განაჩენი

სისხლის სამართლის 23.08.2019
საქმის ნომერი
190100119002991557
თარიღი
23.08.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

ს-------------------------------

რუსთავის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

20 აგვისტო, 2019 წელი ქ. რუსთავი

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია

მოსამართლე მამია ფხაკაძე

სხდომის მდივანი ქეთევან ინასარიძის

 

ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - ანი ხუბეჯაშვილი;

 

დაცვის მხარე:

 

ბრალდებული - ფ-------------------–-----------------ე, დაბადებული 1----–-–----------------ს, ს----------–----------–-----------------------------------------------------–--------------–------------------------–----–----–----------–-------------------------–----------------------------------------------–--------------–-----------------------------–-------------------------------------------------------

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით და მესამე ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით;

 

ბრალდებული - გ-------–----–----------–------------------–---------------------------------------–----------–----------------------------------------–----–----------–---------------------–--------------–-----------------------------------–---------------------------------------–------–-------–------------------------–----------------------------------------------–-----–-------------------------------------

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით და მესამე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით;

 

ადვოკატი - ი-----–-------–---–---–ი;

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. საქმის მასალების მიხედვით:

 

1.1. ფ-------- გ----------ე რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 3 სექტემბერის განაჩენით ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ და მესამე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის. 2019 წლის 05 აპრილს დაახლოებით 04:30 საათზე, ქ. რუსთავში, მე---–---–------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ შპს ,,დაირექტ დებიტ ჯორჯიას“ კუთვნილი ,,საქართველოს ბანკის“ სწრაფი ჩარიცხვის აპარატის დაზიანების გზით, გ-------–-----–--ე და ფ-------- გ----------ე წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად, სახრახნისის და დანის დახმარებით ცდილობდნენ უკანონოდ შეეღწიათ აპარატში არსებულ ფულადი თანხის შესანახ ტომარაში, რათა ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაუფლებოდნენ შპს ,,დაირექტ დებიტ ჯორჯიას“ კუთვნილი ,,საქართველოს ბანკის“ სწრაფი ჩარიცხვის აპარატში არსებულ ფულად თანხას. გ-------–-----–--ე და ფ-------- გ----------ე მათგან დამოუკიდებელი მიზეზის გამო ვერ შეძლეს განზრახვის სისრულეში მოყვანა, რადგან მათ დანაშაულის ჩადენისას წაასწრეს პოლიციის თანამშრომლებმა.

 

გ-------– ჯ--–---- და ფ-------- გ----------ის მიერ ქმედების დასრულების შემთხვევაში შპს ,,დაირექტ დებიტ ჯორჯიას“ მიადგებოდა 2384,5 (ორიათას სამას ოთხმოცდაოთხი ლარი და ორმოცდაათი თეთრი) ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

 

ამ ქმედებისთვის ფ-------- გ----------ეს წარედგინა ბრალი დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით და მესამე ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით.

 

1.2. 2019 წლის 05 აპრილს დაახლოებით 04:30 საათზე, ქ----------–--------–---–-------------- მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ შპს ,,დაირექტ დებიტ ჯორჯიას“ კუთვნილი ,,საქართველოს ბანკის“ სწრაფი ჩარიცხვის აპარატის დაზიანების გზით, გ-------–-----–--ე და ფ-------- გ----------ე წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად, სახრახნისის და დანის დახმარებით ცდილობდნენ უკანონოდ შეეღწიათ აპარატში არსებულ ფულადი თანხის შესანახ ტომარაში, რათა ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაუფლებოდნენ შპს ,,დაირექტ დებიტ ჯორჯიას“ კუთვნილი ,,საქართველოს ბანკის“ სწრაფი ჩარიცხვის აპარატში არსებულ ფულად თანხას. გ-------–-----–--ე და ფ-------- გ----------ე მათგან დამოუკიდებელი მიზეზის გამო ვერ შეძლეს განზრახვის სისრულეში მოყვანა, რადგან მათ დანაშაულის ჩადენისას წაასწრეს პოლიციის თანამშრომლებმა.

 

გ-------– ჯ--–---- და ფ-------- გ----------ის მიერ ქმედების დასრულების შემთხვევაში შპს ,,დაირექტ დებიტ ჯორჯიას“ მიადგებოდა 2384,5 (ორიათას სამას ოთხმოცდაოთხი ლარი და ორმოცდაათი თეთრი) ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

 

ამ ქმედებისთვის გ-------–-----–--ეს წარედგინა ბრალი დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით და მესამე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით.

 

2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

საქმეში არსებული გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათის, ფორმა N1-ს მიხედვით: სისხლის სამართლის N------------ საქმეზე გამოძიება დაიწყო 2019 წლის 05 აპრილს დანაშაულის ნიშნებით, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ და მესამე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით. ბარათი შედგენილია გამომძიებელ დ---------------ის მიერ. ბარათის მიხედვით, ორი პიროვნება ცდილობდა საქართველოს ბანკის სწრაფი ჩარიცხვის აპარატის გაქურდვას, პოლიციელების დანახვაზე, აღნიშნულმა პიროვნებებმა სცადეს გაქცევა, მაგრამ დ--------------მა , მ-----–----------–---–მა, ა----------------–---–მა და ა-–----------------–---–მა ადგილზევე მოახდინეს ორივე პიროვნების შეჩერება, აღნიშნული პიროვნებები აღმოჩნდნენ 1----–-–---------------- დაბადებული გ-------–-----–--ე და 1----–-–----------------ს დაბადებული ფ-------- გ----------ე, შეჩერების დროს გ-------–-----–--ე და და ფ-------- გ----------ე პოლიციის თანამშრომლებს უწევდნენ წინააღმდეგობას და ცდილობდნენ გაქცევას, რა დროსაც გ-------–-----–--ემ პოლიციის თანამშრომლებს მოუღერა დანა, რომელიც შემდგომ დ--------------მა გადააგდებინა ხელიდან (ტ. 1. სფ. 1).

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა, დაზარალებულ შპს ,,დაირექტ დებიტ ჯორჯიას“ წარმომადგენელი რ--------------–---–ი, რომელმაც განმარტა, რომ მის სამსახურეობრივ მოვალეობაში შედის შპს ,,დაირექტ დებიტ ჯორჯიას“ კუთვნილი საქართველოს ბანკის სწრაფი ჩასარიცხი აპარატების ქვემო ქართლის ტერიტორიაზე დამონტაჟება და მართვა. სწრაფი ჩარიცხვის აპარატების გამართულად მუშაობის უზრუნველსაყოფად ყოველ ნახევარ საათში ხდება მათი გადამოწმება და მონიტორინგი. მოწმემ განმარტა, რომ პროგრამული ხარვეზის გამო, ძალიან იშვიათად შესაძლებელია აპარატში შეტანილი იქნეს თანხა, მაგრამ არ აისახოს ანგარიშზე. აპარატს უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად არ აქვს ვიდეო ჩაწერა, თუმცა აქვს ე.წ. „სიგნალიზაცია“, რომელიც რეაგირებს ელექტროენერგიის წასვლაზე, სადენის გადაჭრაზე და კარის გაღებაზე. სიგნალიზაცია იმდენად მგრძნობიარეა, რომ აპარატის კარების და კორპუსის 2 მმ დაშორების შემთხვევაშიც კი ირთვება, თუმცა ფეხის ან სხვა რამის დარტყმის შემთხვევაში არ ირთვება. როგორც წესი ჩასარიცხი აპარატის კარის გაღება ხდება ორ შემთხვევაში, კერძოდ, ტექნიკური დაზიანების აღმოფხვრის ან ინკასაციის დროს. აპარატში დაგროვილი თანხის დასაცავად გამოიყენება ტექნიკური დაცვის ორი მექანიზმი, კერძოდ, აპარატის ძირითადი კარის საკეტი და აპარატში განთავსებული ასევე ჩაკეტილი სეიფი. აპარატის კარის გაღებისას ჩართული სიგნალიზაციის ამოქმედებას აფიქსირებს შპს ,,დაირექტ დებიტ ჯორჯიას“ მონიტორინგის სამსახური, რასაც ატყობინებენ სსიპ - 112-ს ან შესაბამისი შსს განყოფილების სამორიგეო სამსახურს. შეტყობინების მიღების შემთხვევაში, ქვემო ქართლის ტერიტორიაზე შემთხვევის ადგილზე გადის თავად რ--------------–---–ი. მოწმის განმარტებით 2019 წლის 05 აპრილს, დილის დაახლოებით 04:00 საათზე, ქ. რუსთავში მესხიშვილის N9-ში არსებულ საქართველოს ბანკის სწრაფი ჩარიცხვის აპარატიდან დაფიქსირდა აპარატის კარზე ზემოქმედების შედეგად ჩართული სიგნალიზაციის შეტყობინება, რის შემდეგაც რ--------------–---–ს როგორც უშუალო ხელმძღვანელისგან და ასევე შემთხვევის ადგილზე მყოფი გამომძიებლისგან ეთხოვა შემთხვევის ადგილზე გამოცხადება. შეტყობინებების მიღებიდან დაახლოებით 30-40 წუთში, 05:00 საათის შემდეგ რ--------------–---–ი მივიდა შემთხვევის ადგილზე, სადაც დახვდა გამომძიებელი, რომელმაც განუმარტა, რომ ჩასარიცხი აპარატის დათვალიერებისთვის საჭირო იყო მისი წერილობითი თანხმობა, რაზედაც ის დათანხმდა და გასცა წერილობითი თანხმობა. გამომძიებლების მიერ მისი თანდასწრებით ჩატარდა საგამოძიებო მოქმედება (დათვალიერება), რაზეც შედგა ოქმი და მან ხელი მოაწერა.

