განაჩენი

სისხლის სამართლის 28.11.2019
საქმის ნომერი
190100119003134030
თარიღი
28.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1/637-19

(№0-----------)

რუსთავის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

27 ნოემბერი, 2019 წელი ქ. რუსთავი

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია

მოსამართლე მამია ფხაკაძე

სხდომის მდივანი ბადრი ოთარაშვილი

 

ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - ა-----------–---–ი ;

 

დაცვის მხარე:

 

ბრალდებული - ჯ----–----------------–-------------------------------------------–-------–-–-------------------------------–----------–-------–----–----------–------------------–-------------------------–-------–---------------------–---------------------------------------–-–---–------------------------------------------–-------------------------------------------------------------------–--

 

ადვოკატი - ნ-------------ე;

 

თარჯიმანი - ა-----–---------–---–ი;

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით;

 

სხდომის სახე - ღია

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

ჯ----–---–-----ს 2019 წლის 07 იანვარს N------ შემაკავებელი ორდერით, 30 დღის ვადით აეკრძალა ყოფილ მეუღლესთან - ნ----------------თან მიახლოება და ყველა სახის კომუნიკაცია, ასევე აეკრძალა მის საცხოვრებელ სახლთან და ყველა იმ ადგილთან მიახლოება, სადაც იმყოფებოდა ნ----------------ი. 2019 წლის 10 იანვარს, დაახლოებით 20:40 საათზე, ნ----------------ის საცხოვრებელი სახლის (მდებარე - ქ. რუსთავი, მ-----------------------------------------------ი) შესასვლელ კართან, მივიდა ჯ----–---–-----ი და ყოფილ მეუღლესთან დაამყარა კომუნიკაცია, კერძოდ მოსთხოვა კარის გაღება, ხოლო უარის მიღების შემდეგ გამოთქვა უცენზურო სიტყვები, რითაც მან დაარღვია შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული ვალდებულებები.

 

ამ ქმედებისთვის ჯ----–---–-----ს წარედგინა ბრალდება დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

2. მტკიცებულებათა ერთობლიობა

 

გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათის, ფორმა N1 მიხედვით: 2019 წლის 10 იანვარს გამომძიებელ გ------–--–--–---–ის მიერ სისხლის სამართლის N0----------- საქმეზე დაიწყო გამოძიება დანაშაულის ჩადენისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით. ბარათის თანახმად, ნ----------------მა განაცხადა, რომ მისთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფმა მეუღლემ - ჯ----–---–-----მა, რომლის მიმართაც გამოცემული იყო შემაკავებელი ორდერი (30 დღის ვადით), მივიდა მასთან, მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და გაუთიშა ელექტრო ენერგია. (ტ.1 ს.ფ. 1.)

 

სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული N6---- შეტყობინების თანახმად ნ----------------მა განაცხადა, რომ მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფმა მეუღლემ - ჯ----–---–-----მა, რომლის მიმართაც გამოცემული იყო შემაკავებელი ორდერი, დაარღვია და ისევე მივიდა მასთან, მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, გაუთიშა ელექტრო ენერგია და წავიდა. (ტ.1. ს.ფ. 2)

