1. არასრულწლოვანი შშმ პირების ერთჯერადი ფინანსური დახმარება.

ა) ქვეპროგრამით ისარგებლებენ ბაღდათის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ან მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები იძულებით გადაადგილებული  18 წლამდე ასაკის შშმ ბავშვების ოჯახები, თითოეულ ბავშვზე ერთჯერადად 150 ლარის ოდენობით.

ბ) დახმარების მისაღებად შშმ პირის მშობელმა (ან კანონიერმა წარმომადგენელმა) უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:

ბ.ა) დახმარების მიმღების პირადობის მოწმობა;

ბ.ბ) შშმ პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ბ.გ) შშმ პირის დაბადების (ან პირადობის) მოწმობა;

ბ.დ) დახმარების მიმღების პირადი ანგარიში ბანკიდან;

ბ.ე) მერიის შესაბამისი სამსახურის მიერ მოთხოვნილი სხვა დოკუმენტი.

გ) ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.

2. შშმ პირთა ჰიგიენური საშუალებებით უზრუნველყოფა.

ა) ქვეპროგრამით ისარგებლებენ მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ან მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები იძულებით გადაადგილებული შშმ პირები, რომლებსაც აქვთ პამპერსის (და/ან სხვა ჰიგიენური საშუალების) გამოყენების საჭიროება.

ბ) ქვეპროგრამით მოსარგებლე შშმ პირები საბიუჯეტო წლის განმავლობაში დაფინანსდებიან 300 ლარის ღირებულების ჰიგიენური საშუალებებით (პამპერსი, სველი ხელსახოცი, პამპერსის ზეწარი, პუდრი, კათეტერი და სხვა).  დახმარება გაიცემა ორ ეტაპად, არანაკლებ ერთთვიანი ინტერვალისა, თითოეული მომართვისას 150 ლარის ოდენობით.

გ) ჰიგიენური საშუალებებით უზრუნველყოფის მიზნით განმცხადებელმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

გ.ა) განცხადება მერის სახელზე;

გ.ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ.გ) დახმარების მიმღები შშმ პირის პირადობის (ან დაბადების მოწმობის) ასლი;

გ.დ) შშმ პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი;

გ.ე) სამედიცინო დოკუმენტი (ფორმა №100ა), სადაც რეკომენდაციის ნაწილში მითითებული უნდა იყოს პამპერსის ან/და სხვა ჰიგიენური საშუალების გამოყენების საჭიროება.

დ) ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, მომსახურების მომწოდებლის საბანკო ანგარიშზე.

3. შშმ პირთა სოციალური და ჯანმრთელობის პრობლემების მოგვარების ღონისძიების დაფინანსება. მათ შორის:  შშმ პირებისათვის საჭირო სპეციალური მოწყობილობების შეძენა და   საზღვარგარეთ მკურნალობის თანადაფინანსება.

ა) ქვეპროპგრამით ისარგებლებენ მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და ამავდროულად მცხოვრები ან მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები იძულებით გადაადგილებული შშმ პირები, რომლებიც წარმოადგენენ შემდეგ დოკუმენტაციას:

ა.ა) განცხადება (მუნიციპალიტეტის მერის სახელზე);

ა.ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობა

ა.გ) შშმ პირის პირადობის (ან დაბადების) მოწმობის ასლი;

ა.დ) შშმ პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ა.ე) დოკუმენტაცია საჭირო სამედიცინო მომსახურების შესახებ (სამედიცინო ფორმა და ანგარიშფაქტურა).

ა.ვ) მერიის შესაბამისი სამსახურის მიერ მოთხოვნილი სხვა დოკუმენტი.

ბ) ქვეპროპგრამით დაფინანსდება ბენეფიციარის მიერ გადასახდელი თანხის არაუმეტეს 60%. ბენეფიციარის დახმარების მიზნით გაცემული წლიური ლიმიტი არ უნდა აღემატებოდეს 4000 ლარს. აღნიშნული შეზღუდვა არ შეეხება 200 ლარამდე ღირებულების მქონე დამხმარე მოწყობილობის შეძენისათვის მოთხოვნილ თანხას, რომელიც დაფინანსდება სრულად.

გ) გადაწყვეტილებას შშმ პირთა სოციალური და ჯანმრთელობის ღონისძიების დაფინანსების თაობაზე, იღებს ,,მერიის სოციალური ღონისძიებების დაფინანსების განმსაზღვრელი კომისია“.

დ) ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, შესაბამის საბანკო ანგარიშზე.

4. შშმ პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციის მიზნით სხვადასხვა აქტივობების განხორციელება. მათ შორის:

ა) შშმ პირთა და მათი ოჯახების ცნობიერების ამაღლების მიზნით აქტივობების განხორციელება.

ბ) შშმ პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციის მიზნით კულტურულ-საგანმანათლებო და გასართობ პროგრამებში ჩართვის ხელშეწყობა და შშმ პირთა საკითხებზე  მომუშავე ორგანიზაციების მხარდაჭერა.

გ) შშმ პირთა სხვადასხვა აქტივობებში ჩართვის მიზნით, მათი ტრანსპორტით უზრუნველყოფა.

დ) მკვეთრად გამოხატული შეზღუდვის მქონე და სოციალურად დაუცველი (120 000-მდე სარეიტინგო ქულის მქონე) შშმ პირებისათვის ზამთრის სეზონზე სათბობი საშუალებებით უზრუნველყოფის დაფინანსება (დეკემბრის თვის მეორე დეკადაში შშმ პირთა მუხლში არსებული ფინანსური რესურსის შესაბამისად).

ე) ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, შესაბამის საბანკო ანგარიშზე.

5. შშმ პირთა კურორტული სამკურნალო-სარეაბილიტაციო მომსახურებების დაფინანსება;

ა) ქვეპროგრამით ისარგებლებენ მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ან მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები იძულებით გადაადგილებული 18 წლამდე ასაკის შშმ ბავშვები და მკვეთრად გამოხატული სტატუსის მქონე შშმ პირები, რომელთაც დოკუმენტაციით უდასტურდებათ კურორტული სამკურნალო-სარეაბილიტაციო მომსახურეობის მიღების საჭიროება.

ბ) ქვეპროგრამით მოსარგებლე ბენეფიციარი დაფინანსდება არაუმეტეს 400 ლარით, ერთჯერადად საბიუჯეტო წლის განმავლობაში.

გ) ქვეპროგრამით სარგებლობის მიზნით ბენეფიციარმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

გ.ა) განცხადება მერის სახელზე;

გ.ბ) ბენეფიციარის/განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი.

გ.გ) შშმ პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი;

გ.დ) სამედიცინო ფორმა №100-ა (სადაც მითითებული იქნება ბენეფიციარისთვის კურორტული სამკურნალო-სარეაბილიტაციო მომსახურეობის მიღების საჭიროება).

გ.ე) მომსახურების გამწევი დაწესებულების მიერ გაცემული ინვოისი.

გ. ვ) ანაზღაურება მოხდება მომსახურეობის გამწევი დაწესებულების მიერ გაცემული ანგარიშფაქტურის საფუძველზე, უნაღდო ანგარიშსწორების ფორმი