ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეთამაზ ჟორჟოლიანი
დანართი 1
ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური
დახმარების გაცემისა და მიღების წესი
ეს წესი განსაზღვრავს ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოსახლეობისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების პირობებს, დახმარების მიმღებ პირთა (შემდეგში – ბენეფიციარი) კატეგორიებს, მათ მიერ მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი დოკუმენტაციის სახეებსა და დახმარების სახით გასაცემი თანხის ოდენობას.
ონკოლოგიური დაავადების მქონე ბენეფიციარების სამედიცინო დახმარება (რასაც სრულად ან საერთოდ არ აფინანსებს საყოველთაო ჯანდაცვა, რეფერალური პროგრამები და სხვა დაზღვევები)
1. ონკოლოგიური დაავადების მქონე ბენეფიციარებს დახმარება გაეწევათ:
ა) სტაციონარული და ამბულატორიული მკურნალობისათვის – არაუმეტეს 1000 (ერთი ათასი) ლარისა;
ბ) სამედიცინო კვლევებისათვის – არაუმეტეს 500 (ხუთასი) ლარისა;
გ) მედიკამენტური მკურნალობისათვის – არაუმეტეს 500 (ხუთასი) ლარისა (რაც არ ფინანსდება აღნიშნული წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით).
2. ონკოლოგიურმა პაციენტმა, მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა ან შესაბამისი
უფლებამოსილების მქონე პირმა დახმარების მიღების მიზნით მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:
ა) წერილობითი განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) განმცხადებლის და ბენეფიციარის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №IV-100/ა);
დ) ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი შესაბამისი სამედიცინო დაწესებულებიდან;
ე) სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან განცხადება – ანკეტის (ფორმა №1) ასლი, თუ პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში რეგისტრაციის ადგილის აღმნიშვნელი ჩანაწერი დაფიქსირებული არ არის.
3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით სამედიცინო დაწესებულების შესაბამის ანგარიშზე.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით, მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის დასკვნის საფუძველზ