განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1/634-19
(№0-----------)
რუსთავის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
08 ნოემბერი, 2019 წელი ქ. რუსთავი
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია
მოსამართლე მამია ფხაკაძე
სხდომის მდივანი ქეთევან ინასარიძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ა-----------–---–ი ;
დაცვის მხარე:
ბრალდებული - გ--------------------------–---–- დაბადებული 11.02.1----–--–--------------–----------–------------------------–----–----------–---------------------–-------------–-----------------------------------–------------------------–---------------------------------------------–---–---------------–-;
ადვოკატი - მ----------ე;
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით;
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
2019 წლის 09 ივლისს, დაახლოებით 12:00 საათზე, ქალაქ რუსთავში, მ----–---–--------------–- არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფმა მეუღლეებმა ე-------------------–-–---–მა და გ-------------–---–მა იკამათეს, ვინაიდან ე-------------------–-–---–მა მაღაზიის განკარგვასთან დაკავშირებულ საკითხებზე დამოუკიდებლად მიიღო გადაწყვეტილება, რის გამოც გ-------------–---–მა მას ერთხელ სახეზე, ხოლო შემდეგ რამდენჯერმე დაარტყა ხელი თავის, მკლავისა და მარცხენა მხარის არეში, რის შედეგადაც ე-------------------–-–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
ამ ქმედებისთვის გ-------------–---–ს წარედგინა ბრალდება დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.
2. მტკიცებულებათა ერთობლიობა
გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათის, ფორმა N1 მიხედვით: 2019 წლის 15 ივლისს რუსთავის საქალაქო სამმართველოს პირველი განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელ ლ-----------ს მიერ სისხლის სამართლის N0----------- საქმეზე დაიწყო გამოძიება დანაშაულის ჩადენისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით. ბარათის თანახმად, 2019 წლის 09 ივლისს, ქ. რუსთავში მ-----------------------ში მცხოვრებ ე-------------------–-–---–ს მეუღლემ გ-------------–---–მა მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა (ტ.1 ს.ფ. 1.)
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული ე-------------------–-–---–ის 2019 წლის 15 ივლისის განცხადების თანახმად - ე-------------------–-–---–ი 02 წელიწად ნახევარი იმყოფება არარეგისტრირებულ ქორწინებაში 1977 წელს დაბადებულ გ-------------–---–თან, რომელთან ერთადაც ცხოვრობს რუსთავის მ----–---–------------------ში. მიმდინარე წლის 09 ივლისს, მეუღლემ გ-------------–---–მა ურთიერთ შელაპარაკების დროს, მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რის შემდეგაც აღენიშნება დაზიანებები. ე-------------------–-–---–ი ითხოვს შესაბამის რეაგირებას, შემაკავებელი ორდერის გამოცემას, რადგანაც გ-------------–---–ის მხრიდან ადგილი აქვს ფიზიკური შეურაცხყოფის მუქარას და ვინაიდან იგი ნასამართლევია მკვლელობის მცდელობაზე, მისგან ყველაფერი მოსალოდნელია. (ტ.1. ს.ფ.02)
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა, დაზარალებული ე-------------------–-–---–ი, რომელმაც განმარტა, რომ 2017 წლის 11 თებერვლიდან გ-------------–---–თან იმყოფება არარეგისტრირებულ ქორწინებაში და ცხოვრობს ქალაქ რუსთავში მ----–---–-------------ში, მეუღლის სახლში, დედამთილთან - მ------------–---–თან და მეუღლესთან - გ-------------–---–თან ერთად. ე-------------------–-–---–ს აქვს ოჯახური ბიზნესი, კერძოდ მაღაზია, რომელშიც თავადაც მუშაობს. აღნიშნული ბიზნესი წამოიწყო თავად, ბანკიდან გამოიტანა სესხი, რომელიც მის სახელზე იყო გაფორმებული. ფართი, კი სადაც ჰქონდათ გახსნილი მაღაზია იყო მისი ქმრის საკუთრება. მოწმის განმარტებით, 2019 წლის 09 ივლისს იყო მისი ბიძის დაბადების დღე და უნდა წასულიყვნენ კასპის რაიონის სოფელ ხოვლეში. მეუღლესთან მოლაპარაკებული, იყო რომ მაღაზიაში მის მაგივრად სხვას დატოვებდა თავად და გ-------------–---–ი კი წავიდოდნენ ბიძამისის დაბადების დღეზე. ე-------------------–-–---–მა მაღაზიის დროებით გადასაბარებლად დაურეკა ახლობელს. ახლობლის მისვლის შემდეგ გააკეთა მაღაზიის აღწერა. აღწერის პროცესში მას დაურეკა გ-------------–---–მა და უთხრა, რომ სასწრაფოდ ასულიყო სახლში, რადგან წასასვლელები იყვნენ თან ეჩხუბებოდა და ეუბნებოდა თუ რატომ იყო მისი ტუფლი გასაწმენდი. როდესაც სახლში ავიდა, გ-------------–---–მა უთხრა, რომ მაღაზიაში უნდა ჩასულიყო დედამისი, რაზეც ე-------------------–-–---–მა უთხრა, რომ მაღაზიაში ახლობელი დატოვა და ვეღარ ეტყოდა უარს, აღნიშნული პასუხი გ-------------–---–ს არ მოეწონა და უთხრა რომ ოჯახში ის იყო უფროსი და მოუქნია ხელი, რაც ე-------------------–-–---–ს მოხვდა თავის არეში. მოწმის განმარტებით დარტყმის მომენტში ის სააბაზანოში იმყოფებოდა და წმენდა ტუფლს. ე-------------------–-–---–ს დარტყმის მომენტი არ ახსოვს კარგად, თუმცა თავადაც გაიქნია გ-------------–---–ის მიმართულებით ხელი. აღნიშნულზე, გ-------------–---–მა უთხრა, რომ ,,კიდევ შენ მირტყავო“, ,,ვინ მოგცა გადაწყვეტილების მიღების უფლება, რატომ გადაწყვიტე თავად“ ,,მაღაზიაში დედა ჩავაო “.
