საცხოვრისებში
მცხოვრები
ოჯახების
კომუნალური
გადასახადებით
უზრუნველყოფა

1. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ანაზღაურდება ქ. ბოლნისში, დავით აღმაშენებლის ქ. უ/ნ-ში და დაბა კაზრეთში მდებარე სოციალურ საცხოვრისში მცხოვრები ბენეფიციარების კომუნალური ხარჯები თითოეულ ოჯახზე:

ა) ელექტროენერგია 250კვ/სთ – ინდივიდუალური მრიცხველის ჩვენების მიხედვით;

ბ)ბუნებრივი აირი – გათბობის სეზონზე (15 ნოემბრიდან 15 აპრილამდე) თვეში 250 მ3, ხოლო ზაფხულის სეზონზე თვეში 50მ3, ინდივიდუალური მრიცხველის ჩვენების მიხედვით;

2. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ანაზღაურდება ქ. ბოლნისში, სიონის ქ. №1-ში მდებარე სოციალურ საცხოვრისში მცხოვრები ბენეფიციარების კომუნალური ხარჯები თითოეულ ოჯახზე: ელექტროენერგია სრულად – საერთო მრიცხველის ჩვენების მიხედვით; ბუნებრივი აირი – გათბობის სეზონზე (15 ნოემბრიდან 15 აპრილამდე) თვეში 250მ3, ხოლო ზაფხულის სეზონზე თვეში – 50მ3, ინდივიდუალური მრიცხველის ჩვენების მიხედვით.

3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, შესაბამისი ორგანიზაციის საბანკო ანგარიშზე.

4. ამ მუხლით გათვალისწინებული დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზ