გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/7046-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
21 თებერვალი, 2019 წელი ქ. თბილისი
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - დიანა ფარქოსაძე
სხდომის მდივანი - თამთა კაკიაშვილი
მოსარჩელე - ნ---------------–---–ი
წარმომადგენელი - მ---------------–--ე
მოპასუხე - სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური
წარმომადგენელი - ნ-----–-----–--------–ი
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის 2018 წლის 31 ოქტომბრის S------------ გადაწყვეტილება, ნ---------------–---–ის განცხადების განუხილველად დატოვების თაობაზე;
1.2. დაევალოს მოპასუხე სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლითაც ნ---------------–---–ს მიენიჭება სამხედრო ძალების ვეტერანის სტატუსი.
მოსარჩელის განმარტებით, 2018 წლის 18 სექტემბერს განცხადებით მიმართა სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს ვეტერანის სტატუსის მინიჭების თაობაზე და წარადგინა ყველა ის დოკუმენტი, რაც საჭიროა ვეტერანის სტატუსის მინიჭებისთვის „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ და „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონებით განსაზღვრული პირების აღრიცხვის, მათთვის შესაბამისი კატეგორიების მიხედვით ვეტერანის მოწმობების გაცემის შესახებ ინსტრუქციის თანახმად.
მიუხედავად ამისა, სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ უარი ეთქვა ვეტერანის სტატუსის მინიჭებაზე. სამსახურმა განუმარტა, რომ არსებობს გადაწყვეტილებები ნ---------------–---–ისათვის ვეტერანის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ, ხოლო ამჯერად წარდგენილი განცხადებისა და თანდართული საბუთების შეფასების შედეგად, მის სასარგებლოდ ფაქტობრივი ან სამართლებრივი მდგომარეობა არ შეცვლილა, რამაც განაპირობა განცხადების განუხილველად დატოვება.
მოსარჩელეს აღნიშნული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მიაჩნია უკანონოდ და დაუსაბუთებლად, რის გამოც მისი დარღვეული უფლებების აღსადგენად მომართა სასამართლოს.
2. მოპასუხის პოზიცია:
2.1. მოპასუხე - სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენელი არ დაეთანხმა სარჩელს, მხარი დაუჭირა საქმეზე წარმოდგენილ შესაგებელს და განმარტა, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
3.1 ნ---------------–---–ის მიმართ შედგენილი წელთა ნამსახურების ანგარიშის თანახმად, ნ---------------–---–ის შ-------------–----–--ში წელთა ნამსახურობა 1994 წლის 18 თებერვლისათვის შეადგენს 20 წელს, 6 თვესა და 13 დღეს, მათ შორის ს----------------–-------–-------------ი 1968 წლის 19 მაისიდან 1970 წლის 3 ნოემბრამდე - 2 წელი, 5 თვე და 14 დღე (ს--------------------------------------), ზ-------------------–- სხვადასხვა თანამდებობაზე 1971 წლის 3 მაისიდან 1973 წლის 5 აპრილამდე - 1 წელი, 11 თვე და 2 დღე (ს------------------------------------------------–--------------–------------------------------------------------–.), სამსახური შ-------------ში სხვადასხვა თანამდებობაზე 1976 წლის 6 ოქტომბრიდან 1991 წლის 3 აგვისტომდე - 14 წელი, 9 თვე და 27 დღე (შ------------------–------------------------------–---------–----------------------–-), მ---------–---------------------------–--–- 1992 წლის 12 ოქტომბრიდან 1992 წლის 22 დეკემბრამდე - 2 თვე და 10 დღე (ს-----------------–-------–----------------------------------–.) და თ---–----------------------------–- 1992 წლის 22 დეკემბრიდან 1994 წლის 18 თებერვლამდე - 1 წელი, 1 თვე და 26 დღე (ს-----------------------------–------------------–.).
ნ---------------–---–ი ა------------------------------------------------------------------–---------–-- ბრძანებით დაჯილდოვებულია II ხარისხის „სამხედრო ჯარების საუკეთესო მოსამსახურის“ სამკერდე ნიშნით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- წელთა ნამსახურების ანგარიში (ს.ფ. 81-82);
- ორდენის/მედლის მოწმობის სანოტარო წესით დამოწმებული ასლი (ს.ფ. 21-22).