მოწმის განმარტებით ისინი ერთმანეთს უყვიროდნენ, ამის შემდეგ გ-------------–---–მა შეიყვანა მისაღებ ოთახში დაარტყა კიდევ ერთხელ ხელი და დაუჭირა ხელები. ე-------------------–-–---–ი ცდილობდა გათავისუფლებას, რა დროსაც გ-------------–---–მა კიდევ დაარტყა ხელი. გ-------------–---–ი ძირითადად ურტყამდა თავის არეში. მოწმის განმარტებით შემდეგ გ-------------–---–მა შეიყვანა საძინებელ ოთახში, დაუჭირა ხელები ერთი ხელით, ხოლო მეორე ხელი კვლავ დაარტყა. ამ დროს ე-------------------–-–---–ი ცდილობდა მისგან გათავისუფლებას, რა დროსაც დაუხია პერანგი. აღნიშნულს შეესწრო გ-------------–---–ის დედა, იგი შევიდა საძინებელში და ეუბნებოდა თავის შვილს, ,,რას აკეთებ, სირცხვილია ხალხი გაიგებსო“,. გ-------------–---–მა გაიყვანა დედა სხვა ოთახში და თვითონაც გავიდა.
მოწმის განმარტებით ამის მერე მან დაურეკა დედას და ძმას და სთხოვა დახმარება, რადგან ცუდ სიტუაციაში იყო. ჩაალაგა ტანსაცმელი რა დროსაც დაურეკა მეგობარმა-მ--------–----ემ, რომლსაც მოუყვა, რაც მოხდა და დაახლოებით 20 წუთში წავიდა მ--------–----ესთან. წასვლისას შევიდა მაღაზიაშიც და გამყიდველს უთხრა, რომ მიდიოდა და ნავაჭრი არ მიეცა გ-------------–---–ისთვის. ძალადობის შედეგად მას მარცხენა და მარჯვენა მკლავის არეში ჰქონდა დალურჯებები, ასევე დალურჯებული ჰქონდა მარცხენა მხარი და სახის მიდამო, მარცხენა თვალის ქუთუთოსთან. მოწმის განმარტებით მან სამედიცინო შემოწმების პირველ შეთავაზებაზე უარი განცხადა, რადგან არ უნდოდა მისი მეუღლის გ-------------–---–ის ცუდ საქციელზე, თავადაც ცუდით ეპასუხა, თუმცა მას შემდეგ რაც მიხვდა, რომ ბანკის ვალი მარტოს ჰქონდა გადასახდელი და გ-------------–---–მა დატოვა ქუჩაში, გადაწყვიტა რომ მომხდარი განეცხადებინა პოლიციაში.
მოწმემ განმარტა, რომ მის სხეულზე არსებული დაზიანებები ნანახი ჰქონდა დედას, ძმას და მეგობარს - მ--------–----ეს. დარტყმები ეტკინა, იყო შოკში, რადგან პირველად მოხდა, რომ მას ვიღაცამ დაარტყა, დარტყმის შედეგად მას თავი ჰქონდა დაბუჟებული.
მოწმემ დამატებით განმარტა, რომ 2019 წლის 09 ივლისს წაიღო მხოლოდ ტანსაცმელი, ხოლო 2019 წლის 10-11 ივლისს ასევე წაიღო თავისი პირადი ნივთები. 2019 წლის 15 ივლისს მომხდარის შესახებ დაწერა განცხადება პოლიციაში. (ტ.2 ს.ფ.22-35)
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა, დაზარალებულ ე-------------------–-–---–ის დედა - დ-----------------–-–---–ი, რომელმაც განმარტა, რომ მისი ქალიშვილი ე-------------------–-–---–ი 2 წელზე მეტია ქორწინებაში იმყოფება გ-------------–---–თან და ცხოვრობდა ქ. რუსთავში. მათთან ერთად ბინაში ცხოვრობდა გ-------------–---–ის დედა - მ------------–---–ი. 2019 წლის 09 ივლისს ე-------------------–-–---–ი უნდა ჩასული მასთან სოფელში გორის რაიონის სოფელ ხოვლეში და ერთად უნდა წასულიყვნენ მისი ძმის დაბადების დღეზე. იმავე დღეს დაახლოებით 13:00 საათზე მას დაურეკა ე-------------------–-–---–მა და უთხრა, რომ სასწრაფოდ ჩასულიყო მასთან ქ. რუსთავში, ვინაიდან, სჭირდებოდა მისი დახმარება. მოწმის განმარტებით ე-------------------–-–---–ის ზარიდან მალევე მისი შვილის ა/მანქანით წამოვიდა ქ. რუსთავში და დაახლოებით 14:00 საათზე იყვნენ უკვე ქ. რუსთავში. მოწმის განმარტებით ე-------------------–-–---–ი მის მიერ მითითებულ მისამართზე დახვდათ, ის ტიროდა და იყო გაბრაზებული. დ-----------------–-–---–ი ცდილობდა სიტუაციაში გარკვევას, თუ რის გამო ტიროდა ე---------ე, ე---------ემ განუმარტა, რომ ვინაიდან სოფელში დაბადების დღეზე აპირებდნენ წასვლას, მაღაზიაში მის მაგივრად მიიყვანა ქალი - გამყიდველი, აღნიშნულზე გ-------------–---–ი გაბრაზდა და უთხრა, რატომ არ სთხოვა დედამისს მაღაზიაში დარჩენა. ე-------------------–-–---–მა კი უპასუხა, რომ დედამისს არ ელაპარაკება და შესაბამისად მას ვერ სთხოვდა მაღაზიაში დარჩენას. აღნიშნულზე გაბრაზებულმა გ-------------–---–მა ცემა ე-------------------–-–---–ი. მოწმის განმარტებით ე-------------------–-–---–ს დალურჯებული ჰქონდა მარცხენა ყური, მკლავი და თვალი, ასევე ჰქონდა სისხლჩაქცევები. მოწმის განმარტებით ამის შემდეგ ისინი ავიდნენ გ-------------–---–თან სახლში, ე---------ე ქ-------–-–---–ს უნდა წამოეღო თავისი ნივთები. მოწმის განმარტებით, როდესაც ის შევიდა გ-------------–---–ის სახლში მას დახვდა გ-------------–---–ის დედა მ-----------–---–ი, რომელსაც უთხრა - ,,დიდი მადლობა, ერთი ბავშვი ჩაგაბარეთ და იმასაც ვერ მოუარეთო.“ გ-------------–---–ი სახლში არ დახვედრია. მათ წამოიღეს ე-------------------–-–---–ის ნივთები და წავიდნენ სოფელში, სადაც ე---------ე დარჩა 03 დღე. 03 დღის შემდეგ ისევ ჩამოვიდნენ ქ. რუსთავში, მივიდნენ ე---------ეს მიერ გახსნილ მაღაზიაში, სადაც ე---------ემ ითხოვა თავისი ფული, მ-----------–---–მა უთხრა, რომ თავად ვერ მისცემდა ვერაფერს და დაურეკა გ-------------–---–ს. ადგილზე მივიდა გ-------------–---–იც, რომელმაც გადმოუყარა რაღაც ნივთები და ყვირილით ეჩხუბებოდა. მოწმის განმარტებით ამის შემდეგ ე-------------------–-–---–ი არ დაბრუნებულა სოფელში, იგი საცხოვრებლად დარჩა მის მეგობართან ქ. რუსთავში.
