განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1/650-19
(#042040719001)
რუსთავის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
24 ოქტომბერი , 2019 წელი, ქ. რუსთავი
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია
მოსამართლე მამია ფხაკაძე
სხდომის მდივანი ქეთევან ინასარიძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ლ---------–-------;
დაცვის მხარე:
ბრალდებული - ზ------------------------–-----–---------------–-------–-–------------–----------------------------------------------–----------–--------------------–-----–----–----------–------------------–--------------------------------–-------------------------–-----------------------------–-------------------------------------------
ადვოკატი - რ---------–-----;
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,, დ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,, ე“ ქვეპუნქტით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით;
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
1.1. ზ----------–-----–მა, ბოლნისის რაიონში, ძალადობის გამოყენების მუქარით - კერძოდ ჯანმრთელობის დაზიანების მუქარით ერთიანი მიზნითა და საერთო განზრახვით ფ----–--------–---ს გამოსძალა 2019 წლის 18 მარტს 107 ლარი “აჭარაბეთის” ანგარიშზე ჩარიცხვით, 21 მარტს 230 ლარი “კრისტალბეთის” ანგარიშზე ჩარიცხვით, 22 მარტს 600 ლარი “საქართველოს ბანკის” ანგარიშზე ჩარიცხვით, 22 მარტს 105 ლარი “კრისტალბეთის” ანგარიშზე ჩარიცხვით და 23 მარტს 190 ლარი. ჯამში ზ----------–-----–ი მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა ფ----–--------–---ის კუთვნილ 1 232 ლარის ოდენობის ფულად თანხას.
აღნიშნული ქმედებისთვის ზ----------–-----–ს წარედგინა ბრალდება დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის პირველი ნაწილით;
1.2. 2018 წლის 15 ნოემბერს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით ნასამართლევი ზ----------–-----–ი 2019 წლის 10 ივლისს, თბილისი რუსთავის გზატკეცილის 115-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, უკანონოდ ინახავდა, ასევე უკანონოდ შეძენილ ე.წ. ერთ ბაშად დაფასოებულ ნარკოტიკულ საშუალებას „ჰეროინს“ საერთო წონით - 0,0053 გრამი.
აღნიშნული ქმედებისთვის ზ----------–-----–ს წარედგინა ბრალდება დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,, დ“ ქვეპუნქტით;
1.3. 2018 წლის 15 ნოემბერს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით ნასამართლევმა ზ----------–-----–მა მის საცხოვრებელ სახლის აივანზე, მდებარე ბოლნისის რაიონი, დაბა კაზრეთი კორპუსი 156, ბ N25-ში დათესა და მოიყვანა კანაფი წინით 60,25 გრამი, რომელიც ამოღებულ იქნა 2019 წლის 10 ივლისს სახლის ჩხრეკისას.
აღნიშნული ქმედებისთვის ზ----------–-----–ს წარედგინა ბრალდება დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,, ე“ ქვეპუნქტით;
1.4. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 7 დეკემბრის დადგენილებით ნარკოტიკული საშუალების - (ოპიუმის ჯგუფის) ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარებისათვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული ზ----------–-----–ი 2019 წლის 10 ივლისს, უკანონოდ ინახავდა ასევე უკანონოდ შეძენილ მცირე ოდენობით მორფინს (ფუძე) წონით - 0,0083 გრამი და კოდეინს წონით - 0,0018 გრამი.
აღნიშნული ქმედებისთვის ზ----------–-----–ს წარედგინა ბრალდება დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით;
2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
საქმეში არსებული გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათის, ფორმა N1 მიხედვით: სისხლის სამართლის N------------ საქმეზე გამოძიება დაიწყო 2019 წლის 31 იანვარს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს განსაკუთრებულ მნიშვნელოვან საქმეთა განყოფილების დეტექტივ-გამომძიებელ ნ------–-–---ს მიერ. დანაშაულის ჩადენისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით. აღრიცხვის ბარათის თანახმად, სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება დაიწყო ი-–--------------ისთვის დიდი ოდენობით თანხის გამოძალვის ფაქტზე. (ტ.1 ს.ფ.1)
2019 წლის 04 ივლისის, ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის პროკურორის ლ---------–-------ს, N---------- დადგენილების თანახმად, სისხლის სამართლის N------------ საქმიდან ცალკე წარმოებად გამოიყო სისხლის სამართლის საქმე, ზ----------–-----–ის მიმართ, გამოძალვის ფაქტზე, დანაშაულის ჩადენისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის პირველი ნაწილით. გამოყოფილ საქმეს დაერთო ყველა მტკიცებულება (როგორც წერილობითი სახით, ასევე დისკის სახით), რაც დაკავშირებულია ზ----------–-----–ის მიერ გამოძალვის ფაქტთან. გამოყოფილ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიებას აწარმოებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტი. (ტ.1 ს.ფ.2-3)
საქმის არსებითი განხილვის სასამართლო სხდომაზე საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის საფუძველზე გამოქვეყნდა დაზარალებულ ფ----–--------–---ის 2019 წლის 25 მარტის ჩვენება, რომლის თანახმადაც, ფ----–--------–---ი ცხოვრობს ბოლნისის რაიონის დაბა კ--------–------------ში, მშობლებთან ერთად. ბოლნისის რაიონის დაბა კაზრეთში მისი კორპუსიდან დაახლოებით ექვსასი მეტრის მოშორებით ცხოვრობს მასზე ერთი წლით უფროსი ზ----------–-----–ი, რომელსაც ზედმეტ სახელად ყველა ეძახის ,,პ--–-ს“. მას იცნობს ბავშობიდან, თუმცა მასთან მეგობრული ურთიერთობა არ აქვს. ზ----------–-----–ი არსად არ მუშაობს, მთელი დღის განმავლობაში არის ქუჩაში, სარგებლობს ე.წ ,,ძველი ბიჭის“ სახელით და ჰყავს ,,ძველი ბიჭების“ სამეგობრო. წესიერი, პატიოსანი, მშრომელი ხალხი მასთან ურთიერთობას თავს არიდებს, მათ შორის ისიც. დაახლოებით სამი ოთხი თვის წინ, ბოლნისის რაიონში, შემთხვევით შეხვდა ზ----------–-----–ს, რომელიც გადაკოცნა და მოიკითხა. საუბრის დროს მან უთხრა, რომ სასწრაფოდ უნდა წასულიყო თბილისში და სთხოვა თუ ჰქონდა თანხა, მისთვის ესესხებინა 50 ლარი. მას იმ წუთას ჯიბეზე ჰქონდა თანხა და მისცა ზ-----ს. აღნიშნულიდან ორ სამ დღეში მის ტელეფონის ნომერზე 5-------- დაუკავშირდა ზ----------–-----–ი თავისი მობილური ტელეფონის ნომრით 5-------- და უთხრა, რომ მისთვის ესესხებინა 100 ლარი, რომელიც სასწრაფოდ სჭირდებოდა და აღნიშნულ თანხას მის მიერ ნასესხებ 50 ლართან ერთად დაუბრუნებდა მალევე. მან ასევე მისცა კრისტალ ბეთის ანგარიშის კოდი და უთხრა, რომ თანხა იქ ჩაერიცხა. ფ----–--------–---მა მართლაც ჩაურიცხა მის მიერ მიცემულ „კრისტალ ბეთის“ ანგარიშის კოდზე 100 ლარი. აღნიშნულის შემდეგ ზ----------–-----–მა ურცხვად დაუწყო თანხის მოთხოვნა. კერძოდ მას შემდეგ, რაც დაუბრუნა 150 ლარი, დაახლოებით ორ კვირაში ტელეფონზე დაურეკა ზ-----ბ ა--–-----–მა თავისი ტელეფონის ნომრიდან და მოსთხოვა მიეცა და „კრისტალ ბეთის“ ანგარიშზე ჩაერიცხა 200 ლარი, აღნიშნული თანხა რაში სჭირდებოდა არ უთქვამს, ის იყო ძალიან კატეგორიული და უთხრა, რომ აღნიშნული თანხა აუცილებლად უნდა ეშოვა. გამომდინარე მისი ცხოვრების წესიდან ფ----–--------–---მა თავი შეიკავა მისთვის წინააღმდეგობის გაწევისგან და ზედმეტი პრობლემების თავიდან აცილების მიზნით ზ-----ბ ა--–-----–ის მიერ მითითებულ „კრისტალ ბეთის“ ანგარიშის კოდზე ჩაურიცხა 200 ლარი. ფ----–--------–---მა იფიქრა, რომ მეტს აღარ შეაწუხებდა, თუმცა მიუხედავად ამისა ზ----------–-----–მა გააგრძელა მისგან თანხის მოთხოვნები. ის სისტემურად ურეკავდა და თხოვდა თანხებს, ეუბნებოდა რომ თანხა სჭირდებოდა, საიდანაც უნდოდა ეშოვა, საჯდომი გაენძრია და მისთვის ფული მიეტანა. მიუხედავად იმისა, რომ თანხის მიცემაზე ეუბნებოდა უარს, იმის გამო, რომ მას თავადაც უჭირდა, კერძოდ, მამა ჰყავდა ავად და იყო მისახედი, ის კვლავაც ეუბნებოდა, რომ მისი გაჭირვება მაგრად ეკიდა და საიდანაც უნდოდა თანხა ეშოვა და მისთვის მიეცა, წინააღმდეგ შემთხვევაში ეუბნებოდა, რომ თავად იცოდა, რაც მოუვიდოდა და ფიზიკურად გაუსწორდებოდა, რის გამოც ეშინოდა და აძლევდა მოთხოვნილ თანხებს. კერძოდ, მას შემდეგ რაც მას მისცა ხსენებული 200 ლარი, აღნიშნულიდან დაახლოებით სამ დღეში „კრისტალ ბეთის“ ანგარიშზე, მისი კატეგორიული მოთხოვნით კიდევ ჩაურიცხა 500 ლარი. დაახლოებით ერთი თვის წინ ზ----------–-----–მა კვლავ ტელეფონის მეშვეობით მოსთხოვა 200 ლარი, უთხრა, რომ საიდანაც უნდოდა თანხა მოეძიებინა თორე თავისი თავისთვის დაებრალებინა, რაც მოუვიდოდა, რის გამოც ფ----–--------–---მა მის მიერ მითითებულ „კრისტალ ბეთის“ ანგარიშზე კიდევ ჩაურიცხა 120 ლარი. როდესაც ზ----------–-----–მა აღნიშნული თანხა ნახა გაბრაზდა და უთხრა, რომ მას 200 ლარი ესაჭიროებოდა და სასწრაფოდ შეევსო დანარჩენიც, კერძოდ დაემატებინა 80 ლარი. ის იძულებული იყო აღნიშნული თანხა ეშოვა და მისთვის ჩაერიცხა, რაც გააკეთა კიდეც და 120 ლარის ჩარიცხვიდან დაახლოებით სამ-ოთხ საათში, „კრისტალ ბეთის“ ისევ იმავე ანგარიშის კოდზე ზ----------–-----–ის მითითებით დარიცხა 80 ლარი. დაახლოებით სამი კვირის წინ, როგორც ახსოვს 18 მარტს, მის კუთვნილ ტელეფონზე წერილობითი შეტყობინება გამოუგზავნა ზ----------–-----–მის მეგობარმა რ--------–---მა (ტელეფონის ნომრით 5--------) და მიწერა რომ, საჭირო იყო 200 ლარი და მათთვის მიეცა, რაზეც უპასუხა, რომ თანხა არ ქონდა და ვერაფრით მიცემდა. მალევე მის ტელეფონზე ზარი შევიდა ზ----------–-----–ის ტელეფონის ნომრიდან, რა დროსაც ესაუბრა თავად რ--------–---ი, რომელიც თხოვდა თანხას. ფ----–--------–---მა მას აუხსნა, რომ მამა ყავდა ავად და თანხას ვერ იშოვიდა, რაზეც ის დაჟინებით თხოვდა ეშოვნა თანხა და მიეცა მისთვის. ასევე ახსენებდა, რომ მარნეულში მან სხვებს ათას-ათასი მოთხოვა და მარტო ის არ იყო ვისაც ფულს ართმევდა. მიუხედავად ამისა, მან აუხსნა რომ ვერ მისცემდა, რადგან მამის სამკურნალო ფულიც კი არ ჰქონდა, თუმცა რ-----ი პასუხობდა, რომ მას სიტყვა ,,არა“ არ უყვარდა და ამ პასუხს არ მიიღებდა. საუბრის ბოლომდე მას ეუბნებოდა, რომ თანხას ვერ იშოვიდა. საბოლოოდ მან უთხრა, რომ ახლა ვეღარ დაელაპარაკებოდა და მოგვიანებით კვლავ დაურეკავდა. რ-----ის ზარიდან მალევე დაურეკა ზ----------–-----–მა თავისი ტელეფონით და კატეგორიულად მოთხოვა 200 ლარი, ამასთან უთხრა, რომ თანხა ნახევარ საათში მეჭიროს ხელშიო, თორე მერე აღარ აინტერესებდა თავისი თავისთვის დაებრალებინა. ეუბნებოდა, რომ ადამიანს შეპირდა, ფული და ტელეფონი უნდა მიეცა და მისთვის 200 ლარი უნდა ეშოვნა. ფ----–--------–---მა ჩათვალა, რომ ზ----------–-----–ს ტელეფონი ლომბარდიდან ჰქონდა გამოსატანი. ზ----------–-----–მა დაუთქვა კონკრეტული დრო, კერძოდ უთხრა, რომ ნახევარ საათში „აჭარა ბეთის“ ანგარიშზე ჩაერიცხა 200 ლარი და დაემშვიდობა. ფ----–--------–---ს ხელზე ჰქონდა 107 ლარი, რომელიც ჩაურიცხა მითითებულ ანგარიშზე კოდით 1------, რომელიც ეკუთვნოდა ვინმე რ-------------ეს. მითითებულის შემდეგ ზ----------–-----–ი კიდევ ურეკავდა და თხოვდა კიდე ეშოვნა თანხა და 43 ლარი მაინც დაერიცხა, რაზედაც მას უარს ეუბნებოდა, რის გამოც ის აყენებდა შეურაცხყოფას და ემუქრებოდა, რომ ცემდა და ი-–-- მოგონება იქნებოდა, რის გამოც იძულებული გახდა აღნიშნული თანხაც დაერიცხა. მომდევნო დღეს, 19 მარტს კვლავ დაურეკა ზ----------–-----–მა ეუბნებოდა, რომ იყო ჯ---სთან ერთად (გულისხმობდა ასევე ,,ძველ ბიჭებს“ ჯ--- ტ--------ს) და ელოდებოდნენ როდის მიუტანდნენ 200 ლარს, ეჩქარებოდათ და დროულად მიეტანა. ფ----–--------–---ი ეუბნებოდა, რომ უჭირდა და თანხას ვერ მისცემდა, თუმცა ის აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და ეუბნებოდა, რომ ფული შეეკრა, თორე საქციელს ანანებდა, რის გამოც იძულებული გახდა ხსენებული თანხა მისთვის გადაერიცხა. მომდევნო დღეს, 20 მარტს, კვლავ დაურეკა ზ----------–-----–მა და უთხრა, რომ ახლა ჯ---სთან ერთად მიდიოდა თბილისში და თვის ბოლოს მისგან 300-400 ლარს ელოდებოდნენ, ასევე თვის ბოლოს ,,მ---–---–-ც“ და სხვებიც შეპირებულები იყვნენ და ჯ--- და ზ----- მათაც ელოდებოდნენ. აღნიშნული შემდეგ, 21 მარტს, ტელეფონზე კვლავ დაუკავშირდა ზ----------–-----–ი, თავდაპირველად ესაუბრა მისი მეგობარი ი-–-- ყ-------–---–ი, რომელიც ეუბნებოდა, რომ მას და ზ-----ს სჭირდებოდათ 200 ლარი და უნდა მიეცა, ასევე ელაპარაკა ზ----------–-----–ი და ისიც თხოვდა ფულის მიცემას მიუხედავად იმას, რომ ფ----–--------–---ი მათ ფულის მიცემაზე უარს ეუბნებოდა მათივე მოთხოვნით, იძულებული გახდა „კრისტალ ბეთის“ ანგარიშის კოდზე 7----- ნიკით v------- ჩაერიცხა 230 ლარი. მეორე დღეს, 22 მარტს ზ----------–-----–მა გაზარდა მის მიმართ თანხის მოთხოვნა და უკვე 700 ლარი მოთხოვა, მიუხედავად იმას, რომ ფ----–--------–---ს თანხა არ ჰქონდა იმით შეშინებულმა, რომ ზ----- მას ფიზიკურად გაუსწორდებოდა და შესაძლოა პრობლემები შექმნოდა სხვა ძველ ბიჭებთანაც იძულებული გახდა მისი მოთხოვნით 600 ლარი ჩაერიცხა საქართველოს ბანკის ბანკომატიდან ვინმე ჯ----–ის ანგარიშზე პირად ნომერზე 0----------, ხოლო 105 ლარი ჩაერიცხა „კრისტალ ბეთის“ ანგარიშზე ნომრით 1-----, რომელიც რეგისტრირებული იყო თავად ზ----------–-----–ზე. აღნიშნული გაგრძელდა 23 მარტსაც და ზ----------–-----–მა კვლავ გამოსძალა 190 ლარი და კვლავ ჩაარიცხინა „კრისტალ ბეთის“ მის კუთვნილ ანგარიშზე ნომრით 1-----. იმავე დღეს კვლავ მოთხოვეს თანხის კერძოდ 500 ლარის დარიცხვა ი-–--მ და ზ-----მ, რის გამოც შექმნილი სიტუაციით გამტყდარმა და შეშინებულმა წინააღმდეგობა ვეღარ გაუწია და ი-–-- ყ-------–---–ს დაურიცხა 500 ლარი. აღნიშნულ თანხებს ფ----–--------–---ი ურიცხავდა ბოლნისში დაბა კაზრეთში არსებული სწრაფი ჩარიცხვის აპარატებიდან. ფ----–--------–---მა განმარტა, რომ ზ----------–-----–ის გარდა მის მიერ მითითებულ „აჭარა ბეთის“ და „კრისტალ ბეთის“ ანგარიშების კოდებსა, სხვა კოდებზეც ურიცხავდა თანხებს, რომლებიც დაავიწყდა და აღარ ახსოვს. აღნიშნული ფულის ჩარიცხვის ქვითრები არ შეუნახავს. ფ----–--------–---მა განმარტა, რომ არც ზ----------–-----–ის, არც ჯ--- ტ--------ას, არც ი-–-- ყ-------–---–ის და არც რ--------–---ის ვალი არ აქვს და არც არასოდეს ჰქონია. არ იცის რატომ სძალავდნენ აღნიშნული პირები ფულად თანხებს. ფ----–--------–---მა განმარტა, რომ ხსენებულ პირებს ხვდებოდა პირადადაც და მათ შორის მათსავე მეგობარ ე.წ. ,,ძველ ბიჭს“ ლ---------------ეს. ხსენებული პირების საუბრიდან იცის, რომ ისინი ფულს აგროვებდნენ ე.წ ,,ქურდული ობშიაკისთვის“, რის გამოც ისიც ყვებოდა „პრიკუპში“ და ვალდებული იყო ,,ძველი ბიჭებისთვის“ ეცა პატივი, გაენძრია საჯდომი და მათთვის ფული ეშოვნა. ფ----–--------–---მა დამატებით განმარტა, რომ თანხის მიცემის თემაზე შელაპარაკება მოუვიდა ი-–-- ყ-------–---–თან, მან დაუძაბა, თუმცა ფიზიკურად არ შეხებია. ზემო ხსენებულ თანხებს აძლევდა იმიტომ, რომ ეშინოდა, ვინაიდან ისინი სარგებლობენ ავტორიტეტით, კავშირი აქვთ ქურდულ სამყაროსთან, ცხოვრობენ ქურდული წესებით და თან ზ----------–-----–ი თავად ემუქრებოდა თანხის არ გადახდის შემთხვევაში ფიზიკური ანგარიშსწორებით, აყენებდა შეურაცხყოფას და ეშინოდა არ დაემცირებინა თავის თანატოლ ბიჭებში. ამის გამო ის მას აძლევდა თანხებს და ყოველივე ზემოთთქმულიდან გამომდინარე არ გასჩენია მოსაზრება მიემართა პოლიციისთვის. ფ----–--------–---მა განმარტა, რომ ზემოხსენებულ პირებს იცნობს პირადად, ხოლო რ--------–---ს მხოლოდ ტელეფონით, თუმცა იცის, რომ არის ზ----------–-----–ის მეგობარი და თანამოაზრე, რ--------–---ი არის მარნეულელი, არის დაახლოებით მისი ასაკის და მამამის ჰქვია ალი. რ-----ი უკავშირდებოდა თავისი ტელეფონის ნომრით 5--------. რაც შეეხება ჯ--- ტ--------ას არის თბილისელი, თუმცა ხშირად იმყოფება კაზრეთში და სარგებლობს ტელეფონის ნომრით 5--------, ლ---------------ე სარგებლობს ტელეფონის ნომრით 5-------- და ზ----------–-----–იც სარგებლობს ტელეფონის ნომრით 5--------.