 

მოწმის განმარტებით ზემოთ აღნიშნული საქართველოს ბანკის სწრაფი ჩარიცხვის აპარატი განთავსებული იყო ქ.რუსთავში მე---–---–-------------ში, სადაც მიმდებარე ტერიტორიაზე არის ეკლესია, საცხოვრებელი კორპუსები და მაღაზიები. მოწმის განმარტებით შემთხვევის ადგილზე ან მიმდებარედ რაიმე სუფრა ან ნასუფრალი არ შეუმჩნევია. მოწმის განმარტებით დაზიანებული იყო აპარატის კორპუსი, კერძოდ, საკეტი და კარები. ამასთან კარებსა და კორპუს შორის, უშუალოდ აპარატის საკეტის მხარეს გარჭობილი იყო სახრახნისი. დათვალიერებისას გამომძიებელთან ერთად გახსნა აპარატი, საიდანაც ამოიღეს სეიფში დაგროვილი თანხა, ქვითართან ერთად, რის შემდეგაც გაანულეს აპარატი. ამოღებული თანხა ზუსტად დაემთხვა ელექტრონულად არსებულ თანხას (განხორციელებულ ტრანზაქციებს), ანუ სახეზე არ ყოფილა შემთხვევა, როცა აპარატში თანხა არასწორად ან ხარვეზით იყო შეტანილი, ვინაიდან ასეთ დროს ფული სხვაგან ვარდება ან კუპიურა ფუჭდება. აპარატის სეიფიდან ამოღებული თანხა ადგილზე გადათვლის შემდეგ ჩაბარდა რ. ფ------–---–ს. მისივე თანდასწრებით მოხდა შემთხვევის ადგილის ფოტო გადაღება. დააფიქსირა, რომ დეფორმირებული იყო აპარატის კარები, კერძოდ, მარცხნივ საკეტის მხარეს იყო გაღუნული. დათვალიერების შემდეგ გამომძიებლის მიერ ამოღებული ჩასარიცხი აპარატი გადატანილი იქნა პოლიციის განყოფილებაში და ჯერ არ დაბრუნებით.

 

მოწმის განმარტებით მისი მარწმუნებელი შპს ,,დაირექტ დებიტ ჯორჯიას“ მიერ შეფასდა აპარატის კარებსა და კორპუსზე მიყენებული ზიანის აღსადგენად საჭირო ხარჯების ოდენობა, რომელიც არ ანაზღაურებიათ.

 

მოწმემ დამატებით განმარტა, რომ აპარატზე თანხის ჩარიცხვისთვის არის სამი ფანჯარა: ქაღალდის კუპიურების, ხურდის და პლასტიკური ბარათის. მათგან ღია ფანჯარა არის ორი: ქაღალდის ფულის და ხურდის, ხოლო ბარათის წამკითხველი არის უკონტაქტო. მისივე განმარტებით თუ დაზიანება აქვს ხურდის ჩასაგდებს, ფულის ჩაგდების შემთხვევაში აპარატი ითიშება ავტომატურად, ხოლო თუ შელახულია კუპიურა, აპარატი ჩაიხვევს და პანელზე დააწერს ,,ტერმინალი დროებით არ მუშაობს“. თუ თანხა არასწორადაა ჩავარდნილი მას უკან აბრუნებს, ამასთან თანხის არასწორად შეტანისას აპარატი უთითებს ცხელი ხაზის ნომერს. მოწმის განმარტებით შემთხვევის ადგილზე გამოცხადებისას აპარატი იყო ჩართული მთავარი მენიუ (ანუ აპარატი იყო გამართულ მდგომარეობაში). მისივე განმარტებით აპარატში განთავსებული ფული დაცულია 2 მექანიზმით, კერძოდ, დაკეტილი კარით და ასევე დაკეტილი სეიფით. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ბრალდებულები სეიფამდე არ იყვნენ მისულები, დაზიანებული იყო მხოლოდ კარი. (ტ. 2. სფ. 92-104).

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა დეტექტივის თანაშემწე გამომძიებელი დ--------------ი, რომელმაც განმარტა, რომ 2019 წლის 05 აპრილს დაახლოებით 04-05 საათებს შორის პერიოდში, ქ. რუსთავში მესხიშვილის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე თანამშრომლებთან - ა----------------–---–თან, ა-–----------------–---–თან და მ-----–----------–---–თან ერთად ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას და მოძრაობდნენ „სასტუმროს მხრიდან თორდიის წრის მიმართულებით“, რა დროსაც გზის მეორე მხარეს შენიშნეს ორი პიროვნება (როგორც შემდგომ გაირკვა ფ-------- გ----------ე და გ-------–-----–--ე) სწრაფი ჩარიცხვის აპარატთან, აშკარად ჩანდა, რომ მითითებული პირები აპარატთან ფულის ჩასარიცხად არ იყვნენ მისულები, რის გამოც პოლიციის თანამშრომლები დაიყვნენ ორ ჯგუფად, ერთმა ჯგუფმა აღნიშნულ პიროვნებებს უკანა მხრიდან მოუარა, ხოლო მეორემ პირდაპირ გადაჭრა გზა. მოწმის განმარტებით ის და მისი მეწყვილე ა----------------–---–ი უკანა მხრიდან მიუახლოვდნენ აპარატთან მდგომ პიროვნებებს და ვინაიდან, ჩასარიცხი აპარატი ცერად იდგა ნათლად დაინახეს, რომ ისინი ცდილობდნენ დანის საშუალებით ჩასარიცხი აპარატის კარის გახსნას, რის გამოც ჩასარიცხი აპარატი „ყანყალებდა“. ახლოს მისვლისას, მათ დანახვაზე აპარატთან მყოფი ფ-------- გ----------ე გაიქცა, რომელსაც პოლიციის თანამშრომლები გაეკიდნენ და მალევე შეაჩერეს, ხოლო მეორე პიროვნებამ - გ-------–-----–--ემ, რომელსაც ხელში ეჭირა დანა დ--------------სა და მის მეწყვილე ა-----------------–---–ს გაუწია წინააღმდეგობა და უქნევდა დანას. მისი მხრიდან წინააღმდეგობის გაწევა გაგრძელდა დაახლოებით 3-4 წუთი და პოლიციის თანამშრომლების კანონიერ მოთხოვნას, რომ წინააღმდეგობა არ გაეწია და დაეგდო დანა არ ემორჩილებოდა. პოლიციის თანამშრომლებმა შეძლეს და გ-------–-----–--ე განაიარაღეს, თუმცა ამის შემდეგ მან სცადა გაქცევა, მაგრამ რამდენიმე მეტრის გარბენის შემდეგ შეძლეს მისი დაკავება და დაკავებულს ჩაუტარეს პირადი ჩხრეკა, რა დროსაც, როგორც მოწმეს ახსოვს მისგან ამოიღეს ტელეფონი და საფულე. მოწმის განმარტებით მაშინ როდესაც მათ შეაჩერეს გ-------–-----–--ე ისინი მეორე დაკავებულს და მის დამკავებელ თანამშრომლებს ვეღარ ხედავდნენ.

 

მოწმის განმარტებით დაკავების ოქმის შედგენა დაიწყო დაკავების ადგილზე და დასრულდა პოლიციის პირველ განყოფილებაში. მოწმის განმარტებით, როდესაც მათ გ-------–-----–--ე დააკავეს და უკან შემთხვევის ადგილზე დაბრუნდნენ იქ დახვდათ გამომძიებელი გ------–--–--–---–ი. მოწმის განმარტებით შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე რაიმე სავაჭრო ობიექტი იმ დროისთვის არ მუშაობდა.

 

ადვოკატის მიერ დასმულ კითხვაზე: იყო თუ არა შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე გაშლილი სუფრა , მოწმემ განმარტა, რომ აღნიშნული არ დაუნახავს. მოწმის განმარტებით ის და მისი თანამშრომლები ბრალდებულებთან სხვადასხვა მხრიდან, მაგრამ დროში თითქმის ერთდროულად მივიდნენ. მოწმის განმარტებით, გ-------–-----–--ემ მას შემდეგ დააპირა გაქცევა, რაც დანა დააგდებინეს. მოწმემ ასევე განმარტა, რომ შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორიიდან არ მომხდარა ვიდეო კამერების ჩანაწერების ამოღება ვინაიდან ისინი არ მუშაობდა. (ტ. 2. სფ. 148-156).

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა, უბნის ინსპექტორ გამომძიებელი, ა-–----------------–---–ი, რომელმაც განმარტა, რომ 2019 წლის 04 აპრილის 10:00 საათიდან 05 აპრილის დილის 10:00 საათამდე ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას. დილის 04:00 საათიდან 05:00 საათამდე პერიოდში გადაადგილდებოდა ფეხით თავის მეწყვილეებთან: დ--------------თან, მ-----–----------–---–თან და ა-------------–-–---–თან ერთად, ქ. რუსთავში, მესხიშვილის ქუჩაზე. მესხიშვილის ქ. N9-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, შეამჩნიეს ორი პიროვნება, რომლებიც იდგნენ ჩასარიცხ აპარატთან და გამოიყურებოდნენ საეჭვოდ. როდესაც მიუახლოვდნენ აღნიშნულ პიროვნებებს მოწმემ შეამჩნია, რომ ერთ-ერთი მათგანი (ფ-------- გ----------ე) ცდილობდა სახრახნისით (რომელიც იყო 20-25 სანტიმეტრის) გაეხსნა აპარატის კარი, ხოლო მეორე (გ------------–--ე) ეხმარებოდა დანით, რომელიც ეჭირა ხელში. (მხედველობის არე იქნებოდა დაახლოებით 15 მეტრი). ადგილი სადაც იდგა აღნიშნული ორი პირი განათებული იყო. მოწმის განმარტებით თანამშრომლები გაიყვნენ ორ ჯგუფად, კერძოდ, თვითონ (ა-–----------------–---–ი) და მ-----–----------–---–ი, ხოლო მეორე ჯგუფად დ--------------ი და ა-------------–-–---–ი. მოწმის განმარტებით, როდესაც ისინი მიუახლოვდნენ აღნიშნულ ორ პირს, მათ სცადეს გაქცევა. ფ-------- გ----------ემ ხელი გაუშვა სახრახნის, რომელიც დარჩა აპარატში და გაიქცა აპარატის მარჯვენა მხარეს: ეკლესიასა და მაღაზიას შორის მიმავალი ჩიხისკენ, თუმცა ა-–----------------–---–მა და მ-----–----------–---–მა, მალევე მოახერხეს მისი დაკავება ჩასარიცხი აპარატის ქურდობის მცდელობის ფაქტზე და განუმარტეს ბრალდებულის უფლებები.

 

მოწმის განმარტებით ფ-------- გ----------ის დაკავების ოქმი შედგა დაკავების ადგილზე და ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა, რა დროსაც მუქი ფერის ქურთუკის ჯიბიდან ამოუღეს ტელეფონი.