მოწმემ დამატებით განმარტა, რომ ე-------------------–-–---–ი გ-------------–---–ს თხოვდა მიეცა მისთვის მაღაზია ,,სარდაფი“ ან გადაეხადა ბანკის ვალი. გ-------------–---–ი თავიდან დათანხმდა და უთხრა, რომ მისცემდა სარდაფს, შემდეგ კი უარი განუცხადა. მოწმემ განმარტა, რომ სადაო ბანკის ვალს დღეის მდგომარეობითაც იხდის ე-------------------–-–---–ი. (ტ.02 ს.ფ.48-52)
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა, დაზარალებულ ე-------------------–-–---–ის მეგობარი - მ--------–----ე, რომელმაც განმარტა, რომ 2019 წლის 09 ივლისს ორჯერ ესაუბრა ე-------------------–-–---–ს, პირველი საუბრისას ე-------------------–-–---–მა უთხრა, რომ მიდიოდა დაბადების დღეზე. მეორედ, რომ დაურეკა შუადღისას ე-------------------–-–---–ს ჰქონდა აღელვებული ხმა, ტიროდა, აშკარა იყო რომ მოუვიდა ჩხუბი. როდესაც მან ჰკითხა ე---------ეს რა მოუვიდა, ე---------ემ უპასუხა, რომ მეუღლესთან (გ-------------–---–თან) მოუვიდა უთანხმოება, რა დროსაც გ-------------–---–ი მას ხელით შეეხო. მ--------–----ემ შესთავაზა პატრულში დარეკვა, მაგრამ ე-------------------–-–---–მა უთხრა, რომ არ დარეკა პატრულში (რადგან არ უნდოდა პრობლემები შეექმნა მეუღლისთვის) და მასთან მივიდოდა სახლში. როდესაც, ე-------------------–-–---–ი მივიდა მასთან ის იყო აღელვებული, კანკალებდა, ჰქონდა ტუჩი გახეთქილი, შუბლის არეში მარცხენა მხარეს და მარცხენა თვალი ჰქონდა დაწითლებული, მარცხენა ყურზე ჩამოწყვეტილი ჰქონდა საყურე ემჩნეოდა მცირედი სისხლის კვალი, ხოლო მარცხენა ხელის მკლავის არე ჰქონდა დალურჯებული. მოწმის განმარტებით როდესაც დაინტერესდა, თუ რასთან დაკავშირებით მოუვიდათ კონფლიქტი, ე---------ემ განუმარტა, რომ მაღაზიაში მის მაგივრად ერთი დღით დატოვა გამყიდველი ქალი, რასთან დაკავშირებითაც მეუღლესთან მოუვიდათ ჩხუბი, ვინაიდან, მაღაზიაში ჩასვლა ნდომებია მის დედამთილს. მოწმის განმარტებით ე-------------------–-–---–ის გადმოცემით გ-------------–---–მა პირველად ხელი დაარტყა სააბაზანოში და შემდეგ საძინებელ ოთახში.
(ტ.2 ს.ფ.35-41)
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა, შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის პირველი განყოფილების უბნის ინსპექტორ გამომძიებელი, ლ-----–----ე, რომელმაც განმარტა, რომ 2019 წლის 15 ივლისს განყოფილებაში გამოცხადდა ე-------------------–-–---–ი, რომელმაც განცხადა, რომ მასზე მეუღლემ განახორციელა ფიზიკური ძალადობა. აღნიშნულზე დაიწყო გამოძიება. ლ-----–----ემ გამოსცა შემაკავებელი ორდერი. მოწმემ განმარტა, რომ მსხვერპლის გამოკითხვის კითხვარის შევსებისას, დაგროვდა ქულათა ისეთი რაოდენობა, რომლის მიხედვითაც აუცილებელი გახდა შემაკავებელი ორდერის გამოცემა, რადგან იყო ძალადობის განმეორების მაღალი რისკი. შემაკავებელი ორდერი გამოიცა ორდერის კითხვარის და გამოკითხვის საფუძველზე. ე-------------------–-–---–მა განმარტა, რომ მისმა მეუღლემ- გ-------------–---–მა მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა მარცხენა მკლავზე და კიდურზე. ე-------------------–-–---–ს დაზიანების კვალი ეტყობოდა მარცხენა მკლავზე და კიდურზე. (ტ.02 ს.ფ.63-65)
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა, შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის დეპარტამენტის პირველი განყოფილების გამომძიებელი - ლ-----------, რომელმაც განმარტა, რომ 2019 წლის 15 ივლისს, ე-------------------–-–---–ის განცხადების საფუძველზე დაიწყო გამოძიება. განცხადების თანახმად გ-------------–---–მა მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა ე-------------------–-–---–ს. აღნიშნული საქმის ირგვლივ მოწმის სახით გამოიკითხა ე-------------------–-–---–ი, ე-------------------–-–---–ისთვის მიყენებული დაზიანების დასადგენად დაინიშნა სასამართლო სამედიცო ექსპერტიზა. მოწმის განმარტებით ე-------------------–-–---–ს ვიზუალური დათვალიერებით მარცხენა მხარზე და მკლავზე აღენიშნებოდა სილურჯეები. ე-------------------–-–---–მა თავიდან, სამედიცინო შემოწმებაზე უარი განაცხადა, რადგან არ უნდა გ-------------–---–ი მკაცრად დაესაჯათ, ითხოვდა მხოლოდ რეაგირებას. ხოლო მეორედ დანიშნულ სამედიცინო ექსპერტიზაზე თავის ნებით წავიდა. მოწმემ ასევე განმარტა, რომ საქმის ირგვლივ გამოკითხული ჰყავს ე-------------------–-–---–ის ოჯახის წევრები: დედა, მეგობარი და გ-------------–---–ის დედა. მოწმემ მის მიერ ჩატარებული ყველა საგამოძიებო მოქმედების კანონიერება დაადასტურა (ტ.02 ს.ფ.65-67)