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა, დაზარალებულ ნ----------------ის მამიდა - რ------–---–-----ი, რომელმაც განმარტა, რომ 2019 წლის 10 იანვარს იმყოფებოდა სახლში, რა დროსაც მას დაურეკა ძმისშვილმა - ნ-----------------მა და უთხრა, რომ სასწრაფოდ მისულიყო მასთან სახლში - ქ. რუსთავში (ზუსტი მისამართი არ ახსოვს). საუბარში ნ-----------------ი იყო გაღიზიანებული. რ------–---–-----ი ტელეფონზე საუბრიდან მალევე მივიდა ნ-----------------თან სახლში - ქალაქ რუსთავში. გარკვეულ დროის შემდეგ, როცა სახლში იმყოფებოდნენ მხოლოდ ნ----------------ი და რ------–---–-----ი, ბინის შესასვლელ კარზე გაისმა კაკუნი. კართან მისვლისას რ------–---–-----მა გაიხდა ე.წ. ,,გლაზოკში“ და დაინახა, კარებთან მყოფი ჯ----–---–-----ი, რომელიც ითხოვდა კარების გაღებას. ჯ----–---–-----ს ტანთ ეცვა მუქი ფერის ტყავის ქურთუკი. მოწმის განმარტებით მან დაუძახა ნ-----------------ს და უთხრა, რომ ჯ----–ი იყო მოსული და კარების გაღებას ითხოვდა. რ------–---–-----ის გადმოცემით ჯ----–---–-----ს უნდოდა ნ-----------------თან შერიგება ან ტანსაცმლის წაღება. რ------–---–-----მა მოუწოდა ნ-----------------ს, რომ გაეღო კარი და შერიგებოდა მას, ვინაიდან, იყვნენ ცოლ-ქმარი და მათ შორის ყველაფერი შეიძლებოდა მომხდარიყო. მიუხედავად თხოვნისა ნ-----------------მა კარი არ გააღო, რაზეც ჯ----–---–-----ი გაბრაზდა, შეიგინა უმისამართოდ და წავიდა. ჯ----–---–-----ის წასვლის შემდეგ საცხოვრებელ სახლში დაახლოებით 15 წუთით გაითიშა ელექტრო ენერგია. მოწმემ განმარტა, რომ ნ-----------------ის და ჯ----–---–-----ის კონფლიქტში არასდროს არ ჩარეულა. ზოგადად მათ ჰქონდათ მშვიდი და წყნარი ურთიერთობა. მისთვის უცნობია, მეუღლეებს შორის კონფლიქტის მიზეზი.

 

მოწმემ განმარტა, რომ აქვს მეხსიერების პრობლემები, არ ახსოვს ფაქტთან დაკავშირებით ყველა დეტალი, თუმცა განმარტა, რომ ზუსტად იცის, რომ შემთხვევის დღეს ნ-----------------ის სახლის კარებთან მისული იყო ჯ----–---–-----ი, რადგან ესმოდა მისი ხმა და დაინახა კიდევაც კარის ე.წ. ,,გლაზოკში“. მოწმემ განმარტა, რომ სადარბაზოში იყო განათება.

 

მოწმემ დამატებით განმარტა, რომ როზა დუკაევისა და ჯ----–---–-----ის საქმის თაობაზე პოლიციის განყოფილებაში მხოლოდ ერთხელ არის გამოკითხული, რა დროსაც გამომძიებელს მოუყვა ყველაფერი, რაც მისთვის იყო ცნობილი. მოწმემ დაადასტურა, რომ საქმეში წარმოდგენილ გამოკითხვის ოქმზე არსებული ხელმოწერები ეკუთვნის მას.

 

მოწმემ დამაზუსტებელ კითხვებზე განმარტა, რომ აღნიშნული ფაქტი მოხდა შობის შემდეგ, ზუსტ თარიღს ვერ იხსენებს და ფიქრობს, რომ იყო 08 იანვარი. (ტ.2 ს.ფ.108-112)

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა, პატრულ-ინსპექტორი გ-------–-------ე, რომელმაც განმარტა, რომ 2019 წლის 10 იანვარს, საღამოს საათებში ოჯახური კონფლიქტის თაობაზე მიღებული შეტყობინების საფუძველზე მის მეწყვილესთან ტ------–-–----ესთან ერთად, გავიდა შემთხვევის ადგილზე - ქ. რუსთავში, მ------------------------ში. ადგილზე მისულებს, სადარბაზოს პირველი სართულის კიბეზე შეხვდათ მათვის მანამდე უცნობი მამაკაცი - ჯ----–---–-----ი. შეტყობინებაში მითითებულ საცხოვრებელ ბინაში მათ დახვდათ დაზარალებული და მისი მეგობარი. დაზარალებულმა განმარტა, რომ ჯ----–---–-----ი იყო მისი ყოფილი მეუღლე, რომელმაც დაარღვია შემაკავებელი ორდერის პირობები, მიაკითხა სახლში, უბრახუნებდა კარზე და მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. ამასთანავე ქალბატონი განმარტავდა, რომ ჯ----– ა-–----მა გაუთიშა შუქი, თუმცა მოწმის განმარტებით, ადგილზე მისვლისას ბინაში შუქი იყო. დაზარალებულთან ერთად მყოფმა ქალბატონმა დაადასტურა დაზარალებულის განმარტებები. მოწმემ განმარტა, რომ დაზარალებული ქართულ ენაზე გამართულად საუბრობდა, ხოლო მისი თანმხლები საუბრობდა ხან რუსულად, ხან ქართულად. დაზარალებულისა და მისი თანმხლებისგან მიღებული ინფორმაციის, ასევე დაზარალებულის მიერ წარმოდგენილი შემაკავებელი ორდერის საფუძველზე გააკეთა შეტყობინება კრიმინალურ პოლიციაზე. მოწმის განმარტებით მათ დაახლოებით 30 წუთში დაამთავრეს საჭირო ღონისძიებები, ჩავიდნენ სახლის ეზოში, სადაც სადარბაზოში დახვდათ კვლავ ჯ----–---–-----ი, რომელსაც ესაუბრებოდა კრიმინალური პოლიციის ერთ-ერთ თანამშრომელი.

(ტ.2 ს.ფ. 58-64)

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა, რუსთავის საქალაქო სამმართველოს პირველი განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლი გ-----------------ე, რომელმაც განმარტა, რომ 2019 წლის 10 იანვარს, ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას, რა დროსაც მიიღო შეტყობინება, შემაკავებელი ორდერის დარღვევის ფაქტზე, რასთან დაკავშირებითაც მის თანამშრომელთან - გ------–--–--–---–თან ერთად დაახლოებით 21:00 საათზე მივიდა შემთხვევის ადგილზე (მისასვლელად დაჭირდა დაახლოებით 07 წუთი). უკვე შებინდებული იყო, თუმცა ეზოში იყო ხელოვნური განათება. შემთხვევის ადგილზე მისულებმა შეტყობინებაში მითითებული კორპუსის მეოთხე სადარბაზოს წინ შეამჩნიეს მამაკაცი, რომელიც იჯდა სკამზე, აღნიშნულ მამაკაცში ამოიცნეს ჯ----–---–-----ი, ვინაიდან აღნიშნული პირის მიმართ ხშირად ჰქონდათ ადმინისტრაციული წარმოებები. შემთხვევის ადგილზე მათ მისვლამდე მისული იყო საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი. მისი მეწყვილე გ------–--–--–---–ი, ავიდა შეტყობინებაში მითითებულ საცხოვრებელ ბინაში. თავად - გ-----------------ე კი გაესაუბრა ჯ----–---–-----ს. ჯ----–---–-----მა მასთან საუბარში განმარტა, რომ ნ----------------თან სახლში იყო ასული ტანსაცმლის წამოსაღებად, რითაც დაარღვია შემაკავებელი ორდერის პირობა. ამის შემდეგ საცხოვრებელი ბინიდან დაბრუნდა გ------–--–--–---–ი და სამივე პირი ცალ-ცალკე გადაიყვანეს განყოფილებაში. განყოფილებაში, მოწმის სახით გამოიკითხა ჯ----–---–-----ი, ნ-----------------ი და ნ-----------------ის ნათესავი რ------–---–-----ი. გამოკითხვებს ესწრებოდა რუსული ენის თარჯიმანი, რადგან აღნიშნული პირები არ ფლობდნენ სრულყოფილად ქართულ სამართალწარმოების ენას. მოწმის განმარტებით აღნიშნული საქმის ირგვლივ გამოკითხული ჰყავს ასევე პატრულ-ინსპექტორი და გაფრთხილებული ჰყავს ჯ----–---–-----ი გირაოს თანხის გადახდის შესახებ.

 

მოწმემ დამატებით განმარტა, რომ ნ-----------------ი გამოკითხვისას არ იყო ნასვამ მდგომარეობაში. მოწმემ მის მიერ ჩატარებული ყველა საგამოძიებო მოქმედების კანონიერება დაადასტურა. (ტ.02 ს.ფ.75-79)

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა, რუსთავის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი, გ------–--–--–---–ი, რომელმაც განმარტა, რომ 2019 წლის 10 იანვარს, საღამოს საათებში, პოლიციის პირველ განყოფილებაში მიიღეს საპატრულო პოლიციიდან შეტყობინება, რომლის მიხედვითაც ნ-----------------ის ყოფილმა მეუღლემ დაარღვია შემაკავებელი ორდერის პირობა, მივიდა მასთან სახლში და მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. აღნიშნულზე დაიწყო გამოძიება და მეწყვილესთან გ-----------------ესთან ერთად გავიდა შეტყობინებაში მითითებულ მისამართზე, ქ. რუსთავის, მეგობრობის ქუჩაზე. (მისასვლელად დასჭირდათ დაახლოებით 07 წუთი). შემთხვევის ადგილზე მისულებს კორპუსის, ბოლო სადარბაზოსთან დახვდათ ჯ----–---–-----ი, რომელიც იჯდა სადარბაზოს პირდაპირ არსებულ სკამზე. ეზოში იყო ხელოვნური განათება. ჯ----–---–-----ი იყო აღელვებული, მოწმის განმარტებით, ჯ----–---–-----ს სხვა საქმეებიდან გამომდინარე ადრეც იცნობდნენ. ჯ----–---–-----მა მათ განუმარტა, რომ თავის მეუღლესთან მისული იყო თავის ტანსაცმლის და ნივთების წამოსაღებად. მოწმის განმარტებით თავად (გ------–--–--–---–ი) ავიდა საცხოვრებელ ბინაში, ხოლო მისი მეწყვილე გ-----------------ე დარჩა ჯ----–---–-----თან და ესაუბრებოდა. მოწმის განმარტებით სახლში ასულს დახვდა, ნ-----------------ი და მისი ნათესავი, რომლთაც გამოკითხვებში დაადასტურეს ჯ----–---–-----ის მხრიდან შემაკავებელი ორდერის პირობების დარღვევის ფაქტი. აღნიშნული საქმის ირგვლივ გ------–--–--–---–ის მიერ მოხდა ნ-----------------ისთვის დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილების გაცნობა, ასევე ჯ----–---–-----ისთვის, ბრალის შესახებ დადგენილების გაცნობა და დაცვის მხარისთვის მტკიცებულებების გაცვლა. მოწმემ დამატებით განმარტა, რომ შემთხვევის ადგილზე მათ მისვლამდე მისული იყო საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი. მოწმემ მის მიერ ჩატარებული ყველა საგამოძიებო მოქმედების კანონიერება დაადასტურა. (ტ.02 ს.ფ.49-52)

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა, თ----–-------------, რომელმაც განმარტა, რომ 2019 წლის 10 იანვარს ქართულ-რუსული ენების მცოდნე თარჯიმნის სტატუსით მონაწილეობას ღებულობდა, ნ-----------------ს, რ------–---–-----ის და ჯ----– ა-–----ის, გამოკითხვაში, რა დროსაც მოწმეებმა გამოკითხვის ოქმებზე ხელმოწერით დაადასტურეს მისი სისწორე. 2019 წლის 19 ივლის, ნ-----------------ს უთარგმნა დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილება, რაც დაადასტურა თავისი ხელმოწერით. 2019 წლის 19 ივლისს ასევე, ესწრებოდა გ------–--–--–---–ის მიერ დაზარალებულისთვის - ნ----------------ისთვის, უფლებების განმარტებას და ნ-----------------ის გამოკითხვას. გამოკითხვისას, დაზარალებულმა განმარტა, რომ ჯ----–---–-----ის მიმართ გამოცემული იყო შემაკავებელი ორდერი, რომლის პირობებიც დაარღვია, მივიდა მასთან სახლში და მიაყენე შეურაცხყოფა. ჯ----– ა-–----მა, კი განმარტა, რომ აღნიშნულს ადგილი არ ჰქონია, მისული იყო მხოლოდ ტანსაცმლის წამოსაღებად. 2019 წლის 19 ივლისს გამომძიებელმა, ჯ----–---–-----ს გააცნო დადგენილება ბრალდების შესახებ, რაც მან უთარგმნა ქართული ენიდან რუსულ ენაზე. ასევე ესწრებოდა ჯ----–---–-----ის ბრალდებულის სახით გამოკითხვას.

 

მოწმემ დაადასტურა მის მონაწილეობით შედგენილი დოკუმენტების ნამდვილობა. (ტ.02.ს.ფ.47-48)

 

სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული N------ შემაკავებელი ორდერის მიხედვით, შემაკავებელი ორდერი შედგენილია პატრულ ინსპექტორის ტ------–-–----ის მიერ, 2019 წლის 07 იანვარს 22:10 საათზე, ქ. რუსთავში, მეგობრობის N------ში.

