩადენილი, თუ მის განხორციელებაში მონაწილენი წინასწარ შეკავშირდნენ დანაშაულის ერთობლივად ჩასადენად. სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ პუნქტი გულისხმობს თანაამსრულებლობის ორ შემთხვევას: 1). როცა ორი ან მეტი ამსრულებელი წინასწარ შეუთანხმებლად მოქმედებდა ყაჩაღობის ჩასადენად. ამ შემთხვევაში გამორიცხულია თანაამსრულებლობის გარდა სხვა ფორმის არსებობა, რადგან მუხლში საუბარია ორ ან მეტ ამსრულებელზე. 2). როცა ორი ან მეტი პირი წინასწარი შეთანხმებით მოქმედებდა ყაჩაღობის ჩასადენად. ორივე ამ შემთხვევაში ქმედება უნდა დაკვალიფიცირდეს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ პუნქტით. პრაქტიკაში მეორე შემთხვევის დროს კვალიფიკაციისას არ აქცევენ ყურადღებას იმ გარემოებას რომ აქ შესაძლებელია ადგილი ჰქონდეს თანამონაწილეობის იმ ფორმას, სადაც იგულისხმება ორგანიზატორი, წამქეზებელი და დამხმარე, რადგან მუხლის კონსტრუქცია იძლევა იმის საშუალებას, რომ ქმედება დაკვალიფიცირდეს ჯგუფურად ან თანამონაწილეობით, რადგან ყაჩაღობის ჩადენისას შესაძლებელია მონაწილენი შეთანხმდნენ დანაშაულის ჩასადენად და თანაამსრულებლები იყვნენ ან ასევე შეთანხმებულთაგან ერთმა ჩაიდინოს და დანარჩენები იყვნენ თანამონაწილეები. ამიტომ კვალიფიკაციისას უნდა გაირკვეს მონაწილე პირთა როლი დანაშაულის ჩადენისას. თუმცა კვალიფიკაციის დროს ყურადღება უნდა იქნეს გამახვილებული სისხლის სამართლის კოდექსის 25-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, სადაც აღნიშნულია, რომ ორგანიზატორის, წამქეზებლისა და დამხმარის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა განისაზღვრება ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით, ამ მუხლზე მითითებით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ისინი ამავდროულად დანაშაულის თანაამსრულებლები იყვნენ. (მოცემულ შემთხვევაში ე-–---------------ი და ე-–-------------ი თანაამსრულებლები იყვნენ).

 

სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ პუნქტი ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ყაჩაღობისათვის ბინაში უკანონო შეღწევისათვის. ბინაში უკანონოდ შეღწევა, როგორც მაკვალიფიცირებელი ნიშანი გულისხმობს იმას, რომ პირმა ბინაში თუ ოთახში შიგნით უნდა შეაღწიოს, ან შეიძლება არ შევიდეს, მაგრამ რაიმე საშუალებით ფანჯრიდან გარეთ გამოიტანოს ნივთი. თუ ყაჩაღობა ჩადენილია ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით, არ არის აუცილებელი, რომ ყველა თანაამსრულებელი შევიდეს ბინაში. საკმარისია, რომ მათგან თუნდაც ერთი შევიდეს შიგნით და ეს ფაქტი სხვა თანამონაწილეთა განზრახვითაც იყოს მოცული, წინააღმდეგ შემთხვევაში სახეზე იქნება ამსრულებლის ექსცესი. ბინის ცნების განსაზღვრისას გაითვალისწინება, რომ ბინა არის, ის სადაც ადამიანი ცხოვრობს (დაბინავებულია) მუდმივად ან დროებით.

 

სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით დადგენილია, რომ 2018 წლის 05 დეკემბერს, დაახლოებით 22:15 საათზე, ქალაქ რუსთავში, კ--------------- N------–- მდებარე საცხოვრებელ ბინაში ჯგუფურად, საცხოვრებელი ბინის მფლობელის, ე----------------------–---–ის მოტყუებით, უკანონოდ შეაღწიეს ე-–-------------მა, ე-–---------------მა და ი-----–-------–---მა, რა დროსაც წინასწარ განსაზღვრული როლების შესაბამისად ი-----–-------–---ი დანის დემონსტრირებით ჯანმრთელობის დაზიანების - დასახიჩრების მუქარით თავს დაესხა ე---------------------–---–ს და მოსთხოვა ფულისა და ოქროს ნივთების გადაცემა. ე----------------------–---–მა ი-----–-------–---ის მიერ განხორციელებული მუქარა აღიქვა რეალურად, რის გამოც შეშინებულმა ე----------------------–---–მა ი-----–-------–---ს გადასცა მისი კუთვნილი 600 ლარად ღირებული SAMSUNG GALAXY S7 edge ფირმის მობილური ტელეფონი და ფულადი თანხა 100 ლარის ოდენობით. გარდა აღნიშნულისა ე-–-------------სი და ე-–---------------ი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლნენ ე----------------------–---–ის საცხოვრებელ სახლში არსებული კომოდის უჯრებიდან ე----------------------–---–ის კუთვნილ 168 (ას სამოცდარვა) ლარის ღირებულების მაჯის საათს და სხვადასხვა სამკაულს.

 

ამდენად, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულებმა ე-–---------------მა და ე-–-------------მა, ჩაიდინეს დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

 

3. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

ე-–---------------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

 

ა---------––-–----- ე-–-------------ის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენისას იყო ა---------––-–-----ი, ინდივიდუალური შეფასების ანგარიშის მიხედვით მიზანშეწონილია არასრულწლოვნისთვის სასჯელის ისეთი ფორმის შეფარდება, რომელიც დაეხმარება მოზარდს ჩადენილი ქმედების პრევენციაში, სარეაბილიტაციო სერვისის მიღებაში, მომხდარის სიმწვავისა და საკუთარი პასუხისმგებლობის გააზრებაში. ე-–----ს აქვს განსაზღვრული სამომავლო გეგმები, რომლებიც არაა ანტისოციალური. მნიშვნელოვანია, რომ სასჯელმა ხელი არ შეუშალოს ე-–----ის სამომავლო განვითარებას, მის გეგმებს. შეფასებისას არ გამოვლინდა ისეთი ფაქტები, რაც შემფასებელს დააფიქრებდა, რომ მოზარდი საფრთხეს წარმოადგენს საზოგადოებისთვის, არ შეუძლია ემოციის კონტროლი, ან ჩადენილი ქმედების გამოსწორება. ა---------––-–----- ე-–-------------ს დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

 

4. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ. შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო ე-–---------------ის მიმართ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინებს დაზარალებულ ე----------------------–---–ის პოზიციას (ორივე ბრალდებულის მიმართ მოითხოვა მსუბუქი სასჯელის დანიშვნა) ასევე იმ გარემოებას, რომ ბრალდებული წარსულში არ არის შემჩნეული რაიმე კანონსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენაში, ხოლო ა---------––-–----- ე-–-------------ის მიმართ სასჯელის კონკრეტული სახისა და ზომის განსაზღვრისას ყურადღებას მიაქცევს, იმ გარემოებას, რომ მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის მომენტში იგი იყო ა---------––-–-----ი, ითვალისწინებს ინდივიდუალური შეფასების ანგარიშს, დაზარალებულ ე----------------------–---–ის პოზიციას, ასევე იმ გარემოებას, რომ იგი წარსულში არ არის შემჩნეული რაიმე კანონსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენაში და სკოლის ადმინისტრაცია ახასიათებს დადებითად.

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცეს ასევე სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას.

სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. დანაშაულის ყველა კონკრეტულ შემადგენლობას აქვს კანონმდებლის მიერ განსაზღვრული კონკრეტული სანქციის ფარგლები. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს არამარტო ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, არამედ დამნაშავის პიროვნებასაც და გამოძიებასთან თანამშრომლობას.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სისხლის სამართლის პრინციპები კრიმინალიზაციის პროცესის მომწესრიგებელი ნორმატიული მოთხოვნებია, რომელსაც საქმიანობის პროცესში როგორც კანონმდებელი, ასევე სამართალშემფარდებელი (მოსამართლე) მკაცრად უნდა იცავდეს. სისხლის სამართლის ყველა პრინციპი საქმის განმხილველი მოსამართლის საქმიანობას უნდა განსაზღვრავდეს და განსაკუთრებით, ჩადენილი დანაშაულისთვის სასჯელის დანიშვნისას, მათ გადამწყვეტი მნიშვნელობა უნდა მიანიჭოს. მოსამართლემ სისხლის სამართლის კანონი მხოლოდ ამ პრინციპების ზედმიწევნითი დაცვით უნდა გამოიყენოს.