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა, სამედიცინო ექსპერტიზის დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამედიცინო ექსპერტიზის განყოფილების ექსპერტი, გ----------------–---–ი, რომელმაც დაადასტურა მის მიერ 2019 წლის 17 სექტემბერს გაცემულის ექსპერტის N--------- დასკვნის სისწორე, რომლის მიხედვითაც: პირადი გასინჯვის მონაცემებით (17.07.2019 წ.) ე-------------------–-–---–ს აღენიშნება სისხლჩაქცევები: მარცხენა მხრის სახსრის მიდამოში, მარცხენა მხრის შუა მესამედის წინა/გარეთა ზედაპირებზე, მარცხენა იდაყვის სახსრის უკანა ზედაპირზე, მარცხენა წინა მხრის შუა მესამედის წინა ზედაპირზე, მარჯვენა იდაყვის სახსრის გარეთა ზედაპირზე, მარჯვენა წინა მხრის ზემო მესამედის გარეთა ზედაპირზე. დაზიანება განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით, მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობაში მითითებულ თარიღს.(ტ.2 ს.ფ.56-59)
მოწმემ განმარტა, რომ სხეულის სხვა მიდამოში იმ უბნებზე რომლებიც მის მიერ დათვალიერდა ე-------------------–-–---–ს არ აღენიშნებოდა დაზიანება. მოწმის განმარტებით ე-------------------–-–---–მა უარი განაცხადა ტანსაცმლის გახდაზე, შესაბამისად აღნიშნული ადგილები ვერ დათვალიერდა. (ტ.02 ს.ფ.62-63)
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული N------ შემაკავებელი ორდერის მიხედვით, შემაკავებელი ორდერი შედგენილია უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის ლ-----–----ეს მიერ, 2019 წლის 15 ივლისს. შემაკავებელი ორდერი გაცემულია 30 (ოცდაათი) დღის ვადით მოძალადე გ-------------–---–ის მიმართ (---------------). მსხვერპლს წარმოადგენს ე-------------------–-–---–ი. ორდერის თანახმად, 2019 წლის 09 ივლისს სავარაუდო მოძალადემ სავარაუდო მსხვერპლს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ ურტყა ხელი თავისა და სხეულის სხვადასხვა არეში. მოძალადეს აეკრძალა იმ სახლთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი ცხოვრობს; აეკრძალა მსხვერპლთან, მის სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფება; მოძალადეს აეკრძალა მსხვერპლთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია ტელეფონის, სოციალური ქსელის და სხვა ტექნიკური საშუალების გამოყენებით. ოქმს თან ერთვის მსხვერპლის და პატრულ-ინსპექტორის ხელმოწერა. (ტ.01.ს.ფ.8-10)
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული ბრალდებულის დაკავების ოქმის მიხედვით: ოქმი შედგენილია 2019 წლის 15 ივლისს, 20:45-21:25 საათებს შორის პერიოდში, შსს რუსთავის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ გ------–--–--–---–ის მიერ. 2019 წლის 15 ივლისს, 20:40 საათზე, ქ. რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში, ი-----------------------ში, დააკავეს გ-------------–---–ი, დანაშაულის ჩადენისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით. დაკავებაში მონაწილეობას იღებდნენ უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი მ-----–----------–---–ი და უბნის უმცროსი ინსპექტორი ს------------–---–ი. დაკავება მიმდინარეობდა მშვიდ, წყნარ გარემოში, წინააღმდეგობის გაწევის გარეშე. გ-------------–---–ს ვიზუალური დათვალიერებით რაიმე სახის დაზიანება არ აღენიშნებოდა. ოქმს თან ერთვის მონაწილე პირების ხელმოწერები. ბრალდებულს გადაეცა დაკავების ოქმის ასლი. (ტ.01 ს.ფ.13-18)
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 18 ივლისის განჩინებით, გ-------------–---–ს აღკვეთი ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო 2000 (ორიათასი) ლარის ოდენობით პატიმრობის უზრუნველყოფით. (ტ.01 ს.ფ.63-73)
სს ,,საქართველოს ბანკის “ 2019 წლის 18 ივლისის N11/18318 GEL სალაროს შემოსავლის ორდერის მიხედვით ლოლა ჩიტაშვილს პ/ნ35001032733 გადახდილი აქვს 2001 ლარი, რაც დადასტურებული აქვს ა 055048 დასტურით სს,, საქართველოს ბანკის“ ცენტრალურ ფილიალს ს/ც 269. დანიშნულებაში მითითებულია გ-------------–---–ის მიმართ მიმდინარე სისხლის სამართლის 0----------- საქმეზე გირაოს თანხის გადახდა.
(ტ.01 ს.ფ.752-753)
გ-------------–---–ის სახელზე გაცემული N------- ცნობის მიხედვით გ--------------------------–---–- - დაბ. 11.02.1977 წელს იმყოფებოდა თავისუფლების აღკვეთის ადგილებში 15.07.19 წლიდან 18.07.19 წლამდე საიდანაც გათავისუფლებულ იქნა გირაოს თანხის 2000 (ორიათასი) ლარის გადახდის შემდეგ. ცნობას ხელს აწერს N8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორი ნ. ქინქლაძე (ტ.01 ს.ფ.117).
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა, ბრალდებული გ-------------–---–ი, რომელმაც განმარტა, რომ ე-------------------–-–---–თან ორ წელიწად ნახევარი იყო არარეგისტრირებულ ქორწინებაში. ჰქონდათ კარგი ურთიერთობა. 2019 წლის 09 ივლისს უნდა წასულიყვნენ სოფელ ხოვლეში, ე-------------------–-–---–ის ბიძის დაბადების დღეზე. აქვთ საერთო ოჯახური ბიზნესი, კერძოდ, სარდაფში გახსნილი აქვთ ღვინის მაღაზია, სადაც გამყიდვლად მუშაობდა ხან მისი დედა, ხან კი ე-------------------–-–---–ი. თავად მაღაზიას ამარაგებდა ღვინით და საჭირო ნივთებით. მაღაზიის გახსნა მოიფიქრეს ე-------------------–-–---–მა და გ-------------–---–ის დამ. მოწმის განმარტებით 2019 წლის 09 ივლისს დილით, როდესაც გაიღვიძა დედას უთხრა, რომ მიდიოდნენ სოფელში და მაღაზიისთვის მიეხედა. როდესაც ე-------------------–-–---–ი მივიდა სახლში, უთხრა, რომ წასვლისას შეევლოთ სარდაფში და დედამისი გაერკვია რიგ საკითხები (ღვინის ფასი და ა.შ), რადგან ის ბოლო ორი კვირის განმავლობაში არ ყოფილა მაღაზიაში. რაზეც ე-------------------–-–---–მა უპასუხა, რომ მაღაზიაში უკვე მოყვანილი ჰყავდა სხვა ქალი. რაც გიორგის გაუკვირდა, რადგან სხვა პირი მაღაზიაში არასდროს მიუყვანიათ (მხოლოდ ერთხელ როდესაც ყველანი წავიდნენ სახლიდან, შუადღემდე მიიყვანა ე-------------------–-–---–მა აღნიშნული ქალი). გ-------------–---–ი გაბრაზდა, რატომ უნდა ეხადა სხვისთვის ხელფასი, როცა დედამისი იყო სახლში. რაზეც ე-------------------–-–---–მა უპასუხა, რომ არ იყო ვალდებული შეეთანხმებინა მასთან მაღაზიაში ვის დააყენებდა. მოწმის განმარტებით მას არ უნდოდა მაღაზიაში სხვა პირის მიყვანა, რადგან მაღაზია იყო ახალი გახსნილი, ამასთანვე არ ჰქონდათ დიდი შემოსავალი, რომ სხვისთვის ეხადათ ხელფასი (აღნიშნული გამყიდველისთვის უნდა გადაეხადა დღეში 10 ლარი), როდესაც მისი დედა იყო სახლში.
მოწმის განმარტებით ე-------------------–-–---–ს და დედამისს ბოლო პერიოდში ჰქონდათ დაძაბული ურთიერთობა, რის გამოც ე---------ეს არ უნდოდა სარდაფში ჩასულიყო მისი დედამთილი, არ უნდოდა ჩაეხედა მის ანგარიშებში. აღნიშნულს მოჰყვა კონფლიქტი, ე-------------------–-–---–ს უთხრა, რომ ჩასულიყო მაღაზიაში და გაეშვა აღნიშნული ქალბატონი, რაზეც ე---------ემ უთხრა, რომ შემდეგ სად უნდა ეძება გამყიდველი. ამ დროს ე-------------------–-–---–ი სააბაზანოში იყო და რეცხავდა მის ფეხსაცმელს, რომელიც მოუქნია მოწმეს, შემდეგ მისაღებ ოთახში კომოდიდან გადმოყარა ნივთები, საძინებელ ოთახში დაამტვრია სხვადასხვა ნივთები. გ-------------–---–ი ამ დროს თავად ცდილობდა ე-------------------–-–---–ის დამშვიდებას და უჭერდა ხელებს, რადგან იყო არაადეკვატური. მოწმის განმარტებით აღნიშნულ ფაქტს შეესწრო დედამისი, რომელიც ცუდად გახდა. შემდეგ ე-------------------–-–---–მა ჩაალაგა ბარგი და წავიდა სახლიდან. მოწმის განმარტებით ის ე-------------------–-–---–ს ეუბნებოდა არ წასულიყო სახლიდან, თუმცა ე---------ე მაინც წავიდა. აღნიშნულიდან 02 დღეში მათ მაღაზიაში ,,სარდაფში“ მივიდა ე-------------------–-–---–ი და მისი დედა, რომლებმაც წაიღეს სალარო აპარატი, რომელიც გაფორმებული იყო ე---------ეს სახელზე, მაღაზიიდან ასევე წაიღეს თავისი ნივთები (ბოთლები, ჭიქები). შემთხვევიდან მესამე დღეს მათთან მივიდნენ ე-------------------–-–---–ის ბიძა, ძმა და დედა და წაიღეს ე-------------------–-–---–ის პირადი ნივთები.
მოწმის განმარტებით ე-------------------–-–---–ს უნდოდა, რომ სარდაფში არსებული ყველა ნივთი (ღვინო, ჭურჭელი) წაეღო, თუ არადა შემდეგ სხვანაირად მოიქცეოდა, რაზეც გ-------------–---–მა უთხრა, რომ საკმარისი ნივთები გაატანა მას და არ მისცემდა უფლებას წაეღო სარდაფიდან ყველაფერი. საუბარი შედგა ტელეფონზე, ნივთების წაღებას ითხოვდა იმ მიზეზით, რომ მისი მოფიქრებული იყო სარდაფში მაღაზიის გახსნის იდეა.
(ტ.02 ს.ფ.75-79)
3. სამართლებრივი შეფასება:
ოჯახში ძალადობა ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული და გავრცელებული ძალადობის ფორმაა. იგი მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში არსებობს და საზოგადოების ყველა ფენას მოიცავს. ოჯახში ძალადობას ახასიათებს ფარული და განგრძობადი ხასიათი და აღნიშნული სპეციფიური დანაშაულია, რადგან ხორციელდება ოჯახის წევრის ან წევრების მიერ სხვა ოჯახის წევრის(ების) მიმართ. ოჯახში ძალადობად ითვლება ოჯახის წევრის მიმართ განხორცილებული: ფიზიკური ძალადობა, ფსიქოლოგიური ძალადობა, ეკონომიკური ძალადობა, სექსუალური ძალადობა და იძულება.
„ოჯახში ძალადობის სისხლის სამართლებრივი რეგულირების საკითხი დღის წესრიგში დადგება თუ ოჯახის წევრებს შორის განხორციელებული ძალადობა შეიცავს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ დანაშაულის ნიშნებს. “ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლი წარმოადგენს ოჯახში ძალადობის სისხლის სამართლებრივ რეგულაციას, რომლის თანახმად, ოჯახში ძალადობის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაფუძნება დაკავშირებულია შემდეგ ქმედებასთან და მის შედეგთან: „ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, სისტემატიური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოყოლია ჯანმრთელობის თუნდაც მსუბუქი დაზიანება.“
ოჯახში ძალადობა ხშირ შემთხვევაში იწვევს ჯანმრთელობის სერიოზულ გაუარესებას, ფიზიკურ და ემოციურ აშლილობას, რომლიც შეიძლება ფატალური შედეგით დასრულდეს.
სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნული ქმედების სისხლის სამართლებრივი დაცვის ობიექტია ოჯახის წევრთა ჯანმრთელობა, მათი უფლება იცხოვრონ მშვიდ გარემოში, ასევე პატივი და ღირსება, სიცოცხლე და ჯანმრთელობა.
აღნიშნული დანაშაულის ამსრულებელია არა საერთო სუბიექტი, არამედ მხოლოდ ოჯახის ბრალუნარიანი წევრი, რომელიც პასუხისმგებლობის ასაკსაა მიღწეული.
შესაბამისად მსხვერპლიც უნდა იყოს ოჯახის წევრი და არა სხვა პირი.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 111 მუხლის შენიშვნის თანახმად ამ კოდექსის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება: ა) ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ შემდეგ ალტერნატიულ ქმედებებში - ძალადობა, სისტემატურ შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება; მართლსაწინააღმდეგო შედეგში - ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
სუბიექტური მხრივ განსახილველი დანაშაულის მოტივსა და მიზანს არ აქვს მაკვალიფიცირებელი მნიშვნელობა, თუმცა უფრო გავრცელებულია მისი ჩადენა შურისძიების, ეჭვიანობის, სიძულვილის მოტივით და სამაგიეროს მიზღვის ან პირის დამორჩილების მიზნით.
ბრალის ფორმის მიხედვით სახეზეა განზრახი დანაშაული (როგორც პირდაპირი ისე არაპირდაპირი განზრახვით)
დაცვის მხარემ თავის დასკვნით სიტყვაში ეჭვქვეშ დააყენა დაზარალებულ ე-------------------–-–---–ის სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენება და განმარტა, რომ მის მიერ ფაქტიდან 6 დღის შემდეგ პოლიციაში, (მის მიმართ განხორციელებულ ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით) გაკეთებული განცხადება ემსახურებოდა მეუღლეებს შორის ოჯახურ უთანხმოების, კერძოდ ფინანსურ საკითხზე წარმოშობილი დავის მის (ე-------------------–-–---–ის) სასიკეთოდ გადაუწყვეტლობას, შესაბამისად მისი ჩვენება აღნიშნული მოტივით სასამართლოს მიერ ობიექტურად არ უნდა იქნეს გაზიარებული.
სასმართლო დაზარალებულ ე-------------------–-–---–ის ჩვენების სარწმუნოობასთან დაკავშირებით განმარტავს, რომ შემთხვევიდან ძალიან მოკლე ხანში დაზარალებულმა ე-------------------–-–---–მა დახმარებისთვის დაურეკა მის მეგობარს მ--------–----ეს, რომელსაც განუმარტა, რომ მას მეუღლე (გ-------------–---–ი) ფიზიკურად შეეხო, რაც ასევე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა მ--------–----ემ, ანუ დაზარალებული თავიდანვე მიუთითებდა მის მიმართ გ-------------–---–ის მიერ განხორციელებულ ძალადობაზე.
ძალადობრივ დანაშაულზე დაზარალებულის ჩვენების მტკიცებით მნიშვნელობაზე საყურადღებოა საქართველოს უზენაესი სასამართლოს (2015 წლის 19 ნოემბრის 253აპ-15 გადაწყვეტილება გვ.2, &3 ) გადაწყვეტილებაში მოყვანილი განმარტება რომელშიც საკასაციო პალატა აღნიშნავს შემდეგს: განსახილველი დანაშაული, თავისი ბუნებიდან და ხასიათიდან გამომდინარე, როგორც წესი, არ არის საჯარო და არ გამოირჩევა თვითმხილველ მოწმეთა სიმრავლით; შესაბამისად, ასეთი კატეგორიის საქმეებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დაზარალებულის ჩვენების თანმიმდევრულობა, შესაბამისობა სხვა მტკიცებულებებთან და ისეთი მოტივის არარსებობა, რამაც სასამართლოს შესაძლებელია, აფიქრებინოს დაზარალებულის მიკერძოებულობის შესახებ ბრალდებულის საწინააღმდეგოდ. სწორედ ასეთ სანდო ჩვენებას წარმოადგენს დაზარალებულ ე-------------------–-–---–ის ჩვენება. ანუ, სასამართლოს აღნიშნული ჩვენება უტყუარ მტკიცებულებად მიაჩნია, ვინაიდან მის მიერ მითითებული ფაქტები დასტურდება საქმეში არსებული შემდეგი მტკიცებულებებით: მოწმეების დ-----------------–-–---–ის, მ--------–----ის, ლ-----------ს და ლ-----–----ის ჩვენებით, N------ შემაკავებელი ორდერით, N--------- ექსპერტის დასკვნით და მისი გამცემი ექსპერტის გ----------------–---–ის ჩვენებით.
სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ მოწმეების ე-------------------–-–---–ის, დ-----------------–-–---–ის, მ--------–----ის, ლ-----------ს და ლ-----–----ის ჩვენებით, N------ შემაკავებელი ორდერით, N--------- ექსპერტის დასკვნით და მისი გამცემი ექსპერტის გ----------------–---–ის ჩვენებით, დადგენილია, რომ 2019 წლის 09 ივლისს, დაახლოებით 12:00 საათზე, ქალაქ რუსთავში, მ----–---–--------------–- არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფმა მეუღლეებმა ე-------------------–-–---–მა და გ-------------–---–მა იკამათეს, ვინაიდან ე-------------------–-–---–მა მაღაზიის განკარგვასთან დაკავშირებულ საკითხებზე დამოუკიდებლად მიიღო გადაწყვეტილება, რის გამოც გ-------------–---–მა მას ერთხელ სახეზე, ხოლო შემდეგ რამდენჯერმე დაარტყა ხელი თავის, მკლავისა და მარცხენა მხარის არეში, რის შედეგადაც ე-------------------–-–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებები, თითოეული მათგანი შეაფასა საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა დასკვნამდე, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, საკმარისია ბრალდებულ გ-------------–---–ის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ქმედებაში დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
გ-------------–---–ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ. შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
ევროპის საბჭოს კონვენციით ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის შესახებ (CETS No. 210, „სტამბულის კონვენცია“) აღიარებულია, რომ ქალთა მიმართ ძალადობა, მათ შორის ოჯახში ძალადობა, ევროპაში ადამიანის უფლებათა დარღვევის ერთერთ ყველაზე უფრო სერიოზულ ფორმას წარმოადგენს. კონვენცია ვრცელდება ქალთა მიმართ ძალადობის ყველა ფორმაზე, მათ შორის ოჯახურ ძალადობაზე. ევროპის საბჭოს კონვენცია ქალებზე ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის შესახებ არის ყველაზე მრავლისმომცველი საერთაშორისო კონვენცია, რომელიც ებრძვის ადამიანის უფლებების ამ სერიოზულ დარღვევას. ეს კონვენცია მიზნად ისახავს ნულოვანი ტოლერანტობის მიღწევას ამგვარი ძალადობის მიმართ და მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს ევროპისა და მის ფარგლებს მიღმა მდებარე ქვეყნებს უფრო უსაფრთხო ადგილად ქცევისათვის. კონვენციის ქვაკუთხედია ისეთი საკითხები, როგორიცაა ძალადობის პრევენცია, მსხვერპლთა დაცვა და მოძალადეებზე სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება. კონვენცია მოუწოდებს საზოგადოების ყველა წევრს, განსაკუთრებით მამაკაცებსა და ბიჭებს, შეცვალონ მათი დამოკიდებულება ძალადობის მიმართ და ამგვარად სათანადო ცვლილებები გამოიწვიონ თითოეული ადამიანის გულსა და გონებაში. არსებითად, ეს არის ხელახალი მოწოდება ქალებსა და მამაკაცებს შორის მეტი თანასწორობისაკენ, რამეთუ ქალთა მიმართ ძალადობას ღრმად აქვს გადგმული ფესვები საზოგადოებაში არსებულ ქალთა და მამაკაცთა უთანასწორობაში და საზრდოობს შეუწყნარებლობით, ან კიდევ პრობლემის არსებობის უარყოფის ჩვეულებით.
კონვენცია ქალთა მიმართ ძალადობას აღიარებს ადამიანის უფლებების დარღვევად და დისკრიმინაციის ფორმად. ეს იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფოებს შესაბამისი პასუხისმგებლობა დაეკისრებათ, თუ ისინი ამგვარ ძალადობაზე ადეკვატურ რეაგირებას არ მოახდენენ.
კონვენცია მკაფიოდ აცხადებს, რომ ქალთა მიმართ ძალადობა და ოჯახში ძალადობა არ არის პირადი საქმე. პირიქით, იგი ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ ოჯახის შიგნით მომხდარ დანაშაულს ბევრად უფრო ძლიერი ტრავმის გამოწვევა შეუძლია, ამიტომ ამგვარი დანაშაულის ჩამდენს უფრო მკაცრი სასჯელი უნდა მიესაჯოს, როდესაც მსხვერპლი მისი ოჯახის წევრია.
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ასევე ყურადღებას მიაქცეს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას.
სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. დანაშაულის ყველა კონკრეტულ შემადგენლობას აქვს კანონმდებლის მიერ განსაზღვრული კონკრეტული სანქციის ფარგლები. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს არამარტო ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, არამედ დამნაშავის პიროვნებასაც და გამოძიებასთან თანამშრომლობას.
სასამართლო განმარტავს, რომ სისხლის სამართლის პრინციპები კრიმინალიზაციის პროცესის მომწესრიგებელი ნორმატიული მოთხოვნებია, რომელსაც საქმიანობის პროცესში როგორც კანონმდებელი, ასევე სამართალშემფარდებელი (მოსამართლე) მკაცრად უნდა იცავდეს. სისხლის სამართლის ყველა პრინციპი საქმის განმხილველი მოსამართლის საქმიანობას უნდა განსაზღვრავდეს და განსაკუთრებით, ჩადენილი დანაშაულისთვის სასჯელის დანიშვნისას, მათ გადამწყვეტი მნიშვნელობა უნდა მიანიჭოს. მოსამართლემ სისხლის სამართლის კანონი მხოლოდ ამ პრინციპების ზედმიწევნითი დაცვით უნდა გამოიყენოს.
სასჯელის დანიშვნისას, სხვა ზოგადსამართლებრივი თუ სისხლის სამართლის პრინციპების დაცვით, სასამართლომ, უპირველეს ყოვლისა, უნდა იხელმძღვანელოს საერთაშორისოდ აღიარებული პრინციპით - „არ არსებობს სასჯელი კანონის გარეშე“ (nulla poena sine lege), რომლის მიხედვითაც დაუშვებელია სასჯელის განსაზღვრა, თუ არა კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში და დადგენილი წესით. ანალოგიურ მოთხოვნას აწესებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსიც, რომლის თანახმად, ქმედების დასჯადობა განისაზღვრება სისხლის სამართლის კანონით, რომელიც მოქმედებდა მისი ჩადენის დროს (სსკ-ის მე-2 მუხლის პირველი ნაწილი). სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით (სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილი). სასამართლო აღნიშნავს, რომ სასჯელის გამოყენება უნდა მოხდეს მხოლოდ კანონით გათვალისწინებული კონკრეტული სანქციის საფუძველზე, ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით, რომელიც, თავის მხრივ, მიღებული და ამოქმედებულია კონსტიტუციითა და კანონმდებლობით დადგენილი საკანონმდებლო ნორმების დაცვით.
