1. 18 წლამდე ასაკის შეზღუდული შესაძლებლობის (მკვეთრად გამოხატული) მქონე პირთა ყოველთვიური დახმარება განისაზღვრება 100 (ასი) ლარის ოდენობით, ხოლო დედ-მამით ობოლ 18 წლამდე ბავშვთა ყოველთვიური დახმარება – 100 (ასი) ლარის ოდენობით .
2. დახმარების მისაღებად ბენეფიციარმა (ან მეურვემ) მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება მერის სახელზე;
ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
გ) შეზღუდული შესაძლებლობის (მკვეთრად გამოხატული) ან დედ-მამით ობლობის სტატუსის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტი;
დ) ოჯახის წევრის შემთხვევაში ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი (დაბადების ან ქორწინების მოწმობა);
ე) მშობლის ან მეურვის საბანკო რეკვიზიტების მონაცემები.
3. უსინათლო პირებისთვის ერთჯერადი დახმარება განისაზღვრება 300 (სამასი) ლარის ოდენობით.
4. დახმარების მისაღებად ბენეფიციარმა (ან მეურვემ) მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება მერის სახელზე;
ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
გ) შეზღუდული შესაძლებლობის (მკვეთრად გამოხატული) სტატუსის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტი;
დ) ოჯახის წევრის შემთხვევაში – ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი (დაბადების ან ქორწინების მოწმობა);
ე) საბანკო რეკვიზიტების მონაცემები.
5. შესაბამისი საჭიროების მქონე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის განისაზღვროს სამედიცინო საშუალებებით (სასმენი აპარატი, ყავარჯენი, ეტლი, სპეცფეხსაცმელი და სხვა) უზრუნველყოფა.
6. დახმარების მისაღებად ბენეფიციარმა (ან მეურვემ) მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება მერის სახელზე;
ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
გ) შეზღუდული შესაძლებლობის (მკვეთრად გამოხატული) სტატუსის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტი;
დ) ოჯახის წევრის შემთხვევაში ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი (დაბადების ან ქორწინების მოწმობა);
ე) საბანკო რეკვიზიტების მონაცემებ