 

სასჯელის დანიშვნისას, სხვა ზოგადსამართლებრივი თუ სისხლის სამართლის პრინციპების დაცვით, სასამართლომ, უპირველეს ყოვლისა, უნდა იხელმძღვანელოს საერთაშორისოდ აღიარებული პრინციპით - „არ არსებობს სასჯელი კანონის გარეშე“ (nulla poena sine lege), რომლის მიხედვითაც დაუშვებელია სასჯელის განსაზღვრა, თუ არა კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში და დადგენილი წესით. ანალოგიურ მოთხოვნას აწესებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსიც, რომლის თანახმად, ქმედების დასჯადობა განისაზღვრება სისხლის სამართლის კანონით, რომელიც მოქმედებდა მისი ჩადენის დროს (სსკ-ის მე-2 მუხლის პირველი ნაწილი). სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით (სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილი).სასამართლო აღნიშნავს, რომ სასჯელის გამოყენება უნდა მოხდეს მხოლოდ კანონით გათვალისწინებული კონკრეტული სანქციის საფუძველზე, ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით, რომელიც, თავის მხრივ, მიღებული და ამოქმედებულია კონსტიტუციითა და კანონმდებლობით დადგენილი საკანონმდებლო ნორმების დაცვით.

 

კანონიერების ზოგადსამართლებრივი პრინციპი სისხლის სამართალში ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად ვლინდება სასჯელის ასპექტით. სასჯელის სახეები ზუსტადაა ჩამოთვლილი სისხლის სამართლის ზოგად ნაწილში, ასევე კონკრეტულად არის მითითებული კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლების სანქციებში. ამდენად, გარდა ზემოაღნიშნული გამონაკლისებისა, თუ მხარეთა შორის არ არის მიღწეული საპროცესო შეთანხმება, ან თუ საკითხი არ ეხება კანონის უკუძალით ამოქმედებას, კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლის სანქციაში მოუხსენიებელი სასჯელის თვითნებურად გამოყენება, თუნდაც პასუხისმგებლობის შემსუბუქების კუთხით, დაუშვებელია, არ გამომდინარეობს მატერიალური სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული დანაწესიდან და პირდაპირ ეწინააღმდეგება კანონის გარეშე სასჯელის დანიშვნის აკრძალვის საერთაშორისო პრინციპს. საქართველოს კონსტიტუციის 63-ე მუხლის პირველი პუნქტი, რომლის თანახმად, მოსამართლე თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და ემორჩილება მხოლოდ კონსტიტუციასა და კანონს, კრძალავს სამოსამართლო სამართალს, როგორც სამართლის წყაროს.

 

ა---------––-–----- ე-–-------------ის მიმართ სასჯელის კონკრეტული სახისა და ზომის განსაზღვრისას სასამართლო იზიარებს გაეროს ბავშვთა უფლებათა კონვენციის მე-3 მუხლის პირველი ნაწილს, რომლის თანახმად: ”ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას.”

 

”გაეროს მინიმალური სტანდარტული წესები არასრულწლოვნათა მიმართ მართლმსაჯულების განხორიცელების შესახებ” (პეკინურ წესები) მე-17 მუხლის ”ა”, ”ბ”, ”გ”, ”დ” ქვეპუნქტების თანახმად, რომელიც სახელმძღვანელო პრინციპია სასამართლო განხილვისას და გადაწყვეტილების გამოტანისას, ზემოქმედების ზომა ყოველთვის უნდა იყოს არა მარტო სამართალდარღვევის სიმძიმისა და გარემოებების პროპორციული, არამედ ასევე ა---------––-–-----ის მდგომარეობის და მოთხოვნების, ასევე საზოგადოების მოთხოვნების პროპორციული, ა---------––-–-----ის პირადი თავისუფლების შეზღუდვა შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ დაწვრილებით განხილვის შემდეგ და უნდა შემოიფარგლოს შესაძლო მინიმუმით, პირადი თავისუფლების შეზღუდვა არ გამოიყენება, თუ ა---------––-–-----ს არ ასამართლებენ სერიოზული ქმედებისათვის სხვა პირის მიმართ ძალადობით ან სხვა სერიოზული სამართალდარღვევის არაერთჯერადი ჩადენისათვის და თუ არ არსებობს სხვა შესაბამისი ზემოქმედების ზომა, ა---------––-–-----ის კეთილდღეობა არის გადამწყვეტი ფაქტორი მისი საქმის განხილვისას.