 

მოწმემ დამატებით განმარტა, რომ გ-------– ჯ--–---- დაკავება მოახდინეს მეორე ჯგუფის წევრებმა, რა დროსაც გ-------–-----–--ე დანით ემუქრებოდა პოლიციელ - დ--------------ს და ცდილობდა გაქცევას. მოწმის განმარტებით შემთხვევის ადგილის მიმდებარედ არ შეუმჩნევია გაშლილი სუფრა, თუმცა მიუთითა, რომ დაკავებული პირები იყვნენ ნასვამ მდგომარეობაში. (ტ. 2. სფ. 71-78).

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა, რუსთავის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების, უბნის ინსპექტორ გამომძიებელი, მ-----–----------–---–ი, რომელმაც განმარტა, რომ 2019 წლის 05 აპრილს 04:00 საათიდან 05:00 საათამდე პერიოდში ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას და მეწყვილეებთან: დ--------------თან, ა----------------–---–თან და ა-–----------------–---–თან, ერთად გადაადგილდებოდა ქალაქ რუსთავში, მესხიშვილის ქუჩაზე (სასტუმროდან თოდრიის წრის მიმართულებით), რა დროსაც მე---–---–-------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, მათგან 15-20 მეტრის დაშორებით, საქართველოს ბანკის სწრაფი ჩარიცხვის აპარატთან შეამჩნიეს ორი პიროვნება, რომლებმაც მიიქციეს მათი ყურადღება, რადგან იყვნენ მოხრილ მდგომარეობაში და სავარაუდოდ ჩადიოდნენ დანაშაულებრივ ქმედებას (ქურდბა) ამიტომ მან და მისმა თანამშრომლებმა გადაწყვიტეს გაყოფილიყვნენ და ისე მისულიყვნენ მათთან. თვითონ (მ-----–----------–---–ი) და ა-–----------------–---–ი წავიდნენ მარჯვნივ (უნდა მისულიყვნენ გვერდიდან), დ--------------ი და ა----------------–---–ი წავიდნენ მარცხნივ. მოწმის განმარტებით როდესაც მიუახლოვდა აპარატს დაინახა, რომ აპარატს მარცხენა მხრიდან ჰქონდა ჩარჭობილი რაღაც მეტალის ნივთი, რომლითაც ერთი პირი, რომელიც შემდგომ ფ-------- გ----------ე აღმოჩნდა, ცდილობდა აპარატის გახსნას (ეჭიდავებოდა აპარატს) აღნიშნული მეტალის ნივთი იყო სახრახნისის მსგავსი, დაახლოებით 10-15 სანტიმეტრი სიგრძის, ხოლო მეორე პირს (გ-------–-----–--ეს) ხელში ეჭირა მეტალის ნივთი. მოწმის განმარტებით დაახლოებით 05 მეტრით მიახლოვებისას ამ პირებმა დაინახეს პოლიციის თანამშრომლები და გაიქცნენ. მოწმის განმარტებით გაქცეულებიდან მან და ა-–----------------–---–მა, აპარატიდან დაახლოებით 10 მეტრში დააკავეს ფ-------- გ----------ე, რომელსაც განუმარტეს, რომ დაკავებული იყო ჯგუფურად ქურდობის მცდელობის ფაქტზე, განემარტა უფლებები და ადგილზევე შეივსო დაკავების ოქმი, რომელსაც ხელი მოაწერა ფ-------- გ----------ემ. დაკავებისას ფ-------- გ----------ეს ასევე ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა, რა დროსაც რაიმე სახის კანონსაწინააღმდეგო ნივთი მისგან ამოღებული არ ყოფილა. დაკავებულს რაიმე სახის დაზიანება არ აღენიშნებოდა, ის იყო ნასვამ მდგომარეობაში.

 

მოწმემ დამატებით განმარტა, რომ შემთხვევის ადგილის მახლობლად არის ეკლესია, აპარატის გასწვრივ არის მაღაზიები და საშაურმე. საქართველოს ბანკის სწრაფი ჩარიცხვის აპარატი იდგა ცერად. აღნიშნულ ტერიტორიაზე კამერა აქვს მხოლოდ ერთ ობიექტს, საეკლესიო მაღაზიას. (რომელიც იმ დროისთვის არ მუშაობდა) აპარატი იდგა განათებულ ადგილას, აპარატს ხედავდნენ ნაწილობრივ ზურგით, რადგან იდგა ცერად, როდესაც მიუახლოვდა აპარატს, აპარატი იყო საწყის გვერდზე.

 

მოწმემ ასევე განმარტა, რომ მისმა მეწყვილეებმა დააკვეს მეორე პირი - გ-------–-----–--ე, რომელმაც მოუღერა დანა მის თანამშრომელს დ--------------ს. გ-------– ჯ--–---- დაკავება მის თვალთახედვის არეში არ ექცეოდა, რადგან ფ-------- გ----------ეს შეყვა ჩიხში.

(ტ. 2. სფ. 133-134).

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა, უბნის უმცროსი ინსპექტორ-გამომძიებელი, ა-----------------–---–ი, რომელმაც განმარტა, რომ 2019 წლის 05 აპრილს, ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას და პოლიციის თანამშრომლებთან ა-–----------------–---–თან, მ-----–----------–---–თან და დ--------------თან ერთად მოძრაობდა, ქალაქ რუსთავში მესხიშვილის ქუჩაზე. ქუჩის მოპირდაპირე მხარეს მე---–---–-------------სთან დაინახეს ორი პიროვნება - ფ-------- გ----------ე და გ-------–-----–--ე, რომლებიც იდგნენ აპარატთან მოხრილ მდგომარეობაში, რის გამოც იფიქრეს, რომ შესაძლოა ადგილი ჰქონდა ჯგუფურ ქურდობას. რეაგირების მიზნით გაიყვნენ ორ ნაწილად, თვითონ (ა-----------------–---–ი) და დ--------------ი წავიდნენ მარცხნივ (უნდა მისულიყვნენ აპარატის წინა მხრიდან), მ-----–----------–---–ი და ა-–----------------–---–ი მარჯვნივ (აპარატის ზურგის მხრიდან). როდესაც მიუახლოვდნენ მარცხენა მხრიდან, აპარატის გვერდით მხარეს ხედავდნენ ფ-------- გ----------ის მარჯვენა მხარს და გ-------– ჯ--–---- მარცხენა მხარს, უყურებდნენ მათ ზურგს. აპარატის მარცხენა მხარეს (მაღაზიის მხარე) იდგა ფ-------- გ----------ე, აპარატის საკეტთან ჰქონდა შერჭობილი რკინის ხელსაწყო, სახრახნისი, გ-------–-----–--ე კი იდგა მეორე მახარეს, მარჯვნივ და ეხმარებოდა დანით, ჰქონდა ჩარჭობილი კარების საკეტში ზემოდან. მოწმის განმარტებით, როდესაც მიუახლოვდნენ ფ-------- გ----------ემ შენიშნა პოლიციელები, გაუშვა ხელი სახრახნის და გაიქცა ჩიხისკენ, რომელსაც გაეკიდნენ მ-----–----------–---–ი და ა-–----------------–---–ი. ადგილზე დარჩა გ-------–-----–--ე, რომელმაც დ--------------ს მოუქნია დანა თუმცა დ--------------მა დააგდებინა დანა, რის შემდეგაც გ-------–-----–--ე გაიქცა, ეკლესის მიმართულებით და დაახლოებით 30 მეტრში დააკავეს. დაკავებისას გ-------–-----–--ემ თავიდან წინააღმდეგობა გაუწია, შემდეგ გაჩერდა და დაემორჩილა. ჩხრეკისას მას რაიმე კანონ საწინააღმდეგო ნივთი არ აღმოაჩნდა. შემდეგ დ--------------მა შეავსო დაკავების ოქმი და გ-------–-----–--ეს გააცნო, რომ დაკავებული იყო ქურდობის მცდელობის ფაქტზე, რაზეც გ-------–-----–--ემ განცხადა, რომ ქურდობას ადგილი არ ჰქონია, უნდოდა აპარატით თანხის ჩარიცხვა.

 

მოწმის განმარტებით, როდესაც აპარატს შეხედეს, აპარატი იყო საწყის გვერდზე. მისივე განმარტებით, ჩასარიცხი აპარატის მიმდებარედ არის სხვადასხვა ობიექტები, მაღაზიები, საშაურმე და ეკლესია. შემთხვევის დროს მაღაზიები ღია არ იყო და აპარატის მიმდებარედ რაიმე სახის სუფრა არ შეუმჩნევია. მოწმემ განმარტა, რომ ადგილზე მივიდა გამომძიებელი გ------–--–--–---–იც, მაშინ როცა უკვე დაკავებული ჰყავდათ გ-------–-----–--ე. ზემოხსენებული მოქმედებების დროს შემთხვევის ადგილი განათებული იყო ლამპიონით. მოწმემ განმარტა, რომ ფ-------- გ----------ის დაკავება არ დაუნახავს, ის დააკავეს მისმა თანამშრომლებმა.

(ტ. 2. სფ. 118-122).