3.2. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის/ისანი-სამგორის მიერ გაცემული 2017 წლის 17 მაისის N------------- ცნობის თანახმად, ნ---------------–---–ს დანიშნული აქვს და იღებს სახელმწიფო კომპენსაციას თავდაცვის სამინისტროს ხაზით წელთა ნამსახურობის გამო, თვეში 380 ლარის ოდენობით (უვადოდ).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის/ისანი-სამგორის 2017 წლის 17 მაისის N------------- ცნობა (ს.ფ. 18).
3.3. 2016 წლის 13 მაისს ნ---------------–---–მა განცხადებით მიმართა სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს და სამხედრო ძალების ვეტერანის სტატუსის მინიჭება მოითხოვა.
სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის 2016 წლის 19 მაისის N------------------ წერილობითი აქტით, ნ---------------–---–ის განცხადებაზე დადგენილ იქნა ხარვეზი. განმცხადებელს ეცნობა შემდეგი: ,,ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლით დადგენილია ვეტერანების შემდეგი კატეგორიები: მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები და მათთან გათანაბრებული პირები; სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებების ვეტერანები და მათთან გათანაბრებული პირები; საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებების ვეტერანები და მათთან გათანაბრებული პირები; სამხედრო ძალების ვეტერანები. ამავე კანონის მე-10 მუხლის მიხედვით, სამხედრო ძალების ვეტერანებს განეკუთვნებიან: ყოფილი საბჭოთა კავშირის, საქართველოს სამხედრო ძალების სამხედრო მოსამსახურეები, შინაგანი ჯარების, სახელმწიფო უშიშროების ჯარების, სასაზღვრო ჯარების, სამხედრო პროკურატურისა და სამხედრო სასამართლოების სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც დაჯილდოებულნი არიან ორდერებითა და მედლებით ან საუწყებო წარჩინების ნიშნებით და აქვთ წელთა ნამსახურობისათვის სახელმწიფო კომპენსაციის მიღების უფლება, მათ შორის, სამხედრო სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილები (გადამდგარნი), აგრეთვე ყოფილი სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც დაინვალიდნენ სამხედრო სამსახურის დროს მიღებული ჭრილობის, კონტუზიის, დასახიჩრების ან დაავადების შედეგად. აღნიშნულიდან გამომდინარე, განმცხადებელს განემარტა, რომ თუ იგი მიეკუთვნებოდა „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლით განსაზღვრულ რომელიმე კატეგორიას, განცხადებასთან ერთად უნდა წარედგინა სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის 2014 წლის 24 მარტის N37/ს ბრძანებით დამტკიცებული „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ და „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონებით განსაზღვრული პირების აღრიცხვის, მათთვის შესაბამისი კატეგორიების მიხედვით ვეტერანის მოწმობების გაცემის შესახებ ინსტრუქციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ყველა დოკუმენტი. ამასთან, ნ---------------–---–ს განემარტა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 73-ე მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციული წარმოება ხორციელდება ქართულ ენაზე, შესაბამისად, ყველა საბუთი (თუ იგი არ იყო შედგენილი ქართულ ენაზე) უნდა წარედგინა ქართულად ნათარგმნი და სანოტარო წესით დამოწმებული სახით.
ნ---------------–---–ს სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ დადგენილი ხარვეზის აღმოსაფხვრელად განესაზღვრა ვადა და განემარტა, რომ განცხადება და თანდართული დოკუმენტები უნდა მოეყვანა სამსახურის მიერ მითითებულ სამართლებრივ ნორმებთან შესაბამისობაში. ასევე განემარტა, რომ სამსახურის მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობა განცხადების განუხილველად დატოვებას გამოიწვევდა.