(ტ.1. ს.ფ.150-153)
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა დეტექტივ-გამომძიებელი, ნ------–-–---, რომელმაც განმარტა, რომ 2019 წლის 31 იანვრიდან ქვემო ქართლის პოლიციის განყოფილებაში მუშაობისას აწარმოებდა გამოძიებას დიდი ოდენობით თანხის გამოძალვას ფაქტზე. კერძოდ, მოქალაქე ი-–--------------ს უკავშირდებოდნენ ტელეფონით და სძალავდნენ თანხას. საქმეზე მტკიცებულებების მოპოვების მიზნით მოსამართლის განჩინების საფუძველზე მოხდა ი-–--------------ის ტელეფონის ფარული მიყურადება. სატელეფონო საუბრების მოსმენისას გამოჩნდა ორი პირი: ზ-----ბი ა--–-----–--------------ი, რომლებიც ფ----–--------–---ს სძალავდნენ ფულს. დადგენილი იქნა ზ----------–-----–ის მობილური ტელეფონის ნომერი. რის შემდეგაც მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაიწყეს ზ----------–-----–ის ტელეფონის მოსმენა. გაირკვა, რომ ზ----------–-----–ი და მისი მეგობარი ფულს სძალავდნენ ფ----–--------–---ს, კერძოდ, პერიოდულად ურეკავდნენ და ეუბნებოდნენ, რომ ჩაერიცხა ფული, ემუქრებოდნენ, ეუბნებოდნენ ,,იცი რაც მოგივა“. აძლევდნენ „კრისტალბეთის“ და საქართველოს ბანკის ანგარიშის ნომრებს. ფ----–--------–---ი ეუბნებოდა, რომ აღარ ჰქონდა მეტი ფული, თუმცა ისინი მაინც სთხოვდნენ ფულს და ეუბნებოდნენ ,,თუ არ მოიტან იცი რაც მოგივა“. ასევე არსებობდა თანამშრომლის ინფორმაციული პატაკი, რომლის თანხმად ზ----------–-----–ი ფულს სძალავდა ფ----–--------–---ს. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოკითხული ჰყავს ფ----–--------–---ი, რომელიც იყო შეშინებული. გამოკითხვისას ფ----–--------–---მა განცხადა, რომ არ ჰქონდა ზ----------–-----–ის არანაირი ვალი, ასვე აღნიშნა, რომ ჰქონდა რეალური შიში იმისა, რომ მას ფიზიკურად გაუსწორდებოდნენ, რადგან ზ----------–-----–ს ჰქონდა „ძველი ბიჭის“ სახელი და ეშინოდა ფული, რომ არ მიეცა, არ გასწორებოდა ფიზიკურად ან არ დაემცირებინა ბიჭებთან. მოწმის განმარტებით, მისმა თანამშრომლებმა გამოითხოვეს ინფორმაცია „აჭარაბეთიდან“, „კრისტალბეთიდან“ და საქართველოს ბანკიდან. ინფორმაციის თანახმად ანგარიშის ნომრები ეკუთვნოდა ზ----------–-----–ს, ერთი ანგარიში იყო ზ----------–-----–ის ძმის სახელზე. როგორც ახსოვს ზ----------–-----–ს გადაკეთებული ჰქონდა გვარი, ის ადრე იყო ჯ----–ი. ნ------–-–---ს ასევე დათვალიერებული აქვს დისკები (03 დისკი). ჩანაწერები არის ქართულ ენაზე. მოწმის განმარტებით, საკმარისი მტკიცებულებების მოპოვების შემდეგ სასამართლოს მიერ გაიცა ზ----------–-----–ის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის განჩინებები. დაკავებასა და ჩხრეკაში მონაწილეობა თავად არ მიუღია.
მოწმემ დამატებით განმარტა, რომ დაზარალებულს გააცნო მისი გამოკითხვის ოქმი, რომელიც წაუკითხა ქართულ ენაზე, თარჯიმანი არ დასჭირვებია, რადგან ქართული იცოდა კარგად. (ტ.3 ს.ფ188-190)
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა, ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივის თანაშემწე გამომძიებელი, ა--------------ე, რომელმაც განმარტა, რომ 2019 წლის 31 იანვარს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარატამენტში დაიწყო გამოძიება, გამოძალვის ფაქტზე, რომლის მიხედვით მ-----------------ი მეგობრების დახმარებით ფულს სძალავდა ი-–--------------ს. აღნიშნული საქმის ირგვლივ მის მიერ შედგენილ იქნა სამი ინფორმაციული პატაკი, პირველ პატაკში ასახული აქვს მ-----------------ის პირადი მონაცემები და ტელეფონის ნომერი, მეორე პატაკში ასახული აქვს მ-----------------ის მეორე ტელეფონის ნომერი. მოწმის განმარტებით მ-----------------ი დანაშაულებრივ კავშირში იყო ზ----------–-----–თან, რომლის დემოგრაფიული მონაცემები მოიძია და ასახა მესამე პატაკში. მესამე პატაკი შედგენი-–-- 2019 წლის 27 თებერვალს. (ტ.3 ს.ფ.91-93)
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა, ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივ-გამომძიებელი რ-------------, რომელმაც განმარტა, რომ მისთვის ცნობილი იყო ზ----------–-----–ის მიმართ გამოძალვის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების შესახებ, საკონტაქტო პირისგან, მიიღო ოპერატიული ინფორმაცია, რომლის თანახმადაც ზ----------–-----–ი ფულს სძალავდა ფ----–--------–---ს, აღნიშნული ინფორმაცია, ზ-----ბ ა--–----–ის მობილური ტელეფონის ნომერი და იმ პირის პირადი მონაცემები ვისაც სძალავდა ფულს 2019 წლის 25 მარტს მიაწოდა ხელმძღვანელს პატაკით. (ტ.3 ს.ფ. 145-149)
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა, ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის, განსაკუთრებულ საქმეთა დეპარტამენტის დეტექტივ გამომძიებელი, ვ----–----–----, რომელმაც განმარტა, რომ აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით ქალაქ თბილისში, გაგარინის ქუჩაზე მდებარე, საქართველოს ბანკის სათაო ოფისიდან გამოთხოვილი აქვს ინფორმაცია, კერძოდ კონკრეტული პირადი ნომრის მქონე პირის, ანგარიშის ნომერზე რა სახის ტრანზაქციები იყო შესრულებული. კონკრეტულად იყო თუ არა გადარიცხული 600 ლარი ამ პირის ანგარიშზე. გამოთხოვილ ინფორმაციაში ასახული იყო ფაქტი, დაახლოებით მარტის თვეში გადარიცხული იყო 600 ლარი კონკრეტული პირის ანგარიშზე - დ----- ჯ----–ის პირად ანგარიშზე და განაღდებული იყო ქალაქ თბილისში. როგორც შემდეგ ვ----–----–---ისთვის გახდა ცნობილი დ----- ჯ----–ი იყო ზ-----ბ ა--–----–ის ნათესავი. ვ----–----–----ს ასევე დანიშნული აქვს ექსპერტიზა ნარკოტიკულ საშულებებზე, რომლებიც ამოიღეს ზ----------–-----–ის საცხოვრებელი სახლიდან. (ტ.3 ს.ფ. 168-171)
სასამართლო სხდომაზე არ გამოკვლეულა ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული სატელეფონო საუბრების კრებსები, რომლებშიც ასახულია ზ----------–-----–ის მიერ ფ----–--------–---ის მიმართ განხორციელებული გამოძალვის დამადასტურებელი ფაქტები, ვინაიდან ისინი უდაოდ ცნო დაცვის მხარემ. კრებსების თანახმად:
ფონოგრამა 1413400596 IN-ის, თანახმად საუბარი მიმდინარეობდა 18.03.2019 წლის 14:11:12 საათიდან 14:12:40 საათამდე პერიოდში, თანამესაუბრეებს შორის ტელეფონის ნომრით - 9955-------- და 9955--------, რა დროსაც ობიექტი ,,მ“ ამბობს - ,,მე ყლეზე არ დამიკიდოთ, ჩემი დედას შევეცი, ნახევარ საათში 200 ლარი უნდა მეჭიროს“. (ტ.01 ს.ფ. 109)
ფონოგრამა 1413401650 IN-ის, თანახმად საუბარი მიმდინარეობდა 18.03.2019 წლის 14:53:25 საათიდან 14:55:35 საათამდე პერიოდში, თანამესაუბრეებს შორის ტელეფონის ნომრით - 9955-------- და 9955--------, რა დროსაც ობიექტი ,,მ“ ამბობს - ,,აი თუ თავი არ ჩაგარტყა მერე ნახავ. კარგი, ი-–-- მოგონება გაგიხდება, ჩემი დედას შევეცი, შენა მაიცა. აჰა, დაიმახსოვრე, ვერც ნახუკაი გიშველის და ვერც ჩიხანაი და ვერც ფილხანაი. დამაცადე შენ. (ტ.01 ს.ფ.110-111)
ფონოგრამა 1413462629 IN-ის, თანახმად საუბარი მიმდინარეობდა 21.03.2019 წლის 13:16:56 საათიდან 13:21:31 საათამდე პერიოდში, თანამესაუბრეებს შორის ტელეფონის ნომრით - 9955-------- და 9955--------, რა დროსაც ობიექტი ,,მ2“ ამბობს - ,,ნერვები აღარ მაქვს ბოზის შვილი ვიყო, ჩავალ “იმენა“ მივალეწავ სახეს. (ტ.01 ს.ფ. 116-118)
ფონოგრამა 1413466458 IN-ის, თანახმად 21.03.2019 წლის 15:21:13 საათზე, მობილური ტელეფონის ნომრიდან 9955-------- გასულია შეტყობინება, მობილური ტელეფონის ნომერზე 9955--------, შინაარსით - 7----- კრისტალია დაეწერება v------ გამაგებინე ქვითარი შეინახოს. (ტ.01 ს.ფ. 120)
ფონოგრამა 1413466458 IN-ის, თანახმად 21.03.2019 წლის 15:37:31 საათზე, მობილური ტელეფონის ნომრიდან 9955-------- გასულია შეტყობინება, მობილური ტელეფონის ნომერზე 9955--------, შინაარსით - კაი ვეტყვი ახლა და ჩავარიცხინებ. (ტ.01 ს.ფ. 120)
ფონოგრამა 1413467744 IN-ის, თანახმად საუბარი მიმდინარეობდა 21.03.2019 წლის 15:59:05 საათიდან 16:00:11 საათამდე პერიოდში, თანამესაუბრეებს შორის ტელეფონის ნომრით - 9955-------- და 9955--------, რა დროსაც ობიექტი ,,მ“ ამბობს - ე! მიდი მალე ბიჭო. (ტ.01 ს.ფ.121-122)
ფონოგრამა 1413467891 IN-ის, თანახმად საუბარი მიმდინარეობდა 21.03.2019 წლის 16:03:30 საათიდან 16:05:58 საათამდე პერიოდში, თანამესაუბრეებს შორის ტელეფონის ნომრით - 9955-------- და 9955--------, რა დროსაც ობიექტი ,,მ“ ამბობს - კაი, ნახევარ საათში ველოდები, კაი მოდო, აი აქ ვდგავარ. ობიექტი ,,მ1“ პასუხობს - ნახევარ საათში ვერ მოასწრებს ძმაო. ობიექტი ,,მ“ - რა იცი, რომ ვერ მოასწრებს. ობიექტი ,,მ“ - რას უყლევებ ბიჭო, აქ აპარატთან ვიდგე, რას მაყლევებ ბიჭო?. ობიექტი ,,მ“ - არ გინდა შეაწუხო და ჩვენ შევწუხდეთ, თუ როგორ ტო? (ტ.01 ს.ფ.122-123)
ფონოგრამა 1413468669 IN-ის, თანახმად საუბარი მიმდინარეობდა 21.03.2019 წლის 16:30:22 საათიდან 16:30:59 საათამდე პერიოდში, თანამესაუბრეებს შორის ტელეფონის ნომრით - 9955-------- და 9955--------, რა დროსაც ობიექტი ,,მ“ ამბობს - არიცხინებ, 230? ობიექტი ,,მ1“ პასუხობს - 230,კი. ობიექტი ,,მ“ - ბიჭო, 5 ლარი პროცენტს აიღებს და უთხარი რა, იქნებ ჰქონდეს ტო. ობიექტი ,,მ1“ - მე ვუთხარი, ეგაცო თანამშრომლებს გამოვართვიო. (ტ.01 ს.ფ. 124)
ფონოგრამა 1413502092 IN-ის, თანახმად საუბარი მიმდინარეობდა 22.03.2019 წლის 22:08:40 საათიდან 22:10:43 საათამდე პერიოდში, თანამესაუბრეებს შორის ტელეფონის ნომრით - 9955-------- და 9955--------, რა დროსაც ობიექტი ,,მ“ ამბობს - ბიჭო, რით ვერ მიხვდი, ტო ? რა დროსაც ,,მ1“ პასუხობს - მითხარი, აბა. ობიექტი ,,მ“ - ჯერ კრისტალზე შედი. ობიექტი ,,მ“ ბიჭო, 105, მეტი არა. ობიექტი ,,მ“ – 600 ლარი ჩაურიცხე ეგრევე. ობიექტი ,,მ1“ - კაი. (ტ.01 ს.ფ.129-130)
ფონოგრამა 1413502203 OUT-ის, თანახმად საუბარი მიმდინარეობდა 22.03.2019 წლის 22:15:08 საათიდან 22:16:53 საათამდე პერიოდში, თანამესაუბრეებს შორის ტელეფონის ნომრით - 9955-------- და 9955--------, რა დროსაც ობიექტი ,,მ“ - ჩაგერიცხა ძია ? ობიექტი ,,მ1“ - ჰო, ჩავრიცხეო. ობიექტი ,,მ“ -მესიჯი მოგივიდა ? ობიექტი ,,მ1“ - ჩამერიცხა, ეგრევე. ობიექტი ,,მ“ ხედავ რა ძმა გყავს? ობიექტი ,,მ1“ - კი. ობიექტი ,,მ“ - 50 ლარი მომე, რა, დილას. (ტ.01 ს.ფ.130-131)
ფონოგრამა 1413511188 OUT-ის, თანახმად 23.03.2019 წლის 13:43:44 საათზე, მობილური ტელეფონის ნომრიდან 9955-------- გასულია შეტყობინება, მობილური ტელეფონის ნომერზე 9955--------, შინაარსით - ძმა ჯან ეხლა დავურეკე და 187 ლარი შესატანიაო და პროცენტსაც წაიღებს კაი გელოდები. (ტ.01 ს.ფ.132)
ფონოგრამა 1413511195 OUT-ის, თანახმად 23.03.2019 წლის 13:44:11 საათზე, მობილური ტელეფონის ნომრიდან 9955-------- გასულია შეტყობინება, მობილური ტელეფონის ნომერზე 9955--------, შინაარსით - ათ ლარზე არ მარეკინო გეხვეწები. (ტ.01 ს.ფ. 133)
ფონოგრამა 1413511604 IN-ის, თანახმად 23.03.2019 წლის 14:01:39 საათზე, მობილური ტელეფონის ნომერზე 9955-------- შემოსულია შეტყობინება, მობილური ტელეფონის ნომერიდან 9955--------, შინაარსით - მომწერე რაზე გინდა. (ტ.01 ს.ფ. 133)
ფონოგრამა 1413511642 OUT-ის, თანახმად 23.03.2019 წლის 14:02:55 საათზე, მობილური ტელეფონის ნომრიდან 9955-------- გასულია შეტყობინება, მობილური ტელეფონის ნომერზე 9955--------, შინაარსით - კრისტალია 1----- ზ-----ბი ა--–-----–ი დაეწერება. რამდენ ხანში დარიცხავ და რამდენს. (ტ.01 ს.ფ. 133-134)
ფონოგრამა 1413511642 OUT-ის, თანახმად 23.03.2019 წლის 14:05:08 საათზე, მობილური ტელეფონის ნომრიდან 9955-------- გასულია შეტყობინება, მობილური ტელეფონის ნომერზე 9955--------, შინაარსით - ,,მიხვედი“. (ტ.01 ს.ფ. 134)
ფონოგრამა 1413511705 IN-ის, თანახმად 23.03.2019 წლის 14:06:40 საათზე, მობილური ტელეფონის ნომერზე 9955-------- შემოსულია შეტყობინება, მობილური ტელეფონის ნომერიდან 9955--------, შინაარსით - ჯერ არა 15 წუთში მივალ. (ტ.01 ს.ფ. 134-135)
ფონოგრამა 1413511714 OUT-ის, თანახმად 23.03.2019 წლის 14:07:12 საათზე, მობილური ტელეფონის ნომრიდან 9955-------- გასულია შეტყობინება, მობილური ტელეფონის ნომერზე 9955--------, შინაარსით - ვდგავართ ყლეებივით რას ამბობ ტო. (ტ.01 ს.ფ. 135)
ფონოგრამა 1413511809 OUT-ის, თანახმად 23.03.2019 წლის 14:11:23 საათზე, მობილური ტელეფონის ნომრიდან 9955-------- გასულია შეტყობინება, მობილური ტელეფონის ნომერზე 9955--------, შინაარსით - ჩემი სახელი და გვარი თუ არ დაეწერება არ დარიცხო დამირეკე იქ რო მიხვალ. (ტ.01 ს.ფ. 135)
ფონოგრამა 1413512306 IN-ის, თანახმად საუბარი მიმდინარეობს 23.03.2019 წლის 14:30:15 საათიდან 14:31:39 საათამდე პერიოდში, თანამესაუბრეებს შორის ტელეფონის ნომრით - 9955-------- და 9955--------, რა დროსაც ობიექტი ,,მ“ ამბობს - აუ! არა გაქვს ერთი სამი ლარი ? ობიექტი ,,მ1“ პასუხობს - არა მაქვს ,,ვაფშე“ ბოზის შვილი ვიყო. ობიექტი ,,მ“ - ბოზის შვილი ვიყო, რა კაი 190-ია ? ობიექტი ,,მ1“ - კი, 190-ს ვრიცხავ. ობიექტი ,,მ1“ - ,,ვსიო“ ეგ არის. ობიექტი ,,მ-ს“ ტელეფონის მიღმა ისმის - ფულის მოხსნა მინდა რა/ ალო. ობიექტი ,,მ1“ - ხო, ჩაგერიცხა ? ობიექტი ,,მ“ - ჩარიცხე ხო ? ობიექტი ,,მ1“ - კი. ობიექტი ,,მ“- დაიცადე. ერთი წამით და ნახავს. 190 ლარია ჩარიცხული. კი, პროცენტია, 3%-ია, ხო ? დაგემატებინა რა, თუ გაქვს ბიჭო? ობიექტი ,,მ1“ - არ მაქვს, რომ მქონდეს უარს გეტყვი ბიჭო ? ობიექტი ,,მ“ - კია, კაი ,,სპასიბა“. (ტ.01 ს.ფ. 136)
ფონოგრამა 1413422138 IN-ის, თანახმად 19.03.2019 წლის 15:17:14 საათზე, მობილური ტელეფონის ნომერზე 9955-------- შესულია შეტყობინება, მობილური ტელეფონის ნომერიდან 9955--------, შინაარსით - პ--–- გითხარი საშუალება არ მაქვს თქო რატომ არ გესმის ჩემი. (ტ.01 ს.ფ. 140)