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა, უბნის ინსპექტორ გამომძიებელი, გ------–--–--–---–ი, რომელმაც განმარტა, რომ 2019 წლის 05 აპრილს დაახლოებით 04:00 საათზე. განყოფილებაში შესული შეტყობინების საფუძველზე, დაიწყო გამოძიება, ჩასარიცხი აპარატის ქურდობის მცდელობის ფაქტზე. შეტყობინების მიხედვით პოლიციის თანამშრომლებს ქურდობის მცდელობისას დაკავებული ჰყავდათ გ-------–-----–--ე და ფ-------- გ----------ე. აღნიშნული შეტყობინების მიღებიდან დაახლოებით 10 წუთში გ------–--–--–---–ი გავიდა შემთხვევის ადგილზე და მოახდინა შემთხვევის ადგილის შემოსაზღვრა ლენტით. მოწმის განმარტებით, როდესაც მივიდა შემთხვევის ადგილზე პოლიციის თანამშრომლებს ა-–----------------–---–ს და მ-----–----------–---–ს ჩასარიცხი აპარატის გვერდით შეჩერებული ჰყავდათ ერთ-ერთი პირი, ხოლო მეორე პირი შეჩერებული ჰყავდათ ა-------------–-–---–ს და დ--------------ს. მას შემდეგ რაც დასრულდა დაკავების ოქმების შევსება, გ------–--–--–---–მა უზრუნველყო შემთხვევის ადგილზე საქართველოს ბანკის წარმომადგენლის წარმოდგენა. მისი წერილობითი ნებართვის საფუძველზე დათვალიერდა ჩასარიცხი აპარატი. შემთხვევის ადგილი დათვალიერდა დაახლოებით 07:00 საათზე. მოწმის განმარტებით, ჩასარიცხი აპარატი იდგა ქ. რუსთავში, მესხიშვილის N9-ში, გაჩერების პირდაპირ, მაღაზიასთან (რომლებიც არ მუშაობენ სადღეღამისოდ, დაკეტილი იყო საშაურმეც) ბორდიურზე, მის გვერდით იყო ეკლესია და ეკლესიის ღობე, საიდანაც გზა მიდის კორპუსისკენ. ჩასარიცხი აპარატი იყო დაზიანებული, კარებს შორის ჩარჭობილი იყო სახრახნისი, კარები არ იყო გაღებული იყო მხოლოდ გადმოწეული, თუმცა სამაგრებიდან არ იყო ამოვარდნილი. მოწმის განმარტებით ჩასარიცხი აპარატის წინ, დაბლა იდო პურის საჭრელი დანა. ობიექტის ირგვლივ სუფრა არ შეუმჩნევია. ექპერტ-კრიმინალისტების და კინოლოგების მიერ გადაუდებელი აუცილებლობის გამო ამოიღეს ჩასარიცხი აპარატი. აპარატიდან ამოღებული თანხა და კუპიურები დაფიქსირდა ოქმში, ამოღებას ესწრებოდა საქართველოს ბანკის წარმომადგენელიც. შემთხვევის ადგილიდან ამოიღეს ასევე სახრახნისი და დანა, რომლებიც დაილუქა შესაბამისი წესით. სახრახნისი იყო მთლინად რკინის, ტარის გარეშე, ასევე ამოღებული დანა იყო პურის საჭრელი. დათვალიერებისას დამატებითი განათება არ დაჭირვებიათ, ვინაიდან, შემთხვევის ადგილი თითქმის გათენებული იყო, ანათებდა ლამპიონებიც. მოწმემ დამატებით განმარტა, რომ მისთვის თანამშრომლებისგან ცნობილი იყო, რომ ერთ-ერთ პირის ჰქონდა დანა, რომელიც შეჩერებისას დააგდებინეს ძირს. შემთხვევის ადგილზე დახვდნენ ა-–----------------–---–ი, ა-------------–-–---–ი, დ--------------ი და მ-----–----------–---–ი. (ტ. 2. სფ. 79-84).

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი გ-----------------ე რომელმაც განმარტა, რომ 2019 წლის 05 აპრილს რუსთავის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველ განყოფილებაში შემოვიდა შეტყობინება იმასთან დაკავშირებით, რომ ქ. რუსთავში მათი განყოფილების თანამშრომლების მიერ შეჩერებული იქნა ორი პიროვნება, რომლებიც ქურდავდნენ საქართველოს ბანკის სწრაფი ჩარიცხვის აპარატს. მოწმის განმარტებით აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გ-------–-----–--ეს გააცნო ბრალის დადგენილება, გამოკითხა მოწმის სახით და გაუცვალა მტკიცებულებები. მასვე გლდანის მერვე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ექსპერტის მონაწილეობით აუღო სუნის ნიმუში, მოწმემ მისი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების კანონიერება დაადასტურა. (ტ. 2. სფ. 194-197).

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა ქვემო ქართლის კრიმინალისტიკური სამსახურის ნარკოლოგიური შემოწმების ჯგუფის ექსპერტი ნ-----------–--ე, რომელმაც განმარტა, რომ ფ-------- გ----------ისგან აღებული აქვს სუნისა და დაქტილოსკოპიური ნიმუშები, მოწმის განმარტებით ნიმუშის აღება მოხდა ნებაყოფლობით ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე, პროცედურულად სუნის ნიმუშის აღება ხდება ხელებში სტერილური დოლბანდის დაჭერით, რომელიც შემდეგ ილუქება ქილაში, ხოლო დაქტილოსკოპია ელექტროსკანერით, რომელიც ავტომატურად ხვდება დაქტილოსკოპიის ბაზაში. (ტ. 2. სფ. 164-166).

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა თბილისის კრიმინალისტიკური სამმართველოს უფროსი ექსპერტი ლ---–--------–-- რომელმაც განმარტა, რომ მიმდინარე წლის 10 მაისს შემოსული შეტყობინების საფუძველზე მის მეწყვილე ი-----–-----–----სთან ერთად გ-------– ჯ--–----გან ნებაყოფლობით აღებული აქვს ნერწყვისა და დაქტილოსკოპიური ნიმუში, რაზეც მოხდა ცალ-ცალკე ოქმების შევსება და მოეწერა ხელი. (ტ. 2. სფ. 166-167).

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა ქვემო ქართლის საექსპერტო კრიმინალისტიკური სამსახურის უფროსი ექსპერტი ზ----------------–---–ი, რომელმაც განმარტა, რომ 2019 წლის 05 აპრილს დილის საათებში ჰქონდათ გამოძახება ქურდობის საქმეზე, რასთან დაკავშირებითაც გავიდნენ შემთხვევის ადგილზე, სადაც მოხდა შემთხვეის ადგილის დათვალიერება, შემთხვევის ადგილზე მათ მიერ ნანახი იქნა საქართველოს ბანკის სწრაფი ჩარიცხვის აპარატის კარში დარჩენილი სახრახნისი და დანა რომელსაც ტარი გატეხილი ჰქონდა და ეგდო მაღაზიის კართან აპარატიდან დაახლოებით ნახევარ ან ერთ მეტრში, მოახდინეს დანისა და სახრახნისის ამოღება , ასევე აიღეს თითის ანაბეჭდი აპარატის წინა მხრიდან , მოხდა ამოღებული ნივთების და თითის ანაბეჭდის სპეციალურ პაკეტში დალუქვა. მოწმის განმარტებით აღნიშნულ საგამოძიებო მოქმედებები მან ჩაატარა თანამშრომელ ნ----------------–---–თან, გამომძიებელთან, კინოლოგთან და აპარატის ერთ-ერთ მფლობელთან ერთად , (რომლის სახელიც არ ახსოვს) მისი განმარტებით მოხდა ერთი თითის ანაბეჭდის აღება, თუმცა აპარატის ზუსტად რომელ მხრიდან არ ახსოვს (თუმცა ახსოვს რომ წინა ზედაპირიდან მოხდა ) ვინაიდან ერთზე მეტი აღქმადი ანაბეჭდი ვერ მოიძებნა, (კითხვადი იყო ერთი), მისივე განმარტებით აპარატის ეკრანიდან არ მომხდარა ანაბეჭდის აღება, ვინაიდან დღის განმავლობაში უამრავი ადამიანი იყენებს მას და ,,ხდება კვლების გადადება“ ასეთი ანაბეჭდი გამოყენებისათვის უვარგისია.

 

ადვოკატის მიერ დასმულ კითხვაზე მოახდინა, თუ არა მან აპარატში არსებული თანხის ამოღება მოწმემ განმარტა, რომ მათ მიერ ჩასარიცხი აპარატიდან თანხის ამოღება არ მომხდარა, წინააღმდეგ შემთხვევაში მოხდებოდა თანხის ასევე დალუქვა, მათ მიერ მოხდა მხოლოდ აღნიშნული ნივთების ამოღება და დასურათება. მოსამართლის კითხვაზე მოხდა თუ არა თითის ანაბეჭდების აღება შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ ნივთებიდან (დანა და სახრახნისი) მოწმემ განმარტა, რომ მათ მიერ ამოღებულ ნივთებიდან არ მომხდარა ნიმუშების აღება, ვინაიდან დანასა და სახრახნის არ ჰქონდა შესაბამისი ზედაპირი, რომ მომხდარიყო იქიდან ანაბეჭდების ამოღება.

(ტ. 2. სფ. 184-194).

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა, შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო კრიმინალისტიკური სამსახურის ექსპერტი, რ------–------–---–ი, რომელმაც განმარტა, რომ 2019 წლის 05 აპრილს, გამთენიისას გამოიძახეს რუსთავის პირველი განყოფილებიდან, ქურდობის მცდელობის ფაქტზე. გამოძახებიდან მალევე გამოცხადა შემთხვევის ადგილზე, რომელიც მდებარეობდა ქ.რუსთავში მე---–---–-------------ში. შემთხვევის ადგილზე დახვდათ დაზიანებული საქართველოს ბანკის სწრაფი ჩარიცხვის აპარატი. გამომძიებელმა მიუთითა სავარაუდო შემთხვევის ადგილები, საიდანაც მის მიერ მოხდა სუნის ნიმუშის აღება. (აპარატის წინიდან, ასფალტიდან აიღო სუნის ნიმუში, რომელიც მოთავსდა მინის ქილაში, დაილუქა პაკეტში, გაუკეთდა ხელმოწერები და დაესვა თარიღი). მოწმის განმარტებით აპარატის კარი იყო დაზიანებული, გაჭედილი იყო სახრახნისი. კარი ღია არ იყო, იყო მხოლოდ დაზიანებული. ადგილზე შეადგინეს შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმიც, რომელზეც განთავსდა ხელმოწერები. ოქმში ასახული მონაცემები შეესაბამებოდა სინამდვილეს. მოწმემ დამატებით განმარტა, რომ შემთხვევის ადგილზე იყვნენ ასევე გამომძიებელი გ------–--–--–---–ი, დაზარალებულის წარმომადგენელი, ექსპერტები - ნ----------------–---–ი და ზ---------------–---–ი. (ტ. 2. სფ. 105-106).

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა, ქვემო ქართლის საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის, მთავარი ექსპერტი, ნ----------------–---–ი, რომელმაც განმარტა, რომ 2019 წლის 05 აპრილს იმყოფებოდა სამსახურში, როდესაც მიიღო შეტყობინება, სწრაფი ჩარიცხვის აპარატის ქურდობის ფაქტზე, ქ. რუსთავში მე---–---–------------ში. დაახლოებით 06:00 საათზე თავის მეწყვილე ზ---------------–---–თან ერთად გავიდა შემთხვევის ადგილზე, სადაც დახვდა გამომძიებელი. დაათვალიერეს შემთხვევის ადგილი. მოწმის განმარტებით ჩასარიცხი აპარატის კარებსა და ჩარჩოს შორის ჩარჭობილი იყო სახრახნისი, აპარატის წინ იდო დანა. დანაზე იყო თუ არა რაიმე კვალი არ ახსოვს. ზედ რომ ყოფილიყო რაიმე მასა აუცილებლად დაწერდნენ. აპარატი დამუშავდა დაქტილოსკოპიურად, საიდანაც ამოიღეს ერთი ხელის კავალი. ხელის კვალი, დანა და სახრახნისი დაილუქა შესაბამის წესით, დაესვა ლუქი ხელმოწერები და თარიღი. გადაიღეს ფოტოსურათები. ადგილზევე შეივსო შემთხვევის დათვალიერების ოქმი, რომელსაც თავადაც გაეცნო. ოქმში ასახული მონაცემები შეესაბამებოდა სინამდვილეს.