სსიპ ვეტერანების საქმეთა სამსახურის მიერ განხილულ იქნა საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან მიღებული ნ---------------–---–ის 2017 წლის 25 მაისის განცხადება, რომლითაც განმცხადებელი ითხოვდა განმარტებას, ეკუთვნოდა თუ არა სამხედრო ძალების ვეტერანის სტატუსი. სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის 2017 წლის 6 ივნისის N------------------ წერილობითი პასუხით ნ---------------–---–ს ეცნობა, რომ მან ანალოგიური მოთხოვნებით სამსახურს მიმართა ორჯერ - 2016 წლის 13 მაისს და 2016 წლის 16 აგვისტოს. ორივე შემთხვევაში განმცხადებელს წერილობით განემარტა, თუ ვის ენიჭება სამხედრო ძალების ვეტერანის სტატუსი და რა საბუთებია წარსადგენი შესაბამისი სტატუსის მისაღებად. ვინაიდან, სამსახურის მიერ განსაზღვრულ ვადაში მან არ წარადგინა კანონით გათვალისწინებული საბუთები, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ნ---------------–---–ის ორივე განცხადება სამსახურმა განუხილველად დატოვა.
სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის 2017 წლის 20 ივნისის N------------------- წერილობითი პასუხით, ნ---------------–---–ს მისი 2017 წლის 9 ივნისის განცხადების პასუხად ეცნობა, რომ ,,ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის თანახმად, სამხედრო ძალების ვეტერანებს მიეკუთვნებიან: ყოფილი საბჭოთა კავშირის, საქართველოს სამხედრო ძალების სამხედრო მოსამსახურეები, შინაგანი ჯარების, სახელმწიფო უშიშროების ჯარების, სასაზღვრო ჯარების, სამხედრო პროკურატურისა და სამხედრო სასამართლოების სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც დაჯილდოებულნი არიან ორდერებითა და მედლებით ან საუწყებო წარჩინების ნიშნებით და აქვთ წელთა ნამსახურობისათვის სახელმწიფო კომპენსაციის მიღების უფლება, მათ შორის, სამხედრო სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილები (გადამდგარნი), აგრეთვე ყოფილი სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც დაინვალიდნენ სამხედრო სამსახურის დროს მიღებული ჭრილობის, კონტუზიის, დასახიჩრების ან დაავადების შედეგად. ვინაიდან, ნ---------------–---–ი არ მიეკუთვნებოდა ზემოაღნიშნული ნორმით განსაზღვრულ რომელიმე კატეგორიას, სამსახური მოკლებული იყო შესაძლებლობას მისთვის სამხედრო ძალების ვეტერანის სტატუსი მიენიჭებინა.
სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის 2018 წლის 17 აგვისტოს S------------- წერილობითი პასუხით, ნ---------------–---–ს ეცნობა, რომ მისი 2018 წლის 14 ივნისის განცხადება სამხედრო ძალების ვეტერანის სტატუსის მინიჭების შესახებ არ დაკმაყოფილდა, ვინაიდან ნ---------------–---–ი არ მიეკუთვნებოდა ,,ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ საქართველოს კანონის მე-10 მუხლით განსაზღვრულ სამხედრო ძალების ვეტერანთა კატეგორიას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის 2016 წლის 19 მაისის N------------------ წერილობითი პასუხი (ს.ფ. 24);
- სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის 2017 წლის 6 ივნისის N------------------ წერილობითი პასუხი (ს.ფ. 70);
- სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის 2017 წლის 20 ივნისის N------------------- წერილობითი პასუხი (ს.ფ. 109);
- სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის 2018 წლის 17 აგვისტოს S------------- წერილობითი პასუხი (ს.ფ. 67).
3.4. 2018 წლის 18 სექტემბერს, ნ---------------–---–მა განცხადებით მიმართა სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს და სამხედრო ძალების ვეტერანის სტატუსის მინიჭება მოითხოვა.
სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის 2018 წლის 31 ოქტომბრის S------------ გადაწყვეტილებით ნ---------------–---–ს ეცნობა, რომ მან ანალოგიური მოთხოვნით სამსახურს არაერთხელ მიმართა, ბოლოს 2018 წლის 14 აგვისტოს წარადგინა განცხადება, რომელზეც კანონით დადგენილ ვადაში ეთქვა უარი სტატუსის მინიჭებაზე. ამასთან, განემარტა, თუ ვის შეიძლება მიენიჭოს სამხედრო ძალების ვეტერანის სტატუსი და შესაბამისი სტატუსის მისანიჭებლად რა საბუთებია წარსადგენი. ახალი განცხადებითა და მასზე თანდართული საბუთებით ნ---------------–---–ის სასარგებლოდ არ შეცვლილა ფაქტობრივი ან სამართლებრივი მდგომარეობა, რომელიც განაპირობებდა მისთვის უფრო ხელსაყრელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას, შესაბამისად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, განცხადება განუხილველად იქნა დატოვებული.
სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის 2018 წლის 2 დეკემბრის S------------ წერილობითი პასუხით ნ---------------–---–ს მისი 2018 წლის 22 ნოემბრის განცხადების პასუხად ეცნობა, რომ არსებობს სამსახურის მიერ გამოცემული არაერთი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც მას უარი ეთქვა სამხედრო ძალების ვეტერანის სტატუსის მინიჭებაზე. მიღებული გადაწყვეტილებები ვეტერანის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ, არც ერთ შემთხვევაში დაინტერესებულ პირს არ გაუსაჩივრებია კანონით დადგენილი (ასევე ამავე აქტებით მითითებული) წესით. ამასთან, წარდგენილი განცხადება არ შეიცავდა ახალ ფაქტობრივ ან სამართლებრივ საფუძველს, რომელიც განაპირობებდა გამცხადებლისათვის უფრო ხელსაყრელი ინდივიდუალური-ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას. ამდენად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, განცხადება განუხილველად დარჩა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ნ---------------–---–ის 2018 წლის 18 სექტემბრის განცხადება (ს.ფ.76-77);
- სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის 2018 წლის 31 ოქტომბრის S------------ გადაწყვეტილება (ს.ფ. 14);
- სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის 2018 წლის 2 დეკემბრის S------------ წერილობითი პასუხი (ს.ფ. 62-63).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
საქმეში არსებული მასალების განხილვის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სასარჩელო მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონი.
6. სამართლებრივი შეფასება.
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით. ამავე კოდექსის 23-ე მუხლის თანახმად სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული აქტი - სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის 2018 წლის 31 ოქტომბრის S------------ გადაწყვეტილება, რომელიც მიღებულია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხთან დაკავშირებით, წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და მისი კანონშესაბამისობა სასამართლომ უნდა შეამოწმოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან. სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს წარმოადგენს ასევე ის დოკუმენტი, რომლის გამოცემის დავალდებულებასაც ითხოვს მოსარჩელე მოპასუხე მხარისაგან.
6.2. სასამართლო მიუთითებს, რომ „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონი (სადავო აქტის გამოცემის დროს მოქმედი რედაქცია) განსაზღვრავს ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების სოციალური დაცვის ორგანიზაციულ, ეკონომიკურ და სამართლებრივ საფუძვლებს მათი კეთილდღეობისა და აქტიური საქმიანობის პირობების შესაქმნელად.
,,ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ” საქართველოს კანონის (სადავო აქტის გამოცემის დროს მოქმედი რედაქცია) მე-3 მუხლის თანახმად, ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრების სოციალური დაცვის უზრუნველყოფა და ამ კანონის დებულებების შესრულების სისტემური კონტროლი ევალება ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს.
მითითებული საკანონმდებლო აქტის (სადავო აქტის გამოცემის დროს მოქმედი რედაქცია) მე-6 მუხლის თანახმად, ამ კანონით დადგენილია ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა შემდეგი კატეგორიები: ა) მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები და მათთან გათანაბრებული პირები; ბ) სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედების ვეტერანები და მათთან გათანაბრებული პირები; გ) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების ვეტერანები და მათთან გათანაბრებული პირები; დ) სამხედრო ძალების ვეტერანები.
