სახლების
აღდგენა
1. მე-14 მუხლით გათვალისწინებულის გარდა სხვა შემთხვევაში დაზიანებული ან დაუსრულებელი საცხოვრებელი სახლების აღდგენა (მინიმალური საცხოვრებელი პირობების შექმნა/დასრულება) მოხდება შემდეგი კატეგორიის ოჯახებისათვის:
ა) სოციალურად დაუცველ მარტოხელა პენსიონერებისათვის (სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000-ს), რომელთა საცხოვრებელი სახლებიც არ არის საცხოვრებლად ვარგისი;
ბ) სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახებისათვის (რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000-ს), რომელთაც ჰყავთ სამი ან მეტი შვილი და საცხოვრებელი სახლები არ არის საცხოვრებლად ვარგისი;
გ) სტიქიის შედეგად მაღალმთიანი რაიონებიდან ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გადმოსახლებული, სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის (რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000-ს და 65 000-დან 100 000-მდე ქულა მიენიჭათ გასული და მიმდინარე წლის პერიოდში), რომელთა სახლებიც არ არის საცხოვრებლად ვარგისი;
დ) იძულებით გადაადგილებული პირთა – დევნილთა ოჯახებისათვის (რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000-ს და 65 000-დან 100 000-მდე ქულა მიენიჭათ გასული და მიმდინარე წლის პერიოდში), რომელთა სახლებიც არ არის საცხოვრებლად ვარგისი;
ე) ოჯახებისთვის, რომლებიც იმყოფებიან უკიდურეს ეკონომიკურ გასაჭირში და დახმარების გაცემის მომენტში ვერ ხვდებიან ამ მუხლით გათვალისწინებულ კატეგორიებში.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კატეგორიების ოჯახების საცხოვრებელი სახლების შეკეთება მოხდება ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის მიერ შექმნილი შესაბამისი საკითხების შემსწავლელი სამუშაო ჯგუფის დასკვნის საფუძველზე. სარემონტო სამუშაოების განხორციელების უზრუნველყოფა მოხდება მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურების მიერ მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით. ჩატარებული სამუშაოების ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს 25 000 (ოცდახუთი ათასი) ლარს.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულმა ბენეფიციარებმა, მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა ან შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირმა დახმარების მიღების მიზნით მუნიციპალიტეტში უნდა წარადგინონ:
ა) წერილობითი განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
გ) შვილების დაბადების მოწმობის ასლები (ამ მუხლის პირველი ქუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით სარგებლობის შემთხვევაში);
დ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან (ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით სარგებლობის შემთხვევაში);
ე) იძულებით გადაადგილებული პირის დამადასტურებელი მოწმობის ქსეროასლი (ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით სარგებლობის შემთხვევაში);
ვ) აუდიტის დასკვნა ზარალის ოდენობის შესახებ;
ზ) სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან განცხადება – ანკეტის (ფორმა №1) ასლი, თუ პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში რეგისტრაციის ადგილის აღმნიშვნელი ჩანაწერი დაფიქსირებული არ არის.
შენიშვნა:
1. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულმა ბენეფიციარმა, მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა ან შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირმა დახმარების მიღების მიზნით გაცხადება და თანდართული დოკუმენტები უნდა წარმოადგინოს 2027 წლის 1 იანვრიდან.
2. ბენეფიციარი ვალდებულია წარმოადგინოს აუდიტის დასკვნა ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში, თუ მიყენებული ზარალის ოდენობა აღემატება 500 (ხუთასი) ლარს.
3. იმ შემთხვევაში თუ სტიქიით მიყენებული ზარალის ოდენობა არ აღემატება 500 (ხუთასი) ლარს, ზარალის ანაზღაურება, ამავე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, შესაძლებელია მოხდეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის მიერ შედგენილი დეფექტური აქტის საფუძველზე.
4. ამ მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე ფულადი დახმარების გაცემის შემთხვევაში ბენეფიციარი იღებს ვალდებულებას მიზნობრივად გახარჯოს მუნიციპალიტეტისგან მიღებული ფულადი დაახმარება, რის შესახებაც ბენეფიციართან, მისი ოჯახის სრულწლოვან წევრთან ან შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთან ფორმდება წერილობითი ხელშეკრულებ