 

ბავშვის უფლებათა კონვენცია ითვალისწინებს, რომ ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას, პროპორციული პრინციპის შესაბამისად, ა---------––-–-----ის მიერ ჩადენილ დანაშაულზე რეაგირება ყოველთვის უნდა იყოს არამარტო დანაშაულის ვითარებისა და სიმძიმის პროპორციული, არამედ ბავშვის ასაკის, ნაკლები ბრალეულობის, ბავშვის მდგომარეობისა და საჭიროებებისას, ასევე საზოგადოების სხვადასხვა გრძელვადიანი საჭიროების პროპორციულიც, სასჯელის შეფარდების მიზანი უნდა იყოს რეინტეგრაცია, იგი უნდა იყოს კონსტრუქციული და არა სადამსჯელო ხასიათის, საპატიმრო სასჯელთა გამოყენება უნდა მოხდეს უკიდურესი ზომის სახით და რაც შეიძლება შესაფერისი ხანმოკლე ვადით.

 

ა---------––-–-----თა მართლმსაჯულების კოდექსის 75-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, არასრულწლოვნისთვის სასჯელის დანიშვნისას მოსამართლე, პირველ რიგში, ითვალისწინებს მის საუკეთესო ინტერესებს და ინდივიდუალური შეფასების ანგარიშს.

 

ა---------––-–-----თა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ა---------––-–-----ს ვადიანი თავისუფლების აღკვეთა შეიძლება დაენიშნოს, თუ მან მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაული ჩაიდინა ან ის თავს არიდებს არასაპატიმრო სასჯელს ანდა მის მიმართ წარსულში გამამტყუნებელი განაჩენი იქნა გამოტანილი, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად 6-დან 18 წლამდე ასაკის არასრულწლოვნისთვის დანიშნული თავისუფლების აღკვეთის ვადა 1/4-ით მცირდება. ამასთანავე, საბოლოო სასჯელის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 12 წელს.

 

ა---------––-–-----თა მართლმსაჯულების კოდექსის 76-ე მუხლის თანახმად მოსამართლე უფლებამოსილია ა---------––-–-----ს დაუნიშნოს კანონით გათვალისწინებულ ზღვარზე ნაკლები ან სხვა, უფრო მსუბუქი სასჯელი, თუ მის მიმართ წარსულში გამამტყუნებელი განაჩენი გამოტანილი არ ყოფილა და არსებობს შემამსუბუქებელ გარემოებათა ერთობლიობა, რის გამოც მიზანშეწონილია კანონით გათვალისწინებულზე უფრო მსუბუქი სასჯელის დანიშვნა.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო ბრალდებულ ე-–---------------ის მიმართ სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს, დაზარალებულ ე----------------------–---–ის პოზიციას, ასევე იმ გარემოებას, რომ ბრალდებული წარსულში არ არის შემჩნეული რაიმე კანონსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენაში, ხოლო ა---------––-–----- ე-–-------------ის მიმართ სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს, იმ გარემოებას, რომ მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის მომენტში იგი იყო ა---------––-–-----ი, ინდივიდუალური შეფასების ანგარიშს (რომლის მიხედვითაც მიზანშეწონილია ა---------––-–-----ს (ე-–-------------ს) შეეფარდოს ისეთი სასჯელის ფორმა, რომელიც დაეხმარება მოზარდს ჩადენილი ქმედების პრევენციაში, სარეაბილიტაციო სერვისის მიღებაში, მომხდარის სიმწვავისა და საკუთარი პასუხისმგებლობის გააზრებაში), დაზარალებულ ე----------------------–---–ის პოზიციას, ასევე იმ გარემოებას, რომ იგი წარსულში არ არის შემჩნეული რაიმე კანონსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენაში, სასამართლო ასევე ითვალისწინებს ბრალდებულების ე-–---------------ის და ე-–-------------ის მიერ ჩადენილ დანაშაულის საზოგადოებრივ საფრთხეს და მიჩნია, რომ სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების (სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია) მიღწევა უზრუნველყოფილი იქნება ბრალდებულ ე-–---------------ის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის ისეთი სახის სასჯელის დანიშვნით, როგორიცაა თავისუფლების აღკვეთა 08 (რვა) წლის ვადით, ხოლო ა---------––-–----- ე-–-------------ის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის საქართველოს ა---------––-–-----თა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და 76-ე მუხლების გამოყენებით ისეთი სახის სასჯელის დანიშვნით, როგორიცაა თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 225-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით და საქართველოს ა---------––-–-----თა მართლმსაჯულების კოდექსით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ე-–---------------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 08 (რვა) წლის ვადით;