ფონოგრამა 1413422138 OUT-ის, თანახმად 19.03.2019 წლის 15:19:25 საათზე, მობილური ტელეფონის ნომერიდან - 9955-------- გასულია შეტყობინება, მობილური ტელეფონის ნომერზე - 9955--------, შინაარსით - რა გავიგო ბიჭო შენზე მაგრად მე მიჭირს გაიგე და შენზე ცუდ დღეში მე ვარ ოჯახში პური არ მაქვს ყლეო გაიგე და მე ვიშოვე დადექი ჰოდა შენც ირბინე და შეკარი თანხა. (ტ.01 ს.ფ. 140)
ფონოგრამა 1413422198 OUT-ის, თანახმად 19.03.2019 წლის 15:19:27 საათზე, მობილური ტელეფონის ნომერიდან - 9955-------- გასულია შეტყობინება, მობილური ტელეფონის ნომერზე - 9955--------, შინაარსით - ,,არ გამიგრძელო ისეც გამწარებულები ვართ“. (ტ.01 ს.ფ. 141)
ფონოგრამა 1413422219 IN-ის, თანახმად 19.03.2019 წლის 15:20:29 საათზე, მობილური ტელეფონის ნომერზე 9955-------- შესულია შეტყობინება, მობილური ტელეფონის ნომერიდან 9955--------, შინაარსით - პ--–- გითხარი ვერ ვშოულობ თქო რომ მეშოვა ხომ დაგიდგებოდი გვერდით. (ტ.01 ს.ფ. 141)
ფონოგრამა 1413422242 OUT-ის, თანახმად 19.03.2019 წლის 15:21:23 საათზე, მობილური ტელეფონის ნომერიდან - 9955-------- გასულია შეტყობინება, მობილური ტელეფონის ნომერზე - 9955--------, შინაარსით - ნუღა მალაპარაკებ გაიგე რაც გითხარი და დაგვირეკე ვსიო. (ტ.01 ს.ფ. 141)
ფონოგრამა 1413422269 IN-ის, თანახმად 19.03.2019 წლის 15:22:15 საათზე, მობილური ტელეფონის ნომერზე 9955-------- შესულია შეტყობინება, მობილური ტელეფონის ნომერიდან 9955--------, შინაარსით - პ--–- გითხარი ვერ ვნახე და შენც გამიგე. (ტ.01 ს.ფ. 142)
ფონოგრამა 1413422289 OUT-ის, თანახმად 19.03.2019 წლის 15:23:10 საათზე, მობილური ტელეფონის ნომერიდან - 9955-------- გასულია შეტყობინება, მობილური ტელეფონის ნომერზე - 9955--------, შინაარსით - დაფიქრდი კარგად თორე სანანებლად გაგიხდი. (ტ.01 ს.ფ. 142)
ფონოგრამა 1413419952 OUT-ის, თანახმად 19.03.2019 წლის 13:57:44 საათზე, მობილური ტელეფონის ნომერიდან - 9955-------- გასულია შეტყობინება, მობილური ტელეფონის ნომერზე - 9955--------, შინაარსით - ბიჭო გელოდებით მე და ჯ---. (ტ.01 ს.ფ. 143)
ფონოგრამა 1413420560 IN-ის, თანახმად 19.03.2019 წლის 14:18:10 საათზე, მობილური ტელეფონის ნომერზე 9955-------- შესულია შეტყობინება, მობილური ტელეფონის ნომერიდან 9955--------, შინაარსით - ვერაფრით ვერ ვიჩალიჩე პ--–-. (ტ.01 ს.ფ. 143)
ფონოგრამა 1413420592 OUT-ის, თანახმად 19.03.2019 წლის 14:19:06 საათზე, მობილური ტელეფონის ნომერიდან - 9955-------- გასულია შეტყობინება, მობილური ტელეფონის ნომერზე - 9955--------, შინაარსით - ყლე ხო არ გიდევს ბიჭო ბიჭი გელოდება ყლეობაში გაეხვევი. (ტ.01 ს.ფ. 144)
ფონოგრამა 1413422006 OUT-ის, თანახმად 19.03.2019 წლის 15:10:43 საათზე, მობილური ტელეფონის ნომერიდან - 9955-------- გასულია შეტყობინება, მობილური ტელეფონის ნომერზე - 9955--------, შინაარსით - ბიჭო რამე ქენი ასე არ დაგვტოვო ჩემს ოჯახს შვთხარე ჭკუიდან ნუ გადამიყვან გაიგე რამე ქენი თქო. (ტ.01 ს.ფ. 144)
ფონოგრამა 1413422023 IN-ის, თანახმად 19.03.2019 წლის 15:11:52 საათზე, მობილური ტელეფონის ნომერზე 9955-------- შესულია შეტყობინება, მობილური ტელეფონის ნომერიდან 9955--------, შინაარსით - პ--–- ვერაფრით ვერ ვიჩალიჩე რომ ყოფილიყო უარს არ გეტყოდი. (ტ.01 ს.ფ. 144)
ფონოგრამა 1413422084 OUT, თანახმად 19.03.2019 წლის 15:15:19 საათზე, მობილური ტელეფონის ნომერიდან - 9955-------- გასულია შეტყობინება, მობილური ტელეფონის ნომერზე - 9955--------, შინაარსით - ავანსი რო აიღო და გააკეთო არაფერი. (ტ.01 ს.ფ. 144-145)
ფონოგრამა 1413422090 OUT, თანახმად 19.03.2019 წლის 15:15:47 საათზე, მობილური ტელეფონის ნომერიდან - 9955-------- გასულია შეტყობინება, მობილური ტელეფონის ნომერზე - 9955--------, შინაარსით - გააყლევა ერთი და უარესად ნუ აგვთხრი. (ტ.1 ს.ფ. 144-145)
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ფონოსკოპიური ექსპერტიზის განყოფილების მთავარი ექსპერტის დ----- გ-------–---–ის და ე------------–-–---–ის, მიერ გაცემული N------ ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, რომელიც დაცვის მხარის მიერ უდაოდ იქნა ცნობილი:
1) ჩატარებული კომპლექსური ანალიზის შედეგად გამოსაკვლევად შემოსულ აუდიოგრამებზე მონტაჟის ნიშნები არ აღინიშნება. 2) ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარმოდგენილი ქვემო აღნიშნული ჩანაწერები ვარგისია საინდენტიფიკაციო გამოკვლევებისთვის ხმის მიხედვით. ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარმოდგენილი ჩანაწერების გამოკვლევისას სპექტრული მაქსიმუმების თანხვედრა აშკარაა, რაც გვაძლევს საფუძველს დავასკვნათ, რომ სადაო და ეტალონური ფონოგრამები ტექნიკური თვალსაზრისით ერთმანეთის თავსებადია დიქტორისთვის:
ზ----------–-----–ი - ფონოგრამებში: 1413172393.wav; 1413198733. wav; 1413260959.wav; 1413261648.wav; 1413266543. wav; 1413269151. wav; 1413270625. wav; 1413273578. wav; 1413297256. wav; 1413266543. wav, 1413269151. wav, 1413270625. wav; 1413273578. wav; 1413297256. wav; 1413309527. wav; 1413309723. wav; 1413309776. wav; 1413314879. wav; 1413328676. wav; 1413328972. wav; 1413400596. wav; 1413401650. wav; 1413435883. wav, 1413445065. wav; 1413462629. wav; 1413466199. wav; 1413467327. wav; 1413467744. wav; 1413467891. wav; 1413468669. wav; 1413475501. wav; 1413497004. wav; 1413498631. wav; 1413502092. wav; 1413502203. wav; 1413512306. wav; 1413532406. wav; 1413987680. wav; 1413988831. wav; 1414010775. wav; 1414036473. wav; 1414049555. wav; 1414057765. wav; 1414065333. wav; 1414089434. wav; 1414101036. wav; 1414108144. wav; 1414108205. wav; 1414109171. wav; 1414116752. wav; 1414122726. wav; 1414125375. wav; 1414128267. wav; 1414171617. wav; 1414172601. wav. (ტ.03 ს.ფ 68-84).
სასამართლო სხდომაზე უდაოდ ცნობილი რ-------------ის 2019 წლის 26 ივლისის გამოძიებაში მიცემული ჩვენების მიხედვით, რ-------------ე არის ზ----------–-----–ის მეგობარი და ბავშვობიდან იცნობს მას. 2019 წლის მარტის შუა რიცხვებში ზ----------–-----–თან ერთად იმყოფებოდა მარნეულში მდებარე კაზინო ,,777“-ში. ზ----------–-----–ი თავისი მობილური ტელეფონის ნომრიდან ესაუბრებოდა ვიღაც პიროვნებას და სთხოვდა გარკვეული თანხის ჩარიცხვას, (ოდენობა არ ახსოვს). საუბრიდან ცოტახანში ზ-----ბმა უთხრა, რომ მის ანგარიშზე (1------) ჩაირიცხებოდა თანხა, მოეხსნა ის ანგარიშიდან და მიეცა მისთვის. გარკვეული პერიოდის შემდეგ მან (რ-------------ემ) შეამოწმა ანგარიში და მართლაც N1------ ანგარიშზე ჩარიცხული იყო 107 ლარი. მოწმის განმარტებით ისინი გავიდნენ ბანკომატთან და აიღო ხსენებული თანხა, რომელიც გადასცა ზ----------–-----–ს. ჩვენების მიხედვით იმავე დღეს მის ანგარიშზე ზ----------–-----–ს ისევ ჩაურიცხეს თანხა , მაგრამ რამდენი იყო და ვინ რატომ ჩაურიცხა არ იცის. (ტ.2. ს.ფ. 233-235)
მხარეთა მიერ ასევე უდავოდ ცნობილი 2019 წლის 19 ივნისის ინფორმაციის გამოთხოვის ოქმის მიხედვით, ოქმი შედგენი-–-- გამომძიებელ ს--–---------–----–---–ის მიერ 2019 წლის 19 ივნისის 13:29 -13:38 საათებს შორის პერიოდში, ქ.თბილისი, თ. ჭოველიძის ქუჩა N10-ში მდებარე შპს ,,ავიატორში“. საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობას ღებულობდა შპს ,,ავიატორის“ იურისტი დ----- დ-----ე. საგამოძიებო მოქმედების შედეგად გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია კერძოდ N1------ ანგარიშის ნომრის მფლობელის დემოგრაფიული მონაცემები და 2019 წლის 01 მარტიდან 2019 წლის 01 აპრილამდე პერიოდში განხორციელებული ტრანზაქციების ისტორია ,,02“ თაბახის ფურცლად. ინფორმაციის გამოთხოვის ოქმს ხელს აწერს მასში მონაწილე ყველა პირი.
გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით N1------ ანგარიშის ნომრის მფლობელია რ-------------ე პ-------------; N1------ ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის შესახებ მონაცემების თანახმად 2019 წლის 18 მარტის 14:56:09 საათზე ჩარიცხულია ფულადი თანხა 107 ლარის ოდენობით (ტ.2. ს.ფ. 16-22).
სასამართლო სხდომაზე უდავოდ ცნობილი ი-----------–-–---–ის 2019 წლის 26 ივლისის გამოძიებაში მიცემული ჩვენების მიხედვით, ზ----------–-----–ი არის ბიძამისი, კერძოდ დედამისის ი---- ჯ----–ის ძმა. მიუხედავად იმისა, რომ მას ზ----------–-----–თან დაკავებამდე ხშირი ურთიერთობა ჰქონდა, მისთვის უცნობია, თუ რას საქმიანობდა ზ----------–-----–ი. რამდენიმე წელია ტოტალიზატორ „კრისტალბეთში“ გახსნილი აქვს ანგარიში საკუთარი პირადი მონაცემებით, ანგარიშის ნომერია 7-----, ხოლო მომხმარებლის სახელია v-------. მოწმის განმარტებით ზ----------–-----–ი მას პერიოდულად ზემოთხსენებულ ანგარიშზე ურიცხავდა თანხებს. 2019 წლის 21 მარტს, დაახლოებით 16:30 საათზე ზ----------–-----–ი დაუკავშირდა მას ტელეფონით და უთხრა, რომ მის ზემოაღნიშნულ ანგარიშზე ჩაურიცხავდა 230 ლარს, საიდანაც 150 ლარი უნდა მიეცა დედამისისთვის ე-–----------–---–---–ისთვის, ხოლო დარჩენილი 80 ლარი მოეხმარა პირადად ოჯახში. მითითებული თანხა მართლაც ჩაირიცხა, რომელიც იმავე დღეს გამოიტანა კაზრეთში მდებარე ლიბერთი ბანკის ბანკომატიდან. მოწმის განმარტებით მას ზ----------–-----–ისთვის არასდროს არ უკითხავს, თუ საიდან ჰქონდა თანხა, რომელსაც ურიცხავდა ხსენებულ ანგარიშზე, არც ის უკითხავს, კონკრეტულად ზ----------–-----–ი ურიცხავდა თუ სხვას არიცხინებდა.(ტ.2. ს.ფ. 236-238)
მხარეთა მიერ ასევე უდავოდ ცნობილი 2019 წლის 19 ივნისის ინფორმაციის გამოთხოვის ოქმის მიხედვით, ოქმი შედგენი-–-- გამომძიებელ ს--–---------–----–---–ის მიერ 2019 წლის 19 ივნისის 14:17 -14:25 საათებს შორის პერიოდში, ქ.თბილისი, ქავთარაძის ქუჩა N19-ში მდებარე შპს ,,მარსში“. საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობას ღებულობდა შპს ,,მარსის“ იურისტი შ--------–---–---ე. საგამოძიებო მოქმედების შედეგად გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია კერძოდ N7----- და 1----- ანგარიშის ნომრის მფლობელების დემოგრაფიული მონაცემები და 2019 წლის 01 მარტიდან 2019 წლის 01 აპრილამდე პერიოდში განხორციელებული ტრანზაქციების ისტორია ,,11“ თაბახის ფურცლად. ინფორმაციის გამოთხოვის ოქმს ხელს აწერს მასში მონაწილე ყველა პირი.
გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით N7----- ანგარიშის ნომრის მფლობელია ი-----------–-–---–ი პ-------------; N7----- ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის შესახებ მონაცემების თანახმად 2019 წლის 21 მარტის 16:32:25 საათზე ჩარიცხულია ფულადი თანხა 230 ლარის ოდენობით.
ასევე გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით N1----- ანგარიშის ნომრის მფლობელი ზ----------–-----–ი პ-------------; N1----- ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის შესახებ მონაცემების თანახმად 2019 წლის 23 მარტის 14:30:54 საათზე ჩარიცხულია ფულადი თანხა 190 ლარის ოდენობით და 2019 წლის 22 მარტის 22:10:517საათზე ჩარიცხულია ფულადი თანხა 105 ლარის ოდენობით. (ტ.2. ს.ფ. 123-37)
სასამართლო სხდომაზე უდავოდ ცნობილი დ----- ჯ----–ის 2019 წლის 03 აგვისტოს გამოძიებაში მიცემული ჩვენების მიხედვით, ზ-----ბ ა--–----–ი არის ბიძამისი კერძოდ მამამისის მ------ ჯ----–ის ძმა. ის ზ----------–-----–ს იცნობს ბავშვობიდან, თუკი რამე სჭირდება ყველაფერზე ურეკავს ზ----------–-----–ს, ვინაიდან, მამამისი რამდენიმე წელია ცხოვრობს საბერძნეთში. მოწმის განმარტებით ის სარგებლობს საქართველოს ბანკის მომსახურებით, კერძოდ საკუთარი პირადი მონაცემებით გახსნილი აქვს ანგარიში, რომლის ნომერია G---------------------. მოწმის განმარტებით 2019 წლის 22 მარტს ოჯახში ესაჭიროებოდა თანხა, რის გამოც დახმარებისთვის დაურეკა ზ----------–-----–ს და თხოვა, რომ ოჯახში ჭირდებოდა თანხა და რის საშუალებაც ექნებოდა ჩაერიცხა მის კუთვნილ ანგარიშზე, ხოლო თანხას მალე უკან დაუბრუნებდა. ზ----------–-----–მა უთხრა, რომ თანხის უკან დაბრუნება არ იყო საჭირო და აუცილებლად დაეხმარებოდა. მოწმის განმარტებით რამდენიმე საათში მის ანგარიშზე ზ----------–-----–მა ჩარიცხა 600 ლარი და უთხრა, რომ გამოეყენებინა მისი სურვილისამებრ. მოწმის განმარტებით მიუხედავად იმისა, რომ ზ----------–-----–ი იყო უმუშევარი ის არასდროს დაინტერესებულა საიდან ჰქონდა ფულადი თანხები, რომელსაც ურიცხავდა მას, არც ზ----------–-----–ს უთქვია მისთვის, თუ რა გზით ახერხებდა თანხების შოვნას.(ტ.2. ს.ფ. 243-245)
მხარეების მიერ ასევე უდავოდ ცნობილი 2019 წლის 26 ივნისის ინფორმაციის გამოთხოვის ოქმის მიხედვით, ოქმი შედგენი-–-- გამომძიებელ ვ----–----–---ის მიერ 2019 წლის 26 ივნისის 13:41 -14:03 საათებს შორის პერიოდში, ქ. თბილისი, გაგარინის ქუჩა N29ა-ში მდებარე , საქართველოს ბანკის სათაო ოფისში. საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობას ღებულობდა საქართველოს ბანკის იურისტი დ----- გ------ე. საგამოძიებო მოქმედების შედეგად გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია, კერძოდ: G--------------------- ანგარიშის ნომრის მფლობელის დემოგრაფიული მონაცემები და აღნიშნული ანგარიშის მფლობელის სახელზე 2019 წლის 01 მარტიდან 2019 წლის 01 აპრილამდე პერიოდში განხორციელებული ტრანზაქციების შესახებ ინფორმაცია ,,11“ თაბახის ფურცლად. ინფორმაციის გამოთხოვის ოქმს ხელს აწერს მასში მონაწილე ყველა პირი.
გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით G--------------------- ანგარიშის ნომრის მფლობელია დ----- ჯ----–ი პ/ნ0----------; G--------------------- ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის შესახებ მონაცემების თანახმად 2019 წლის 22 მარტის გადახდის აპარატის საშუალებით ანგარიშზე ჩარიცხულია ფულადი თანხა 600 ლარის ოდენობით.
(ტ.2. ს.ფ. 38-52)
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა, ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გამომძიებელი გ---------------ა, რომელმაც განმარტა, რომ 2019 წლის 10 ივლის იმყოფებოდა სამსახურში, ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას, რა დროსაც მიიღო დავალება, სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში, სასამართლოს განჩინების საფუძველზე ზ----------–-----–ის დაკავების თაობაზე. ხელმძღვანელის მიერ მიწოდებული ინფორმაციის თანახმად ზ----------–-----–ი უნდა ყოფილიყო ქვემო ფონიჭალის ტერიტორიაზე. შემთხვევის ადგილზე გავიდა ორი ჯგუფი, მის ჯგუფში იყო კ--------------–---–ი და შ------------ა, რომლებიც გავიდნენ სამსახურეობრივი ვერცხლისფერი ,,შევროლეს“ მარკის ავტომობილით. გზაზე მათ გადაასწრო ,,ნისანის“ მარკის ავტომობილმა, რომელშიც შეამჩნიეს, ზ----------–-----–ი. მოწმის განმარტებით მათ აღნიშნული ავტომანქანა ავტობანის დამთავრებისას, შუქნიშანთან შეაჩერეს. ავტომანქანასთან მივიდა შ------------ა და კ--------------–---–ი და გადმოიყვანეს ზ----------–-----–ი, რომელიც იჯდა უკანა სავარძელზე. მოწმის განმარტებით მან ზ----------–-----–ს გააცნო მოსამართლის განჩინება მისი დაკავებისა და პირადი ჩხრეკის შესახებ და განუმარტა უფლებები, რაზეც ზ-----ბ ასალანიანცმა განმარტა რომ მისთვის ყველაფერი გასაგები იყო. მოწმის განმარტებით კ--------------–---–ის მიერ ზ----------–-----–ს ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა, რა დროსაც მისი შარვლის მარცხენა ჯიბიდან ამოღებულ იქნა პოლიეთილენის პაკეტში გახვეული ნივთიერება. შარვლის წინა ჯიბიდან პირადი ნივთები საფულე და ტელეფონი. მოწმის განმარტებით კ--------------–---–ი ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნივთებს აწვდიდა მას, რომლებსაც გ---------------ამ ათავსებდა პაკეტებში. კერძოდ მან ერთ პაკეტში მოთავსა პირადი ნივთები (საფულე და ტელეფონი), ხოლო მეორე პაკეტში მოათავსა პოლიეთილენის პაკეტში გახვეული ნივთიერება. მოწმის განმარტებით მის მიერ მოხდა დაკავებისა და ჩხრეკის ოქმის შედგენა, ასევე ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნივთების დალუქვა, რა დროსაც ლუქს დაესვა მონაწილე პირთა ხელმოწერები, ზ----------–-----–მა გაურკვეველი მიზეზით უარი განაცხადა ოქმზე და ჩხრეკის შედეგად ამოღებული და შემდგომ დალუქულ ნივთების ლუქებზე ხელმოწერაზე. მოწმის განმარტებით, ვინაიდან ზ----------–-----–ი წარსულში ნასამართლევი იყო ნარკოტიკული დანაშაულისთვის, მათ გაუჩნდათ ეჭვი, რომ პოლიეთილენის პაკეტში გახვეული ნივთიერება შესაძლოა ყოფილიყო ნარკოტიკული ნივთიერება. მოწმის განმარტებით მათ პაკეტი არ გაუხსნიათ. ზ----------–-----–ი დაკავების შემდეგ გადაიყვანეს პოლიციის ადმინისტრაციულ შენობაში, სადაც დასრულდა ოქმის შევსება. ბრალდებულს პოლიციის განყოფილებაში გადაეცა დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმის ასლი. ხოლო დაკავებისა და პირადი ჩხრეკის განჩინების ასლები გადაეცა ადგილზევე, რის ჩაბარებაზეც ზ----------–-----–მა არ მოაწერა ხელი. ზ----------–-----–ის დაკავების შესახებ ინფორმაცია აცნობეს ნათესავს 03 საათის ვადაში.
მოწმემ ასევე აღნიშნა, რომ მოცემული საქმის ირგვლივ მისი დადგენილების საფუძველზე დაინიშნა ფონოსკოპიური ექსპერტიზა.
ადვოკატის კითხვაზე თუ რომელი ჯიბიდან მოხდა პოლიეთილენის პაკეტში გახვეული ნივთიერების ამოღება ,,თქვენ თქვით, რომ ნარკოტიკული ნივთიერების ამოღება მოხდა მარცხენა ჯიბიდან“ მოწმემ განმარტა და დააზუსტა, რომ აღნიშული ნივთიერების ამოღება მოხდა შარვლის წინა მარჯვენა ჯიბიდან.
მოწმემ მისი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების კანონიერება დაადასტურა (ტ.3. ს.ფ 106-125).
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა, ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივის თანაშემწე შ------------ა, რომელმაც განმარტა, რომ 2019 წლის 10 ივლის იმყოფებოდა სამსახურში, ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას, რა დროსაც მიიღო დავალება, სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში, სასამართლოს განჩინების საფუძველზე ზ----------–-----–ის დაკავების თაობაზე. ხელმძღვანელის მიერ მიწოდებული ინფორმაციის თანახმად ზ----------–-----–ი უნდა ყოფილიყო ქვემო ფონიჭალის ტერიტორიაზე. დავალების ფარგლებში შსს საინფორმაციო ბაზიდან ამოიღეს ზ----------–-----–ის პირადი მონაცემები და ფოტოსურათები და შეიქმნა ორი ჯგუფი, რომლებიც უნდა გასულიყვნენ დავალებაში მითითებულ მისამართზე. მის ჯგუფში იყვნენ: გ---------------ა და კ--------------–---–ი. მოწმის განმარტებით დავალების შესაბამისად ისინი ,,შევროლეს“ მარკის ვერცხლისფერი ავტომობილით გაემართნენ ქვემო ფონიჭალის მიმართულებით (იქნებოდა შუადღის საათები). საჭესთან იჯდა თვითონ (შ------------ა), მის გვერდით კ--------------–---–ი და უკან იჯდა გ---------------ა. თბილისი რუსთავის ავტომაგისტრალზე მოძრაობისას კ--------------–---–მა შეამჩნია, ,,ნისანის“ მარკის ავტომობილში, მჯდომი ზ----------–-----–ი, რომელიც იჯდა აღნიშნული მანქანის უკანა სავარძელზე, მარცხენა მხარეს, მანქანას ჰქონდა ტაქსის ტრაფარეტი. აღნიშნულ მანქანაში გარდა ზ----------–-----–ისა იჯდა მძღოლი და მძღოლის გვერდით ერთი პიროვნება, ზ----------–-----–ის მეგობარი. (მოწმის განმარტებით, როდესაც გადაადგილდებოდნენ ავტობანზე გზად ათვალიერებდნენ სამარშუტო ტაქსებს, ვინაიდან იცოდნენ, რომ ზ----------–-----–ი ფონიჭალაში არ ცხოვრობდა და ჰქონდათ ეჭვი, რომ ის გადაადგილდებოდა სამარშუტო ტაქსით ან სხვა ავტომანქანით. ყურადღება გადატანილი ჰქონდათ სამარშუტო ტაქსებზე და ავტომობილებზე). მოწმის განმარტებით მათ გააჩერეს აღნიშნული ავტომანქანა (მათი მანქანა გაჩერდა ,,ნისანის“ მარკის ავტომობილის წინ ხოლო მეორე ჯგუფის მანქანა უკან მიუდგა) და გადმოვიდნენ მანქანიდან მან (შ------------ამ) და კ--------------–---–მა ზ----------–-----–ი გადმოიყვანეს ,,ნისანის“ მარკის ავტომანქანიდან (ზ----------–-----–ი წინააღმდეგობის გაწევის გარეშე თავის ნებით გადმოვიდა მანქანიდან, ხოლო ზ----------–-----–ის მეგობარი გადმოიყვანა მეორე ჯგუფმა ლ-–----------ემ და რ-------------მ). მოწმის განმარტებით ზ----------–-----–ი გააჩერეს ავტომობილის საბარგულთან, მარჯვენა მხარეს, გამომძიებელმა გ---------------ამ გააცნო განჩინება ჩხრეკის შესახებ და უფლებები. კ--------------–---–მა ჩაუტარა პირადი ჩხრეკა, რა დროსაც ზ----------–-----–ის შარვლის მარცხენა ჯიბიდან ამოღებული იქნა ,,NOKIA”-ს ფირმის შავი ფერის, მობილური ტელეფონი, უკანა ჯიბიდან ამოღებული იქნა საფულე და წინა მარჯვენა ჯიბიდან ამოღებული იქნა პოლიეთილენის პაკეტში გახვეული ნივთიერება. მოწმის განმარტებით ჩხრეკის დროს თავად იდგა ზ----------–-----–ის გვერდით. ზ-----ბ ა--–----–ს ეცვა ლურჯი ფერის შარვალი და წითელი ფერის მაისური. მანქანის საბარგულთან, გ---------------ამ დალუქა ამოღებული ნივთები, საფულე და ტელეფონი მოათავსა ერთ პაკეტში, პოლიეთილენის პაკეტში მოთავსებული ნივთიერება მოათავსე სხვა პაკეტში, რაც დაილუქა. ლუქს დაერთო მონაწილეთა ხელმოწერები, ხოლო ზ----------–-----–მა უარი განაცხადა ხელის მოწერაზე. მოწმის განმარტებით საგამოძიებო მოქმედებებისას ყველას ეცვა რეზინის ხელთათმანები, რომელიც ავტომობილში ჩაიცვეს მას შემდეგ რაც შეაჩერეს ზ----------–-----–ი. მოწმის განმარტებით ზ----------–-----–ის ჩხრეკა-დაკავების ოქმი შეივსო გ---------------ას მიერ ადგილზე, ოქმს ხელი მოაწერეს დამსწრე პირებმა, ზ----------–-----–მა ხელმოწერაზე უარი განცხადა. ჩხრეკის შემდეგ ზ----------–-----–ი გადაიყვანეს პოლიციის ადმინისტრაციულ შენობაში. მეორე ჯგუფის წევრებმა: მა--------------------------------ემ ზ----------–-----–ის მეგობარს ჩაუტარეს ჩხრეკა, რომელიც იჯდა ,,ნისანის“ მარკის ავტომანქანის წინა სავარძელზე, მძღოლის გვერდით. აღნიშნულ საგამოძიებო მოქმედებებს ესწრებოდა ტაქსის მძღოლი. მოწმემ მისი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების კანონიერება დაადასტურა. (ტ.3 ს.ფ.93-106)
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა, ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელი, კ--------------–---–ი, რომელმაც სრულად დაადასტურა გ---------------ას და შ------------ას ჩვენებები და დამატებით განმარტა, რომ ზ----------–-----–ის მიმართ გამოძალვის ფაქტზე მიმდინარე სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით 2019 წლის 10 ივლისს თანამშრომლებთან: შ------------ასთან და გ---------------ასთან ერთად სამსახურეობრივი ,,შევროლეს“ მარკის ავტომობილით გავიდა ზ----------–-----–ის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის მიზნით. მოწმის განმარტებით თბილისი - რუსთავის გზატკეცილზე მოძრაობისას ,,ნისანის“ მარკის (სედანი, მარჯვენა საჭიანი, ტაქსი) ავტომანქანის უკანა სავარძელზე შეამჩნიეს ზ----------–-----–ი. თბილისი-რუსთავის გზატკეცილის N115-ის მიმდებარე ტერიტორიაზე მოძრაობისას მათ ,,ნისანის” მარკის ავტომობილის მძღოლს ანიშნეს, რომ მანქანა გაეჩერებინა. მოწმის განმარტებით მათ ჰქონდათ პოლიციის საინფორმაციო ბაზიდან ამობეჭდილი ზ----------–-----–ის ფოტოსურათი, რამაც ხელი შეუწყო ზ----------–-----–ის ამოცნობას. მოწმის განმარტებით, მათ როდესაც შეიცნეს ზ----------–-----–ი აღნიშნული აცნობეს მათთან ერთად საგამოძიებო მოქმედების შესასრულებლად გასულ მეორე ჯგუფს, რომელთა ავტომობილიც მოძრაობდა მათ უკან. „ნისანის“ მარკის ა/მანქანის მძღოლმა მათი მოთხოვნით გააჩერა ავტომანქანა, რომელშიც იჯდა სამი პირი, კერძოდ, ერთი მძღოლი და ორი მგზავრი. მოწმის განმარტებით მისმა ჯგუფმა მანქანის უკანა სავარძელიდან გადმოიყვანა ზ----------–-----–ი, ხოლო მეორე ჯგუფმა მანქანის წინ მჯდომი ორი პირი. მეორე ჯგუფი საგამოძიებო მოქმედებებს ატარებდა მათგან დაახლოებით 5 მეტრის მოშორებით. მოწმის განმარტებით ზ----------–-----–ს მანქანიდან გადმოყვანის შემდეგ გ---------------ამ გააცნო მისი დაკავებისა და პირადი ჩხრეკის განჩინებები, რის შემდეგაც მან (კ--------------–---–მა) დაიწყო მისი პირადი ჩხრეკა, რაც ჩატარდა მანქანის საბარგულთან, გზის მარჯვენა მხარეს ბორდიურთან. გ---------------ა და შ------------ა იდგნენ ზ----------–-----–ის გვერდით. მოწმის განმარტებით ზ----------–-----–ის ჩხრეკაში მონაწილე პირებს ეცვათ რეზინის ხელთათმანი. ჩხრეკისას მან (კ--------------–---–მა) ზ-----ბ ა--–-----–ს შარვლის წინა მარცხენა ჯიბიდან ამოუღო მობილური ტელეფონი, უკანა ჯიბიდან ყავისფერი საფულე, რომელშიც იდო ბარათები და მცირედი თანხა, ხოლო წინა მარჯვენა ჯიბიდან ამოუღო პოლიეთილენის პაკეტში გახვეული მუქი ფერის ნივთიერება, რომელზეც გაუჩნდათ ეჭვი, რომ იყო ნარკოტიკული ნივთიერება. მოწმის განმარტებით მათ აღნიშნული პაკეტი არ გაუხსნიათ. ჩხრეკის დროს ამოღებული ნივთები და ნივთიერება დალუქეს ადგილზე. ლუქზე ხელი მოაწერეს საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე ყველა პირებმა, ხოლო ზ-----ბ ა--–----–მა ხელის მოწერაზე უარი განცხადა. მოწმის განმარტებით ზ----------–-----–ის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმი შევსებულია გ---------------ას მიერ. მოწმის განმარტებით ზ----------–-----–ის დაკავება მიმდინარეობდა მშვიდ ვითარებაში და დაკავებისას წინააღმდეგობა არ გაუწევია. მეორე ჯგუფმა (ლ-–----------ე, რ-------------) პარალელურად ჩხრეკა ჩაუტარა ზ----------–-----–თან ერთად მყოფ მეორე პირს. აღნიშნულ საგამოძიებო მოქმედებებს ესწრებოდა ტაქსის მძღოლი. მოწმემ მისი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების კანონიერება დაადასტურა (ტ.3 ს.ფ 36-56)
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა, გ-----------ე, რომელმაც განმარტა, რომ არის ტაქსის მძღოლი და მუშაობს „ნისანის“ მარკის მარჯვენა საჭიანი ა/მანქანით. 2019 წლის 10 ივლის შუადღის საათებში გასული იყო სამუშაოდ, მოძრაობდა ქვემო-ფონიჭალის ტერიტორიაზე ე.წ. ტეკთან (მარნეულის მიმართულებით გადასახვევთან) გააჩერა ორმა ბიჭმა (ერთი სრული, ხოლო მეორე სუსტი აღნაგობის) და სთხოვეს წაეყვანა გიგანტის დასახლების გადასახვევთან და შემდეგ ისევ უკან წამოეყვანა, რაშიც შესთავაზეს 10 ლარი. გ-----------ე დათანხმდა, წინა სავარძელზე დაჯდა სრული აღნაგობის პირი, ხოლო უკანა სავარძელზე სუსტი აღნაგობის პირი - ზ-----ბ ა--–----–ი. გიგანტის დასახლების გადასახვევიდან დაახლოებით 100 მეტრში მგზავრებმა გააჩერებინეს ავტომანქანა და ორივე გადავიდნენ მანქანიდან, ამასთან ერთ-ერთმა მაწოდა 20 ლარიანი კუპიურა. ვინაიდან გ-----------ეს უკან დასაბრუნებელი ხურდა არ ჰქონდა, მოატრიალა ა/მანქანა იქვე მოვაჭრეებთან დაახურდავა ფული. მოწმის განმარტებით, აღნიშნული ორი პირი დაახლოებით 2 წუთში დაბრუნდა მის ა/მანქანასთან და ჩაუჯდნენ ავტომანქანაში. ამ შემთხვევაშიც წინა სავარძელზე დაჯდა სრული ტანის პირი, ხოლო უკან ზ----------–-----–ი. მოწმის განმარტებით მას არ შეუმჩნევია ამ ორ პირის მოქმედება, კერძოდ, თუ რა მოიმოქმედეს ა/მანქანიდან გადასვლისას. როდესაც უკანა გზაზე მოძრაობდნენ შუქნიშანთან პოლიციამ მოსთხოვა მანქანის გაჩერება, კერძოდ, აუნთო მაშუქები და ანიშნა გაჩერებულიყო. მოწმის განმარტებით მან თავიდან არ მიაქცია ყურადღება, ზემოაღნიშნული მანქანის მიერ ფარების ანთებას, თუმცა როდესაც შემჩნია, რომ მანქანაში მჯდომთ ეცვათ შავი მაისურები, მიხვდა, რომ რაღაცაში იყო საქმე და მანქანა შეაჩერა. (მოწმის განმარტებით პოლიციის ეკიპაჟის მანქანის ფარების ანთებით მინიშნებიდან დაახლოებით 200 მეტრში გაჩერდა. მას მგზავრებისთვის არ უთქვამს, რომ აპირებდა ავტომობილის გაჩერებას.) მოწმის მართვის ქვეშ არსებული ა/მანქანის გაჩერებისას პოლიციელების ერთი ავტომობილი გაჩერდა მათ წინ, ხოლო მეორე მათ უკან. ორივე ავტომობილი იყო ღია ფერის. ზ-----ბ ა--–----–ს ა/მანქანიდან გადმოყვანის შემდეგ პოლიციელმა წაუკითხა განჩინებები და ჩაუტარეს ჩხრეკა, რა დროსაც ამოუღეს პირადი ნივთები და რაღაც ლურჯი ფერის ნივთი, რომელზეც, პოლიციისგან გაიგო, რომ აღნიშნული ნივთი იყო ნარკოტიკი. მოწმის განმარტებით მეორე პირიც გაჩხრიკეს, რომელსაც არაფერი არ ჰქონდა. ამ დროს თავად ამ პირებისგან დაშორებული იყო 05 მეტრით. მოწმის განმარტებით ადგილზე იყო 6 პოლიციელი, შემთხვევის ადგილზე გაჩერდნენ დაახლოებით 40 წუთი. მოწმის განმარტებით ავტომობილის წინა მარცხენა და მარჯვენა სავარძლებს შორის დაშორება არის დაახლოებით 01 მტკაველი (20-25 სმ), ხოლო მარცხენა ე.წ. ,,სტოიკასა“ და სავარძელს შორის დაშორება ძალიან პატარაა, მას არ შეუმჩნევია წინ მჯდომმა სრული აღნაგობის პი---- მიაწოდა თუ არა რაიმე ზ----------–-----–ს. (ტ.03 ს.ფ. 149-158)