,,ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ საქართველოს კანონის (სადავო აქტის გამოცემის დროს მოქმედი რედაქცია) მე-10 მუხლის თანახმად, სამხედრო ძალების ვეტერანებს მიეკუთვნებიან: ყოფილი საბჭოთა კავშირის, საქართველოს სამხედრო ძალების სამხედრო მოსამსახურეები, შინაგანი ჯარების, სახელმწიფო უშიშროების ჯარების, სასაზღვრო ჯარების, სამხედრო პროკურატურისა და სამხედრო სასამართლოების სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც დაჯილდოებულნი არიან ორდერებითა და მედლებით ან საუწყებო წარჩინების ნიშნებით და აქვთ წელთა ნამსახურობისათვის სახელმწიფო კომპენსაციის მიღების უფლება, მათ შორის, სამხედრო სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილები (გადამდგარნი), აგრეთვე ყოფილი სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც დაინვალიდნენ სამხედრო სამსახურის დროს მიღებული ჭრილობის, კონტუზიის, დასახიჩრების ან დაავადების შედეგად.
,,ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ” საქართველოს კანონის (სადავო აქტის გამოცემის დროს მოქმედი რედაქცია) მე-13 მუხლის თანახმად, ვეტერანების სოციალური დაცვა ითვალისწინებს: ა) საპენსიო უზრუნველყოფას „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად; ბ) სხვა სოციალური დაცვის გარანტიებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
სასამართლო აღნიშნავს, რომ მითითებული საკანონმდებლო აქტის (სადავო აქტის გამოცემის დროს მოქმედი რედაქცია) 24-ე მუხლის შესაბამისად, ვეტერანების უფლებები და შეღავათები ხორციელდება საქართველოს მთავრობის მიერ ვეტერანებისათვის დადგენილი ერთიანი ნიმუშის მოწმობის წარდგენის შემთხვევაში. ვეტერანის მოწმობის ნიმუშსა და გაცემის წესს კი ადგენს საქართველოს მთავრობა.
სადავო აქტის გამოცემის დროს მოქმედი საქართველოს მთავრობის 2014 წლის 22 აგვისტოს №509 დადგენილებით დამტკიცებული „ვეტერანის მოწმობის ნიმუშისა და მისი გაცემის წესის” დანართი №1-ის პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ვეტერანის მოწმობა გაიცემა შემდეგი კატეგორიების მიხედვით: ა) ომის მონაწილე; ბ) მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი; გ) მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი; დ) ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი; ე) ომის მონაწილესთან გათანაბრებული პირი; ვ) სამხედრო ძალების ვეტერანი; ზ) ომში დაღუპულის ოჯახის წევრი; თ) მარჩენალდაკარგული. ამასთან, მე-2 პუნქტის მიხედვით, დადგენილების მიზნებისათვის, ტერმინი „ომი“ გულისხმობს „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის „ა“ – „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებს.
დადგენილია, რომ 2016 წლის 13 მაისს ნ---------------–---–მა განცხადებით მიმართა სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს და სამხედრო ძალების ვეტერანის სტატუსის მინიჭება მოითხოვა.
სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის 2016 წლის 19 მაისის N------------------ წერილობითი აქტით, ნ---------------–---–ის განცხადებაზე დადგენილ იქნა ხარვეზი. განმცხადებელს ეცნობა, რომ ,,ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლით დადგენილია ვეტერანების კატეგორიები, ხოლო ამავე კანონის მე-10 მუხლით განსაზღვრულია იმ პირთა წრე, რომლებიც სამხედრო ძალების ვეტერანებს მიეკუთვნებიან. აღნიშნულიდან გამომდინარე, განმცხადებელს განემარტა, რომ თუ იგი მიეკუთვნებოდა „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლით განსაზღვრულ რომელიმე კატეგორიას, განცხადებასთან ერთად უნდა წარედგინა სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის 2014 წლის 24 მარტის N37/ს ბრძანებით დამტკიცებული „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ და „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონებით განსაზღვრული პირების აღრიცხვის, მათთვის შესაბამისი კატეგორიების მიხედვით ვეტერანის მოწმობების გაცემის შესახებ ინსტრუქციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ყველა დოკუმენტი. ამასთან, ნ---------------–---–ს განემარტა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 73-ე მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციული წარმოება ხორციელდება ქართულ ენაზე, შესაბამისად, ყველა საბუთი (თუ იგი არ იყო შედგენილი ქართულ ენაზე) უნდა წარედგინა ქართულად ნათარგმნი და სანოტარო წესით დამოწმებული სახით. ნ---------------–---–ს სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ დადგენილი ხარვეზის აღმოსაფხვრელად განესაზღვრა ვადა და განემარტა, რომ განცხადება და თანდართული დოკუმენტები უნდა მოეყვანა სამსახურის მიერ მითითებულ სამართლებრივ ნორმებთან შესაბამისობაში. ასევე განემარტა, რომ სამსახურის მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობა განცხადების განუხილველად დატოვებას გამოიწვევდა.