(ტ. 2. სფ. 107-108).

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა, საექსპერტო კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ოდოროლოგიური ექსპერტიზის განყოფილების მთავარი ექსპერტი ლ--------–-–---–ი, რომელმაც განმარტა, რომ მონაწილეობა აქვს მიღებული სუნის ნიმუშის აღებაში, 2019 წლის 10 მაისს გამოიძახეს რუსთავის საქალაქო სამმართველოს მეორე განყოფილებიდან, გლდანის N8 პენიტენციური დაწესებულებაში, სუნის ნიმუშის ასაღებად. მის მიერ მოხდა სუნის ნიმუშის აღება, რასაც ესწრებოდა გამომძიებელი და თავად ბრალდებული გ-------–-----–--ე. ნიმუშები აიღეს სერიული დოლბანდების გამოყენებით, დოლბანდი მოთავსებული იქნა ბრალდებულის ორივე ხელის გულის მიდამოში 15 წუთის განმავლობაში, რის შემდეგაც მოთავსდა 0,5 მ/ლიტრის ტევადობის გამჭირვალე ქილაში, რომელიც დაილუქა სამსახურის ლუქით, დაესვა თარიღი და ხელმოწერები, მათ შორის ბრალდებულის ხელმოწერაც. დალუქულ მდგომარეობაში შეიფუთა ერთ ცალ სპეციალურ პაკეტში. ბრალდებულს რაიმე სახის წინააღმდეგობა არ გაუწევია და არც შენიშვნები გაუკეთებია. (ტ. 2. სფ. 131-132).

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა, საექსპერტო კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამსახურის, ექსპერტი დ--------------–-–---–ი, რომელმაც განმარტა, რომ 2019 წლის 05 აპრილს, აიღო ნერწყვის ნიმუში, საექსპერტო კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამსახურის შენობაში. ნიმუშის აღება მოხდა ნებაყოფლობით. ნიმუში მოთავსდა ქაღალდის კონტეინერში, დაილუქა. ლუქზე აღინიშნა დ--------------–-–---–ის, გამომძიებლ დ---------------ის და ბრალდებულის ხელმოწერები.

(ტ. 2. სფ. 132-133).

 

საქმეში წარმოდგენილია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ტექნიკური ექსპერტიზის განყოფილების მთავარი ექსპერტის ბ-–-----–--ს 2019 წლის 08 ივლისის N-----–- ექსპერტიზის დასკვნა, დასკვნის მიხედვით ექსპერტიზაზე წარდგენილი დანა, დამზადებულია კუსტარული წესით, არის მჩხვლეტავ -მჭრელი და მიეკუთვნება ცივ იარაღთა კატეგორიას .

(ტომი 2. ს.ფ. 173-177)

 

საქმეში წარმოდგენილია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის განყოფილების მთავარი ექსპერტის რ------–--–-------–---–ის 2019 წლის 17 მაისის N--------------------ის დასკვნა, დასკვნის მიხედვით

 

1.სისხლის სამართლის N------------ საქმეზეწარმოდგენილიN1კვალი პიროვნების იდენტიფიცირებისთვის ვარგისია.

 

2. ექსპერტიზაზე წარმოდგენილი 24.11.1--- წელს დაბადებული გრ-----–----–----------–--ის სახელზე შევსებული დაქტილობარათზე არსებული ხელის ანაბეჭდების ნიმუშები პიროვნების იდენტიფიცირებისთვის ვარგისია.

 

3. პიროვნების იდენტიფიკაციისათვის ვარგისი ხელის N1 კვალი არ არის იდენტური ექსპერტიზაზე წარმოდგენილი 24.11.190 წელს დაბადებული გრ-----–----–----------–--ის ხელის ანაბეჭდების ნიმუშების.

 

4. პიროვნების იდენტიფიკაციისათვის ვარგისი ხელის N1 კვალი არ არის იდენტური დაქტილოსკოპიურ მონაცემთა ერთიან ბაზაში რიცხული 03.12.1--- წელს დაბადებული ფ-------------------–-----------------ის ხელის თითის ანაბეჭდის ნიმუშების.

 

5. პიროვნების იდენტიფიკაციისათვის ვარგისი ხელის N1 კვალის იდენტური შემთხვევის ადგილიდან ამოღებული კვლები და ანაბეჭდის ნიმუშები დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის განყოფილებაში არსებულ მონაცემთა ერთიან ბაზაში არ მოიპოვება.

 

6.ექსპერტიზაზე წარდგენილი 24.11.1--- წელს დაბადებული გრ-----–----–----------–--ის სახელზე შევსებული დაქტილობარათი იდენტურია დაქტილოსკოპიურ მონაცემთა ერთიან ბაზაში რიცხულ 24.11.1--- წელს დაბადებული გ-------–----–-----------–--ის ხელის ანაბეჭდის ნიმუშების.

 

7. ექსპერტიზაზე წარმოდგენილი 24.11.1--- წელს დაბადებული გრ-----–----–----------–--ის ხელის ანაბეჭდების ნიმუშების იდენტური სხვადასხვა შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ხელის კვლები დაქტილოსკოპიურ მონაცემთა ერთიან ბაზაში არ ფიქსირდება (ტომი 2. ს.ფ. 173-177)

 

ბრალდებულ გ-------– ჯ--–---- დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმის მიხედვით: ბრალდებულის დაკავება მოხდა ქალაქ რუსთავში, მე---–---–----------- მიმდებარე ტერიტორიაზე, რუსთავის საქალაქო სამმართველოს პირველი განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის დ--------------ის მიერ, დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით. დაკავებასა და პირად ჩხრეკაში მონაწილეობას იღებდა უფროსი ინსპექტორ გამომძიებელი ა----------------–---–ი. გ-------– ჯ--–---- ფაქტობრივი დაკავების ზუსტი დროა 2019 წლის 05 აპრილის 04:56 საათი, ხოლო მისი პირადი ჩხრეკის ზუსტი დროა 2019 წლის 05 აპრილის 04:58-05-10 საათებს შორის პერიოდი. დაკავებამდე გ-------–-----–--ე ცდილობდა გაქცევას და წინააღმდეგობას უწევდა დანით, ხოლო პირადი ჩხრეკის დროს გ-------–-----–--ეს წინააღმდეგობა არ გაუწევია. დაკავების ოქმს ხელს აწერს ყველა მონაწილე პირი. (ტ.1.ს.ფ 3-9)

 

ბრალდებულ ფ-------- გ----------ის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმის მიხედვით: ბრალდებულის დაკავება მოხდა ქალაქ რუსთავში, მე---–---–----------- მიმდებარე ტერიტორიაზე, რუსთავის საქალაქო სამმართველოს პირველი განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის მ-----–----------–---–ის მიერ, დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით. დაკავებასა და პირად ჩხრეკაში მონაწილეობას იღებდა უმცროსი ინსპექტორ გამომძიებელი ალ-----------------–---–ი, ფ-------- გ----------ის ფაქტობრივი დაკავების ზუსტი დროა 2019 წლის 05 აპრილის 04:57 საათი, ხოლო მისი პირადი ჩხრეკის ზუსტი დროა 2019 წლის 05 აპრილის 04:59-05-10 საათებს შორის პერიოდი. დაკავებამდე ფ-------- გ----------ე ცდილობდა გაქცევას და უწევდა წინააღმდეგობას, ხოლო პირადი ჩხრეკის დროს ფ-------- გ----------ეს წინააღმდეგობა არ გაუწევია. დაკავების ოქმს ხელს აწერს ყველა მონაწილე პირი. (ტ.1.ს.ფ 43-49)

 

სწრაფი ჩარიცხვის აპარატის დათვალიერების ოქმის მიხედვით, საგამოძიებო მოქმედება ჩატარებულია 2019 წლის 05 აპრილს 06:10-07-15 საათებს შორის პერიოდში შსს რუსთავის საქალაქო სამმართველოს პირველი განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ გ------–--–--–---–ის მიერ ქ----------–--------–---–-------------- მიმდებარე ტერიტორიაზე, საგამოძიებო მოქმედებას ესწრებოდნენ მოწმე (დაზარალებულის წარმომადგენელი) რ--------------–---–ი, ექსპერტი (კინოლოგი) რ------–------–---–ი, ექსპერტი ნ----------------–---–ი, ექსპერტი ზ---------------–---–ი, საგამოძიებო მოქმედებისას გამოყენებულ იქნა ,,ნიკონის“ ფირმის ფოტოაპარატი, საგამოძიებო მოქმედება მიმდინარეობდა მშვიდ/წყნარ გარემოში.