უდავოდ ცნობილი რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 05 ივლისის N11-66-19 განჩინების თანახმად პროკურორ ლ---------–-------ს შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და შსს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გამომძიებლებს ნება დაერთოთ ზ----------–-----–ის დაკავების შესახებ (ტ.02 ს.ფ. 116-119)
უდავოდ ცნობილი რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 05 ივლისის N11ბ-570-19 განჩინების თანახმად პროკურორ ლ---------–-------ს შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და შსს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გამომძიებლებს ნება დაერთოთ ზ----------–-----–ის პირადი ჩხრეკის შესახებ (ტ.02 ს.ფ. 111-112)
ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმის მიხედვით, ოქმი შედგენი-–-- 2019 წლის 10 ივლისს 15:37-16:45 საათების პერიოდში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს განყოფილების დეტექტივ-გამომძიებელ გ---------------ას მიერ, დანაშაულის ჩადენისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის პირველი ნაწილით. დაკავებაში მონაწილეობას იღებდნენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს განყოფილების დეტექტივ-გამომძიებელ გ---------------ა და ამავე დეპარტამენტის თანამშრომლები: შ------------ა და კ--------------–---–ი. დაკავება მოხდა ქ. თბილისის, რუსთავი-თბილისის გზატკეცილის 115-ე მიმდებარე ტერიტორიაზე. დაკავება მიმდინარეობდა წინააღმდეგობის გაწევის გარეშე, მშვიდ ვითარებაში. ზ----------–-----–ის ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა 2019 წლის 10 ივლის 15:58-16:15 საათებს შორის პერიოდში. ზ----------–-----–ის პირადი ჩხრეკისას მისი ტანსაცმლის ჯინსის შარვლის უკანა მარცხენა ჯიბიდან დეტექტივ-გამომძიებელმა კ--------------–---–მა ამოუღო მოყავისფრო ფერის საფულე, რომელშიც მოთავსებული იყო ორი ცალი ბარათი, კერძოდ ერთი პლასტიკური ბარათი ნომრით 7------- და ერთი პლასტიკური ბარათი ნომრით 1-----, ერთი ცალი ხუთ ლარიანი კუპიურა. ამავე ჯიბიდან ამოღებული იქნა ორი ცალი ერთ ლარიანი მონეტა. ამოღებული იქნა ფულადი თანხა სულ 07 ლარი. ჯინსის შარვლის წინა მარცხენა ჯიბიდან ამოღებული იქნა ,,ნოკიას“ ფირმის შავი ფერის ტელეფონი, გამორთულ მდგომარეობაში, რომელსაც ვიზუალური დათვალიერებით დაზიანებული აქვს ეკრანი. ამოღებული ორი პლასტიკური ბარათი, ფულადი თანხა 07 ლარი, საფულე და მობილური ტელეფონი მოთავსდა პოლიეთილენის ფაილში და დაილუქა საქართველოს შსს ქვემო ქართლის პოლიციის N2 ლუქით. ასევე ლუქზე დაესვა საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილე პირთა ხელმოწერები, დაესვა თარიღი და სისხლის სამართლის საქმის ნომერი. ჯინსის წინა მარჯვენა ჯიბიდან ამოღებული იქნა მუქი ფერის ვიზუალური დათვალიერებით პოლიეთილენის მცირე ნაჭერში შეხვეული ნივთიერება, რომელიც მოთავსდა პოლიეთილენის ფაილში და დაილუქა ცალკე საქართველოს შსს ქვემო ქართლის პოლიციის N2 ლუქით. ასევე ლუქზე დაესვა საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილე პირთა ხელმოწერები, დაესვა თარიღი და სისხლის სამართლის საქმის ნომერი. ოქმზე რაიმე სახის შენიშვნები და განცხადებები არ გაკეთებულა. ოქმს ხელს აწერს ყველა მონაწილე პირი (დეტექტივ-გამომძიებელი კ--------------–---–ი და დეტექტივის თანაშემწე, გამომძიებელი შ------------ა). ზ----------–-----–ს გადაეცა დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმების ასლები, ოქმზე ხელის მოწერაზე გაურკვეველი მიზეზის გამო უარი განაცხადა. (ტ.2 ს.ფ 120-127)
მხარეების მიერ უდავოდ ცნობილი 2019 წლის 01 ივლისის N---------------- ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით: ექპერტიზაზე წარმოდგენილი: ლურჯი ფერის, თავმოლღობილ პოლიეთილენის ნაჭერში მოთავსებული, მოყავისფრო, ბლანტი ნივთიერება, წონით-0,4634 გრამი, შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ჰეროინს წონით-0,0053 გრამს, მორფინს (ფუძე) წონით-0,0083 გრამს და კოდეინს წონით-0,0018. (ობ.N10) (ტ.2 ს.ფ. 159-162)
მხარეების მიერ უდავოდ ცნობილი 2019 წლის 16 ივლისის გამომძიებელ გ---------------ას მიერ შედგენილი ოქმის მიხედვით ზ----------–-----–მა ნერწყვის ნიმუშის აღებაზე უარი განაცხადა. (ტ.2.ს.ფ.229)
2019 წლის 11 ივლისის საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილის გ---------------–---–ის სისხლის სამართლის საქმის გამოსაძიებლად გადაცემის შესახებ დადგენილების მიხედვით სისხლის სამართლის N------------საქმე ზ----------–-----–ის მიმართ გამოსაძიებლად გადაეცა საქართველოს შსს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტს.(ტ.2.ს.ფ.177-178)
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა, ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს განყოფილების უფროსი ა---------–----–-----–---–ი, რომელმაც განმარტა, რომ ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას, რა დროსაც მიიღო ოპერატიული ინფორმაცია, რომ ზ----------–-----–ი თავის საცხოვრებელ სახლში, ბოლნისის რაიონ სოფელ დაბა კაზრეთში, სავარაუდოდ ინახავდა ნარკოტიკულ საშუალებას და კანონსაწინააღმდეგო ნივთებს. ა---------–----–-----–---–ს, სხვა საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობა არ მიუღია, როგორც მისთვის შემდგომში გახდა ცნობილი დადასტურდა ინფორმაცია და ზ----------–-----–ის სახლიდან ამოიღეს ნარკოტიკული საშუალება. (ტ.3 ს.ფ.144-145)
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა, ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის განსაკუთრებულ საქმეთა დეპარტამენტის დეტექტივ-გამომძიებელი, ს--–---------–----–---–ი, რომელმაც განმარტა, რომ 2019 წლის 31 იანვარს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტს მიმართა მოქალაქე ი-–--------------მა, რომელმაც განაცხადა, რომ აზერბაიჯანელი კაცი სძალავდა ფულს, ურეკავდა ტელეფონით. აღნიშნული ინფორმაციის საფუძველზე დაიწყო გამოძიება. დადგინა აზერბაიჯანელი პიროვნების ვინაობა და მოსამართლის განჩინების საფუძველზე განხორცილდა მისი მობილური ტელეფონის ფარული მიყურადება. სატელეფონო კომუნიკაციაში გამოჩნდა მოქალაქე ზ-----, რომელიც შესაძლოა კავშირში ყოფილიყო ამ საქმესთან. დადგინდა აღნიშნული პიროვნების ვინაობა, რომ იყო ზ----------–-----–ი. მოსამართლის განჩინების საფუძველზე განხორციელდა ზ----------–-----–ის მიყურადება. საიდანაც დადგინდა, რომ ზ----------–-----–ი ფულს სძალავდა ბოლნისში მცხოვრებ ფ----–--------–---ს. ფ----–--------–--ი გამოიკითხა მოწმის სახით, რა დროსაც განაცხადა, რომ მარტის თვეში ზ-----ბ ა--–----–ი სისტემატიურად უკავშირდებოდა მას და სძალავდა ფულა, ემუქრებოდა ჯანმრთელობის დაზიანებით, სიცოცხლის მოსპობით და ა.შ. ა------–---მა ასევე გამოძიებას წარუდგინა ის ანგარიშის ნომრები სადაც ურიცხავდა ფულს. ძირითადად ონლაინ ტოტალიზატორების: „აჭარაბეთის“, „კრისტალბეთის“ ანგარიშებზე და საქართველოს ბანკის ანგარიშზე. ამის შემდეგ გამოითხოვეს ინფორმაცია ამ ობიექტებიდან. „აჭარაბეთიდან“ როდესაც გამოითხოვოს მონაცემები, თუ ვისი იყო აღნიშნული ანგარიშის ნომერი დადგინდა, რომ დემოგრაფიულ მონაცემებად მითითებული იყო რ-------------ე, რომელმაც შემდეგ ჩვენებაში დაადასტურა, რომ კარგად იცნობდა ზ----------–-----–ს და 2019 წლის მარტის თვეში, ზ----------–-----–თან ერთად მარნეულში იმყოფებოდა კაზინოში, რა დროსაც ზ-----ბ ა--–----–ი მისი თანდასწრებით, საუბრობდა ტელეფონზე და თხოვდა ფულს. ზ-----ბმა უთხრა, რომ რამდენიმე წუთში მის ანგარიშზე ჩაირიცხებოდა თანხა, რომელიც უნდა მოეხსნა და მიეცა მისთვის. რ-------------ის ანგარიშზე ჩაირიცხა 107 ლარი, რომელიც გაანაღდა და გადასცა ზ----------–-----–ს. ზ----------–-----–ს კრისტალბეთზე ჰქონდა ორი ანგარიშის ნომერი, საიდანაც ერთი დარეგისტრირებული იყო ი-----------–-–---–ის სახელზე, მეორე ზ-----ბ ა--–----–ის სახელზე. ი-----------–-–---–მა გამოკითხვისას დაადასტურა, რომ იყო ზ----------–-----–ის ბიძა. ზ----------–-----–ი დაუკავშირდა მას და უთხრა, რომ „კრისტალბეთის“ ანგარიშზე ურიცხავდა 230 ლარს, საიდანაც 150 ლარი უნდა მიეცა მისი დედისთვის - ნ---- ჯ----–ისთვის, ხოლო 80 ლარი შეეძლო თავად მოეხმარა. აღნიშნული თანხა მართლაც ჩაერიცხა (არ იცოდა კონკრეტულად ვისგან) განაღდების შემდეგ 150 ლარი მისცა ზ-----ბ ა--–----–ის დედას- ნ---- ჯ----–ს, ხოლო დარჩენილი თანხის ნაწილი თავად დაიტოვა.
მოწმის განმარტებით საქართველოს ბანკიდან ინფორმაცია გამოითხოვა ვ----–----–----მ, სადაც აღმოჩნდა, რომ ანგარიშის ნომერი ეკუთვნოდა დ----- ჯ----–ს, რომელიც იყო ზ-----ბ ა--–----–ის ძმისშვილი. დ----- ჯ----–მა გამოკითხვაში დაადასტურა, რომ აქვს ძალიან კარგი ურთიერთობა ზ----------–-----–თან, მიუხედავად იმისა, რომ ბიძამისი არის უმუშევარი ხშირად ეხმარება თანხებით. 2019 წლის მარტის თვეში ერთხელ დაურეკა ტელეფონზე და სთხოვა ფული. რამდენიმე წუთში ზ-----ბ ა--–----–მა დაურეკა და უთხრა, რომ მის ანგარიშზე ჩაირიცხებოდა თანხა. მართლაც ჩაირიცხა დ----- ჯ----–ის ანგარიშზე 600 ლარი. რაც გაანაღდა და მოიხმარა პირადი სარგებლობისთვის. დ----- ჯ----–მა განმარტა, რომ ზ-----ბ ა--–----–ი მიუხედავად იმისა, რომ არ მუშაობდა ხშირად ეხმარებოდა თანხით. არასდროს დაინტერესებულა იმით საიდან მოქონდა ფული. მოწმემ განმარტა, რომ ზ----------–-----–ს შეცვლილი აქვს გვარი, იყო ჯ----–ი და გახდა ა--–-----–ი. მოწმის განმარტებით ფარული საგამოძიებო მოქმედებების შემდეგ მოხდა სასამართლოდან ზ-----ბ ა--–----–ის დაკავების და ჩხრეკის ნებართვაზე განჩინების აღება. 2019 წელს ფონიჭალაში დააკავეს ზ-----ბ ა--–----–ი, რომელსაც აღმოაჩნდა ნარკოტიკული საშუალება. ამის შემდეგ გაჩნდა ეჭვი, რომ მის სახლშიც შესაძლოა ყოფილიყო ნარკოტიკული საშუალება. ნ-----–--------------ესთან და გ------------------ესთან ერთად გავიდნენ დაბა კაზრეთში, სადაც გაჩხრიკეს ზ----------–-----–ის საცხოვრებელი სახლი. სახლში იმყოფებოდა მისი დედა. ზ----------–-----–ის საძინებელი ოთახის აივანზე იდო მოლურჯო ფერის პლასტმასის ქოთანი, რომელშიც ჩარგული იყო მწვანე ფერის მცენარე. დედამ დაადასტურა, რომ აღნიშნული ეკუთვნოდა მის შვილს - ზ----------–-----–ს და ის იყო მარიხუანას მომხმარებელი. აღნიშნული მცენარე დაილუქა, გაკეთდა ხელმოწერები, ხელი მოაწერა ზ----------–-----–ის დედამაც. აღნიშნული მცენარე გაიგზავნა ექსპერტიზაზე. როგორც შემდეგ აღმოჩნდა ის იყო ნარკოტიკული საშუალება მარიხუანა. მოწმის განმარტებით აღნიშნული საქმის ირგვლივ მან ზ----------–-----–ს დროებითი მოთავსების იზოლატორში გააცნო დადგენილება ბრალის შესახებ, ზ----------–-----–მა ბრალის დადგენილებაზე ხელი არ მოაწერა. ასევე მას შეთავაზეს ხმის ნიმუშის აღება, რაზეც უარი განაცხადა. მოწმის განმარტებით ამოღებულ ნარკოტიკულ საშულებაზე დანიშნეს მხოლოდ ქიმიური ექსპერტიზა. (ტ.03 ს.ფ174-178)
უდავოდ ცნობილი რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 11 ივლისის N11ბ-579-19 განჩინებით კანონიერად ცნობილი ზ----------–-----–ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ოქმის მიხედვით საგამოძიებო მოქმედება დაწყებულია 2019 წლის 10 ივლისის, 18:10-18:35 საათებს შორის პერიოდში. ჩხრეკა ჩატარებულია ზ----------–-----–ის საცხოვრებელ ბინაში, ქ. ბოლნისის რაიონი დაბა კაზრეთი, კორპ. N-------------, ზ----------–-----–ის დედასთან ი-–-------------–----------------------. ჩხრეკის ოქმი შედგენი-–-- შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს განყოფილების დეტექტივ-გამომძიებელ ს--–---------–----–---–ის მიერ. ჩხრეკა მიმდინარეობდა საღამოს საათებში, მზიან ამინდში, ბუნებრივი და ხელოვნური განათების პირობებში. ზ----------–-----–ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკა მიმდინარეობდა კანონის სრული დაცვით, ყოველგვარი იძულების და წინააღმდეგობის გაწევის გარეშე. ზ----------–-----–ის დედის ე-–------ ჯ----–ის თანხმობით და ნებაყოფლობით. ოქმის მიხედვით საცხოვრებელი ბინის საძინებელი ოთახიდან გამავალი აივნიდან ამოღებული იქნა მოლურჯო ფერის პლასტმასის ქოთანში არსებულ ნიადაგში ჩარგული მომწვანო ფერის მცენარე, რომელიც შეიფუთა პოლიეთილენის პაკეტში და დაილუქა შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის N2 ლუქით. ლუქზე განთავსდა საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირების ხელმოწერები, სისხლის სამართლის საქმის ნომერი და დაესვა თარიღი. ოქმში რაიმე სახის შენიშვნები ან განცხადებები არ გაკეთებულა. ოქმს თან ერთვის მონაწილე პირთა (გ------------------ის, ნ-----–--------------ის, ე-–------ ჯ----–ის) ხელმოწერები. (ტ.2 ს.ფ 134-140)
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა, შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ქიმიური ექსპერტიზის განყოფილების ექსპერტმა რ--------------მა, დაადასტურა მის მიერ 2019 წლის 01 ივლისს გაცემული, ექსპერტიზის N---------------- დასკვნის სისწორე, რომლის მიხედვითაც: ექპერტიზა წარმოდგენილი: ლურჯი ფერის, თავმოლღობილ პოლიეთილენის ნაჭერში მოთავსებული, მოყავისფრო, ბლანტი ნივთიერება, წონით-0,4634 გრამი, შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ჰეროინს წონით-0,0053 გრამს, მორფინს (ფუძე) წონით-0,0083 გრამს და კოდეინს წონით-0,0018. (ობ.N10)
-მომწვანო მცენარე ერთი ძირი, წონით (ფესვის გარეშე) -60,25გრამი. წარმოადგენს ნარკოტიკულ საშულება - მცენარე კანაფს. (ობ.N2) (ტ.2 ს.ფ. 159-162)
მოწმემ რ--------------მა განმარტა, რომ გამოსაკვლევი ობიექტები წარდგენილი იყო დალუქული სახით. ექსპერტიზაში მონაწილეობდა ექსპერტი ნათია წიკლაური.
სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ექსპერტმა ნათია წიკლაურმა დაადასტურა რ--------------ის ჩვენება და განმარტა, რომ ნივთიერება გახვეული იყო პოლიეთილენის პაკეტში. ნივთიერების ფერი იყო აღქმადი. საკვლევი მასალა, არ გაუგზავნი სხვა ექსპერტიზაზე, არ გაუკეთებია ანაწმენდები. ნიმუშის აღებამდე ნივთიერება იყო ფხვიერი, ე.წ სველი ჰეროინი, ბლანტი მასა. მცენარე კანაფი აიწონა ფესვის გარეშე. ლუქის მთლიანობა არ ყოფილა დარღვეული. (ტ.03 ს.ფ. 88-91; ტ.03 ს.ფ171-173)
სასამართლო სხდომაზე არ გამოკვლეულა ზ----------–-----–ის პირადი ჩხრეკისას და ბინის ჩხრეკისას ამოღებული ნარკოტიკული ნივთიერებები, ვინაიდან ისინი უდავოდ იქნა ცნობილი მხარეთა მიერ.
სასამართლო სხდომაზე ასევე არ გამოკვლეულა ზ----------–-----–ის დედის- ე-–------ ჯ----–ის 2019 წლის 10 ივლისს გამოძიებაში მიცემული ჩვენება, რომელიც მხარეების მიერ ცნობილი იქნა უდაო მტკიცებულებად და რომლის მიხედვითაც: ის ცხოვრობს ზ----------–-----–თან ერთად ბოლნისის რაიონის, დაბა კ--------------------ში. 2019 წლის 10 ივლისს (ზუსტი დრო არ ახსოვს) მასან სახლში მივიდნენ პოლიციის თანამშრომლები და განუმარტეს, რომ მის საცხოვრებელ სახლში უნდა ყოფილიყო ნარკოტიკული ნივთიერებები ან სხვა კანონსაწინააღმდეგო ნივთიერებები, რასტან დაკავშირებითაც გამომძიებელმა გააცნო დადგენილება გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შესახებ, რასაც პირადად გაეცნო და მოაწერა ხელი. ამის შემდეგ მოხდა მისი სახლის ჩხრეკა, რა დროსაც სახლის აივანზე ნანახი და ამოღებული დიდი ზომის ქოთანი მასში მოთავსებული ფოთლოვანი მწვანე ფერის მცენარით, რაც გამომძიებლის მიერ დაილუქა ადგილზევე. მოწმის განმარტებით აღნიშნული მწვანე ფერის ფოთლოვანი მცენარე მას არ ეკუთვნის, მისი შვილი ზ----------–-----–ია არის ნარკოტიკების მომხმარებელი, ის მკურნალობს მეტადონის პროგრამაში და აღნიშნული მცენარე სავარაუდოდ უნდა ეკუთვნოდეს მას.(ტ.02 ს.ფ151-153)
უდავოდ ცნობილი თბილსის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 15 ნოემბრის განაჩენით ზ----------–-----–ი ცნობი-–-- დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩათვლილი აქვს პირობით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დანიშნული აქვს 03 (სამი) წელი.
მასვე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახედ განსაზღვრული აქვს ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით. (ტ.2. ს.ფ.87-90)
უდავოდ ცნობილი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 07 დეკემბრის N4-9627-18 დადგენილებით ზ----------–-----–ი ცნობი-–-- სამართალდამრღვევად საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისთვის და ადმინისტრაციული სახდელის სახით განსაზღვრული აქვს ჯარიმა-500 (ხუთასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. (ტ.2. ს.ფ.192-195)
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა, ბრალდებული ზ----------–-----–ი, რომელმაც განმარტა, რომ ფ----–--------–---თან ჰქონდა ახლო ურთიერთობა, მეგობრობდა ბავშობიდან. მიდიოდა მასთან ოჯახში. ფ----–--------–---ს მისთვის არაერთხელ მიუცია ფული, თავადაც მოუთხოვია ფული, ყოველგვარი ძალდატანების გარეშე, ისიც ხან ჩუქნიდა, ხან კი აძლევდა სესხად. მისი მხრიდან ფულის გამოძალვას ადგილი არ ჰქონია. ფ----–--------–---ს ფულს თხოვდა, როგორც მეგობარს და ისინი ერთმანეთს ხშირად მიმართავდნენ უწმაწური სიტყვებით, რადგან იყვნენ მეგობრები. პროკურორის მიერ გამოქვეყნებულ კრებსებში, რომლის მიხედვითაც ზ----------–-----–ი ეუბნებოდა ფ----–--------–---ს, რომ „ჩაარტყავდა თავს და ი-–-- მოგონება გახდებოდა“, ზ----------–-----–მა განმარტა, რომ აღნიშნული საუბარი ნორმალური იყო მათ შორის, რადგან ფ----–--------–---იც ეუბნებოდა ხშირად იგივე შინაარსის სიტყვებს. ასევე პროკურორის მიერ გამოქვეყნებულ კრებსზე, რომლის მიხედვითაც, ზ----------–-----–ი ეუბნებოდა ფ----–--------–---ს, ,,როდემდე უნდა იძახო არ მაქვს, რა იყო სამჯერ მოვედი და სამჯერვე უარით გამისტუმრე, ახლა მეოთხედ მოვედი და როდემდე ვიარო აქეთ-იქით, ნერვები აღარ მაქვს, ჩავალ და მივალეწავ ფეხებს“. ზ----------–-----–მა აღნიშნულზე განმარტა, რომ შესაძლოა მისულიყო ფულზე რამდეჯერმე და ეთქვა აღნიშნულიც, რამდენჯერ უარი გითქვამს, ყოველთვის ურს მეუბნები, რაც მიაჩნია ნორმალურად. რაც შეეხება „ფეხების მილეწვას“ ფ----–--------–---ზე არავითარ შემთხვევაში მსგავს არ იტყოდა. ზ-----ბ ა--–----–მა განმარტა, რომ ცუდი განზრახვა ფ----–--------–---ის მიმართ არ ჰქონია. ხუმრობით ერთმანეთს აგინებდნენ და ეუბნებოდნენ ცუდ სიტყვებსაც, ასევე ხან თვითონ აძლევდა ფულს, ხან კი ფ----–--------–---ი აძლევდა ფულს, რადგან იყვნენ მეგობრები. საქმეში არსებულ ჩარიცხვებზე ბრალდებულმა განმარტა, რომ აღნიშნული თანხები სთხოვა ფ----–--------–---ს, რაც მისცა ფ----–--------–---მა. მოწმის განმარტებით ის აღნიშნული თანხის ნაწილის უკან დაბრუნებას აპირებდა. მას რამდენჯერმე ფ----–--------–---ისთვის ფული დედის საშუალებითაც მიუწოდებია. თუმცა გარკვეულ თანხებს არ თვლიდა ვალად, რადგან ფ----–--------–---ი ჩუქნიდა მას. ზ-----ბ ა--–----–მა დაადასტურა, რომ მობილური ტელეფონის ნომერი 568 66 31 23 ეკუთვნის მას და სწორედ ამ ნომრით უკავშირდებოდა ფ----–--------–---ს მობილური ტელეფონზე.
რაც შეეხება იმ გარემოებას, რომ კრებსებში არცერთი შემთხვევა არ დასტურდება ფ----–--------–---ის მხრიდან ისეთი დიალოგისა, რომ გარეშე პირს დარჩეს შთაბეჭდილება, რომ ისინი ერთმანეთის მიმართ თანაბარი მოთხოვნის მქონე პირები არიან, ზ----------–-----–მა განმარტა, რომ ჩანაწერები დამონტაჟებულია, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს აისახებოდა ჩანაწერებში.
ბრალდების მეორე ეპიზოდთან დაკავშირებით ზ-----ბ ა--–-----–მა, განმარტა, რომ 2019 წლის 10 ივლისს იყო სპეციალიზირებულ სამედიცინო დაწესებულებაში მეტადონის მისაღებად, სადაც შეხვდა მეგობარი სახელად-ი-----ი, რომელმაც სთხოვა გაყოლოდა გიგანტის გადასახვევთან, ვინაიდან, უნდა ენახა ახლობელი და უკან წამოსულიყვნენ. ზ-----ბ ა--–-----–მა და ი-----იმ სამედიცინო დაწესებულებიდან გამოსვლისას გააჩერეს ტაქსი (მსუბუქი ა/მანქანა) და წავიდნენ გიგანტის გადასახვევის მიმართულებით. გზაში ი-----მა გააჩერებინა ავტომობილი, რადგან ურეკავდა ტელეფონი და ტელეფონზე სასაუბროდ გადავიდა ავტომობილიდან. ამ დროს ტაქსის მძღოლმა მოაბრუნა ავტომობილი, ი-----მა მძღოლს უთხრა, რომ მისი ახლობელი წასული იყო უკვე და უკან წაეყვანა, ზ----------–-----–ი ავტომობილიდან არ გადასულა, იჯდა ავტომობილში. როდესაც ი-----ი ჩაჯდა მანქანაში ისინი უკან წამოვიდნენ, როდესაც გამოცდნენ გიგანტს, ლურჯი ფერის ,,ფიატის“ ფირმის ავტომობილიდან მათ მანქანას ანიშნეს ხელით, რომ გაეჩერებინათ. ტაქსის მძღოლი დაახლოებით 200 მეტრში შუქნიშანთან გაჩერდა, (მეტადონის პროგრამის განმახორციელებელი სამედიცინო დაწესებულების მიმდებარე ტერიტორია), რა დროსაც მანქანიდან გადმოვიდნენ პოლიციის თანამშრომლები გადმოიყვანეს ისინი და ძირს დაყარეს. ზ----------–-----–ი ყვიროდა, რომ არაფერი ჰქონდა და არ ჩაედოთ მისთვის არაფერი, პოლიციის თანამშრომლები ეუბნებოდნენ რა უნდა ჩაგიდოთ გამოძალვის ფაქტზე ხარ დაკავებულიო და ხელს ურტყამდნენ სახეზე. ი-----ი და ტაქსის მძღოლი ჰყავდათ მისგან მოშორებით გაჩერებული, ისე შორს, რომ უჭირდა მათი დანახვა. პოლიციელები სთხოვდნენ: პირი გაეღო, აგინებდნენ დედის მისამართით და ეკითხებოდნენ სად ჰქონდა იარაღი. მოწმის განმარტებით ერთ-ერთი პოლიციელი გ---------------ა ესაუბრებოდა წყნარად და მშვიდად, რომელმაც უთხრა, რომ ჰქონდა დადგენილება მისი დაკავების შესახებ. ზ----------–-----–მა შესთავაზა, რომ თავად ამოიღებდა ნივთებს და წარუდგინა საფულე, სიგარეტი და ტელეფონი. მოწმის განმარტებით წამალი (ნარკოტიკული საშუალება) მისი ჯიბიდან არ ამოუღიათ. პოლიციის მეორე თანამშრომელი ვინმე პ-----–---–ი, რომელიც ჩხრეკას ატარებდა ეუბნებოდა, რომ პირი გაეღო, რაც შეასრულა გააღო პირი და ჯიბეებიც ამოუტრიალა. პოლიციელები ეუბნებოდნენ რომ 02 დღე დასდევდნენ მას, იცოდნენ სად გადაადგილდებოდა. პოლიციის განყოფილებაში გადაყვანისას გზაში პოლიციელი პ-----–---–ი ურტყამდა ხელებს და დასცინოდა. მოწმის განმარტებით პოლიციის განყოფილებაში ის ითხოვდა პროკურორთან შეხვედრას, რათა გარკვეულიყო მისი დაკავების მიზეზებში, რაზედაც ეუბნებოდნენ, რომ გაჩუმებულიყო, ვინაიდან უფროსს მისთვის არ ეცალა. ასევე ითხოვდა, ადვოკატთან ან სახალხო დამცველთან დარეკვას. მოწმის განმარტებით ერთ-ერთმა პოლიციელმა- პ-----–---–მა ის დააგდო ძირს და ურტყამდა წიხლებს. მასვე ლანძღავდა ქერა თმიანი ქალი გამომძიებელი. პ-----–---–ი სთხოვდა გამომძიებელ გ---------------ას ეჩვენებინა მისთვის, თუ რა საჩუქარი გაუმზადეს, რის შემდეგაც გ---------------ამ ამოიღო პაკეტი, რომელშიც იდო წამალი (ნარკოტიკული საშუალება), ზემოაღნიშნული გარემოებების გამო ჩხრეკის ოქმზე ხელი არ მოუწერია.
იმის გათვალისწინებით, რომ ზ----------–-----–მა საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე შესავალი სიტყვის წარმოთქმისას განაცხადა პოლიციელთა მხრიდან მის მიმართ სავარაუდო: ძალადობრივი, დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის შესახებ სასამართლოს 2019 წლის 29 აგვისტოს N1-650-19 განჩინებით საოლქო პროკურატურას დაევალა ბრალდებულის მიერ გაცხადებულ ფაქტზე დაეწყოთ გამოძიება.
რაც შეეხება ბრალდების ეპიზოდს, რომელიც შეეხება ზ----------–-----–ის ბინიდან მცენარე კანაფის ამოღებას, ზ-----ბ ა--–-----–მა განმარტა, რომ მისი სახლიდან ამოღებული მცენარე იყო პატარა ზომის, ხოლო საქმეში სურათებზე არსებულ მარიხუანა იყო დიდი ზომის. მანვე განმარტა, რომ განყოფილებაში პოლიციის თანამშრომლებმა უთხრეს, რომ მისი სახლიდან ამოღებული მცენარე მარიხუანა იყო გადატეხილი, განადგურებული და ის პრობლემებს არ შეუქმნიდა.
მოწმემ ასვე განმარტა, რომ გლდანის პენიტენციურ დაწესებულებაში გაიყვანეს ექსპერტიზისთვის დნმ ნიმუშის ასაღებად, თუმცა ექსპერტს უთხრა, რომ უარს არ აცხადებდა, მაგრამ რადგან არ ჰყავდა ადვოკატი დნმ-ის ნიმუშს არ ააღებინებდა. ნიმუშის აღების საშუალებას მისცემდა მას შემდეგ, რაც ეყოლებოდა ადვოკატი. დაკავებისას ნარკოლოგიური შემოწმება არავის შეუთავაზებია. დაკავებისას, არ გადაუყლაპავს ნარკოტიკული საშუალება. მისივე განმარტებით მეტადონის პროგრამის შემდეგ, იშვიათად მოიხმარდა ნარკოტიკულ საშუალებებს.
მოწმემ ასევე განმარტა, რომ დაკავებამდე დაახლოებით 01 თვით ადრე, ფ----–--------–---მა უთხრა, რომ თავისი ტელეფონიდან არ დაერეკა მისთვის, თუ კი რაიმე დასჭირდებოდა თავად მივიდოდა მასთან. ასევე კითხა რა თანხა ესაჭიროებოდა ქვეყნიდან წასასვლელად, რასაც თავად მისცემდა. ფ----–--------–---ს სახეზე ფერი არ ედო, იყო შეშინებული. მოწმის განმარტებით მან ფ----–--------–---ს მეორე დღეს მიაკითხა ცემენტის ქარხანასთან, რათა გაეგო მიზეზი, რატომ იყო ასეთი შეშინებული, რაზეც ფ----–--------–---მა უთხრა, რომ აღარ მისულიყო მასთან და არც დაერეკა თვითონ მოუყვებოდა ყველაფერს შემდეგში.
მოწმემ კიდევ ერთხელ განმარტა, რომ აღნიშნულ ფულს ვალად არ თვლის რადგან მეგობრები იყვნენ და ერთმანეთს ხშირად ეხმარებოდნენ თანხით, ასევე ერთმანეთს მიმართავდნენ უცენზურო სიტყვებით, მათ შორის ქუჩაშიც. (ტ.3 ს.ფ255-269)
3. სამართლებრივი შეფასება:
3.1. გამოძალვა, ეს იგი სხვისი ნივთის მოთხოვნა, რასაც ერთვის დაზარალებულის მიმართ ძალადობის გამოყენების მუქარა
სასამართლო განმარტავს, რომ საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულად ჩაითვლება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული განზრახი ან გაუფრთხილებელი ქმედება, რომელიც მიმართულია საკუთრების უფლების დარღვევისაკენ, ე.ი მესაკუთრისათვის ქონებრივი ზიანის მიყენების ან მისი მიყენების საფრთხის შექმნისაკენ.
ეკონომიკურ სფეროში ჩადენილ დანაშაულთა შორის საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაული მისი ერთ-ერთი ავტონომიური ნაწი-–--. საზოგადოებრივ ურთიერთობათა ამ ჯგუფს თავისი სპეციფიკა გააჩნია. აქედან გამომდინარე, საჭიროა მისი როგორც გვარეობითი, ისე უშუალო ობიექტების განსაზღვრა.
საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთა სახეობით ობიექტს წარმოადგენს საკუთრების ურთიერთობა მთლიანად; იგი მოიცავს, როგორც ყველა მესაკუთრის მიერ თავისი ქონების მფლობელობის , სარგებლობისა და განკარგვის უფლებას, ასევე ქონების სხვა კანონიერი მფლობელობის უფლებასაც, რაც შეეხება ხელყოფის უშუალო ობიექტს, იგი ისეთი ქონებრივი ურთიერთობაა, რომელიც დაკავშირებულია კონკრეტული საკუთრების ან ქონების ფლობასთან.
სამოქალაქო კანონმდებლობით ყოველგვარი ქონება შეიძლება იყოს საკუთრების უფლების ობიექტი.
საკუთრებაში შეძლება იყოს საწარმო, მიწის ნაკვეთი, შენობა-ნაგებობა, ნედლეული, სხვადასხვა მასალა, ფული, ფასიანი ქაღალდები და სხვა სამომხმარებლო, სოციალური, კულტურული ან სხვაგვარი დანიშნულების ქონება, ასევე ინტელექტუალური და შემოქმედებითი შრომის პროდუქტი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის პირველი ნაწილი პასუხისმგებლობას აწესებს იმ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებისათვის, როგორიცაა გამოძალვა, ეს იგი სხვისი ნივთის მოთხოვნა, რასაც ერთვის დაზარალებულის მიმართ ძალადობის გამოყენების მუქარა.
მოცემული დანაშაულის ჩადენისას ხელყოფის ძირითად ობიექტს წარმოადგენს საკუთრების უფლება, ხოლო დამატებითი ობიექტია ადამიანის ჯანმრთელობა, თავისუფლება, მისი პატივი და ღირსება. ამ დანაშაულისთვის დამახასიათებელია სუბიექტის მიზანი, მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლოს სხვის ქონებას ან მოიპოვოს საკუთრების უფლება გარკვეული სახის ქონებაზე. შესაბამისად, დამნაშავე ორიენტირებულია მიიღოს მხოლოდ ქონებრივი სარგებელი, ამასთან, მიზნის მიღწევა შესაძლებელია ხელშეკრულების ან რაიმე სხვა დოკუმენტის შედგენით მასზე უფლების მოპოვების გზით. აღნიშნულიდან გამომდინარე, გამოძალვა ყოველთვის პირდაპირი განზრახვით არის ჩადენილი და შეუძლებელია მისი არაპირდაპირი განზრახვით ან გაუფრთხილებლობით ჩადენა, რადგან დამნაშავე ანგარებით მოქმედებს. გამოძალვის სუბიექტური მხარე სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ დამნაშავისათვის ცნობი-–-- ნივთის ან ქონებრივი უფლების გადაცემის მოთხოვნის უკანონო ბუნება. ამ დანაშაულის ობიექტური მხარე კი, ქონების მესაკუთრისადმი ან ქონების მფლობელისადმი მოთხოვნის წაყენებაში გამოიხატება, რასაც თან ახლავს მუქარა დაზარალებულის იძულებისათვის. არ არის აუცილებელი მოთხოვნა გულისხმობდეს მატერიალური სიკეთის უშუალოდ დამნაშავისთვის გადაცემას, არამედ შესაძლოა დამნაშავემ დაზარალებულს წაუყენოს მოთხოვნა მისთვის სასურველი პირისთვის ქონების გადაცემის თაობაზე. მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად დამნაშავე მიმართავს იძულებას მუქარის გამოყენებით. თავის მხრივ მუქარა გულისხმობს, როგორც ძალადობის გამოყენების, ასევე ქონების განადგურების ანდა სახელგამტეხი ცნობის გახმაურების, ან სხვა ისეთი ცნობის გავრცელების მუქარას, რამაც შეიძლება არსებითად დააზიანოს დაზარალებულის უფლება. ასეთი მუქარა შესაძლოა არ იყოს მიმართული უშუალოდ დაზარალებულისადმი და დაზარალებულის იძულება მისი ახლო ნათესავისადმი მიმართული მუქარითაც განხორციელდეს.
