მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გასაცემი სოციალური დახმარების სახეებია:
ა) ომის ვეტერანთა სოციალური დაცვა;
ბ) ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვა;
გ) შეზღუდული შესაძლებლობის (მკვეთრად გამოხატული) მქონე პირთა და დედ-მამით ობოლ 18 წლამდე ბავშვთა სოციალური დაცვა;
დ) ხანდაზმულ (100 და მეტი წლის) პირთა სოციალური დაცვა;
ე) უსახლკაროდ დარჩენილთა სოციალური დაცვა (2026 წელს ხანძრით, სტიქიით და მეწყრული პროცესებით დაზარალებული ოჯახების დახმარება, ასევე უსახლკაროთა ბინის ქირით უზრუნველყოფა),ვ) დევნილთა მხარდაჭერის პროგრამა;
ზ) ჩერნობილის აეს-ის ავარიის სალიკვიდაციო სამუშაოებში მონაწილეთა დახმარება;
თ) გაუსაძლის საბინაო პირობებში მყოფთა დახმარება;
ი) უპატრონო მიცვალებულთა დაკრძალვა;
კ) ჰემოდიალიზის პაციენტთა დახმარება;
ლ) მოსახლეობის სამედიცინო დახმარება;
მ) მოსახლეობის ერთჯერადი ფულადი დახმარება;
ნ) შესაბამისი საჭიროების მქონე პირების სამედიცინო საშუალებებით (სასმენი აპარატი, ყავარჯენი, ეტლი, სპეცფეხსაცმელი და სხვა) უზრუნველყოფა;
ო) მიუსაფართა ყოველდღიური ერთჯერადი კვებით უზრუნველყოფა;
პ) სადღესასწაულო დღეების დახმარება;
რ) ცელიაკიით დაავადებულ პირთა დახმარება;
ს) პარკინსონის დიაგნოზის მქონე პირთა დახმარება.
ტ) პერსონალური ასისტენტის პროგრამა
უ) სოციალურად დაუცველი ოჯახების დაკრძალვის ხარჯების ნაწილობრივი ანაზღაურება
ბენეფიციართა კატეგორიები და სოციალური დახმარების გასაცემად საჭირო დოკუმენტაც