დაუცველ
ერთ
წლამდე
ბავშვების
ყოველთვიურად
კვებით
უზრუნველყოფა

1. სოციალურად დაუცველ ოჯახებს, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 120 000-ს, ერთ წლამდე ბავშვების კვებით უზრუნველსაყოფად დახმარება გაეწევათ თვეში 80 (ოთხმოცი) ლარის ოდენობით.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულმა ბენეფიციარმა, მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა ან შესაბამისი უფლების მქონე პირმა დახმარების მიზნით მერიაში უნდა წარადგინოს:

ა) წერილობითი განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ბ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ქსეროასლი;

გ) ბენეფიციარის პირადობის მოწმობის დამადასტურებელი დოკუმენტის ქსეროასლი;

დ) დაბადების მოწმობის ქსეროასლი;

ე) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №  IV – 100/ა), სადაც მითითებული იქნება, რა საკვებს საჭიროებს ბავშვი;

ვ) ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი შესაბამისი სამედიცინო დაწესებულებიდან;

ზ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან.

3. ანაზღაურება მოხდება უნაღდი ანგარიშსწორების ფორმით, შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების საბანკო ანგარიშზე.

4. ამ მუხლით გათვალისწინებული დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზ