დაზარალებული
ოჯახების
დახმარება
1. გასულ და მიმდინარე წლებში სტიქიის (უპირატესად დამანგრეველი ხასიათის ბუნების მოვლენის – მიწისძვრა, სეტყვა, წყალდიდობა, დიდთოვლიანობა, ქარიშხალი, მეწყერი, ღვარცოფი), ხანძრის, სხვა უბედური და ფორსმაჟორული შემთხვევების შედეგად საცხოვრებელ სახლებზე მიყენებული ზიანის აღსადგენად, დაზარალებულ ოჯახებს ერთჯერადი მატერიალური დახმარება გაეწევათ ზარალის ოდენობის შესაბამისად, აღნიშნული საკითხების შემსწავლელი სამუშაო ჯგუფის დასკვნისა და მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ხანძრის, სხვა უბედური და ფორსმაჟორული შემთხვევების შედეგად საცხოვრებელ სახლებზე მიყენებული ზიანის აღსადგენად დაზარალებულ ოჯახებს 500 (ხუთასი) ლარამდე ზიანი აუნაზღაურდებათ სრულად, ხოლო 500 (ხუთასი) ლარის ზემოთ – მიყენებული ზიანის 70%-ის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 20 000 (ოცი ათასი) ლარისა. ხოლო სტიქიის (უპირატესად დამანგრეველი ხასიათის ბუნების მოვლენის – მიწისძვრა, სეტყვა წყალდიდობა, დიდთოვლობა, ქარიშხალი, მეწყერი, ღვარცოფი) შედეგად დაზარალებულ ოჯახებს ზარალი აუნაზღაურდებათ წარმოდგენილი აუდიტის დასკვნის საფუძველზე, კომისიის გადაწყვეტილების შესაბამოსად.
3. ამ მუხლით განსაზღვრულმა ბენეფიციარმა, მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა ან შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირმა დახმარების მიღების მიზნით მუნიციპალიტეტში უნდა წარადგინოს:
ა) წერილობითი განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
გ) ცნობა საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოდან (ამ მუხლის პირველი და მეორე პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში);
დ) აუდიტის დასკვნა ზარალის ოდენობის შესახებ;
ე) სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან განცხადება – ანკეტის (ფორმა №1) ასლი, თუ პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში რეგისტრაციის ადგილის აღმნიშვნელი ჩანაწერი დაფიქსირებული არ არის.
შენიშვნა:
1. ბენეფიციარი ვალდებულია წარმოადგინოს აუდიტის დასკვნა ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში, თუ მიყენებული ზარალის ოდენობა აღემატება 500 (ხუთასი) ლარს.
2. იმ შემთხვევაში, თუ სტიქიით მიყენებული ზარალის ოდენობა არ აღემატება 500 (ხუთასი) ლარს, ზარალის ანაზღაურება, ამავე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, შესაძლებელია მოხდეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის მიერ შედგენილი დეფექტური აქტის საფუძველზე.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე ფულადი დახმარების გაცემის შემთხვევაში ბენეფიციარი იღებს ვალდებულებას მიზნობრივად გახარჯოს მუნიციპალიტეტისგან მიღებული ფულადი დახმარება, რის შესახებაც ბენეფიციართან, მისი ოჯახის სრულწლოვან წევრთან ან შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთან ფორმდება წერილობითი ხელშეკრულებ