დათვალიერების მიმდინარეობა და შედეგები: შემთხვევის ადგილი მდებარეობს ქ----------–--------–---–-------------- მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც იდგა საქართველოს ბანკის სწრაფი ჩარიცხვის აპარატი, აპარატი იყო ჩართულ მუშა მდგომარეობაში, აპარატს დაზიანებული ჰქონდა საკეტი კარის მცირე ზედა ნაწილი. საგამოძიებო მოქმედების შედეგად ამოღებულ იქნა სუნის ნიმუში, დანა, სახრახნისი და დაქტილო ფირით ხელის კვლები, ამის შემდეგ წარმომადგენლის თანდასწრებით გაიხსნა ჩასარიცხი აპარატი, აპარატში დაზიანების კვალი არ შეინიშნებოდა წარმომადგენლის თანდასწრებითვე გაიხსნა აპარატში მოთავსებული თანხის შემნახველი ყუთი, სადაც აღმოჩნდა 12 ცალი 100 ლარიანი კუპიურა, 10 ცალი 50 ლარიანი კუპიურა, 20 ცალი 20 ლარიანი კუპიურა, 17 ცალი 10 ლარიანი კუპიურა, 14 ცალი 5 ლარიანი კუპიურა, 7 ცალი 2 ლარიანი მეტალის მონეტა, 29 ცალი 01 ლარიანი მეტალის მონეტა, 03 ცალი 50 თეთრიანი მონეტა, სულ თანხის საერთო რაოდენობა შეადგენდა 2384, 5 ლარს, აღნიშნული თანხა ადგილზევე ჩაბარდა ხელწერილით ბანკის წარმომადგენელს რ--------------–---–ს. საგამოძიებო მოქმედების ოქმზე მასში მონაწილე პირების მიერ შენიშვნა, შესწორება, დამატება ან განცხადება არ შემოსულა, დათვალიერების ოქმს ხელს აწერს მასში მონაწილე ყველა პირი.(ტ.1.ს.ფ. 99-125)

 

სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული იქნა საქმეზე ნივთმტკიცებად დართული სახრახნისი, დანა და სწრაფი ჩარიცხვის აპარატი. წარმოდგენილი სახრახნისის და დანის ფორმები და ტექნიკური მახასიათებლები სასამართლოს არწმუნებს, რომ მათი გამოყენებით შესაძლებელია წარმოდგენილ სწრაფი ჩარიცხვის აპარატზე განხორციელდეს ზემოქმედების ისეთი კვლები, როგორიც აღენიშნება გამოკვლეულ აპარატს კარის გვერდითა და ზედა ნაწილებში (ჩამკეტი მექანიზმის მიდამოებში).

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა ბრალდებული ფ-------- გ----------ე რომლმაც განმარტა, რომ 2019 წლის 04 აპრილის საღამოს 20-21 საათების პერიოდში იმყოფებოდა ქ. რუსთავში მე-12 მიკრორაიონში მდებარე ტოტალიზატორში, სადაც დაახლოებით 3-4 საათი გაჩერდა და უკან სახლში დაბრუნებისას ეზოში ნახა გ-------–-----–--ე, რომელიც დიდი ხანი ნანახი არ ჰყავდა. გ-------–-----–--ემ მას უთხრა რომ სამუშაოზე მიდიოდა, მაგრამ ფ-------- გ----------ემ (ვინაიდან იყო ნასვამი) შესთავაზა ალკოჰოლური სასმლის ერთად დალევა, რაზეც გ-------–-----–--ე დათანხმდა. ვინაიდან, მე-12 მიკრორაიონში სადღეღამისო მაღაზია არ იყო ერთად ავიდნენ მე-9 მიკრორაიონში თოდრიის წრესთან არსებულ სადღეღამისო მაღაზიაში, სადაც იყიდეს ყველი და ცხელი ლავაში. აღნიშნული მაღაზიის მიმდებარედ მეორე სადღეღამისო მარკეტში იყიდეს ერთი ბოთლი არაყი, წვენი, სიგარეტი ,,მალბორო“ და ორცხობილები. მაღაზიიდან გამოსვლისას გადაწყვიტეს ეკლესიის წყაროსთან წასულიყვნენ. წყაროდან დაახლოებით 5-6 მეტრში მათ ნახეს დახლი სადაც დასხნენ და დაიწყეს დალევა. ბრალდებულის განმარტებით დახლთან დაჯდომისას მათ შეამჩნიეს დახლის თავში ხის ფიცარზე ჩარჭობილი დანა, რითაც გ-------–-----–--ემ დაჭრა ყველი და ამის შემდგომ დანა ისევ იმ ადგილზე დააბრუნა საიდანაც აიღო. დაახლოებით ერთი საათის შემდგომ დალევის პერიოდში გ-------–-----–--ემ ბრალდებულს სთხოვა ტელეფონზე დარეკვა, თუმცა ფ-------- გ----------ეს ბალანსზე მხოლოდ თეთრები ჰქონდა და ეს ჯ--–----ათვის საკმარისი არ აღმოჩნდა. მოწმის განმარტებით მას შემდეგ რაც არაყი და წვენი ბოლომდე დალიეს, ტელეფონის ანგარიშზე თანხის ჩასარიცხად მივიდნენ იქვე საქართველოს ბანკის სწრაფი ჩარიცხვის აპარატთან. გ-------–------–--ემ რამდენჯერმე სცადა აპარატში თანხის ჩაგდება, თუმცა თანხა ანგარიშზე არ აისახა. პირველ ჩარიცხვაზე დაუწერა, რომ შეცდომა იყო და თანხა უკან გამოაგდო აპარატმა, მეორე ჩარიცხვის მცდელობა ბრალდებულს არ უნახავს, ვინაიდან აპარატს არ უყურებდა და როდესაც შემობრუნდა აპარატისკენ მან შეამჩნია აპარატის გვერდით მხარეს ,, გარჭობილი“ ,,ატვიორკა“ და დააპირა მისი გამოძრობა (ხელი მოკიდა ატვიორკას) ამ დროს მათ ყველა მხრიდან მიცვივდნენ პოლიციელები და უთხრეს არ გაქცეულიყვნენ. ბრალდებულმა სახრახნისი იქვე დააგდო, სამართალდამცავებმა ის ძირს დააგდეს და ზემოდან ფეხი დააჭირეს და დაადეს ხელზე ბორკილები. მოწმის განმარტებით მისი დაკავების პარალელურად სამართალდამცავებმა გ-------–-----–--ეც დააკავეს. მოწმის განმარტებით ის და გ-------–-----–--ე სხვადასხვა მანქანებით გადაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში. მოსამართლის მიერ დასმულ დამაზუსტებელ შეკითხვაზე, თუ სად წაიღეს დანა , რომლითაც მათ საკვები დაჭრეს მოწმემ განმარტა რომ, დანა გ-------–-----–--ემ მაგიდაზე დატოვა, თუმცა აღნიშნულ ფაქტს ზუსტად ვერ ადასტურებს . (ტ2.ს.ფ. 197-199)

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა ბრალდებული გ-------–------–--ე რომლმაც განმარტა, რომ 2019 წლის 04 აპრილს 21:30 საათზე სამსახურიდან მივიდა ქ.რუსთავში, ბიცოლასთან და როდესაც იქიდან სამუშაოზე მისასვლელად წავიდა გზაში შეხვდა დიდი ხნის უნახავი მეზობლები, რომლებთან ერთად 5-6 ჭიქა ლუდი დალია და განაგრძო გზა სამსახურისკენ. მოძრაობისას გზაში შეხვდა ფ-------- გ----------ე, რომელმაც შესთავაზა ერთად დაელიათ ალკოჰოლური სასმელი, რადგან ისიც დიდი ხნის უნახავი ჰყავდა უარი ვერ უთხრა. გ-------–-----–--ემ და ფ-------- გ----------ემ ქ.რუსთავში თოდრიის ქუჩაზე ერთ-ერთ მაღაზიაში იყიდეს საჭმელი, სიგარეტები და არაყი, რის შემდეგ წავიდნენ დასალევად ეკლესიის გვერდით ხის მაგიდასთან. საჭმლის დასაჭრელად ბრალდებულმა ამოიღო იქვე მაგიდის კუთხეში ჩარჭობილი დანა, რომელიც გაწმინდა და დაჭრა ყველი, ამის შემდეგ დანა თავის ადგილზე დააბრუნა, ვინაიდან, ის მას არ ეკუთვნოდა და შემთხვევით ნახა მაგიდაზე. მოწმის განმარტებით იმის გამო, რომ უკვე გვიანი იყო სურდა თანამშრომელთან დარეკვა, რათა ეთქვა, რომ სამსახურში მისვლა აგვიანდებოდა და ობიექტისათვის ყურადღება მიექცია. ტელეფონზე დარეკვა თხოვა ფ-------- გ----------ეს, რომელმაც უპასუხა, რომ ანგარიშზე მხოლოდ თეთრები ჰქონდა. მოწმის განმარტებით, ვინაიდან, თეთრები დასარეკად არ ეყოფოდა გადაწყვიტა იქვე მდგარი ჩასარიცხი აპარატით თანხის ჩაერიცხა. ამ მიზნით აპარატთან მივიდა ფ-------- გ----------ესთან ერთად აკრიფა თავისი ტელეფონის ნომერი, ჩააგდო ხურდა, რაც არ ჩავარდა, შემდეგ კვლავ მოახდინა ნომრის აკრეფა და თანხა ჩააგდო, ამჟამად თანხა ჩავარდა, თუმცა ტელეფონის შემოწმებისას თანხა არ იყო ასახული ანგარიშზე. მოწმის განმარტებით ფ-------- გ----------ე ამ დროს ჩამჯდარი იყო აპარატთან და მას ჰკითხა ,, ეს რა არისო?“, გ-------–-----–--ემ დაინახა, რომ გ----------ეს ხელში რკინა ეკავა და გადააგდო, ამ დროს ყველა მხრიდან მათთან მიცვივდნენ შეიარაღებული პოლიციელები. გ-------–-----–-ემ პოლიციელებს მიუთითა, რომ ენახათ ჩასარიცხ აპარატზე აკრეფილი ნომერი და განუმარტა, რომ თანხას რიცხავდა, მათ დაუწყეს ჭიდაობა და წააქციეს მიწაზე, დაადეს ხელბორკილები და მანქანით გადაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში. მოწმის განმარტებით, როდესაც მან იკითხა რისთვის აკავებდნენ, პოლიციელებმა განუმარტეს, რომ აპარატიდან თანხის მოპარვის მცდელობისთვის მოახდინეს მისი დაკავება. მოწმის განმარტებით გამომძიებელს ანაბეჭდები მან თავისი ნებით ჩაბარა, რადგანაც მიიჩნევდა, რომ უდანაშაულო იყო, ასევე მოწმის განმარტებით აპარატში თანხის ჩარიცხვისას მას ხელში დანა არ ეკავა და აღნიშნული დანით არც შეწინააღმდეგებია პოლიციელებს. პოლიციელებს მხოლოდ მაშინ გაუწია წინააღმდეგობა, როდესაც სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს (ოჯახი შეაგინეს). პროკურორის კითხვაზე დაინახა, თუ არა მოწმემ აპარატში გარჭობილი რკინის დეტალი მოწმემ განმარტა, რომ არ დაუნახავს. (ტ2.ს.ფ. 199-202)

 

სასამართლო მიუთითებს, რომ ბრალდებულების ფ-------- გ----------ის და გ-------– ჯ--–---- ჩვენებებს, რომ მათ არ ჩაუდენიათ ქურდობის მცდელობა, ვერ გაიზიარებს, ვინაიდან ისინი ეწინააღმდეგება საქმეზე წარმოდგენილ ურთიერთ შეთავსებად და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას და ამდენად მიიჩნევს, რომ ბრალდებულების ჩვენება მოგონილია და მიზნად ისახავს მოსალოდნელი პასუხისმგებლობისგან თავის არიდებას.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლი მოითხოვს, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა სრულად, დამოუკიდებლად და სრულფასოვნად შეისწავლონ და შეაფასონ იმ მტკიცებულებების დასაშვებობა და სანდოობა, რომლებიც განსაზღვრავენ ბრალდებულის ბრალეულობის საკითხს. უდანაშაულობის პრეზუმფციის და ბრალდებულის უფლების გათვალისწინებით. რომ ჰქონდეს საშუალება გამოიკვლიოს მისი მამხილებელი ნებისმიერი მტკიცებულება, სისხლის სამართლის სასამართლომ საქმე უნდა განიხილოს სრულად, დამოუკიდებლად და დეტალურად მოახდინოს მტკიცებულებების დასაშვებობისა და სანდოობის შეფასება. მას შემდეგ, რაც დასრულდება საქმის განხილვა, საქმის განმხილველ მოსამართლეს შეუძლია შეაფასოს გამოკვლეული მტკიცებულებების მნიშვნელობა და წონა, რომელიც განსაზღვრავს ბრალდებულის ბრალეულობის საკითხს.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, ეროვნული სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები სისხლის სამართლის მართლმსაჯულების ძირითად მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს, კერძოდ, ბრალდებამ „გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით“ უნდა დაასაბუთოს ბრალეულობა და ასევე უნდა აკმაყოფილებდეს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ძირითად პრინციპს in dubio pro reo (პირი არ შეიძლება დამნაშავედ იყოს ცნობილი სასამართლოს მიერ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი) (Barbera, Messegue and Jabardo v. Spain, პარაგრაფი 77, Lavents v. Latvia, § 125, and Melich an Beck v. The Czech Republic, § 60). მტკიცებულებათა შეფასების პროცესში სასამართლო „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით ხელმძღვანელობს (Ireland v. The United Kingdom, § 161).

 

საქართველოს კონსტიტუციის 19-ე მუხლის თანახმად, საკუთრება ხელშეუვალია. სისხლის სამართლის კოდექსით საკუთრების უფლება დაცულია ნებისმიერი მართლსაწინააღმდეგო ქმედებისაგან. ადამიანს უფლება აქვს თავისი შეხედულებისამებრ განკარგოს მისი ქონება. საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულისათვის მნიშვნელოვანია, რომ დანაშაულის საგანი ეკუთვნოდეს სხვას, რომ ის არის სხვის (მართლზომიერ) მფლობელობაში.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი პასუხისმგებლობას აწესებს ისეთი მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებისათვის როგორიცაა ქურდობა (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლი) ქურდობად ითვლება სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით. დაუფლება არის პირის მიერ მესაკუთრისათვის ან მფლობელისათვის ხელმიუწვდომელ (უცნობ) ადგილას ნივთის გადატანის (გადაადგილების) ან სხვა ნებისმიერი გზით მისი (ნივთი) ფლობის, სარგებლობის და განკარგვის პრაქტიკული შესაძლებლობის მართლსაწინააღმდეგოდ წართმევა და მოპოვება.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ქმედების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით დაკვალიფიცირებისათვის, საჭიროა დადგინდეს მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზანი და სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების ფაქტი.

 

სხვისი მოძრავი ნივთის დაუფლება ფარულად ნიშნავს იმას, რომ დაუფლება ჩადენილია მესაკუთრის, მფლობელის ან სხვა პირთა ქურდობის ადგილზე არ ყოფნის დროს. ფარულად შეიძლება ჩაითვალოს ისეთი ქმედება, როცა დაუფლება ხდება მესაკუთრის, მფლობელის ან სხვა პირთა ყოფნის ადგილზე, მაგრამ მათთვის შეუმჩნევლად.

 

ქურდობის დროს სავსებით შესაძლებელია მესაკუთრე, მფლობელი ან სხვა პირი ხედავდეს ნივთის დაუფლებას, მაგრამ კვალიფიკაციისათვის მთავარია ის, რომ ქურდს შეგნებული ჰქონდეს მისი ქმედების ფარულობა. ანუ ქურდი უნდა ფიქრობდეს, რომ ის მოქმედებს შეუმჩნევლად, ფარულად.

 

ობიექტური მხრივ ქურდობა გამოიხატება სხვისი მოძრავი ნივთის ფარულ დაუფლებაში. ქურდობა დამთავრებულად ითვლება იმ მომენტიდან, როცა პირი რეალურად დაუფლებულია სხვის მოძრავ ნივთს და აქვს შესაძლებლობა ისარგებლოს ამ ნივთით ან განკარგოს იგი თავისი შეხედულებისამებრ.

 

სუბიექტური მხრივ ქურდობა შეიძლება ჩადენილ იქნეს, მხოლოდ პირდაპირი განზრახვით.

 

რაც შეეხება, ქურდობის ობიექტს, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ გვარეობითი ობიექტი არის საკუთრება, ხოლო უშუალო ობიექტი არის მესაკუთრის ან მფლობელის მიერ ნივთის მიმართ მისი უფლებების განხორციელების პრაქტიკული შესაძლებლობა. ანუ საუბარია ნივთის პრაქტიკულად ფლობის, სარგებლობის და განკარგვის პრაქტიკულ შესაძლებლობაზე, რომელიც ისპობა ან დროებით პარალიზდება ქურდობის ჩადენისას.

 

აღნიშნული დანაშაულის ამსრულებელი შეიძლება იყოს ყოველი შერაცხადი 14 წელს მიღწეული პირი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-19 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანაშაულის მცდელობად ითვლება განზრახი ქმედება, რომელიც თუმცა უშუალოდ მიმართული იყო დანაშაულის ჩასადენად, მაგრამ დანაშაული ბოლომდე არ იქნა მიყვანილი. იმის გათვალისწინებით, რომ გ-------–-----–--ე და ფ-------- გ----------ე ვერ დაეუფლნენ შპს ,,დაირექტ დებიტ ჯორჯიას“ საქართველოს ბანკის სწრაფი ჩარიცხვის აპარატში არსებულ ფულად თანხას მათგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო ( წაასწრეს პოლიციის თანამშრომლებმა), შესაბამისად მათი ქმედება უნდა დაკვალიფიცირდეს როგორც დაუმთავრებელი დანაშაული მე-19 მუხლზე მითითებით.

 

აღნიშნულ დანაშაულს (სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლს) გააჩნია მაკვალიფიცირებელი ნიშანები: - ქურდობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია - იმისათვის, რომ ქურდობას მიეცეს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა” პუნქტის კვალიფიკაცია უნდა დადგინდეს ქურდობისას ადგილი ჰქონდა თუ არა მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებას. სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შენიშვნის თანახმად, საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთა თავში მნიშვნელოვან ზიანად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 150 ლარის ზევით. მოცემულ შემთხვევაში დანაშაულებრივი ქმედების დასრულების შემთხვევაში დაზარალებულს (შპს „დაირექტ დებიტ ჯორჯიას“) მიადგებოდა 2384,5 (ორიათას სამას ოთხმოცდაოთხი ლარი და ორმოცდაათი თეთრი) ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის მაკვალიფიცირებელი გარემოებაა ქურდობა ჩადენილი სადგომში ან სხვა საცავში უკანონო შეღწევით - საცავში მოიაზრება მატერიალური ფასეულობის მუდმივ ან დროებით შესანახად განკუთვნილი ტერიტორიის ნაწილი, რომელიც შემოღობილია ან უზრუნველყოფილია მისი სხვაგვარად დაცვა, მაგალითად სეიფი, რკინის კარადა, კონტეინერი, ავტორეფრეჟერატორი, დაცული რკინიგზის ვაგონები - მოცემულ შემთხვევაში საქართველოს ბანკის სწრაფი ჩარიცხვის აპარატში მოიაზრება საცავი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის მიხედვით დამამძიმებელ გარემოებად ითვლება ქურდობა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 27-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად დანაშაული ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებითაა ჩადენილი, თუ მის განხორციელებაში მონაწილენი წინასწარ შეკავშირდნენ დანაშაულის ერთობლივად ჩასადენად.

 

წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ქონების დაუფლების ცნებაში იგულისხმება ქურდობა, რომელშიც მონაწილეობს ორი ან მეტი პირი, წინასწარ შეთანხმებული ქურდობის ჩასადენად, მასში არ იგულისხმება ამსრულებლისათვის ხელის შეწყობა, დანაშაულის ჩადენის საშუალებათა შოვნა, ასევე საცავში მატერიალურ ფასეულობათა ადგილსამყოფლის შესახებ ცნობების მიწოდება.

 

მოცემულ შემთხვევაში გ-------–-----–--ესთან მიმართებით სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით დადგინდა, რომ 2019 წლის 05 აპრილს დაახლოებით 04:30 საათზე, ქ----------–--------–---–-------------- მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ შპს ,,დაირექტ დებიტ ჯორჯიას“ კუთვნილი ,,საქართველოს ბანკის“ სწრაფი ჩარიცხვის აპარატის დაზიანების გზით, გ-------–-----–--ე და ფ-------- გ----------ე წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად, სახრახნისის და დანის დახმარებით ცდილობდნენ უკანონოდ შეეღწიათ აპარატში არსებულ ფულადი თანხის შესანახ ტომარაში, რათა ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაუფლებოდნენ შპს ,,დაირექტ დებიტ ჯორჯიას“ კუთვნილი ,,საქართველოს ბანკის“ სწრაფი ჩარიცხვის აპარატში არსებულ ფულად თანხას. გ-------–-----–--ე და ფ-------- გ----------ე მათგან დამოუკიდებელი მიზეზის გამო ვერ შეძლეს თავის განზრახვის სისრულეში მოყვანა, რადგან მათ დანაშაულის ჩადენისას წაასწრეს პოლიციის თანამშრომლებმა.

 

გ-------– ჯ--–---- და ფ-------- გ----------ის მიერ ქმედების დასრულების შემთხვევაში შპს ,,დაირექტ დებიტ ჯორჯიას“ მიადგებოდა 2384,5 (ორიათას სამას ოთხმოცდაოთხი ლარი და ორმოცდაათი თეთრი) ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

 

ფ-------- გ----------ესთან მიმართებით მსჯელობისას სასამართლო განმარტავს, რომ მას ბრალად ედება, ასევე ქურდობა ჩადენილი არაერთგზის, რაც (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი) ითვლება დამამძიმებელ გარემოებად.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-15 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით არაერთგზისი დანაშაული ნიშნავს წინათ ნასამართლევი პირის მიერ ამ კოდექსის იმავე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. ამ კოდექსის სხვადასხვა მუხლით გათვალისწინებული ორი ან მეტი დანაშაული მხოლოდ მაშინ ჩაითვლება არაერთგზის დანაშაულად, თუ ამის შესახებ მითითებულია ამ კოდექსის შესაბამის მუხლში.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შენიშვნის მე-2 პუნქტის თანახმად ამ კოდექსის 177-ე–186-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაული არაერთგზის ჩადენილად ითვლება, თუ მას წინ უსწრებდა ამ მუხლებით და 224-ე, 231-ე, 237-ე და 264-ე მუხლებით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაულის ჩადენა.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით დადგინდა, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 3 სექტემბერის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ და მესამე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) დამნაშავედ ცნობილმა ფ-------- გ----------ემ 2019 წლის 05 აპრილს დაახლოებით 04:30 საათზე, ქ. რუსთავში, მე---–---–------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ შპს ,,დაირექტ დებიტ ჯორჯიას“ კუთვნილი ,,საქართველოს ბანკის“ სწრაფი ჩარიცხვის აპარატის დაზიანების გზით, გ-------–-----–--ე და ფ-------- გ----------ე წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად, სახრახნისის და დანის დახმარებით ცდილობდნენ უკანონოდ შეეღწიათ აპარატში არსებულ ფულადი თანხის შესანახ ტომარაში, რათა ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაუფლებოდნენ შპს ,,დაირექტ დებიტ ჯორჯიას“ კუთვნილი ,,საქართველოს ბანკის“ სწრაფი ჩარიცხვის აპარატში არსებულ ფულად თანხას. გ-------–-----–--ე და ფ-------- გ----------ე მათგან დამოუკიდებელი მიზეზის გამო ვერ შეძლეს თავის განზრახვის სისრულეში მოყვანა, რადგან მათ დანაშაულის ჩადენისას წაასწრეს პოლიციის თანამშრომლებმა.

 

გ-------– ჯ--–---- და ფ-------- გ----------ის მიერ ქმედების დასრულების შემთხვევაში შპს ,,დაირექტ დებიტ ჯორჯიას“ მიადგებოდა 2384,5 (ორიათას სამას ოთხმოცდაოთხი ლარი და ორმოცდაათი თეთრი) ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

 

ამდენად, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ფ-------- გ----------ემ ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებითა და მესამე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით , ხოლო ბრალდებულმა გ-------–-----–--ემ ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებითა და მესამე ნაწილის „ა“ქვეპუნქტით.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

ფ---------------------ეს შემამსუბუქებელი გარემოება არ გააჩნია, ხოლო დამამძიმებელი გარემოებაა ის რომ იგი წარსულში ნასამართლევია განზრახი დანაშაულის ჩადენაში და სახეზეა დანაშაულის რეციდივის ნიშნები.

 

გ-------–-----–--ეს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია;

 

5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ. შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცეს ასევე სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას.

სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. დანაშაულის ყველა კონკრეტულ შემადგენლობას აქვს კანონმდებლის მიერ განსაზღვრული კონკრეტული სანქციის ფარგლები. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს არამარტო ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, არამედ დამნაშავის პიროვნებასაც და გამოძიებასთან თანამშრომლობას.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სისხლის სამართლის პრინციპები კრიმინალიზაციის პროცესის მომწესრიგებელი ნორმატიული მოთხოვნებია, რომელსაც საქმიანობის პროცესში როგორც კანონმდებელი, ასევე სამართალშემფარდებელი (მოსამართლე) მკაცრად უნდა იცავდეს. სისხლის სამართლის ყველა პრინციპი საქმის განმხილველი მოსამართლის საქმიანობას უნდა განსაზღვრავდეს და განსაკუთრებით, ჩადენილი დანაშაულისთვის სასჯელის დანიშვნისას, მათ გადამწყვეტი მნიშვნელობა უნდა მიანიჭოს. მოსამართლემ სისხლის სამართლის კანონი მხოლოდ ამ პრინციპების ზედმიწევნითი დაცვით უნდა გამოიყენოს.

 

სასჯელის დანიშვნისას, სხვა ზოგადსამართლებრივი თუ სისხლის სამართლის პრინციპების დაცვით, სასამართლომ, უპირველეს ყოვლისა, უნდა იხელმძღვანელოს საერთაშორისოდ აღიარებული პრინციპით - „არ არსებობს სასჯელი კანონის გარეშე“ (nulla poena sine lege), რომლის მიხედვითაც დაუშვებელია სასჯელის განსაზღვრა, თუ არა კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში და დადგენილი წესით. ანალოგიურ მოთხოვნას აწესებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსიც, რომლის თანახმად, ქმედების დასჯადობა განისაზღვრება სისხლის სამართლის კანონით, რომელიც მოქმედებდა მისი ჩადენის დროს (სსკ-ის მე-2 მუხლის პირველი ნაწილი). სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით (სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილი).სასამართლო აღნიშნავს, რომ სასჯელის გამოყენება უნდა მოხდეს მხოლოდ კანონით გათვალისწინებული კონკრეტული სანქციის საფუძველზე, ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით, რომელიც, თავის მხრივ, მიღებული და ამოქმედებულია კონსტიტუციითა და კანონმდებლობით დადგენილი საკანონმდებლო ნორმების დაცვით.

 

კანონიერების ზოგადსამართლებრივი პრინციპი სისხლის სამართალში ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად ვლინდება სასჯელის ასპექტით. სასჯელის სახეები ზუსტადაა ჩამოთვლილი სისხლის სამართლის ზოგად ნაწილში, ასევე კონკრეტულად არის მითითებული კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლების სანქციებში. ამდენად, გარდა ზემოაღნიშნული გამონაკლისებისა, თუ მხარეთა შორის არ არის მიღწეული საპროცესო შეთანხმება, ან თუ საკითხი არ ეხება კანონის უკუძალით ამოქმედებას, კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლის სანქციაში მოუხსენიებელი სასჯელის თვითნებურად გამოყენება, თუნდაც პასუხისმგებლობის შემსუბუქების კუთხით, დაუშვებელია, არ გამომდინარეობს მატერიალური სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული დანაწესიდან და პირდაპირ ეწინააღმდეგება კანონის გარეშე სასჯელის დანიშვნის აკრძალვის საერთაშორისო პრინციპს. საქართველოს კონსტიტუციის 63-ე მუხლის პირველი პუნქტი, რომლის თანახმად, მოსამართლე თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და ემორჩილება მხოლოდ კონსტიტუციასა და კანონს, კრძალავს სამოსამართლო სამართალს, როგორც სამართლის წყაროს.

 

სასამართლო ფ-------- გ----------ის მიმართ სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში იღებს ბრალდებულის პიროვნებას, მის წარსულს, მოცემულ შემთხვევაში მხედველობაში მიიღება რეციდივი, ვინაიდან ფ-------- გ----------ე ნასამართლევია განზრახი დანაშაულის ჩადენაში, კერძოდ, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 02 დეკემბრის N1-5356-15 განაჩენით ფ-------- გ----------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3782-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, დანიშნულ სასჯელს მთლიანად დაემატა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 03 სექტემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 02 წლის, 03 თვისა და 24 დღის ვადით და საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით , ფ-------- გ----------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის 09 (ცხრა) თვისა და 24 (ოცდაოთხი) დღის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 17-ე მუხლის მიხედვით, დანაშაულის რეციდივი ნიშნავს წინათ განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ განზრახი დანაშაულის ჩადენას.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 58-ე მუხლის მიხედვით დანაშაულის რეციდივის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 01 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას.

 

ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში, სახეზეა წინათ ფ-------- გ----------ის მხრიდან განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ განზრახი დანაშაულის ჩადენა, მის მიმართ დანიშნული სასჯელის ვადა სულ მცირე 01 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო ბრალდებულ ფ-------- გ----------ის მიმართ სასჯელის დანიშვნის დროს ითვალისწინებს პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებას, რომ იგი წარსულში ნასამართლევია განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის, ხოლო ბრალდებულ გ-------– ჯ--–---- მიმართ სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს მის ეკონომიკურ და ოჯახურ მდგომარეობას და ამასთან სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულების მიერ ჩადენილი დანაშაულის საზოგადოებრივ საფრთხესა და ხასიათს მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების კერძოდ: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია, შესაძლებელი იქნება ბრალდებულ - ფ-------- გ----------ის მიმართ საბოლოოდ სასჯელის ისეთი სახის დანიშვნით როგორიცაა თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით, ხოლო გ-------– ჯ--–---- მიმართ სასჯელის ისეთი სახის დანიშვნით როგორიცაა თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლისა და 06 (ექვსი) თვის ვადით.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 225-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ფ-------- გ----------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით და მესამე ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით;

 

2. ფ-------- გ----------ეს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს მისი ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან 2019 წლის 05 აპრილის 04:57 საათიდან;

 

3. ფ-------- გ----------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს;

 

4. გ-------–-----–--ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით და მესამე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლისა და 06 (ექვსი) თვის ვადით;

 

5. გ-------–-----–--ეს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს მისი ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან 2019 წლის 05 აპრილის 04:56 საათიდან;

 

6. გ-------– ჯ--–---- მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს;

 

7. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის თანახმად, ნივთმტკიცებათა ბედი გადაწყდეს შემდეგნაირად: შემთხვევის ადგილიდან ამოღებული სწრაფი ჩარიცხვის აპარატი საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს.

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად ამოღებული სუნის კვალი, მეტალის სახრახნისი, დანა, ხელის კვალი, ფ-------- გ----------ის ნერწყვის ნიმუში, სუნის ნიმუში, ხელის კვლის ნიმუში და გ-------– ჯ--–---- ნერწყვის ნიმუში, სუნის ნიმუში და ხელის კვლის ნიმუში საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით;

 

8. განაჩენი კანონიერ ძალაშია მიღებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;

 

9. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე მამია ფხაკაძე