კანონიერების ზოგად სამართლებრივი პრინციპი სისხლის სამართალში ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად ვლინდება სასჯელის ასპექტით. სასჯელის სახეები ზუსტადაა ჩამოთვლილი სისხლის სამართლის ზოგად ნაწილში, ასევე კონკრეტულად არის მითითებული კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლების სანქციებში. ამდენად, გარდა ზემოაღნიშნული გამონაკლისებისა, თუ მხარეთა შორის არ არის მიღწეული საპროცესო შეთანხმება, ან თუ საკითხი არ ეხება კანონის უკუძალით ამოქმედებას, კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლის სანქციაში მოუხსენიებელი სასჯელის თვითნებურად გამოყენება, თუნდაც პასუხისმგებლობის შემსუბუქების კუთხით, დაუშვებელია, არ გამომდინარეობს მატერიალური სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული დანაწესიდან და პირდაპირ ეწინააღმდეგება კანონის გარეშე სასჯელის დანიშვნის აკრძალვის საერთაშორისო პრინციპს. საქართველოს კონსტიტუციის 63-ე მუხლის პირველი პუნქტი, რომლის თანახმად, მოსამართლე თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და ემორჩილება მხოლოდ კონსტიტუციასა და კანონს, კრძალავს სამოსამართლო სამართალს, როგორც სამართლის წყაროს.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნისას პასუხისმგებლობის ერთ-ერთ დამამძიმებელ გარემოებად მიიჩნევა დანაშაულის ჩადენა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ, განსახილველ შემთხვევაში საყურადღებოა, რომ პასუხისმგებლობის დამამძიმებელი ეს გარემოება წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 -ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების მაკვალიფიცირებელ ნიშანს - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ოთხმოციდან ას ორმოცდაათ საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უმისოდ ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ კანონმდებლის ნება პასუხისმგებლობის ისეთი დამამძიმებელი გარემოებებისადმი, როგორიცაა დანაშაულის ჩადენა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ, აისახა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილის დისპოზიციაში და ამავე ნიშნების, პასუხისმგებლობის დამატებით დამამძიმებელ გარემოებებად გამოყენება სასამართლოს გაუმართლებლად მიაჩნია.
სასამართლო აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია ბრალდებულმა გააცნობიეროს მის მიერ ჩადენილი ქმედების ხასიათი და ამ ქმედებით გამოწვეული შედეგი, ოჯახში ძალადობა ძალადობრივი დანაშაულებიდან ერთ-ერთი მეტად გასაკიცხი ქმედებაა, ოჯახის წევრის მხრიდან შეურაცხყოფა და ფიზიკური ძალადობა უფრო მეტად თრგუნავს დაზარალებულს და უშლის მას ხელს განვითარებაში, იცხოვროს მშვიდ, სტაბილურ გარემოში და არ განეწყოს საზოგადოების მიმართ უნდობლობის გრძნობით.
სასჯელის კონკრეტული სახის და ზომის განსაზღვრისას საყურადღებოა, რომ ბრალდებულ - გ-------------–---–ის მიმართ შერაცხული ბრალდება, ძირითადი სასჯელის სახით ითვალისწინებს ორ ალტერნატივას. კერძოდ, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ოთხმოციდან ასორმოცდაათ საათამდე ვადით და თავისუფლების აღკვეთას ვადით ორ წლამდე. ანუ კანონმდებელი არ ადგენს სასჯელის მხოლოდ ერთ სახეს, რომელიც უპირობოდ დაკავშირებული იქნება თავისუფლების აღკვეთასთან და საქმის განმხილველ სასამართლოს აძლევს შესაძლებლობას, საქმის კონკრეტული გარემოებების გათვალისწინებით, დაადგინოს სასჯელის ისეთი სახე, რომელიც სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევას - სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას. სასამართლო განმარტავს, რომ მართალია ბრალდებული თავს არ ცნობს დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, თუმცა 2019 წლის 15 ივლისის 20:40 საათიდან 2019 წლის 18 ივლისის ჩათვლით იმყოფებოდა რა პატიმრობაში, სასამართლოს მოსაზრებით პატიმრობაში ყოფნის ეს ვადა საკმარისი იყო, რათა მას გაეთვითცნობიერებინა აღნიშნული დანაშაულისთვის გათვალისწინებული პასუხისმგებლობის სიმკაცრე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ გ-------------–---–ის მხრიდან ჩადენილი დანაშაულის საზოგადოებრივ საფრთხის, ხასიათის და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების (სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია) მისაღწევად არ არის საჭირო ისეთი მკაცრი სახის სასჯელის დანიშვნა, როგორიცაა თავისუფლების აღკვეთა, შესაბამისად ბრალდებულ - გ-------------–---–ის მიმართ სასჯელის მიზნების მიღწევა შესაძლებელი იქნება ისეთი სახის სასჯელის დანიშვნით, როგორიცაა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 225-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ-------------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 100 (ასი) საათის ხანგრძლივობით;
2. გ-------------–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის ვადა 2019 წლის 15 ივლისის 20:40 საათიდან 2019 წლის 18 ივლისის ჩათვლით და საბოლოოდ ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 80 (ოთხმოცი) საათის ხანგრძლივობით, რომლის სახესაც განსაზღვრავს პრობაციის ბიურო მსჯავრდებულის ფაქტობრივი (იურდიული) საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;
3. გ-------------–---–ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-200 მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად გირაოს თანხა სრულად დაუბრუნდეს მის შემტან პირს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში;
4. განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;
5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე მამია ფხაკაძე