გარდა ამისა, მუქარა შეიძლება იყოს არარეალურიც და არ შეიცავდეს საფრთხეს, მაგრამ დაზარალებული მას საფრთხის შემცველად მიიჩნევდეს, რითაც სარგებლობდეს და მიზანს აღწევდეს დამნაშავე.
მუქარის ფორმა შესაძლოა იყოს წერილობითი, ზეპირი, ელექტრონული და ა.შ. მთავარია მან მიაღწიოს დაზარალებულამდე და მის მიერ რეალურად აღიქმებოდეს. აქედან გამომდინარე, ჩადენილი ქმედების სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლით კვალიფიკაციისთვის არ არის აუცილებელი დამნაშავემ მართლაც განახორციელოს მუქარით დაპირებული ქმედება. გამოძალვა, როგორც დანაშაული, შეიცავს ისეთ მუქარას, რომელიც სამომავლო ინტერესებისკენ არის მიმართული, სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია განისაზღვროს როდის შეიძლება ჩაითვალოს, რომ ეს დანაშაული დამთავრებულია. გამოძალვა დანაშაულთა იმ კატეგორიას მიეკუთვნება, რომლებიც მათი დაწყებისთანავე ჩადენილად ითვლება. გამოძალვის შემთხვევაში ეს არის მომენტი, როდესაც დამნაშავე დაზარალებულს წაუყენებს მოთხოვნას ზემოაღნიშნული მუქარის თანხლებით, ხოლო ამ დანაშაულის დამთავრებულად ცნობისათვის არ არის აუცილებელი დამნაშავემ რეალურად მიაღწიოს გამიზნულ შედეგს - სხვისი მოძრავი ნივთის დაუფლებას ან ქონებაზე უფლების მოპოვებას.
აღნიშნული დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება დამნაშავის მიერ ქონების მესაკუთრისადმი ან ქონების მფლობელისადმი მიმართულ მოთხოვნაში, გადასცეს მას ნივთი ან მასზე უფლება, ასევე ქონებით სარგებლობის უფლება. ობიექტური მხრივ გამოძალვა ყალიბდება ორი ურთიერთდამოკიდებული და ამავე დროს შედარებით დამოუკიდებელი მოქმედებისაგან: მოთხოვნა და მუქარა.
მოთხოვნა ნიშნავს დამნაშავის მხრიდან პირისათვის ულტიმატუმის ხასიათის კატეგორიულ შეთავაზებას უსასყიდლოდ გადასცეს გამომძალველს ნივთი ან ქონებრივი უფლება ან ქონებით სარგებლობის უფლება. დამნაშავის სასარგებლოდ ქონებრივი ხასიათის მოქმედება უნდა იყოს წინასწარი შეცნობით უსაფუძვლო და მართლსაწინააღმდეგო.
აღნიშნული დანაშაული დამთავრებულად ითვლება მოთხოვნის დაზარალებულისათვის ცნობისთანავე.
გამოძალვის სუბიექტური მხარე პირდაპირ განზრახვაში გამოიხატება. დამნაშავემ იცის, რომ უკანონოდ მოითხოვს სხვისი ნივთის ან ქონებრივი უფლების გადაცემას ან ქონებრივი სარგებლობის მიღებას და სურს იგი. ამავდროულად იგი მოქმედებს ანგარებითი მოტივით.
აღნიშნული დანაშაულის ამსრულებელია 14 წელს მიღწეული შერაცხადი ფიზიკური პირი.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული და მხარეების მიერ უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის საფუძველზე გამოკვლეულ დაზარალებულ ფ----–--------–---ის ჩვენებით, ფარულ საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული აუდიო ჩანაწერებით, ფონოსკოპიური ექსპერტიზის N------ დასკვნით, მოწმეების ნ------–-–---ს, ა--------------ის, რ-------------ს და ვ----–----–---ის ჩვენებებით, რ-------------ის 2019 წლის 26 ივლისის გამოძიებაში მიცემული ჩვენებით, ი-----------–-–---–ის 2019 წლის 26 ივლისის გამოძიებაში მიცემული ჩვენებით, დ----- ჯ----–ის 2019 წლის 03 აგვისტოს გამოძიებაში მიცემული ჩვენები, 2019 წლის 26 ივნისს გამომძიებელ ვ----–----–---ის მიერ შედგენილ ინფორმაციის გამოთხოვის ოქმით, 2019 წლის 19 ივნისს გამომძიებელ ს--–---------–----–---–ის მიერ 14:17 -14:25 საათებს შორის პერიოდში შედგენილ ინფორმაციის გამოთხოვის ოქმით, 2019 წლის 19 ივნისს გამომძიებელ ს--–---------–----–---–ის მიერ 13:29 -13:38 საათებს შორის პერიოდში შედგენილ ინფორმაციის გამოთხოვის ოქმით, დადგინდა, რომ ზ----------–-----–მა, ბოლნისის რაიონში, ძალადობის გამოყენების მუქარით - კერძოდ ჯანმრთელობის დაზიანების მუქარით ერთიანი მიზნითა და საერთო განზრახვით ფ----–--------–---ს გამოსძალა 2019 წლის 18 მარტს 107 ლარი აჭარაბეთის ანგარიშზე ჩარიცხვით, 2019 წლის 21 მარტს 230 ლარი კრისტალბეთის ანგარიშზე ჩარიცხვით, 2019 წლის 22 მარტს 600 ლარი საქართველოს ბანკის ანგარიშზე ჩარიცხვით , 2019 წლის 22 მარტს 105 ლარი კრისტალბეთის ანგარიშზე ჩარიცხვით და 2019 წლის 23 მარტს 190 ლარი. ჯამში ზ----------–-----–ი მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა ფ----–--------–---ის კუთვნილ 1 232 ლარის ოდენობის ფულად თანხას.
სასამართლო საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის საფუძველზე გამოკვლეულ დაზარალებულ ფ----–--------–---ის ჩვენების მტკიცებულებით ძალასთან დაკავშირებით განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულის მიერ ფ----–--------–---ის მიმართ განხორციელებულ გამოძალვის ფაქტი, გარდა დაზარალებულ ფ----–--------–---ის ჩვენებისა გამყარებულია ფარულ საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული აუდიო ჩანაწერებით, ფონოსკოპიური ექსპერტიზის N------ დასკვნით, მოწმეების: ნ------–-–---ს, ა--------------ის, რ-------------ს, ვ----–----–---ის და თავად ბრალდებულ ზ----------–-----–ის ჩვენებებით, რომელიც მის ქმედებებს ამართლებს ფ----–--------–---თან ახლო მეგობრული ურთიერთობით, თუმცა აუდიო ჩანაწერის კრებსებით (რომელიც მხარეებს სადაოდ არ გაუხდიათ) დასტურდება, რომ ზ-----ბ ა--–-----–ი სისტემატიურად ხაზს უსვამს მისი მოთხოვნის პრიორიტეტულობას, უგულებელყოფს ფ----–--------–---ის საჭიროებებს და ფინანსურ მდგომარეობას, უცენზურო სიტყვების გამოყენებით ახდენს მასზე ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას და ამასთან არ ერიდება დაზარალებულის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორებით მუქარას, თუ არ შესრულდება მისი მოთხოვნა. საყურადღებოა, რომ ფ----–--------–---ი არცერთხელ არ იყენებს უწმაწურ მიმართვებს ზ-----ბ ა--–-----–ის მიმართ და ყოველთვის ცდილობს ობიექტური გარემოებებით აუხსნას ზ-----ბ ა--–-----–ს, თუ რატომ ვერ ახერხებს მისი მოთხოვნის დაკმაყოფილებას, რაც ხშირ შემთხვევაში უშედეგოა და ის იძულებულია მოახდინოს ზ. ა--–-----–ის მოთხოვნის დაკმაყოფილება. სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს ზ-----ბ ა--–-----–ის განმარტებას, რომ ბრალდების მხარის მიერ მოხდა აუდიო ჩანაწერების იმგვარად დამონტაჟება, რომ დაფარულიყო ფ----–--------–---ის შეურაცმხყოფელი გამონათქვამები ზ----------–-----–ის მიმართ, რითაც სასამართლო დარწმუნდებოდა, რომ მათ შორის იყო თანასწორი მეგობრული დამოკიდებულება, ვინაიდან, საქმეში წარმოდგენილი აუდიო ჩანაწერების ფონოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნით (რომელიც მხარეებს სადაო არ გაუხდიათ) დადგენი-–--, რომ ჩანაწერებს მონტაჟის კვალი არ აღენიშნება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული და მხარეების მიერ უდაოდ ცნობილი ეჭვის გამომრიცხავი, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა ზ----------–-----–ის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულში დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.
3.2. ნარკოტიკული საშუალების, უკანონო შეძენა, შენახვა, ჩადენილი არაერთგზის და ნარკოტიკული საშუალების მცირე ოდენობით უკანონო შეძენა, შენახვა, ჩადენილი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციულ სახდელშეფარდებული პირის მიერ.
სასამართლო განმარტავს, რომ ნარკოტიკული საშუალებების ბრუნვასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტებით დადგენი-–-- ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებების ბრუნვის სპეციალური წესები და ამ წესების დარღვევით განხორციელებული ქმედებები წარმოადგენს კანონის დარღვევით განხორციელებულ ქმედებებს.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლი პასუხისმგებლობას აწესებს იმ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებისათვის, როგორიცაა ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება.
,,ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის (რომლის მიზანია ფიზიკურ პირთა ჯანმრთელობის დაცვა, სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფა, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ მოთხოვნათა შესრულება და აწესრიგებს საქართველოს ტერიტორიაზე ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და პრეკურსორების ბრუნვასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, ადგენს სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა ლეგალური ბრუნვის და მათი უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის სახელმწიფო პოლიტიკის სამართლებრივ საფუძვლებს და ნარკოლოგიური დახმარების პრინციპებს) მე-3 მუხლის ,,ა” ქვეპუნქტის თანახმად, ნარკოტიკული საშუალება არის ბუნებრივი ან სინთეზური წარმოშობის ნივთიერება, ამ ნივთიერების შემცველი მცენარე ან პრეპარატი, რომელიც გაეროს შესაბამისი კონვენციების საფუძველზე შეტანი-–-- საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნარკოტიკულ საშუალებათა სიაში (მკაცრად შეზღუდული ნარკოტიკული საშუალებების ჩამონათვალი), ამავე კანონის მე-3 მუხლის ჰ11 პუნქტის თანახმად, ნარკოტიკული საშუალების შენახვა გულისხმობს ნებისმიერ გამიზნულ ქმედებას, რომელიც დაკავშირებულია სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების ფაქტობრივ ფლობასთან შენობაში, სამალავში ან სხვაგვარად, თუ ეს ქმედება დაკავშირებული არ არის მის გადატანასთან, მიუხედავად შენახვის ხანგრძლივობისა; ჰ13 პუნქტის მიხედვით შეძენა არის სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების დაუფლება.
”ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ საქართველოს კანონში მითითებული უკანონო მფლობელობიდან ან ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობების ნუსხის მიხედვით „ჰეროინი“ და „მეთადონი“ 0,2 გრამამდე ითვლება პასუხისმგებლობის საწყის ოდენობად, ამავე ნუსხის შენიშვნის პირველი ნაწილის ა.ა პუნქტის თანახმად: ამ ნუსხის ცხრილის მე-3, მე-4 და მე-5 ვერტიკალურ გრაფებში ნაჩვენები ოდენობები განისაზღვრება შემდეგნაირად: ნარკოტიკული საშუალებების − მეთადონისა და ჰეროინის − ოდენობები მე-3 ვერტიკალურ გრაფაში მითითებულ ოდენობამდე (მითითებული ოდენობის ჩათვლით) ითვლება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საწყის ოდენობად; ნარკოტიკული საშუალებების − მეთადონისა და ჰეროინის − ოდენობები მე-3 ვერტიკალურ გრაფაში მითითებულ ოდენობაზე მეტი, მე-4 ვერტიკალურ გრაფაში მითითებულ ოდენობამდე (მითითებული ოდენობის ჩათვლით) ითვლება დიდ ოდენობად; მე-5 ვერტიკალურ გრაფაში მითითებულ ოდენობაზე მეტი ითვლება განსაკუთრებით დიდ ოდენობად.
მოცემულ საქმეზე ზ----------–-----–ის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული ,, ჰეროინის” საერთო წონა 2019 წლის 01 ივლისს გაცემული N---------------- ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, შეადგენს 0,0053 გრამს, ამასთან ზ----------–-----–ის თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 15 ნოემბრის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით მსჯავრდება ერთობლიობაში იძლევა ქმედების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემადგენლობას.
რაც შეეხება მტკიცებულებათა ერთობლიობას, სასამართლო ყურადღებას მიაქცევს, რომ ბრალდების მხარის მიერ ქიმიური ექსპერტიზის დასკვნასთან ერთად მოწმის სახით წარმოდგენილი იყვნენ პოლიციელები: გ---------------ა, შ------------ა და კ--------------–---–ი, რომელთაც სასამართლოს წინაშე მისცეს დამაჯერებელი და სარწმუნო ჩვენებები, რომელთა შორისაც არ ყოფილა არსებითი წინააღმდეგობა. უფრო მეტიც იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდების ძირითად მამხილებელ მოწმეებს წარმოადგენდნენ პოლიციის თანამშრომლები, სასამართლომ მაქსიმალურად გამოიყენა მინიჭებული უფლებამოსილება - მხარეთა თანხმობით მოწმეებისთვის დაესვა დამაზუსტებელი კითხვები, რაც მიზნად ისახავდა მოწმეთა სანდოობის შემოწმებას და კრიტიკულ შეფასებას, თუმცა მოწმეთა ჩვენებებს შორის ან ჩვენებებსა და წერილობით მტკიცებულებებს შორის არსებითი წინააღმდეგობები არ გამოიკვეთა, რაც სასამართლოს აფიქრებინებდა მოწმეთა მხრიდან მოგონილი ჩვენებების მიცემის შესაძლებლობაზე. უფრო მეტიც, სასამართლო სხდომაზე დაკითხულ იქნა ტაქსის მძღოლი გ-----------ე (ნეიტრალური მოწმე), რომელმაც სრულად დაადასტურა პოლიციელების ჩვენება და ამასთან ყურადღება გაამახვილა ზ. ა--–-----–ისგან ამოღებული ნარკოტიკული ნივთიერების შეფუთვის ფერზე (ლურჯი ფერის ნივთი), რაც სრულ თანხვედრაშია ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის აღწერილობით ნაწილში მითითებულ გარემოებასთან, რომ წარდგენილი ნარკოტიკული ნივთიერება შეფუთული იყო ლურჯი ფერის პოლიეთილენის ნაჭერში. ასევე საყურადღებოა, რომ მოწმე გ-----------ემ, რომლის მიუკერძოებლობაში ეჭვის შეტანის საფუძველი სასამართლოს არ გააჩნია კატეგორიულად გამორიცხავს ზ-----ბ ა--–-----–ის ჩვენების ნაწილს, რომელშიც ეს უკანასკნელი სხვაგვარად აღწერს მისი დაკავებისა და პირადი ჩხრეკის გარემოებებს. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლო მიიჩნევს, რომ ზ-----ბ ა--–-----–ის ჩვენება, რომელიც გარდა მისი განმარტებისა სხვა მტკიცებულებებით არ დასტურდება მოგონი-–-- მოსალოდნელი პასუხისმგებლობის თავიდან ასარიდებლად და არ უნდა იქნას გაზიარებული.
ამავე ეპიზოდში საქმეში არსებული წერილობითი მტკიცებულებების შეფასებისას, სასამართლო ყურადღებას მიაქცევს, რომ ზ----------–-----–ის დაკავება და პირადი ჩხრეკა გაფორმებულია ერთ ოქმში, როგორც ამას ითვალისწინებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 121 მუხლის მე-2 ნაწილი, მიუხედავად იმისა, რომ მისი დაკავება და პირადი ჩხრეკა არ მომხდარა გადაუდებელი აუცილებლობით და ორივე მოქმედებაზე წინასწარ გაცემული იყო სასამართლოს განჩინება. სასამართლო მიიჩნევს, რომ ეს სწორედ ის შემთხვევაა, როცა პროცესის მწარმოებელს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-3 ნაწილით თანახმად ეძლევა უფლება ნორმის ანალოგიით გამოყენების, თუ ამით არ იზღუდება საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ადამიანის უფლებები და თავისუფლებები. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში გამომძიებლის მიერ პროცესის ეკონომიურობის მიზნით ორი საპროცესო მოქმედება აისახა ერთ ოქმში, რომლის გაფორმებისას არ ყოფილა დარღვეული ბრალდებულის უფლებები და საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული იმპერატიული მოთხოვნები, რაც გახდებოდა საფუძველი მისი დაუშვებელ მტკიცებულებად ცნობისთვის.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლი პასუხისმგებლობას აწესებს იმ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებისათვის, როგორიცაა ნარკოტიკული საშუალების მცირე ოდენობით უკანონო შეძენა, შენახვა, ჩადენილი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციულ სახდელშეფარდებული პირის მიერ.
”ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში მითითებული უკანონო მფლობელობიდან ან ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობების ნუსხის მიხედვით ,,მორფინი“ (ფუძე) 0.04 გრამამდე ითვლება მცირე ოდენობად, ხოლო „კოდეინი“ 0,2 გრამამდე ასევე ითვლება მცირე ოდენობად. ამავე ნუსხის შენიშვნის პირველი ნაწილის „ა“ პუნქტის თანახმად: ამ ნუსხის ცხრილის მე-3, მე-4 და მე-5 ვერტიკალურ გრაფებში ნაჩვენები ოდენობები განისაზღვრება შემდეგნაირად: მე-3 ვერტიკალურ გრაფაში მითითებულ ოდენობამდე (მითითებული ოდენობის ჩათვლით) ითვლება მცირე ოდენობად, „ბ“ პუნქტის თანახმად მე-3 ვერტიკალურ გრაფაში მითითებულ ოდენობაზე მეტი, მე-4 ვერტიკალურ გრაფაში მითითებულ ოდენობამდე (მითითებული ოდენობის ჩათვლით) ითვლება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საწყის ოდენობად, „გ“ პუნქტის თანახმად მე-4 ვერტიკალურ გრაფაში მითითებულ ოდენობაზე მეტი, მე-5 ვერტიკალურ გრაფაში მითითებულ ოდენობამდე (მითითებული ოდენობის ჩათვლით) ითვლება დიდ ოდენობად, ხოლო „დ“ ქვეპუნქტის თანახმად მე-5 ვერტიკალურ გრაფაში მითითებულ ოდენობაზე მეტი ითვლება განსაკუთრებით დიდ ოდენობად.
2019 წლის 01 ივლისს გაცემული N---------------- ექსპერტიზის დასკვნით, 2019 წლის 10 ივლისს ზ----------–-----–ის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნარკოტიკული ნივთიერება 0,0053 გრამ ,,ჰეროინ“-თან ერთად შეიცავს 0,0083 გრამ ,,მორფინს“ (ფუძე) და 0,0018 გრამ „კოდეინს“.
სასამართლო ითვალისწინებს, რომ ზ-----ბ ა--–-----–ისგან ამოღებული ნარკოტიკული ნივთიერება ერთი მთლიანი მასის სახით, „ჰეროინთან“ ერთად შეიცავდა მცირე ოდენობის ასევე ნარკოტიკულ ნივთიერებებს „მორფინს“ და „კოდეინს“, რომლებიც მათი ბუნებისა და სიმცირის გამო შეუძლებელია სპეციალური ინსტრუმენტალური მეთოდიკის გარეშე გამოცალკავებული იქნას ძირითადი მასიდან. შესაბამისად იმ პირობებში, როცა ვერ დგინდება მითითებული სამი სხვადასხვა სახის ნარკოტიკული ნივთიერებების ცალ-ცალკე შეძენის და შემდგომ ერთ მასად გაერთიანების ფაქტი, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში ზ----------–-----–ის მხრიდან სამი სხვადასხვა სახის ნარკოტიკული ნივთიერებების შეძენა და შენახვა მოხდა ერთი მოქმედებით, რაც მართალია ნარკოტიკების სახეობისა და მათი ოდენობის გათვალისწინებით ექვემდებარება ინდივიდუალურ კვალიფიკაციას, თუმცა სასჯელის დანიშვნის მიზნებისთვის უნდა შეფასდეს, როგორც ერთი ქმედება.
ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, მას შემდეგ რაც სასამართლომ დამოუკიდებლად იმსჯელა და შეაფასა ზ----------–-----–ის ქმედება მისგან ამოღებული ნარკოტიკული საშუალების - „ჰეროინის“ ნაწილში, იმავე მასაში გამოვლენილ მცირე ოდენობის ნარკოტიკული საშუალებების - 0,0083 გრამ ,,მორფინის“ (ფუძე) და 0,0018 გრამ „კოდეინის“ ნაწილში დაადგენს შემდეგს: ზ-----ბ ა--–-----–ი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 07 დეკემბრის N4-9627-18 დადგენილებით ცნობი-–-- სამართალდამრღვევად საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედებისათვის და სახდელის დადებიდან ახალი ქმედების ჩადენამდე არ არის გასული სახდელის დადების ერთ წლიანი ხანდაზმულობის ვადა. შესაბამისად მცირე ოდენობის ნარკოტიკული საშუალებების- 0,0083 გრამ ,,მორფინის“ (ფუძე) და 0,0018 გრამ „კოდეინის“ შეძენა, შენახვის ნაწილში მისი ქმედება უნდა შეფასდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულად.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული და მხარეების მიერ უდაოდ ცნობილი ეჭვის გამომრიცხავი, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით (მოწმეების კ--------------–---–ის, შ------------ას, გ---------------ას და გ-----------ის ჩვენებებით, ზ----------–-----–ის 2019 წლის 10 ივლისის დაკავება - ჩხრეკის ოქმით, N---------------- ექსპერტიზის დასკვნით, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 15 ნოემბრის განაჩენით და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 07 დეკემბრის N4-9627-18 დადგენილებით) სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა ზ----------–-----–ის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულში დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.
3.3. ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა და მოყვანა, ჩადენილი იმის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს კოდექსის ამ თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული
სასამართლო განმარტავს, რომ მოქმედი კანონმდებლობით საქართველოს ტერიტორიაზე აკრძალულია ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა და კულტივირება. დათესვა გულისხმობს ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის თესლის ჩათესვას მიწის ნებისმიერ მონაკვეთზე. მოყვანა გამოიხატება ამ მცენარის მოვლაში, კულტივირება კი ნიშნავს მათ დამუშავებას, გაშენებას და ა.შ. მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულმა დათესა და მოიყვანა ნარკოტიკულ საშუალება მცენარე ,,კანაფი’’.
რაც შეეხება მაკვალიფიცირებელ ნიშანს - აღნიშნული დანაშაულის ჩადენა იმის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს კოდექსის ამ თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული - სასამართლო განმარტავს, რომ ბრალდებული თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 15 ნოემბრის განაჩენით ნასამართლევია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც იძლევა ქმედების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემადგენლობას.
სასამართლო სხდომაზე ბრალდებულის მიმართ ბრალად წარდგენილ ქმედებაზე (სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტი) მტკიცებულებები არ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადავოდ და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” ქვეპუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.
სასამართლო მიუთითებს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მრავალჯერ აქვს აღნიშნული, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი იცავს პირის უფლებას სამართლიან სასამართლო განხილვაზე, აღნიშნული მუხლი არ ადგენს მტკიცებულებათა დასაშვებობის წესებს. ეს უკანასკნელი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის პრეროგატივაა, ხოლო ევროპული სასამართლოს ფუნქციაა მთლიანობაში სამართალწარმოების სამართლიანობის შეფასება (იხ. საქმე ფრამკინი რუსეთის წინააღმდეგ (Frumkin v. Russia), განაცხადი no. 74568/12, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2016 წლის 5 იანვრის გადაწყვეტილების პუნქტი 159). ამასთან, ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები, ან განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (ბულიჩევი რუსეთის წინააღმდეგ (Bulychevy v. Russia), განაცხადი no. 24086/04, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილების პუნქტი 32).
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. ამავე კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვი-–-- საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას, ან წარდგენილ ბრალდებაში გამართლებას უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. მტკიცებულებათა შეფასების პროცესში სასამართლო „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით ხელმძღვანელობს (Ireland v. The United Kingdom, § 161).
სასამართლომ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შეისწავლა და გაანალიზა რა სასამართლოს მიერ გამოკვლევის გარეშე მიღებული, პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით მივიდა იმ დასკვნამდე, რომ აღნიშნული ეჭვის გამომრიცხავი, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა (მოწმეების: ე-–------ ჯ----–ის, ს--–---------–----–---–ის, ა---------–----–-----–---–ის გამოკითხვის ოქმები, N---------------- ექსპერტიზის დასკვნა და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობა) ერთობლიობა ზ----------–-----–ის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულში დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ზ----------–-----–ს შემამსუბუქებელი გარემოება არ გააჩნია, ხოლო დამამძიმებელი გარემოებაა ის რომ იგი წარსულში ნასამართლევია განზრახი დანაშაულის ჩადენაში და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებასთან მიმართებით სახეზეა დანაშაულის რეციდივის ნიშანი.
5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ. შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცეს ასევე სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას.
სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. დანაშაულის ყველა კონკრეტულ შემადგენლობას აქვს კანონმდებლის მიერ განსაზღვრული კონკრეტული სანქციის ფარგლები. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს არამარტო ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, არამედ დამნაშავის პიროვნებასაც და გამოძიებასთან თანამშრომლობას.
სასამართლო განმარტავს, რომ სისხლის სამართლის პრინციპები კრიმინალიზაციის პროცესის მომწესრიგებელი ნორმატიული მოთხოვნებია, რომელსაც საქმიანობის პროცესში როგორც კანონმდებელი, ასევე სამართალშემფარდებელი (მოსამართლე) მკაცრად უნდა იცავდეს. სისხლის სამართლის ყველა პრინციპი საქმის განმხილველი მოსამართლის საქმიანობას უნდა განსაზღვრავდეს და განსაკუთრებით, ჩადენილი დანაშაულისთვის სასჯელის დანიშვნისას, მათ გადამწყვეტი მნიშვნელობა უნდა მიანიჭოს. მოსამართლემ სისხლის სამართლის კანონი მხოლოდ ამ პრინციპების ზედმიწევნითი დაცვით უნდა გამოიყენოს.
სასჯელის დანიშვნისას, სხვა ზოგად სამართლებრივი თუ სისხლის სამართლის პრინციპების დაცვით, სასამართლომ, უპირველეს ყოვლისა, უნდა იხელმძღვანელოს საერთაშორისოდ აღიარებული პრინციპით - „არ არსებობს სასჯელი კანონის გარეშე“ (nulla poena sine lege), რომლის მიხედვითაც დაუშვებელია სასჯელის განსაზღვრა, თუ არა კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში და დადგენილი წესით. ანალოგიურ მოთხოვნას აწესებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსიც, რომლის თანახმად, ქმედების დასჯადობა განისაზღვრება სისხლის სამართლის კანონით, რომელიც მოქმედებდა მისი ჩადენის დროს (სისხლის სამართლის კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილი). სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით (სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილი).სასამართლო აღნიშნავს, რომ სასჯელის გამოყენება უნდა მოხდეს მხოლოდ კანონით გათვალისწინებული კონკრეტული სანქციის საფუძველზე, ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით, რომელიც, თავის მხრივ, მიღებული და ამოქმედებულია კონსტიტუციითა და კანონმდებლობით დადგენილი საკანონმდებლო ნორმების დაცვით.
კანონიერების ზოგადსამართლებრივი პრინციპი სისხლის სამართალში ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად ვლინდება სასჯელის ასპექტით. სასჯელის სახეები ზუსტადაა ჩამოთვლილი სისხლის სამართლის ზოგად ნაწილში, ასევე კონკრეტულად არის მითითებული კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლების სანქციებში. ამდენად, გარდა ზემოაღნიშნული გამონაკლისებისა, თუ მხარეთა შორის არ არის მიღწეული საპროცესო შეთანხმება, ან თუ საკითხი არ ეხება კანონის უკუძალით ამოქმედებას, კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლის სანქციაში მოუხსენიებელი სასჯელის თვითნებურად გამოყენება, თუნდაც პასუხისმგებლობის შემსუბუქების კუთხით, დაუშვებელია, არ გამომდინარეობს მატერიალური სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული დანაწესიდან და პირდაპირ ეწინააღმდეგება კანონის გარეშე სასჯელის დანიშვნის აკრძალვის საერთაშორისო პრინციპს. საქართველოს კონსტიტუციის 63-ე მუხლის პირველი პუნქტი, რომლის თანახმად, მოსამართლე თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და ემორჩილება მხოლოდ კონსტიტუციასა და კანონს, კრძალავს სამოსამართლო სამართალს, როგორც სამართლის წყაროს.
სასამართლო ბრალდებულის მიმართ ბრალად წარდგენილ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით ჩადენილ ქმედებასთან დაკავშირებით განმარტავს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 14 ივლისის №1/9/701,722,725 გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც სასჯელის სახედ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 73-ე ჰორიზონტალური გრაფით განსაზღვრული, მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი ოდენობით (266 გრამამდე) ნარკოტიკული საშუალება – კანაფის (მცენარე) პირადი მოხმარების მიზნებისთვის უკანონოდ დათესვის, მოყვანის ან კულტივირებისთვის. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით კონსტიტუციის შეუსაბამოა პირისთვის თავისუფლების აღკვეთა ისეთი ქმედების გამო, რომელიც მხოლოდ ამ ქმედების ავტორს უქმნის საფრთხეს და არ არის მიმართული (არ შეიძლება იყოს მიმართული) სხვათა უფლებების დარღვევისკენ. უმიზნო და, შესაბამისად, გაუმართლებელია სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის დაკისრება პირისთვის ისეთი ქმედების გამო, რომელიც მხოლოდ მის ჯანმრთელობას შეიძლება აყენებდეს ზიანს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის№1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-84).
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ზემოთდასახელებული გადაწყვეტილების თანახმად, დადგენილი იქნა 266 გრამამდე ნარკოტიკული საშუალება – კანაფის (მცენარე) პირადი მოხმარების მიზნებისთვის უკანონოდ დათესვის, მოყვანის ან კულტივირებისთვის, სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების არაკონსტიტუციურობა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის მეორე ნაწილი კი, გარდა ვადიანი თავისუფლების აღკვეთისა, არ ითვალისწინებს სხვა ალტერნატიული სასჯელის გამოყენების შესაძლებლობას. ზ----------–-----–ის მიერ უკანონოდ დათესილი და მოყვანილი ნარკოტიკულ საშუალება ,,კანაფი’’ N---------------- ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით შეადგენს 60,25 გრამს. გარდა ამისა, სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დადგინდა ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა და კულტივირება გასაღების მიზნით, შესაბამისად, მოცემული შემთხვევა უნდა მოექცეს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების სამართლებრივი რეგულაციის არეალში და უნდა გავრცელდეს განსახილველ შემთხვევაზეც.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქართველოს კანონმდებლობაში ხარვეზის არსებობისას დასაშვებია სისხლის სამართლის საპროცესო ნორმის ანალოგიით გამოყენება, თუ ამით არ იზღუდება საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ადამიანის უფლებები და თავისუფლებები.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლი განსაზღვრავს გამამტყუნებელი განაჩენით სასჯელის გამოყენების 3 შესაძლებლობას (გამამტყუნებელი განაჩენი სასჯელის დანიშვნით, სასჯელის დანიშვნითა და მისი მოხდისაგან გათავისუფლებით და სასჯელის დაუნიშნავად), რომელთა შორისაც არ არის სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციის არარსებობის შემთხვევაში გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმა, რაც მოცემულ შემთხვევაში უნდა ჩაითვალოს საპროცესო კანონმდებლობის ხარვეზად. სასამართლოს მიაჩნია, რომ კანონმდებლობაში არსებული ხსენებული ხარვეზის პირობებში უნდა მოხდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-2 მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული კანონის ანალოგიის გამოყენება, ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტზე მითითებით, რადგან ამით არათუ ილახება ბრალდებულის უფლებები, არამედ არსებითად და მნიშვნელოვნად უმჯობესდება მისი სამართლებრივი მდგომარეობა.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულ ზ----------–-----–ის მიმართ ბრალად წარდგენილ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ქმედებაში გამოტანილი უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი სასჯელის დაუნიშნავად. აქვე სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილება №1/9/701,722,725 ეხება მხოლოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლით დადგენილ სასჯელს და იგი არ შეიძლება გავრცელდეს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონზე, ამდენად, ბრალდებულს, როგორც ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობს, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად: 05 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, 10 (ათი) წლის ვადით ჩამოერთვას: საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება; 15(თხუთმეტი) წლის ვადით ჩამოერთვას: საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება;
სასამართლო ბრალდებულის მიმართ წარდგენილ დანარჩენ დანაშაულებებთან დაკავშირებით სასჯელის დანიშვნისას განმარტავს, რომ დემოკრატიულ სახელმწიფოში სასჯელის მიზანს ადამიანის ფიზიკური ტანჯვა და პირადი დასჯა არ წარმოადგენს. სასჯელი სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს ემსახურება. სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს მისი აღსრულების სამართლებრივი მექანიზმები, ანუ რამდენად აღსრულებადია დანიშნული სასჯელი, მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიჩნია, რომ ბრალდებულის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების (სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია) მიღწევა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენისათვის თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლის ვადით და ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული უფლებების შესაბამისი ხანგრძლივობით ჩამორთმევით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის გათვალისწინებით, რომლის მიხედვითაც: დანაშაულის რეციდივი ნიშნავს წინათ განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ განზრახი დანაშაულის ჩადენას და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 58-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმადა, რომლის მიხედვითაც: დანაშაულის რეციდივის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 01 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის ზ-----ბ ა--–-----–ის მიმართ სასჯელის მიზნების მიღწევა შესაძლებელი იქნება ისეთი სახის სასჯელის დანიშვნით როგორიცაა თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვადით.
იმის გათვალისწინებით, რომ ზ----------–-----–ის მხრიდან სახეზეა წარსულში განზრახ დანაშაულის ჩადენისათვის პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი პირის მიერ კვლავ განზარახ დანაშაულთა ერთობლიობის ჩადენა, სასამართლო საბოლოო სასჯელის განსაზღვრისას ხელმძღვანელობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 და მე-5 ნაწილებით და უპირატესობას მიანიჭებს სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებას.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 225-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით და და ”ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ ” საქართველოს კანონით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1.1. ზ----------–-----–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვადით;
1.2. ზ----------–-----–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლის ვადით;
1.3. ზ----------–-----–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის დაუნიშნავად;
2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით დანიშნულმა სასჯელმა თავისუფლების აღკვეთამ 06 (ექვსი) წლის ვადით შთანთქოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელი თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვადით და საბოლოოდ ზ----------–-----–ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 წლის ვადით;
3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 15 ნოემბრის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დანიშნული პირობითი მსჯავრი .
4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა (თავისუფლების აღკვეთამ 06 (ექვსი) წლის ვადით) სრულად შთანთქოს წინა 2018 წლის 15 ნოემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით ზ----------–-----–ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლის ვადით;
5. ზ----------–-----–ს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს მისი ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან 2019 წლის 10 ივლისის 15:40 საათიდან;
ზ----------–-----–ს ”ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ჩამოერთვას:
ა) საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება - 15 (თხუთმეტი) წლის ვადით;
ბ) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება - 05 (ხუთი) წლის ვადით;
გ) საადვოკატო საქმიანობის უფლება - 10 (ათი) წლის ვადით;
დ) პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება - 10 (ათი) წლის ვადით;
ე) სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება- 10 (ათი) წლის ვადით;
ვ) პასიური საარჩევნო უფლება - 10 (ათი) წლის ვადით;
ზ) იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება - 10 (ათი) წლის ვადით,რის შესახებაც დაუყოვნებლივ ეცნობოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას;
6. ზ----------–-----–ს ზემოთ აღნიშნული უფლებების ჩამორთმევის ვადის ათვლა დაეწყოს - განაჩენით დანიშნული საპატიმრო სასჯელის მოხდისთანავე;
7. ზ----------–-----–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს;
8. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის თანახმად, ნივთმტკიცებათა ბედი გადაწყდეს შემდეგნაირად: საექსპერტო კვლევის შედეგად დარჩენილი ნარკოტიკული ნივთიერებები - დალუქული FCD1142809 პაკეტში და მცენარე კანაფი დალუქული FCD877838 პაკეტში საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით;
ფარული საგამოძიებო მოქმედების ამსახველი 03 დისკი დალუქული სამ პაკეტად და სასამართლო სხდომის ოქმის ამსახველი ერთი ცალი დისკი დალუქული ერთ პაკეტად, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;
9. განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;
10. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე მამია ფხაკაძე