1. მოწმობა გაიცემა იმ ტერიტორიული ორგანოს მიერ, სადაც პირს გავლილი აქვს რეგისტრაცია, საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის წარდგენის შემთხვევაში ან მოწმობის მიღების უფლების შესახებ ნოტარიულად დამოწმებული მინდობილობის საფუძველზე. 2. საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შემთხვევაში მოწმობის მიმღები პირი ვალდებულია მოწმობის გამცემ პირს ჩააბაროს ძველი მოწმობა. ამ შემთხვევაში ჟურნალში კეთდება შესაბამისი შენიშვნები. 3. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საბრძოლო მოქმედებების მონაწილის/ინვალიდის დამადასტურებელი ვეტერანის სტატუსის მინიჭებისას: ა) დეპარტამენტი მასთან არსებული საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის დამდგენი კომისიის ოქმის შესაბამისად, პირისათვის მოხალისის სტატუსის დადგენის შესახებ აცნობებ ს შესაბამის ტერიტორიულ ორგანოს;
ბ) დეპარტამენტი აფხაზეთის ადგილობრივი მაცხოვრებლებით დაკომპლექტებული ბატალიონების წევრების შემთხვევაში – დეპარტამენტთან არსებული აფხაზეთის ა/რ ადგილობრივი მაცხოვრებლებით დაკომპლექტებული საჯარისო ფორმირებებში ჩარიცხულ პირთა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის ფაქტის დამდგენი კომისიის ოქმის შედეგების შესახებ აცნობებ ს შესაბამის ტერიტორიულ ორგანოს
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(10)
საქმე №ბს-937(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 18.02.2025
…წერილობითი აქტით, ნ. ა-ის განცხადებაზე დადგენილ იქნა ხარვეზი - განმცხადებელს ეცნობა, რომ „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლით დადგენილია ვეტერანების კატეგორიები, ხოლო ამავე კანონის მე-10 მუხლით განსაზღვრულია იმ პირთა წრე, რომლებიც სამხედრო ძალების ვეტერანებს მიეკუთვნებიან. აღნიშნულიდან გამომდინარე, განმცხადებელს განემარტა, რომ თუ იგი…
საქმე №ბს-1510(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 20.07.2023
…სამსახურისა და დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტის მოსამსახურეები და მუშაკები, მათ შორის, თადარიგში დათხოვნილნი (გადამდგარნი), საბრძოლო ოპერაციებში მონაწილე სამხედრო ფორმირებაში ჩარიცხული სამოქალაქო პირები, მოხალისეები. ამავე კანონის მე-10 მუხლის თანახმად, თავდაცვის ძალების ვეტერანებს მიეკუთვნებიან ყოფილი საბჭოთა კავშირის, საქართველოს სამხედრო ძალებისა და საქართველოს თავდაცვის ძალების…
…მიეკუთვნება სამხედრო ძალების ვეტერანები. საქალაქო სასამართლოს მოსაზრებით, საქართველოს სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდის რუსთავის ფილიალის უარი მოსარჩელისათვის გაზრდილი პენსიის მიცემაზე უკანონოა, ვინაიდან “ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ” საქართველოს კანონის მე-10 მუხლის თანახმად, სამხედრო ძალების ვეტერანებს მიეკუთვნებიან ყოფილი საბჭოთა კავშირის სამხედრო…
…ვეტერანების შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლზე, რომელიც ადგენს ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა ოთხ კატეგორიას. აღნიშნული მუხლის “დ” ქვეპუნქტში ერთ-ერთ ასეთ კატეგორიად გათვალისწინებულია სამხედრო ძალების ვეტერანები. ამავე კანონის მე-10 მუხლი იძლევა იმ პირთა ჩამონათვალს, რომლებიც მიეკუთვნებიან სამხედრო ძალების ვეტერანების კატეგორიას: ყოფილი საბჭოთა კავშირის, საქართველოს სამხედრო…
…გათვალისწინებით. სააპელაციო სასამართლომ არასწორად გამოიყენა «სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ» კანონის მე-10 მუხლი, რადგან «ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ» კანონის მე-17 მუხლი აწესრიგებს კონკრეტულ საკითხს და მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა…
საქართველოს მინისტრის ბრძანება „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული პირების აღრიცხვის, მათთვის შესაბამისი კატეგორიების მიხედვით მოწმობების გაცემის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე, მუხლი 10, №871, 14.11.2011, სარეგისტრაციო კოდი 120340000.22.026.016088 (კონსოლიდირებული რედაქცია 30.07.2013). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1508478/muxli-10/
ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს სერვისის გასაუმჯობესებლად და ანალიტიკისთვის (Google Analytics). დეტალური ინფორმაცია