 

ორდერის შედგენის საფუძველში აღნიშნულია - ნ----------------ის გადმოცემით არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი ჯ----–---–-----ი მასზე ახდენს ფსიქოლოგიურ ზეწოლას და მოითხოვა ამ მოტივით შემაკავებელი ორდერის გამოცემა. შემაკავებელი ორდერი გაცემულია 30 (ოცდაათი) დღის ვადით მოძალადე ჯ----–---–-----ის მიმართ (-------------). მსხვერპლს წარმოადგენს ნ----------------ი. ძალადობის ფორმაში მთითებულია ფსიქოლოგიური ძალადობა. ორდერის მიხედვით მოძალადეს აეკრძალა იმ სახლთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი ცხოვრობს; აეკრძალა მსხვერპლთან, მის სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფება; მოძალადეს აეკრძალა მსხვერპლთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია მათ შორის ტელეფონის, სოციალური ქსელის და სხვა ტექნიკური საშუალების გამოყენებით. ოქმს თან ერთვის მსხვერპლის და პატრულ-ინსპექტორის ხელმოწერა, მოძალადემ ორდერის ხელისმოწერაზე უარი განაცხადა. (ტ.01.ს.ფ.78-84)

 

სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა ნ-----------------მა ისარგებლა მისთვის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა მისი ოჯახის წევრის (არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მეუღლის) ჯ----–---–-----ის დანაშაულში მამხილებელი ჩვენების მიცემაზე. ( ტ.2. - ს.ფ. 32-34)

 

დაზარალებულ ნ-----------------ის სასამართლო სხდომაზე ჩვენების მიუცემლობის სამართლებრივ შედეგებზე მსჯელობისას საყურადღებოა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილი, რომლის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ, ამდენად სასამართლო მიიჩნევს, რომ დაზარალებულის მიერ გამოძიებისთვის მიწოდებული ინფორმაცია, რომელიც დაცვის მხარის მიერ სადაოდ იქნა მიჩნეული საქმის წინასასამართლო სხდომაზე ვერ იქნება საქმეზე მტკიცებულებითი ძალის მქონე ინფორმაცია, რასაც შესაძლოა დაეყრდნოს სასამართლო პირის დამნაშავედ ცნობის საკითხის გადაწყვეტისას.

 

ბრალდებულმა ჯ----–---–-----მა წარდგენილ ბრალდებაში არ სცნო თავი დამნაშავედ და ისარგებლა მისთვის კანონით მინიჭებული დუმილის უფლებით.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

სასამართლო განმარტავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლი მოითხოვს, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა სრულად, დამოუკიდებლად და სრულფასოვნად შეისწავლონ და შეაფასონ იმ მტკიცებულებების დასაშვებობა და სანდოობა, რომელიც განსაზღვრავს ბრალდებულის ბრალეულობის საკითხს. უდანაშაულობის პრეზუმფციის და ბრალდებულის უფლების გათვალისწინებით, რომ ჰქონდეს საშუალება გამოიკვლიოს მისი მამხილებელი ნებისმიერი მტკიცებულება, სისხლის სამართლის სასამართლომ საქმე უნდა განიხილოს სრულად, დამოუკიდებლად და დეტალურად მოახდინოს მტკიცებულებების დასაშვებობისა და სანდოობის შეფასება.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3811-ე მუხლი პასუხისმგებლობას აწესებს ისეთი მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებისათვის, როგორიცაა შემაკავებელი ან დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა. აღნიშნული ნორმით დაცულია ოჯახის წევრთა უფლებრივი თანასწორობა, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ხელშეუხებლობა, ამასთან პასუხისმგებლობის საფუძველია სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოს კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი 111 მუხლით პასუხისმგებლობა დადგენილია ოჯახური დანაშაულისათვის, კერძოდ: ოჯახური დანაშაული ნიშნავს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ამ კოდექსის 109-ე, 115-ე, 117-ე, 118-ე, 120-ე, 126-ე, 1331, 1332, 137-ე−141-ე, 143-ე, 144-ე−1443, 149-ე−1511, 160-ე, 171-ე, 187-ე, 253-ე−2551, 3811 და3812 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. ოჯახური დანაშაულისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა განისაზღვრება ამ მუხლში აღნიშნული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით, ამ მუხლზე მითითებით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 111 მუხლის შენიშვნის თანახმად ამ კოდექსის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

შემაკავებელი ორდერის გამოცემის წესი და მოქმედების ვადა განისაზღვრება „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით. „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის თანახმად, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტზე ოპერატიული რეაგირებისათვის უფლებამოსილი ორგანოს მიერ მსხვერპლის დაცვისა და მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად შესაძლებელია დროებითი ღონისძიების სახით გამოიცეს შემაკავებელი ორდერი ან დამცავი ორდერი. პოლიციის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ მსხვერპლის დაცვისა და მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად დროებითი ღონისძიების სახით შემაკავებელი ორდერის გამოცემა სავალდებულოა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, 109-ე, 115-ე, 117-ე, 118-ე, 120-ე, 126-ე, 137-ე და 138-ე მუხლებით, 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტითა და მე-4 ნაწილით, 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ი“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილით, 144 1−144 3 და 151-ე მუხლებით, 160-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილით და 381 1 მუხლით გამოძიების დაწყების ან გამოძიების მიმდინარეობის შემთხვევაში. შემაკავებელი ორდერი არის პოლიციის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ გამოცემული აქტი, რომლითაც განისაზღვრება ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის შემთხვევაში მსხვერპლის დაცვის დროებითი ღონისძიება.

