1. პროგრამა გათვლილია უკიდურესად ღარიბი მოსახლეობისათვის, რომელთა საცხოვრებელი პირობები უმძიმესია, რამაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას  ოჯახის წევრთა სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას  და რომელთა საცხოვრისი არ ექვემდებარება რეაბილიტაციას. პროგრამა ითვალისწინებს შემუშავებული პროექტის მიხედვით ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის მშენებლობას  (46 473 ლარის ფარგლებში). პროგრამა გათვლილია სამ ოჯახზე.

2. იმ შემთხვევაში, როდესაც საცხოვრისი ექვემდებარება რეაბილიტაციას და ოჯახის წევრებისათვის საცხოვრებლად საშიშროებას არ წარმოადგენს, პროგრამა ითვალისწინებს მინიმალური საცხოვრებელი პირობების შექმნას, კერძოდ ერთი ოთახისათვის შესაბამისი სარემონტო სამუშაოების ჩატარებას (10 000 ლარის   ფარგლებში). პროგრამა გათვლილია სამ ოჯახზე.

3. ამ პროგრამით სარგებლობა შეუძლიათ იმ ბენეფიციარებს, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000-ს და ოჯახის არცერთ წევრს არ გააჩნია სხვა საცხოვრისი.

4. წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

ა) განმცხადებლის (სახლის მეპატრონის) და მისი ოჯახის წევრების პირადობის დამადასტურებელი  დოკუმენტი;

ბ)ოჯახის არასრულწლოვანი წევრების დაბადების მოწმობები.

გ) საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი. (ამონაწერი რეესტრიდან,უკიდურეს შემთხვევაში მიწის საკუთრებაზე)

დ)  ცნობა საჯარო რეესტრიდან განმცხადებლის და მის ოჯახის წევრებზე სხვა უძრავი ქონების (საცხოვრისი) არ არსებობის შესახებ.

ე) ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მიერ დამტკიცებული დაზიანებული საცხოვრისის დამადასტურებელი ფოტო-მასალა და შესაბამისი შუამდგომლობა, რომელიც უნდა ერთვოდეს  განცხადებას.

5. 1-ლი და 2-ე პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მოქალაქეთა განცხადებები მიიღება  მიმდინარე წლის 28 თებერვალის ჩათვლით, ,,სოციალური კომისიის“ მიერ პროგრამაში მონაწილე  ოჯახების შერჩევა და  გადაწყვეტილების მიღება ხდება არაუგვიანეს მიმდინარე წლის 31 მარტისა.

6. ,,სოციალურ კომისია“-ზე ბენეფიციართა შერჩევა და  გადაწყვეტილების მიღება ხდება მოწოდებული კრიტერიუმებისა და შესაბამისი ქულების მინიჭებით:

ა) 57 001 სოციალურ ქულაზე ნაკლები – 1 ქულა.

ბ) ოჯახის სამ  არასრულწლოვან წევრზე – 1 ქულა. (სამზე მეტ თოთოეულ არასრულწლოვანზე დამატებით თითო ქულა)

გ)  ოჯახში ერთი, ან რამდენიმე შშმ პირი (მკვეთრად გამოხატული-პირველი ჯგ. ინვალიდი) – 1 ქულა.

დ) მარტოხელა მშობელი, რომელსაც ყავს არასრულწლოვანი შვილი – 1 ქულა.

ე)  ხანდაზმულები, რომლებიც ახორციელებენ მეურვეობას არასრულწლოვან ბავშვებზე – 1,5 ქულა.

ვ) ოჯახი, რომელიც შედგება მხოლოდ საპენსიო ასაკის წევრებისაგან – 1 ქულა.

ზ) ოჯახი შედგება შვიდი, ან მეტი წევრისგან – 1,5 ქულა.

7. ამ მუხლით განსაზღვრულ დაფინასებაში, წარმოქმნილი ეკონომიის თანხები (ასეთის არსებობის შემთხვევაში) „სოციალური კომისიის“ გადაწყვეტილების საფუძველზე შსაძლებელია გამოყენებულ იქნეს დამატებით  საცხოვრებელი სახლის მშენებლობისთვის  ან ერთი ოთახის შესაბამისი სარემონტო სამუშაოებსთვის.

8. ამ მუხლის მე-7 პუნქტის ამოქმედების შემთხვევაში ბენეფიციარი/ები შერჩეული  იქნებიან რიგითობის მიხედვით ამ მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად.

8. პროგრამის განმხორციელებელია მერის ბრძანებით შექმნილი ,,სოციალური კომისია