ასევე დადგენილია, რომ სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის 2017 წლის 6 ივნისის N------------------ წერილობითი პასუხით ნ---------------–---–ს ეცნობა, რომ ვინაიდან სამსახურის მიერ განსაზღვრულ ვადაში მან არ წარადგინა კანონით გათვალისწინებული საბუთები, სამსახურმა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, მისი 2016 წლის 13 და 16 აგვისტოს განცხადებები განუხილველად დატოვა.
სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის 2017 წლის 20 ივნისის N------------------- წერილობითი პასუხით, არ დაკმაყოფილდა ნ---------------–---–ის 2017 წლის 9 ივნისის განცხადება, რომლითაც იგი ითხოვდა სამხედრო ძალების ვეტერანის სტატუსი მინიჭებას.
სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის 2018 წლის 17 აგვისტოს S------------- წერილობითი პასუხით, ნ---------------–---–ს ეცნობა, რომ მისი 2018 წლის 14 ივნისის განცხადება სამხედრო ძალების ვეტერანის სტატუსის მინიჭების შესახებ არ დაკმაყოფილდა, ვინაიდან ნ---------------–---–ი არ მიეკუთვნებოდა ,,ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ საქართველოს კანონის მე-10 მუხლით განსაზღვრულ სამხედრო ძალების ვეტერანთა კატეგორიას.
საქმის მასალებით ასევე დასტურდება, რომ 2018 წლის 18 სექტემბერს, ნ---------------–---–მა კვლავ მიმართა განცხადებით სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს და სამხედრო ძალების ვეტერანის სტატუსის მინიჭება მოითხოვა.
სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ 2018 წლის 31 ოქტომბრის S------------ წერილობითი პასუხით ნ---------------–---–ს უარი ეთქვა განცხადების განხილვაზე იმ საფუძვლით, რომ მოთხოვნილი საკითხი არაერთხელ იყო განხილული სამსახურის მიერ და განმცხადებელს უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. ამასთან, განმცხადებლის მიერ ახალი გარემოებების დამდგენი მტკიცებულებები წარდგენილი არ ყოფილა, რაც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102–ე მუხლის თანახმად, განცხადების განხილვაზე უარის თქმის საფუძველს წარმოდგენდა.
სასამართლო განმარტავს, რომ დაინტერესებული პირის მიერ ერთსა და იმავე საკითხზე ადმინისტრაციულ ორგანოში განცხადების წარდგენაზე შეზღუდვებს ადგენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლი. მითითებული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განცხადება იმ საკითხთან დაკავშირებით, რომლის თაობაზედაც არსებობს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი განცხადების, აგრეთვე საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, შეიძლება წარდგენილი იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ფაქტობრივი ან სამართლებრივი მდგომარეობა, რომელიც საფუძვლად დაედო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას, შეიცვალა დაინტერესებული პირის სასარგებლოდ, ან თუ არსებობს ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებანი (მტკიცებულებები), რომლებიც განაპირობებს განმცხადებლისათვის უფრო ხელსაყრელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლი იმპერატიულად განმარტავს, რომ თუ განცხადებაში არ არის მითითებული ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებანი, ადმინისტრაციული ორგანო განცხადების განუხილველად გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს განცხადებაზე უარის თქმის შესახებ.
საქმის მასალებით დასტურდება, რომ ნ---------------–---–ს 2018 წლის 18 სექტემბრის განცხადებით რაიმე ახალ გარემოებაზე არ მიუთითებია, ხოლო ნ---------------–---–ის მოთხოვნას მისთვის სამხედრო ძალების ვეტერანის სტატუსის მინიჭების შესახებ, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული არაერთი გადაწყვეტილებით მიეცა შეფასება.
სასამართლო აღნიშნავს, რომ მოქმედი კანონმდებლობა უშვებს ადმინისტრაციული ორგანოსათვის იმ საკითხზე ხელახლა მიმართვის შესაძლებლობას, რომლის თაობაზეც არსებობს ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ მხოლოდ განსაზღვრულ პირობებში: როდესაც შეიცვალა ფაქტობრივი ან სამართლებრივი მდგომარეობა, რომელიც საფუძვლად დაედო ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემულ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტს, ან თუ არსებობს ახლად აღმოჩენილი ან გამოვლენილი გარემოება (მტკიცებულება), რომელიც განაპირობებს განმცხადებლისათვის უფრო ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღებას. სასამართლო განმარტავს, რომ 2018 წლის 18 სექტემბრის განცხადებით, ნ---------------–---–ის მიერ ახალი გარემოებების დამდგენი მტკიცებულებები წარდგენილი არ ყოფილა, რაც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102–ე მუხლის თანახმად, განცხადების განხილვაზე უარის თქმის საფუძველს წარმოდგენდა.
6.3. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, ან უკანონოდ ზღუდავს მას.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601-ე მუხლში ჩამოთვლილია ის საფუძვლები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც შესაძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა. კერძოდ, დასახელებული მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.
სასამართლო განმარტავს, რომ თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს მისთვის ხელსაყრელი გარემოება, ანუ მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს ის გარემოებები, რომელთაც ემყარება მისი მოთხოვნა, მოპასუხეს კი ევალება იმ გარემოებათა დამტკიცება, რომელთაც ეყრდნობა მისი შესაგებელი.
მტკიცებულებათა სახეებს წარმოადგენს მხარეთა (მესამე პირი) ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენება, წერილობითი და ნივთიერი მტკიცებულება და ექსპერტის დასკვნა. ძირითადად, მტკიცებულებათა შეგროვება შესაძლებელია ნებისმიერი ზემოთ ჩამოთვლილის სახით, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც კანონი ითვალისწინებს გარკვეული გარემოებების გარკვეული მტკიცებულებით დამტკიცებას (საქართვლოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილი). ამავე კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოსთვის არავითარ მტკიცებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებას თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობისა ან არარსებობის შესახებ.
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე მხარე იმ გარემოებას, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღებისას საქმე არ იქნა შესწავლილი და გამოკვლეული საფუძვლიანად, ასაბუთებს სასამართლოსათვის მიცემული ზეპირი ახსნა-განმარტებით, რაც საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ერთობლიობაში შეფასების, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე ვერ იქნება გაზიარებული.
ამდენად, ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, ნ---------------–---–ის სარჩელი უსაფუძვლოა, გასაჩივრებული აქტი მიღებულია კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნათა გათვალისწინებით და შესაბამისად არ არსებობს მისი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი, ვინაიდან ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601-ე მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან, რის გამოც სასარჩელო მოთხოვნა სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის 2018 წლის 31 ოქტომბრის S------------ გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
6.4. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 33-ე მუხლი ადგენს, რომ თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვითა არის გამოცემული, არ არსებობს მოპასუხისათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძველი.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე და ამ კოდექსის VII3 თავით გათვალისწინებულ საქმეებზე.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, როდესაც ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისაგან, საქმეზე გაწეულ ხარჯს აანაზღაურებს სახელმწიფო.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა: საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-9, მე-12, 22-ე-23-ე, 32-33-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ნ---------------–---–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
2. მხარეები განთავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ.თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (მდებარე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.
მოსამართლე დიანა ფარქოსაძე