1. სამუშაო ჯგუფის ყოველი სხდომისას დგება შესაბამისი ოქმი.

2. სამუშაო ჯგუფის განხილული ყოველი საკითხი აისახება სხდომის ოქმში.

3. სამუშაო ჯგუფის ოქმები იკრიბება ცალკე საქაღალდეში რიგითობის მიხედვით.

4. სამუშაო ჯგუფის სხდომის ოქმების სათანადო წესით შენახვასა და დაცვაზე პასუხისმგებელია სამუშაო ჯგუფის მდივანი.

5. სამუშაო ჯგუფი სხდომაზე ამზადებს საოქმო დასკვნას, რომელსაც ხელს აწერენ სამუშაო ჯგუფის სხდომაზე დამსწრე ყველა წევრი. განსხვავებული აზრის არსებობის შემთხვევაში სამუშაო ჯგუფის წევრის აზრი დაერთვება ოქმს.

6. სოციალური დახმარების გაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით, სამუშაო ჯგუფის დასკვნის საფუძველზ