1. პროგრამა ითვალისწინებს სტიქიური მოვლენის (ხანძარი, ქარიშხალი, თოვლი) შედეგად დაზარალებული ოჯახების ფულად დახმარებას. პროგრამით სარგებლობა შეუძლიათ ბენეფიციარებს, რომლებსაც ნაწილობრივ დაუზიანდათ, ან სრულიად გაუნადგურდათ  საცხოვრისი.  (დამხმარე ნაგებობები და ქონებრივი ზარალი არ განიხილება). ასევე ქარიშხლის, ან თოვლის გამო დაუზიანდათ საცხოვრისის სახურავი.

2. ხანძრის შემთხვევაში დაზარალებულის დაფინანსება დაზიანებული ფართის მიხედვით პირობითად იყოფა ოთხ ჯგუფად:

ა) 50 კვადრატულ მეტრამდე – არაუმეტეს 5 000 ლარისა,ბ) 100 კვადრატულ მეტრამდე –  არაუმეტეს 10 000 ლარისა.

გ)150 კვადრატულ მეტრამდე –  არაუმეტეს 15 000 ლარისა

დ) 200 კვადრატულ მეტრამდე –  არაუმეტეს 20 000 ლარისა.

3.  იმ შემთხვევაში, როდესაც სტიქიის შედეგად (ქარიშხალი, თოვლი) საცხოვრებელი სახლის მხოლოდ სახურავია ძლიერ დაზიანებული (რაც ქმნის საცხოვრისის შემდგომ დაზიანების საშიშროებას), დაზიანებული  ფართის მიხედვით ითვალისწინებს თანხის გამოყოფას  კვადრატულ მეტრზე 15 ლარის ოდენობით, არაუმეტეს 2000 ლარისა.  ამ პუნქტით განიხილება მხოლოდ ის ბენეფიციარები ,რომელთა სოციალური სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000-ს.

4. წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

ა) სახანძრო-სამაშველო სამსახურის დასკვნა ხანძრით მიყენებული ზარალის შესახებ;

ბ) საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი. (ამონაწერი რეესტრიდან,უკიდურეს შემთხვევაში მიწის საკუთრებაზე)

გ) ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მიერ დამტკიცებული ხანძრის გამო დაზიანებული საცხოვრისის, ან ქარიშხლისა და თოვლის გამო დაზიანებული საცხოვრისის სახურავის დამადასტურებელი ფოტო-მასალა  და შესაბამისი შუამდგომლობა, რომელიც უნდა ერთვოდეს განცხადებას.

დ) ცნობა ოჯახის სარეიტინგო ქულის შესახებ (ამ მუხლის მე-3-ე პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში)

ე) ,,სოციალურ კომისიის“ მიერ დაზიანების დათვალიერების  აქტი.

5. დაფინანსება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით დაზარალებულის პირად ანგარიშზე თანხის ჩარიცხვით.

6. დაფინანსებას ექვემდებარება მიმდინარე წელს მომხდარი შემთხვევა.

7. პროგრამის განმხორციელებელია „სოციალური კომისია