. ასი და მეტი წლის ასაკის უხუცეს დღეგრძელთა დახმარება

1. ერთჯერადად, 1000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით დაფინანსებას მიიღებენ ერედვის მუნიციპალიტეტიდან დევნილი მოქალაქეები, რომელთაც შეუსრულდათ 100 და მეტი წელი.

2. დახმარების მისაღებად ბენეფიციარმა ან/ და მისი ოჯახის უფლებამოსილმა წარმომადგენელმა ერედვის  მუნიციპალიტეტის გამგეობაში უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:

ა) განცხადება  გამგებლის სახელზე;

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის მოწმობის ასლი;

დ) საბანკო რეკვიზიტები;

ე) ინფორმაცია თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელისაგან – თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულისაგან დახმარების მიმღების ერედვის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მუდმივი მაცხოვრებლობის შესახებ (ასეთის მოთხოვნის შემთხვევაში).

3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, დახმარების მიმღების პირად ანგარიშზე.

თავი II

სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის ორგანიზება და ადმინისტრირე