 

2. ე-–---------------ს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს მისი ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან 2018 წლის 07 დეკემბრის 22:35 საათიდან;

 

3. ე-–---------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს;

 

4. ა---------––-–-----ი ე-–-------------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის.

 

5. ა---------––-–-----თა მართლმსაჯულების კოდექსის 59-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, ა---------––-–----- ე-–-------------ის მიმართ სისხლის სამართლის საქმეზე სასჯელის დანიშვნის სხდომა გაიმართოს განაჩენის გამოცხადებიდან არაუგვიანეს 07 (შვიდი) დღისა;

 

6. ეთხოვოს შესაბამის სამსახურს სასჯელის დანიშვნის მიზნით ა---------––-–----- ე-–-------------ის მიმართ ინდივიდუალური შეფასების ანგარიშის მომზადება;

 

7. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის თანახმად, ნივთმტკიცებათა ბედი გადაწყდეს შემდეგნაირად: ე-–-------------ის კუთვნილი მობილური ტელეფონი საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს ე-–-------------ს ან მის მიერ მინდობილ პირს.

 

ე-–---------------ის კუთვნილი მობილური ტელეფონი საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს ე-–---------------ს ან მის მიერ მინდობილ პირს.

 

სისხლის სამართლის საქმეზე დარჩენილი ნივთმტკიცებების - ორი ცალი ჭიქა, ერთი ცალი კოვზი, მოგრძო ფორმის ორნამენტებიანი ყელსაბამი, ყელსაბამი რომბის კულონით, მაჯის საათი, ერთი წყვილი საყურე, ერთი ცალი სამაჯური, „კოკო შანელის“ სუნამო, ი-----–-------–---ის სახლიდან ამოღებული ორი ცალი ზეწარი და მამაკაცის საზაფხულო ფეხსაცმელი, ე----------------------–---–ის სახლიდან ამოღებული სამსუნგის ფირმის მობილური ტელეფონის ყუთი და მისი შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, სამსუნგის ფირმის მობილური ტელეფონი, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული საწოლის ორი ცალი გადასაფარებელი, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული პლასტმასის ყუთი, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული 05 ცალი სიგარეტის ნამწვი, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული სუნის ნიმუშები და ჩაიხანიდან გამოთხოვილი დისკი - ბედი გადაწყდეს ი-----–-------–---ის მიმართ გამოყოფილ სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას.

 

8. განაჩენი კანონიერ ძალაშია მიღებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;

 

9. განაჩენი გარდა სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტისა (ა---------––-–----- ე-–-------------ის დამნაშავედ ცნობის ნაწილი) შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

10. 2019 წლის14 მაისის სასჯელის დანიშვნის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით:

 

11. ე-–-------------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 08 (რვა) წლის ვადით. ა---------––-–-----თა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად დანიშნული სასჯელი შეუმცირდეს 1/4 -ით და განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი ) წლის ვადით, საქართველოს ა---------––-–-----თა მართლმსაჯულების კოდექსის 76-ე მუხლის თანახმად ე-–-------------ს საბოლოოდ განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით;

 

12. ე-–-------------ს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს მისი ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან 2018 წლის 07 დეკემბრის 22:05 საათიდან;

 

13. ე-–-------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს;

 

14. განაჩენი კანონიერ ძალაშია მიღებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;

 

15. ე-–-------------ის მიმართ განაჩენი დამნაშავედ ცნობისა და სასჯელის დანიშვნის ნაწილში შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე მამია ფხაკაძე