 

დაცვის მხარემ თავის დასკვნით სიტყვაში ეჭვქვეშ დააყენა ფაქტის შემსწრე მოწმის რ------–---–-----ის სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენება და განმარტა, რომ მის მიერ მიცემული ჩვენება არ არის სანდო, ვინაიდან, მოწმეს აქვს მეხსიერებასთან დაკავშირებული პრობლემები, რაც თავად მოწმესაც არ უარყვია, გამომდინარე აქედან მისი ჩვენება სასამართლოს მიერ ობიექტურად არ უნდა იქნეს გაზიარებული.

 

სასმართლო ფაქტის შემსწრე პირდაპირი მოწმის როზა წიკალურის ჩვენების სარწმუნოობასთან დაკავშირებით განმარტავს, რომ მოწმემ სასამართლო სხდომაზე ზუსტად ასახა ის ფაქტი, რაც განვითარდა 2019 წლის 10 იანვარს, მიუხედავად იმისა, რომ მოწმე სასამართლოში ჩვენების მისაცემად სასამართლოს განჩინებით იძულების წესით იქნა წარმოდგენილი (ამასთან ის ჩვენების მიცემისას აშკარად ცდილობდა ჯ----–---–-----ის სასარგებლო ჩვენების მიცემას) მის ჩვენებაში გამოიკვეთა ის ძირითადი ფაქტორები, რაც აუცილებელია აღნიშნული კატეგორიის საქმეზე სარწმუნო და ობიექტური რწმენის ჩამოსაყალიბებლად. რ------–---–-----ის სასამართლოში მიცემული ჩვენების სარწმუნოობა ასევე გამყარებულია სხდომაზე დაკითხული პოლიციის თანამშრომლების გ-------–-------ის, გ-----------------ის და გ------–--–--–---–ის ჩვენებებით, რომლებმაც დაადასტურეს ჯ----–---–-----ის 2019 წლის 10 იანვარს ნ-----------------ის ბინასთან ყოფნის ფაქტი, რითაც ხაზი გაუსვეს მისი მხრიდან შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული პირობის დარღვევა.

 

სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ მოწმეების რ------–---–-----ის, გ-------–-------ის, გ-----------------ის, გ------–--–--–---–ის ჩვენებითა და N------ შემაკავებელი ორდერით, რომელის გამოცემის და მხარეთათვის გაცნობის ფაქტი მხარეებს სადაოდ არ გაუხდიათ დადგინდა, რომ 2019 წლის 07 იანვარს ჯ----–---–-----ს შემაკავებელი N------ ორდერით აეკრძალა ყოფილ მეუღლესთან - ნ----------------თან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია, ასევე მის საცხოვრებელ სახლთან და ყველა იმ ადგილთან მიახლოება სადაც ის, თუმცა მიუხედავად აღნიშნულისა 2019 წლის 10 იანვარს, დაახლოებით 20:40 საათზე, ნ----------------ის საცხოვრებელი სახლის - ქ. რუსთავი, მ-----------------------------------------------ის კართან, მივიდა ჯ----–---–-----ი და ყოფილ მეუღლესთან დაამყარა კომუნიკაცია ამასთან გამოთქვა შეურაცხმყოფელი სიტყვები, რითაც მან დაარღვია შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული ვალდებულებები.

 

სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებები, თითოეული მათგანი შეაფასა საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა დასკვნამდე, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, საკმარისია ბრალდებულ ჯ----–---–-----ის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ქმედებაში დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

ჯ----–---–-----ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ. შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ასევე ყურადღებას მიაქცეს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას.

სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. დანაშაულის ყველა კონკრეტულ შემადგენლობას აქვს კანონმდებლის მიერ განსაზღვრული კონკრეტული სანქციის ფარგლები. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს არამარტო ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, არამედ დამნაშავის პიროვნებასაც და გამოძიებასთან თანამშრომლობას.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სისხლის სამართლის პრინციპები კრიმინალიზაციის პროცესის მომწესრიგებელი ნორმატიული მოთხოვნებია, რომელსაც საქმიანობის პროცესში როგორც კანონმდებელი, ასევე სამართალშემფარდებელი (მოსამართლე) მკაცრად უნდა იცავდეს. სისხლის სამართლის ყველა პრინციპი საქმის განმხილველი მოსამართლის საქმიანობას უნდა განსაზღვრავდეს და განსაკუთრებით, ჩადენილი დანაშაულისთვის სასჯელის დანიშვნისას, მათ გადამწყვეტი მნიშვნელობა უნდა მიანიჭოს. მოსამართლემ სისხლის სამართლის კანონი მხოლოდ ამ პრინციპების ზედმიწევნითი დაცვით უნდა გამოიყენოს.

 

სასჯელის დანიშვნისას, სხვა ზოგადსამართლებრივი თუ სისხლის სამართლის პრინციპების დაცვით, სასამართლომ, უპირველეს ყოვლისა, უნდა იხელმძღვანელოს საერთაშორისოდ აღიარებული პრინციპით - „არ არსებობს სასჯელი კანონის გარეშე“ (nulla poena sine lege), რომლის მიხედვითაც დაუშვებელია სასჯელის განსაზღვრა, თუ არა კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში და დადგენილი წესით. ანალოგიურ მოთხოვნას აწესებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსიც, რომლის თანახმად, ქმედების დასჯადობა განისაზღვრება სისხლის სამართლის კანონით, რომელიც მოქმედებდა მისი ჩადენის დროს (სსკ-ის მე-2 მუხლის პირველი ნაწილი). სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით (სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილი). სასამართლო აღნიშნავს, რომ სასჯელის გამოყენება უნდა მოხდეს მხოლოდ კანონით გათვალისწინებული კონკრეტული სანქციის საფუძველზე, ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით, რომელიც, თავის მხრივ, მიღებული და ამოქმედებულია კონსტიტუციითა და კანონმდებლობით დადგენილი საკანონმდებლო ნორმების დაცვით.

 

კანონიერების ზოგად სამართლებრივი პრინციპი სისხლის სამართალში ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად ვლინდება სასჯელის ასპექტით. სასჯელის სახეები ზუსტადაა ჩამოთვლილი სისხლის სამართლის ზოგად ნაწილში, ასევე კონკრეტულად არის მითითებული კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლების სანქციებში. ამდენად, გარდა ზემოაღნიშნული გამონაკლისებისა, თუ მხარეთა შორის არ არის მიღწეული საპროცესო შეთანხმება, ან თუ საკითხი არ ეხება კანონის უკუძალით ამოქმედებას, კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლის სანქციაში მოუხსენიებელი სასჯელის თვითნებურად გამოყენება, თუნდაც პასუხისმგებლობის შემსუბუქების კუთხით, დაუშვებელია, არ გამომდინარეობს მატერიალური სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული დანაწესიდან და პირდაპირ ეწინააღმდეგება კანონის გარეშე სასჯელის დანიშვნის აკრძალვის საერთაშორისო პრინციპს. საქართველოს კონსტიტუციის 63-ე მუხლის პირველი პუნქტი, რომლის თანახმად, მოსამართლე თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და ემორჩილება მხოლოდ კონსტიტუციასა და კანონს, კრძალავს სამოსამართლო სამართალს, როგორც სამართლის წყაროს.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ჯ----–---–-----ის მხრიდან ჩადენილი დანაშაულის საზოგადოებრივი საფრთხის, ხასიათის (ჯ----–---–-----მა მართალია დაარღვია შემაკავებელი ორდერის პირობები, თუმცა მისი მხრიდან არ დასტურდება მომეტებული აგრესიის გამოვლენის ფაქტი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევა შესაძლებელი იქნება ისეთი სახის სასჯელის დანიშვნით, როგორიცაა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 190 (ასოთხმოცდაათი) საათის ხანგრძლივობით.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 225-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ჯ----–---–-----ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 190 (ასოთხმოცდაათი) საათის ხანგრძლივობით, რომლის სახესაც განსაზღვრავს პრობაციის ბიურო მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;

 

2. ჯ----–---–-----ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს;

 

3. განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;

 

4. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე მამია ფხაკაძე